აქა ამბავი უსაკიუსისა და პუსანდარიუსისა



იყვნენ და არა იყვნენ, ალუჩაზე უკეთესები მაიცნ ვერ იყვნენ, მაგრამ არაუშავს, ესენიც ხოლე ხილები არიან, ხოდა

იყო რამდენიმე მწვანე ვაშლი, აქედან ერთი-უსაკიუსი ვაშლის ხეს გამობმოდა და ვაშლზევე სახლობდა, მეორე-პუსანდარიუსი კიდევ რატომღაც ტყემალზე იყო გაზრდილი და ამის გამო ისე იყო ამჟავებული და ისეთი მჟავე ხასიათი ქონდა, ყველაზე დიასახლისური დიასახლისიც რომ ვერ გააგემრიელტყემლისსაწებელებდა.

უსაკიუსს ძალიან უყვარდა ბლინები, განსაკთრებით მარწყვისარომატიანი, მოიმარაგებდა ჩიტების ნისკარტებიდან ჩამოკრეფილ მარწყვებს, ყვავილის მტვრისგან ცომს მოზილავდა, საფუარად რამდენიმე ხოჭოს წვენს ჩააწურავდა და მზეზე მიფიცხებულ ფოთლებზე გამოაცხობდა.

საქმეს რომ მორჩებოდა, ჩამოჯდებოდა ტოტზე ყუნწიდან ოფლის მოსაწმენდად, ამასობაში გადმოირბენდა პუსანდარიუსი, შეახრამუნებდა ფოთოლზე გასაგრილებლად შემოდგმულ ბლინებს და გადაიპარებოდა უკან ისე, რომ ერთ ცალსაც კი არ დატოვებდა უსაკიუსისთვის.

უსაკიუსმა ითმინა, ითმინა და რომ ვეღარ მოითმინა პირდაპირ ტყემლის ხეზე ისკუპა. ცოტაარიყოს მსუქანი ვაშლი იყო, ფეხი დაუცდა და წვეტს წამოეგო. ვაი-ვიშში რომ იყო, რაღა მეშველებაო, პუსანდარიუსმა ხმა გაიგო და ფუღუროდან გამოაკითხა (სულ დამავიწყდა მეთქვა, პუსანდარიუსი ლამის ყვავის ხნისა გახლდათ, უხსოვარ დროს მოწყვეტილ-დაჩამიჩებული), ვაშა, სტუმარი მომსვლიაო.
–“სტუმარი კიარადა, ბლინები დამიბრუნე დროზე თორემ გავფშიკე ყუნწიო”-შესტირა უსაკიუსმა.
–“ამ ჩემს ყუნწსო,”- მიუგო პუსიკიუსმა.

ამასობაში ბლის ხიდან ბარბარისიკიუსმა ისკუპა, მალამო მოუსვა უსიკიუსს ჭრილობაზე, თავისთან წაიყვანა, დარიჩინიანი ფუნთუშები აჭამა, ზღაპრები მოუყვა და ტკბილად დააძინა.

:დედასვფიცავარსიცხეარმაქვს:

ნაბოდვარი ნომერი 948123847


ვექტორები?
არა
just ტრაქტორები.
თქვენ მხოლოდ ის იცით ჩემზე, რაც მე გითხარით
და
ის
რაც დაგანახეთ.
ან ჩავპწიჩკე.

მზე ისევ მწვანეა
ცა სტაფილოსფერი
(ჩემთვის)

დედამიწა ხმელია

ხეები, როგორც სირაქლემები
უდაბურ უდაბნოში
ეფემერებივით
(ათასწლეულებისათვის).

მთები როგორც ნაოჭები
სასოწარკვეთილი ქალივით ცდილობს
გაისწოროს, დედამიწა
და
მიწა იძვრის
მიწისძვრის
გვეშინოდეს
ჩვენ არ დავბერდებით,
სამაგიეროდ.

რისი უფრო გეშინიათ,
მიწისძვრის
თუ
სიბერის?

მე მეორის

თან ისე ძალიან, რომ
მზად ვარ, 40 წლის მოვკვდე
ოღონდ არ დავბერდე

და მაინც
მერამდენედ ვხედავ სიზმარში
როგორ ვკვდები მშობიარობისას
და
მეშინია
იმიტომ რომ
ვიცი
ასეთი სიხშირით გამეორებულ სიზმრებს ერთადერთი შედეგი აქვს ხოლმე

სახეები უნდა ვიცნო?!

უნდა!

უნდა….

და

არ მინდა!

წვეტები



წაკითხვისთანავე დამწვით
არასაიდუმლო ინფორმაციებით
თარგების გარეშე შეკერილი აზრებით
და
მეამბოხე კედებით.

ვერ მივეჩვიე, რომ სხეული მეჩხუბება
როცა არ ვუჯერებ.

მენანება დრო
დახარჯული ცერემონიებში

არ მენანება არც ერთი წვეთი ენერგია
რაც ოდესმე
ემოციების მოპოვებაში,
გამოწვევაში
და
მოგროვებაში დამიხარჯავს.

