Honey Bee – მოლაშქრე კატა


Honey bee ფიჯიზე მცხოვრები უპატრონო კატა იყო, როცა ამერიკელმა საბრინამ ცხოველთა თავშესაფარში აღმოაჩინა და მერე ამერიკაშიც წამოიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრმაა, თავშესაფრის ეზოში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ამერიკაში კი სახლის ეზოს შესწავლით დაიწყო და ახლა უკვე სალშქროდაც დადის საბრინას და მის ქმართან ერთად

ყველაზე ცუდი ნაწილი მანქანით ბილიკის სათავემდე მისვლაა, კატები მანქანით მგზავრობაზე მაინცადამაინც არ გიჟდებიან, ამიტომ მაქსიმუმ ერთი საათით დაშორებულ ადგილებს ირჩევენ…

honey bee მამაცი და ცნობისმოყვარე კატაა, არც ძაღლების ეშინია და ბავშვებსაც აძლევს ნებას, მოეფერონ. როცა იღლება, მშვიდად გაერთხმება ხოლმე ზურგჩანთაზე და იქიდან ზვერავს გარემოს

მიუხედვად იმისა, რომ ვერ ხედავს, დაცუნცულებს, პატარა ორმოებს თხრის, ტყის ხმებს უსმენს და დროდადრო ხეებს და ქვებსაც კი ლოკავს.

არ აქვს მნიშვნელობა, ახალი ბილიკია, თუ უბრალოდ, გოგრების საჰელოუინო გამოფენა-გაყიდვა, Honey Bee ყველგან ბედნიერი და კმაყოფილია

Advertisements

შემთხვევითი რუმმეითები ანუ ცალკე გადასვლამდე წასაკითხი პოსტი


არაფერი არაა იმაზე ცუდი, ვიდრე არასწორი რუმმეითი, ადამიანი, რომელთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ და ამ ჭერის მეტი არაფერი გაკავშირებს.

ეს არაა პოსტი მეგობრების ერთად ცხოვრებაზე, ეს იმაზეა, როცა ორი ან სამი შემთხვევითი ადამიანი გარემოებების გამო ერთად ცხოვრობს…

№1 გამხდარი გოგონა

პირველი ორი წელი დედაჩემის თანამშრომლის შვილი ცხოვრობდა . შედეგად მივიღე საკუთარ სახლში ჯერ გაცოფებული მეზობლის და მერე პოლიციის ვიზიტი მხოლოდ იმის გამო, რომ იმ გოგოს შეყვარებულმა მოაკითხა და გზადაგზა ეზოში იჩხუბა მეზობელ ბიჭთან. ის ბიჭი რეანიმაციაში მოხვდა, მე ძალიან გავბრაზდი. საბედნიეროდ, ეს გოგო მალევე გათხოვდა, წავიდა, მეც დავისვენე და მემგონი მეზობელმაც.

დადებითი მხარეები:  უფრო, ნეიტრალური მხარეები ქონდა, ჩვენ-ჩვენთვის ვცხოვრობდით.

უარყოფითი მხარეები:  მურთაზი შეყვარებული, მუდმივი წუწუნი იმაზე, როგორ უჭირს მის ოჯახს და “აუ მოდი ერთად გავაკეთოთ საჭმელი” (შემიძლია კვირაობით ვიცხოვრო ხილზე).

№2 კულულებიანი გოგონა

პირველ წელს კიდევ ერთი “მდგმური” მყავდა. მხიარული გოგო იყო, უბრალოდ ძალიან უყვარდა გართობა და სამოთახიან ბინაში ერთი მოცუცქნული ლოჯი რომ მქონდა მისაკუთრებული, მაინცადამაინც იქ შემოდიოდნენ ხოლმე ის და მისი ახალშეძენილი ძმაკაცი+დაქალები. მე ვიყავი დაბნეული და დაღლილი პირველკურსელი, ვარკეთილიდან დავდიოდი მაღლივში, ვდგებოდი ყოველდღე დილის 7-ზე, არ მომწონდა უცხო ხალხის ღრიანცელი და ვიყავი ძალიან ცოდო. მას მერე, რაც დაქალის შემოცხოვრებაც გადაწყვიტა, დედაჩემს ვთხოვე და დელიკატურად უთხრა უარი, ორივეს.

