ერთხელ მოლაშქრე ყოველთვის მოლაშქრეა?

dsc_5472

 

ვინმემ რომ მკითხოს, შენ ვინ ხარო, ამ ფოტოს ვაჩვენებდი. Continue reading

როცა ადამიანები კვდებიან


მოდი დავუშვათ, რომ ადამიანი სანამ გვახსოვს, ცოცხალია.

მოდი დავუშვათ, რომ იქ, სადღაც, სადაც ჩვენ შეღწევა არ შეგვიძლია, ვიღაც გველოდება. ვიღაც, ვინც ჩვენთვის ცხელ ბუხარს, ჭიქა კაკაოს და პლედს ამზადებს, რომ ბევრი წლის მერე ისევ ჩაგვეხუტოს და გვითხრას, რომ ჩვენი დანახვა უხარია.

ჩვენც ცოცხლები ვართ, სანამ ვახსოვართ. და როცა ჩვენი საყვარელი ადამიანები სხვა სამყაროებში სამოგზაუროდ მიდიან (მოდი, ჩავთვალოთ რომ აქ დაწყებულ მოგზაურობას და თავგადასავლებს იქ აგრძელებენ), პირველი თავზარდაცემა, რაც გვანადგურებს ისაა, რომ ჩვენ უმათოდ ვრჩებით. რჩება სიცარიელე, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ამოავსებს ვერასოდეს. ეს შეგრძნება ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როგორც არ უნდა ვერთობოდეთ, ვიცინოდეთ და ა.შ.

  • იქნება მომენტები, როდესაც უცბაშად, წამის რაღაც მონაკვეთში დაგვავიწყდება, რომ ჩვენთან აღარაა და გასაზიარებლად გამზადებული აზრი, ღიმილი და ემოცია გულზე შეგვეყინება.
  • წამის ის მეასედები, როცა ძილს და ღვიძილს შორის, ბურუსში, არ გვახოვს, რომ მოკვდა.

ხო

რა საშინელი სიტყვაა მოკვდა

მ ო კ ვ დ ა.

თებერვალში ჩემხელა გოგო მოკვდა.

გოგო, რომელიც ევერესტზე იყო. და საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოლაშქრე და ადამიანი იყო, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, მონათხრობებით.

ძალიან ცუდი სიტყვაა “მოკვდა”, ამიტომ

მოდი, უბრალოდ ვთქვათ, რომ

მზე ჩავიდა.

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდები კვდებიან, თითქოს ცდილობენ, ყველაფერი მოასწრონ. ისინი უფრო სწრაფად, უფრო სრულყოფილად, უფრო შინაარსიანად ცხოვრობენ. უფრო პოზიტიურები არიან და როცა მიდიან, მართლა მზე ჩადის.

მთის მზე, რომელიც უცებ ქრება ჰორიზონტიდან.

სანამ მზეზე ხარ, გათბობს, და საკმარისია ბექობს მოეფაროს, საშინელი ყინვა და სიცივე ისადგურებს გარშემო, წუთებში.

როცა ახალგაზრდა ხარ, სიკვდილი თითქოს შორსაა, უსაზღვროდ, უსაშველოდ შორს.  ჩემთვისაც კი, რომელიც ფაქტიურად სიკვდილებთან ერთად გაიზარდა.

ადამიანები აუცილებლად გარდაიცვლებიან.

ეს ძალიან მარტივი და გარდაუვალი ჭეშმარიტებაა.

და მაინც

ძნელია, როცა სიკვდილს ძალიან ადრე ეჯახები პირისპირ.

ყველაზე და ყველაფერზე ძნელი სიცარიელე რჩება ამის შემდეგ.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ადამიანები მიდიან.

და სისულელეა ყველაფერი სანუგეშო, როცა გტკივა.

ჩემი არჩევანი ყოველთვის “პოკერფეისი” იყო.

მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ

წყლის ზედაპირზე ამოსასვლელად ზოგჯერ ბოლომდე უნდა ჩახვიდე ფსკერზე, რომ ფეხის დაკვრა, ბიძგის მიცემა და ამოსვლა შეძლო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცურვა არ იცი.

და სულაც არ “ტეხავს”, როცა ადამიანი მთელი სხეულით ეშვება მწუხარებაში.

