არაპროფესიონალები ჩემს ცხოვრებაში


არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც რამდენიც არ უნდა იძახონ რომ რამეს აკეთბენ, არაპროფესიონალები არიან.
როცა სტუდენტი ერთხელ გისვამს შეკითხვას და სულ სხვა რაღაცას პასუხობ, კაი, ჯანდაბას, არ იცი და გამოძვერი.
როცა მეორედ, მესამედ, ჯიუტად გეკითხება იმ იმედით რომ შენ ის პასუხი გაიგე, მონახე, დაინტერესდი, ბოლობოლო ამ საქმეს წლებია აკეთებ და უნდა იცოდე რატომ(!) და რა პრინციპით აკეთებ ამათუ იმ რაღაცას, იქნებ ვინმე კიდე გეკითხება და იცოდე, ისევ სულ სხვა რამეს პასუხობ. გიტრიალებს წაღმა-უკუღმა, ეგებ კარგად ვერ ჩამოაყალიბა, შენ არ აცდი წიდადადების დამთავრებას და ისევ იმას იმეორებ რაც უკვე თქვი…..
ამავე დროს ეს პასუხი არის ძალიან მარტივი, უბრალოდ იმ სტუდენტს შესაბამის ლიტერატურაზე ხელი ვერ მოუწვდება, შენ კი იმ საქმეს აგერ უკვე რამდენი წელია აკეთებ…
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
დღეს კონფერენ ციაზე გავდივარ და ვერაფრით ვერ გამოვტყუე ერთ ადამიანს, ჩემს ერთ დიაგრამაზე არსებული ლურჯი ხაზი რას აღნიშნავს, მე არ გამიკეთებია ის ცდა, მხოლოდ ვეხმარებოდი და ეგ შეკითხვა გამიჩნდა… სხვამ თუ მკითხა, ჩემი ვერსია მაქვს, რომელიც 50/50 მართალია ან არა, მარა სხვა გზა არ მაქვს……
ძალიან ,ძალიან გაბრაზებული ვარ 🙂

update: ჩატარდა, მინდა ვთქვა, საკმაოდ წარმატებულად, ანუ, რამდენიმე თემა მართლა მომეწონა, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიყენებულ ზარალზე.
ჩემს გამოსვლას… მმმ, თვითკრიტიკულად 3+ით შევაფასებდი. ჯერ ის დამავიწყდა რომ ამეხსნა რაღაც და დამავიწყდა რომ იქ მყოფი სასტავი ტყემალზე იმყოფებოდა, მერე კიდე რაღაც არაზუსტი იყო გრაფიკში.
ცხოვრებაშჳ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ აი ააააააბსოლუტურად ყველაფერი შენთვითონ უნდა გაკეთო და ვიღაცის გაკეთებულს არ უნდა ენდო.
ამეგო ის გრაფიკები ჩემი ხელითაც, განმეორებით ხომ შევამჩნევდი სხვაობას, მარა მეკიდა , აი კაპიტალურად მეკიდა და მოვალეობის მოხდის მიზნით გავდიოდი, არც თემა იყო ისეთი გადასარევი რომ ღამეები მეთენებინა დამატებითი ლიტერატურის ძებნაში და ნაირ-ნაირად მონაცემების იმასქნისთვის და ვაბშე მოველაობის მიზნით გაკეთებული ყველაფერი საქს, დაწყებული საჭმლიდან დამთავრებული ალბათ სექსით.

  • პ.ს. ერთი ზეგენიალური კითხვა დასვეს პრაფესორებმა, უნდა აღვნიშნო,ვერ მოვისვენებ: “ეს საცერი ტკიპების გადაცრელად რომ გამოიყენება, რაში გჭირდებოდათ?” (მჭადებს აცხობდნენ,აბა სხვა რისთვის :გივი: :სპაი:)
  • პ.პ.ს. ამასწინათ თვალი გადავავლე და რა ცოტა ნეგატიური პოსტები მაქვს, ორი ვარიანტია, ან ნეგატივის გამოტანის მრცხვენია, ან კიდევ ოპტიმისტი ვარ და ვცდილობ ფერადად დავინახო ყველაფერი.
Advertisements

