საჭირო ტყუილები


ბიძაჩემს ხანდახან არ ახსოვს, ვინ ვარ მე. მე არ მახსოვს, როგორი იყო მამაჩემი, მაგრამ დეტალურად მახსოვს სიკვდილის შემდგომი ყველა დღე.

განსაკუთრებით, შოკოლადის კანფეტები. და წანდილი. და ის ქალი, ამასწინათ რომ გარდაიცვალა და მე კიდევ მთელი ცხოვრება ვერ ვიტანდი “ვაითქვესაწყლებო”-ს შეცხადებისთვის; ჩემი ძმის მოსანათლად სახელდახელოდ ამოხვეული ძაფი –  ჯვრის დასაკიდად. ძალიან ბევრი ყოჩივარდები ეზოში. ჩემი ბიძაშვილები, რომლებიც ოთახში საწოლზე ჩამომჯდრები ტიროდნენ.  გაცრიატებული ამინდი და გუბეები. ოღონდ გუბეები სიზმარში ვნახე, გადახტომა მინდოდა  იქით მხარეს  და არ დამანება, შენ მერე წამოხვალო. 

მახსოვს ტანსაცმელი, შავად შეღებილი. საღებავის სუნი. კომოდში ჩალაგებული და აღარასოდეს ჩაცმული ფერადი ტანსაცმელი. ადამიანის მთელი ცხოვრება, კარადის ზედა თაროზე დატეული.

მამაჩემის სიკვდილით იწყება ჩემი მახსოვრობა ალვანზე და ‘ჩემს” უბანზე.

ბიძაჩემი ხანდახან ვერ მიხსენებს, თუმცა კარგად ახსოვს თენგოლე, უმცროსი ძმა.

მე კიდევ ვიტყუები ხოლმე, მეც ძალიან კარგად მახსოვს მამაჩემი.

დიაფილმები დაბნელებულ ოთახში; რძის ქარხანა, სველი იატაკი და ვიღაც თეთრხალათიანი თანამშრომლები; ღამეში მიმავალ მანქანაში ჩართული მინის საწმენდები და “ციმციმას” ხმა; დონალდოს კევები; ბუსუსებიანი, გაურეცხავი ატმები, დედაჩემის აკრძალვის მიუხედავად; სამთვლიანი ველოსიპედი; მანქანებიანი ატრაქციონი; ფანჯარაზე მიჭყლეტილი ცხვირი და შორს, მინდორზე მორბენალი მამაჩემი;  თეთრიწყლები, მუხლამდე ყვავილები და საზამთროები;

უბრალოდ, ექვსი წლის ამაყი ბავშვისთვის ძალიან ძნელია მწუხარებას მიეცეს, ამიტომ ალტერნატივად დანაკლისის იგნორირება რჩება. ალბათ. ან იმისათვის, რომ ძლიერი იყო და ათი-თორმეტი წლის ლაწირაკი მეზობელ დიდ კაცს ეჩხუბო იმისათვის, რომ უსამართლოდ დაგჩაგრა, საკუთარ თავთანაც არ უნდა აღიარო, რომ სუსტი ხარ ან რაღაც გაკლია.

საინტერესოა, რომ შევხვდები, მაშინ თუ ვიცნობ?

ვიცნობ უცნობ ადამიანს, რომლის სახე პრაქტიკულად არ მახსოვს… ნათესავები ამტკიცებენ, რომ ვგავარ, მაგრამ ფოტოები და ჩემი თვალები ირწმუნებიან, რომ დიდი ბებიის ასლი ვარ.

თუმცა, კარადის თავზე შემოდებული ზენიტის (აქ უკვე დაშლილი) ფოტოაპარატი, საძილე ტომარა, მათარა და კარპატებში გადაღებული ფოტოები იმას მოწმობს, რომ რაღაც საერთო უნდა გვქონოდა.

 

Advertisements

შეკვეთა სამყაროს


ჩემმა ყველა ბიჭმა იცოდა საჭმლის კეთება. კვერცხის შეწვა კი არა, ნამდვილი საჭმლის გაკეთება. მემგონი სამყარო ზრუნავს, რომ ჩემნაირი ზარმაცები მშივრები არ დარჩნენ. მივალ, ნიკაპს ავაკანკალებ და აუცილებლად მაჭმევენ რამეს. არა, საჭმლის კეთება ვიცი, გემრიელიც გამოდის, მაგრამ მარტივად და ბანალურად, მუზა თუ არ მოვიდა, ისე კეთება ძალიან მეზარება და მირჩევნია მთელი კვირა კიტრზე და პამიდორზე ან ხილზე ვიცხოვრო (თქვა მან და ჯამიდან მორიგი ბალი აიღო).

სხვათაშორის, ბალის ცნობა ვიცი, ანუ, ჭიანია თუ არა, ერთი შეხედვით ვხვდები. მემგონი იმის დამსახურებაა, ბავშვობის ყველა ზაფხული ბლის, ვაშლის და თუთის ხეებზე რომ მაქვს გატარებული. (ალაგ-ალაგ ლეღვის და ცოტა თხილის). ყველაზე გემრიელი ბალი კენწეროზე ასხია ხოლმე.

ხოდა იმას ვიძახდი, რომ სამყარო ყველაფერზე ზრუნავს, უბრალოდ, ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა და ისე შეუკვეთო.