უნდა განიცადო, უნდა დაიტანჯო, უნდა ჩაიძირო სიბნელეში და სასოწარკვეთილებაში ბოლომდე და ისევ, აუცილებლად ამოხვიდე ზედაპირზე იმისათვის, რომ

მუდამ გახსოვდეს.

 

უკან, ბუნაგში

tumblr_m0qqffhU221qmwhxto1_500

ასეთი იყო პირველი დილა ახალ სახლში. მზიანი დილა დამხვდა და პლიუს მტრედი იყო შემომჯდარი აივანზე. არასოდეს ამ უბანში მტრედი არ დამინახია. (რტო ეკლდა პირში ზეთისხილის :დ ) აივანი მაქვს ნეტარება, ძველი სკამი გავდგი და  ვიჯექი, კატასავით მზეზე ვთბებოდი და ყავას ვწრუპავდი.  ორი დღეა “გადმოვბარგდი” და ან ვალაგებ, ან რამეს ვყიდულობ, ან მძინავს. უფრო მეტი მძინავს. ფაქტიურად სულ მეძინება. გადავეჩვიე იმას, რომ დილით არავინ გაღვიძებს, რომ მთელი დღე შეგიძლია უბრალოდ, იდო და სერიალებს უყურო, დაიძინო, გაიზმორო და ისევ დაიძინო და ბინაში მხოლოდ სერიალებმა იბოგინონ. არიან ადამიანები, ვისაც ბევრ ხალხში უყვართ ტრიალი, მე კი სახლში მარტო რომ ვარ სიხარულისგან ლამის დავდნე.  ის კი არა, წეღან დავაფიქსირე, რომ საათს აღარ ვუყურებ იმის მოლოდინით, რომ დაღამებამდე სახლში უნდა ვიყო, ამაყად მოვაბიჯებ ქუჩაში ღამის 9 საათზე. IMAG0265

აი ასე ვზივარ ახლა, ყავა, “კოწახური” და ბლოგი. IMAG0266

ეს სამზარეულოს ნაწილია. პირველი დილა რომ გათენდა, ჩაიდანი ვერ ვიპოვე რომ ყავა ამედუღებინა, ყუთიდან ძველისძველი ქვაბი ამოვათრიე, გავრეცხე, წყალი ავადუღე, უკან ყუთშივე ჩავუძახე და ბაზრობაზე გავეშურე ჩაიდანის საყიდლად. საბოლოოს ეს ვერცხლისფერი მსუქანი რაღაც შემომეყიდა. აუ ხო, კიდევ ქვაბი ვიყიდე, რომელზეც გამყიდველმა დედა დაიფიცა, რომ არ მიიწვავს არაფერს, ძალიანაც რომ ეხვეწო. (ამასობაში მესმის, როგორ ტირის მეზობლის ბავშვი. უკვე გადამავიწყდა, ყველაფრის საქმის კურსში რომ ვარ ხოლმე თუ რამე ხმამაღალი ხდება მეზობლებთან).

ნივთების დიდი ნაწილი პარკებში და ყუთებში აწყვია. ველოდები, როდის წაიყვანენ კარადებს ახალი პატრონები, რომ ჩემთვის გარდერობი ვიყიდო. სამშაბათს უნდა წაიღონ. თუ არ წაიღეს, სავარაუდოდ ძალიან გადავირევი. რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი აწყვია პატარა ჩემოდანში და იმით გავდივარ იოლად. ფაქტიურად ბოშათა მოხეტიალე ბანაკი ვარ. ნუ სულით ისედაც მასეთი ვარ, მაგრამ მაინც.IMAG0267 ეს ცისარტყელა ადრე მაჩუქეს, დაცლილი ყუთებიდან ერთ-ერთში იდო და ამოვიღე, ბინა “მოვნათლე” ფერადოვნებით.

ხოდა რავი. გახარებული, დაბნეული, გადაღლილი, გასავათებული, დეპრესიული, whatever მოუდში, ბედნიერი და  აღტაცებული ერთდროულად თუ შეიძლება იყოს ადამიანი, მე ვარ.

პერი ბუნაგში დაბრუნდა. ახლა იმის დროა, გავლილი წელი გააანალიზოს.

