სიყვარული, როგორც გარიგება, მიჯაჭვულობის ელემენტებით


თავდაპირველად, მოდი ყველა შევთანხმდეთ, რომ there is no “happily ever after”. (happily კიდევ ხო, მაგრამ ever after? srsly?)

“მე შენ მიყვარხარ”- გეტყვი და გიყურებ მომლოდინე თვალებით, რომ შენც იგივე მიპასუხო. მე გაძლევ შენ ჩემს  სულს, სხეულს, თავისუფალ დროს, რესურსებს, და სანაცვლოდ ვითხოვ იგივეს.

საკვანძო სიტყვა- ვითხოვ.

სადმე გინახავთ ადამიანი, რომელიც გეტყვის რომ უყვარხარ, რამეს გაჩუქებს, რესურსებს გაიღებს და იქვე მომლოდინე თვალებით არ  გიყურებს და საპასუხო ბონუსებს არ ელოდება? ან თუ ახლა არ გიყურებს, მომავალში გულწრფელად ბრაზდება იმაზე, რომ შენ მიიღე მისი შემოთავაზებული რესურსი, საპასუხო კი არ გაეცი. სუნამო ამ შემთხვევაში ალეგორიაა, ჩვენ ყველა გავცემთ რაღაცას, და გვინდა სანაცვლოც მივიღოთ. (ვაღიარებთ ამას საკუთარ თავთან თუ არა,  ეს მეორე საკითხია) მე თუ შენ ერთხელ ჩაგეხუტე, ორჯერ შოკოლადი გაგიყავი და სამჯერ მაიკა დაგიკემსე, სანაცვლოდ კი იოტის ოდენა უკუკავშირი ან ერთი სენდვიჩიც არ მივიღე, მე მომწყინდება შავი ხვრელის გარშემო ორბიტაზე ტრიალი და წავალ, რომელიმე, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ გალაქტიკას ვიპოვი, შავი ხვრელების გარეშე. (არადა, შავი ხვრელებისგან წასვლა ყველაზე მეტად ჭირს, რადგან მის მიერ შთანთქმული ენერგიები გენანება და მომლოდინედ უტრიალებ, სპონტანური ენერგიების ამოფრქვევების იმედით)

არადა როგორი სასიამოვნოა პირდაპირ სახლთან მოტანილი შოკოლადის ნამცხვრები და კუნაპეტ სიბნელეში ლოგინიდან წამომხტარი ადამიანები, წყალი რომ მოგიტანონ, იმიტომ რომ მოგწყურდა და ადგომა გეზარება.

როცა ვამბობთ, რომ გვიყვარს, რატომღაც ავტომატურად იგულისხმება, რომ  “ერთმანეთის ხართ”. საზოგადოება აქტიურად გვაწვდის ამ მოდელს და ჩვენს ძალას და ენერგიას არ ვიშურებთ, რომ “იდეალური სიყვარული” გვქონდეს.

და თუ 1+1=1, გამოდის, რომ ერთიანები აღარ არსებობენ, არსებობენ ნახევრები, რომლებიც აღარ არიან ისინი, ვინც იყვნენ.

  • და თუ მე არ მინდა რომ ნახევარი ვიყო? და თუ მე მინდა რომ მოვიდე, მივიღო ჩემი წილი დადებითი ენერგიები ისე, რომ საკუთარი თავი არ დავკარგო, და ფორმულას გადავუხვიო, რატომ აღარ ერქმევა ამას სიყვარული?
  • და თუ მე მექნება ჩემი საკუთარი ცხოვრება, და შენ ჩემს ცხოვრებაში მკაცრად განსაზღვრულ ადგილს დაიკავებ და მე არ გავითქვიფები შენში, რატომ არ ერქმევა ამას სიყვარული?
  • და თუ მე ვერ შეგპირდები, რომ შემიძლია შენთან ერთად მთელი ცხოვრება გავატარო, იმიტომ რომ კონკრეტული რაღაცის მეშინია ან არ მჯერა, რატომ არ იქნება ეს სიყვარული?
  • და თუ მე ვერ/არ მოგცემ ყველაფერს, რაც შენ გინდა, ეს სიყვარული აღარ იქნება?
  • და თუ მომინდება, რომ შენს გარეშე ვნახო ფილმი, წავიდე ნიაგარას სანახავად, გავატარო შაბათ-კვირა სრულიად მარტომ?
  • და თუ ვერასოდეს ვიქნები ის, ვინც შენ გინდა რომ ვიყო, მაგრამ აი ამწუთას შენ წინ  ვდგავარ, მომწონხარ და მინდა რომ ჩამეხუტო, რატომ არ იქნება ეს სიყვარული?