ის რისიც თურმე ყველაზე ძალიან მეშინია


ეს არის წნევა!
ტოესწ,დაბალი წნევა.
სისხლის მიმოქცევის რეგულირების დარღვევაა თუ არ ვცდები და დღეს ძალიან რომ მტკიოდა თავი, წნევა გამიზომეს და ჩვეული 110/70-ის მაგიერ 80/40 მქონდა, აი რასაც ქვია მიფეთქავდა და მეწვოდა თავი. ასე ცუდად მართლა არ ვყოფილვარ არასოდეს, არა,ვიტყუები, ამაზე ცუდადაც ვყოფილვარ, მარა ასე შეშინებული არასოდეს.
იმდენად შემეშინდა, რომ ვაღიარე, მეშინია თქო, არადა მქონია კენჭის გავლა თირკმელში, ისეთი რამეა, კედლებზე გადი-გამოდიხარ. გამსიებია კბილი, ფილტვების ანთება საკმაოდ მძიმედ, ბატონები… მაგრამ “მომირჩება რა პრობლემაა”. მარა აი წნევააა, ძლიერი თავისტკივლის და კვნესების ფონზე წარმოვიდგინე როგორ მიმდის გული, როგორ მებნიდება გონება, როგორ მემართება ათასი საშჳნელება.

სასწრაფოდ შოკოლადი და ტკბილი და მაგარი ყავა ვშთანთქე,(ფუ რა საძაგლობა იყო სიროპივით ყავა) მაგრამ არ გამიარა.
მერე სახლში წავედი, გზაში გულისრევის შეგრძნება მქონდა, ყურებში წუოდა და მივხვდი რას ნიშნავს ფეხები უკან მრჩებაო, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მე მივდიოდი და კიდურები მომთრევდნენ. ტანი ძირს მქაჩავდა, მიწისკენ, მუხლები კი ვეღარ უძლებდა და სადაცაა მომეკეცებოდა, პლიუს მზეზე ვიდექი, ანგორის ჟაკეტი მეცვა და მაინც მამცივნებდა.

კოფეინი ვიყიდე, ამპულის, დავლიე, ფეხები ზემოთ შემოვალაგე, არ მივაქციე ყურადღება აკანკალებულ თითებს და დაველოდე შედეგებს, პარალელურად იმაზე ვფიქრობდი ღირს თუ არა სასწრაფოს გამოძახება და ძალიან დამცინებენ თუ არა რომ გამოვიძახო. არადა 3-4- საათის განმავლობაში არ მქონდა დადებითი შედეგი.

მერე წავედი ცხელ წყალს შევუშვირე ხელები,თან საჭმელი გავიკეთე (მშიოდა და რა მექნა), ცხელმა წყალმა ცოტა აზრზე მომიყვანა, ამასობაში მეგობარმა, გამო ჩემთან მე გიშველიო, ყავა და შოკოლადი დამახვედრა შავი და დავლიე-ვჭამე და კიდევ უფრო უკეთ გავხდი.
მოკლედ, გადავრჩი!

ასე რატო შემეშინდა?

  1. ჩემის მოკლე ჭკუით, წნევა რომ დაბალია,სისხლი კარგად არ მოძრაობს, ტვინსაც არ მიეწოდება წესიერად საკვები და ჟანგბადი და ძალიან თუ დაიწია ალბათ გული წაგივა და სახლში როცა მარტო ხარ, ძალიან საშიშია, ერთხელ ადრეც წამივიდა გული დასიცხულზე და ეგეც ეყოფა ჩემს საწყალ ტვინს, თან ისიც არ ვიცი მაშინ რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, მარტო ვიყავი და…
  2. ბავშვობაში, 2 წლისაც არ ვიყავი, ბებიაჩემის თვალის წვეთები დავლიე, იმან ვერ დაინახა და დასაძინებლად რომ დამაწვინა და აღარ გავიღვიძე, არ ვიცი ვინ, მარა ვიღაცამ შეამჩნია ცარიელი პიპეტკა და სასწრაფოდ გამაქანეს საავადმყოფოში, თურმე არც კი მესინჯებოდა წნევა. გამომათრიეს რასაც ქვია, “იქიდან”.

