წვერის წმინდა გიორგი


რამდენიმე წლის წინ ვიყავი წვერზე. გაზაფხული იყო, სიმწვანე. მაშინ სულ სხვანაირი ვიყავი, სულ სხვა ხალხს ვიცნობდი და სულ სხვა რაღაცეები მიხაროდა.

DSC_9550

ახლა თოვლი დამხვდა, უფრო სხვანაირ ხალხთან ერთად ვიყავი და გზადაგზა იმაზე ვფიქრობდი, რა სხვანაირი იყო ის პერი.

DSC_9499

თბილისიდან მანგლისის მარშუტკას უნდა გაყვე, ვაგზალთან, ტაბიძის ქუჩაზე ავტოსადგური ექსპრესია და 11-ზე გადის მარშუტკა. ბილეთი 4 ლარი ღირს, მაგრამ თუ უბილეთოდ ხარ, სამ ლარადაც იმგზავრებ. გზა საშინლად მოყინულია და ცურაობით დადიან.

DSC_9557

მძღოლს ეტყვი, რომ წვერის გადასახვევთან გაგიჩეროს (ხელმარჯვნივაა გადასახვევი), მერე დაადგები გზას და ივლი. გზა ჯერ ტყეზე გადის, მერე მინდორზე, მერე ნიშთან, მერე ისევ ხეებზე და მერე ეკლესიასთან.

DSC_9635

თუ სადმე რამე გადასახვევი შეგხვდებათ, ყოველთვის მარჯვნივ უნდა აიღოთ გეზი. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მეორედ წასული მივაგნებ.

DSC_9622

ხო, თოვლი არ მიყვარს, იმიტომ რომ სველია და ცივია და კიდევ იმიტომ, რომ ბევრი ტანსაცმელი როცა მაცვია, თავი დიდი მსუქანი სელაპი მგონია და არ მომწონს. (მინიბეგემოწიკი რომ ვარ, ეგ არ ითვლება).

DSC_9515

არადა ძალიან ციოდა და შესაბამისად, ისა…

DSC_9516

რაღაცნაირი თოვლი იყო, ზედ დავდიოდით და არაფერი არ მოსდიოდა, არადა ღრმა იყო, თუ ჩატყდებოდა. (ფეხები ძალიან დაღრეჯილი ჩანს, ელასტიკი მაქვს დიდი, მეტი პატარა ზომა არ ქონდათ)

DSC_9654

უკანასკნელი ფოთლიკანი.

DSC_9569

არ მახსოვდა, აქ ამდენი ჭინჭი თუ იყო შებმული, ერთადერთი, რაც წინა გასვლიდან მახსოვს, კოკისპირული წვიმა და თოკით დაშვებებია.

DSC_9620

ეს ისე, გულიკი

DSC_9607

და ბანალური საყუარლობა

DSC_9613

თბილისიც მოჩანს. 200მმ “ზუმით”.

DSC_9527

ეს გოგო მე არ ვარ, კადრი მომწონს ძალიან. მე სხვას ვთხოვე იგივე გადაეღო და სულ სხვა რაღაც გამოვიდა, სამწუხაროდ.

DSC_9542

ასეთი ხეივნებიცაა ერთი-ორი ცალი გზაში.

სულ დამავიწყდა, ეს ეკლესია ვიღაც უძეო ცოლ-ქმარს აუშენებია, უფრო სწორად, ქმარს (იმჰო). მერე ქმარი მომკვდარა და კედელშია ჩატანებული ქვა, სადაც ეს ყველაფერი წერია, დაბადება-გარდაცვალების თარიღებიანად. (ცოლისაც, დაბადების – წინასწარ).  მააააგრამ ვიღაცას ცოლის სიკვდილის მერე დავიწყებია, რომ ჩასამატებელი ქონდა მისი გარდაცვალების თარიღი და ის ადგილები დღემდე ხელუხლებელია, ანუ ჩვენ არ ვიცით, როდს გარდაიცვალა ის ქალი. ან იქნებ ცოცხალიცაა, თუმცა ეჭვი მეპარება, 1920-ინ წლებშია მგონი ეგ წარწერა გაკეთებული. ხოდა ასე… მე მაინც იმედი მაქვს, რომ ძალიან მოხუცი და ცოცხალია და მის გულმავიწყ ნათესავებს არ დაავიწყდათ, რომ თარიღებია იქ ამოსატვიფრი ქვაზე, და მიხედონ მაგ ამბავს, რავიცი.

პ.ს. მემგონი, დამავიწყდა როგორია წვრილმანები რომ გიხარია. სელფშოტბიც იმდენი ხანია არ გადამიღია, ხოდა, საკომპენსაციოდ.

