ერთხელ მოლაშქრე ყოველთვის მოლაშქრეა?


 

ვინმემ რომ მკითხოს, შენ ვინ ხარო, ამ ფოტოს ვაჩვენებდი.

ამასწინათ მკითხეს, რატომ დადიხართ სულ სადღაცო. ის დღე იყო, თბილისში რომ მოთოვა.  როგორ შეგიძლიათ, ნებისმიერ ამინდში ადგეთ, ჩაყაროთ ჩანთაში ნივთები და უკანმოუხედავად დაიძრათო.

რას ნიშნავს ლაშქრობა, აკა trekking and hiking? ესაა სიარული სახის ახევამდე, ფერდში ჩხვლეტებამდე, გასავათებამდე, ბოლომდე, მეტი რომ აღარ შეგიძლიას შემდეგ შესაძლებლობებამდე. მეორე სუნთქვები, დაკარგვები, ჩელენჯები, ბილიკის პოვნები. აღმართზე აჩქარებული გული და ყელში გულისცემა. ცივი წყლის ჩანჩქერები გზადაგზა. დღის ბოლოს მძიმე ჩანთის მოხსნა და შეგრძნება, რომ მიფრინავ (არ ვაჭარბებ, ვისაც გამოუცდია, მიხვდება). _DSC2369შეშის მოგროვება, კოცონის გაჩაღება და მსუბუქ წვიმაში მაინც ჯიუტად  ჯდომა ცეცხლთან. გაზაფხულის შხაპუნა, მაცოცხლებელი წვიმები, როცა ტყეში სველა და ყველაფერი ისეთი ცინცხალია, ბედნიერების დიდ ბუშტს ემსგავსები.

DSC_4545ბედნიერებისგან ტირილი. უფრო სწორად იმის შეგრძნებისგან, რომ სამყარო მშვენიერია და ამწუთას, აი აქ, სრულიად, ასი პროცენტით ბედნიერი ხარ.

224134_1888141616366_4340355_nროცა ცივილიზაცია სადღაც, ცხრა მთას გადაღმაა და “აქ და ახლა” ვცხოვრობთ, უზარმაზარ ხეებს შორის შევაბიჯებთ, ბიბინა მინდვრებს გავივლით, აღმართებს შევეჭიდებით, ღრუბლებს და ცისარტყელებს ზემოდან მოვექცევით.

გზადაგზა

გზადაგზა

 

იცი რა, ამას ვერ აღწერ. ეს უნდა განიცადო.

ლაშქრობები  მარტო რომანტიკა და  სილამაზე არაა. ეს საკმაოდ დიდი ფიზიკური და ემოციური დატვირთვაა. აქ საღი გონება, დისციპლინა, ამტანობა, გამძლეობა, თანადგომა, სიმშვიდე და მოთმინება გჭირდება. თუ გინდა ბევრი მოასწრო, დილით ადრე ადგომაც უნდა შეგეძლოს, ბილიკების ძებნაც, ჯიპიესის ხმარებაშიც უნდა ერკვეოდე და ისიც გესმოდეს, რომ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს. ბილიკიდან გადახვევა და გზის აბნევა ტრაგედიად არ უნდა აღიქვა და როგორც ახალ გამოწვევას, ისე უნდა მიუდგე.

DSC_4456

ბუნებაში სიარული ერთგვარი მედიტაციაცაა. მიდიხარ, ნაბიჯებს ადგამ, სხეული ნელ-ნელა ავტოპილოტზე ირთვება, ტვინი ავტომატურად იწყებს ოპტიმალური მარშუტის ძებნას და ამ დროს გონებას საფიქრელი დრო უჩნდება. იმაზე ფიქრის დრო, რისთვისაც ქალაქში არ გვცალია. გონება თავისუფლად იწყებს ფრენას და არასოდეს იცი, სად წაგიყვანს შემდეგი აზრი. (ოღონდ გზის გამკვლევი ან ჩამკეტი არ უნდა იყო).

მე კიდევ ამასწინათ აღმოვაჩინე, რომ აღარ მახსოვს, როგორია სრულიად ველურ პირობებში რომ დაბოდიალობ.  უფრო სწორად, წარმოვიდგინე და ცოტა დავიბენი.  ჩემი თავი დავინახე სადღაც მობოდიალე, წარსულში, პატარა და სხვანაირი. ის პერწკლი იყო. მე მაიკო ვიყავი. პერწკლს გადარჩენისთვის ჭირდებოდა ეს ყველაფერი.

DSC_3728

მე კიდევ დროა, საბოლოოდ ვაღიარო, რომ ზურგჩანთას (ამხელას) აღარასოდეს მოვიკიდებ და აწუნთასაც მხოლოდ ცხენით გადავივლი. თუმცა, სამეფო ანალოსტანელის არ იყოს, გულის სიღრმეში ყოველთვის ტყეში მაწანწალა პერწკლად დავრჩები.

dsc_5472

თუმცა, ვინ იცის…

Advertisements

One thought on “ერთხელ მოლაშქრე ყოველთვის მოლაშქრეა?

  1. ყოველთვის საოცარ ფოტოებს დებ! ნაწერიც საინტერესოა. დიდი მადლობა რომ გვიზიარებ ჩვენც ამ სილამაზეს და სიჯანსაღეს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s