დღიური სენდვიჩის მეთოდით


მემგონი ეს წელი გადაფასებების წელი მაქვს, იმდენი რაღაცა შეიცვალა/შევცვალე ჩემს გარშემო, იმდენი ადამიანი დავივიწყე/დამივიწყა.

სულ მშურდა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ხმამაღლა და გარკვევით იმის აღიარება, რომ ცუდი პერიოდი აქვთ და უხასიათოდ არიან. აი მე არ შემიძლია, ვითომ არ ვიმჩნევ და თან არ გამომდის.

ხოდა ვინაიდან ამ ბოლო დროს ყოვლად უხასიათოდ ვარ და ერთადერთი სურვილი წოლა და არაფრისკეთება მაქვს,  როგორც მე მჩვევია ხოლმე, პირიქით ვაკეთებ. თიდანში დავდივარ, თავდაცვაზე დავდივარ, სამსახურის იქით ვცდილობ კიდე რაღაც ვაკეთო და ადამიანებს მინიმალურად ვეკონტაქტები. საუკეთესო დაქალისთვის არ დამირეკია საუკუნეა, იმიტომ რომ ვიცი, ტვინი უნდა წავუჭამო წუწუნით და ცოდოა.  ვვარჯიშობ, მაგრამ მემგონი უშედეგოდ. ერთადერთი, რაც მშველის ხოლმე, პახოდებია, მაგრამ ამ ზამთარში მწვანე ბლახი არ იშოვება და ამიტომ იძულებული ვარ მტვრიან დარბაზებში ვიარო.

defence

თიდანში ერთი გოგოა, შუა ვარჯიშის დროს დგება, აღებს ფანჯარას (ამ ყინვაში!) ისე, რომ არც კი კითხულობს და 10-ოდე წუთი გვყინავს ხოლმე.  აზრადაც არ მოსდის იკითხოს, ვინმეს ხელს ხომ არ უშლის ფანჯრის გაფრიალება, ისე, ზრდილობისთვის მაინც გვთხოვოს ნებართვა. წინა კვირას მაღალი სიცხე (39) რომ მქონდა, აშკარად მაგის დამსახურება იყო. ჩემი ამბავი რომ ვიცი, მკვახედ ვეტყვი რამეს, ამიტომ უბრალოდ, ვდუმვარ და ვცდილობ ყველაზე შორეულ კუთხეში გავიშალო ხალიჩა.

tidan

თავდაცვაზე ჩემი და მწვრთნელის შეხედულებები ძალიან არ ემთხვევა ერთმანეთს, იმ პლანეტიდანაა, ტრადიციული საქართველო რომ ქვია.  ძალიან ვბრაზდები, როცა ჩვენს სისუსტეს უსვამს ხაზს და ამაზე “გვეხუმრება” .  ტოჟე მნე ძლიერი ბიჭი, ბევრი “კარატისტი” “რაგბისტი” და მსგავსი კუნთებიანი ტიპი მინახია პახოდებში, მე რომ მივდივარ ნეელა და ბოლომდე და ისინი რომ კვდებიან და წარა-მარა ვაიმე დავიღალეს ძახილით ეფერთხებიან.  არ ვდაობ, 50 აზიდვას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ და ვერც ვინმეს მოვუგრეხავ კისერს და ბიჭს ფიზიკური ძალით ვერ ვაჯობებ, მაგრამ გოგოებს როცა ავარჯიშებ თავდაცვაზე, ხუთ წუთში ერთხელ არ უნდა უმეორო, რომ უშნოდ ფაფხურობენ რაღაცას. მე იქ იმისთვის მივდივარ, რომ რამე ვისწავლო, თორემ ცოდნის გარეშეც მომიგერიებია ადამიანი უბრალო კალმით და გაქანებული მანქანიდანაც გადმოვმხტარვარ.

მორიგი “ფაფხურობთ” ტიპის გამოსვლის მერე ვერ მოვითმინე და გავიღიმე, შენი თავი მანახა პახოდში, 10  წუთში ერთხელ რომ შეისვენებ თქო და არიქა, გამაბანძესო, ისეთი “იუმორი” დადო, უბრალოდ ვერ მივხვდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა.