პ.პ.ს. აქ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ქუდი დავკარგე (ცაცკალი ცაცკალი მე)

DSC_9671

პ.ს. კიდევ მაქვს ძალიან ლამაზი კადრები, მაგრამ რომ დავდო ეჭვი მაქვს ამაღებინებენ, ამიტომ იყოს, წარმოიდგინეთ რომ დევს…

თოვლი ნუცუბიძეზე


გუშინ იმ გადაწყვეტილებით დავიძინე, რომ დილით ავდგებოდი, გავიდოდი კამექსში და ჩამოსულ ამანათს ავიღებდი, მერე გავიდოდი ვაგზალზე, მოვირბენდი სპორტულ მაღაზიებს და მეორადებს ბათინკების და შარვლის საყიდლად, მერე ვიყიდიდი ფიფქებიან ელასტიკს, დაღლილი დავჯდებოდი სადმე თბილად სანამ ვარჯიშზე წავიდოდი.

DSC_9143

დილას თვალი რომ გავახილე 10 საათზე, დამხვდა თოვლი, სიცივე და ა.შ. აივანზე გავედი, ფოტოები გადავიღე და ისევ დავიძინე.

DSC_9156

არადა თბილი ტანსაცმელი მართლა მჭირდება.

DSC_9153

ყოჩაღი ბავშვი, არ ეშინია თოვლის და სადღაც მიდის. სამაგიეროდ მე თოვლიანი ფოტოები მაქვს, სახლში თბილა, სალანდერის მეორე წიგნს ვკითხულობ და პლედს კარგად ვიკეცავ, ფეხები რომ არ გამეყინოს.

DSC_9149

პ.ს. მემგონი მაინც გავალ რამის საყიდლად.

დღიური სენდვიჩის მეთოდით


მემგონი ეს წელი გადაფასებების წელი მაქვს, იმდენი რაღაცა შეიცვალა/შევცვალე ჩემს გარშემო, იმდენი ადამიანი დავივიწყე/დამივიწყა.

სულ მშურდა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ხმამაღლა და გარკვევით იმის აღიარება, რომ ცუდი პერიოდი აქვთ და უხასიათოდ არიან. აი მე არ შემიძლია, ვითომ არ ვიმჩნევ და თან არ გამომდის.

ხოდა ვინაიდან ამ ბოლო დროს ყოვლად უხასიათოდ ვარ და ერთადერთი სურვილი წოლა და არაფრისკეთება მაქვს,  როგორც მე მჩვევია ხოლმე, პირიქით ვაკეთებ. თიდანში დავდივარ, თავდაცვაზე დავდივარ, სამსახურის იქით ვცდილობ კიდე რაღაც ვაკეთო და ადამიანებს მინიმალურად ვეკონტაქტები. საუკეთესო დაქალისთვის არ დამირეკია საუკუნეა, იმიტომ რომ ვიცი, ტვინი უნდა წავუჭამო წუწუნით და ცოდოა.  ვვარჯიშობ, მაგრამ მემგონი უშედეგოდ. ერთადერთი, რაც მშველის ხოლმე, პახოდებია, მაგრამ ამ ზამთარში მწვანე ბლახი არ იშოვება და ამიტომ იძულებული ვარ მტვრიან დარბაზებში ვიარო.

defence

თიდანში ერთი გოგოა, შუა ვარჯიშის დროს დგება, აღებს ფანჯარას (ამ ყინვაში!) ისე, რომ არც კი კითხულობს და 10-ოდე წუთი გვყინავს ხოლმე.  აზრადაც არ მოსდის იკითხოს, ვინმეს ხელს ხომ არ უშლის ფანჯრის გაფრიალება, ისე, ზრდილობისთვის მაინც გვთხოვოს ნებართვა. წინა კვირას მაღალი სიცხე (39) რომ მქონდა, აშკარად მაგის დამსახურება იყო. ჩემი ამბავი რომ ვიცი, მკვახედ ვეტყვი რამეს, ამიტომ უბრალოდ, ვდუმვარ და ვცდილობ ყველაზე შორეულ კუთხეში გავიშალო ხალიჩა.

tidan

თავდაცვაზე ჩემი და მწვრთნელის შეხედულებები ძალიან არ ემთხვევა ერთმანეთს, იმ პლანეტიდანაა, ტრადიციული საქართველო რომ ქვია.  ძალიან ვბრაზდები, როცა ჩვენს სისუსტეს უსვამს ხაზს და ამაზე “გვეხუმრება” .  ტოჟე მნე ძლიერი ბიჭი, ბევრი “კარატისტი” “რაგბისტი” და მსგავსი კუნთებიანი ტიპი მინახია პახოდებში, მე რომ მივდივარ ნეელა და ბოლომდე და ისინი რომ კვდებიან და წარა-მარა ვაიმე დავიღალეს ძახილით ეფერთხებიან.  არ ვდაობ, 50 აზიდვას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ და ვერც ვინმეს მოვუგრეხავ კისერს და ბიჭს ფიზიკური ძალით ვერ ვაჯობებ, მაგრამ გოგოებს როცა ავარჯიშებ თავდაცვაზე, ხუთ წუთში ერთხელ არ უნდა უმეორო, რომ უშნოდ ფაფხურობენ რაღაცას. მე იქ იმისთვის მივდივარ, რომ რამე ვისწავლო, თორემ ცოდნის გარეშეც მომიგერიებია ადამიანი უბრალო კალმით და გაქანებული მანქანიდანაც გადმოვმხტარვარ.

