დღიური სენდვიჩის მეთოდით


მემგონი ეს წელი გადაფასებების წელი მაქვს, იმდენი რაღაცა შეიცვალა/შევცვალე ჩემს გარშემო, იმდენი ადამიანი დავივიწყე/დამივიწყა.

სულ მშურდა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ხმამაღლა და გარკვევით იმის აღიარება, რომ ცუდი პერიოდი აქვთ და უხასიათოდ არიან. აი მე არ შემიძლია, ვითომ არ ვიმჩნევ და თან არ გამომდის.

ხოდა ვინაიდან ამ ბოლო დროს ყოვლად უხასიათოდ ვარ და ერთადერთი სურვილი წოლა და არაფრისკეთება მაქვს,  როგორც მე მჩვევია ხოლმე, პირიქით ვაკეთებ. თიდანში დავდივარ, თავდაცვაზე დავდივარ, სამსახურის იქით ვცდილობ კიდე რაღაც ვაკეთო და ადამიანებს მინიმალურად ვეკონტაქტები. საუკეთესო დაქალისთვის არ დამირეკია საუკუნეა, იმიტომ რომ ვიცი, ტვინი უნდა წავუჭამო წუწუნით და ცოდოა.  ვვარჯიშობ, მაგრამ მემგონი უშედეგოდ. ერთადერთი, რაც მშველის ხოლმე, პახოდებია, მაგრამ ამ ზამთარში მწვანე ბლახი არ იშოვება და ამიტომ იძულებული ვარ მტვრიან დარბაზებში ვიარო.

defence

თიდანში ერთი გოგოა, შუა ვარჯიშის დროს დგება, აღებს ფანჯარას (ამ ყინვაში!) ისე, რომ არც კი კითხულობს და 10-ოდე წუთი გვყინავს ხოლმე.  აზრადაც არ მოსდის იკითხოს, ვინმეს ხელს ხომ არ უშლის ფანჯრის გაფრიალება, ისე, ზრდილობისთვის მაინც გვთხოვოს ნებართვა. წინა კვირას მაღალი სიცხე (39) რომ მქონდა, აშკარად მაგის დამსახურება იყო. ჩემი ამბავი რომ ვიცი, მკვახედ ვეტყვი რამეს, ამიტომ უბრალოდ, ვდუმვარ და ვცდილობ ყველაზე შორეულ კუთხეში გავიშალო ხალიჩა.

tidan

თავდაცვაზე ჩემი და მწვრთნელის შეხედულებები ძალიან არ ემთხვევა ერთმანეთს, იმ პლანეტიდანაა, ტრადიციული საქართველო რომ ქვია.  ძალიან ვბრაზდები, როცა ჩვენს სისუსტეს უსვამს ხაზს და ამაზე “გვეხუმრება” .  ტოჟე მნე ძლიერი ბიჭი, ბევრი “კარატისტი” “რაგბისტი” და მსგავსი კუნთებიანი ტიპი მინახია პახოდებში, მე რომ მივდივარ ნეელა და ბოლომდე და ისინი რომ კვდებიან და წარა-მარა ვაიმე დავიღალეს ძახილით ეფერთხებიან.  არ ვდაობ, 50 აზიდვას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ და ვერც ვინმეს მოვუგრეხავ კისერს და ბიჭს ფიზიკური ძალით ვერ ვაჯობებ, მაგრამ გოგოებს როცა ავარჯიშებ თავდაცვაზე, ხუთ წუთში ერთხელ არ უნდა უმეორო, რომ უშნოდ ფაფხურობენ რაღაცას. მე იქ იმისთვის მივდივარ, რომ რამე ვისწავლო, თორემ ცოდნის გარეშეც მომიგერიებია ადამიანი უბრალო კალმით და გაქანებული მანქანიდანაც გადმოვმხტარვარ.