მეტეო

მეტეოზე მინდა ძალიან ასვლა, აი უძალიანესად, იმდენად მინდა, რომ აუცილებლად უნდა ამიხდეს ეს სურვილი. აბა ამდენს ტყუილად ხომ არ ვვარჯიშობ. აღჭურვილობასაც ვიყიდი, ვინმესაც ვიპოვი, ვინც მეტეოზე მიდის, და გავყვები, არ დავიღლები, მუხლი უკვე მაგარი მექნება და ავალ ბოლომდე, იმ ფერად შენობაში ჩაის დავლევ და გამიხარდება, რომ ვცხოვრობ.

kill

ერთი ძველი ადამიანი მიშლის ნერვებს. იმდენად მიშლის, რომ მინდა მოკვდეს. აი ასე, ადგეს და მოკვდეს, რომ ზუსტად ვიცოდეს, რომ აღარ არსებობს და რომ ვეღარაფერს ვეღარ მავნებს აწ და მარადის.

people

უინტერესო ადამიანები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საინტერესო,  და ის ფაქტი, რომ როცა სადმე ვარ ხოლმე უმეტესწილად მოწყენილობისგან ვკვდები და სახლში მინდა, ჩემი ბრალი არაა და თავს არ უნდა ვადანაშაულებდე იმაში, რომ უჟმური ვარ. უბრალოდ ,საინტერესოები და კარგები ძალიან ცოტანი არიან, იმათთან პირიქით, გინდა რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო. თუმცა, ეტყობა იმ საინტერესო ადამიანებსაც მხოლოდ საინტერესო ადამიანები აინტერესებთ და არა ჩემნაირი ისინი.

noomi-pace-original-lisbeth-salander--large-msg-129486776434

ლიზბეთ სალანდერს გავხარო, გუშინ მითხრა ნანამ.  პეპის მადარებდნენ, მეამბოხე სულში რომ წითელთმიანი გოგო იყო, იმას (მაშინ არ მქონდა წითელი თმა ოღონდ), კიდე ვიღაც ფენტეზის პერსონაჟს, არ მახსოვს ვის. მე თვითონ მგონია, little women-ში რომ ჯო-ა იმას ვგავარ, მარა ლიზბეთს? სერიოზულად?

წონა გამეყინა, სამსახურში შესვენება მაქვს, ვზივარ და ამას ვპოსტავ ექსპრომტად. დედაჩემის გაკეთებული ტომატი და შოთის პური მქონდა ლანჩზე, ახლა ყავა ადუღდება და ყავას და სიროკს შევჭამ.  ამ ზაფხულს 50 კილო ვიყავი,  ბოლო ორი თვეა კიდევ 53-55-ს შორის ვმერყეობ. ისევ 50 მინდა ვიყო, ხელს მიშლის ზედმეტი კილოები.

 

სენდვიჩის მეთოდი

ფაქტების მოყოლისას გამოიყენება, ჯერ ყვები კარგს, მერე ცუდს, მერე კარგს

კარგი – ახალი ლამაზი ვარდისფერი ჯემპრი მაქვს

ცუდი- კამერის დამტენი გამიფუჭდა და ახალი მოდის ერთი თვეა და ვერ ჩამოაღწია

კარგი– თანამშრომლის პატარა ბავშვის სანახავად ვიყავით, სამი თვის ყავს და ისეთი საყვარელია. :გულიკი:

 

Advertisements

კინაღამ დაკარგული ბათინკები


მიუხედავად იმისა, რომ სველოდა, წვიმდა, თოვდა, ქარიშხალი იყო და მიწისძვრა და ურაგანები და ხვლინჭკობები და ამისწინა პოსტის განწყობა მჭირს ჯერ კიდევ,  კიარადა, მიუხედავად ყველაფრისა, ავდექი და წავედი  კახეთში,  შემოდგომის სანახავად.


ჩანთა ბოლო წუთებში ჩავალაგე, საწვიმარი ბოლო საათებში ვითხოვე, ზვიოს ბოლო დღეს ვთხოვე გავეყვანე დილის ექვსზე კოლმეურნეობაზე და ისე საყვარლად დამაგვიანდა, რომ მემგონი ჩემი ლაშქრობა-ექკურსიების ისტორიაში პირველად (და იმედია უკანასკნელად) იმ გვერდითა სკამზე ვერ მოვხვდი, როცა “მარტო როცა მივდივარ” , მაშინ ვჯდები ხოლმე. სამაგიეროდ, სულ წინ ვიჯექი და გათბობა მქონდა ცხვირწინ და დასველებულს 5 წუთში მაშრობდა.
ძალიანძალიან მინდოდა ახმეტის თეთრი გიორგი მენახა. ამ ეკლესიაში სამი წლის ასაკში მომნათლეს (და ცხვარიც დაკლეს), ხოდა როგორც იქნა მივაღწიე იქამდე. ისე, იქაურები იძახიან ხოლმე, თეთრგიორგში თუ მიდიხარ, უკან არ უნდა გაბრუნდე, შურისძიება იცისო და რაღაც საშინელ ისტორიებს დააყოლებენ ხოლმე.