და თუ შენ ამ ზემოთჩამოთვლილებზე არ დაგელაპარაკები და ისე, უბრალოდ, გეტყვი, რომ მიყვარხარ, მოტყუება გამოვა?

უცნაურია, მაგრამ კი, მე შენ მოგატყუებ, იმიტომ რომ არსებობს ქცევის მოდელები, რომლებსაც საზოგადოება გვკარნახობს და “მეგობრობის” “სიყვარულის” “მტრობის ” და ა.შ. ქვეშ იგულისხმება. ამიტომ, როცა მე გეუბნები, რომ მიყვარხარ, მაგრამ იმასაც მოვაყოლებ, რომ მე  მარტო ასეთ წესებით შემიძლია ვითამაშო (თუ შენც გენდომება), ეს გარიგებაა. პატიოსანი გარიგება. და ძალიან ბევრ გაუგებრობებს და ტკივილებს ავიცილებდით, ყველას ასე ღიად რომ შეეძლოს ლაპარაკი.

და როცა გიყვარდება და ურიგდები და ცხოვრობ და ეჯაჭვები.… და შენი ცხოვრება ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, ეკონწიალები, მასზე აშენებ ცხოვრებას, მზე და მთვარე მასზე ამოგდის და…. კვდება.  ან მიდის. თუმცა, სიკვდილი უფრო კარგი მაგალითია იმისა, რატომ არ უნდა შემოაქსოვო ერთ კონკრეტულ ადამიანს შენი ცხოვრება. (იმჰო!)

ჯობია მიეჯაჭვო და ნგრევა გეტკინოს, ვიდრე არ მიეჯაჭვო? 

და რა არის მიჯაჭვულობა?

  • ის, რომ კონკრეტული ადამიანის გარეშე ნაბიჯების გადადგმა არ შეგიძლია?
  • ის, რომ უიმისოდ ცხოვრება თავზე გენგრევა და აზრს კარგავს?
  • იქნებ უბრალოდ მიჩვევაა, როცა იმდენად ეჩვევი, რომ უიმისოდ სამყარო ცარიელდება?

მე ვერ ვხედავ მიჯაჭვულობის დადებით ასპექტებს და მეშინია და გავურბი მიჯაჭვულობის, იმიტომ რომ მეშინია იმის, რაც ამ ჯაჭვების რღვევას მოსდევს.

და ჩვენ გვავიწყდება ვალდებულებები

კი, მე შეიძლება ვერ გავიზარდე და დღემდე მაბარძგვალებს ვალდებულებებზე და თავიდან ვირიდებ მთელი არსებით

მაგრამ

მემგონი არაჯანსაღია, დაავალდებულო ადამიანი

  • გეკონტაქტოს მუდმივად
  • მუდმივად გაბაროს დაწვრილებითი ანგარიშები საკუთარი ადგილმდებარეობების და მოქმედებების შესახებ
  • მუდმივად გახლდეს თან/ახლდე ყველგან
  • მუდმივად ითხოვდნენ რაღაცას შენგან ,რაც არ გსიამოვნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ “წესია”

ეს ციხეა, ეს ბორკილები და საშუალებაა, დააბა ადამიანი ერთ ადგილას, აკონტროლო მისი ქცევები იმის იმედით, რომ ის მუდამ შენთან დარჩება და არ გადაუხვევს იმ გზას, რაც ოდესღაც ერთად, ნებაყოფლობით აირჩიეთ.  და ამ ე.წ. “მზრუნველობების” და “ყურადღებების” საფარქვეშ შენდება ციხეები, რომლებსაც ან ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ, ან არ/ვერ გავრბივართ.

