კახეთის კარიბჭე – საბუეში


გრემი გინახავთ? ყვარლის ტბა? ლოპოტა? კი? ლეკიანობაზეც გსმენიათ ალბათ. ხოდა აი იქ, სულ რამდენიმე კილომეტრში, ის ციხეა, რომელიც პირველი ხვდებოდა ყველაზე დაბალ უღელტეხილზე გადმოსულ ლეკებს. ცეცხლი ფიქლების ციხეზე ინთებოდა პირველად, მერე მთავარანგელოზზე და ასე გადაეცემოდა ინფო ლეკები შემოგვესიენო, მაშინ, როცა მობილური ჯერ გამოგონებული არ იყო.

_DSC0674

ინწობას კომპლექსი (რომელსაც ადგილობრივები ფიქლებს ეძახიან) საბუედან 7 კილომეტრშია, ჩვეულებრივი გრუნტის გზა მიდის, გზადაგზა ულამაზეს ტყეზე გადის, მდინარეც იქვეა და ჰაერიც ბევრად უფრო გრილი და ფუსთაა, ვიდრე ზოგადად, კახეთში. სოფლიდან გავედით თუ არა, მომენტალურად აგრილდა.

ინწობა- ფიქლები

მარცხენა მხარეს ქვის ზღუდე ჩანს, მარჯვენა მხარეს- მეექვსე საუკუნის ციხე და ეკლესიის ნანგრევები.

_DSC0691

ციხე და ეკლესია ბევრჯერ დაუნგრევიათ და თავიდდან აუშენ-შეუკეთებიათ

_DSC0692

 

ეს შიგნიდან, ყოვლად ხავსმოკიდებული და დავიწყებული. კედელზე მოხატულობაც იყო, მაგრამ იმდენად შეუმჩნეველი, რომ გადაღებას აზრი არ ქონდა.

_DSC0693იქვე ახლოს გვირაბია, ცოტა კიდევ ახლოს-ჩანჩქერი. ჩვენ არ გვინახავს, მინდორზე წოლა ვარჩიეთ. თან გვირაბზე მე რომ წამოვედი, მერეღა გავიგე.

რაღაცით ტრიუმფალურ თაღს გავს, მინდორში უმისამართოდ ამოსულს…

_DSC0690

საბანაკედ

ფანტასტიურია. სოფლიდან მოშორებულია, ტყეში შეშა ბევრია, მდინარის წყალი დავლიეთ და არაფერი მოგვსვლია.

_DSC0749

 

იქვე დიდი მდინარის გარდა პატარა მოღელეო ჩამოედინება, საიდანაც წყალი ავავსეთ.

_DSC0710

 

მიუხედავად იმისა, რომ 7 კილომეტრითაა დაშორებული, ბევრი ამოდის ხოლმე საქეიფოდ, ჩვენ რომ ვიყავით, ორი ჯგუფი დადიოდა, კიდევ მენახირეები აძოვებდნენ თავის ძროხებს, თუმცა ჩვენთან არავინ არ მოსულა მშვიდად ვეყარეთ ბლახებზე და ვისვენებდით

_DSC0698

 

გაიარეთ, არ ინანებთ.

 

_DSC0700

 

 

არაღირსშესანიშნავური შესანიშნავობები


ვერც ერთი საყოველთაოდ ცნობილი ძეგლი, ვერც ერთი ღირსშესანიშნაობა, ანუ ღირსია-რომ-შენიშნო-ობა ვერ შეედრება იმ შესანიშნავობებს, მხოლოდ შენ რომ გაქვს მონიშნული და შენ რომ იცი.

DSC_3850

აი ეს ხე კახისზე, დილის ყავის დასალევი იდეალურად განმატოებული ადგილი მაშინ, როცა დანარჩენი 20 კაცი ბანაკში ყირაზე გადადის.

