ცხოვრება ცალი ნაუშნიკით


არ ვიცი თქვენთან როგორ ხდება, მაგრამ ჩემი ცხოვრება პერიოდულად ყირავდება და თავიდან იწყება ხოლმე.

პირველად

ალბათ დაბადებისას ამოყირავდა, როცა სამშობიარო ტრავმით დავიბადე და რაღაც პერიოდი მარჯვენა ხელს ვერ ვამოძრავებდი. საერთოდ. იდო თავისთვის და ცალკე ცხოვრებით ცხოვრობდა. მერე აამუშავეს, მაგრამ მე მგონია, რომ ვიზუალურად ძალიან მეტყობა [მიმტკიცებენ, რომ ასე არაა, მაგრამ არ მჯერა]. სახლში ამაზე არავინ მელაპარაკებოდა, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. უცხოები მეკითხებოდნენ, როდის მოვიტეხე მარჯვენა ხელი. არ მომიტეხია, ასე დავიბადე.

ამ ხელის  ბრალია კლავიატურაზე ბეჭდვის ჩემეული სტილი [იდაყვებაწკეპილი], რომელსაც ხუმრობით აღნიშნავენ ხოლმე.  ამავე მიზეზის გამო არ მიყვარს მარჯვენა ყურში ჩურჩული, პარიკმახერის ფენი და ზოგადად არაფერი, რაც ხმაურს ქმნის მარჯვენა ყურთან. წარმოიდგინეთ ცხოვრება, სადაც მხოლოდ ერთი ნაუშნიკით უსმენთ მუსიკას. მიზეზი – წარმოდგენა არ მაქვს რატომ, როგორ და რა მექანიზმით, მაგრამ უცნაურად რეაგირებს ჩემი ორგანიზმი. მეორე მხრივ, კარგი ინდიკატორია – ასე მხოლოდ მაშინ მემართება როცა დაძაბული, გადაღლილი ან განერვიულებული ვარ.

მეორედ

მაშინ ამოყირავდა, როცა ადამიანებთან კონტაქტი მინიმუმამდე დავიყვანე. მიზეზი ძალიან ბანალური იყო: სკოლაში მიმიყვანეს და მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ ცაცია ვიყავი. დამიბეს ხელი, ამიკრძალეს მარცხენით წერა და მომიჩინეს ბებია, რომელიც მაკონტროლებდა. შედეგი იყო უზარმაზარი – საერთოდ აღარ ვიღებდი ხმას სკოლაში. პრინციპში, აღარც ბებიაჩემი მომწონდა დიდად და ალბათ ამ პერიოდიდან მოდის ჩემი ელვისებური ნეგატიური რეაქცია ფრაზაზე “ყველა როგორც იქცევა….” და ამ ფრაზის ყველა გარე ბიძაშვილზე, რომლებსაც ბავშვების გასაწვრთნელად იყენებენ. ოჯახისთვის სამწუხარო ის იყო, რომ წვრთნას არ ვემორჩილებოდი არც ერთ მათთვის ცნობილ ასპექტში, ჩემთვის სამწუხარო ის, რომ ორივე ხელით ვწერ, მაგრამ ძალა თუ არ დავატანე თავს, ისე, სატანა თუ გაარჩევს მხოლოდ ჩემს კარაკულებს. ალბათ “უცნაურიც” სწორედ ამ დროს გავხდი.  

მესამედ

ჩემი ცხოვრება საბჭოთა კავშირთან ერთად ამოტრიალდა. ანუ: ექვსი წლის როცა ვიყავი, მოკვდა მამაჩემი, გაუჭირდა დედას ფინანსურად, მორალურად, ყველანაირად და ჩემი თავის მომვლელად მარტო მეღა დავრჩი. ანუ: საჭმელი, სასმელი და ჩასაცმელი მქონდა. ადამიანებთან ინტერაქციის უნარები – პრაქტიკულად ნულზე. დღემდე მახსოვს, როგორ ვიტანჯებოდი ადამიანებთან პირისპირ დარჩენილი, ან თუნდაც არაპირისპირ – წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მოვქცეულიყავი ან რა მეთქვა. ვეკონტაქტებოდი მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვიცნობდი ან თვითონ იჩენდნენ კონტაქტის სურვილს, მოურიდებლად. სურვილი მქონდა, უნარები არა. სამაგიეროდ, წიგნებში გავიქეცი და დღეს სამ ენაზე რომ ვკითხულობ, ამის დამსახურებაა.