მერე ალავერდი ვნახეთ და გავბრაზდი, იმდენი შეზღუდვა დამხვდა.

მერე იყო ისა… მმმ…სატვირთოთი ბოდიალი ძალიან ლამაზ ტყეში. გზა საკმაოდ ტალახიანი იყო და მანქანა ალაგ-ალაგ ბუქსავდებოდა, ალაგ-ალაგ ორმოებში ვარდებოდა, ალაგ-ალაგ კიდევ რაღაცნაირად ქანაობდა, “დრიფტაობდა” , ალაგ-ალაგ საერთოდაც ბორბლები ღრმა თხრილებში უვარდებოდა და ორმო-ორმო დავდიოდით. გზა იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ თან ჟინჟლავდა, თან თავს ძლივს ვიმაგრებდი და ფოტოები არ გადამიღია, სანამ არ მივედით.

გზა ვითომ საშიში იყო, მაგრამ თუშეთში და ტბათანაში ასვლის გამოცდილება გავიხსენე და საერთოდ გამიქრა ყველანაირი შიში, თუ რამდენიმე ორმოს/ტალახს არ ჩავთვლით, სადაც ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი და თან ცოტაარიყოს ვაიმე. რამდენიმეგან მანქანა ისე გადაიხარა, მეგონა რომ ამოყირავდებოდა.

ფოტოები მინდოდა გადამეღო, “სიცოცხლის” თემატიკით, რამდენიმე დღე მუზას ვეძებდი და არ მოდიოდა, ხოდა იმ კონკრეტული დღის ხასიათიდან გამომდინარე, რომ მივიხედ-მოვიხედე, უცებ მივხვდი რა უნდა გადამეღო და ასეთი სიცოცხლე გადავიღე.

მერე უკან დავბრუნდით, იმავე სატვირთოთი, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ასვლისას და ვაზისუბნისკენ დავიძარით. უკვე ბნელდებოდა, გზა შორიაო, დაღამებულზე ჩამოხვალთო, ჩემი კოჭი გავიხსენე და დავრჩი. მირჩევნია ახლა გამოვტოვო წვრილმანები და შემდეგ ზაფხულს ბეეევრი ვიარო, ვიდრე პირიქით-თქო.

სამი გადაბმული სკამი ავარჩიე, ვიღაცის ჩანტაზე ჩემი პარალონი დავდე, ტალახიანი ბათინკები მაქსიმალურად უსაფრთხოდ შემოვალაგე მძღოლთან რომ ამაღლებული ჯებირია, იქ, ზემფირა ჩავრთე და ისე ჩამეძჳნა, ვერც მივხვდი. სანამ ხალხი ბოდიალობდა მე და რამდენიმე ადამიანს ასე გვეძინა, მაგრამ ხან ვინ დარეკა იმის გასაგებად, რატომ დავბოდიალობდი და თბილისში არ ვიყავი, ხან ვინ-რატომ მეძინა მარშუტკაში და არ დავბოდიალობდი და იძულების წესით გავიღვიძე.

დანარჩენებმა დაუღამებლად ჩამოაღწიეს, თქვეს რომ ძალიან ლამაზი ადგილები ნახეს და რომ მე მომეწონებოდა. მე გავიღიმე და გავიარეთ.

მერე თეოს სახლში მივედით და უზარმაზარი სუფრა დაგვხვდა. გაძუნძგლულები და გაბომჟილები ფეხსაცმელებს ეზოში ვიცვლიდით, რომ მთელი ის ტალახები ოთახებში არ შეგვეტანა. მე მოვახერხე და უცებ ტანსაცმელიც გამოვიცვალე, მაბარძგვალებს, როცა ტალახიანი რამე მაცვია მაშინ, როცა სუფთა გარემოში ვარ.  კარავში ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ უცებ გაწკრიალებულ გარემოში მოხვედრისას აბზზ დამემართა.

ვიცოდი, რომ არავინ არ უნდა დაგვხვედროდა და უცებ ამდენი მასპინძელი დაგვხვდა და უცხო გარემოში ორი დღე მეზობლის ბავშვივით ვიტუზებოდი ხან სად, ხან სად, ყავისთვის ცხელი წყლის მოთხოვნებით და აბაზანასთან მიყარაულეთ-რაა-თქო.