მორიგი “ფაფხურობთ” ტიპის გამოსვლის მერე ვერ მოვითმინე და გავიღიმე, შენი თავი მანახა პახოდში, 10  წუთში ერთხელ რომ შეისვენებ თქო და არიქა, გამაბანძესო, ისეთი “იუმორი” დადო, უბრალოდ ვერ მივხვდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა.

მეტეო

მეტეოზე მინდა ძალიან ასვლა, აი უძალიანესად, იმდენად მინდა, რომ აუცილებლად უნდა ამიხდეს ეს სურვილი. აბა ამდენს ტყუილად ხომ არ ვვარჯიშობ. აღჭურვილობასაც ვიყიდი, ვინმესაც ვიპოვი, ვინც მეტეოზე მიდის, და გავყვები, არ დავიღლები, მუხლი უკვე მაგარი მექნება და ავალ ბოლომდე, იმ ფერად შენობაში ჩაის დავლევ და გამიხარდება, რომ ვცხოვრობ.

kill

ერთი ძველი ადამიანი მიშლის ნერვებს. იმდენად მიშლის, რომ მინდა მოკვდეს. აი ასე, ადგეს და მოკვდეს, რომ ზუსტად ვიცოდეს, რომ აღარ არსებობს და რომ ვეღარაფერს ვეღარ მავნებს აწ და მარადის.

people

უინტერესო ადამიანები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საინტერესო,  და ის ფაქტი, რომ როცა სადმე ვარ ხოლმე უმეტესწილად მოწყენილობისგან ვკვდები და სახლში მინდა, ჩემი ბრალი არაა და თავს არ უნდა ვადანაშაულებდე იმაში, რომ უჟმური ვარ. უბრალოდ ,საინტერესოები და კარგები ძალიან ცოტანი არიან, იმათთან პირიქით, გინდა რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო. თუმცა, ეტყობა იმ საინტერესო ადამიანებსაც მხოლოდ საინტერესო ადამიანები აინტერესებთ და არა ჩემნაირი ისინი.

noomi-pace-original-lisbeth-salander--large-msg-129486776434

ლიზბეთ სალანდერს გავხარო, გუშინ მითხრა ნანამ.  პეპის მადარებდნენ, მეამბოხე სულში რომ წითელთმიანი გოგო იყო, იმას (მაშინ არ მქონდა წითელი თმა ოღონდ), კიდე ვიღაც ფენტეზის პერსონაჟს, არ მახსოვს ვის. მე თვითონ მგონია, little women-ში რომ ჯო-ა იმას ვგავარ, მარა ლიზბეთს? სერიოზულად?

წონა გამეყინა, სამსახურში შესვენება მაქვს, ვზივარ და ამას ვპოსტავ ექსპრომტად. დედაჩემის გაკეთებული ტომატი და შოთის პური მქონდა ლანჩზე, ახლა ყავა ადუღდება და ყავას და სიროკს შევჭამ.  ამ ზაფხულს 50 კილო ვიყავი,  ბოლო ორი თვეა კიდევ 53-55-ს შორის ვმერყეობ. ისევ 50 მინდა ვიყო, ხელს მიშლის ზედმეტი კილოები.

 

სენდვიჩის მეთოდი

ფაქტების მოყოლისას გამოიყენება, ჯერ ყვები კარგს, მერე ცუდს, მერე კარგს

კარგი – ახალი ლამაზი ვარდისფერი ჯემპრი მაქვს

ცუდი- კამერის დამტენი გამიფუჭდა და ახალი მოდის ერთი თვეა და ვერ ჩამოაღწია

კარგი– თანამშრომლის პატარა ბავშვის სანახავად ვიყავით, სამი თვის ყავს და ისეთი საყვარელია. :გულიკი:

 

Advertisements

წვრილმანები


კურტკის მაგიერ კაბა ვიყიდე და იმდენი ვეძებე, მაღაზიების გახსენებაზე ბურძგლები მაყრის და შესაბამისად, დავდივარ უკურტკო, თან უწითელკურტკო.
თუმცა არ მაწუხებს ეგ ფაქტი, რატომ, არ ვიცი.