დადებითი მხარე: მმმ, რავი, ალბათ ის, რომ პირველ კურსზე ყოფნისას შედარებით მეტი ხმის გამცემები მყავდნენ.

უარყოფითი: ზედმეტად დროსტარებადი ხასიათი ღამის სამ სათზე, სხვის ტერიტორიაზე შეჭრის დაუძინებელი სურვილი და უბოდიშოდ ქექვა ჩემს პირად სასუსნავურ მარაგებში.

№ 3 ხმამაღალი გოგო

ვინმე მჭირდებოდა და ხუჭუჭთმიანმა მოიყვანა. ძალიან საყვარელი გოგო იყო, ფუნჩულა, მხიარული.  უბრალოდ, ერთხელ არ ვიცი რა დაემართა, (ალბათ პეემესი ქონდა) ისე მეჩხუბა, დღემდე გაოგნებული ვარ. თუმცა მე მაინცადამაინც არ მიყვარს, როცა მიყვირიან.  შედეგად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თუმცა ათასში ერთხელ მომიკითხავს ხოლმე.

დადებითი მხარეები: ბევრი.

უარყოფითი:  ფეთქებადსაშიში რომ ყოფილა ბოლო დღეს გავიგე. :დ

№ 4 გათხოვებაზე მეოცნებე გოგონა

რაღაცით გამხდარ გოგონას ენათესავებოდა, სულიერად. მთელი დღეები იჯდა ხალათით, იპუტავდა წარბს, იჩიჩქნიდა სახეს და ივარცხნიდა თმას. საშუალებას თუ მიცემდი, ფრჩხილებით და ცალი ხელით აკაკუნებდა კლავიატურაზე, ბიჭებს აბამდა. ი. ვაღიარებ, ეს მე გავაგდე, უბრალოდ, ვერ გადავიტანე ის ფაქტი, რომ ურტყავდა ჩემ კატას და ჩემს სპიჩკის კოლოფში (უკვე ერთოთახიანში ვიყავი გადმოსული) ჩემთვის უცხო ადამიანი მოყავდა რამდენიმე დღით.

დადებითი მხარეები: კარგ სოუზს აკეთებდა.

უარყოფითი: სიძუნწე, ცხოველისადმი სისასტიკე. იყო საშინლად პრეტენზიული გარშემომყოფების მიმართ და სულ იმას წუწუნებდა, რომ ძალიან ბევრი კომუნალურები მოდიოდა და მაგრძნობინებდა რომ ვძარცვავ.

ნათელი წერტილიც იყო, ჩემი ბიძაშვილი.

ყველაზე მხიარული, ყველაზე საყვარელი, ყველაზე საქმიანი  და ლამაზი. ერთხელ აივანზე ვიჯექი და რაღაცაზე ვტიროდი, გამოვიდა და “ნუ ტირიხარ, წამო, ამ სალათას გაგიყოფო”. არადა ის სალათაც ისეთი ცოტა იყო და თან თვითონაც ისე უყვარდა.

დადებითი მხარეები: ყველაფერი დადებითი იყო, ვისხედით ხოლმე და ვჭორაობდით, გოგოშკურ საღამოებს ვაწყობდით, ბიჭებს ვჭორავდით, წვრილმანებზე ერთად ვდარდობდით და ა.შ.

ყარყოფითი მხარეები: ჩემგან რომ გადავიდა, ძალიან დამწყდა გული.

ამ ყველაფრიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: რუმმეითი მხოლოდ შენ უნდა აირჩიო და ის ახლობელი უნდა იყოს. ან, ახლობელი თუ არ იქნება, ცალკე ოთახი უნდა ქონდეს, იზოლირებულად.

ანდერძი (სანამ კედებს გავფშეკდე)



მე სიმბოლისტი ვარ
ამიტომ
სიმბოლურად:

