ვინაა პერწკლი?

მე პერწკლი ვარ, ეს კი ჩემი პირადი ბლოგია.

მე ვწერ ლაშქრობებზე, საქართველოზე, თავს გადახდენილ ამბებზე და თავგადასავლებზე, საკუთარ წვეტიან აზრებზე.

პირად ცხოვრებაზეც ვწერ ხოლმე, როცა ხასიათზე ვარ და რამის გამჟღავნება მომინდება საჯაროდ.

ვარ ცაცია. და ინტროვერტი. როცა ჩუმად ვზივარ, არ ნიშნავს იმას, რომ მოწყენილი ვარ.

მაქვს წითური თმა, მიყვარს ხეტიალი, სეირნობა, მწვანე ბალახის სუნი, ტყე, გაზაფხული, ზაფხული , დილის ყავა და თუშეთი.

კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე, შემომიარე ხოლმე, ჭიქა ყავაზე და შოკოლადზე.

 

Advertisements

28 thoughts on “ვინაა პერწკლი?

  1. უკვე მიყვარხარ :)) ^_^ მეც მიყვარს მასე ყველაფერიიიიი…თმასაც წითლად შევიღებავ,ოდესმე :))))

  2. ვაიმე რა მაგარი ბლოგია ❤ როგორ მიყვარს ლაშქრობები ….. ^_^ წავიღე შენი ბლოგის ლინკი ჩემთან :*

  3. პერწკლი ძალიან საინტერესო ვიღაც ხარ… ამ ბლოგის თვალიერებისას ბევრი ჩემეული დავინახე, და ბოლოს აქ რომ შემოვიხედე და სურათი ვნახე ეს ხომ მთლიანად ჩემია, ლაშქრობა, ალპური ზონა, დეკები, უკიდეგანო ადგილები…. მოკლედ წარმატებები და მადლობა რომ ჩემი თავი შემახსენე 😀 ძალიან კარგი ხარ 🙂

  4. შენი სახელი და ბლოგის მისამართიც ისეთ სასიამოვნო ასოციაციებს ტოვებს და ისეთ უსაყვარლეს პერსონაჟთან მაბრუნებს, რომ დადებითად არ განვეწყო, არ შეიძლება 🙂

  5. დიდებული ბლოგია…რამდენი რამ არის სანახავი და კიდევ ვერ გავითავისებია ჩვენი ქვეყნის სილამაზე…მოგზაურობა, ლაშქრობა, ტყე-ღრეში ხეტიალი ჩემი ჰობიცაა და ვცდილობ, მოვწყდე ამ დამანგრეველ ურბანიზმს…ჩვენი მთა-ბარის სიყვარულის გარეშე ვერ წარმომიდგენია სრულფასოვანი ქართველი…ზოგადად სრულფასოვანი ადამიანი ვერ წარმომიდგენია ბუნებასთან სიახლოვისა და მასთან შერწყმის გარეშე…მოკლედ, ბევრი რამ გვაქვს საერთო და მახარებს, რომ გიყვარს საკუთარი ქვეყანა…სოციალური ქსელით მეც ხშირად ვაქვეყნებ ხოლმე მოგზაურის ფოტოჩანახატებს რუბრიკით,,მოიარე და მოუარე საქართველოს”! წარმატებები მინდა გისურვო პერწკლი! კარგი გოგო ხარ! დიდად ნასიამოვნები დავრჩი შენი ბლოგით…ახლა კი ერთი ჩემი პატარა ლექსი საჩუქრად ციკლიდან ,,ბურიანული ჩანახატები”

    ***
    წყაროვ, რა გემრიელი ხარ,
    ნუღარასოდეს დაშრები…
    იმედით შემოგღიმიან,
    მოხუცები და ბავშვები…
    ხან გიმღერიან ჩიტები,
    ხან გიგალობენ შაშვები…
    გულსაც გიმღვრევენ ქარები –
    ტყეშე გაჭრილი რაშები…
    ხან წვიმა აგაკანკალებს,
    ხან სხივთა გამკობს ნაყშები…
    დაგფოფინებენ ხეებიც,
    ხან წუხილით და ხან შვებით…
    მოვალ და ჩაგემუხლები,
    შენ ცივ მალამოს ნაჩვევი…
    წყაროვ, რა გემრიელი ხარ,
    ნუღარასოდეს დაშრები…

    ელგუჯა მარღია

    2014 წლის, 14 ივნისი

  6. ისე ხშირად გსტუმრობ ხოლმე ^_^ …არ გიცნობ და ესე შორიდან ვიღებ სიამოვნებას, ახლოს რომ გიცნობდე რა ბედნიერება იქნებოდა ❤ ..ჩემი ოცნების ყველა ადგილზე მიდიხარ, ჩემი გემოვნების ფოტოებს იღებ, საინტერესოდ და ლამაზად გადმოსცემ მერე ამ ამბებს და მეც სულ ვკითხულობ და ვათვალიერებ შენს სიახლეებს :*

  7. კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ! ვგიიიიჟდები წითურებზე ❤ ხშირად გესტუმრები ხოლმე:) და იმედია კარგად გავიცნობთ ერთმანეთს ❤ მიყვარს შენნაირი გოგოები და ძალიან დიდ პატივს ვცემ:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s