როცა ადამიანები კვდებიან


მოდი დავუშვათ, რომ ადამიანი სანამ გვახსოვს, ცოცხალია.

მოდი დავუშვათ, რომ იქ, სადღაც, სადაც ჩვენ შეღწევა არ შეგვიძლია, ვიღაც გველოდება. ვიღაც, ვინც ჩვენთვის ცხელ ბუხარს, ჭიქა კაკაოს და პლედს ამზადებს, რომ ბევრი წლის მერე ისევ ჩაგვეხუტოს და გვითხრას, რომ ჩვენი დანახვა უხარია.

ჩვენც ცოცხლები ვართ, სანამ ვახსოვართ. და როცა ჩვენი საყვარელი ადამიანები სხვა სამყაროებში სამოგზაუროდ მიდიან (მოდი, ჩავთვალოთ რომ აქ დაწყებულ მოგზაურობას და თავგადასავლებს იქ აგრძელებენ), პირველი თავზარდაცემა, რაც გვანადგურებს ისაა, რომ ჩვენ უმათოდ ვრჩებით. რჩება სიცარიელე, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ამოავსებს ვერასოდეს. ეს შეგრძნება ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როგორც არ უნდა ვერთობოდეთ, ვიცინოდეთ და ა.შ.

  • იქნება მომენტები, როდესაც უცბაშად, წამის რაღაც მონაკვეთში დაგვავიწყდება, რომ ჩვენთან აღარაა და გასაზიარებლად გამზადებული აზრი, ღიმილი და ემოცია გულზე შეგვეყინება.
  • წამის ის მეასედები, როცა ძილს და ღვიძილს შორის, ბურუსში, არ გვახოვს, რომ მოკვდა.

ხო

რა საშინელი სიტყვაა მოკვდა

მ ო კ ვ დ ა.

თებერვალში ჩემხელა გოგო მოკვდა.

გოგო, რომელიც ევერესტზე იყო. და საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოლაშქრე და ადამიანი იყო, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, მონათხრობებით.

ძალიან ცუდი სიტყვაა “მოკვდა”, ამიტომ

მოდი, უბრალოდ ვთქვათ, რომ

მზე ჩავიდა.

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდები კვდებიან, თითქოს ცდილობენ, ყველაფერი მოასწრონ. ისინი უფრო სწრაფად, უფრო სრულყოფილად, უფრო შინაარსიანად ცხოვრობენ. უფრო პოზიტიურები არიან და როცა მიდიან, მართლა მზე ჩადის.

მთის მზე, რომელიც უცებ ქრება ჰორიზონტიდან.

სანამ მზეზე ხარ, გათბობს, და საკმარისია ბექობს მოეფაროს, საშინელი ყინვა და სიცივე ისადგურებს გარშემო, წუთებში.

როცა ახალგაზრდა ხარ, სიკვდილი თითქოს შორსაა, უსაზღვროდ, უსაშველოდ შორს.  ჩემთვისაც კი, რომელიც ფაქტიურად სიკვდილებთან ერთად გაიზარდა.

ადამიანები აუცილებლად გარდაიცვლებიან.

ეს ძალიან მარტივი და გარდაუვალი ჭეშმარიტებაა.

და მაინც

ძნელია, როცა სიკვდილს ძალიან ადრე ეჯახები პირისპირ.

ყველაზე და ყველაფერზე ძნელი სიცარიელე რჩება ამის შემდეგ.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ადამიანები მიდიან.

და სისულელეა ყველაფერი სანუგეშო, როცა გტკივა.

ჩემი არჩევანი ყოველთვის “პოკერფეისი” იყო.

მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ

წყლის ზედაპირზე ამოსასვლელად ზოგჯერ ბოლომდე უნდა ჩახვიდე ფსკერზე, რომ ფეხის დაკვრა, ბიძგის მიცემა და ამოსვლა შეძლო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცურვა არ იცი.

და სულაც არ “ტეხავს”, როცა ადამიანი მთელი სხეულით ეშვება მწუხარებაში.

უნდა განიცადო, უნდა დაიტანჯო, უნდა ჩაიძირო სიბნელეში და სასოწარკვეთილებაში ბოლომდე და ისევ, აუცილებლად ამოხვიდე ზედაპირზე იმისათვის, რომ

მუდამ გახსოვდეს.

 

3 thoughts on “როცა ადამიანები კვდებიან

  1. “არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდები კვდებიან, თითქოს ცდილობენ, ყველაფერი მოასწრონ. ისინი უფრო სწრაფად, უფრო სრულყოფილად, უფრო შინაარსიანად ცხოვრობენ. უფრო პოზიტიურები არიან და როცა მიდიან, მართლა მზე ჩადის”

    კიბატონო ეგრეა, ყოველი ასეთი მზის ჩასწვლა სამწუხაროა :((((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s