ვინამ სთქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია – 4 დღით თუშეთში


არსად არ დაკუსკუსებენ ღრუბლები მთების წვერებზე ისე, როგორც თუშეთში. წავლენ-წამოვლენ, წაბოდიალდებიან, მობოდიალდებიან და იმ მთის და ამ გორაკისას მოგიყვებიან.

_DSC0026

“იახლ ჯანღ ქურდულად ჩამიიპარ დანოსო” ტყუილად კი არ მღერიან იმ სიმღერაში, ყველაზე ძალიან რომ მიყვარს, Continue reading

Advertisements

ტბათანა


როგორც თბილისიდან წყნეთში ახვიდე დასასვენებლად  – აი დაახლოებით ასე წარმომედგინა ბავშვობაში ტბათანა – წოვა-თუშების საზაფხულო აგარაკი

DSC_0467

ტბათანაში ფაქტიურად, ქოხები დგას, ნახევრად დანგრეული, ჩამოფაცხავებული, კედლებზე მილურსმული ხის “საწოლი” თაროებით, ვიწრო ფანჯრებით ან მათ გარეშე, კარები კი ყველას ხეობისკენ, მთებისკენ აქვს გაღებული.

DSC_0518

ადრე აქ ძალიან ბევრი ოჯახი ადიოდა ზაფხულობით, უმეტესობას მსგავსი ხის სახლები ქონდა, ნაწილს კარვები. მერე 90-იან წლებში, პანკისის ამბების დროს, ქოხები დაინგრა, ნაწილი ვეღარ ავიდა, ნაწილი აღარ, ნაწილს უცხო მიმსვლელებმა მოუღეს ბოლო და ასე… ახლა სულ რამდენიმე ქოხია დარჩენილი.

DSC_0487-2

თუ ახვალთ, აუცილებლად დაგხვდებიან სტუმართმოყვარე მეცხვარეები და გიმასპინძლებენ. ჩვენ რომ ვიყავით, წვიმდა, ციოდა და ნისლი იყო. ცეცხლი დავანთეთ და შენიშვნა მოგვცეს –  აქ არაფერი დააზიანოთ, თორემ თუშები იტყვიან, რომ ქისტებმა გავაფუჭეთო.

დანგრეულების გარდა, ახალი, ფეშენებელური, ოროთახიანი ქოხიცაა, სადაც რამოდენიმე ადამიანს გვეძინა. კარებები არ იკეტება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ღამე გაათიოს.

DSC_0491

 

წყალი და საკარვე ადგილები

გზადაგზა, ნაკრძალში, ალბათ იქნება რამე წყარო, ტბათანაში სულ ერთი ცალი ვიპოვეთ, რომელიც ძალიან ცივი და გემრიელია და ასე გამოიყურება.

DSC_0514

 

 

 

საკარვე ადგილიც ყველგანაა, სადაც გაგეხარდება და კარავს დასცემ.

როგორ უნდა მოხვდეთ აქ?

როგორ და… ყველაზე იაფად ალბათ ახმეტა-მატანის მარშუტკით ორთაჭალის სადგურიდან, ახმეტაში კიდევ რამეში გადაჯდომით და მერე ფეხით, ბაწარას ხეობის გავლით სულ პირდაპირ. სულ პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით ვიძახი. გზა მიხვეულ-მოხვეულია, გზის შემოკლება შესაძლებელი, ჯიპიესის არსებობის შემთხვევაში.

წვიმიან ამინდში ყველაზე იოლად სამხიდიანი მანქანით მიხვალ. ჯიპიც, შესაბამისი კარგი, გამოცდილი მძღოლით. ჩვენ კამაზით ვიყავით, ანუ სამხიდიანით. მძღოლი თან მე მეჭორავებოდა, თან გზას უყურებდა და არხეინად მართავდა მანქანას, ძარაზე მდგომებს კიდევ გული უსკდებოდათ. სლაიდშოუ დაახლოებით წარმოდგენას იძლევა, როგორი გზებია აქ მაისში…

 

This slideshow requires JavaScript.