მე თუ შენ მიყვარხარ, ესეიგი შენთან ვარ და აქ ვარ, და თუ  ეს ასე არაა, ხომ არ ჯობია, გამიშვა და ამ უარყოფითი ბორკილების ნაცვლად ორივემ ვიპოვოთ რამე სხვა, უკეთესი?

სიყვარული სინათლეა, სითბო და სილაღე. სიყვარული არის ის, რაც გვაძლევს დადებით მუხტებს და გვავსებს. ეს არის ყველაფერი კარგი, ყველა დადებითი ემოცია, თავისუფალი სუნთქვა და იმის შეგრძნება, რომ როგორი საშინელებაც არ უნდა ხდებოდეს სამყაროში, არის ადამიანი, ვისთანაც მიხვალ და ამ ყველაფერს გარეთ დატოვებ. and he/she  will be  there for u.

და ის გზები, რითაც სიყვარულამდე მივდივართ, და მეთოდები, რითიც ვაშენებთ, ყველასთვის განსხვავებულია და ეს ასეც უნდა იყოს.

პ.ს. არა, არ გავგიჟებულვარ, მზიანი სახლის ტრენინგის რეფლექსია მქონდა დასაწერი და ბარემ საჯაროდ დავწერე

 

15 thoughts on “სიყვარული, როგორც გარიგება, მიჯაჭვულობის ელემენტებით

  1. გაიხარე კარგო ადამიანო. უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე შენი რეფლექსია და სულაც არ მომერიდება აქვე საჯაროდ ავღნიშნო, რომ ეხლა ცრემლები მომდის და გულში რაღაცნაირი, ძალიან ლამაზი და ძალიან დიდი ენერგია ტრიალებს. რატომ ვტირივარ? ჰოო, ამაზე ალბათ მე მაქვს რეფლექსია გასაკეთებელი 🙂 Anyway მადლობა რომ გამიზიარე ის ვინც ხარ, რამეთუ ჩემთვის სიყვარული ეგ არის – იყო ის ვინც ხარ ეხლა ამწუთას და გამიზიარო საკუთარი თავი 🙂
    მადლობა პერწკლი

  2. მე ასე მიყვარს ხოლმე – მიყვარს დღეს და ახლა. ნაკლებად ვეჯაჭვები ადამიანებს. 🙂
    მაგრამ ხანდახან ისე მინდა, ისე მინდა რომ თავი დავკარგო…

  3. და რა არის ცხოვრებაში მთავარი?
    ემოციები!!! ცუდიც და კარგიც…
    მე მქონია “მიჯაჭვული” სიყვარულიც და “თავისუფალი” სიყვარულიც…
    “თავისუფალი” სიყვარული ცივი გონებით რომ შევხედოთ უკეთესია… აკეთებ იმას რასაც გინდა, როგორც გინდა და არავის წინაშე არ გაქვს ვალდებულებები, არც სხვისი ზრუნვის ატანა გიწევს…
    მაგრამ ხვდები რომ რაღაც გაკლია… თუნდაც ის ზრუნვა სხვისგან, მოვალეობა რომ ვიღაცისთვის რაღაც უნდა აკეთო, გრძნობა რომ ვიღაცას ჭირდები და სწორედ ამ “მიჯაჭვულ” სიყვარულში ხვდები რომ არ ხარ მარტო… ადამიანებს კი მარტოობა გვაშნებს ყველაზე მეტად…
    “თავისუფალი” სიყვარული უბრალოდ თავის მოტყუებაა და უსულო ფაქტები იმის რომ არაფერი გაკლია…
    და სიცოცხლის აზრიც სხვების ჩვენდამი დამოკიდებულებაა… და ემოციები…..