მორიგი “ფაფხურობთ” ტიპის გამოსვლის მერე ვერ მოვითმინე და გავიღიმე, შენი თავი მანახა პახოდში, 10  წუთში ერთხელ რომ შეისვენებ თქო და არიქა, გამაბანძესო, ისეთი “იუმორი” დადო, უბრალოდ ვერ მივხვდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა.

მეტეო

მეტეოზე მინდა ძალიან ასვლა, აი უძალიანესად, იმდენად მინდა, რომ აუცილებლად უნდა ამიხდეს ეს სურვილი. აბა ამდენს ტყუილად ხომ არ ვვარჯიშობ. აღჭურვილობასაც ვიყიდი, ვინმესაც ვიპოვი, ვინც მეტეოზე მიდის, და გავყვები, არ დავიღლები, მუხლი უკვე მაგარი მექნება და ავალ ბოლომდე, იმ ფერად შენობაში ჩაის დავლევ და გამიხარდება, რომ ვცხოვრობ.

kill

ერთი ძველი ადამიანი მიშლის ნერვებს. იმდენად მიშლის, რომ მინდა მოკვდეს. აი ასე, ადგეს და მოკვდეს, რომ ზუსტად ვიცოდეს, რომ აღარ არსებობს და რომ ვეღარაფერს ვეღარ მავნებს აწ და მარადის.

people

უინტერესო ადამიანები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საინტერესო,  და ის ფაქტი, რომ როცა სადმე ვარ ხოლმე უმეტესწილად მოწყენილობისგან ვკვდები და სახლში მინდა, ჩემი ბრალი არაა და თავს არ უნდა ვადანაშაულებდე იმაში, რომ უჟმური ვარ. უბრალოდ ,საინტერესოები და კარგები ძალიან ცოტანი არიან, იმათთან პირიქით, გინდა რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო. თუმცა, ეტყობა იმ საინტერესო ადამიანებსაც მხოლოდ საინტერესო ადამიანები აინტერესებთ და არა ჩემნაირი ისინი.

noomi-pace-original-lisbeth-salander--large-msg-129486776434

ლიზბეთ სალანდერს გავხარო, გუშინ მითხრა ნანამ.  პეპის მადარებდნენ, მეამბოხე სულში რომ წითელთმიანი გოგო იყო, იმას (მაშინ არ მქონდა წითელი თმა ოღონდ), კიდე ვიღაც ფენტეზის პერსონაჟს, არ მახსოვს ვის. მე თვითონ მგონია, little women-ში რომ ჯო-ა იმას ვგავარ, მარა ლიზბეთს? სერიოზულად?

წონა გამეყინა, სამსახურში შესვენება მაქვს, ვზივარ და ამას ვპოსტავ ექსპრომტად. დედაჩემის გაკეთებული ტომატი და შოთის პური მქონდა ლანჩზე, ახლა ყავა ადუღდება და ყავას და სიროკს შევჭამ.  ამ ზაფხულს 50 კილო ვიყავი,  ბოლო ორი თვეა კიდევ 53-55-ს შორის ვმერყეობ. ისევ 50 მინდა ვიყო, ხელს მიშლის ზედმეტი კილოები.

 

სენდვიჩის მეთოდი

ფაქტების მოყოლისას გამოიყენება, ჯერ ყვები კარგს, მერე ცუდს, მერე კარგს

კარგი – ახალი ლამაზი ვარდისფერი ჯემპრი მაქვს

ცუდი- კამერის დამტენი გამიფუჭდა და ახალი მოდის ერთი თვეა და ვერ ჩამოაღწია

კარგი– თანამშრომლის პატარა ბავშვის სანახავად ვიყავით, სამი თვის ყავს და ისეთი საყვარელია. :გულიკი:

 

თბილისური დილა


რამდენი ხანია, შაბათ-კვირას ქალაქში არ ვყოფილვარ, თან ისე, რომ საქმის ნატამალიც კი არ მქონია და სრული უსაქმურობა კიდევ…

გუშინ დაძინების წინ ვიღუშებოდი წინასწარ, რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო ამ მოჟამულ დღეებში შაბათ-კვირას სახლში გამოკეტილმა თქო, თან არაფრის დაგეგმვის ხასიათზე არ ვარ, ხოდა…

დილას, უფრო წორად თორმეტ საათზე რომ ავიზლაზნე კიდევ უფრო მოღუშული, აი ეს დამხვდა ფანჯარაში და გადავღიმილდი.