კაბა იმიტომ ვიყიდე რომ ბერო გათხოვდა, მე მეჯვარე ვიყავი (ტოესწ ვიდექი, ციკლი მქონდა და მამაომ გადაწყვიტა რომ მე უწმინდური ვიყავი, თუმცა ეს მისი ბრალი არაა, მას ასე ასწავლეს და არამგონია მაგ საკითხზე დიდად დაფიქრებულიყო, რატომ არ ვარ მე ამ დროს უწმინდური და საერთოდაც, რა ჩვენი ბრალია, რომ კაცებს არ ესმით, რატომ ვიცლებით სისხლისგან თვეშჳ 4 დღე და არ ვკვდებით, ხოდა რადგან პატრიარქატია, პუსწ ქალი ბუძეტ უწმინდური, სამაგიეროდ მამრებს ექნებათ პასუხი იმ კითხვებზე,რისი მოფიქრების (და ცოდნის შეძენის) თავიც არ აქვთ))

ქორწილი კახეთში იყო, ანუ კაკ მინიმუმ ქალაქიდან გავედით, წინანდალში ვიხეტიალეთ, ნინოს დედის საფლავზე ავედით.

წინანდალში ისეთი ფოთლებიანშემოდგომური მინდორი იყო, დავრჩებოდი იქ დიდი სიამოვნებით, გავიშოტე, შევისუნთქე შემოდგომა და მეტი არ დამცალდა, უნდა წამოვსულიყავით.

სუფრაზე ვიღაცამ ჩემს ფოტოაპარატს ლიმონათი გადაასხა.
გავმეორდები და აქაც დავწერ, მიახმეს ხელი და თუ მამრია, სხვა რამეებიც.
აპარატის ხელში აღებისასაც ყოველთვის გავიფიქრებ ხოლმე და იმედია მიეწევა ჩემი კეთილი სიტყვები.
პ.ს. ჩართვისას ცხვირის ფრთები არ გადადის ობიექტივიდან და როგორ ვუშველო არ ვიცი 😦
ხე.ლით გადაწევის გარდა.
აპარატი დიდი არაფერი, ჯუსტ ნერვი მეშლება.

იმედია ნინო კარგად იქნება.

სხვა რა………

არც არაფერი.

ზამთარია და ჩემს განწყობაზე აისახება
ისე, რომ კედლების გარღვევის სურვილებს მიჩენს
მაფიქრებინებს, რამდენად პროგნოზირებადადგანვითარებადია ჩემი ემოციები
და
ვშინდები.

ემოცია


აღარ მჯერა ხელისგულების

იტყუებიან

უსირცხვილოდ და უნამუსოდ

ისე, რომ

არც კი უტოკდებათ

სინდისის ხაზი.

ყოველდილა

ლოგინიდან გამომძვრალი

ვიყურები სარკეში და

ორეულს ვაკვირდები-

ვერ ვცნობ

და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,

რომ

ამ უცხო გოგოს ანარეკლი

მე ვარ.

ხანდახან

მზად ვარ

საკიდიდან ჩამოვხსნა ჩემი მწვანე ქუდი,

და

უკანმოუხედავად წავიდე

იქ, სადაც

ზამბარებს უფრთხილდებიან.

მწუნე ჩანთა და ონლაინ შოპინგი



მწუნე ჩანთა

გოგოშკაპოსტი უნდა გამოვაცხო, მიუხედავად იმისა რომ ქართულ ბლოგოსფეროში რატომღაც ძალიან უბზუებენ ცხვირს მსგავს პოსტებს 😀

ამასწინათ გადავწყვიტე, ტანსაცმელი ონლაინ შევიძინო ხოლმე და სატესტოდ გამოვიწერე რაღაცეები, საკუთარი ზომების გადასამოწმებლად, ყველაზე იაფიანს რასაც გადავაწყდი ამერიკული მაღაზია, http://www.forever21.com/ იყო, ხოდა შევესიე.