მეოთხე

დიდი გადატრიალება წლების მერე მოხდა: სინტონი აღმოვაჩინე. პიროვნული განვითარების ტრენინგები. მხოლოდ ამ გარემოში მივხვდი, რამხელა და რა გრანდიოზული პრობლემა მქონდა. პრაქტიკულად თავიდან უნდა მესწავლა ადამიანების ნდობა, სიყვარული და ინტერაქციის წესები, რომელიც რომელიღაც ასაკში უბრალოდ მოკლეს. ან ასეთი დავიბადე. მეორე მხრივ, სინტონი მთავაზობდა მეთოდებს პრობლემების აღმოსაჩენად, მაგრამ ვერ მიგვარებდა. ჩიხში მტოვებდა. პრაქტიკულად, love-hate რილეიშენშიფი გვქონდა. თუმცა სიკეთე უნდა აღინიშნოს – ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა ნეტ-ნაკლებად მომიგვარა.

მეხუთე

და ჯერ-ჯერობით ბოლო დაფრენა [ან გაფრენა? თქვენ გადაწყვიტეთ] ფსიქოთერაპიის ცენტრი “სტიმულია”. ჩემმა სკოლის მეგობარმა რაღაც ჯადოსნობით  ზუსტად 10 წუთში დამითანხმა პრაქტიკული ფსიქოთერაპია მესწავლა. წელიწადზე მეტია კვირაში ორჯერ მთლიან საღამოს იქ ვატარებ. მეთოდი მარტივია – ვსწავლობთ თეორიას და შემდეგ აკვარიუმის პრინციპით ერთმანეთზე “ვმეცადინეობთ”. იმისათვის, რომ რამე არ “გავაფუჭოთ”, ტრენერები გვაკვირდებიან და საჭირო მომენტში ერევიან, გვაჩერებენ ან რჩევას გვაძლევენ. განსაკუთრებით რთულ ქეისებში თვითონ ერევიან. თუმცა უკვე ორი საუკუნეა, არაფერი “გაგვიფუჭებია”, თუ რამეს დავაშავებთ, სავარაუდოდ ბოროტი განზრახვით იქნება და არა შემთხვევით [ანგელოზის სმაილი].

ამ სწავლა-სწავლაში აღმოვაჩინე, რომ

  • ჩემი “შავი ღრუბელი”, უმიზეზო დეპრესიის მომენტალური შეტევები, რომელიც ნებისმიერ წამს და დროს შეიძლებოდა დამმართოდა და ცხოვრების სურვილი კარგახნით გაექრო, სადღაც გაქრა. უბრალოდ აღარ არის, ფაფუ.
  • მივიღე ის, რომ “უცნაური” ვარ. თუმცა დღემდე ვერ ვხვდები რაში გამოიხატება ეს უცნაურობა, რომელსაც ზოგი საინტერესოს არქმევს. დაე. უფრო ზუსტად, ვერ ვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ არ ვარ სტანდარტული და ამას შესაბამისი გამოყენება უნდა მოვუძებნო.
  • ადამიანებს შეიძლება უყვარდე ისეთი, როგორიც ხარ. [რა საინტერესოა, არა? უპირობო სიყვარული მხოლდ იმიტომ, რომ არსებობ.]
  • საერთოდ ახალი სამყარო აღმოვაჩინე, სადამდეც წლების მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი
  • როცა იცვლები, ქრებიან ძველი ადამიანები [ხშირად ნაწყენები და გაბუტულები, იმიტომ რომ ვერ იგებენ, “რა დაგემართა”] და მოდიან ახლები. სიტუაციებიც ქრება. ჩვევებიც. ძალიან ბევრი რამე ქრება და უნდა გაქრეს იმისთვის, რომ ახლის ადგილი გათავისუფლდეს.

მე წარმოდგენა არ მაქვს, სად და როგორ მოხდება შემდეგი გადატრიალება, მაგრამ აუცილებლად მოხდება.

მადლობა, რომ წაიკითხეთ. თუ რამის თქმა მოგინდებათ არა აქ, არამედ ანონიმურად, ამ  ბმულზე შეგიძლიათ გამომიგზავნოთ: https://goo.gl/GK81Ka

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s