სახლი, რომელიც მიატოვეს


უცნაური ვინმეები არიან სახლები –

ეს ბეტონის, ხის და ლითონის გროვები,

სულის, ხასიათის და ემოციების გარეშე

როგორ საჭიროებენ ადამიანებს, რომლებიც მათში იცხოვრებენ.

დგანან და უსიტყვოდ ელოდებიან ადამიანებს

ვინმეებს

რომლებიც მოვლენ, გააღებენ კარებებს, დაანთებენ ბუხარს, შემოუსხდებიან და იკამათებენ,

იჭორავებენ, იჭუკჭუეკებენ, ეყვარებათ, გაუხარდებათ და დაედარდებათ…

იყო და არა იყო რა , იყო ერთი სახლი

სადღაც, იქ, საქართველოში.

რომელიღაც სოფელში

გზის პირას

აბიბინებული ეზოთი, გაქუცული ალუბლის ხით და

ყავლგასული ღობით

ჩამსხვრეული ფანჯრებით

გაუნიავებლობისთვის გაწირული ლეიბებით,

მტვერდადებული ავეჯით

ალბათ რა რუდუნებით ნაგროვებით

ატკეცილი, გაბზარული, საკუთარგზასდამდგარი საღებავებით

იდგა სახლი მოწყენილი და ღიად დარჩენილი კარებებით ამაოდ ელოდა ადამიანებს

რომლებიც მოვლენ

Advertisements

მოგზაურობა საქართველოში 2014


წლის მთავარი ასრულებული ოცნება ტაბაწყური იყო. ძალიან, ძალიან ბევრი წელი ვოცნებობდი ტაბაწყურზე და მოლოდინები გაამართლა. სულ სხვა განზომილებაში გადადიხარ, დაახლოებით ისევე, როგორც ვაშლოვანში. პატარა სოფელი, რომელიც ტბაშია შეჭრილი და მეთევზეები ცხოვრობენ.

ქვის სახლები,  არანაირი ესთეტიკა, მხოლოდ საჭირო ნივთები და სახოფაცხოვრებო რამეები,  საშინლად ცივი წყალი, თვალისმომჭრელი მზე და ცნობისმოყვარე ბალღები

გარფილდი მეხატა მაისურზე და ისე აღტაცდნენ, რამე სანაცვლო რომ მქონოდა, მივცემდი.

ტაბაწყურამდე ბევრია სავალი, ბაკურიანის გავლით რამოდენიმე საათი. თუმცა, მშვენიერი გზაა, გრუნტის, მაგრამ გაწმენდილი და სასიამოვნო

შემდეგი გაჩერება რკონი იყოს.

გულწრფელად, რამოდენიმე წლის წინანდელი უკაცრიელი რკონისგან, სადაც ერთ-ერთ პირველი კარავული გასვლა მქონდა, აღარაფერია დარჩენილი.

გზადაგზა აბრები როგორ უნდა მოიქცე ეკლესიაში, ცხვრის ტყავები, საქეიფო ადგილები, ნაგავი… ჩვენ სოფელთან დავბანაკდით. კოცონისთვის შეშა რომ გამოვათრიე, მერეღა მივხვდი, ნიტო საქეიფო, ნიტო მსხვერპლშესაწირი ადგილიდან წამომიკონწიალებია ფიჩხები…

ნუ, ცნობილი თამარის ხიდი ადგილზეა

რკონი აქვეა, ერთ საათში მისვლადი.

ატენის ხეობაში, ყოველ წელს, შეჯიბრი რომ ტარდება ყინულზე ცოცვაში, აი იქაც ვიყავი

ამდენჯერ ნაკადულზე არ გადავმხტარვარ ალბათ, ამ დღეს რომ ვიკონწიალე. წინა გზაზე ბიჭებმა მაკონწიალეს, უკანა გზაზე ჯოხი ვიშოვე

დღის ბოლოს სუფრა აი ამ ულამაზეს ადგილას გავშალეთ, რომელიღაც მონასტერთან იყო, რომლის სახელსაც,  სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ

ფიტარეთში ყველა ვყოფილვართ, ხომ? დამიჯერეთ, იმ გზით, რითიც მე ვიყავი, არ ხართ ნამყოფები. ბეწვის ხიდზე არ გადავსულვარ, შორი გზით მოვიარეთ, გზაზე იმდენი ვიჯაყჯაყეთ, რომ მახსენდება ახლაც მაჟრუალებს. ასე ყოჩაღად არასოდეს ვყოფილვარ სახელურზე ჩაბღაუჭებული და ღვედგადაჭერილი (უკანა სავარძელზე)

ესეც ფიტარეთი, შორიდან დანახული

ფიტარეთს თუ ცოტა ჩამოსცდები ციხეცაა

მერე ალექსეევკაში გამოვიარეთ და  ვიპოვეთ, რესტავრაციისას ამოუყრიათ

გაზაფხულზეც ვიყავი იმერეთისკენ და ეს ფოტოები შემომრჩა

თერჯოლაში რაღაც ელექტროსადგურზე ვიყავით…

რომელთანაც ძალიან საინერესო გამოქვაბულებ იყო, მაგრამ მე დამეზარა, სხვები აძვრნენ

ხარაგაულელი დევები მოვიკითხეთ

კახეთის მხარეს მიმავალ გომბორის უღელტეხილზე ნამყოფები ხართ? არა? ხოდა, არიქა!