პ.ს. თუ ოდესმე კოფეინის დალევას გადაწყვეტთ, ამპულის არ იყიდოთ, უსაზიზღრესი გემო აქვს!
პ.პ.ს. დიდი შანსია ჩემი შიშები სიმართლეს არ შეესაბამებოდეს და ოდესმე თუ დაბალი წნევა შემოგიტევთ ჩემსავით არ დაპანიკდეთ, უბრალოდ დალიეთ ბევრი ცხელი მაგარი ყავა, რაც შეიძლება მუქი შოკოლადი, წამოწექით და ფეხები ზემოთ აწიეთ და რამე სასიამოვნოზე იფიქრეთ.

დღე მეორე, საშინელი განსაცდელი


აბსოლუტურად უცხო გარემოში პირველად ამტკივდა ისე კბილის დაპლომბილი ფესვი რომ კინაღამ ვიტირე :)))) სახლში ალბათ მოვიკუნტებოდი წავიზმუილებდი ხელს მოვიჭერდი წამალს ვყლურწავდი და გამივლდა მარა სავარძელზე ვიწექი გაშოტილი, პლიუს ექიმი,ასისტენტი, და კიდე ორი გოგო დამჩერებოდა და დავითრგუნე. თან პეემესმაც იმოქმედა ეტყობა, ჰხომდა ვეღარ ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, და ნემსი დამარჭეს გამომიშვეს. პრიკოლ,რა, უნემსოდ დამბურღეს, დამიპლომბეს ერთი ფესვი და წკაპ და ჩემი მინი-ისტერიკა, ნემსი და კაი წაი მერე მოი : )))

შემრცხვა ძალიან, ხოვიცი არ უყვართ ისტერიჩკები.: ((

ა ხო თმა შევიღებე კიდე

ნისლიან ალბიონზედ


სურათზე დეფექტი არაა, ეს ნატურალური ბოლია, მწარე გემოთი და თვალებისწვის უნიკალური უნარით, დახუჭულშიც კი აღწევდა.
ახლაც მგონია რომ კვამლის სუნს ვგრძნობ.
არადა მიმტკიცებენ აღარ აგდისო.
თანაკვამლელმა მომწერა წეღან, გავგიჟდი მთელი დღეა თან დამდევს სუნი ნამდვილად არისო
გამოვკვამლდით სულმთლად, რა იყო ამისთანა
პირველ დღეს საერთოდ მაგარი იყო, არაფერი აღარ ჩანდა შავი ბოლისგან და ცრემლისფრქვევით ვჭამეთ-დავლიეთ პლიუს ასეთი როჟა ვიყავი მარა ეს ძაან მაგარი იყო, დავიხოცე სიცილით, მევასებით ბოვშვებო
ეემ,დადებით ემოციებზე მერე დავწერ, ახლა კლავაზე ყავა გადავასხი,არ იბეჭდება და ლამისაა მუშტი დავცხო

ზეცუდად


გუშინ დილას ცალი ლოყა მქონდა გასიებული. ღამე ანტიბიოტიკი დავლიე……….. ახლა უკვე მეტად გასივდა, უცნაური შეგრძნება მაქვს, პლიუს თვალებიც შემისივდა. არადა სიკვდილზე მეტად მგონი სტომატოლოგის მეშინი ადა წინასწარ მეტირება იმის წარმოდგენაზე როგორ მოიმატებს ხვალე შეშუპება და წავალ ექიმთან და უამრავ , ასე 2 წლის სამყოფ ნერვს მივახარჯავ : ((((((((((((
მომთმენი და გამგები სტომატოლოგები რატომ აარ იშოვებიან ჰა?
:((((((((((((((((
5–ზე გამეღვიძა, შიშისგან გული მისკდებოდა, 7–მდე დავდიოდი წინ და უკან, მერე ისევ დამეძინა და ახლა ვზივარ ლაბშ და საქმის მაგიერ აგერ ვწუწუნობ.
ოღჩ, ნეტა არაფერი დამემართოს : ((((((((((((
რა დავაშავე :(((((((((((

პრ


ორგანიზმს ვერ ვიმორჩილებ

:spy:
უაზროდ ემოციურად, აღრენილად, დაგრუზულად და გაფსიხებულდ გამომეღვიძა და მის მერე ვერ მოვუხერხე თავს ვერაფერი……….
რა მჭირს ბლინ
სიზმარში ვნახე როგორ გადაარჩინა სოფელი გმირმა და როგორ აღმოჩნდა მერე ეს გმირი დადგმული სპექტაკლი და ბუტაფორია……..