ჩვენს თვალწინ, რამოდენიმე წუთში, შავი ღრუბლები გადაიყარა და თოვლიანი მთები დავინახეთ.

CSC_0644

 

ამ ტყეში, მთების ფონზე რომაა, გადაშენების პირას მდგომი ხე,  უთხოვარი, იგივე ურთხელი იზრდება.

DSC_0454

ცოტაც და ტბათანის ხედები გამოჩნდა

This slideshow requires JavaScript.

ტბათანას რომ გაცდები, სულ მალე, ტბათანის, ანუ საქისტოს ტბაა. ჩვენ რომ ვიყავით გუბე იყო, ამიტომ  ფოტოს ვერ შემოგთავაზებთ. ერთხელ გასეირნებად ნამდვილად ღირს.

მე აქ აუცილებლად დავბრუნდები, და თქვენც იგივეს გირჩევთ.

გზაში


2_mississippi__3_mississippi_by_bugidifino-d332e9m

ბავშვობაში, 7-8 წლის ასაკში თელავიდან ალვანამდე გზა უსასრულო მეჩვენებოდა. თბილისი საერთოდ, ცხრა მთას იქით იყო. ყვითელი პაზიკით ალვანამდე ან წითელი იკარუსით თბილისამდე…

არა, გული არ მერეოდა, უბრალოდ, უკიდეგანოდ მოწყენილი ვიყავი.

-დედა, მალე ჩავალთ?

-დედა რა ვაკეთო?

-გაჩუმდი და იფიქრე.

ვჩუმდებოდი და ვფიქრობდი იმაზე, ნეტა რაზე უნდა ვიფიქრო თქო  და მთელი მონდომებით “ვფიქრობდი”.

ვინაიდან პატარა ვიყავი, საფიქრალი დიდად არაფერი მქონდა და ფანტაზიას ახლაც არ ვუჩივი და მაშინ ხომ საერთოდ, ათასი ფანტასტიკური თავგადასავლის მოფიქრება დავიწყე. აი ისეთი საოცარი თავგადასავლების, მგზავრობის დამთავრებისას გული რომ გწყდება.

დღეს, თელავიდან თბილისამდე, გურჯაანის გავლით, ერთი დიდი სათავგადასავლო ფენტეზი მოვიფიქრე, ომნომნომ.

უცნაურია მაგრამ მხოლოდ მგზავრობისას, ან ფეხით ბოდიალისას გამომდის მსგავსი რამეები.

ჰხოდა მერე კიდე შემეკითხებით რატომ გიყვარს ბოდიალიო?!

მხოლოდ მთებშია თავისუფლება


922799_563295830357457_962788875_n

ერთ დღესაც მთებს მობეზრდებათ ერთ ადგილას დგომა

აიკრეფენ თოვლიან კალთებს

და ტყეების შარი-შურით ბარისკენ გაეშურებიან-

სამოგზაუროდ.

ერთ დღესაც მთებს მობეზრდებათ ადამიანები

ფერდობებზე და კლდეებზე შეფენილები, შეკონწიალებულები.

მხრებს შეარხევენ და

დაგვიფერთხავენ.

და ჩვენც გავფრინდებით

სივრცეებში

ჰორიზონტისკენ.

8ba63bf9ae1bb6676797ce07b9bfa71d

იქნებ ყველა, ვინც მთებში მიდის,

გულის სიღრმეში ფრენაზე ოცნებობს?

ქარაფზე რომ დგახარ, ქვემოთ უზარმაზარი სივრცეა და

ერთი ნაბიჯიღა რჩება კიდემდე

და

ფრიიი…

თავით გადაეშვები ჰაერში,

ხელებს გაშლი,

ქვემოთ დაეშვები

და

უცებ

ჰაერში გაცურავ…

Summit of the Gross Glockner, Austria, at sunrise

მე მინდა მჯეროდეს, რომ

ოდესღაც ჩვენ ყველას შეგვეძლო ფრენა.

მერე დაგვავიწყდა.