პ.ს. დღეს სამი რეისი გავაკეთე მაღაზიიდან, რომ საჭმელი მეჭამა :დ ხან თეფშის, ხან ტაფის და ხან პროდუქტის :დ

octo-brrrrrrr-ული რემონტი


ველიკით სიარულისას რომ არ წაიქცე, მუდმივად უნდა ატრიალო ბორბლები. აი ზუსტად ასეთია ახლა ჩემი არსებობა – პედლებს ვერ ვაჩერებ – რომ გავაჩერო, დავჯდები გარინდებული  და აღარასოდეს გავინძრევი ადგილიდან. აი ხომ არიან ენერგიული ადამიანები, ვისაც მოძრაობა და ჰაიჰუი არ ეზარება. მე ვიცოდი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა, რომ რემონტისთვის რაღაცეების მოგვარების უნარი მინუს უსასრულობაში მაქვს. კაფელის და მეტლახის არჩევისას მეტირება, ისე არ ვიცი რა ჩემი ფეხი გავაკრა და კარადის დიზაინის მოფიქრება უბრალოდ, არ შემიძლია. ჭაღების არჩევის თავი არ მაქვს და უბრალო ნათურებიც მეყოფა.

დღეს 13 ოქტომბერია. რემონტისთვის სახლი 15 ივლისს დავცალეთ (პირობითად). უკვე სამი თვე გავიდა. ერთოთახიანი სახლის რემონტი კი ჯერ ისევ არ დასრულებულა. ამასობაში აცივდა და დღეში ორჯერ, გულში რემონტის გინება-გინებით გავდივარ 500-მეტრიან ტალახებიან მონაკვეთს. ქარში, წვიმაში და სიცივეში. დაკრუნჩხული ვაჩერებ მარშუტკას და ცალ ფეხზე ვდგავარ, მერე ჩამოვდივარ და მეორე მარშუტკაში ავდივარ სადაც უკვე ორ ფეხზე მიწევს დგომა. (ჩემი სახლი ბოლო გაჩერებასთან ახლოა, მარშუტკამდე ნისასვლელად მაქსიმუმ 50 ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და როგორც წესი პატიოსნად ვზივარ ხოლმე მთელი გზა).

ასე გაწელილ რემონტში ყველაზე საშინელი ისაა, რომ სახლში, სადაც ვცხოვრობ, ინტერნეტს ვერ ვიჭერ. არ არის და მორჩა. იმას რომ თავი დავანებო, რომ საქმეს ვერ ვაკეთებ, ვერ ვუყურებ ფილმებს, ვერ ვზივარ ჩათში. . მეორე საშინელება ისაა, რომ საერთოდ არ მქონია რემონტის არანაირი სურვილი. ეს ქაოსები და აბააქრაფერისკაფელიიყოს-ის არჩევები და ტვინის ღუნვები რომ გადაიტანო, უნდა გინდოდეს ეს დედააფეთქებული რემონტი, დაწყებაც უნდა გიხაროდეს და რამის შეცვლაც. მე კიდევ მეკიდა. ახლაც მკიდია და ვიხვეწები დაამთავრონ. რამოდენიმე პოზიტიური ამბავი ისაა, რომ ა. შავ სამუშაოებზე და მასალებზე ჩემი ძმა და ბიძაშვილი დარბოდა ბ. მეორე ბიძაშვილმა შემიფარა და ბინის ქირაზე ცალკე სირბილი/გადახდა არ მიწევს და გადასარევად და კომფორტულად ვცხოვრობ (ინტერნეტს თუ არ ჩავთვლით). გ. ერთი კვირა სვანეთში რომ არ დავეპატიჟე მეგობარს, ალბათ საბოლოოდ გადავიდოდი ჭკუიდან. მადლობა მაკას ^^

დღეს უნდა დავურეკო

ა. კარადის მეორე ხელოსანს, რომელსაც უკვე სამი დღეა ვუთანხმდები, როდოს უნდა მოვიდეს და ზომები აიღოს და ხან კუდუსუნი სტკივა, ხან მეზობელმა ცუდ თვალზე შეხედა და ვერ მოვა