DSC_9018

მეზობლის აივანზე ბეღურა თბებოდა.

DSC_9052

პირველ სართულზე უკიდეგანოდ ხმამაღალი ბავშვი ყავთ, სამაგიეროდ ბავშვის სათამაშოები კარგად ჯდება კადრში.

DSC_9046

კორპუსის ფონზე.

DSC_9040

რა ხეა არ ვიცი, მაგრამ ლამის იანვრამდე აქვს ხოლმე ყვითელი ფოთლები.

DSC_9063

პ.ს. პიჟამოზე უზარმაზარი ხალათი მაქვს მოცმული, ზემოდან ურჯულა წითელი პლედი მაფარია, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს,  გვერდზე ყავის ჭიქა მიდგას,  ფანჯარაში მზე ჩანს და რომ არ ციოდეს, გარეთაც გავიდოდი.

მცივა!


მცივა დილით, ლოგინიდან ადგომისას, მაშინვე უზარმაზარ ხალათში ვეხვევი, მაგრამ მაინც. მერე იმ ხალათის გახდა და ცივი ტანსაცმლის ჩაცმაა მთელი სატანჯველი.

მცივა მარშუტკის გაჩერებამდე, სამსახურში მისვლამდე, სამსახურში  ცხელ ჭიქას და რადიატორებს ვეხუტები, ოდნავი გათბობის მიზნით, ლანჩზე ვცდილობ ცივი არაფერი ვჭამო.

მცივა სახლში მისვლამდე, მარშუტკაში, სახლშიც, სავარძელში რომ ვზივარ კარმის გვერდზე, მაცვია ბევრი, მაფარია ბევრი და ალაგ-ალაგ ხელის მტევნებს ვითბობ, იმიტომ რომ გაყინული მაქვს და ძლივს ვამოძრავებ.

აუტანელია ეს სიცივის შეგრძნება, მთელ ტანში მაჟრჟოლებს, მსუსხავს, ყინვა ცხვირზე/ლოყებზე მკბენს რამდენიც არ უნდა ჩავიცვა (ცხვირთათმანები ჯერ არ მოუგონიათ).  ამწუთას ყელი მტკივა ცოტა და მამცივნებს. ალბათ ვცივდები.


ჩემნაირები თბილ ქვეყნებში უნდა სახლობდნენ, იმიტომ რომ შეუძლებელია სულ გციოდეს და ბედნიერი იყო.

მზეც სადღაცაა დაკარგული და ასეთ მოჟამულ ამინდებში ცხვირი მეშვებინება ხოლმე და აბზზზზ.

პ.ს. ერთადერთი, რაც ზამთარში მაბედნიერებს, არის შეშის ღუმელი და კიდევ ბარდნა, როცა სახლში ხარ თბილად, გარეთ ბარდნის, სითეთრე და სიჩუმეა.  ბარდნაში ბოდიალიც მიყვარს, ამ დროს დადებითობები წონიან იმას რომ მცივა- თოვლის ჭრაჭუნი ფეხქვეშ და თოვლიანი ჰაერის სუნი.

მოხუცი ქალი, რომელიც ახლა ალბათ უკვე მკვდარია


ორი თუ სამი წლის წინ, ენქაუნთერს რომ ვთამაშობდი ხოლმე, ღამე დავბოდილობდით, თამაშს ვგეგმავდით, ტურების ლოკაციებს ვარჩევდით. ერთ-ერთ ასეთ გასვლაში მოხუცი ქალი ვიპოვეთ, თოვლში და ყინვაში, როცა სქელი დუტის ქურთუკი მეცვა და მაინც ვიყინებოდი, სკვერში იჯდა მოკუნტული და ზემოდან პარკი და მუყაო ეფარა.
პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდნენ, კითხვები დაუსვეს. არეულად პასუხობდა, თავს მაღლა არ წევდა, აშკარად უნდოდა, თავი დაგვენებებინა და მალე წავსულიყავით.
პატრულმა უარი თქვა სადმე წაეყვანა, აზრი არ აქვს, ერთი ღამით თუ წავიყვანთ, მერე მაინც გარეთ უნდა გამოვუშვათო. თან დააყოლეს, “რამდენი ასეთია”…

სარეცხი გავფინე წეღან, ყინავს გარეთ და ისევ ის ბებო გამახსენდა.

მოკვდა ალბათ უკვე და ამ ზამთარსაც ბევრი მისნაირი ვერ გადაიტანს.

ხოდა, მე ეგოისტურად მიხარია, რომ თავშესაფარი მაქვს და ასეთ ამინდში ყოველთვის მახსენდება ის ბებო, ყინვაში.

და ბებო, აღდგომის კვერცხებით.