გემრიელი ღვინო იყო, საჭმელი კიდევ უფრო უკეთესი, განსაკუთრებით ჯონჯოლის მწნილი და ბადრიჯანი ნიგვზით, რომელსაც ბროწეულები ზემოდან კი არ ეყარა, შიგნით ქონდა, გულსართში, და ბევრად უფრო უკეთესია ასე, სხვათაშორის. ხოდა კიდევ ძალიან კახური სუფრა გვქონდა სადღეგრძელოებით, კახური იუმორით და ანეგდოტ-სადღეგრძელოებით და ჩვენი სიმღერის მცდელობებით. (ტექსტები არ ვიცოდით ბოლომდე არაფრის)

მერე, როგორც  ხდება ხოლმე, ბიჭები მაგიდიდან აიშალნენ, გოგოები დიასახლისებს მაგიდის ალაგებაში მივეხმარეთ და მერე გოგოებმა კი დავიძინეთ, მაგრამ დიდხანს მესმოდა, ბიჭებს როგორ არ ეძინათ და როგორ დადიოდა ლაშა საქმიანად და ხმამაღლა წინ და უკან.

ზეგაანი

ზეგაანი

დივანზე მეძინა, ლოგინები გაგვიშალეს, მაგრამ მე სპალნიკში ჩავწექი, ასე უფრო “სახლში” ვგრძნობ ხოლმე თავს. კარგა ხანს ვერ მოვისვენე, მოუხერხებლად ვიწექი, და უცებ მივხვდი რატომ, პირიქით მეძინა. შემოვტრიალდი, ანუ ფეხების ადგილას თვი დავდე, როგორც სახლში, იმ მიმართულებით დავწექი და მაშინვე გავითიშე.

დილით პარკის შარიშურმა გამაღვიძა, ის-ის იყო, პატაპუტინას მანევრი უნდა შემესრულებინა, მე აქ მძინავს-თქო, მაგრამ გადავიფიქრე, გვერდი ვიცვალე და თავიდან დავიძინე, სანამ ყველანი აიშლებოდნენ.

ზეგაანის ტყე ძალიან ლამაზი იყო, აი უძალიანლამაზესი, მშვიდი და რაღაცნაირი, ნისლიანი. აი ისეთი, რომ უნდა დაჯდე და გაირინდო და სიჩუმეში ფოთლები ცვიოდეს და შენ უყურებდე და იმაზე ფიქრობდე, როგორ მოკვდები შენც ამ ფოთოლივით და სანამ დრო გაქვს, უნდა იცხოვრო.

მაგრამ მერე გაწვიმდა, აპარატი შევინახე, მოუთმენლად ავიწურე წასვლის მოლოდინში და შემდგომი რამდენიმე საათი მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, როგორ მივიდოდი სახლში, ავანთებდი ღუმელს, ჩავიცვამდი პიჟამოებს, გავეხვეოდი თბილ ხალათში და დავლევდი ყავას.

განწყობის ამბავია ყველაფერი, მე რომ “მერერარომწვიმს” ნოტაზე მოვმართულიყავი, ალბათ ბევრს გავერთობოდი, მაგრამ რაღაცეები ნანახი მქონდა, თან ცუდი ფეხსაცმელი მეცვა, ბათინკი ძალიან ჭუჭყიანი იყო და ბოტასი ჩავიცვი, წვიმაში გადაღება არ გამოვიდოდა და ნუ მოკლედ… ვინანე, რომ წიგნი ან ქინდლი არ წავიღე თან.

კიდე რაღაცეები ნახეს იმ დღეს, მე მაკროები ვნახე/გადავიღე, ხარება და გოგიას მოვუსმინე იქვე მოქეიფე ხალხის შესრულებით.

სანამ  მრგვალ ეკლესიას იღებდნენ ,რომელიც რომელიღაც ვიღაცამ (ნიტო თემმურ-ნელგმა ნიტო ჩინიზ-ხანმა ნიტო ყვავი-ჩხიკვის მამიდა-დამპყრობელმა) თავლად გადააკეთა, მე გასვლის საუკეთესო ფოტო გადავიღე, იმჰო, რასაკვირველია.

მერე იყო ღამის თელავი და კხმ, აი სხვას აპარატს რომ მიცემ, რა მოსდის ფოტოებს, არადა ავტომატური გადაღების რეჟიმზე მეყენა, მეტი მარტივი რაღა დამეყენებინა, ა? …

მერე… მერე იყო ეს, უძველესი ჭადარია ასე მორთული, ავატარში სიცოცხლის ხე რომაა, იმას გავს.