IMG_1482

ის მინდორი, სადრაც ზანავთან რომაა და საბანაკედ გამოდგება

DSC_5290

ის ხე, უკიდეგანოდ ბევრი სოკოები რომ ესხა ხვამლის გზაზე

IMG_5929

ის ხე, დღემდე რომ მახსოვს შემოდგომის მზის სითბო და ამ ხის ფოთლების ფერები და შრიალები

DSC_8548

ტყე, კახეთში, ზეგაანში. ზღაპრული, ცივი, წვიმიანი და უცნაურმოგონებიანი.

IMG_2688

ის პლაჟი, სადღაც, ზღვის პირას.

IMG_8130

ჩემი ძველი ქენონათი გადაღებული ხავსები

15

ის მდინარე, რამოდენიმე საათი მარტო რომ ვიჯექი, სანამ სხვები რაღაცეებს ათვალიერებდნენ და ფოტოგადაღებებს ვამუღამებდი

DSC_3086

ის მინდორი და წყლის ასაღები ადგილი სვანეთში, შდუგრას ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე, ყველას რომ ჩამოვრჩით და ვიჯექით ცვენთვის

DSC_3521

ბანაკი, კოცონი, კარტოფილები და ცხელი ყავა.

DSC02356

ის მინდორი, ნუნისში. ჩემი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის მინდორია, ვინც მანდ ოდესმე ყოფილა, მაგრამ…

აი, მივედი ციხეზე. ავფოფხდი-ჩამოვფოფხდი… მერე?

აი მივედი ეკლესიაში, შევედი-პირჯვარი გადავიწერე-გამოვედი… მერე?

გულწრფელად უნდა ვაღიარო, ჩემს მიერ ნანახი ეკლესია-მონასტრების დაახლოებით 10% მახსოვს, ან შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები.

მოდი, ვაღიაროთ, რომ ბუნება ადამიანზე უფრო კარგი შემოქმედია

და

მოვინახულოთ ის ღირსია-რომ-შენიშნო-ობები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი იქნება და გვემახსოვრება ისეთებად, როგორიც ბუნებამ შექმნა და როგორადაც მხოლოდ ჩვენ დავინახავთ, იმწამინდელი განწყობის/ამინდის/გარემოს/სეზონის/ადამიანების ზეგავლენით.

როგორ უნდა მოვიქცეთ მთაში, ანუ სახელმძღვანელო დამწყებთათვის


ამასწინათ ერთმა კარგმა გოგომ ფეისბუქზე ერთი კარგი ექსკურსია დაგეგმა, ლაშარის და იახსრის სალოცავების მოსალოცად.

სად იყო და სად არა, გამვლელმა მართლმადიდებელმა შენიშვნა მიცა, აგდებული კილოთი: ეს წარმართული კერპებია, რის სალოცავად მიდიხარ კიმარა-ო.

კეთილი რჩევა: არასოდეს არც ერთ მთიელს არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ მსგავსი რამ. მითუმეტეს მსგავსი კილოთი. მითუმეტეს მთაში. მითუმეტეს დღეობაზე.

მთაში ძალიან ძლიერია ხატებისადმი და სალოცავებისადმი რწმენა, იმდენად ძლიერი, რომ ტრადიციული ეკლესია აგერ რამდენი წელია ცდილობს, ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ხატობები მაინც იმართება და იმედია კიდევ დიდხანს იდღეობებენ მთებში.

ეს რწმენა იმდენად ძლიერია, რომ თუშეთში ქალები დღემდე არ შედიან სალოცავების ტერიტორიებზე და ყველა ბალღმა ზეპირად იცის სადაა ხატები.

ფარსმა

ფარსმა

მე მუცოზე ბოლომდე ვარ ასული. თურმე არ შეიძლება. ჯერ ერთი, ხატია და მეორეც ერთი, იქ თურმე ყველა მამრიც კი ვერ ადიოდა. რატომ ავედი? არ ვიცოდი. ახლა ვიცი და მართლა აღარ ავალ. იმიტომ არა, რომ ვინმე რამეს მიშლის (ქალმა თუ გაიწია, ბლაბლაბლა…) უბრალოდ, მე ვირჩევ სხვისი ადათ-წესების პატივისცემას.