აი ასე გამოიყურება ფიროსმანის სახლ-მუზეუმი

ეს კიდევ ზუუუუსტად ის ადგილია, სადაც მირიან მეფეს მზე დაუბნელდა

ეს სადღაც ქართლში ხდებოდა, ძველისძველი საფლავების ქალაქია, ფაქტიურად. ქვაბულები რაც ჩანს, ადამიანების აკლდამებია

ბატეთზეც ვიყავი, ნეტა მერამდენედ…. მემგონი მეტად აღარ წავალ, კოღოზოზავრებმა შემჭამეს. სამაგიეროდ უკანა გზაზე შხაპუნა წვიმაში ვიარე და ეს იყო ძალიან კარგი ❤

გურგენიანზეც გახლდით…. წყალდიდობამ ის პაწუკა აუზი სულმთლად მოსპო, ზემოდან გადმოსახედიც, მაგრამ მაინც კარგი იყო

ესეც კახეთი, საბუე... აქ იყო ის კარიბჭე, ყველაზე დაბალი უღელტეხილი, საიდანაც ლეკები გვესხმოდნენ თავს

მთები…… მთები მხოლოდ ყაზბეგში იყო. მთები და სიყვარულები.

პ.ს. უცნაურია, მაგრამ, ეტყობა არასაკმარისი ბოდიალის კომპენსაციის მიზნით, წელს ჩემი აივნიდანაც კი მშვენიერი ხედები იყო

გურგენიანის ჩანჩქერი


გურგენიანის ჩანჩქერს ნინოსხევისასაც რატომ ეძახიანო ვიკითხე და, იმიტომ რომ ეს მდინარეა ნინოსხევი, და ნინოსი იმიტომ რომ დაღესტნიდან გამოქცეული ქართველი ბავშვი, ნინო დაიხრჩო.

გურგენიანის ჩანჩქერზე პირველად 2008 წელს ვიყავი. პოსტში მხოლოდ ფოტოებია, სადაც ჩანს ბლახები, ბევრი მწვანე, ტყის ბილიკი, ბევრი მდინარე და ჩანჩქერუკები. გზა მონიშნული არ იყო, მაგრამ ბილიკი კარგად ჩანდა. მახსოვს რომ კარგად ვიფოფხეთ, ვიფორთხეთ, დაბრკოლებები გადავლახეთ და ასე მივედით.

_DSC2437

ამ კვირას “დეკა მოგზაურობის” ივენთი მომხვდა თვალში, ხოდა ცოტა ფბ-ზეც გავიკითხე, ხიდებია გზადაგზაო, ფეხდაუსველებლად მიხვალო. განვეწყვე მსუბუქი ექსკურსიისთვის და წავედით.

გურგენიანი_1

პირველივე 50 მეტრის მერე მივხვდი, რომ სხვა გზით მივდიოდით, იმის მაგიერ რომ მარჯვენა მხრიდან, ნორმალური, გრილი, ჩრდილიანი ტყის ბილიკით წავსულიყავით, რიყეზე დავიწყეთ ბოდიალი.

_DSC2409

 

თაკარა მზე, გავარვარებული ქვები, არანაირი ხიდები. მიზეზი- ასე უფრო ახლოა, დროს მოვიგებთო.  (ეს მაშინ, როცა თბილისში 8-ზე მისულები 9-ზე ძლივს გამოვეტიეთ).

_DSC2411

ძალიან გავბრაზდი იმაზე, რომ ჯერ ერთი, გასაგებად ნათქვამი -ნამყოფი ვარ გზა ვიცი- ვერ გაიგეს და იძულებულები გაგვხადეს კუს ნაბიჯით გვევლო (ეს არ იყო ალპური გასვლა, სადაც ყველამ ყველაზე ნელის ტემპით უნდაიაროს) და მეორე – ორ გზას შორის უარესი აარჩიეს.

_DSC2420გზადაგზა რამოდენიმე ადგილას შევისვენეთ, სანამ უკანა ნელი სვლით მოძრავი ბატალიონი წამოგვეწეოდა. გადასაღებიც რომ არაფერი იყო, საკუთარი თავის ფოტოები გადავიღე. კარგად მივდიოდი, ამიტომ შუაგზაში ჩანთაც მოვიკიდე, დიდი არაფერი წონა არ ქონდა, მაგრამ ტესტ-დრაივი გამომივიდა. ოღონდ ბოლომდე ვერ ვატარე, ჩემმა მეგობარმა ვერ მოისვენა და უკან გამომართვა.

_DSC2425

ამასობაში ჩანჩქერს მივუახლოვდით. მიახლოებისას ან უნდა გატოპო, ან მარჯვენა მხარეს ზემოთ აძვრე  და ისე გახვიდე. ფოტოზე ჩანს, თუ კარგად დაკვირდებით.

_DSC2429

ზემოდან ლამაზი ხედები იშლებოდა ადრე, ამიტომ  ბილიკი მოვნახეთ და ჩანჩქერის ზემოთ ავუყევით. ბილიკი იოლია, უბრალოდ, უკიდეგანოდ დამრეცი და ერთ ადგილას ჩაშლილი, ამიტომ კაბებით, შლოპანცებით და მსგავსი რამეებით აძვრომას არ ვურჩევდი არავის.

_DSC2489

ჩანჩქერის ზემოთ ასასვლელი ბილიკი

_DSC2486

იგივე ბილიკი, სინამდვილეში ციცაბოა

ზემოდან ყოვლად საოცარი ხედი იშლება, სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ ადრე აქედან ბევრად უკეთესი ხედები იყო, დაიჯდებოდი და ფეხებს ჩანჩქერზეგადაკიდებდი,ახლა კი მხოლოდ ჩემი ფეხები და ქვემოთ ხალხი მოჩანს წერტილებად. სიმაღლის თუ ვინმეს ეშინია, ადრენალინი, ადრენალინი ევრივეარ.

_DSC2441

ჩანჩქერის ზემოთ მდინარე ბევრად უფრო სუფთაა და სასიამოვნოდ დაჩრდილული, ხალხის ხმები არ აღწევს, კოცონის ადგილიცაა, ბანაკისაც და 1-2 კილომეტრს თუ აუყვები, ალტერნატიული დასაბანაკებელიც უნდა იპოვო წესით. წყალი დასალევად ვარგისია.