საწოლის სირბილე რომ დააფასო, ცივ იატაკზე უნდა დაიძინო. ან ერთხელ მაინც უნდა წახვიდე ლაშქრობაში და კარავში, პარალონზე ორი-სამი დღე ძილის მერე სახლში დაბრუნებისას ორმაგად დააფასებ ცხელ შხაპს და ბალიშს.

არა, რა სენტიმენტები, უბრალოდ, სარეცხი გავფინე და ძალიან შემცივდა, ტვინიც მომეყინა და ვბოდავ.

p.s. ზედა სურათი რომში გადავიღე, დღემდე არ ვიცი, რა წერია ზედ.

ბზობა, გარეჯი, ტრიალი მინდვრები და ბოდიალი


აქა ამბავი იმისა, როგორ ავაშენეთ ახალი გზა, გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი, ვიარეთ ფეხით ძალიან ბევრი ქარში, როგორ ვიჯექით ერთ ჯიპუკაში 16 კაცი, ვიფოფხეთ აღმართებზე ბალახსმოჭიდებულებმა და სხვა მრავალი… გვიყურეთ, არ გადაგვრთოთ.


ძველი ინგლისური ციხე-სიმაგრეების და ამწვანებული ბალახების ნახვის მუღამზე რომ მოხვალთ, აპრილის გარეჯი გაქვთ მოსანახულებელი ე.ი.

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

სიმშვიდე, სიმწვანე, ბევრი ხალხის მიუხედავად, იდეალური ჰარმონია.
ვერ გაარჩევ სად მთავრდება ბუნებრივი კლდე და სად იწყება ადამიანების ხელით გაშენები, ნაკვეთი, ნაწვალებ-ნაამაგარი.


აქ მონასტერია, ე.ი. კაბა და თავსაბურავი აუცილებელია, მე მოსახვევი წავიღე, შევეცადე თავზე აბრეშუმის შარფი დამეკოსებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე, შევეშვი და ქურთუკის კაპიუშონს შევაფარე თავი ეკლესიაში, მერე ეგეც მოვიხსენი, ხელს მიშლიდა კომფორტულად გარემოს აღქმაში…

ძალიან ლამაზია აქაურობა და ფუსთა… იდეა მაქვს, მთელი საქართველო წმინდა ადგილად გამოვაცხადოთ, ეგებ მაშინ ქუჩაშიც აღარ დაყარონ არაფერი….

ასეთი ხედი იშლება შესასვლელიდან, ჩამოჯდები, დატკბები, ერთი კვირა მაცხოვრა აქ, ნირვანაში ისე გავალ, თვალს არ დავახამხამებ.


მერე დოდოს რქაზე წავედით, არაა შორს, აქვეა, ესეც ბერების ადრინდელი სამყოფელია… რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავი, აქ ძალიან ბევრი მწუანე ბალახი და ყაყაჩოებით მოფენილი ველი იყო, ახლა კიდევ გადახრიოკებული დაგვხვდა ფერდობი. ზემოთ და მარცხნივ ჩანს ქვაბულები, კარგად თუ დააკვირდებით.

VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ.
შედგება სხვადასხვა დროის (VI – XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან.


ახლოდან ასე გამოიყურებოდა, მეტალო-პლასმასის კარფანჯარა, ესაო, ისაო… არადა უხდება, მე ვიყო შპროტის ბანკა და პიკულის ცარიელი ქილა…..


მოწონს ეს სურათა, წმინდა მამები დგანან და გველიან….
ერთი მამა გამოგვყვა, არქიმანდრიტი ყოფილა, სულ თან გვდია და გზები გვანახა და მოკლედ, გვიპატრონა.


რამდენიმე წლის წინ ამ ახლადგათხრილი ეკლესიის 3/4 მიწაში იყო… აქ შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში.


მეზობლის ბავშვი აწ უკვე ყოფილ და დანგრეულ მეექვსე საუკუნის შენობის იდეაში (ანუ თავის ჭკუაში) უკანა კედლის ფანჯარასთან ზის.


შორს თეთრ წერტილად მარშუტკა მოჩანს, დოდოს რქიდან ვბრუნდებით და ვაპირებთ საბერეებისკენ წავიდეთ… (მაგრამ ამ დროს ზემოთ ვიღაცამ ჩაიხითხითა და დაიწყო და რა დაიწყო…)

მეორე მარშუტკის მძღოლმა გაპარჭყა ფეხები, ლოდი ააგდო და თავი შეუშვირა, ჩემი მარშუტკა ისეთი ნაზია როგორც დილის ნამიო და ძალიან დიდი ბოდიში, ამ ჩემს ფეხებს კიარადა მარშუტკის რესორებს თუ წინ რომ რაღაცა უყენია იმას, წადით ისე, როგორც გინდათო. ბასა გადაირია, გადმოირია, ეჩხუბა მარა არ უშველა ამან მძღოლს და დავიწყეთ ბოდიალი…