ნომინაცია- წლის კოშმარი


დილას ერთი საათი ვიყურყუტეთ უნიში, ლექტორს ვუცდიდით, რომელიც სხვა კათედრაზე იჯდა და თურმე ჭამდა… მოვიდა, მოგვცა რაღაც, გვეჭორავა, გაგვიშვა. მივედი ლაბში, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო ის რომ ზეძალიან მშიოდა, გუშჳნ 6-ს მერე არ მქონდა ნაჭამი და ახლა უკვე პირველი ხდებოდა…. ხალათის ჩაცმა ვერ მოვასწარი რაღაც პასუხები მოვიდა და მიხედეო…. აი თავში რო ტაფას ჩაგარტყავენ მასე დამემართა და კონცენტრირება ძლივს მოვახდინე რომ საქმე გამეკეთებინდა და წყნარად ღიმილით მეთქვა , კაი ,ამას გავაკეთებ მარა ეს დანარჩენი უკვე იყო, მარა ჯანდაბას, ამასაც გავაკეთებ და დღეიდან ამ ყველაფერს მე აღვნიშნავ რა გაკეთდა და რა არა თქო. :მო:
ოდა ოდესმე თუ გტკიებიათ თავი ისე რომ გულისრევის შეგრძნება გაგჩენიათ, თავშჳ წვის, და იმის, რომ მალე ელემენტი დაჯდება და გაითიშები, აი მასე ვიყავი ზუსტად… დაახლოებით ორი საათი ვითმინე, თან ვერც გავედი საჭმელად, ხალხის და ანალიზების ზედახორა იყო, და ასე პატიოსნად ვითმინე 2 საათი სანამ ყავა და ნამცხვარი მოვახერხე მეჭამა. გამიარა ცოტა ხანი, მერე ისევ შემომიტია….. ამასობაში გახდა ოთხი და ვიფიქრე რომ აი ახლა ავიღებ ჩანთას და ჰერი-ჰერი. ამ დროს მოდის კოაგულოგრამები და ლიპიდურები, ეს კი იმას ნიშნავს რომ ხათოსაც ეჩქარება და მაიკოს ძალიანაც არ უნდა მარა კოაგულოგრამას უნდა მიხედოს, და ამოვიოხრე და კონვეიერული წესით გავაკეთე,ორ-ორი ერთად. ამასობაში კუნთებს გლუკოზა გამოელია და ხელი მიკანკალებს, ძლივს ვუმიზნებ ერთი ბეწო კიუვეტებს. როგორც იქნა დავამთავრე, მერე კიდე რაღაც წვრილმანები ბლაბლაბლა, და მერე კიდევ ერთი სიურპრიზი, 15 წუთი ველოდე 149-ს და 200-ს , არც ერთი არ გამოჩენილა, იძულებული გავხდი ქავთარაძიდან ფეხით ამოვსულიყავი, კაპიუშონი მეხურა, და კინაღამ მანქანამ დამარტყა,ვერ დავინახე მარა იმწუთას ფეხზე მეკიდა ისე მაწუხებდა თავი. და დღის კოშმარი, ჩემი თეთრი კომბოსტოს მწნილი აღარ ქონდათ მაღაზიაში, ღრრრრრრრ
დღეს პატარა აღმოჩენა გავაკეთე, მივხვდი რას განსხვავებაა სექსში უპრეზერვატივოდ და პრეზერვატივით, ხელთათმანებით ვცდილობდი ზმეიკიანი პარკის გახსნას და ფაილში ფურცლის ჩადებას. ძლივს მოვახერხე, საერთოდ ვერ ვგრძნობდი ვერაფერს თითის წვერებით : ))))
უი, ყველაზე მთავარი ,ამ სიჩქარეში და ცუდადყოფნაში ერთი-ორჯერ გავმაზე ხელთათმანი და იმედია არაფერი შემეყრება : )))