თუშეთში ყველა სოფელშია ხატები, ზოგგან რამდენიმეც. დიკლოს ერთ “ქუჩაზე” ვერც გაივლი, სახლ-სახლ უნდა მოუარო, შენაქოში კი პირდაპირ ეკლესიის უკან იყო, მე როცა ვიყავი. დანოში ცოტა მოშორებითაა, ასევე ფარსმაშიც.

IMG_0224

დანო

ხატის ნიშის ცნობა ძალიან ადვილია,  სიპის ქვისგან ნაშენი პაწუკა კოშკივითაა.  ზოგან მისვლა მხოლოდ იმ მდედრებისთვის შეიძლება, რომლებსაც ციკლი არ აქვთ, ანუ ბავშების და ბერდედების-მოხუცებისთვის.(ასე მეუბნებოდა ბებია)

თუ მთიელი გახლავს თან, აუცილებლად მიგითითებს ამაზე. შენი ნებაა, შეასრულებ თუ არა, მაგრამ მე ძალიან მწყინს, როცა ამ წესს აბუჩად იგდებენ. ვიღაც მწყემსი შეიძლება პირდაპირ გამოგივარდეს ყვირილით, ჩემნაირი ზრდილობიანი ვერ გამოდგეს…

მთავარია გახსოვდეთ, რომ მთა არაა ბარი, აქ სხვა წესებია და სულ სხვა ხალხი ცხოვრობს. და ჩვენ, ბარში ჩამოსულები თუ შევდივართ ეკლესიაში მანდილით, თქვენ რა დაგიშავდებათ, რომ სულ ცოტა ხნით იცხოვროთ იმ საქართველოს წესებით, რომელიც ჯერ არ გინახავთ?  მთები მარტო მწვერვალები და ხედები არაა, მთები ხალხია, სოფლებია, ხატებია და დღეობებია...

მთაში სტუმრები ძალიან უყვართ, მაგრამ თუ სტუმრად მიდიხარ, იქაურ წესებს მინიმუმ პატივი მაინც უნდა სცე და თუ არ გწამს და არ გჯერა, ისე მაინც მოიქეცი, რომ მის ტრადიციას შეურაცხყოფა არ მიაყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიელები გამიბრაზდნენო, არ უნდა იწუწუნო. და თუ იქაურ ქუდსაც დაიხურავ, ვინ იცის, იქნებ შენც შეგეწიოს მთის სალოცავების ძალი და მადლი.

ჩემი ფოტოაღჭურვილობა


რითი გავს მონადირე და ფოტოგრაფი ერთმანეთს? წყალში ჩავარდნისას ორივე ზემოთ წევს იარაღიან/ფოტოაპარატიან ხელს….

ჩემი ყოვლად ღარიბული და მოკრძალებული სამოყვარულო ფოტოაღჭურვილობა სულ ესაა:

Camera body

images

კნიკონა- Nikon D5100

  • შენ მეტი არ გჭირდებაო
  • იაფი იყო
  • მსუბუქია, საპახოდედ იდეალური

ობიექტივები

“ყველაფერჩიკი” –  18-105mm f/3.5-5.6G

18-105

  • ფართო კუთხე შენობებში გადასაღებად
  • 105 მმ იმისთვის, რომ სიარული მეზარება და ზუმი მიყვარს
  • პოლარიზერი ფილტრი აქვს ამას, ხედების და ლურჯი ცისთვის
  • ძალიან მძიმეა ჩემთვის, პახოდში კი მოუწევს წაღება, და დანარჩენს სახლში დარჩენა…

ამითი გადავიღე:

887288_10200461529853891_94255908_o

 

სანადიროდ – 55-200mm f/4-5.6G

55-200

  • ქუჩაში ვიღებ ამითი, სხვის ფანჯრებში ვიჭყიტები, პორტრეტებს ვიღებ “ჩუმად”, ჩემთვის
  • ძალიან მსუბუქია, უმსუბუქესი.

