მცივა!


მცივა დილით, ლოგინიდან ადგომისას, მაშინვე უზარმაზარ ხალათში ვეხვევი, მაგრამ მაინც. მერე იმ ხალათის გახდა და ცივი ტანსაცმლის ჩაცმაა მთელი სატანჯველი.

მცივა მარშუტკის გაჩერებამდე, სამსახურში მისვლამდე, სამსახურში  ცხელ ჭიქას და რადიატორებს ვეხუტები, ოდნავი გათბობის მიზნით, ლანჩზე ვცდილობ ცივი არაფერი ვჭამო.

მცივა სახლში მისვლამდე, მარშუტკაში, სახლშიც, სავარძელში რომ ვზივარ კარმის გვერდზე, მაცვია ბევრი, მაფარია ბევრი და ალაგ-ალაგ ხელის მტევნებს ვითბობ, იმიტომ რომ გაყინული მაქვს და ძლივს ვამოძრავებ.

აუტანელია ეს სიცივის შეგრძნება, მთელ ტანში მაჟრჟოლებს, მსუსხავს, ყინვა ცხვირზე/ლოყებზე მკბენს რამდენიც არ უნდა ჩავიცვა (ცხვირთათმანები ჯერ არ მოუგონიათ).  ამწუთას ყელი მტკივა ცოტა და მამცივნებს. ალბათ ვცივდები.


ჩემნაირები თბილ ქვეყნებში უნდა სახლობდნენ, იმიტომ რომ შეუძლებელია სულ გციოდეს და ბედნიერი იყო.

მზეც სადღაცაა დაკარგული და ასეთ მოჟამულ ამინდებში ცხვირი მეშვებინება ხოლმე და აბზზზზ.

პ.ს. ერთადერთი, რაც ზამთარში მაბედნიერებს, არის შეშის ღუმელი და კიდევ ბარდნა, როცა სახლში ხარ თბილად, გარეთ ბარდნის, სითეთრე და სიჩუმეა.  ბარდნაში ბოდიალიც მიყვარს, ამ დროს დადებითობები წონიან იმას რომ მცივა- თოვლის ჭრაჭუნი ფეხქვეშ და თოვლიანი ჰაერის სუნი.

თუშეთის თოვლიანი გზები


მე: გირევში და ჰეღოში მოსახვედრად მდინარე გადავიარეთ, ისეთი საშინელი ნაშალიანი გზები იყო, კამაზი ძლივს მიდიოდა.
დედაჩემი:  მანდ გზა გაიყვანეს? რა კარგია, მე რომ ვიყავი, ცხენზე ვიჯექი, ისეთი ბილიკი იყო, ცალი ფეხი ხრამზე მეკიდა და ცხენი ძლივს დადიოდა, გზის სინჯვა-სინჯვით.

ქვედა მარცხენა კუთხეში ჩვენი კამაზია. ფოტო გადაღებულია ჰეღოდან. მარცხნივ გორის უკან გირევია

ომალოდან რომ გამოვედით, ცრიდა.

მერე წვიმდა

მერე კოკისპირულად წვიმდა

მერე ცერზე ავედით და

მერე ბარდნიდა.

გოგოები სიმღერებს მღეროდნენ

კამაზი მიხრიგინებდა

მე საწვიმარში ვიყავი გახვეული

და

მიხაროდა, რომ იქ ვიჯექი

და

სულერთი იყო, რომ მციოდა,

რომ მაწვიმდა

მათოვდა,

ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი

და

ცხვირიც ცოტაარიყოს წაყინული მქონდა

(კაბინაში ჯდომაზეც კი არ მქონდა პრეტენზია)

მთავარი ის იყო, რომ მიმავალ კამაზში ვიჯექი და არა სადმე მიწაზე ვეგდე თავგაჩეხილი.

პრიორიტეტები ხანდახან რა საყვარლები არიან ხოლმე, არა?

პ.ს. ჩვენი მძღოლი. ფოტო გადაიღო ფიქრომ.

ცოცხლები ხართო?

კიდევ დავბრუნდები

იმედია