ბ. კლიტის ხელოსანს – ჯერ მეორედ ვურეკავ და კეთილგანწყობილება არ გამფუჭებია

გ. მეზობელს- გასაღები დამიტოვოს

დ. მთავარ ხელოსანს – გავიგო რა სტადიაზეა რემონტი და ოდესმე ეღირსება თუ არა დასრულება. აგერ უკვე ორი კვირაა, დღეს-ხვალ უნდა დამთავრდეს.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა გავიდე ჯერ ელიავაზე, მერე წერეთელზე მაღაზიაში, მერე ნუცუბიძის ქუჩაზე, მერე უკან გაგარინზე, იქიდან რამე ტრანსპორტში გადავჯდე, მერე 500 მეტრი გავიარო ფეხით და გალურჯებული მივიდე სახლამდე, სადაც დროებით ვცხოვრობ, სანამ რემონტი დასრულდება.

ეს ყველაფერი ზაფხულშიც მიჭირს, არათუ ზამთარში, როცა ერთადერთი სურვილი რაც მაქვს, გაუნძრევლად ჯდომაა სითბოში.

ამას აცივდა არ ქვია. ამას ქვია – უკვე ზამთრის კურტკა მაცვია. დაიწყო უკვე ის ამინდები, როცა მუდმივად მცივა, ვერასოდეს ვთბები, დილით ვიღვიძებ და ლოგინიდან წამოადგომის იოტის ოდენა სურვილიც არ მაქვს. უფრო მეტიც – საერთოდ არაფრის სურვილი არ მაქვს. ვმუშაობ-ვჭამ-მძინავს-რემონტზე ვიშლი ნერვებს და ველოდები, როდის მორჩება ჩემი ზებრას შავი, მსუქანი, ყოვლად მსუყე და პრიალა  ზოლი.

რუტინა მაქვს ისეთი, არც დაგესიზმრებათ: დილით 7:30-ზე ვიღვიძებ, ვიცვამ, ერთ-ერთი პირველი მოვდივარ სამსახურში, ვმუშაობ, მივდივარ აქედან დაღამებამდე 20 წუთით ადრე (ღამე სიარულის მეშინია იქ, სადაც ვცხოვრობ. პლიუს ინტერნეტი არ მაქვს და შესაბამისად, ვერ ვფუქნციონირებ). არ დავდივარ არსად, იმიტომ რომ სახლში მისასვლელი ტაქსის ფული რემონტის მიწურულს უკვე პრობლემატური გახდა და უკიდურეს შემთხვევაში, როცა ბევრი უნდა გავაკეთო და გვიან დავბრუნდე, მაშინ ვიხდი.

რემონტი დასასრულს უახლოვდება აგერ უკვე ორი კვირაა. სახლს პრინციპულად არ ვამოწმებ – ნერვი უნდა მომეშალოს მაინც და აზრი? ავედი გუშინ, 10 კარგად გაკეთებული რამე დამხვდა, და ორი ისეთი, რომ ღამე ძილი მიჭირს გაცოფებისგან – ჩემს არჩეულ ლამაზ სადა შპალერზე, 24 კვადრატულ ოთახში ოთხგან კვასკვასა თეთრი რგოლებია – ელექტრობის განამაწილებელი რაღაცეები. ერთი შეხედვით წვრილმანია, მაგრამ სადა შპალერი რომ ვიყიდე, პრეტენზია მქონდა რომ კედლები უნდა ყოფილიყო სადა. სადა და მორჩა!  მგონი ლოგიკურია, რომ მსგავსი რაღაცეები ა.დაიმალოს შპალერში ბ. შეიღებოს გ. არ უნდა ჩანდეს.

ცალკე თავგადასავალია კარადების ხელოსნების ამბები [იხილეთ ფბ სტატუსი]: “სამი დღეა ვუთანხმდები, ყოველდღე ვურეკავ და ვახსენებ და ბოლობოლო დავადგინეთ, ხელოსანი უნდა მოსულიყო 12-ზე. დღეს 11-ზე გაირკვა, რომ 1-ზე ეცლებოდა. გახდა ორის ნახევარი, ტელეფონს არ პასუხობს…. ”  საპასუხოდ ვიბარებ ხოლმე და მერე მე არარ მივდივარ, იჯდეს, მელოდოს, პოხ.

დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად რემონტის დამთავრება მინდა.  მე დაღლილი არ ვარ. მე უკვე ყველაფერი ფეხებზე მკიდია. არ მაქვს სურვილი არც ფარდის არჩევის, არც ჭურჭლის ყიდვის, არც ავეჯის. ერთადერთი რაც მინდა ისაა, რომ როგორმე დამთავრდეს, დასუფთავდეს, გადავიდე, გადასვლის მეორე დღესვე შვებულება ავიღო და ჩემთვის, მშვიდად დავლიიო ყავა და ფილმებს ვუყურო და 24 საათის მანძილზე მხოლოდ მაღაზიის გამყიდველს დავეკონტაქტო.

სახლი, რომელშიც ბედნიერი უნდა ვიყო


აი ეს მეტლახი მომეწონა. იმდენად მომეწონა, რომ ლამის ადგილზე დავიწყე ხტუნვა, თვალებში გულები ამომოვიდა, დავდნი და საერთოდ, კინაღამ ჩავეხუტე  და სახლში წამოვიყვანე. მაგრამ… მოუხდება სახლს? რამე სტანდარტული და სადა ხომ არ ჯობია?…

ცოტა რომ გავიარე, ძალიან მომეწონა კვასკვასა ყვითელი პირსახოცის საშრობი, მაგრამ ამოვიოხრე და სტანდარტული, თეთრი ვიყიდე,  სექციურ თეთრ რადიატორებს გვერდზე მივუდე და წამოვედით.

სახლში რომ მოვედი, დავისვენე და ფიქრის უნარი დამიბრუნდა, ჩემს თავზე გავბრაზდი. აქამდე სახლში არაფრის ყიდვა/გაკეთება იმიტომ არ მეხალისებოდა, რომ რენდომ ნივთებით იყო გამოტენილი და რენდომ ფერებით, დედაჩემის მიერ სახლის ყიდვისას შეძენილ-მოტანილით. და ახლა, როცა მაქვს ფული, მეკითხებიან რა მინდა და არჩევანის გაკეთებაც შემიძლია, რატომ ვცდილობ ისეთი ფერების/ფაქტურების და ფორმების არჩევას, “საზოგადოება როგორსაც აკეთებს”? მე უნდა ვუყურო იმ კედელს და არა საზოგადოებამ. და კი, მე ძალიან მომწონს ზემოთმოყვანილი ჭრელი, კოკობზიკა და ბედნიერად ფერადი მეტლახი (კაფელადაც მშვენივრად გაიკვრება, მაგისი აჯობებს რა!),  რომ ვუყურებ მეღიმება და ვბედნიერდები. მონაცრისფრო-მოთეთრო ლამინატიც მშვენიერი იქნება და საერთოდაც,  რატომ ვიზღუდავ თავს?

ასეთი ხეები მომწონს ძალიან და სიამოვნებით გავაკეთებდი ერთ კედელზე

 

რა გამოვა ამ რემონტიდან არ ვიცი, მაგრამ დღეიდან საერთოდ მკიდია “სადა” და “რამესტანდარტული”. მე მიყვარს ფერები და ჩემი სახლი იქნება იმ ფერებში, მე რაც მიყვარს.

მადლობა ყურადღებისთვის :დ

პ.ს. აივნის კედლები და მოაჯირი რა ფრად შევღებო?

 

ჩემი აივანი


  • იმ სახლში, სადაც გავიზარდე, აივანზე მხოლოდ ფეხზე დგომაა შესაძლებელი.დანარჩენი ამოშენებულია და ოთახად გამოყენებული.
  • იმ სახლში, სადაც ზაფხულებს ვატარებდი, აივანი პრაქტიკულად არ იყო
  • იმ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ, აივნის ნახევარიღაა დარჩენილი. დანარჩენი სამზარეულოს მოწყობასაა შეწირული.

რაღაც მანიაა ამ ქვეყანაში, აივნების ჯერ მიშენების და მერე არსებულების ამოშენების. რაც არსებობს იმათაც ძირითადად სარეცხის გადაფენის და მოსაწევად გასვლის ფუნქცია აქვს.

 

ხოდა მე გადავწყვიტე, რომ ჩემი სახლის იძულებითი რემონტი გამოვიყენო და აივანი გავაკეთო. უფრო ზუსტად, საღამოს გარეთ დასაჯდომი სივრცე შევქმნა.