_DSC2471

ზემოთ იყო კარქი. სუპერკარქი. ხოდა მერე რომ დავეშვით ჯგუფისთვის აღარ დაგვიცდია,  იმ მეორე გზის გადასახვევი ვერ ვიპოვე მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ჩემი მოთხოვნილი ხიდები ადგილზე დამხვდა და უკანა გზაზე ფეხიც კი არდამისველებია.

_DSC2508

_DSC2505

პ.ს. რჩევა ლაგოდეხის გურგენიანის ჩანჩქერზე წამსვლელებისთვის – შესასვლელში საქეიფოდ დაჯდომას ან მოერიდეთ, ან თუ მაინცადამაინც, ჯგუფად იყავით და არ დაიფანტოთ, არაადეკვატური აბორიგენები დარბიან.

პ.პ.ს. ჩემი ნაცნობი კარგი ორგანიზატორების ერთ-ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ მსგავს მთვრალაბორიგენულ თავყრილობებს ერიდებიან ხოლმე. ჭკუა ნასწავლია, მეტის ღირსი ვარ :დ

სახუნდარის მამათა მონასტერი


DSC_3155

ამ ბლოგზე ეკლესია-მონასტრებზე ნაკლებად იწერება ხოლმე, მაგრამ რამდენიმე გამონაკლისი აუცილებლადაა დასაშვები და ერთ-ერთი სახუნდარის მამათა მონასტერია.

ინტერნეტში ერთი ვიდეოს გარდა პრაქტიკულად არაფერი არ იძებნება, არადა ძალიან ლამაზ ადგილას დგას, ლამაზი ეზოთი და ჩემდა გასაკვირად, მღვდლებით (თუ ბერებით?) რომლებსაც არ გაუპრობლემებიათ ის, რომ შარვლები გვეცვა და საერთოდაც ყოვლად  ტურისტებივით დავსუნსულებდით და ფოტოაპარატებს ვაჩხაკკუნებდით.

DSC_3079

მონასტერი ბოლნისის რაიონშია, სოფელ სავანეთიდან გადასახვევია და მარტივი მისაგნებია ძალიან. ოღონდ ჯიპი გინდათ, პლიუს ძალიან წებვადი ტალახია და ცოტაარიყოს მანქანის საბურავები წუხდება.

DSC_3081

 

ვდგავართ, ვაფუსთავებთ. იმდენი ტალახი აეკრო, რომ აღმართზე ასულები უკან ჩამოვსრიალდით და მერე ბორბლები გავულამაზეთ ჯოხებით. სანამ მანქანა სუფთავდებოდა ნაწილი ფეხით გავუყევით.

DSC_3092

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, პრინციპში უფრო ცოტა, ვიდრე ბევრი, ჩვენც კარგად გავტალახიანდით.

DSC_3089

თუმცა გზადაგზა ისეთი საბანაკე ადგილები იყო ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რა ტალახი, რის ტალახი….

DSC_3083

მონასტერში რომ მივედით, მანქანა დარჩა, წამოგვეწევა, და ქალიაო მძღოლიო. ქალია მძღოლიო?! მისახმარებლად წავიდა მაშინვე ვიღაცა, აქ ცუდი ამოსასვლელებიაო (მინდა აღვნიშნო, რომ მიხმარება სულ არ იყო საჭირო, მაგრამ მაინც)

DSC_3101

მოდიან…. მოვიდნენ და ეზოს მოვლას შევუდექით.

სახუნდარის მამათა მონასტერი1

ეკლესია სავარაუდოდ მეჩვიდმეტე საუკუნისაა, თუმცა ბერები აქ 2008 თუ 2009 წლიდან არიან. გააკეთეს რესტავრაცია, ააშენეს კელიები და ა.შ.

სახუნდარის მამათა მონასტერი2

სახუნდარის მამათა მონასტერი3

ორიგინალური ხელსაბანი და განათების საშუალებები მომეწონა ძალიან, კიდევ სკამები, და ბევრი, ძალიან ბევრი სიმწვანე.

DSC_3139

სარკეში ბევრად უკეთესი კადრები გადავიღე, უბრალოდ სხვების პრავასის დარღვევა არ მინდა.

DSC_3132

არ მიკითხავს ანათებდა თუ არა, მაგრამ  აბა ტყუილად ხომ არ დაკიდებდნენ?

DSC_3127

ხედი ზემოდან. ა, ხო, კიდევ ის მომეწონა, რომ ღობე არ აქვთ შემოვლებული, ბარიკადები აღმართული და ა.შ.

DSC_3125

რაღაცას უყვებოდა, მაგრამ მე, როგორც ურჩმა ტურისტმა, გადაღება ვარჩიე.

DSC_3151

სატრაპეზო. საჭმელი გვაჭამეს დამშეულ სტუმრებს. მე სულ მერიდება ხოლმე და ბოდიშივით ვჭამდი.

DSC_3152

 

ეს ფოტო წამოსვლის წინ გადავიღე. ჩემს ზურგსუკან დაჩიპულ პასპორტებზე საუბრობდნენ და მაქსიმალურად მაქვს ყურადღება გადატანილი სხვა, უფრო ყოფით წვრილმანებზე, როგორიცაა აი ის წყარო  ხეებში, მარჯვნივ.

ა, ხო, რა მინდოდა მეთქვა. მართლა კარგი ადგილია, ახლომახლოს ბანაკის დაცემაც შეიძლება. არამგონია წყლის ავსებაზე უარი გითხრან ბერებმა. გზადაგზა წყარო არ შემხვედრია, რომ არ მოვიტყუო.

პ.ს. ესეც ვიდეო.