და ახლა მთებში მივდივართ,

რომ ცას ასე მაინც მივუახლოვდეთ.

სვანეთი, მხერი, დღეობა


ნამდვილი სვანეთი არც უშბაა, არც თეთნულდია, არც მესტიაა, არც შდუგრა და არც უშგული. ჩემთვის ნამდვილი სვანეთი მხერია და ნამდვილი სვანები ის სვანები არიან, მხერზე რომ ვნახე, თითისტოლა ბავშვები ცხენებს რომ დააჭენებდნენ.

DSC_3178

მხერის ეკლესია ძალიან-ძალიან მაღალ მწვერვალზე აშენებული და საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თოვლიანი მწვერვალები ჩანს. ასაშენებელი მასალის მწვერვალზე ასატანად ცოცხალი ჯაჭვი გაუკეთებიათ ადამიანებს და ასე, ხელიდან-ხელში გადაცემით აუზიდიათ ქვა-ლოდები. პირველი და ბოლო ადამიანი გარდაიცვალაო, – ჩვენმა გამყოლმა.

DSC_3190

სვანები თურმე ღამე იწყებენ მხერზე ასვლას, თან ხარი მიყავთ. ზემოთ, ეკლესიასთან კლავენ და მერე უზარმაზარ ქვაბში ხარშავენ. მე შევესწარი, სიას როგორ წერდნენ, ალბათ იმ ადამიანების (მამაკაცების), ვინც ფული დადო ამ ხარის საყიდლად (?). ბევრი შეკითხვები არ დამისვია და ფოტოებსაც ისე, მორიდებით ვიღებდი, შორიდან.

DSC_3173

ჩვენ  დილით ვიზლაზნეთ, ვიზლაზნეთ და მემგონი ასე  ათი საათისკენ დავიწყეთ ასვლა. ლატალიდანაა ასასვლელი. ჯერ სოფელი უნდა გაიარო, ხიდზე გახვიდე, ისევ სოფელზე გაიარო და მერე აღმართებს შეუდგე. თან რა აღმართებს… ჩვენ ხუთი საათი მივდიოდით, მივფოფხავდით, მივბობღავდით, ალაგ-ალაგ ვისვენებდით.

ქვედა ფოტო ცოტა დიდია, სამაგიეროდ ფოთლებისგან გაკეთებული ჯვარი ჩანს.  ყველა, ვინც მხერზე ადის, ტოტს/რტოს/ფოთოლს წყვიტავს გარშემომყოფ ხეებს და ზედ ამაგრებს თავის წილ სიმწვანეს.

DSC_3120

აღმართი უბრალოდ აღმართი კი არ იყო, ციცაბო იყო, აი ლომისაზე რომ არის, დაახლოებით ისეთი, მემგონი უფრო ციცაბო, თან უღრან ტყეში გამავალი.

მე დილით არ ვჭამე, ამიტომ ძალიან გამიჭირდა, საკუთარ თავს ქეჩოთი მივათრევდი. წინა ჯგუფს ჩამოვრჩი, უკანა ვერ დამეწია და ასე მივფოფხავდი. ნაბიჯს რომ გადავადგამდი, ვისვენებდი და მეორე ნაბიჯს ძალით ვადგამდი. ამასობაში მივხვდი, რომ მარტოს არ უნდა მევლო და უკანასკნელი ძალების დაძაბვით წინა ჯგუფს დავეწიე. ქვედა ფოტოზე ის ადგილია, სადაც ასვლისას შევისვენეთ და საჭმელი ვჭამეთ, უფრო სწორად, ერთი თხილის გული კიარადა ძეხვი და პური გავიყავით.

DSC_3203

გზაში სვან გამყოლს და  ორ რუს ტურისტს გადავეყარეთ და ერთად გავაგრძლეთ გზა. სანამ რუსები თავისთვის მოჩოჩავდნენ, გამყოლმა ჩვენთან ლაპარაკი არჩია და რამდენიმე ისტორია მოგვიყვა, რომელიც სიმართლეს შეესაბამება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საინტერესოდ კი ჟღერდა.

