100 კაცის ფენომენი ლაშქრობაში


რამოდენიმე წლის წინ შატილში სამი მარშუტკით ვიყავით წასულები. დღემდე ვპოულობ ადამიანებს, ვითან ერთადაც “თურმე” მომივლია ხევსურეთი.

spring-flowers-and-grass-wallpapers_36288_2560x1440

ფეისბუქ ფრენდმა დაასტატუსა რაღაც, მერე იმას კომენტარები მოყვა, მერე რამოდენიმემ ისიც თქვა, ლამაზი ხედის დანახვაში 100 კაცი ნამდვილად ვერ შემიშლიდა ხელსო. ჩემი აზრით, შეუშლიდა და თან როგორ.

ბუნებაში, განსაკუთრებით მაღალ მთაში და უღრან ტყეში იმიტომ მივდივარ ხოლმე, რომ რამენაირად ცივილიზაციას მოვწყდე და ამ რუზრუზისგან და ქაოსისგან დავისვენო, ხოდა როცა 100 კაცია….

  • ლამაზ ხედში და ფონზე შემთხვევით კადრში შეხეტებული ბევრად მეტი ადამიანი
  • გაცილებით მეტი რესურსი, დახარჯული იმაზე, რომ რამენაირად დააორგანიზო ეს ხალხი
  • დაქსაქსული ჯგუფი (ე.წ. სასტავები). ერთი რომ გიტარაზე უკრავ, მეორე ქეიფობს და მესამე ხეზე კონწიალობს და ერთად თუ არიან, ერთი შეხედვით ვერც მიხვდები
  • პროცენტულად მეტი გაჭირვებული და საპატრონო, იმიტომ რომ ასეთ ჯგუფებში ბევრი ახალბედა ხვდება.
  • დაბანაკების პრობლემა–  ორი კარავი ლამის ყველგან გაიშლება, 10 და მეტი- ვერა
  • ხალხი, ხალხი ევრივეარ, კომუნიკაცია, და ბოლოს 5 წუთი საწყალ ბუნებას
  • თქვენი არ ვიცი და მე რელაქსაცია მირჩევნია ბუნებაში და არა ბუნებიან ადამიანებში (თუმცა კარგი ბუნების ადამიანი ძალიან კარგია)
  • ხმაური, წიოკი, კვასკვასი, გაგანი და ვინ როდის სად რას აურევს, კაცმა არ იცის
  • ჩემსავით ხუთი წლის მერე გაარკვევთ, რომ უი, თქვენ ერთად იყავით ტამ, ჭიუხებში ან სადმე
  • სიზარმაცის ზრდა. ოთხ კაცში გინდა-არ გინდა მონაწილეობას იღებ. 40-ში ყველა ხელებში უყურებს ერთმანეთს და ველოდება, ან ფეხებში ებლანდება,  იშვიათი გამონაკლისების გარდა.
  • ორგანიზატორის უზარმაზარი თავისტკივილი, არ გინდა ამხელა ხალხს ჩამკეტი დაუყენო და მომწყემსო? თან ვინმეს ისე იოლად მიაკარგავ, როგორც ნემსს თივის ზვინში
  • სიარულის ტემპის მნიშვნელოვანი ვარდნა. პლიუს, გაცილებით მეტი დრო იხარჯება დილით ადომაში და გამზადებაში
  • და ა.შ.

ხოდა წელს თითქმის არსად არ ვყოფილვარ ბევრი გარემოების გამო (ნუ ეს ცალკე თემაა, რომლის გამოც ლამის შავი დროშები გამოვკიდე), მაგრამ ზოგადად ძალიან ვერიდები ბევრ ხალხთან ბოდიალს, ან თუ მივბოდიალობ, “ვინმე ჩემიანი” მიმყავს, რომ ორასორმოც კაცთან კომუნიკაცია ავირიდო თავიდან. (oh, yes, I am very shy and introverted).

რამე დადებითიც ექნება ალბათ 100 კაცთან ერთად ტამ ჭიუხების, ტანიეს, ტობას, პანორამების ბილიკის და ა.შ. ნახვას უბრალოდ, მე ვერ ვხვდები, რა და გამიხარდება, თუ გამანათლებთ :დ

Advertisements

3 thoughts on “100 კაცის ფენომენი ლაშქრობაში

  1. ,,ფეისბუქ ფრენდმა დაასტატუსა რაღაც, მერე იმას კომენტარები მოყვა, მერე რამოდენიმემ ისიც თქვა, ლამაზი ხედის დანახვაში 100 კაცი ნამდვილად ვერ შემიშლიდა ხელსო. ჩემი აზრით, შეუშლიდა და თან როგორ.” მე დავპოსტე ეგ და რა კომენტარები მოჰყვა მაგას ?! მართლა არ შეუშლია ხელი გინდა დაიჯერე გინდ არა !

  2. აჰამ, თუნდაც ტობას ფესივალი 🙂 ჩემთვის აბსოლიტური სისულელე. 3-4 კაცში უფრო მხიარული და მაგარი გარემო იქმნება ვიდრე 100 კაცში ჩემი აზრით. თან ღამე უფრო ინტიმურია და ბევრად უფრო სიწყნარეა. 100 კაცი რაღაც უფრო დისკომფორტია ჩემთვის. ჩემთვის ლაშქრობის მთავარი მიზანია წახვიდე და დაისვენო ხმაურისგან და სიცხისგან და ეს უფრო პრიორიტეტულია ვდირე ლამაზი ხედი და სელფების გადაღება გვირილებთან ერთად. რა თქმა უნდა ლამაზ გარემოში დასვენება ბევრად ჯობია თუმცა ჩემი მთავარი მიზანი მაინც ხალხისგან მოწყვეტაა. მოკლედ, ყველაფერში გეთანხმები. ზუსტად ის თქვი რაც ჩემ გონებაშია 🙂 საერთოდ არ ვნანობ ტობაზე რომ არ ავედი. ყოველთვის გამოვნახავ 3-4 კაცს ვინც მანდ ამომყვება და არ მაინტერესებს ვინ დაიღლება და ვინ არა. არ მაქვს სანაძლეო დადებული რომ 2 საათში ავიდე და არც რეკორდის დამყარებას ვაპირებ. სადაც დავიღლებით იქ შევისვენებთ. აი ჩემთვის ეს არის ჭეშმარიტი ლაშქრობა და არა ის რომ 10 კაცი იღლება და 90 წუწუნებს ამათმა რა ტვინი წაიღესო და ზოგი არც გელოდება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s