ამ სახლის რემონტი საერთოდ არ შემიკვეთია, მხოლოდ ბევრი საქმე შევუკვეთე და…. here comes the რემონტი. რომელზეც წინასწარ მისკდება გული და მემართება ელეთმელეთი და მეშინია რომ რამე არასწორად გამოვა და საკუთარ თავს ვუთანხმდები, რომ მკიდია, მთავარია, რამე (!) გამოვიდეს და როგორც აქამდე არ მადარდებდა მსგავსი წვრილმანები, არც ახლა დამადარდიანოს იმან, რომ საკმარის შტეფსელს არ დააყენებენ ან რამე ამდაგვარი.

რემონტი იქით იყოს და ბოლო რამოდენიმე კვირაა, იმაზე ვფიქრობ რა მინდა და… ვერ ჩამოვყალიბდი. ბევრად უფრო იოლია იმაზე ფიქრი, რა არ გინდა.  

და ვაითუ მეშლება ჩემი ნამდვილი მინდები და საზოგადოების მიერ თავსმოხვეულები? და მიღების მერე აღმოვაჩინო რომ საერთოდ არ მდომებია? და თუ არ მექნება ის, რაც მინდა, მერე? პრიორიტეტები დავალაგო და იმის მიხედვით გადავწყვიტო? თუ ავწონო, აი იმის ფასად მიღირს თუ არა ამის არქონა?

ეს ძალიან მარტივია. უნდა გაატესტირო. ცოცხალ მოდელებზე ან ისე. გააჩნია რა გინდა.

ჰა?

ა?

მე არ ვიცი, და იქნებ თქვენ გიცდიათ?

როგორ გავიგო, რა მინდა?

ჯანდაბა.

 

როგორ ვიცხოვრე 20 წელი ყალბი გვარით


ისტორია ნამდვილია, სახელი და გვარი გამოგონილი, ფაქტები სიმარტივისთვის მოკლე შინაარსად გადმოცემული. ხოლო მათთვის – ვინც პირადად მიცნობს – ისევ იმ სახელით და გვარით ვმოძრაობ რითიც გამიცანით. უბრალოდ, ახლა უკვე- კანონიერად :დ

არასრულწლოვანი რომ ვიყავი, მამამ სახელი და გვარი შეიცვალა და მეც, ავტომატურად მამის სახელი და გვარი შემეცვალა. აქვე, ჩემი მოთხოვნით, სახელიც და  20+ წლის მანძილზე მეგონა, რომ ელზა ელგუჯას ასული ელზაძედან — ნინო ალეკოს ასული ნინოძედ გადავსხვაფერდი. ამასწინათ გვარის შეცვლის მოწმობა დამჭირდა, საჯარო რეესტრში მივედი, მოვითხოვე და….

-უკაცრავად, გოგონა, მაგრამ შენი სახელი და გვარი ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება-ო.

ამ დროს ხელში მიჭირავს ნინო ალეკოს ასული ნინოძის აიდი ბარათი, ქვეყნის საზღვარი რამოდენიმეჯერ მაქვს გადაკვეთილი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვარსებობ.

წარბი ავწიე. მერე დავწიე. მერე ჩამოვარდნილი ყბა თავის ადგილას დავაბრუნე და ოპერატორს დედის, მამის და ჩემი დაბადების ადგილი/თარიღი და მეანის გვარი მოვახსენე.(მამის სახელი ორჯერ ვცადეთ, იმიტომ რომ არ ვიცოდი, ზუსტად რა გვარი იყო, მერავიცი იქნებ ყალბი იყო ეგეც)

კი, ყველაფერი სწორია, მაგრამ შენ მაინც არ არსებობ. ეგ აიდი ვინ მოგცა და რის საფუძველზე, ან ქვეყანა რანაირად დატოვე და თუ დატოვე როგორ დაბრუნდი-ო.

ასე, ერთ დღეში, მე და ოპერატორმა, ახლობლებთან ზარების და კლავიატურაზე კაკუნის შედეგად გავარკვიეთ, რომ:

  • სისტემისთვის მე ისევ თავდაპირველ გვარზე ვიყავი, რომელიც ხმარებიდან აგერ უკვე 20 წელია, ამოღებული მქონდა
  • ელზა არც არასოდეს მრქმევია, უბრალოდ, მამის ახირება იყო და ჩემი ისტერიკების მერე უბრალოდ, იმის დაძახება დამიწყეს, რაც ისედაც მერქვა და რატომ მეგონა 20 წელი, რომ საბუთებში თავიდან ელზა მეწერა, ხეზ. (ადამიანი, რომელმაც არ იცის, რა ჯანდაბა ქვია, სასაცილოა -_- )
  • წარმოდგენა არ მქონდა, რა გვარი იყო მამაჩემი სინამდვილეში,სხვადასხვა საბუთებში სხვადასხვა გვარებით იყო
  • წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს შემთხვევაში სისტემის შეცდომა იყო (მონაცემთა ბაზაში შეყვანისას რაღაც დეტალი გამორჩათ) თუ რეალურად იყო გამოსაცვლელი ყველა საბუთი.
  • და დასკვნა: ელზა დაიბადა, მაგრამ არ იცხოვრა და ნინო კი ცხოვრობდა, მაგრამ არ არსებობდა.