მერე სახლი იყო. სახლში მისულმა, როგორც მჩვევია, ბარგის “დათვლა” დავიწყე,  “ჩამოვთვალე” რუგზაკი, პარალონი, ფოტოაპარატი, საწვიმარი და უცებ მივხვდი, რომ ბათინკები არ მქონდა. არც მძღოლის ნომერი მქონდა, სასწრაფოდ ვიკითხე ფბ-ზე კარავის ჯგუფში და მაშინვე მიპასუხეს (გულიკი) , რომ გადავრეკე, მარშუტკა გააჩერა, მოძებნა და ვერ ნახა, თუმცა მითხრა, რომ ბოლოს ჩამოსულებმა ყველაფერი წაიღეს. ამასობაში ფბ-ზე ავტეხე განგაში და დავაფრქვიე ცრემლები (მართლა ვტიროდი, მოლაშქრისთვის კარგი ბათინკი ყველაფერია, ესენი კიდევ ორი წელია მაცვია და ძალიან მიყვარს და ფეხზე მაქვს მომჯდარი და ახლის ყიდვა დიდი თავისტკიილია). ორგანიზატორმა მითხრა, ვინც ცხოვრობდა გლდანში, მერე ერთ-ერთმა მონაწილემ დამიპოსტა, ჩვენ გვაქვსო და ამოვისუნთქე მშვიდად და მოვიწმინდე კურცხლები.

არა, კი ვიფიცებოდი, რომ წლის ბოლო გასვლაა თქო, მაგრამ მემგონი კიდევ წავალ სადღაც…

p.s. ფოტოების სრული ალბომი იშოვება აი ამ ლინკზე

10 მავნე ჩვევა


იყო დრო, როცა ამ ბლოგზე პირადი პოსტები იწერებოდა, ყოველგვარი შელამაზებების, სახელების შეცვლის, აზრების შეფუთვის და ა.შ. გარეშე.

იყო დრო, როცა მთელი ჩემი ემოციები აქ იცლებოდა და ეს ძალიან კარგი იყო, მერე მე ვთავისუფლდებოდი და ახალი ემოციების შეგროვებას ვიწყებდი. ბოლო წელი მსგავსი აღაარაფერი დამიწერია, უბრალოდ, თავში მოსულ წვეტიან აზრებს ვაფიქსირებდი ხოლმე.

ამასწინათ მთელი ზაფხულის ემოციებმა ერთად მოიყარეს თავი და ისევ ემოციებიანი პოსტი შემომეწერა და უცებ ვიგრძენი, რა კაიფია ემოციების დაგროვება, ბევრის-ბევრის, და მერე როცა აღარ ეტევა გონებაში, გარეთ გამოშვება, აბლანდულ ნაწერებად.

მზიანი სახლის ტრენინგების მერე ძალიან ბერი რაღაც გავაცნობიერე და ბოლო ერთი წელია საკუთარ “მავნე თვისებებში” ვიქექები. მავნე რა… ჩემთვის მავნე, იმ გოგოსთვის, მე რომ ვიცნობ და არ მიყვარს.