შედეგად აღმოჩნდა, რომ:

  • ფეხი 37 კი არა, 36.5 მაქვს.
  • ფორევერის M ზომის მაიკაში დავცურავ, S კარგად მაქვს. (ამერიკული XS-ც კარგად მაქვს, ერთი ცალი მაჩუქეს ადრე)
  • სამაგიეროდ ბოლოკაბა მომივიდა ოდნავ პატარა, M ზომის

რაც შეეხება ფორევერის ხარისხს

  • ჩანთა იმაზე ბევრად მაგარია, ვიდრე საიტზე იყო, თანაც მწვანეა 😀
  • 100% კოტონი ნამდვილად კოტონია და ფორმალურად არ აწერია. (ვერ ვხმარობ სინთეტიკას და ჩემთვის ძალიან დიდი პლიუსი იყო)
  • მე ნახატებიანი მაიკა გამოვწერე და ძალიან მომეწონა, ორი გარეცხვის მერე არაფერი არ მოსვლია ნახატს, თან მე ძალიან სასტიკად ვიცი გარეცხვა : )))
  • ოღონდ თეთრია ეს მაიკა და საკმარისად გამჭვირვალე. მე არ მაწუხებს მაგრამ რავი, იცოდეთ მაინც.
  • ფეხსაცმელი უხეშია, ფეხს ტკენს.

ყოველთვის მინდოდა ასეთი “დახვრეტილი” რამე.

პ.ს. აი თურმე რატომ ვერ ვყიდულობ და ვირგებ აქ ფეხსაცმელს, შუალედური ზომები არ იშოვება : ((((

პ.პ.ს. მცივა, ამიტომ ტანსაცმელის გადმოლაგება, ჩაცმა და გადაღება ძალიან დამეზარა, სიტყვაზე უნდა მენდოთ : (

ჩემი საყვარელი ნივთი, ჯერ ერთი მარწყვის არომატი აქვს, მეორე ამ სიცივეში ძშეუცვლელი ნივთია და მესამე, ძალიან მომწონს მისი “მორთულობა”.

პირდაპირი რეპორტაჟი საკვირაო წირვიდან


შემცივდა+ გადამიარეს და გადმომიარეს, გამწიეს-გამომწიეს “მორწმუნეებმა” რომ ერთმანეთი გადაეკოცნათ და ოჯახები მოეკითხათ შუა წირვის დროს.
ბევრი ხალხი იყო, საშჳნლად არ მომეწონა იმ ჭყლეტვაში უცხო ადამიანებთან ასე ახლო დგომა, არც ისე სასიამოვნო სუნების ყნოსვა და მემგონი ვინც გაციებული იყო, ყველამ მაშინ გადაწყვიტა იქ მისვლა და ახველეს და აფცხიკეს იქ. წირვის დასრულების მერე იქადაგა მამა ზაზამ და ისა, ჭკვიანი კაცია ძალიან : )
ქადაგება მორჩა, გალობა დაიწყო და მეთქი ვსე, წავედი აწი და თურმე ჯვარს უნდა ემთხვიო და ღვინიანი პური აიღო (მერე რა რომ ვერცერთ კომპონენტს ვერე ვიტანთ ვერც მე და ვერც ჩემი კუჭი 😦 პურს და ღვინოს ვგულისხმობ ). მიმაბრუნა ალეკომ უკან და ჩავდექი რიგში მორჩჳლად, რაღა მექნა. (ხო, ალეკო ჩემი უფროსი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია).

საერთოდაც, როგორ გავძელი დამთავრებამდე,ვერ ვხვდები, ისე ამტკივდა წელი დიდხანს ფეხზე დგომისგან, თან იმდენი ხალხი იყო, სკამს ვინ ჩჳვა, კედლამდე ვერ მივედი რომ მივყუდებოდი 😦
თავი მტკივა-გული მერევა, ეტყობა წნევა დამივარდა ან ამივარდა, ნე ზნაუ.
სამხურში ვზივარ სრულიად მარტო, ისმის როგორ მოძრაობს მეტროს მატარებელი, ტაიმერზე 5 წუთი დამრჩა და დრო ვიხელთე რამის დასაწერად.

