გურგენიანის ჩანჩქერი


გურგენიანის ჩანჩქერს ნინოსხევისასაც რატომ ეძახიანო ვიკითხე და, იმიტომ რომ ეს მდინარეა ნინოსხევი, და ნინოსი იმიტომ რომ დაღესტნიდან გამოქცეული ქართველი ბავშვი, ნინო დაიხრჩო.

გურგენიანის ჩანჩქერზე პირველად 2008 წელს ვიყავი. პოსტში მხოლოდ ფოტოებია, სადაც ჩანს ბლახები, ბევრი მწვანე, ტყის ბილიკი, ბევრი მდინარე და ჩანჩქერუკები. გზა მონიშნული არ იყო, მაგრამ ბილიკი კარგად ჩანდა. მახსოვს რომ კარგად ვიფოფხეთ, ვიფორთხეთ, დაბრკოლებები გადავლახეთ და ასე მივედით.

_DSC2437

ამ კვირას “დეკა მოგზაურობის” ივენთი მომხვდა თვალში, ხოდა ცოტა ფბ-ზეც გავიკითხე, ხიდებია გზადაგზაო, ფეხდაუსველებლად მიხვალო. განვეწყვე მსუბუქი ექსკურსიისთვის და წავედით.

გურგენიანი_1

პირველივე 50 მეტრის მერე მივხვდი, რომ სხვა გზით მივდიოდით, იმის მაგიერ რომ მარჯვენა მხრიდან, ნორმალური, გრილი, ჩრდილიანი ტყის ბილიკით წავსულიყავით, რიყეზე დავიწყეთ ბოდიალი.

_DSC2409

 

თაკარა მზე, გავარვარებული ქვები, არანაირი ხიდები. მიზეზი- ასე უფრო ახლოა, დროს მოვიგებთო.  (ეს მაშინ, როცა თბილისში 8-ზე მისულები 9-ზე ძლივს გამოვეტიეთ).

_DSC2411

ძალიან გავბრაზდი იმაზე, რომ ჯერ ერთი, გასაგებად ნათქვამი -ნამყოფი ვარ გზა ვიცი- ვერ გაიგეს და იძულებულები გაგვხადეს კუს ნაბიჯით გვევლო (ეს არ იყო ალპური გასვლა, სადაც ყველამ ყველაზე ნელის ტემპით უნდაიაროს) და მეორე – ორ გზას შორის უარესი აარჩიეს.

_DSC2420გზადაგზა რამოდენიმე ადგილას შევისვენეთ, სანამ უკანა ნელი სვლით მოძრავი ბატალიონი წამოგვეწეოდა. გადასაღებიც რომ არაფერი იყო, საკუთარი თავის ფოტოები გადავიღე. კარგად მივდიოდი, ამიტომ შუაგზაში ჩანთაც მოვიკიდე, დიდი არაფერი წონა არ ქონდა, მაგრამ ტესტ-დრაივი გამომივიდა. ოღონდ ბოლომდე ვერ ვატარე, ჩემმა მეგობარმა ვერ მოისვენა და უკან გამომართვა.

_DSC2425

ამასობაში ჩანჩქერს მივუახლოვდით. მიახლოებისას ან უნდა გატოპო, ან მარჯვენა მხარეს ზემოთ აძვრე  და ისე გახვიდე. ფოტოზე ჩანს, თუ კარგად დაკვირდებით.

_DSC2429

ზემოდან ლამაზი ხედები იშლებოდა ადრე, ამიტომ  ბილიკი მოვნახეთ და ჩანჩქერის ზემოთ ავუყევით. ბილიკი იოლია, უბრალოდ, უკიდეგანოდ დამრეცი და ერთ ადგილას ჩაშლილი, ამიტომ კაბებით, შლოპანცებით და მსგავსი რამეებით აძვრომას არ ვურჩევდი არავის.

_DSC2489

ჩანჩქერის ზემოთ ასასვლელი ბილიკი

_DSC2486

იგივე ბილიკი, სინამდვილეში ციცაბოა

ზემოდან ყოვლად საოცარი ხედი იშლება, სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ ადრე აქედან ბევრად უკეთესი ხედები იყო, დაიჯდებოდი და ფეხებს ჩანჩქერზეგადაკიდებდი,ახლა კი მხოლოდ ჩემი ფეხები და ქვემოთ ხალხი მოჩანს წერტილებად. სიმაღლის თუ ვინმეს ეშინია, ადრენალინი, ადრენალინი ევრივეარ.

_DSC2441

ჩანჩქერის ზემოთ მდინარე ბევრად უფრო სუფთაა და სასიამოვნოდ დაჩრდილული, ხალხის ხმები არ აღწევს, კოცონის ადგილიცაა, ბანაკისაც და 1-2 კილომეტრს თუ აუყვები, ალტერნატიული დასაბანაკებელიც უნდა იპოვო წესით. წყალი დასალევად ვარგისია.

_DSC2471

ზემოთ იყო კარქი. სუპერკარქი. ხოდა მერე რომ დავეშვით ჯგუფისთვის აღარ დაგვიცდია,  იმ მეორე გზის გადასახვევი ვერ ვიპოვე მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ჩემი მოთხოვნილი ხიდები ადგილზე დამხვდა და უკანა გზაზე ფეხიც კი არდამისველებია.

_DSC2508

_DSC2505

პ.ს. რჩევა ლაგოდეხის გურგენიანის ჩანჩქერზე წამსვლელებისთვის – შესასვლელში საქეიფოდ დაჯდომას ან მოერიდეთ, ან თუ მაინცადამაინც, ჯგუფად იყავით და არ დაიფანტოთ, არაადეკვატური აბორიგენები დარბიან.

პ.პ.ს. ჩემი ნაცნობი კარგი ორგანიზატორების ერთ-ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ მსგავს მთვრალაბორიგენულ თავყრილობებს ერიდებიან ხოლმე. ჭკუა ნასწავლია, მეტის ღირსი ვარ :დ

Advertisements

7 thoughts on “გურგენიანის ჩანჩქერი

  1. ისეთი კარგი გზა მიდის ჩანჩქერამდე, შლოპანცებით და მზესუმზირის კნაწაკნუწით ახვალ იქამდე.

    ”ადგილობრივი აბორიგენები” ცუდი ფრაზაა ძალიან 🙂 უამრავჯერ სულ მარტოს მისეირნია შესასვლელში და არავის შეუქმნია პრობლემა და დისკომფორტი, ესე იგი ვიღაცა არასასურველი სასტავის ყოფნა დაემთხვა იქ, ეგ არის და ეგ 🙂

    • ადგილობრივი აბორიგენი რატომაა ცუდი ფრაზა? ზუსტად ადგილობრივი აბორიგენი იყო, ვინც შემაწუხა, არსაიდან არ გახლდა მოსული.

  2. გურგენიანი ზოგადად ულამაზესი სოფელია. ჩანჩქერზე ხომ აღარაფერს ვამბობ. სხვათაშორის დასაჯდომად და საქეიფოდ ძალიან მაგარია ე.წ. “საფუტკრე”, ყინულივით ცივი მდინარეც იქვეა, არაჩვეულებრივი ბუნებაც და თან ახლოსვეა, შიგნით სოფელში, არ უნდა ამდენი სიარული (ჩანჩქერის ნახვა მაინც აუცილებელია, მაგრამ თუ დაბანაკებას არ აპირებთ ჯობია დასაჯდომად საფუტკრე აარჩიოთ, თორე ჩანჩქერის გზა შებინდებულზე ცოტა საშიშია)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s