კახეთის კარიბჭე – საბუეში


გრემი გინახავთ? ყვარლის ტბა? ლოპოტა? კი? ლეკიანობაზეც გსმენიათ ალბათ. ხოდა აი იქ, სულ რამდენიმე კილომეტრში, ის ციხეა, რომელიც პირველი ხვდებოდა ყველაზე დაბალ უღელტეხილზე გადმოსულ ლეკებს. ცეცხლი ფიქლების ციხეზე ინთებოდა პირველად, მერე მთავარანგელოზზე და ასე გადაეცემოდა ინფო ლეკები შემოგვესიენო, მაშინ, როცა მობილური ჯერ გამოგონებული არ იყო.

_DSC0674

ინწობას კომპლექსი (რომელსაც ადგილობრივები ფიქლებს ეძახიან) საბუედან 7 კილომეტრშია, ჩვეულებრივი გრუნტის გზა მიდის, გზადაგზა ულამაზეს ტყეზე გადის, მდინარეც იქვეა და ჰაერიც ბევრად უფრო გრილი და ფუსთაა, ვიდრე ზოგადად, კახეთში. სოფლიდან გავედით თუ არა, მომენტალურად აგრილდა.

ინწობა- ფიქლები

მარცხენა მხარეს ქვის ზღუდე ჩანს, მარჯვენა მხარეს- მეექვსე საუკუნის ციხე და ეკლესიის ნანგრევები.

_DSC0691

ციხე და ეკლესია ბევრჯერ დაუნგრევიათ და თავიდდან აუშენ-შეუკეთებიათ

_DSC0692

 

ეს შიგნიდან, ყოვლად ხავსმოკიდებული და დავიწყებული. კედელზე მოხატულობაც იყო, მაგრამ იმდენად შეუმჩნეველი, რომ გადაღებას აზრი არ ქონდა.

_DSC0693იქვე ახლოს გვირაბია, ცოტა კიდევ ახლოს-ჩანჩქერი. ჩვენ არ გვინახავს, მინდორზე წოლა ვარჩიეთ. თან გვირაბზე მე რომ წამოვედი, მერეღა გავიგე.

რაღაცით ტრიუმფალურ თაღს გავს, მინდორში უმისამართოდ ამოსულს…

_DSC0690

საბანაკედ

ფანტასტიურია. სოფლიდან მოშორებულია, ტყეში შეშა ბევრია, მდინარის წყალი დავლიეთ და არაფერი მოგვსვლია.

_DSC0749

 

იქვე დიდი მდინარის გარდა პატარა მოღელეო ჩამოედინება, საიდანაც წყალი ავავსეთ.

_DSC0710

 

მიუხედავად იმისა, რომ 7 კილომეტრითაა დაშორებული, ბევრი ამოდის ხოლმე საქეიფოდ, ჩვენ რომ ვიყავით, ორი ჯგუფი დადიოდა, კიდევ მენახირეები აძოვებდნენ თავის ძროხებს, თუმცა ჩვენთან არავინ არ მოსულა მშვიდად ვეყარეთ ბლახებზე და ვისვენებდით

_DSC0698

 

გაიარეთ, არ ინანებთ.

 

_DSC0700

 

 

თეჯისის მენჰირი


წალკაში ერთი პატარა, ყოვლად საყვარელი სოფელია, ატალახებული გზებით, შეკოწიწებული სახლებით და ყოვლად კეთილი მოსახლეობით-თეჯისი

DSC_3353

ჩვენ დიდისამბით მივადქით და მენჰირის მდებარეობა ვიკითხეთ.

მიგვასწავლეს. მარცხენა ადამიანი ადგილობრივია.

DSC_3336

რაღაცეებიც მოგვიყვნენ

DSC_3324

რა არის მენჰირი?

menhir (ფრანგულად men, “ქვა” და hir, “გრძელი”.  მიწაში ჩარჭობილი გრძელი ქვები. ცალკეული ან კომპლექსის შემადგენელ ნაწილად. ზუსტი დანიშნულება უცნობია.

ეს ქვები მთელ მსოფლიოშია გაბნეული. სხვადასხვა სიმაღლის, ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული. ევროპაში, აფრიკაში და აზიაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტი დასავლეთ ევროპაშია. ისინი პრეისტორიოული ხანის სხვადასხვა პერიოდებშია აშენებული და წარმოადგენენ დიდი მეგალითური კულტურის ნაწილს, რომელიც ყვაოდა ვეროპაში და მის ფარგლებს გარეთაც.

ბოლოდროინდელი მონაცემებით, მენჰირები -7 ათასი წლის წინანდელია.

(დეტალური ინფო წიკიპედიაზე)

ცოტა გაწელილი ფოტოა, მაგრამ სხვანაირად ვერ ჩაეტია კადრში.

DSC_3305

მენჰირზე ეკლესიაა შემოშენებული, აია კონსტანტინი. ეს ჯვარი ქრისტიანებმა ამოტვიფრეს, ორიგინალში არ უნდა ქონდეს, წესით.

DSC_3334

ციკლოპური ნაგებობის გალავანი….. მასშტაბისთვის ზედ ვდგავარ

DSC_3317

გარშემო ტრიალი მინდორია, ლამაზი ხედებით და საფოტოსესიო

DSC_3321

სოფელში სხვა ეკლესიაცაა

DSC_3352

და შეკოწიწებული სახლი, მეპატრონითურთ

DSC_3343

იქვე ცხენი დაბოდიალობდა….

DSC_3342

ოდესმე თუ მოხვდებით წალკისკენ, შეიარეთ…

DSC_3338

 

p.s. მენჰირები სხვა ქვეყნებიდან

This slideshow requires JavaScript.

 

ავრანლო


2013 წლის რომელიღაცა აპრილს ჯიპზე დავჯექით და თბილისიდან გავედით.