  • ჩემი კატა– დედაჩემს
  • ჩემი პაროლი ვინც იცის, გთხოვ, ჩემი ყველა ონლაინ კვალი კარგად წაშალე.
  • ჩემს ძმას– სამი ბინა ისედაც შენი გახდა, მეტი რაღა დაგიტოვო :ბოლი: ნუ, ტანჯულას მიმიხედე, ხშირ-ხშირად ნუ აყენებ ამ ვინდოუსს და კლავა გამოცვალე, ვერ ხედავ, სულს ღაფავს.
  • მარუს: სურვილების ასრულების ჩემი უნარი შენსას მიუერთე და დიდი გოგო რომ გახდები, ჩემს სახელზე ალუჩის პლანტაციები გააშენე. და გაყევი იმ კაცს მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ, უფ. ხო, კიდე, ჩემი შავი მძივი შენი იყოს.
  • ბერო- იყოს, ნუღარ დამიბრუნებ იმ ჰობიტს, თუმცა ნათხოვრობის პირობა ძალაშია, არავინ არ უნდა შეეხოს შენს გარდა! ასევე შეგიძლია ჩემი ყველა წიგნი გაზიდო, რაც მოგეწონება. მათარას თუ მოძებნი (სადღაც უნდა იყოს კარადაში) წაიღე.
  • ცაბა– შენ…. დაიძინე მეთქი! არ დაიძინებ და რო დაიძინებ, მოგელანდები!
  • დიო– იმ აპარატს წინ ცხვირი ხელით უნდა გაუხსნა ხოლმე, აჩხაკუნე ნა ზდაროვიე.
  • თანალაბელებს იმ ფურცელს ვუტოვებ, კედელზე როა გაკრული, დაე, ახსოვდეთ და ოდესმე მიხვდებიან, რა წერია იმ წარწერაზე. თანაც გილოცავთ, აღარავინ ირბენს ბრდღვინვით, სად ჯანდაბაშია შაქარიო, აღარავინ გადაუვლის ქარიშხალივით თქვენს უზეწესრიგულად დალაგებულ რამეებს, შეჭამს ნიადაგებს და გეტყვით “დამსვი” და აწი შეგეძლებათ მშვიდად თოხნოთ და ბაროთ.
  • ლალიკო– დროზე მითხარი, თუ რამის დაბარება გინდა, ოღონდ მძიმეს ვერაფერს წავიღებ თან, მეზარება.
  • ეკა ესაკია– ქუსლებს გაფიცებ, ჩემს სახელზე ერთი მწვანე კედები იყიდე, ჩაიცვი, რამე მხიარული მაიკაც იშოვე, მოისროლე საროჩკები ოთახის კუთხეში და ისე მოდი სამსახურში. (აჩრდილის სახით დაგელოდები საკონფერენციო ოთახში)
  • გუდა– ახლა მაინც მაპატიე პიკულის ახდილი ქილიდან დაწუწებული სამი წვეთი პიკულისწყალის ვერშემჩნევა და ახა შენ ჩემი მოგონებების თაროს ბინადარი ნივთები, დაწვის საპატიო მისია გაკისრია :მო: ჩემი მონადირის დანა შეგიძლია დაიტოვო. საფულეც, მერე რა, რომ ლურჯია და ბანწიკიანი :მო:
  • წივწივა– არ შეიცვალო!
  • ვასასი-არც შენ!
  • Fe-male– მოგიკითხავ. და, გაიღიმე რა.
  • პატაპუტინა– ნამდვილი არაა გავლადი. ახა შენ ეს.
  • ალექს– :ენისგამოყოფა:
  • ქეით– ვეცდები საქმეები ჩავაწყო რომ კიდევ ერთხელ წახვიდე იტალიაში )))
  • ბავშვობის სეხნია მეგობარს– მახსოვხარ.
  • ყველას, ვისთან ერთადაც ოდესმე ვყოფილვარ პახოდში– მადლობა, რომ მიტანდით და გილოცავთ, აღარასოდეს მოგიწევთ ჩემი ატანა.
  • მიმართვა ნათესავებს– მოგესალმებით, კიარადა, მშვიდობით, უცხო პლანეტიდან.
  • ქელეხი არ გადამიხადოთ, იმქვეყნადაც კი დავიჯღანები და თუ მაინცადამაინც, მოხარშული ხორბლის მაგიერ ალუჩები შეჭამეთ, ეგ უფრო მიყვარს.
  • პანაშვიდებზე დრეს-კოდის, რამე მწვანე აქსესუარის გარეშე არ დაგინახოთ და საერთოდაც, ფარისევლები ჯობია სახლში დარჩეთ, ცხოვრებაშიც ვერ გიტანდით და მოვკვდი, კი არ გარდავიცვალე.
  • ჩემი განუყრელი სტაფილოსფერი სარი/მოსახვევი/ზეწარი/გასათბობი/დასაფარებელი სტაფილოსფრობა თან გამატანეთ, ყველგან იყო ჩემთან ერთად და ახლა რომ არ წამომყვეს, ცოდოა
  • კარადაზე რო პოსტერებია, ახლა მაინც ჩამოხსენით რა, სამი წელია ვაპირებ და სულ მეზარება
  • .
  • დამწვით და ფერფლი ბირთვისების დედაციხიდან გადაუშვით. სულ მინდოდა მაგ კლდიდან მესკუპა. დაზარებას არ ვართ, ბოლობოლო ხო უნდა ნახოთ სად ცხოვრობთ და ქალაქ-სოფლების გარდა საქართველოც რომ არსებობს.
  • .
  • ჩემი ზურგჩანთა და ფეხსაცმელი თან გამატანეთ, სამოთხიდან ჯოჯოხეთში და პირიქით მოგზაურობა რომ არ გამიჭირდეს, თან, გავიგე, სალხინებელშიც კაი პონტები იჩითებაო და…