  1. მძაფრი ემოციები და ამ ემოციების აყოლა. ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა. ბედნიერებიდან უბედურებამდე ერთი ნაბიჯი მაქვს ხოლმე, 5 წუთის მანძილზე შეიძლება ორივე მოვასწრო…  და ერთადერთი ადგილი სადაც უარყოფით ემოციებს ვაკონტროლებ, ლაშქრობისას გზების აბნევებია, იმიტომ რომ ამ დროს უბრალოდ, არ შეიძლება ემოციებს აყვე. აყვება ერთი, მერე მეორე, მესამე და ცუდი ემოციები კიდე გადამდებია, მითუმეტეს ნერვების დაჭიმულობის დროს.
  2. უნდოობა. ძნელად მიჩვევადობა, თუ რა ქვია ამას… სულ თავდაცვის პოზიციაში რომ ხარ…
  3. გამოთიშვები. ზიხართ სადღაც, სიტუაცია მხიარული, ყველა ჭუკჭუკებს,  ოთხი დიალოგი ერთად მიდის, საინტერესოა და უცებ ეს ყველაფერი ისე მწყინდება, ადამიანებისგან ისე ვიღლები, მინდა ავდგე, წავიდე სახლში, მოვიხვიო პლედი, მოვიდგა ჭიქა ყავა და რაიმე ფილმი ჩავირთო. ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ დაინტერესებულ პიროვნებას ვეღარ ვთამაშობ. მარტოობის/საკუთარ თავთან დარჩენა 10 წუთით კი მშველის ხოლმე, მარა თუ არ დავრჩი.. აი იქ ვხდები ძალიან აუტანელი.
  4. ადამიანების დახარისხება: მცირეოდენი დაკვირვების მერე ვიღებ ადამიანებს, ვარგებ მოდელებს და მერე სხვანაირად რომ იქცევიან მიკვირს ხოლმე.
  5. სულ ვისუსნები. საბედნიეროდ 55 კილოს ზემოთ ძალიან დიდი ხანია არ ავსულვარ. (მადლობა დედას, მამას და კიდევ სხვა წინაპრებს)
  6. დილაობით მსოფლიო აუტანლობა მჭირს. თუმცა ეს მემგონი უფრო ფიზიოლოგიურ/ფსიქოლოგიურია ვიდრე ჩვევის ამბავი. დილაობით, ყავის დალევამდე, ჩემთან ადამიანური საუბარი ფაქტიურად შეუძლებელია, ვიღრინები, ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავ, უბედურზე უბედური ვარ და ყავის პირველივე ყლუპის მერე ლამის ცოცხლად დავინახო როგორ იღებება სამყარო ფერადად. ყავამდე და ყავის მერე ორი სხვადასხვა ადამიანი ვარ.
  7. პირდაპირობა/გადაკრული ნათქვამების ვერგაგება. 16 წლიდან დღემდე ვებრძვი. თითქმის გავიმარჯვე პირველ ნაწილზე და მხოლოდ ხანდახანღა გამოვდივარ წონასწორობიდან და პირში ვახლი ადამიანებს იმას რასაც ვფიქრობ. გადაკრულ სიტყვებს და იმას რომ აკეთებ იმიტომ რომ ეს და ინტრიგები და მსგავსები ვერასოდეს მესმოდა/გამომდიოდა და ალბათ ისე მოვკვდები ვერ გამომივა. მთიელი ვარ ნამეტანი ეტყობა, ენივეიზ, ჩვევა თუ არაა, საშინლად მოუხერხებელი თვისება ნამდვილადაა.
  8. Socially awkward. ჰხო რა, სკილები არ მაქვს.
  9. სიმორცხვე. რომელიც სხვა თვისებებით ინიღბება და ხალხი რაღაც საოცრებებს ასკვნის ხოლმე.
  10. საერთოდ რომ ვარსებობ, ეგეც მავნეობა მგონია ხანდახან, ნუ, მხოლოდ ხანდახან, იმიტომ რომ საერთოდაც ძალიან საყვარელი ვარ, როცა მოვშინაურდები.

დადებითებზე… ამაზეც უნდა დავწერო, ანუ იმაზე, რა მიიოლებს იმას, რაცას ეს სირთულეები ქმნიან

ჩანთა ჩაალაგე, პერ


პირველი ლაშქრობა, სადაც დილით არც ცხელი ყავა დამილევია, არც მიჭამია. უბრალოდ, სულერთი იყო ალბათ

როცა ყველაფერი იმდენად სულერთია, რომ ანაბიოზში გადადიხარ.

-პერ, წადი რა, ჩანთა ჩაალაგე, ხომ იცი, ხვალ უნდა ირბინო წინ და უკან და რამე დაგრჩეს.

-მეზარება, რა მნიშვნელობა აქვს, იქნება გზაზე მაღაზია და ვიყიდი, რა.

-ჩაალაგე მეთქი.

-არა!

-და საერთოდაც მესამე ნაყინს ჭამ უკვე, სულ არ გრცხვენია? ტანსაცმელში ვეღარ ეტევი.

-ინხ, რა!!!

როცა უკვე სულერთია, სად იქნები, როდის იქნები, რატომ იქნები.

-პერ, წამო თუშეთში წავიდეთ, ნახე რა მაგარია, 5 დღე, ჩანთების თრევა არ მოგიწევს თან, გირევსაც ნახავ

-ხო, მერე რა? გზაზე გადავარდნის კიდევ ერთი შანსით მეტი მექნება, თან ეგენი უკვე ნანახი მაქვს. მეშინია სატვირთოსი და მაგ გზების, ხო იცი, მერამდენედ მეუბნები!

-სვანეთში წადი მაშინ, ხომ გინდოდა უშბა გენახა, გახსოვს ხათო როგორ ლაპარაკობდა უშბაზე?!

-ზღვაზე მინდა მე.

-ჰმ, როდის აქეთ შეგიყვარდა ზღვა?

-არ მიყვარს, უბრალოდ, მინდა ვიწვე, მზე მაცხუნებდეს და არაფერზე ვფიქრობდე.

-სულმთლად დაბერდი შენ

-ხო, ვიცი.

ან,  უბრალოდ,  უკვე თორმეტს გადასცდა და როგორც ნატოშა იტყოდა, თორმეტის მერე კარგი არაფერი ხდება.