მერე ორომტრიალი დაიწყო. რამდენჯერმე მივედი, ხან ერთი გვარით გამოვითხოვე ჩემი მონაცემები, ხან მეორით. მერე მამის მონაცემები გამოვითხოვე.უცნაურია, მაგრამ უპრობლემოდ ჩაიბარეს მთელი ეს საბუთები და ზეპირი ინფორმაციაც მომცეს. 

როგორც აღმოჩნდა, არანაირი იურიდიული უფლება არ მქონდა, მომეთხოვა, მაგრამ რადგან პასპორტი და სხვა საბუთები ხელში მეჭირა, პირველ ჯერზე პრობლემა არ აღმოჩნდა, მეორე ჯერზე, როცა დოკუმენტური დამჭირდა უკვე “აღარ შეიძლებოდა”.

მილიონათაასი განაცხადის  და ნაირ-ნაირი საბუთების მოთხოვნის მერე (საქმეში უკვე დედა ჩაერთო, იმიტომ რომ მამაჩემი იურიდიულად მამაჩემი არ იყო  და მხოლოდ ცოლს ქონდა უფლება, გაერკვია, რა გვარის კაცზე იყო გათხოვილი და რა გვარის შვილები ყავდა).

ყველაზე აღმაშფოთებელი იყო ერთ-ერთი მენეჯერის (კონსულტანტის ზემდგომის, ზუსტად არ ვიცი რა ქვია) აგდებული ტონი. “ქალბატონო, მონაცემებს აესე არ ვაფრიალებთ, ვიღაც თაღლითებზე, თქვენს წარმომავლობაში თუ ეჭვი გეპარებათ ოჯახში გაარკვიეთ ჯერ” – ქვეტექსტით მომართვები, როცა სიტუაცია ავუხსენი და იმის მაგიერ, რომ ეთქვა რომ არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, აშკარა თავდასხმაზე გადმოვიდა. (მარტივი კითხვა მქონდა – მაინტერესებდა რა იყო ჩემი ოფიციალური მონაცემი და რა პროცედურები იყო საჭირო სასურველის მისაღებად)

საბოლოოდ, მრავალჯერ მისვლის, ძალიან დაბნეულ მაგრამ გულისხმიერ კონსულტანტებთან იმის გარკვევის, რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, რომ გავაკანონიერო ეს გვარი, და შემდეგ უკვე მცოდნე არაკონსულტანტის დახმარებით გაირკვა, რომ:

მამას კი აქვს  გვარი შეცვლილი თავის დროზე კანონიერად, მაგრამ რომელიღაც ჩინოვნიკს სადღაც რაღაც შეეშალა/დაეზარა, ჩემი ახალი დაბადების მოწმობა ყალბია, იმიტომ რომ შეცდომითაა ჩაწერილი რაღაც და ამიტომ პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი უქმდება და სადღაც 100 ლარი უნდა გადავიხადო დაბადების მოწმობის ჩანაწერის/გვარის შეცვლის/ახალი აიდის აღებაში.

ხოდა საერთოდ რატომ დაიწერა ეს პოსტი (თუ ვინმეს მოთმინება გეყოთ ბოლომდე წასაკითხად, იმიტომ რომ მეც კი ამერია თავში ვინ როდის რა შეცვალა)

  • ნებისმიერ “არასტანდარტულ” სიტუაციაში ჯერ უფასო იურიდიული კონსულტაცია გაიარეთ, რომ ზუსტად იცოდეთ რა გინდათ/რა გჭირდებათ
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელში ხელის ცეცებით მოგიწევთ ყველაფრის რკვევა
  • ძალიან მიხარია რომ როგორც იქნა დაადგა საშველი ამ მრავალწლიან სახელების/გვარების/ზედმეტსახელების აბრაკადაბრას.

და რატომ ვწერ პოსტად?

იმიტომ, რომ ძალიან რთული მოსასმენი და გადასახარში იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ ოდესღაც (დენიკინის დროს) ელემენტარული მინაწერის არგაკეთების/თუ შეშლის  გამო (დღემდე არ ვიცი ზუსტად) “ყალბი” გვარით ვმოძრაობდი და ფაქტიურად, არ ვარსებობდი სისტემისთვის.

ამიტომ, ეს ისტორია უნდა მოვხარშო, I must get over it, მოვყვე, გავუშვა, ჰაერში გავფანტო და ყველაფერი თავიდან დავიწყო.

სუფთა ფურცლიდან

სიყვარული, როგორც გარიგება, მიჯაჭვულობის ელემენტებით


თავდაპირველად, მოდი ყველა შევთანხმდეთ, რომ there is no “happily ever after”. (happily კიდევ ხო, მაგრამ ever after? srsly?)

“მე შენ მიყვარხარ”- გეტყვი და გიყურებ მომლოდინე თვალებით, რომ შენც იგივე მიპასუხო. მე გაძლევ შენ ჩემს  სულს, სხეულს, თავისუფალ დროს, რესურსებს, და სანაცვლოდ ვითხოვ იგივეს.

საკვანძო სიტყვა- ვითხოვ.