ამითი გადავიღე:

DSC_0620

 

ფოტოაპარატს მოყვა და… 18-55mm f/3.5-5.6G

18-55

  • მსუბუქია
  • ყველაფერჩიკია ესეც
  • ვყიდი, ფასი 100$
  • სანამ მქონდა კარგად ვიყენებდი, მაგრამ აფგრეიდის და18-105-ს მერე საჭიროებას ვეღარ ვხედავ.

ამითი გადავიღე:

DSC_5186

პოლარიზერი ფილტრი Tiffen 67mm Circular Polarizer

  • 18-105-იანს ვუყიდე, გზაშია და მოცანცარებს. რომ ჩამოვა, ხმარებას დავამუღამებ და მერე ნახეთ აქ რა ფოტოებს დავდებ, მნამ.

მინდა! ანუ wanted

50mm f/1.8G

  • სულ რაღაც 200$ ღირს და ყოვლად საყვარელი ბლარი და ბოკეები აქვს
  • სალაშქროდ იდეალურად მსუბუქი იქნებოდა
  • ბევრად უკეთესად გადავიღებდი ბუნებას, თქვენც გაგიხარდებოდათ და მეც

ხვამლის მთა, ნაწილი პირველი ანუ ოპერაცია “თაგვი”


სად მივდიოდით არ მახსოვს, მაგრამ ის გასვლა ჩაიშალა, ხალხის უთავბოლობის გამო. გავბრაზდი, გადავირიე, გადმოვირიე, მაგრამ ორანიზატორმა, გასვლა მაინც შედგებაო, სად არ ვიცი, მაგრამ კიო. ხოდა ასე აღმოვჩნდი დილით დიდუბის ავტოსადგურში საკმაოდ მძიმე რუგზაკით, კარვით, ფოტოაპარატით და ენთუზიაზმით ხელში.

ოთხნი მივდიოდით მეგონა, საბოლოოდ აღმოვჩნდით სამნი- მე, შოდა და ბიჭი, რომელსაც არ ვიცნობდი. ხატიამ დილით გარკვია, რომ ვეღარ მოდიოდა. ერთადერთი, რაც ვიცოდი, იყო ის, რომ მეთევზე იყო და მონადირე და თეორიულად, გამოცდილი უნდა ყოფილიყო და ყოველი ხუთი ნაბიჯის მერე არ უნდა ეწუწუნა.DSC_5165

მაკდონალდსში ყავა ჩემი არსობისა დავლიე, ბიჭებმა ჭამეს და დავიძარით.

არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მე გზაში ძალიან მდუმარე ვარ ხოლმე, შოდა ძალიან მოლაპარაკეა, ხოდა მე რომ ვერ ავყევი, მერე მარშუტკას გამოელაპარაკა და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ოყურეშის ერთ-ერთი პოლიტიკურად აქტიური ვიღაც გაიცნო, რომელმაც გვითხრა რომ ოყურეშში მიდიოდა და ჩვენც გაგვაყოლებდა, გზას გვასწავლიდა.

სანამ ეს კაცი რამეს მოიფიქრებდა, დანარჩენი მარშუტკა და შოდა იმას ბჭობდა, ხვამლზე რა დაგვრჩენოდა, სხვა კიდევ რა უნდა გვენახა, რომელი მხრიდან ჯობდა ასვლა (კიდე 234 ასასვლელი აქვს მგონი ხვამლს, მე ასე დავასკვენი).

ხო, სანამ ოყურეშში მიხვალ, მანამდე ქუთაისში უნდა ჩახვიდე, მერე მაკდონალდსთან რომ სადგურია, იქიდან ოყურეშის ან ოყურეშისკენ მიმავალ მარშუტკას გაყვე, შუაგზაზე ჩამოხვიდე და ფეხით შეუყვე გრუნტის გზის  საკმაოდ გრძელ აღმართებს, რომლებიც სოფლებზე გადის და საკმაოდ ჩრდილიანი და იოლი ასავლელია. აქ ავტობუსიც დადის, ძველისძველი პაზიკი, მეტი ამ აღმართ-ქვებს რა გაუძლებს, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვიმართლა, გრაფიკს ვერ დავემთხვიეთ.

