ვიპოვე!!!!! Latest news from წკლიპერინა


ამასწინათ ისანში მეტროს ზემოთ ჩამოყოლებული მაღაზიები რომაა, ერთ-ერთში მოვკარი თვალი მარშუტკიდან, არ დამეზარა და გავედი დღეს.
და აი ისიც, ჩემი გარნიე!
ბოლო მე ვიყიდე იმ მაღაზიაში. მორიგმა გამყიდველმა “დამამშვიდა”,აწი აღარ იქნება, ისედაც კაციშვილი არ ყიდულობდაო. 😀

პ.ს. მერე რა რომ აამასობაში გავცივდი და სიცხე მაქვს : )))
პ.პ.ს. თუ ვინმე სადმე წააწყდით, სიამოვნებით მოგცემთ 5-ს მაგიერ 7 ლარს, ოღონდ მიყიდეთ რა : ((((( : ))))))))

პ.პ.პ.ს. სანამ რამეს ფულს მოვაგროვებ, ეს პაწუა ქენონა ვიყიდე. ხარისხი იმაზე უკეთესია, რასაც 2007წლის მოდელისგან ველოდი.

ცხოვრებაშჳ ამაზე გულახდილი, ემოციური და პირადი პოსტი თუ დამეწეროს მე ვიყო შპროტი 😛

უთმოდ


ჩემთვის ჩემი თმის ფერი იმაზე ბევრად მეტია ხოლმე, ვიდრე უბრალოდ, ფერი, იმიტომ რომ ერთადერთია, რაც საკუთარ გარეგნობაში მომწონს.

ბოლო 2-3 წელია, ერთიდაიგივე საღებავის ერთიდაიგივე ნომრით, ერთიდაიგივე ფერად ვიღებავ და გავიჩემითმისფერე. (იხილეთ ზემოთ).
სამწუხაროდ, გარნიემ გადაწყვიტა, რომ მეყო ხალისობა და ამ ნომერს აღარ უშვებს. სად აღარ ვიყავი, ყველაზე მივარდნილი წერტილებიც კი მოვიარე და არსად არ აქვთ.
შეუღებავობა აღარ გამოდიოდა და მსგავსი ფერი მოვნახე ვითომ, შევიღებე და…
ეს საშინელებაა, კოშმარი, იდიოტიზმი, გაუგებარი, არც წითელი,არც ყავისფერი, იმ ტონზე უფრო მუქი, არაბზინვარე გაუგებრობაა სახელწოდებით “ამასარჯობდაშეუღებავსმევლოოოოო”.
ლაბშჳ მამშვიდებენ ესეც გიხდებაო, მარა ალბათ იმიტომ რომ ისეთ ხასიათზე ვარ, ვინმე შემომაკვდება 😦
ჩემი თმის ფერი მინდა : (((((((((((((((((

თმა ჩემი სიყვარული…..


კიარადა

მთელი ცხოვრება მშურდა ყველა გოგოსი ვისაც ბევრი თმა ქონდა თავზე.

მეთითონ მაქვს თხელი თმა+ თხელი ღერი და ძალიან განვიცდიდი იმას რომ დალალების ბღუჯა არ მედო თავზე.

ამასწინათ გადავაწყდი ამ სურათს და მივხვდი რომ უბრალოდ სტერეოტიპების მსხვერპლი ვიყავი და დევიზით, “რაც ყველას აქვს ესეიგი ის ლამაზია” მომწონდა ხშირი თმა.
ძალიან ძალიან ლამაზი მომეჩვენა სადად დავარცხნილი სწორი და თხელი თმები….
დღეიდან ვიწყებ იმაზე ზრუნვას რომ ჩემმა თმებმაც აღმოაჩინონ რომ ლამაზად შეუძლიათ დალაგდნენ
პ.ს. თუმცა მაინც არ ვიტყოდი უარს უბრალოდ-ის ნაირი თმა რომ მქონოდა , ბევრი ხვეული და თან ასეთი თმა ღებვასაც კარგად იტანს და რა ფერიც მომესურვებოდა იმფერის ვინქბოდი

დღე მეორე, საშინელი განსაცდელი


აბსოლუტურად უცხო გარემოში პირველად ამტკივდა ისე კბილის დაპლომბილი ფესვი რომ კინაღამ ვიტირე :)))) სახლში ალბათ მოვიკუნტებოდი წავიზმუილებდი ხელს მოვიჭერდი წამალს ვყლურწავდი და გამივლდა მარა სავარძელზე ვიწექი გაშოტილი, პლიუს ექიმი,ასისტენტი, და კიდე ორი გოგო დამჩერებოდა და დავითრგუნე. თან პეემესმაც იმოქმედა ეტყობა, ჰხომდა ვეღარ ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, და ნემსი დამარჭეს გამომიშვეს. პრიკოლ,რა, უნემსოდ დამბურღეს, დამიპლომბეს ერთი ფესვი და წკაპ და ჩემი მინი-ისტერიკა, ნემსი და კაი წაი მერე მოი : )))