მოკლედ, ისეთი უარყოფითემოციიანი ვიყავი იქ, არამგონია მადლისმსგავსი რამე წამომყოლოდა იქიდან, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ჩემი საქმე, რისთვისაც ახლა ლაბში ვზივარ, ხუთიანზე გამოვიდა.
პ.ს. ზამთრიოს სქელი ნაჭრის კაბა რომ მაცვია, თავი დედამიწაზე ყველაზე დაბალი,სქელი და მახინჯი მგონია ხოლმე 😦 თხელები მიყვარს მარა მოვკვდები ვერ გადავიტან ქარის დაბერვას :s
პ.პ.ს. ჩემი კურსელი დავინახე, იმანაც დამინახა მარა ან ჩათვალა რომ მოველანდე, ან თუ მიცნო, იფიქრა, მეშლება ,შანასი არაა ეს ახლა აქ იყოსო. კიდე კაი, რაღაცნაირი გოგო იყო, არ მევასებოდა არასოდეს.

მოულოდნელი სტუმარი


კარზე კაკუნია, ჩამოიღეს კარი, გავედი ბუზღუნით და მეზობელია, ეს კატა შენ ხომ არ გამოგეპარაო?
ვინცხა კატა იჯდა ზღურბლზე და მიყურებდა.
კარგად რომ დავაკვირდი, ვიცნობ ამ კატას, ეზოსია, ხშირად ვხედავდი მარა არ მოდიოდა ხოლმე ახლოს. ერთხელ ჩემი კატა რომ გამეპარა, დავდიოდი შუაღამისას და ფისო-ფისო თქო გავიძახოდი, იმდენი ვიარე, ეს კატა მოვიდა და შემომკნაოდა, მეთქი დამანებე თავი, მე ჭუკლინეს ვეძებ :(.
ხოდა დღეს მოვიდა, საიდან გავახსენდი ნეტა, მემგონი ორსულადაა, იიიიმხელა და ისეთი ღიპი აქვს, თან ნაჩხუბარი, ცხვირგაჩხაპნილი.
ვისკასის მარაგი გამახსენდა ეგრევე, ვაჭამე, წყალიც დავუდგი და გიჟივით მიასკდა. მშიერი იყო ეტყობა 😦 წყალიც დავუდგი ლიფტთან.


მერე პირის ბანვასაც შეუდგა..

ბევრი ვეფერე და შემოვედი სახლში. ხრუტუნობდა, კრუტუნის ზეაღმატებული ფორმაა ეგ, და თათებით იჭერდა ჩემ ხელს, აფერისტკა ეგა : )))

ნეტა არავინ გააგდოს აქედან, ვაჭმევ ხოლმე. : (
რაღაც ცუდადაა მემგონი და თან დაფრთხული, თუმცა გარეულები სულ ასე არიან ხოლმე დაძაბულები, რა ქნან, ყველა ამათ ერჩის და სხვა გზა არ აქვთ.
აუ კიდე კატების ოჯახს ვიცნობ მეზობელ სახლში, დედა,მამა და კნუტი კატა არიან, როდესმე გადავუღებ იმათაც და დავდებ.

თელავი


ამ შაბათკვირას წავედი თელავში, დედის და კატის მოსანახულებლად.
ესეიგი იმდენი ბროწეული ვჭამე, მთელი წლის მარაგი შევივსე.


ნადიკვარზე ვიპროწიალეთ მე და ბერომ.


მიაუ-აუ-ო მითხრა კატამ და ასე მიყურებდა რაც იქ ვიყავი, ეს თუ ფეხზე ვიდექი. თუ ვიჯექი ან ვიწექი, ზედ მეჯდა-მეწვა და კრუტუნებდა ტრაქტორივით.