-წადი რა, პერ, ხომ იცი, რომ მოგეწონება. თუ არ გინდა სულ არავის არ დაელაპარაკო, მერე რომ ვიღაცას მუდო ეგონები, მაინც ეგეთი გონიხარ და დროა დაკიდებაც ისწავლო რა. ნუ ხარ ეგეთი, ნუ. ბოლობოლო რამე საინტერესო ადგილის ფოტოს მაინც გადაიღებ, თუ სიცილი არ გეხალისება, მერე მოგეხალისება.

-კაი, ხო. ფოტოაპარატს წავიღებ და წავალ. მარა როგორც შენ ნახე ბოლო ლაშქრობის ფოტოები, ისე მე დავათვალიერე.

-და რას მილაგებ მერე საწყობში?

-ადრე გეტყოდი, რომ დავბერდები, მაშინ რომ ვნახო თქო და ახლა ეგეც აღარ ვიცი

-კაი, ხო, მიდი ჩანთას მიხედე.

დღეს 6-დან 10 საათამდე მეძინა. სულ მძინავს, როცა ეს შესაძლებელია. მზეზე ვზივარ და მძინავს. და კიდევ ვმუშაობ. როცა არ ვმუშაობ ფილმებს ვუყურებ, მზეზე ვზივარ და მძინავს.

წავალ ახლა მე, ჩანთას ჩავალაგებ

არ მჯერა


  • რომ ყველა ლამაზი ქალის სხეული ერთნაირია– ყველა ჩემს მიერ მოწონებული ქალების სხეულები უნიკალური იყო, თავისი აბურცულობებით, შეზნექილობებით და გლუვი ხაზებით და ზუსტად ვიცი, არასოდეს ამერევა სხვაში.
  • რომ ფობიის დაძლევა შეუძლებელია– მე დავამარცხე, სიმაღლის.
  • რომ არსებობს ადამიანის ფიზიკური/ფსიქიკური შესაძლებლობების ზღვარი.- ორჯერ მეგონა რომ ჭკუიდან ვიშლებოდი/ვერ ვაგრძელებდი გზას. ორჯერვე ავდექი და გავიარე.
  • რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება– მაშინ ნევროზები, როგორც ასეთი, არ იარსებებდა.
  • რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც გიყვარს/მოგწონს, თავისი, უნიკალური სუნი აქვს კისერში, რომელსაც გრძნობ– არადა მახვილი ყნოსვა მაქვს…

პ.ს. ალენ კარის ანტი-მოწევა წიგნი მართლა მოქმედებს.

ოღონდ, რაჭული პრინციპით.

26 August,2008


ისევ მისკდება თავი, თან ცხელა, ისე, რომ ვერ დავიძინებ, არც მეძინება და უნდა ვიჯდე… ტვ-ში რაღაც სტრაშნი კინო გადის და ცოტა მეშინია, თან წეღანაც დენი წავიდა, შორიდან რაღაც ბრახუნი გავიგე და გულიც გამისკდა, მეგოარს დავუმესიჯე, და სანამ იმან მიპასუხა, კი გამიარასავით, მაგრამ ამ კინომ………….
ვეღარ ვწერ, აბნეული გამიხდა თითებიც და ლაპარაკიც და ზოგადად ნელნელა მავიწყდება ქართული,.. ჩანაწერებს რომ გადავხედავ ,გული მისკდება, ნუთუ ეს მე დავწერე, თუმცა ზიგიერთების გამართულ ქართულს ცემი აბრაკადაბრა თუ არ ჯობდეს, მე ვიყო უფეხო მაჩვი.

რამდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც ადამიანმა საკუთარ პრინციპებს უნდა გადახედოს და თუ ისევ აკმაყოფილებს, კონტრაქტი გაუგრძელოს თუ არა და ახალი დებულებებ-პრინციპები შეიმუშავოს -ო პატაპუტინამ დაწერა კარავის ფორუმზე.

ხვალ ისევ ჯიქიაზე ვარ ასასვლელი, ანუ ისევ მიშას დროზე ვარ დამოკიდებული ანუ ჩემი დილა მე არ მეკუთვნის და ეს ძალიან მაწუხებს… ამასწინათ ყავის დალევაც კი ვერ მოვასწარი. არადა ყველაზე ძალიან დილის საათი მიიყვარს, როცა ნელა ვიღვიძებ, ვშხაპუნობ, ვემზადები, ყავას ვსვამ და საიტებზე დავბოდიალობ… აი ამ დილასაც, რამდენი ხანი ვურეკე და გათიშული იყო ორივე ნომერი, მერე სხვებს დავურეკე,… იმათ შემოეღვიძათ… სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მომბეზრდა… რამე გამოსავალი უნდა ვნახო. კიდევ კარგი, საღამოს ვინც ბოლო მორჩება ის ამოდის, ანუ მე არ მიწევს ორი და სამი საათი მახათის ძებნა.