შემრცხვა ძალიან, ხოვიცი არ უყვართ ისტერიჩკები.: ((

ა ხო თმა შევიღებე კიდე

შევღებდი


იყო და არა იყო გარნიერი გათავებუკლიყო ერთი კვირა არ შემოქონდათ თურმე მაღაზიაში ოდა წავიდა მაიკო და სადღაც აფთიაქში გამყიდველმა უთხრა რომაო აბა ეს საღებავი ცადეო,ნახე,კატალოგში ისეთი წითურია შენ რომ გინდაო. დაუჯერებია ამასაც,უყიდია, წაუსვამს თავზე და შედეგიც სახეზეა, წიწილა რომ ჭარხალში ამოავლო ის ფერი აქვს თმა.
კი,ვიცი, სალონში უნდა ვიღებო და რარაც, მაგრამ რა შეედრება იმ ფაქტს როცა საკუთარი ხელით (ან დაქალის) ისვამ, თითოეულ მონაკვეთზე ცდილობ კარგად წაუსვა, მერე ელოდები-ელოდები-ელოდები, როგორც იქნა დგება დრო როცა უნდა დაიბანო, დაბანისასვე ცდილობ თმის ბოლოებს შეუჭყიტინო რა ფერისებია, დაბანის მერე, უცებ შეიმშრალებ და ცალი თვალით,ფრთხილად იყურები სარკეში, ააბა რა გამოვიდაო, სველზე სხვა ფერია ხოლმე და ვარაუდობ, ა იქნება საბოლოოდ, ამასობაში თმები ნელ-ნელა შრება და რეალური ჯერი ჯდება შენ კი ყველაფერ ამას აკვირდები საკუთარ თავზე ირგებ-აგემოვნებ. ეს ისეთი კაიფია როგორ გავცვლი სალონზე.

შედეგიც სახეზეა კიარადა ამ სურათზე

ძალიან ტრაგედია მეჩვენება
რაცაა,ესაა

: ((((

ხვალ დღის სინათლეზეც იმასვიზამ

მირჩიეთ



ბუნებრივი ფერი


ბუნ. ფერი ღამის განათებაზე


რიიიჟა

ოდა ისა, ის რიჟა ჯობია რამდენიმე წელი რომ ვატარე თუ ბუნებრივი ფერიდანარჩენ ორ სურათში რომ მაქვს?
მე ყველა მომწონს მარა ვერ გადამიწყვეტია……
ბუნ.ფერი რაღაც გაუგებარი მონაცრისფრო ყავისფერია…
მირჩიეთ რაა, დაბნეული დავიარები :S

ჭორფლ


თუ ოდესმე შვილი მეყოლა ასეთი ბოვშვი მინდა, რიჟა , ჭორფლიკოებიანი და თეთრი… :უსერ:

ჩემი ფერადფერადი თავები… ანუ თმური რევოლუციები…


ხო………. ამფერი იყო თავიდან……. და იხვეოდა ბოლოებში…

გავიზარდე გავნაცრისფრდი და თმებიც გამინაცრისფრდა… დაახლოებით 9-ე კლასია მგონი……

პირველ კურსზე მოკლედ შევიჭერი და შავად შევღებე. წიპა დეპრესია და რამე…

მერე მოვზარდე, და “გადავირიე” და წითლად შევღებე

მერე მუქ შვინდისფრად… კლასელებთან აქტიური ურთიერთობების პერიოდი იყო…

ყავისფერიც მქონდა…

ღია ყავისფერიც… ეს როცა რიჟას დასმას ვცდილობდი. მეოთხე კურსი… ჯერ კიდევ მეგონა რომ რამის გაკეთება შემიძლია… : )))) და ფორუმის აზრზეც არ ვიყავი…

აქ ჩემის აზრით რიჟა იყო…..ამპერიოდის მემ აღმოაჩინა რომ პახოდები არსებობს…

ჩეემი სუპერრიჟა… მიყვარდა ეს ფერი მაგრამ….

შემდეგ, ეს, დაახლოებით 6 თვე მიძლებდა….. უცნაური 6 თვე იყო… უაზროდ ემოციური….

\\

სულბოლო დაფრენაესაა, თუმცა ფერი არ გადამიწყვეტია რა იქნება………
ყოველშემთხვევაში ახალი პერიოდი მეწყება…..