ესეც ნადიკვარი.

ეს რაცხა საყვარელი სახლი ნადიკვართან. შარშან “აღმოვაჩინე” რატომღაც, მანამდე იმდენჯერ მაქვს არადა ჩავლილი მის გვერდით……


ხედი ნადიკვრიდან… აი ეგ სახლები რომ გამოაკლო და ალაზნის ველი ცოტა უკეთ გამოაჩინო, ზუსტი ხედი იქნება ჩემი სახლის ფანჯრიდან.


ჩემი კორპუსის ეზო. პირველმოსახლეები იყვნენ ჩემი მშობლები და სხვა მეზობლები და ერთობლივი ძალებით გააშენეს ბაღი, ეს ნაძვებიც სანერგიდან მოიტანეს თურმე, ტყის მიწა დაყარეს და ახლა ყველანაირი ხეხილია, ბროწეული, ბალი-ალუბალი, ატამი, ლეღვი, ალუჩა, ტყემალი, კომში, თხილი, ქლიავი, კაკალი… ჭერამიც იყო და გახმა 😦 პატარა რომ ვიყავი, მაგ ნაძვების წინ მახსოვს, ყვავილნარი იყო, ბეეეეეეეეევრი ნარცისებით და ფერადი ყვავილებით. ახლა აღარაა, ბევრი გადავიდა და მოსულებმა აღარ მოუარეს 😦

ესეც ეზოს შესასვლელი და ცაცხვის ძირი.
ლამაზი და სუფთა ქალაქია თელავი. მართლა სუფთაა, განსაკუთრებით ჭუჭყიანი და გამონაბოლქვიანი თბილისის მერე იგრძნობა, ჰაერშიც შემოდგომის სუნი დგას.
იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩემია და იქ გავიზარდე, საქართველოს ცოტაზე მეტ ქალაქში ვარ თუნდაც გავლით ნამყოფი ან ერთიორი დღე დარჩენილი და ასეთი მშვიდი და სუფთა ბორჯომი ვიცი მხოლოდ.