 

კედლებზე ასული მცენარეები მომწონს ძალიან

და ჩამოსაკიდებელი ქოთნები, მცენარეებით

 

ასეთი “ხის” იატაკი აივანაზე სავარაუდოდ არ გამოვა, ამიტომ რამე კაფელს დავჯერდები

 

ეს საერთოდაც იდეალურია წიგნით, ლეპტოპით და ყავის ჭიქით ჩამოსაჯდომად.

ნუ, მართალია ჩემი აივანი სულ ერთნახევარი ნაბიჯია სიგანეში და ოთხი სიგრძეში, რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ და მერე დაგპატიჟებთ ჭიქა ყავაზე :დ

ამილკარი


 

როცა სადღაც  მიდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა საწყის და საბოლოო პუნქტებს –

მთავარია გზა, პროცესი, ფანჯრებთან ჩავლილი პეიზაჟები

და

გზის პირას ნაყიდი ადგილობრივი გემრიელობები.

ის ფიქრები, რომლებიც გზაში მოდიან

არასოდეს გვანან იმათ, რომლებიც მუდამ თავს დაგვტრიალებენ.

ამ ფიქრებში უცხო გზების და მიწების მზეები ანათებს

ცოტა სხვანაირები

ცოტა უცხოები

ცოტა დამსუსხავები

ძალიან ახლები და ამიტომაც, საინტერესოები.

ამ გზებზე უცხო ხალხის ნაკვალევია

და ის ბილიკები, რომელიც ოდესღაც ვიღაცამ გაკვალა

არასოდეს იცი, სად მიგიყვანს და რატომ

ანდა

სადაა ფანჩატურები

წყაროები

და რომელი მოსახვევის იქით დაგხვდება ოკეანე.

 

როდესაც მიდიხარ…

A პუნქტიდან B პუნქტამდე,

ერთი მიზნიდან მეორემდე,

ერთი აზრიდან მეორემდე,

ერთი სიტუაციიდან მეორემდე

ერთიდან

მეორემდე

გარდა 1-ს და 2-სა

არსებობს

1.5

2.7

1.8

და

ა.შ

და როცა სადმე მიდიხარ,

ტრანსპორტით, ფიქრებში გართული,

დანიშნულების ადგილას მისვლა

ძალიან გავს გამოღვიძებას

 

 

Honey Bee – მოლაშქრე კატა


Honey bee ფიჯიზე მცხოვრები უპატრონო კატა იყო, როცა ამერიკელმა საბრინამ ცხოველთა თავშესაფარში აღმოაჩინა და მერე ამერიკაშიც წამოიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრმაა, თავშესაფრის ეზოში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ამერიკაში კი სახლის ეზოს შესწავლით დაიწყო და ახლა უკვე სალშქროდაც დადის საბრინას და მის ქმართან ერთად

ყველაზე ცუდი ნაწილი მანქანით ბილიკის სათავემდე მისვლაა, კატები მანქანით მგზავრობაზე მაინცადამაინც არ გიჟდებიან, ამიტომ მაქსიმუმ ერთი საათით დაშორებულ ადგილებს ირჩევენ…

honey bee მამაცი და ცნობისმოყვარე კატაა, არც ძაღლების ეშინია და ბავშვებსაც აძლევს ნებას, მოეფერონ. როცა იღლება, მშვიდად გაერთხმება ხოლმე ზურგჩანთაზე და იქიდან ზვერავს გარემოს

მიუხედვად იმისა, რომ ვერ ხედავს, დაცუნცულებს, პატარა ორმოებს თხრის, ტყის ხმებს უსმენს და დროდადრო ხეებს და ქვებსაც კი ლოკავს.

არ აქვს მნიშვნელობა, ახალი ბილიკია, თუ უბრალოდ, გოგრების საჰელოუინო გამოფენა-გაყიდვა, Honey Bee ყველგან ბედნიერი და კმაყოფილია

აი ის ქვეყანა, გართობა რომ “ტეხავს”


ჩვენთან ძალიან “ტეხავს” მსუბუქი ლიტერატურის კითხვა. ზოგადად, გართობა “ტეხავს”. ტეხავს გეცვას ფერადი, იყო არასოლიდური, არასერიოზული და გქონდეს ჰობი, რომელიც “ზრდასრულ ადამიანს არ შეეფერება”.