ერთ-ერთი გაჩერება ავრანლო იყო, წალკის რაიონის სოფელი.

DSC_3380

 

როგორია ეს რაიონი?

სიცივე, გამჭოლი ქარი, გაფუჭებული გზები, ამის მიუხედავად, ბევრი-ბევრი დამუშავებული მიწები.

კიდევ…. ქვები, ლოდები, ტრიალ მინდვრებზე ამოსული სახლები, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან გასათბობად. მოსახლეობა, რომლის ქალებმაც იქაური ენის გარდა არცერთი ენა არ იციან (ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც მე ვნახე). ავრანლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი იყო. ყველაზე მოწესრიგებული, სუფთა და…. რაღაცნაირი, ჩუმი. აი მხოლოდ ძაღლის ყეფით რომ მიხვდები, რომ იქ სიცოცხლეც არსებობს.

DSC_3386

ეს სოფელი აქ მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული დგას, ან იქნებ უფრo ადრიდანაც. თავიდან თეზი ერქვა, მერე მეცხრამეტე საუკუნეში ოსმალეთიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა დაარქვეს ავრანლო. (წიკიპედიამ მითხრა ასე)

ავრანლოში ციკლოპური ციხეა. უკიდეგანოდ ძველი. მე, რასაკვირველია, გადაფოფხებa დამეზარა, ბევრი ხვეწნის მიუხედავად, ქვებზე ჩამოვჯექი და ბავშვების დაბრუნებას დაველოდე. აი, წერტილებად მოჩანან ციკლoპური ციხის ნანგრევებზე.

DSC_3397

მე ეჭვი მაქვს, რომ რამე ადეკვატური ასასვლელიც უნდა იყოს, ჩვენ მანქანა გავაჩერეთ და ეგრევე ლოდებიან აღმართს შევასკდით.

DSC_3395

ეს ქვემოთ მდინარე ქცია ჩანს. კარგად თუ დააკვირდებით, ხელმარცხნივ მწვანე მინდორზე ქალს დაინახავთ, რომელიც ბარავს. ის ყავისფერი ზოლი ჩემს იქ ყოფნისას დაბარა. რამოდენიმე ბელტს ამოატრიალებდა, მერე დადგებოდა, შუბლიდან ოფლს მოიწმენდდა, მიიხედ-მოიხედავდა და თავიდან იწყებდა ბართან ჭიდაობას.

DSC_3392

 

ესეც ჩემი სათვალთვალო ქვიდან გადვიღე. სოფელში გზა ორად იყოფოდა და მდინარის გასწვრივ აქეთ მიდიოდა. ალბათ მაგ ეკლესიასთან. საერთოდაც რაღაც ძალიან ბევრი ეკლესიები იყო ამ სოფელში, თან აშკარად ახალაშენებული.

DSC_3404

 

ქარი უბერავდა, უკიდეგანოდ. აი ქარგაუმტარ ტანსაცმელში რომ ატანს, ისეთი. აქ ჩემი ბათინკების იქით იდეაში ქცია და ციკლოპური ციხე უნდა ჩანდეს. მდინარის ხმა  ისეთი ხმამაღალი იყო, რომ არ დამეზარა და სიმღერა დავიწყე. მერე ეს ვიდეო გადავიღე და მერე ისინიც მოვიდნენ.

ჰხოდა მერე ვჭამე კიტრი, სუჯუხი, (პური აღარ იყო), მცირეოდენი კამათი გავმართეთ შოდასთან და დავიძარით. უკიდეგანოდ მინდოდა ფარავანი მენახა. ჰხოდა….. არ გამოვიდა, ღამდებოდა, ნისლი იყო და კიდევ სადღაც მიგვეჩქარებოდა, მაგრამ მაინც განახებთ

DSC_3415

 

 

აგრო ტური “აისი” კაჭრეთში


_DSC8529

კაჭრეთში პროფესიული სასწავლებელი რომ არსებობს თანამედროვე კამპუსით, იცოდით? არც მე.

გზააბნეულ ტურისტებს რომ იღებენ არც ეგ? არც მე. აი აგროტურის ფბ-გვერდიც.

ჰხოდა ოდესმე კაჭრეთისკენ თუ მოხვდებით, შეგიძლიათ შეისეირნოთ. კაჭრეთი კახეთშია, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე.

ყავის სახლი ეზოში

ყავის სახლი ეზოში

რატომ უნდა შეისეირნოთ?

მიმიტომ რომ აქ შეგიძიათ ძალიან იაფად გაათიოთ ღამე კომფორტულ ნომერში (შხაპი საერთოა), ეზოში გაშალოთ კარავი, დაანთოთ კოცონი და იხმაუროთ.  საკუთარი ხელით მოიღოთ სკიდან თფლი (სპეცტანსაცმელში გამოწყობილმა), მოადუღოთ თატარა, ამოავლოთ ჩურჩხელა და ა.შ…. შეიძინოთ ადგილობრივი ნაკეთობები, ღვინო…

_DSC8447 _DSC8407

რა დაგხვდებათ იქ?

 ქართული ტრადიციული მარანი, სადაც ყველა ნივთის მნიშვნელობას აგიხსნიან (თუ არ იცი, რასაკვირველია)

_DSC8448
 თანამედროვე იტალიური ტექნოლოგიით აღჭურვილი მარანი, სადაც ღვინის დაჭაშნიკებაც შეგეძლებათ და სურვილის შემთხვევაში რამოდენიმე ბოთლის შეძენაც.