წარმოიდგინეთ 22 ადგილიანი მარშუტკა და 40 ადამიანი, ნაწილი ფეხით დადიოდა/დავდიოდით, მარშუტკა ხალხს წაიყვანდა, მერე უკან დაბრუნდებოდა და ფეხით მიმავლები მიყავდა და ა.შ. და ა.შ. რამდენჯერმე… ნუ ალაგ-ალაგ საყვარელი ორმოები იყო და იქ უკვე უნდა ჩამოსულიყო ყველა რომ მარშუტკას არაფერი მოსვლოდა. ერთგან კი უზარმაზარი ორმო იყო და ვეცით ქვებს და გზა “ავაშენეთ”.

თან ქარი იყო ისეთი, უკნიდან თუ მიბერავდა ფეხებს ძალას აღარ ვატანდი,ისედაც მივდიოდი ქარის ძალით. და მინდორი, ტრიალი, ბუჩქი არ იყო ძაღლს რომ მიეფსა (ნეტა რას შვრებოდნენ მეცხვარის ძაღლები ჩვენ რომ გამოგვეკიდენენ აი ისინი?).

ისე, კიდევ კაი ფეხით ვიარეთ, დღის ყველაზე კარგი ნაწილი იყო, ულამაზესი პეიზაჟები, ფუსთა ჰაერი, კრიალა ცა, მოკლედ, ნირვანა… ვივლიდი ასე დაუსრულებლად :გულიკი:

ბოლოს მივედით ადგილამდე, სადაც მეორე მარშუტკამ, აი ემ სორი მაგრამ ნაჭაობარზე ვერ გადავალ, ჩავრჩებიო… გასავლელი რჩებოდა მმმ… ბევრი, ალბათ 5-ოდე კილომეტრი ან ცოტა მეტი, შორს მთის წვერზე მღვდლის ჯიპი ჩანდა წერტილად… ამასობაში გახდა 7 საათი, ანუ უკანა გზაზე უეჭველად დაგვიღამდება, გამახსენდა მეცხვარის ძაღლები და ტვინი გავუღუნე ალბათ ბასას, იმდენჯერ გავიმეორე ხომ არ დავბრუნდეთ თქო, თან აჩქარებული ტემპით მივიწევდი წინ, პრინციპის ამბავი იყო უკვე საბერეების ნახვა 😀 დაღამება რომ არა, არც იყო პრობლემა იქამდე მისვლა.

ამასობაში იმ მღვდელმა ეტყობა იფიქრა, ესენი ისეთები ჩანან, ღამის 12-ზეც რომ მოუწიოთ მისვლა, მაინც მივლენო, დაბრუნდა უკან და სამ გზობად წავგვიყვანა, 16 ადამიანი ვიჯექით მანქანაში.


და დავინახეთ ეს…… ღირდა ყველა გავლილ კილომეტრად, მოწყურებულ წყლად, იმ მოღალატე მძღოლზე გაბრაზებად, გზადაგზა ადევნებულ და აყეფებულ ძაღლებად, ვეღარმივალთ ფიქრებად…

.

სულ არ მეტყობა, ოთხით რომ ამოვედი აღმართზე და ბლახებს ვეჭიდებოდი და საკუთარ თავს ვუმეორებდი რომ მე სიმაღლისა არ მეშინია, რა სისულელეა 😀


ასეთი ხედები იყო ზემოდან… მთელი გზა საშინელი ქარი იყო, აქ ნიავი ქროდა და მზე ათბობდა.


ალბათ რა ბედნიერები, კეთილები და მშვიდები იყვნენ ის ბერები, აქ რომ ადგილები იპოვეს, მერე იშრომეს, გამოთხარეს ქვაბულები, მოხატეს და მერე ცხოვრობდნენ და ალბათ აქვე კვდებოდნენ (აქ გამომაღვიძოთ სიმართლე არ მომიყვეთ ასე ჯობია რა)


ერთადერთი ხე საბერეებისკენ მიმავალ გზაზე :გულიკი: :ბევრიგულიკი:


დაბოლოს…. მთვარეც კი ამოვიდა, სანამ წამოვიდოდით.

დაბრუნება უკვე აღარ არის საინტერესო, გარდა იმისა, რომ უკანა გზის ორმოებთან ისევ იცლებ-ივსებოდა მარშუტკა, ბასას ჭრიჭინებმა ისე იმხიარულეს და იმდენი ვიცინე, ვერც გავიგე ისე ჩამოვედით იმ მეორე მარშუტკამდე, გადავნაწილდით და მერე აღარ მახსოვს, მგონი მეძინა….