სადმე გინახავთ ადამიანი, რომელიც გეტყვის რომ უყვარხარ, რამეს გაჩუქებს, რესურსებს გაიღებს და იქვე მომლოდინე თვალებით არ  გიყურებს და საპასუხო ბონუსებს არ ელოდება? ან თუ ახლა არ გიყურებს, მომავალში გულწრფელად ბრაზდება იმაზე, რომ შენ მიიღე მისი შემოთავაზებული რესურსი, საპასუხო კი არ გაეცი. სუნამო ამ შემთხვევაში ალეგორიაა, ჩვენ ყველა გავცემთ რაღაცას, და გვინდა სანაცვლოც მივიღოთ. (ვაღიარებთ ამას საკუთარ თავთან თუ არა,  ეს მეორე საკითხია) მე თუ შენ ერთხელ ჩაგეხუტე, ორჯერ შოკოლადი გაგიყავი და სამჯერ მაიკა დაგიკემსე, სანაცვლოდ კი იოტის ოდენა უკუკავშირი ან ერთი სენდვიჩიც არ მივიღე, მე მომწყინდება შავი ხვრელის გარშემო ორბიტაზე ტრიალი და წავალ, რომელიმე, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ გალაქტიკას ვიპოვი, შავი ხვრელების გარეშე. (არადა, შავი ხვრელებისგან წასვლა ყველაზე მეტად ჭირს, რადგან მის მიერ შთანთქმული ენერგიები გენანება და მომლოდინედ უტრიალებ, სპონტანური ენერგიების ამოფრქვევების იმედით)

არადა როგორი სასიამოვნოა პირდაპირ სახლთან მოტანილი შოკოლადის ნამცხვრები და კუნაპეტ სიბნელეში ლოგინიდან წამომხტარი ადამიანები, წყალი რომ მოგიტანონ, იმიტომ რომ მოგწყურდა და ადგომა გეზარება.

როცა ვამბობთ, რომ გვიყვარს, რატომღაც ავტომატურად იგულისხმება, რომ  “ერთმანეთის ხართ”. საზოგადოება აქტიურად გვაწვდის ამ მოდელს და ჩვენს ძალას და ენერგიას არ ვიშურებთ, რომ “იდეალური სიყვარული” გვქონდეს.

და თუ 1+1=1, გამოდის, რომ ერთიანები აღარ არსებობენ, არსებობენ ნახევრები, რომლებიც აღარ არიან ისინი, ვინც იყვნენ.

  • და თუ მე არ მინდა რომ ნახევარი ვიყო? და თუ მე მინდა რომ მოვიდე, მივიღო ჩემი წილი დადებითი ენერგიები ისე, რომ საკუთარი თავი არ დავკარგო, და ფორმულას გადავუხვიო, რატომ აღარ ერქმევა ამას სიყვარული?
  • და თუ მე მექნება ჩემი საკუთარი ცხოვრება, და შენ ჩემს ცხოვრებაში მკაცრად განსაზღვრულ ადგილს დაიკავებ და მე არ გავითქვიფები შენში, რატომ არ ერქმევა ამას სიყვარული?
  • და თუ მე ვერ შეგპირდები, რომ შემიძლია შენთან ერთად მთელი ცხოვრება გავატარო, იმიტომ რომ კონკრეტული რაღაცის მეშინია ან არ მჯერა, რატომ არ იქნება ეს სიყვარული?
  • და თუ მე ვერ/არ მოგცემ ყველაფერს, რაც შენ გინდა, ეს სიყვარული აღარ იქნება?
  • და თუ მომინდება, რომ შენს გარეშე ვნახო ფილმი, წავიდე ნიაგარას სანახავად, გავატარო შაბათ-კვირა სრულიად მარტომ?
  • და თუ ვერასოდეს ვიქნები ის, ვინც შენ გინდა რომ ვიყო, მაგრამ აი ამწუთას შენ წინ  ვდგავარ, მომწონხარ და მინდა რომ ჩამეხუტო, რატომ არ იქნება ეს სიყვარული?

და თუ შენ ამ ზემოთჩამოთვლილებზე არ დაგელაპარაკები და ისე, უბრალოდ, გეტყვი, რომ მიყვარხარ, მოტყუება გამოვა?

უცნაურია, მაგრამ კი, მე შენ მოგატყუებ, იმიტომ რომ არსებობს ქცევის მოდელები, რომლებსაც საზოგადოება გვკარნახობს და “მეგობრობის” “სიყვარულის” “მტრობის ” და ა.შ. ქვეშ იგულისხმება. ამიტომ, როცა მე გეუბნები, რომ მიყვარხარ, მაგრამ იმასაც მოვაყოლებ, რომ მე  მარტო ასეთ წესებით შემიძლია ვითამაშო (თუ შენც გენდომება), ეს გარიგებაა. პატიოსანი გარიგება. და ძალიან ბევრ გაუგებრობებს და ტკივილებს ავიცილებდით, ყველას ასე ღიად რომ შეეძლოს ლაპარაკი.

და როცა გიყვარდება და ურიგდები და ცხოვრობ და ეჯაჭვები.… და შენი ცხოვრება ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს, ეკონწიალები, მასზე აშენებ ცხოვრებას, მზე და მთვარე მასზე ამოგდის და…. კვდება.  ან მიდის. თუმცა, სიკვდილი უფრო კარგი მაგალითია იმისა, რატომ არ უნდა შემოაქსოვო ერთ კონკრეტულ ადამიანს შენი ცხოვრება. (იმჰო!)