თუმცა მგონი პიქირით…

ჩამოსვლისას ჩემი რუგზაკი რომ მოვიკიდე, კარავ-პარალონასხმული, იმ კაცს გულზე შემოეყარა და კარავი გამომართვა. კიდევ კარგი, თორემ საჭმლიანად მართლა მძიმე იყო, ძლივს ავიკიდე და თან კატეგორიულად არ ვიმჩნევდი სიმძიმეს.

DSC_5167

ამასობაში ვიღაც მანქანა წამოგვეწია, ბუკებს არიგებდა სკოლებში. მხოლოდ ერთი ადგილი ქონდა და მე, როგორც გოგო, გავყევი ჩემი ჩანთიანად. სკოლამდე ამიყვანა და “ბირჟაზე” ჩამომსვა.

DSC_5170

დაახლოებით 20 წუთი ველოდე დარჩენილებს. მოწყენილობისგან და უსაქმურობისგან ხან სკამი გადავიღე, ხან იქვე ხეები. წაძინება ვცადე, მაგრამ სკამზე ძალიან დიდი ჭიანჭველები დარბოდნენ და გადავიფიქრე.

DSC_5186

მანუალ სეთინგებით ვთამაშობდი და ეს გამომივიდა.

ამასობაში ისინიც გამოჩნდნენ…

DSC_5188

დავიძარით. ძალიან ცხელოდა, უკიდეგანოდ. იმ კეთილმა კაცმა  კაცმა საკუთარ სახლთან გადაუხვია, გზა მიგვასწავლა და წავედით… მინდორამდე რომ მივიდოდით, სასაფლაოსთვის გვერდი უნდა აგვექცია და ბილიკს დავდგომოდით მარჯვნივ. გზაში ვიღაც ბიჭს გადავეყარეთ, გზა დავაზუსტეთ, იმანაც გვიხსნა-გვიხსნა და მერე ბარემ გამოგვყვა, მიხვდა, რომ ვერაფერიც ვერ გავიგეთ. ღობეს რომ გავცდით, მტვრიანი და ცხელი გზა მიიკლაკნებოდა მინდორში, თაკარა მზეში.

DSC_5200

აააი იქ, კლდეზე, საცალფეხო ბილიკია, მაგრამ ამ ჩანთებით თქვენ ვერ გაივლითო, ხელი გაიშვირა და მერე ჩვენს უზარმაზარ ჩანთებს შეხედა ცერად იქ მომუშავე ქალმა.- მაგრამ აი ის “სახელი” საქონელში მიდის, დაელოდეთ და გაგაყოლებთო.

30-40 წლის ქალი იყო, გამხმარი, კაფანდარა.  წუხდა ძალიან, როგორ უნდა აგვეღწია იმდღესვე მწვერვალამდე. თურმე იმ კაცის და ყოფილა, სოფლამდე რომ მოგვიყვანა.

რომ ველოდეთ და აღარ გამოიარა მანქანამ, გზას დავადექით ფეხით. იქვე წყალი ავავსეთ და არ მახოვს რომელმა, მაგრამ რომელიღაცა ბიჭმა გზაში ნაყიდი ლუდის ბოთლი ძირს დააგდო/გაუვარდა და ისე იბუთქა, გულები დაგვისკდა, სანამ მივხვდებოდით რა დავკარგეთ და გულები დაგვწყდებოდა.

ამასობაში, სანამ ვაი-ვიშში ვიყავით, მანქანაც დაგვეწია. მმმ, რა ქვია, უაზი?  აი ყველგანმავალები რომაა ოთხბორბლიანი, ისეთი მანქანით იყვნენ იქაური მაცხოვრებლები, საქონლის მისახედად მიდიოდნენ, რამდენიმე დღეში ერთხელ იცვლებიან თურმე, ზემოთ, ტყეში ყავთ ძროხები. ჩვენ გაგვიმართლა, (ნეტა მერამდენედ იმ დღეს) ჯერის შეცვლის დღე იყო. შევყარეთ ჩანთები, შევხტით უკან “კუზაოში” და წავინჯღერით.