პ.ს. არ შემიძლია არ აღვნიშნო გავლილი დღის ერთადერთი შავი ლაქა ჩემი აზრით, მგზავრი, რომელიც მთელი გზა აფრქვევდა საქართველოს აშენების სტრატეგიულ გეგმებს, აძაგებდა ყველას და ყველაფერს და საერთოდაც ცოტა მეკლდა რომ არ მეკივლა , გასკდა თავი, მოდუნდი და იკაიფე და სხვასაც აცალე კაიფი თქო 😦 საბედნიეროდ ფეხით ბევრმა სიარულმა მოგვიწია და მაქსიმალურად გავრბოდი :მო:

პ.პ.ს. ყველა გამუქებული ციტატა კარავიდანაა წამოღებული.

P.P.P.S. ფოტოაპარატი ჯდებოდა და მარტო საკვანძო მომენტები გადავიღე 😦

მე მიყვარს მზე


დაბადების დღე-22 ივლისი.
ზოდიაქო-კიბორჩხალა, წყლის ნიშანი.

კი, როგორ არა…

მზის ადამიანი ვარ მე.

მზის, რომელიც დილაობით ფანჯარაში მიჭყიტინებს, ფარდაზე მოქარგულობებს მიხატავს და მეუბნება-გაიღვიძე, კიდევ ერთი თბილი და ჟღურტულა დღე გათენდა-ო.


ის მზე მიყვარს, ზაფხულობით ბალახზე გაწოლილს რომ მადნება ზედ და მთელ სხეულში მივლის ჟრუანტელებად, გამლღვალი შოკოლადის ნაკადულებივით, ვანილიან კექსზე.


შემოდგომობით ლბილად რომ მეფერება ორი ზომით დიდ, ნაქსოვ ჟაკეტში ჩაფართხუნებულს და აივანზე მოკალათებულს, თან კი ყურძნის, კარალიოკის, აბოლებული ფოთლის გროვების და ახალნაწვიმი თივის ზვინების სურნელი მოაქვს.


ზღვა რომ ირეკლავს, ის სხივები მიყვარს, თვალს რომ ჭრიან, სულში მიძვრებიან და იმ ამბებზე მიყვებიან, ოდესღაც რომ მომხდარა ჩემსკენ, მითარგმნიან და გარშემო დასუნსულებენ, იქნებ რამე ახალი დამაცდენინონ, აიტაცონ და თავის ნებაზე ააქარაშოტონ სამყარო.


გაზაფხულის შხაპუნა წვიმის მერე გამობრჭყვიალებული მზეც ჩემიანია, ოზონის, აყვავებული ხეების, გათიბული ბალახის და სველი მიწის სურნელით. ძარღვებში რომ გივლის სიგიჟედ.

ლაშქრობებში რომ ცხვირს რომ მიწვავს შუადღისას, დილით კარავიდან გამომძვრალს მესალმება და მაფხიზლებს, საღამოობით ცას ღებავს ფერად-ფერადად და კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ოდესმე მეც ავიღებ ფუნჯს მარცხენა ხელში და დავხატავ, ზეთის საღებავებით, მსუყე, ხალასი ფერებით, ხის ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოზე. გვერდით კი მეჯდება კატა.


ზაფხულში, მზის ყველა სიკვდილს ფერები რომ მოყვება, ეგ მიყვარს.


ადამიანები-მზეებიც მიყვარს, თვითონაც რომ ხვდებიან ხშირად, როგორ მზეობენ. ზოგჯერ მამჩნევენ, გამომელაპარაკებიან ან რამეს გაიფიქრებენ, ან, ვერც შემამჩნევენ ისე გაიხედავენ სადღაც, იქეთ, მე კი სულ მახსოვს, რომ ისინი არსებობენ დედამიწაზე და არც ისეთი უმზეოა სამყარო. გოგოები, ბიჭები, ბავშვები, გაფანტულები დედამიწაზე, ჩემი მოთხოვნილებისთვის- მე მზეები მჭირდება სიცოცხლისთვის.

იქნებ თქვენც ხართ ვიღაცის მზე
და არ იცით?

p.s. ყველა სურათა, სადაც მე არ ვჩანვარ, და პირველი, სადაც ვჩანვარ, ჩემს მიერაა ნაცოდვილარი :უსერ:

იყალთოს აკადემია


შაბათს კარაველებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავი კახეთში, ამის გულისთვის. დანარჩენი ყველაფერი ნანახი მქონდა და იყალთო არა. ჯეოსელმა ხომ წამოიწყო სარესტავრაციო სამუშაოები და რამე გრანდიოზულის მოლოდინით წავედი…
არ მინანია , თბილოდა, ჰაერში მაინც შემოდგომის სუნი იდგა და ეზოშიც ხმელი ფოთოლი და მწვანე ბალახი იყო ერთმანეთშჳ არეული.