პ.ს. ვერ მოესწრებით 👿

ა, ხო, სხვა ბლოგერების ანდერძებითაც დავინტერესდი და აგერ, რამდენს დაუწერია უკვე
სიყვარულოვნა იყო მუზა
ეს კიდევ ვასასის ჯინსებიანი ანდერძი
ეს კნუტის კატის ქონება
ჩორვენის ფერიერვერკი
ბაზილიოს უკანასკნელი ღრენა
დოდკას ანდერძი
თინის ძველისძველი ანდერძი
საინტერესო იდეა, შემოთავაზებული ვადერის მიერ

მე რომ კატა ვიყო


  • ნორმალური იქნებოდა 24/7 ღუმელზე/კონდიციონერის თბილ ნიავზე/შეშის ღუმელზე/გაზის კამფორებთან ჯდომა და ბოლობოლო გამითბებოდა ხოლმე ძვლები.
  • თბილ რძეს დავლევდი და პეჩენიებს დავაყოლებდი
  • მერე რბილ ადიალაში გავეხვეოდი და დიიიიიდხანს და ტკბილად ვიძინებდი.
  • გაღვიძებისას გემრიელად გავიზმორებოდი ხოლმე და ყურებამდე გახეული პირით დავამთქნარებდი
  • კუდს გავფშიკავდი და “მეაქარვარ” სახით დავჯდებოდი როცა გამაბრაზებდნენ
  • დაბოლოს, პატრონი კიარადა ადამიანი მოვიდოდა და ნიკაპქვეშ მომფხანდა

ფასიფუსინა



ასეთი პაწუკა იყო


მარა გულმოდგინედ დაფოფხავდა წინ და უკან : )))

დღეს ჩემი ფასიფუსინა 2 წლის გახდა

ზუსტად ორი წლის წინ ამ დღეს მოვაპროწიალე სახლში, ისეთი პაწუკა იყო, ძლივს დადიოდა, ყველგან ეფხოტებოდა, და ყველაფრიდან ვარდებოდა. ზამთარი ჩემი და ჩემი ძმის ჯემპრებში გამოიზამთრა, ყელში წოლა უყვარდა, საყელოსავით გვეწვა ხოლმე, ახლა რო გაიხარდა ვერ ხვდება და ისევ ცდილობს ხოლმე, ისეთი სასაცილო სანახავია, თავით რო მიძვრება : )))

წადი


ჩემს სახლში მზეა,
აგინთებ ბუხარს…
სუფრას გაგიშლი,
შენდობა უთხარ…

ბილიკებს რომლებმაც აქამდე მოგიყვანეს,
გზებს,
მანქანებს,
ფეხებს,
(რაშუაშია)

შენდობა უთხარ…
კატას არ მიეკარო-
შხამიანია!
არც პატრონს, იკბინება!
არ ეცადო შემამჩნიო,
ისიც საკმარისია რომ მხედავ.

არ გადამაკეთო,
არ გამომასწორო,
გამზარდე,
დამაფრთიანე
და
გამიშვი.

ბილიკებს მე ავირჩევ.
ტყეში ჩამალულ ქოხში თU დარჩები,
კატასაც დაგიტოვებ მემკვიდრეობით.
(ვიღაც რომ უნდა გეკრუტუნოს…)
ანდა არა,
კატას მე წავიყვან,
ცალ ფრთას გათხოვებ და
წაბილიკდი შენაც
იქეთ, სადაც

შენნაირები ცხოვრობენ