DSC_5194

რასაკვირველია, საქართველოში არსებული ყველა მსგავსი მანქანასავით,  ესეც გაფუჭებული იყო და სადღაციდან გამონაბოლქვებს აპარებდა და საყვარლად დავიწამლეთ, სამაგიეროდ უზარმაზარი მანძილი/დრო მოვიგეთ. კალიასავით აძვრა ყველა აღმართზე და ბილიკზე. ჩვენ ალბათ 2-3 საათი მოვუნდებოდით.

არაო, ისე ვერ გაგიშვებთო, უნდა დავილოცოთო, ესაო, ისაო, გაასავსავეს ხელები ლეჩხუმელებმა. არადა მალე დაბინდდება და ამათი ქოხიდან ჩვენ კიდევ უნდა ვიბოდიალოთ, რომ “ჩვენს” ქოხამდე მივიდეთ, სადაც ღამე უნდა გავათიოთ. კი, როგორ არა, გაგვიშვეს… ყველი-პური-ლობიო-პამიდორი-კიტრი და სუფრაც გაიშალა. ბიჭები მიუსხდნენ, მე მოშორებით დავჯექი, როგორც ნამდვილ ქართულ მანდილოსანს შეეფერებოდა, უფრო სწორად, მინდოდა მალე ავსულიყავით დასაბანაკებლად და ასე უფრო ადვილად შევარდებოდნენ ნამუსზე. თან ძალიან მერიდებოდა, ორი დღის საგზალი ქონდა წამოღებული კაცს და სულ ჩვენ ხომ არ შევუჭამდით.

DSC_5217

როგორც მე მივხვდი, საქონლის “ბინების” ორი დონეა, ზედა და ქვედა. მინიქოხიკები დგას, მიწის იატაკით. ესენი ქვედაში იყვნენ, ჩვენ ზედაში უნდა ავსულიყავით. ხვამლის უცნაური, სწორი ქედი აქედანვე ჩანდა კარგად.

DSC_5210

იქვე წყარო იყო, 50 მეტრში, პირდაპირ ხის ფესვებიდან გადმოდიოდა, ცივ-ცივი და ფუსთა. ღვინიბ ბოთლები ალაგია ქვეშ, ნაგავი არ გეგონოთ. “ცენტრალური” ბილიკიდან ხელმარჯვნივაა გადასახვევი.

DSC_5213

DSC_5220

ხოდა ამ ჭიქით, ძმებო და მეგობრებო…. ღვინო არ ვიცი და ისე, პამიდორს ქონდა ძალიან გემრიელი და ნატურალური პამიდორის გემო.

ა ჰხო, იქვე იშოვებოდა ძალიან გერიელი მგონი ქლიავი, თავს ვერ დავდებ რომ უბრალოდ ტკბილი ტყემალი არ იყო.

DSC_5231

ხოოოოდა მერე ეს ნასვამი ხალხი (დამამშვიდეს, მძღოლი ფხიზელიაო) რისი ხალხი იქნებოდა, ასე უპატრონოდ გავეშვით, შეგვასკუპეს ისევ მანქანაზე და ორ წამში აგვიყვანეს მეორე ქოხამდე. მესერის კარი მოგვიხურეს და გაგვაფრთხილეს, არავითარ შემთხვევაში ღია არ დაგვეტოვებინა ჭიშკარი.

DSC_5238

დავანთეთ მონადირული ცეცხლი (შეშა როგორ მოვიპოვეთ, იყოს, არ დავკონკრეტდები), ვჭამეთ (შოდასთან ერთად როცა ხარ  სადმე, ჭამა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება) კარავი არ გავშალეთ, რა აზრი ქონდა. შევსახლდით ქოხში და ვეცადეთ, დაგვეძინა.