  4. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა სიყვარულის შესახებ. მაგრამ ეს გრძნიბა მაინც ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირად განიცდის და აღიქვავს. მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე რაც მართლა მაინტერესებს . არის კი სიყვარული მოვალეობისა და ვალდებულებების გარეშე სიყვარილი ??? მე როცა მომინდება მაშინ უყურებ უშენოდ კინოს მე უშენოდ წავალ სადმე და როცა სიყვარული დამაკლდება და სიცარიელეს ვიგრძნობ მერე მოვა და მერე მთხოვს ჩახუტებას ?? ეს არის სიყვარულიი ??? და მე რომ სწორედ მაშონ არ მინდოფეს ეს ჩახუტება ??? აი მაშინაა ადიანი ყველაზე ცოდო როცა სიყვარული უნდა და აღარაა… სიყვარული მარადიულუ მონატრებაა რომელიც გავსებს და გაძლიერებს უყურებ და სუნთქვა გეკვრის სულ გინდა რომ შენთან იყოს. ესეთი ნამდვილი სიყვარულის მერე კი მართლა ბედნიერებაა როცა ერთმანეთის შორის ერთმანეთის ვალდებულებები რომ გაკავშირებთ. ხოლო მაგაში კი დაგეთანხმები 1+1 არასოდეს არ უნდა უდრიდეა 1 ს 🙂

    • საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა სიყვარულის შესახებ. მაგრამ ეს გრძნიბა მაინც ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირად განიცდის და აღიქვავს. მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე რაც მართლა მაინტერესებს . არის კი სიყვარული მოვალეობისა და ვალდებულებების გარეშე სიყვარილი ??? მე როცა მომინდება მაშინ უყურებ უშენოდ კინოს მე უშენოდ წავალ სადმე და როცა სიყვარული დამაკლდება და სიცარიელეს ვიგრძნობ მერე მოვა და მერე მთხოვს ჩახუტებას ?? ეს არის სიყვარულიი ??? და მე რომ სწორედ მაშონ არ მინდოფეს ეს ჩახუტება ??? აი მაშინაა ადიანი ყველაზე ცოდო როცა სიყვარული უნდა და აღარაა, ცზოვრებაში აუცილებლად დადგება ეს დრო როცა ესეთი ადამიანი მიხვსება რომ სიყვარული ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა , მაგრამ სამწუხაროდ დრის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება… სიყვარული მარადიული მონატრებაა რომელიც გავსებს და გაძლიერებს უყურებ და სუნთქვა გეკვრის სულ გინდა რომ შენთან იყოს. ესეთი ნამდვილი სიყვარულის მერე კი მართლა ბედნიერებაა როცა ერთმანეთის შორის ერთმანეთის ვალდებულებები რომ გაკავშირებთ. ხოლო მაგაში კი დაგეთანხმები 1+1 არასოდეს არ უნდა უდრიდეა 1 ს 🙂

      • მონატრება თავისტავად უარყოფითი გრძნობაა. მე როცა მენატრება, მაშინვე მივდივარ და ვეხუტები. და უშენოდ წასვლებში კიდევ… მე მჭირდება სივრცეები, სადაც მარტო დავრჩები ცოტა ხნით, მე არ შემიძლია 24/7 კონტაქტი.

  5. როგორ მიხარია, რომ გიპოვე ^_^ არ ვიცი, არ მეგონა, თუ არსებობდა მეორე ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს 1-1ში ასე ზუსტად აფასებდა. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ურთიერთობებში გამუდმებით თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა. ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მოკლე კაბას, ან დეკოლტეს მიშლიდეს ვინმე, თავისუფლების შეზღუდვაა, როცა მაიძულებ წამოვიდე შენთან ერთად ფილმის საყურებლად, რომლის ჟანრიც ჩემთვის არის ,,სვარკა”. ძალადობაა, როცა ჩემს უარს წყენად აქცევ და მაიძულებ ბოდიში მოგიხადო, თავი დავიდანაშაულო იმის გამო, რომ უბრალოდ არ ვუყურე ,,სვარკას”. მოკლედ, ეს ისე, მაგალითად, მაგრამ ზოგადად სიყვარული არის თავისუფლება…

Leave a reply to kamorale კომენტარის გაუქმება