ეზოშჳ დავჯექი ძველი ხის მორზე და კარგახანს ვიჯექი, სიმშვიდით და იმის შეგრძნებით ვტკბებოდი, რამხელა ისტორიის მქონე ადგილას ვიყავი. მერე ეს სურათი გადავიღე.


რაცა შუბლზე გეწეროს…
გული დამწყდა, საფლავის ქვები ხავსისგან მაინც გაეწმინდათ, ზოგი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. ეკლესია ხარაჩოებში იყო, ზამთაარში შეჩერდა და მერე ისევ გაგრძელდებაო. კაი, ეკლესიას აღადგენ,მარა აუცილებელია თავზე მაინცადამაინც გუმბათი ედგეს, რამეს რომ მოკიდონ ხელი გადასარჩენად? 😦 ამ საფლავებსაც აქვს ისტორიული ღირებულება, თჲ მაინცადამაინც სარგებლის მიღება უნდათ რამის გადარჩენისგან.


ეზოში. გაადიდეთ და მაყვალ-ბარდებს დაინახავთ, რომლის გაკაფვასაც ერთი გამრჯე ადამიანი და ერთი დღე ყოფნის.


აკადემიის ნანგრევები

ეს მცირედი ისტორიული ცნობები დაინტერესებული პირებისთვის
იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ში. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება” (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

week-end



სასაფლაოზე ვსრიალებთ :)))
მსხვერპლი არ შეინიშნება, ზემოდან არავინ არ ყოფილა :მო:


მე და ზღარბუნია ვუყურებთ ფილმა იმაზე თუ როგორ დაკარგა ბიჭმა (მგონი) :))


კიდევ ზღარბუნია

რას ვუყურებ ნეტა მაცოდინა : ))))))
ოდა ისა, წივწივღოველები იყვნენ იქ, ქვიშხეთშჳ, ცუცქების სახლში. თავიდან შემცივდა ფეჩიან სახლში, ტემპერატურული ცხვლილებების გამო ავიბუზე, მერე გამიარა და კაი პონტი იყო, თან ბევრი ბავშვები კიდევ უფრო კაი იყო. ტოტალური უსაქმურობის რეჟიმში გავატარე სამი დღე, ერთადერთი საკუთარ ლოგინს ვალაგებდი, და ერთი ცალი კარტოფილი გავთალე, ლოლ. უი კიდე სოსისები ჩავყარე ქვაბში : ))) რა კაია სახკლში ვირაც შენ მაგიერ რო აკეთებს რაღაცას, თვეზე მეტია მგონი დედაჩემი არ ჩამოსულა და მომენატრა მჭირდა

მეორე დღეს ისე გამოვთვერი…. ჯერ ორი ჭიქა ისე დავლიე, მერე მარანშჳ ჩავიპარეთ რამდენიმე კაცი, მერე სასაფლაოზე ავიხირეთ და უდანაშაულო ბიჭები წავათრიეთ, რომლებსაც მგონი სულაც არ უნდოდათ წამოსვლა და თბილი სახლის დატოვება თუმცა მერე ალბათ გულში მადლობაც გვითხრეს ასეთი საინტერესო ექსკურსიისთვის : )))

აუ ზღარბუნა იყო იქ ისეთი საყვარელი და პატრონი კიდევ უკეთეს წარმოდგენებს ადგმევინებდა, ისსსსსსსეთი საყვარელი ზღარბი იყო მეც მიდნამასეთი 😦

მატარებელში ბოლოსკენ ხო მაინც უნდა მოხდეს რაღაც და ვიღაც სირიკოს გამოხტომამ იმასქნა ხასიათში, თუმცა ის სირიკო სირიკოდ დარჩება, რა მისი ბრალია ასეთი გააჩინა დედიკომ :ვიკ:

სახლში რომ მოვდიოდით დენი ჩაქრა ყველგან, მაღაზიაში შევედი და ყველების ქალი მიღიმის, მეთქი რა უნდა და უცებ გამახსენდა რამდენჯერმე ჩანთით დამინახა და მკითხა პახოდიდან ხომ არ მოდიხარ, მონათესავე სულია ეტყობა. მერე მობილურის შუქით მივაღწიე სახლამდე, და სანთლიანად შევვარდი საბანაოდ : )))

ოდა ისა თუ ამას წაიკითხავთ მადლობა ბოვშვებო ასეთი კარგები რომ ხართ :მო:

ნუ მე ცოტა “ვერ ვარ” მარა თქვენთან ერთად კაი იყო კარგად გავერთე 😀

სურათების დადება მინდოდა მარა რავი, ტეხს მაინც, იქნებ არ უნდა ადამიანს რომ მისი სურათი აქ დაიდოს და ვინმემ ნახოს. : ))))

უი, ყველაზე პრიკოლი, ჩამოვედი, ვიმეცადინე იმ გაბომჟილმა ბავშვმა და დილას რო მივედი უკვე გაუფორმებია ნიშანი : ))