როგორ შეიძლება არ გიყვარდეს სამყარო, სადაც ყველგან მთებია?
არ აქვს მნიშვნელობა, დილის ყავას სვამ,
მესტიაში დაბოდიალობ,
გზაში ხარ,
თუ უშგულში გაგიწევია.
ყველგან მთებია.
გაიხედავ და უშბა დაგყურებს, გამოიხედავ, შხარა გეპრანჭება. გულით რომ გინდოდეს, უშნო ხედს ვერ შეარჩევ.
სვანეთში რომ ჩავაღწიეთ, ღამე იყო და დილით, გაღვიძებისთანავე დაგვხედა უშბამ :დ
როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მხარე, სადაც კუბდარი და ფეტვლარი მოიფიქრეს და გამოაცხეს.
სადაც მჭადი ხელოვნების დარგშია აყვანილი და ჭვიშტარი ქვია.
ეს არის რაღაც ღთაებრიობა, განსაკუთრებით, როცა მთელი დღის დაღლილი ხარ. კნაწუნა, ყველით სავსე ჭვიშტარი პირში დნება და არაფერი აქვს საერთო აქამდე გასინჯულ არც ერთ მჭადთან.
როცა მესტიიდან დაახლოებით ნახევარი საათის გზაზე ასეთ ადგილას შეგიძლია ამოყო თავი
პირდაპირ მყინვარის ძირში
სადაც დღესასწაულები ცასთან ახლოა
და ასეთ ადგილებში 7-10 წლის ბავშვები დააჭენებენ ცხენებს, უნაგირების გარეშე
სადაც გაიხედავ, გამოიხედავ და საქართველოს ყველაზე გრანდიოზულ ჩანჩქერს იპოვი. შეიძლება არც ყველაზე დიდი და არც ყველაზე წყალუხვი და არც ყველაზე მაღალია, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ნამდვილადაა.
სადაც ასე შხარებია
და შხარას ფონზე ლამარია.
და ხერგიანი დაიბადა და გაიზარდა.
სადაც ღრუბლებს ზემოთ დასეირნობ
სადაც მკვლელობის ისტორიებს ისე მოგიყვებიან, თვალს არ დაახამხამებენ და იქვე შავი ხილის მურაბას შემოგთავაზებენ, რომლის სახელიც დამავიწყდა
სადაც “ცუდი” ამინდიც კი კარგია და ნისლები წინ და უკან დასეირნობენ
გზები საშიშია, მაგრამ ვის ადარდებს, როცა ასეთი სილამაზეა გზადაგზა, ყველაზე მოღუშულ ამინდებშიც კი.
და გზადაგზა ენგურჰესის ფერებია, სუნთქვისშემკვრელ სიმაღლეზე გზას რომ მიყვები და ქვემოთ იხედები გულაკანკალებული…
ხოდა, რა მინდოდა მეთქვა….
რა მნიშვნელობა აქვს გზაში გატარებულ ცხრა საათს, როცა იქ, სადღაც, სუსხიანი, კრისტალურად სუფთა ჰაერი გელოდება?
მიყვარს ჭალაადი ❤
http://everyday-finances.blogspot.com/2016/05/the-marketing-plan.html