ჯობია მიეჯაჭვო და ნგრევა გეტკინოს, ვიდრე არ მიეჯაჭვო? 

და რა არის მიჯაჭვულობა?

  • ის, რომ კონკრეტული ადამიანის გარეშე ნაბიჯების გადადგმა არ შეგიძლია?
  • ის, რომ უიმისოდ ცხოვრება თავზე გენგრევა და აზრს კარგავს?
  • იქნებ უბრალოდ მიჩვევაა, როცა იმდენად ეჩვევი, რომ უიმისოდ სამყარო ცარიელდება?

მე ვერ ვხედავ მიჯაჭვულობის დადებით ასპექტებს და მეშინია და გავურბი მიჯაჭვულობის, იმიტომ რომ მეშინია იმის, რაც ამ ჯაჭვების რღვევას მოსდევს.

და ჩვენ გვავიწყდება ვალდებულებები

კი, მე შეიძლება ვერ გავიზარდე და დღემდე მაბარძგვალებს ვალდებულებებზე და თავიდან ვირიდებ მთელი არსებით

მაგრამ

მემგონი არაჯანსაღია, დაავალდებულო ადამიანი

  • გეკონტაქტოს მუდმივად
  • მუდმივად გაბაროს დაწვრილებითი ანგარიშები საკუთარი ადგილმდებარეობების და მოქმედებების შესახებ
  • მუდმივად გახლდეს თან/ახლდე ყველგან
  • მუდმივად ითხოვდნენ რაღაცას შენგან ,რაც არ გსიამოვნებს, მხოლოდ იმიტომ, რომ “წესია”

ეს ციხეა, ეს ბორკილები და საშუალებაა, დააბა ადამიანი ერთ ადგილას, აკონტროლო მისი ქცევები იმის იმედით, რომ ის მუდამ შენთან დარჩება და არ გადაუხვევს იმ გზას, რაც ოდესღაც ერთად, ნებაყოფლობით აირჩიეთ.  და ამ ე.წ. “მზრუნველობების” და “ყურადღებების” საფარქვეშ შენდება ციხეები, რომლებსაც ან ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ, ან არ/ვერ გავრბივართ.

მე თუ შენ მიყვარხარ, ესეიგი შენთან ვარ და აქ ვარ, და თუ  ეს ასე არაა, ხომ არ ჯობია, გამიშვა და ამ უარყოფითი ბორკილების ნაცვლად ორივემ ვიპოვოთ რამე სხვა, უკეთესი?

სიყვარული სინათლეა, სითბო და სილაღე. სიყვარული არის ის, რაც გვაძლევს დადებით მუხტებს და გვავსებს. ეს არის ყველაფერი კარგი, ყველა დადებითი ემოცია, თავისუფალი სუნთქვა და იმის შეგრძნება, რომ როგორი საშინელებაც არ უნდა ხდებოდეს სამყაროში, არის ადამიანი, ვისთანაც მიხვალ და ამ ყველაფერს გარეთ დატოვებ. and he/she  will be  there for u.

და ის გზები, რითაც სიყვარულამდე მივდივართ, და მეთოდები, რითიც ვაშენებთ, ყველასთვის განსხვავებულია და ეს ასეც უნდა იყოს.

პ.ს. არა, არ გავგიჟებულვარ, მზიანი სახლის ტრენინგის რეფლექსია მქონდა დასაწერი და ბარემ საჯაროდ დავწერე

 

ჩემთითონ!


დღეს დილით

ლოგინში რომ ვიწექი და შეთეთრებულ ჭერზე ტაატით მოსიარულე ობობას ვაკვირდებოდი

წამის რაღაც მეათედში მივხვდი

რომ ვერავინ გიშველის

ვერავინ და ვერაფერი მოგიტანს ბედნიერების შეგრძნებას

მხოლოდ შენ

მხოლოდ შენთვითონ

მხოლოდ შენ შეგიძლია თავს უშველო

და საერთოდაც

კარგად ყოფნასაც ნიჭი უნდა

ყველას კი არ შეუძლია

ასეა ეს.

დაკარგული ზაფხულის სანაცვლო სიკეთეები


გაწუწნული ნაწილი

brave

ბავშვობაში, როცა ბნელი 90-იანები იყო და მთელი ჩემი კორპუსიდან მხოლოდ ერთი ადამიანი დადიოდა ზღვაზე (ქმარი ყავდა მოსკოვში), დედა ყოველ წელს გვპირდებოდა, რომ წაგვიყვანდა, ყოველ წელს ვალაგებდი გეგმებს, ველოდებოდი, მიხაროდა და ამაზე იმდენს ვოცნებობდი, რომ არწასვლა უკვე აღარც კი მწყინდა, ოცნებაც მყოფნიდა.

წელს ორჯერ ამოვალაგე წასასვლელად გამზადებული რუკზაკი, აი დილის ექვსზე რომ უნდა წახვიდე და 10-სკენ რომ არკვევ, რომ ჩემი ფეხები. ეტყობა ბავშვობის მერე ძალიან გავიზარდე, იმიტომ რომ ცოტა დამაკლდა რამე არ მიმელეწა.