DSC_5247

ოთხის ორივე მხარეს ორი სეტკიანი “კრაოტის” პროვოკაცია იდგა. მესამეს ძირს მოუწევდა დაძინება. ნუ კაი…. გადმოვფერთხე ჩემი ლოგინიდან ობობა, გავშალე პარალონი, შევძვერი სპალნიკში, ჩავაქრეთ შუქი (ანუ ფანარი), მოვკალათდი გემრიელად (მიყვარს მე სეტკიანი კრაოტები) და… უცებ მესმის, როგორ დადის რაღაც ჩანთებზე და ცელოფნებს აშარიშურებს. ერთი წავიზმუკუნე, ბავშვებო რაღაც დადის თქო, მაგრამ არ მომაქციეს ყურადღება. ნუ კაი… დადის-დადის…. ვზივარ ლოგინზე ცარიელი თვალები და ვიყურები შეშინებული.  უცებ სკუპ და გადმოხტა ძირს ეს შენი რაღაც. ხოოოოდა აქ უკვე ძალიან ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ თაგვი გვყავდა სტუმრად.

თაგვიო?! – წამოხტა კედელა, (ძირს ეძინა) სტაცა ხელი კარავს და გასაშლელად გავიდა. გავეკიდე მეც. გარშემო სულ ხრიოკი იყო, პალოს რომ ვერ ჩაარჭობ… შოდამ კატეგორიული უარი განაცხადა ქოხის დატოვებაზე. შევკარავდით და დავიძინეთ… კი, დაიძინებ, როგორ არა. პერიოდულად ისმის, როგორ ეჩხუბება შოდა თაგვებს და თან რაღაცეებს ესვრის. ამასობაში კი ვიგრძენი, როგორ დაცანცარებდა კარვის კიდესთან რაღაც პატარა, მაგრამ თითი მივუკაკუნე, შეეშინდა და გაჩუმდა.

როგორ იქნა, დავიძინე. უცებ მეღვიძება, იმიტომ რომ კარავი ზანზარებს და კედელა ღრიალებს, თან ხელებს იქნევს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ, მაგრამ წამებში მის ზურგსუკან აღმოვჩნდი, კარვის კუთხეში.  (ვიყვირე თუ არა, არ მახსოვს). თურმე თაგუნია ამძვრალა კარვის შიდა ტენტზე და ბადეზე იჯდა. ბუნკერის ვირთხა კი არა, ააი პატარა, ფუნფულა, ტრაკგასიებული მინდვრის თაგუნია იყო. საწყალი, ისე გავუხეთქეთ გული….

ღამის ბოლო აკორდი იყო შოდას ყოვლად საოცარი ღრიალი, რომელმაც ორივე გაგვაღვიძა და ერთმანეთს დავეკითხეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. დავასკვენით, რომ მგელი არა სკვინჩილა, და ისევ დავიძინეთ.

(მერე გავარკვიეთ, რომ ჩანთაში იდო კოპტონი, რომელიც ძალიან უყვართ თაგვებს…)

ჰხოდა მეორე დღეს გავიღვიძეთ ზღაპარში, მაგრამ ეგ მეორე ნაწილში.

ნაწილი მეორე

როცა შენს ფოტოს შემთხვევით სხვის საიტზე პოულობ


გუგლში თუ დანოს მოსერჩავთ, ასეთ შედეგებს მიიღებთ. აქედან მესამე და მეოთხე კადრები ჩემი გადაღებულია. უფრო ზუსტად, აი ეს.

აი ამ პოსტში დევს, რომელიც 2011 წელსაა დაწერილი. (თავდაპირველად ბლოგსპოტზე, მერე აქეთ გადმოვაპორტირე). შეცდომა ის მაქვს, რომ დადებისას ფოტო არ დავაპატარავე.

img_0225

ცოტა ქვემოთ თუ ჩამოსკროლავთ, აი ეს ფოტო შეგხვდებათ . დანოს უკეთესი კადრი არ იგუგლება, თავის დროზე მე თვითონ ვცადე. ალბათ ამიტომ, ესაა წაღებული, თან ფოტოშოპით “გალამაზებული”. (ხო, აქვე ბოდიშს ვიხდი, რომ ძალიან ცუდი კადრია, ცა გადანათებულია და ა.შ. )