 

კარგ ტონად ითვლება “ფიჰ, ამას რა გაკითხებს”-თქმა  მმმ…. თვაილაითზე, ჰარი პოტერზე, შიმშილის თამაშებზე, ტიპზე მეზობელი საფლავიდან და აი იმ წიგნზეც, ბედის ვარსკვლავის ბრალი რომაა.

დეტექტივები  ფიჰ, ბესტსელერები ფიჰ…

ამ წიგნებს თუ კითხულობ, ესეიგი მეტი უკეთესი არაფერი წაგიკითხავს და ამიტომ მოგწონს ეს წიგნები.

srsly? 

 

ხოდა ძალიან მეზარებოდა მაგრამ მაინც უნდა დავწერო :დ შეკლიც წაკითხული მაქვს, ბრედბერიც, აზიმოვიც, თქვენ წარმოიდგინეთ ბეჭდების მბრძანებლის კინოს იქით წიგნებიც კი წავიკითხე (წიგნი ჯობია :დ ), ნუ ტამ ყველა “სავალდებულო” ცხოვრებაში ერთხელ რომ უნდა გქონდეს “ღრმააზროვანი წიგნები”, ისინიც, ( ჩვენ ხომ იმდენად განათლებული საზოგადოება ვართ რომ აქ ჩამოთვლას რა აზრი აქვს, ისედაც გეცოდინებათ :დ ) ხოდა, ერთიდაიგივე სიამოვნებით იკითხება პეპი გრძელიწინდა, ბრედბერი, ოქროს კომპასი, kite runner-ი, ფარენჰეიტი, ფორსაიტების საგა,  ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე, ნოეს შვილები და ა.შ.

რატომ ერთნაირი სიამოვნებით? იმიტომ რომ Continue reading

a little bit of outistic


8377960-R3L8T8D-1000-8

მზიან სახლში ამბების მოყოლის სენდვიჩის მეთოდი განვიხილეთ ადრე და იმდენად მომეწონა, ჩხუბისასაც კი ვიყენებ.  საბუზღუნო წინადადების მერე სასწრაფოდ რამე კარგს ვამბობ, ისე, რომ მესიჯი მისულია, მაგრამ ბოლო წინადადება მეორე მხრის აწიოკების საშუალებას მაინცადამაინც არ იძლევა.

ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ახალი ქინდლი ვიყიდე, ფეიფერვაითი, აკა ფიფქია. ძველისგან იმით განსხვავდება, რომ სურვილის შემთხვევაში ეკრანის განათებას რთავ და სიბნელეშიც კითხულობ, რასაც ძველ ქინდლზე ვერ ვახერხებდი.

 

ცუდი ამბავი ისაა, რომ

something is wrong with me

აი ასე, მარტივად და კონკრეტულად, something is wrong with me.

ასეთი აპათიური და ასოციალური ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვს. არაფერი მაცლის იმხელა ენერგიას,  ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაზე და სოციალიზაციაზე ვხარჯავ. და გაგების მცდელობებზე. და იმაზე, არავის არაფერი ვაწყენინო.

maybe i am a little outistic

და ნეგატივების დაიგნორება მკლავს კიდე. ებოლადან დაწყებული ზოგადი წვრილმანი საჭირბოროტო ნეგატივებით დამთავრებული. ხანდახან მგონია, მსოფლიო ნეგატივის ნიაღვარში დგას.

 მეორე კარგი ამბავი ისაა, რომ ყაზბეგში ვიყავი, ალდაგის გათამაშებაში მოვიგე ორკაციანი ვაუჩერი, ისე, რომ იმედიც არ მქონია რომ რამეს მოვიგებდი და ორი ღამე ყაზბეგის რუმსში გავატარეთ. გარეთ ყინვა და თოვლი იყო, ოთახში თბილოდა, მყუდრო ლოგინი და სავარძლები იდგა,  ვნებივრობდი, პირდაპირ გერგეთს ვუყურებდი და ზოგადად, ბედნიერი ვიყავი. შაბათს საგიჟეთი იყო, ბარშ-რესტორანში დასაჯდომი ადგილი ძლივს მოვნახეთ, სამაგიეროდ კვირას სულ ორი კინკილა კაცი დავლანდეთ.

 

პ.ს. ეს ფოტო ბონუსად, თბილისიც შეიძლება იყოს თურმე ლამაზი.