ერთიორჯერ ბოლო კვირას გავარკვიე რომ ვერ მივდიოდი და მიუხედავად იმისა, რომ ორგებს დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ჩემს გამო არ ხდებოდა, ერთმა საჯაროდ მაინც მისაყვედურა და მატყუარა თუ რაღაც მსგავსი მიწოდა და ისე მივეპასუხე, დანარჩენები პიემში მიკრავდნენ ტაშს. (მიქარული ორგის გასამართლებად იმას ვიტყვი, რომ უბრალოდ, არ მიცნობს ლაივში და ფბ-ზე ჩვენ ყველანი გოჭანჭურები და ნაზი სახვარელი გოგოშკუნები ვართ)

ყოვლად ტრაგიკული ნაწილი

tumblr_m0qqffhU221qmwhxto1_500

დღეს 25 აგვისტოა, ორშაბათი, იმ ორშაბათს უკვე პირველი სექტემბერია,  წელს კარავი არც ერთხელ არ გამიშლია, სპალნიკი არ გამიმზეურებია, თუშეთის ორი გასვლა და კიდევ რამოდენიმე კარვიანი გასვლა გავმაზე სხვადასხვა მიზეზების გამო, ზღვაზე ვერ წავედი, სრულიად ნათელია რომ წელს ვეღარსად წავკარავდები და სრული უფლება მაქვს, ტირილის ხასიათზე ვიყო.

The Universe is a Bitch, right?

არა, რა წუწუნი, რის წუწუნი, წუწუნი რა არის?

0_af282_af33acc8_orig

well, no. The universe is not a bitch.

მე ჩემი წილი ბედნიერება მაქვს…. ქალაქში. სამყარომ გადაწყვიტა რომ ყველაფერი ერთად ბევრი მომივიდოდა  და სეკვესტრში ბლახები მოაყოლა. მე მერჩივნა, ზედმეტი კილოგრამები მოეყოლა თუ აყოლებდა, მაგრამ ეტყობა გადაწყვიტა რომ ორი ცალი ზედმეტი კილოგრამი ძალიან მომიხდებოდა და ბლახები წაიღო.

სამყაროსაც უნდა ეტყობა სიმწუნე და სიგრილე.

ხო, კიდევ ძალიან მინდა თმა შავად შევიღებო. შეჭრაც მინდოდა მაგრამ ჩემმა პარიკმახერმა, მერე გული დაგწყდებაო და არ შემჭრა. ძალიან მიყვარს ეს გოგო იმის გამო, რომ თმას არ მკორტნის ხოლმე, მაგრამ მემგონი მერჩივნა შეეჭრა.  სულ უმზეობსგან ისევ ვფითქინდები მემგონი და იმ თეთრ გოგოს ვემსგავსები, ადრე რომ ვიყავი. ცოტა ხანში ალბათ უზაგარო “ტრუსიკიც” აღარ მექნება.

ხოდა კიდევ ისა, აი ისა, ჩემი ბლოგია და მინდა პლასკაპლუსკს დავწერ, მინდა კურტკას და მინდა სკვინჭილას, ვიჯოს! (ამასწინათ რამოდენიმე grammar nazi შემომესია)

მომავალ პახოდამდე, ზეგე

100 კაცის ფენომენი ლაშქრობაში


რამოდენიმე წლის წინ შატილში სამი მარშუტკით ვიყავით წასულები. დღემდე ვპოულობ ადამიანებს, ვითან ერთადაც “თურმე” მომივლია ხევსურეთი.

spring-flowers-and-grass-wallpapers_36288_2560x1440

ფეისბუქ ფრენდმა დაასტატუსა რაღაც, მერე იმას კომენტარები მოყვა, მერე რამოდენიმემ ისიც თქვა, ლამაზი ხედის დანახვაში 100 კაცი ნამდვილად ვერ შემიშლიდა ხელსო. ჩემი აზრით, შეუშლიდა და თან როგორ.

ბუნებაში, განსაკუთრებით მაღალ მთაში და უღრან ტყეში იმიტომ მივდივარ ხოლმე, რომ რამენაირად ცივილიზაციას მოვწყდე და ამ რუზრუზისგან და ქაოსისგან დავისვენო, ხოდა როცა 100 კაცია….