_DSC8493
 არყის სახდელი (ზაოდი);
 კახური თონე;
 ფერმა (ფრინველების და ცხოველების); ციცარი ვერ ვნახეთ, სამაგიეროდ ვუალა

_DSC8499
 საკონსერვო ქარხანა;
 საფუტკრე მეურნეობა ;
 ჩირის სახლი;

_DSC8427
 ხის საამქრო;
 სასტუმრო (სპორტული კომპლექსი და სასადილო);
 სასწავლო კორპუსი;
 ხილის ბაღი;
 ვენახი;

_DSC8436 _DSC8428
 საკარვე ადგილი.

წარმოიდგინეთ რამაგარია საკუთარი ხელით ამოღებული თაფლი, ან იქვე დასაჩირად გამზადებული ხილიდან ერთიორი ცალის აწაპვნა.

_DSC8445

ეზოში ძალიან გენიალური ყავის სახლი დგას და ზოგადად, ძლიან კრეატიული გარემოა.

_DSC8457

ქოლგები, ქოლგები ევრივეარ

 

 

_DSC8459

 

წყარო…

ყავის სახლი ეზოში

ყავის სახლი ეზოში

აი რა ხდებოდა შენობებში… ინტერნეტიც არის, თანამედროვე კლასებიც, ღვინის ლაბორატორიაც. სწავლით ძირითადად ადგილობრივი კონტიგენტი სწავლობს.

მეფუტკრეობასაც ასწავლიან, ყველაზე ხნიერი სტუდენტი კი 50-ს გადაცილებულია…

_DSC8470 _DSC8473

წირვა-ლოცვაც ტარდებაო.

_DSC8462 _DSC8463

ეს ისე, ბონუსად, სახვარელი სკატები, რომლებიც რადიატორზე ცხოვრობენ.~

 

სტუმრად განახლებულ კახეთში


DSC_6468

ხედი ნადიკვრიდან, ალაზნის ველი და კავკასიონი.

ჩემი ძალიან სუბიექტური და საქართველოშემოვლილი აზრით, კახეთი ერთ-ერთი ყველაზე “იოლი” და კარგი ტურისტული მიმართულებაა:

  • თბილისთან ახლოსაა
  • გომბორის გზა უკვე გაკეთებულია და მაქსიმუმ საათნახევარში იქ ხარ
  • იშოვება როგორც ეკლესიები, ასევე ტბები, პაწუკა საყუარელი ქალაქები და თუ არ დაგეზარებათ, მთებიც, ანუ თუშეთი (ნუ აქ გზა ძალიან რთულია, მაგრამ იქით წელს გაკეთებას გვპირდებიან და ძალიან აღარ შეგეშინდებათ)
  • სასტუმროების არჩევანი დიდია -ყვარლის ტბა, შატო მერე, ლოპოტა, როიალ ბატონი, ძველი თელავი და ა.შ…. (თუმცა ფასები იკბინებიან, მარგამ დამიჯერეთ, ღირს)
  • ჩემი აზრით, ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს შუამთის ტყე. უკიდეგანოდ ლამაზია.

მსოფლიო ბანკის  კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის  ერთ-ერთი მიზანი კახეთის ტურისტული პოტენციალის  განვითარებაა. არჩევანი დიდია: ღვინის ტურიზმი (მაგ: ღვინის გზა), სათავგადასავლო ტურიზმი (თუშეთი ჩემი სიყვარული) და კულტურული ტურიზმი. კახეთს უკვე facebook ფეიჯი და საკუთარი ტურისტული ლინკიც აქვს: http://www.kakheti.travel/ , ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციებით. და აი ასეთი ყოვლად საყვარელი ლოგოც აქვს:

აღმოაჩინე შენი კახეთი

Picture1

საინფორმაციო ტურში, რომელიც მსოფლიო ბანკმა მოაწყო, მე და კიდევ რამოდენიმე ბლოგერი მოვხვდით.  ტურისტებად წავედით კახეთში, რომ ჩვენი თვალით გვენახა  ის, რაც გაკეთდა და იგეგმება.

ძალიან დიდი ხნის მერე, ჩემი პირველი გასვლა იყო “ქალაქგარეთ” და დილიდან აჟიტირებული წავედი, თან იმდენად მინიმალური ბარგით, რომ ლამის ოთხი ფენა ტანსაცმელი მეცვა, ნელ-ნელა გავიხდი თუ დამცხება და თან სიმძიმის თრევაც აღარ მომიწევს-მეთქი.

 

DSC_6867

თელავი

ფესტივალ NEWნადიმზე წავედით, რომელიც კახეთში ჩატარდა, გამოფენებით, ხალხური სიმღერებით, მასტერ-კლასებით, ტრადიციული სამზარეულოს ელემენტებით  და ა.შ.  დასაწყისისთვის თელავის ახალი ინტერიერი დავათვალიერეთ, ქუჩებში ვიბოდიალეთ და ძალიან გვიხაროდა, რომ წვიმა არ იყო.

რესტავრირებული  ქუჩები ასე გამოიყურება. გარდა ფასადებისა, ინფრასტრუქტურაც შეცვლილი და განახლებულია. მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ტრადიციული იერსახე, ის, რისი გულისთვისაც ტურისტები ჩვენთან ჩამოდიან.

მათთვის, ვინც გზები არ იცის, მთავარ მოედანზე ტურისტული ცენტრია გახსნილი.

DSC_6282

DSC_6276

მთავრობის ორგანოს შენობა

ადმინისტრაციული შენობა

DSC_6283

რაღაცაკაფე

DSC_6296

პერი და რესტავრირებული სასტუმრო

პერი და რესტავრირებული სასტუმრო

DSC_6885

ვახვახიშვილების კოშკი

ამ კოშკში საგამოფენო სივრცეა, თუში მოყვარული ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ფოტოგამოფენა იყო.

ბატონის სასახლე

მეფე ერეკლეს ძეგლი

ჩემი საყვარელი “ერეკლე” ანუ ბატონის ციხე

DSC_6309

ეს წვეტიანი შენობა გერმანელი საბჭოთა ტყვეების აშენებულია ადრე-ადრე. მარცხნივ უცხოელი ტურისტი, ველიკის ბილიკზე.