ან რატომ ვზივარ და აქ რატომ ვპოსტავ
თითები მექავება უბრალოდ

და

აზრებს ვანაწილებ:

შენ დაიპოსტები

შენ არა

შენ იქით წადი

შენ აქეთ

შენ საერთოდ თავი დამანებე, არ მევასები

შენ მიგჯღაპნი, გაგათავისუფლებ და დაგივიწყებ

შენი კი… ახლა შენი დრო არ მაქვს, შესაფერის სიტუაციაში მობრძანდი
ოღონდ დაკაკუნება არ დაგავიწყდეს
აქსონები ფრთხილად გამოიარე
ნატრიუმკალიუმის ბალანსიც გაითვალისწინე
(ძალიანაც ნუ აურევ)
და
შენი ჭიქაც მოაყოლე
ოღონდ მე სიგარეტს ვეწევი და
როჟები არ დამანახო

დღეს მზეა
და
მიხარია
🙂

ბზ


წარმოიდგინე ჯადოსნური რვაფეხა
ცისარტყელასფერი საცეცებით
და
ზღვა
ლურჯი, როგორც დედამიწის ოკეანეთი
კოსმოსიდან.
და მე
ვარსკვლავეთში მოლივლივე უსკაფანდრო ნაწილაკი

Like a Bird


ცეცხლისფერი თავისუფლება
კოცონი, როგორც თანაავტორი
და
თანამ-ზრახვ-ველი

ჩიტებისთვის სულერთია, საითაა ცა
ტოტს იქით თუ აქეთ
ისინი ყველგან ფრთოსნები არიან
ფრენენ ნება-ზე

ელფებისთვის სულერთია დრო
ისინი მარადიულები არიან
ზუსტად ისევე, როგორც ემოციები
შენახული ჩემი გონების კიდო-ბანებში.
იაპონიაში კი საკურას დღესასწაული აქვთ.

ისინი



იბადებიან ისინი
მეშვიდე ციდან.
ლილითი ბოლთას სცემს ედემის კუთხეში და
აბოლებს სიგარეტს სიგარეტზე.
დაიცალა ემოციებად,
ნაწილ-ნაწილ გამოზიდეს დედამიწაზე
ლილითის წილ-ნაწილები,
გაწინწილებული თაობებზე…
დააჩნდა ლაქებად მზისფერ სხეულზე
დაკარგული ნაწილები
სულის ღილაკები დაკარგული,
ბაღიდან სივრცისთვის გაწირულთავისუფლებული.
თუ იპოვით, არ დააბრუნოთ
საშიშია

კადრებზე და ადამიანებზე


ჩუმად გადაღებული კადრები
კადრში მოხვედრილი ადამიანები
უცხო ცხოვრებისთვის წართმეული
თითო წამი
ნეტა რამდენ ბედს იტევენ ჩემი კადრები…
ან ის მაინც თუ იცით,
ცხოვრება რომ მოგპარეთ
ჩარჩოებში მოვაქციე
და სახელი დავარქვი
ემოცია მოვარგე
ფერები შევურჩიე
როლები დავარიგე
სცენარი თავიდან დავწერე
გონებაში ბევრჯერ გადავათამაშე
და
ძველ, მივიწყებულ ფოლდერებში მოგათავსეთ
ათასში ერთხელ მტვერის გადასაწმენდად რომ შეიხედავ და მივიწყებულ კადრებს იპოვი
კიარადა
….

მზე და დედამიწა


როცა დედამიწა მოკვდება
ადამიანები რობოტებად იქცევიან
და
პილატეს საგალობლებს უმღერებენ.
ვულკანებიდან სიცოცხლე ამოჩქეფავს,
სიკვდილს ჩამორეცხავს
დედამიწის გაყინული ქანებიდან,
რომ გაათბოს და
თავიდან შთაბეროს ნაყოფიერება და სიყვარულის უნარი.

ჩემი მუცელი წვეტიანია
ვულკანური კრატერები ფეხს იდგამენ
და
ცვივდებიან პანტაპუნტით
გასრიალებული ციდან.
ჯორდანო ბრუნოსაც სჯეროდა, რომ დედამიწა ბრუნავს
და მეც მჯერა.
ოღონდ
იმას დედამიწა ეგონა და
მე
ჩემივე თავი მგონია.
მზისფერის და მწვანის ჰარმონია
შიგადაშიგ შავი ფერებით.
ასეთია
მზის და დედამიწის
სიყვარულის და სიცოცხლის ისტორია
(C) პერწკლი

ემოცია


აღარ მჯერა ხელისგულების

იტყუებიან

უსირცხვილოდ და უნამუსოდ

ისე, რომ

არც კი უტოკდებათ

სინდისის ხაზი.

ყოველდილა

ლოგინიდან გამომძვრალი

ვიყურები სარკეში და

ორეულს ვაკვირდები-

ვერ ვცნობ

და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,

რომ

ამ უცხო გოგოს ანარეკლი

მე ვარ.

ხანდახან

მზად ვარ

საკიდიდან ჩამოვხსნა ჩემი მწვანე ქუდი,

და

უკანმოუხედავად წავიდე

იქ, სადაც

ზამბარებს უფრთხილდებიან.

სულელური ჩანაწერი მხოლოდ ჩემთვის


დეკემბერში გინახიათ შემოდგომა?
მწვანე წიწვნარს გაზაფხულის სუნი ადის,
უწიგნური მივატოვე კარადა და
საზაფხულო ვნებებს ვარჩევ
სუმზირივით.

დამიმძიმდა გაწუწული გარეკანი
ვეღარ ვათრევ,
გავიხადე, ხის ძირს დავდე.
დამეჩხაპნა ყველა გვერდი
იმ წიგნივით
სხვას რომ ანდეს.

შენიშვნებით
ან იქნებ არც…
გადაჭრელდა ყველა გვერდი
ყველა ბწკარი.
დავწანწალებ სტრიქონების გარდიგარდმო
წავიკითხო
გავიხსენო
ეგებ
რამე