  • ლამაზ ხედში და ფონზე შემთხვევით კადრში შეხეტებული ბევრად მეტი ადამიანი
  • გაცილებით მეტი რესურსი, დახარჯული იმაზე, რომ რამენაირად დააორგანიზო ეს ხალხი
  • დაქსაქსული ჯგუფი (ე.წ. სასტავები). ერთი რომ გიტარაზე უკრავ, მეორე ქეიფობს და მესამე ხეზე კონწიალობს და ერთად თუ არიან, ერთი შეხედვით ვერც მიხვდები
  • პროცენტულად მეტი გაჭირვებული და საპატრონო, იმიტომ რომ ასეთ ჯგუფებში ბევრი ახალბედა ხვდება.
  • დაბანაკების პრობლემა–  ორი კარავი ლამის ყველგან გაიშლება, 10 და მეტი- ვერა
  • ხალხი, ხალხი ევრივეარ, კომუნიკაცია, და ბოლოს 5 წუთი საწყალ ბუნებას
  • თქვენი არ ვიცი და მე რელაქსაცია მირჩევნია ბუნებაში და არა ბუნებიან ადამიანებში (თუმცა კარგი ბუნების ადამიანი ძალიან კარგია)
  • ხმაური, წიოკი, კვასკვასი, გაგანი და ვინ როდის სად რას აურევს, კაცმა არ იცის
  • ჩემსავით ხუთი წლის მერე გაარკვევთ, რომ უი, თქვენ ერთად იყავით ტამ, ჭიუხებში ან სადმე
  • სიზარმაცის ზრდა. ოთხ კაცში გინდა-არ გინდა მონაწილეობას იღებ. 40-ში ყველა ხელებში უყურებს ერთმანეთს და ველოდება, ან ფეხებში ებლანდება,  იშვიათი გამონაკლისების გარდა.
  • ორგანიზატორის უზარმაზარი თავისტკივილი, არ გინდა ამხელა ხალხს ჩამკეტი დაუყენო და მომწყემსო? თან ვინმეს ისე იოლად მიაკარგავ, როგორც ნემსს თივის ზვინში
  • სიარულის ტემპის მნიშვნელოვანი ვარდნა. პლიუს, გაცილებით მეტი დრო იხარჯება დილით ადომაში და გამზადებაში
  • და ა.შ.

ხოდა წელს თითქმის არსად არ ვყოფილვარ ბევრი გარემოების გამო (ნუ ეს ცალკე თემაა, რომლის გამოც ლამის შავი დროშები გამოვკიდე), მაგრამ ზოგადად ძალიან ვერიდები ბევრ ხალხთან ბოდიალს, ან თუ მივბოდიალობ, “ვინმე ჩემიანი” მიმყავს, რომ ორასორმოც კაცთან კომუნიკაცია ავირიდო თავიდან. (oh, yes, I am very shy and introverted).

რამე დადებითიც ექნება ალბათ 100 კაცთან ერთად ტამ ჭიუხების, ტანიეს, ტობას, პანორამების ბილიკის და ა.შ. ნახვას უბრალოდ, მე ვერ ვხვდები, რა და გამიხარდება, თუ გამანათლებთ :დ

გზაში


2_mississippi__3_mississippi_by_bugidifino-d332e9m

ბავშვობაში, 7-8 წლის ასაკში თელავიდან ალვანამდე გზა უსასრულო მეჩვენებოდა. თბილისი საერთოდ, ცხრა მთას იქით იყო. ყვითელი პაზიკით ალვანამდე ან წითელი იკარუსით თბილისამდე…

არა, გული არ მერეოდა, უბრალოდ, უკიდეგანოდ მოწყენილი ვიყავი.

-დედა, მალე ჩავალთ?

-დედა რა ვაკეთო?

-გაჩუმდი და იფიქრე.

ვჩუმდებოდი და ვფიქრობდი იმაზე, ნეტა რაზე უნდა ვიფიქრო თქო  და მთელი მონდომებით “ვფიქრობდი”.

ვინაიდან პატარა ვიყავი, საფიქრალი დიდად არაფერი მქონდა და ფანტაზიას ახლაც არ ვუჩივი და მაშინ ხომ საერთოდ, ათასი ფანტასტიკური თავგადასავლის მოფიქრება დავიწყე. აი ისეთი საოცარი თავგადასავლების, მგზავრობის დამთავრებისას გული რომ გწყდება.

დღეს, თელავიდან თბილისამდე, გურჯაანის გავლით, ერთი დიდი სათავგადასავლო ფენტეზი მოვიფიქრე, ომნომნომ.

უცნაურია მაგრამ მხოლოდ მგზავრობისას, ან ფეხით ბოდიალისას გამომდის მსგავსი რამეები.

ჰხოდა მერე კიდე შემეკითხებით რატომ გიყვარს ბოდიალიო?!

სუნამო პერწკლის განწყობისთვის


ბოდიალის და ფოტოაპარატის ჩხაკუნის გარდა კიდევ ერთი, ძალიან არამოლაშქრული გასართობი მაქვს: სუნამოები.

როგორც წესი, სუნამოებს ინტერნეტით ვიწერ, მინიშეფუთვებით და “სასინჯად”. მერე, ძალიან იშვიათად, 100 მლ ფლაკონებით ვყიდულობ, რომლებიც ორი და სამი წელი მყოფნის, იმიტომ რომ ცოტას ვისხავ და ხშირად მეცვლება ხასიათი, სუნამო კი ბევრია. ამწუთას 8-10 მინიფლაკონი მიდგას თაროზე, 5-7-8 მლ-იანი. ზოგი ახალი გამოწერილია და არც კი გამიხსნია. ზოგჯერ თვე შეიძლება ისე გავიდეს, არც კი მივეკარო, მაგრამ ყოველთვის ვუბრუნდები.

სუნამოებს ფრაგრანტიკაზე ვეძებ ხოლმე. ჯერ ერთი, უკვე საყვარელი სუნამოს მიხედვით მარტივად ვარდება სხვა სუნამოები, რომლებიც შეგიძლია მოგეწონოს, მეორეც, სუნამოების ნოტების მიხედვით აღქმა ვისწავლე და ვხვდები, რა მომეწონება და რა არა.