ფოტოები ძალიან ბევრი იყო და ბარემ სლაიდშოუ გავაკეთე, ნახვისთვის მიაწკაპუნეთ

This slideshow requires JavaScript.

ჩემი  ფავორიტი ფოტო
DSC_6314

ნადიკვარი სულმთლად ახალი და ცინცხალი დაგვხვდა. ტერიტორია გაზრდილია, ახალი ტერასების ხარჯზე, ატრაქციონებიც განახლებულია, მწვანე გორა გაუთხრიათ და ახლა მინიგვირაბიკი გადის. მე ყველაზე მეტად ახალი ტერასები მომწონს, ბავშვების საქანელებით და საძრომიალოებით.

This slideshow requires JavaScript.

თუ გაგიმართლათ, ასეთ ცისარტყელასაც ნახავთ
DSC_6514

DSC_6513

ჰხო, მე მეგონა, რომ ამას თავად მსოფლიო ბანკი აკეთებდა, იმდენჯერ მოვისმინე თელაველი ნაცნობებისგან. სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით,  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს სამუშაოებს. კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტი ერთ-ერთია მათ მიერ განხორციელებულ 50-ზე მეტ პროექტს შორის. გომბორის გზის რემონტირებაც მათი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მოხდა.

კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის ერთ-ერთი ამოცანა კერძო ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება და რეგიონული ტურისტული მარშრუტების ჩამოყალიბებაა. ამასთან, ადგილობრივი კოლორიტის შენარჩუნება და ტრადიციული დარგების ხელშეწყობა.  ანუ, რაც უფრო მიმზიდველი იქნება კახეთი, და იოლად მისადგომი, მით მეტი ტურისტი ჩამოვა ჩვენთან, მით უკეთესად ექნება საქმე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც შეუძლია ტურისტს ადგილობრივი პროდუქტი/ მომსახურება და ა.შ. შესთავაზოს და ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ გაიხადოს.

მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის ადვილადმიღწევადი იყოს, ხოლო ტურისტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის დახმარებით გაკეთდა “შატო მერესთან” და “კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” სასტუმროსთან მისასვლელი გზები და კიდევ რამდენიმე კერძო ობიექტისთვის მომიჯნავე ინფრასტრუქტურა. მომავალი წლიდან  ახალი პროგრამაც იგეგმება, რომელიც იმ მცირე მეწარმეებს დაეხმარება, რომლებსაც ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს-იდეები ექნებათ. ამისთვის საკუთარი ინიციატივა და წამოწყება იქნება საჭირო. ეს პროექტი ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაშია და იმედია დამტკიცდება.

თელავში, მას მერე, რაც სახლების ფასადები და კომუნიკაციები შეკეთდა, პატარ-პატარა, საოჯახო ბიზნესებიც გაუკეთებია რამოდენიმე ადამიანს. რესტავრირებულ ქუჩებზე პატარა კაფე, მაღაზიები და საკონდიტრო იყო გახსნილი. რამოდენიმე ადგილას ფართიც ქირავდებოდა. მე მაგ ქუჩებზე სახლი რომ მქონოდა, ალბათ პატარა ჰოსტელს გავაკეთებდი, მეც ბედნიერი ვიქნებოდი და ჩემნაირი ზურგჩანთიანი ტურისტიც, რომელიც ძვირიან სასტუმროს ვერ შეწვდებოდა.

ეს ერთ-ერთი ბენეფიციარის კაფეა, ადრე არ მახსოვს, რა იყო, მაგრამ ახლა მეორე სართულიც აქვს. ძალიან მოშიებულიები და საწყლები შევედით, პელმენს ცოტა დიდხანს ველოდეთ, სამაგიეროდ ყავა იყო ძალიან კარგი.

DSC_6321

უკანა ფონზე ძველი, აწ რეკონტრუირებული სასტუმრო მოჩანს, კერძო ინვესტორის. რესტავრაციამდელ თელავში აქ საბჭოთა უსახური მრავალსართულიანი სასტუმრო იდგა, რომელიც არ ფუნქციონირებდა.

ესეც შიგნიდან.

DSC_6365
DSC_6928

საკონდიტროს მეპატრონე, ალექსიშვილი ლია, იძახის რომ თელავის მეორე ბოლოდანაც დადიან მყიდველები.

ქალბატონი მერი

ქალბატონი მერი

ქალბატონი მერი, რომელიც პირველ სართულზე ფართს აქირავებს, მარტოხელა პენსიონერია და მე თვითონ მაღაზიის ან სხვა რამის გაკეთებას ვერ მოვახერხებო.

ილიას ტბაზე ახალი სასტუმროა – როიალ ბატონი, ტბიდან იქამდე  ჯიპის გარეშე  ვერ მიხვალ, მაგრამ  გზის გაკეთება, პროექტის ფარგლებში, უკვე იგეგმება. რომ გაკეთდება, აუცილებლად უნდა წახვიდეთ, აი ამ აუზის გულისთვის. თუმცა ამ ფოტოზე მგონი არ ჩანს კარგად, მაგრამ აუზის კიდის იქით აღარაფერი არაა და  ჩემნაირი პანიკიორები და სიმაღლისშიშიანები ნუ წახვალთ, მაინც :დ

DSC_6609

DSC_6621

ეს შორიდან

DSC_6640

სხვა ფოტოების სანახავად სლაიდშოუზე მიაწკაპეთ

This slideshow requires JavaScript.