კარავზე მეტეოს თემა გახსნილი, თუშეთისაც, მე კი გული არ მიმიწევს, არადა თან მინდა… უცნაურია, აქამდე ყველა შანსს ვეჭიდებოდი სადმე რომ წავსულიყავი და ყველა გარემოება ფეხზე მეკიდა… თითქოს ყველაფერი უნდა მომესწრო, სად გავრბოდი, რა მეჩქარებოდა, არ ვიცი მაგრამ მეჩქარებოდა კი… ახლა კი.. იქეთა წელსაც მოვასწრებ თქო… თან, ადამიანების ფაქტორია იმდენად დიდი… როგორ წავიდე მთაში უცხოებთან ერთად, სადაც ერთადერთი ნაცნობია,ისიც საკმაოდ ისეთი… თან რაღაც კატასტროფა თანხები….. თან დედაჩემი ნერვიულობს…..

გაგიჟდება კაცი, თან როგორ მინდა და თან გული არ მიშვებს… ;((((((((((((((((((((( ამოსაჭრელია ვაბშე, არასწორად რეაგირებს და არასწორ რამეებზე მრთავს ხოლმე ნებას, თან ჯიუტია და თავის ნებაზე დარბის

რაღაც მჭირს ამ ბოლო დროს, სულ შავად ვხედავ ყველაფერს და სულ მეტირება. ფაქტებზე, მოვლენებზე ემოციებზე… მოკლედ, ნე ხაჩუ მაა ეგრე სადაა თაყაო შენ რო მამული გაყაო კიარადა თითქოს არ უნდა ვიყო ასე , არ მაქვს მიზეზი მარა ფეხი. ვერ ვშველი ყელში გაჩხერილ ბურთებს. ამიტო არ მინდა უცხო ხალხთან სადმე , უნდა დავიზაბო, დავიგრუზო იმიტო რო ისინი მე ვერ გამიგ ებენ და ტყუილა მე უნდა გამაღიზიანონ თავიანთი პრიმიტიულობით და უაზრო ხუმრობებით… მოთმინების უნარი მესაჭიროება აშკარად… ანდა ორი ყურის პრინციპის განვითარება, ან სულაც ფეხზე დაკიდების პრაქტიკა უნდა გავიარო ვინმესტან.

ა ხო, იმისი მიკვირს კიდევ , არშემჩნევის დიპლომატიური უნარი რომ აქვს რაღაც კოლოსალური რაოდენობით. რაც რამე მივქარე, ანდა, უბრალოდ, კრეტინულ სიტუაციაში გავიჩითე, ჯასთ არ ახსენებს და ვსო…. ან პასუხს არ გამცემს, არ მეტყვის.. და მეც რო ძალიან მშვიდად ვეგუები ამ ყველაფერს და ვთვლი რომ ასე ჯობია. უფრო მარტივდება ცხოვრება და ურთიერთობა.

ზომიერად ფერხორციანი კარლსონიხას სმაილი

მე და სიგარეტი



სიგარეტი…

დამსკი

სუპერლაითი

დიდხანს ბოლავს ხოლმე

შესაბამისად

დიდხანს შეიძლება უყურო და რელაქსაციას მიეცე

დიდხანს შეგიძლია გადაავადო წასვლა, დაწყება, აღება, პასუხი, ფიქრი,სწავლა,პასუხის გაცემა….

მაშველი გროლი ურთიერთობებში, როცა პასუხის გაცემის მაგიერ სიგარეტისკენ გარბის ხელი

როცა რამე გწყინს, რა მარტივია მასზე ჯავრის ყრა, ღრმად ჩასუნთქვა და უკან გამოძევება ფილტვებიდან, კვამლის წვრილი ზოლის გამოშვება და თან უარყოფითი ენერგიის ამოტანება…

ხანდახან მექანიკურადაც გარბის ხელი, როცა არაფერს აკეთებ…..

ან როცა იმას ელაპრაკები და გენერვიულება და

რავიცი

ვიცი რომ სასაცილოდ ვეწევი

ვიცი რომ გული ამის გამო მიცემს ხოლმე სწრაფად-სწრაფად

აღმართებზე ამის გამო მიჭირს სიარული

და

არ შემიძლია

მაშველ რგოლს ხელი გავუშვა

მერე

რა გადამარჩენს?