ბოლოდროინდელი ანგარიში კიარადა ბზზზზზ


  1. დაახლოებით ორი კვირა ან ცოტა მეტია თემას ვწერ-ვწერ-ვწერ გულდასმით და დღეს გავარკვიე რომ ჩემ გარდა ყველასთვის მიუციათ თეორიული მასალაც….. აი თუ არ გავრეკავ არ მგონია, მე საცოდავმა სადღაც 20 სტატია წავიკითხეგლდასმით, 10-ოდე ბოლომდე ვთარგმნე და ჩორტ ზნაეტ რამდენს თვალი გადავავლე სასარგებლო ინფოს ძიებაში.
  2. ჩემი კბილების ამბავი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. სამაგიეროდ ნერვები აღარ მყოფნის, თურმე ერთი ფესვი დასაპლომბი იყო დარჩენილი და უნდა დავპლომბოთო და გრძელი წვრილი ნემსი რომ დავინახე (ფაილი ქვია ადამიანურ ენაზე თურმე) ვაიმე ეს კოშმარი აღარ მორჩა თქო და თავის ხელში აყვანის მეთოდს მივმართე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მეთოდი შემდეგშია: რაც შეიძლება მაააგრად ვეხუტებით საკუთარ თავს, კარგად ვუჭერთ და გუნებაში ვიმეორებთ რას გავაკეთებთ ამ სკამიდან რომ ავდგებით, ვითვლით არითმეტიკულ მაგალითებს და რამე პრობლემაზე ვფიქრობთ. ამართლებს სხვათა შორის : )))
  3. გავხდი, ნუ ურავაშა ერთია მარა საჭმელად ვერ ვიცლი ან ვერ ვჭამ ან ცხელა და იმიტომ ვერ ვჭამ და მოკლედ, ჯინსი გამიგანივრდა და მიხარიასავით ; )))
  4. თბილისში ისე ჩამოცხა და ისეთი მტვერია რომ ამასწინ რუსთავში რომ მომიწია წასვლა, იქაურობა სამოთხედ მომეჩვენა, ცოტა მანქანა დადიოდა და .
  5. აღმოჩენა: გარეთ რომ ყველაფერი იწვის, სახლში ნასკი მაცვია, ფეხები მეინება, ისე გრილა, რა მაგარია.
  6. გუშინ ვიშკაზე ავძვერი ხოდა დღეს მთელი დღეა ხელები მაქვს სუსტად, ზემოთ რომ ვწევ ვგრძნობ, სამაგიეროდ ყველა კუნთმა იმუშავა ისეთი დაძაბული დავფოფხავდი : ))) თან კაბა მეცვა და ბალეტკები ხოდა ბალეტკები გავიხადე და მიდიიი, ფეხშიშველი, კრინის მილებიან კიბეზე. კაი იყო : ))))
  7. ბებიაჩემის და მოკვდა სამშაბათს… კაი ხნის გამოტირებული მყავდა, ცუდად იყო დიდი ხანი და არანაირი ემოცია აღარ მქონია, გამიკვირდა კიდეც. თან ისე იწვალა, დაისვენა საწყალმა სიკვდილით. სამი და-ძმიდან ერთიღაა ცოცხალი, უმცროსი. რა ცუდია ალბათ, შენს გარშემო რომ ნელ-ნელა კვდება ხალხი და აი მერე უკვე ხვდები რომ მალე შენი ჯერიც მოვა…
  8. ჩემს კატას ახალი გატაცება აქვს-ჩემი მეგობრის ლაკის ჩანთა, გრილია ეტყობა და ზედ ბრტყელდება ხოლმე ბლინივით, როგორც კი დადებულს დაიგულებს სკამზე : ))) კიდევ ბუზების სეზონიგაიხსნა და წუხელ ორჯერ გამეღვიძა, ჩემ საწოლთან დაფრინავდა ეტყობა ერთი ცალი და ხტომა-დევნაში თავზე დამახტა ეს დებილოზავრი. დღე კიდე თუ ზემოთ კედელზე ზის, დაჯდება იატაკზე და შეჰკნავის საწყალობლად, იძულებული ვხდები ვტაცო ხელი და ავწიო ბუზის სიმაღლეზე, დაიჭერს ხოლლმე და კმაყოფილი დადის კუდაპრეხილი: ))

გამოფენა….


ცაიტნოტში ცხოვრება და დღეში 3-4 საქმის კეთება და აქეთ0იქეთ პროწიალი რა საინტერესო, დამღლელი და ნერვული ყოფილაო

ჰრქუა მემ

და

წაბუზღუნდა სამაგისტრო თემის საწერად, რომლის დაწერასაც ბოლო არ უჩანს და სავარაუდოდ ჩაფლავდება საწყალი მე და ძალიან განიცდის და ტრაურშია.

ხო, სიბრძნის კბილს უნდა დაემშვიდობოო და წინასწარ მეტირება .

პ.ს. ისა…..:მო:

ჩემი მეგობარი


ორი დღეა ჩემთან ცხოვრობს, დილაზე ერთად ვიღვიძებთ, საჭმლის საჭმელად მივბანდალებთ, მთელი დღე წიგნებში თავჩარგულები ვსხედვართ, საღამოს ვბოდიალობთ, და წეღან მაღაზიაში იმდენი ვარჩიეთ ლობიოსთვის რა მწვანილები უნდა გვექნა, კაცი გამყიდველებიც კი ჩავითრიეთ დისკუსიაში.
მიყუარს.
დედამისის მუცელში რომ იჯდა გოგო დაიბადება თქო და მართლაც დაიბადა და მის მერე ვიცნობ, ფაქტიურად მაშინ გავიცანი როცა არც კი არსებობდა, ლოლ.
კიდე ბევრს ვილაქლაქებდი მარა მცხელა ძალიან 😦