1352813605-560

ეს რომ თუშეთის  და ჩემი სოფლის ფოტო არ ყოფილიყო, ალბათ არ შევიმჩნევდი. რომელიღაც ფბ ფეიჯზეც მაქვს ჩემი ფოტო ნანახი, ხევსურეთში გადაღებული და ნუ კაი, არაუშავს, მერე რა, რომ აღებისას არ მკითხეს, თან გასართობად უნდოდათ. ეს უკვე ტურისტული საიტია, ბიზნესი აქვს ვიღაცას  და მგონი უნდა ქონდეს იმის პრეტენზია, რომ ყველა ფოტო, რასაც დადებს, საკუთარი გადაღებული თუ არა, ავტორების ნებართვით მაინც იყოს გამოყენებული.  ძალიან გავბრაზდი, იმეილზეც მივწერე, ფეიბუქის ფეიჯზეც დავუკომენტარე. არ ვიცი რა რეაგირება ექნებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ფოტო უკვე მოიპარეს. იქნებ თქვენიც უდევთ, მოძებნეთ აი ამ მისამართზე არიან.

1

პ.ს. მართალია, ჩემი ფოტოები შედევრები არაა, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ ვინმე სადმე გამოიყენებს, მხოლოდ იმ პირობით, რომ მინიმუმ ფოტოს ავტორი ან/და წყარო დაფიქსირდება.

პ.პ.ს. თუ არ დაგეზაარებათ , დაალაიქეთ, რომ ბევრმა ნახოს. მადლობა.

კვირადღე სხვების ფანჯრებში


DSC_0038

ოჯახის ქალი სარეცხს ფენდა. საკვირაო რიტუალები კიარადა მოვალეობები.

DSC_0041

ჩანაცრისფერებული კორპუსის ერთადერთი ფერადი ნაწილი. არ ვიცნობ, მაგრამ დაუსწრებლად მიყვარან ეს მობინადრეები.

DSC_0044

მოხუცი იყურებოდა, ბავშვი თამაშობდა.

DSC_0047

იყურებოდა.

DSC_0061

კვირადღესაც მუშაობდა.

DSC_0062

ააააბა დიდი პირი გამიღე.

DSC_0064

სუფთა ჰაერზე ეწეოდა.

DSC_0065

ჯუსტ.

DSC_0101

ეს მე, სხვის ფანჯრებში ჭყეტვა უზრდელობა რომაა, რომ არ იცის, ის გოგო.

გომბორის უღელტეხილი


ორშაბათს ვბრუნდებოდი თბილისში ტაქსით, დილით, სიცივეშ და ყინვაში, გაბრუნჩული, ჩემთვის ვიჯექი, ვკითხულობდი, უცებ თავი ავწიე და ეს დავინახე…

DSC_9830

ხოდა გავიღიმე ყურებამდე და აუაუაუ გამიჩერეთ რა ორი წამი თქო. გამიჩერეს. ვტაცე ხელი ფოტოაპარატს და გადმოვხტი გადასაღებად.

DSC_9832

რავიცი, მე რამდენიმე წელია გომბორზე დავდივარ და ასეთი რამე პირველად დავინახე. მაღალ მთაში არ გამიკვირდებოდა მაგრამ აქ შემომეკვირვა.

DSC_9843

ისე გამიხარდა და ავცმუკდი, ტაქსის მძღოლს არ დაეზარა, გადმოვიდა და ფოტო გადამიღო. მადლობა მოვუხადე გაჩერებისთვის და წავედით.

DSC_9838

ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოვიწიეთ და ნისლში ჩამოვედით. მანქანას მე ხელმეორედ არავინ გამიჩერებდა, ამიტომ სავალდებულო ბოდიშის მოხდის მერე ფანჯარას ჩავუწიე და კარგად დავყინე მგზავრები. არაუშავს, მოუხდებოდათ სუფთა ჰაერი, მთელი გზა იმაზე წუწუნებდნენ, ცუდად ვართო…

DSC_9859-1

პ.ს. ხანდახან სასარგებლოა დილით ადრე გარიჟრაჟებზე გამოსვლები სახლიდან.