ყველა დროის ყველაზე საყვარელი

Alien Thierry Mugler for women

nd.707

ჟასმინი და ხის ნოტები და რაღაცნაირი, მოტკბო-მომწარო სურნელი, თან მსუბუქი, თან ისეთი, რომელიც მხოლოდ ზამთარშია ბოლომდე აღქმადი- თოვაში, წვიმაში ქარში და უბედურებაში ვეხვევი ხოლმე ამ სუნამოში. პ.ს. უკიდეგანოდ მდრადია, შარშან შარფზე რომ მივახსი, წელსაც ქონდა შემორჩენილი არომატი.

Tommy Girl Tommy Hilfiger

o.3016

ციტრუსებიანი და მხიარული. ძალიან-ძალიან ადრე მქონდა ეს და ახლა ისევ ვიყიდე მინიფლაკონით. ჩანთაში მიდევს და გაიჟღინთა ამისი სუნით. უმსუბუქესია, არაშემაწუხებელი.

Incanto Shine Salvatore Ferragamo

nd.1055

ზაფხული-ზღვა-მზე. ცოოოოოოოტა მოტკბოა, მაგრამ მე მიყვარს და 100 მლ ფლაკონი გავანახევრე უკვე, არადა გაზაფხულზე ვიყიდე ნაცნობის რჩევით, თან ძალიან იაფია სუნამოსთვის. იდეალური იქნებოდა, ბოლოსკენ რრაცნაირად რომ არ მძიმდებოდეს.

Lolita Lempicka

nd.456

ტკბილი, მძიმე, ალუბლის მკვეთრი არომატით. სულ მეშინია ვინმე არ შეწუხდეს, არადა ისე მიყვარს…

Cheap & Chic I Love Love

images

სამი წლის წინ რომ გეკითხათ, ამაზე უკეთესი არაფერი მეგულებოდა, როგორც კი დავსუნავდი ყურებამდე ვიღიმებოდი. გამიარა რატომღაც და ახლა ობლად იმტვერება თავისთვის.

Nina Ricci Premier Jour

64

ჯუსტ, ტკბილი, რბილი, საყუარელი

 

ახლა მინდა რამე, მომწვანო, ფრეში, სუპერპრეში, ცოტა მოტკბოც, არანაირი ხის და მუშკის არომატებით….

ძებნინგ….

არაღირსშესანიშნავური შესანიშნავობები


ვერც ერთი საყოველთაოდ ცნობილი ძეგლი, ვერც ერთი ღირსშესანიშნაობა, ანუ ღირსია-რომ-შენიშნო-ობა ვერ შეედრება იმ შესანიშნავობებს, მხოლოდ შენ რომ გაქვს მონიშნული და შენ რომ იცი.

DSC_3850

აი ეს ხე კახისზე, დილის ყავის დასალევი იდეალურად განმატოებული ადგილი მაშინ, როცა დანარჩენი 20 კაცი ბანაკში ყირაზე გადადის.

IMG_1482

ის მინდორი, სადრაც ზანავთან რომაა და საბანაკედ გამოდგება

DSC_5290

ის ხე, უკიდეგანოდ ბევრი სოკოები რომ ესხა ხვამლის გზაზე

IMG_5929

ის ხე, დღემდე რომ მახსოვს შემოდგომის მზის სითბო და ამ ხის ფოთლების ფერები და შრიალები

DSC_8548

ტყე, კახეთში, ზეგაანში. ზღაპრული, ცივი, წვიმიანი და უცნაურმოგონებიანი.

IMG_2688

ის პლაჟი, სადღაც, ზღვის პირას.

IMG_8130

ჩემი ძველი ქენონათი გადაღებული ხავსები

15

ის მდინარე, რამოდენიმე საათი მარტო რომ ვიჯექი, სანამ სხვები რაღაცეებს ათვალიერებდნენ და ფოტოგადაღებებს ვამუღამებდი

DSC_3086

ის მინდორი და წყლის ასაღები ადგილი სვანეთში, შდუგრას ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე, ყველას რომ ჩამოვრჩით და ვიჯექით ცვენთვის

DSC_3521

ბანაკი, კოცონი, კარტოფილები და ცხელი ყავა.

DSC02356

ის მინდორი, ნუნისში. ჩემი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის მინდორია, ვინც მანდ ოდესმე ყოფილა, მაგრამ…

აი, მივედი ციხეზე. ავფოფხდი-ჩამოვფოფხდი… მერე?

აი მივედი ეკლესიაში, შევედი-პირჯვარი გადავიწერე-გამოვედი… მერე?

გულწრფელად უნდა ვაღიარო, ჩემს მიერ ნანახი ეკლესია-მონასტრების დაახლოებით 10% მახსოვს, ან შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები.

მოდი, ვაღიაროთ, რომ ბუნება ადამიანზე უფრო კარგი შემოქმედია

და

მოვინახულოთ ის ღირსია-რომ-შენიშნო-ობები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი იქნება და გვემახსოვრება ისეთებად, როგორიც ბუნებამ შექმნა და როგორადაც მხოლოდ ჩვენ დავინახავთ, იმწამინდელი განწყობის/ამინდის/გარემოს/სეზონის/ადამიანების ზეგავლენით.