მსოფლიო ბანკის პროგრამაში ბარის გარდა, თუშეთიც მოხვდა, დართლოში სახლებს ძველებული იერი დაუბრუნეს, სიპის ქვებისგან ნაშენი. იმ წელს ომალოში რამოდენიმე სახლის შეკეთებაც იგეგმება, რომ ტურისტებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორია ნამდვილი თუშური სახლები. ამ სეზონზე იქ ასვლა ვერ მოხერხდა,  მაგრამ ფოტოები  მოიპოვება.  houses-in-dartlo-village-after-restoration

დართლო, რესტავრაციის მერე

after-restoration

ეს რესტავრაციამდე…

before-restoration

ყვარელი

მეორე დღეს ყვარელში გავისეირნეთ. დათვალიერებისას აჰმედ ეივეიდა, რეგიონული განვითარების პროექტის ხელმძღვანელიც გვახლდა თან. აჰმედმა გვითხრა, რომ ყვარელში 100-მდე სახლის გაყვანილობა შეიცვალა, პლიუს ჭიშკრებიც და გალავნებიც რესტავრირდა. გარემონტდა და განახლდა სანიაღვრე სისტემებიც. ველიკების ბილიკებიც გაკეთებულა, წითელი, თუმცა არამგონია ვინმე ველიკიანმა ამ ბილიკებით შემოიზღუდოს თავი. რეაბილიტაცია ყვარლის ციხეს და ადმინისტრაციულ შენობებსაც შეეხო.

სიახლეები VS ტრადიციები

სიახლეები VS ტრადიციები

DSC_6848

ტრადიციული გალავანი + ველიკის ბილიკი

DSC_6837

ახალი სასტუმრო, ყვარელში

ბონუსად ნიუნადიმის ფოტოებიც იყოს, ტრადიციული თექა, სასმელები, ჩურჩხელები სიმღერები დაა.შ.  ის, რითიც კახეთია ცნობილი და ამ პოტენციალის არგამოყენება უბრალოდ, არ შეიძლება. აქ ფერადი საინტერესო რამეებიც იყიდებოდა. მე ჭიამაია ვიყიდე.

მეტი ფოტოებისთვის სლაიდშოუზე დააწკაპეთ

This slideshow requires JavaScript.

ჩურჩხელებსაც ავლებდნენ, უკანა ფონზე განახლებული საზაფხულო თეატრი ჩანს, კონცერტი ტარდებოდა, ჩოხიანებიც ერთ-ერთი ანსამბლი იყო სავარაუდოდ.

DSC_6374

და თქვენ მოგწონთ ის, რაც თელავში და საერთოდ, კახეთში კეთდება?  მე პირადად გულწრფელად და უკიდეგანოდ მიხარია რესტავრირებული დართლო თუშეთში.

თუ ჩემი ფოტოები მოგეწონათ, 7 ნოემბერს, ერეკლეობაზე, აუცილებლად წადით თელავში, უგემრიელესი მწვადები და ჩურჩხელები გარანტირებულია და იქნებ ცისარტყელასაც გამოკრათ ხელი.

არაღირსშესანიშნავური შესანიშნავობები


ვერც ერთი საყოველთაოდ ცნობილი ძეგლი, ვერც ერთი ღირსშესანიშნაობა, ანუ ღირსია-რომ-შენიშნო-ობა ვერ შეედრება იმ შესანიშნავობებს, მხოლოდ შენ რომ გაქვს მონიშნული და შენ რომ იცი.

DSC_3850

აი ეს ხე კახისზე, დილის ყავის დასალევი იდეალურად განმატოებული ადგილი მაშინ, როცა დანარჩენი 20 კაცი ბანაკში ყირაზე გადადის.

IMG_1482

ის მინდორი, სადრაც ზანავთან რომაა და საბანაკედ გამოდგება

DSC_5290

ის ხე, უკიდეგანოდ ბევრი სოკოები რომ ესხა ხვამლის გზაზე

IMG_5929

ის ხე, დღემდე რომ მახსოვს შემოდგომის მზის სითბო და ამ ხის ფოთლების ფერები და შრიალები

DSC_8548

ტყე, კახეთში, ზეგაანში. ზღაპრული, ცივი, წვიმიანი და უცნაურმოგონებიანი.

IMG_2688

ის პლაჟი, სადღაც, ზღვის პირას.

IMG_8130

ჩემი ძველი ქენონათი გადაღებული ხავსები

15

ის მდინარე, რამოდენიმე საათი მარტო რომ ვიჯექი, სანამ სხვები რაღაცეებს ათვალიერებდნენ და ფოტოგადაღებებს ვამუღამებდი

DSC_3086

ის მინდორი და წყლის ასაღები ადგილი სვანეთში, შდუგრას ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე, ყველას რომ ჩამოვრჩით და ვიჯექით ცვენთვის

DSC_3521

ბანაკი, კოცონი, კარტოფილები და ცხელი ყავა.

DSC02356

ის მინდორი, ნუნისში. ჩემი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის მინდორია, ვინც მანდ ოდესმე ყოფილა, მაგრამ…

აი, მივედი ციხეზე. ავფოფხდი-ჩამოვფოფხდი… მერე?

აი მივედი ეკლესიაში, შევედი-პირჯვარი გადავიწერე-გამოვედი… მერე?

გულწრფელად უნდა ვაღიარო, ჩემს მიერ ნანახი ეკლესია-მონასტრების დაახლოებით 10% მახსოვს, ან შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები.

მოდი, ვაღიაროთ, რომ ბუნება ადამიანზე უფრო კარგი შემოქმედია

და

მოვინახულოთ ის ღირსია-რომ-შენიშნო-ობები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი იქნება და გვემახსოვრება ისეთებად, როგორიც ბუნებამ შექმნა და როგორადაც მხოლოდ ჩვენ დავინახავთ, იმწამინდელი განწყობის/ამინდის/გარემოს/სეზონის/ადამიანების ზეგავლენით.