DSC_3145

თავისუფალი სვანეთის ისტორია

დადეშქელიანები გაგიგიათ ალბათ ხომ,  სვანეთში რომ ბატონობდნენ, ჰხოდა სოფელ ლატალში მათი წარმომადგენლები ჩარკვიანები ყოფილან, ძალიან ცუდი და სასტიკი მმართველები.  ერთ დღეს ერთ ჩარკვიანს ორსული ქალი ხანჯლით მოუკლავს. გაბრაზდნენ სვანები. ძალიან გაბრაზდნენ. შეთქმულება დაგეგმეს და მთელი ორი წელი  იგეგმებოდა, ითმენდნენ და ახსოვდათ სვანებს და  ქალიან-კაციან-ბავშვიანად დუმდა სოფელი. ორი წლის თავზე კი, როცა მთელი საგვარეულო ერთად შეიკრიბა, ლატალელებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას და შიგ მყოფები ამობუგეს. ვინც გარეთ გამოვიდა, მოკლეს.

რასაკვირველია, მხერზე დღეობა წელიწადში ერთხელაა, მე კიდევ, როგორც lucky bastard-ი, ზუსტად მაგ დღეს მოვხვდი მანდ.

მხერზე წყალი არაა, შორს, მყინვართან მიდიან და  ცხენებით მოაქვთ. მე და ქეთის გაგვიმართლა, ახალი მოტანილი ქონდათ და დაგვალევინეს და თან ბოთლებიც გაგვივსეს. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ზემოთ და გზადაგზა წყალი არ შეგვხვდებოდა და მხოლოდ 0,5-ლიტრიანი ბოთლები გვქონდა წაღებული. პირდაპირი მნიშვნელობით, რაღა მე და რაღა სპანჯბობი ჰაერზე. ბოლო 15-ოდე წუთი, როცა ტყიდან გამოვედით და თაკარა მზეზე მივდიოდით, მართლა მეგონა, რომ რაღაც მომივიდოდა.

ბოლო, უჩრდილო აღმართი ყველაზე ძნელია, გგონია, რომ არასოდეს გათავდება და უცებ, მოულოდნელად ისეთი ხედები იშლება, ყველაფერი მაშინვე გავიწყდება. მე და ქეთის მაშინვე დაგვავიწყდა ყველანაირი დაღლილობა და გადაღიმილებულები და  ბედნიერები დავრბოდით აქეთ-იქით, კარგი კადრების გადასაღებად.

DSC_3197

ბოლო აღმართი. ეკლესიასთან ვდგავარ და იქიდან ვიღებ. ბილიკიც კი ჩანს და ადამიანები, წერტილებად.

იქ წყლის გარდა კიდევ ხორცი დაგვხვდა. ბევრი ხორცი. ჩვენ ლადომ გვაჭამა, იქვე უკითხია ერთ კაცს, ვისები ხართ რომ დადიხართო და რომ გაიგო, რომ არავისები არ ივნენ, ხორცი მიუცია. პირველად და მემგონი უკანასკნელად შევჭამე ხარის ხორცი.

DSC_3184

კიდევ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, პირველად ვნახე სვანური სიმღერა/ცეკვა. ქალიც და კაციც ერთსა და იმავე მოძრაობას ასრულებს თურმე.

DSC_3186

ეს ბაბუაც მღეროდა. ტიპიური სვანური ნაკვთები აქვს, მომრგვალებული.

DSC_3188

ხალხის ნაწილი ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად იქჯდა და თავისთვის ქეიფობდა, თავისი წილი ხორცი თან ქონდათ გადადებული, შამფურუკებზე აცმული.

DSC_3170

ერთადერთი ჩრდილი ეკლესიასთან იყო, ისიც წვრილი, და დასწრებაზე იყო ადგილები ჩრდილის მხარეს. მე ამერიკელი ტურისტები მომიჯდნენ საუბარში რომ არ ავყევი, ჩათვალეს რომ არ მესმოდა და გააგრძელეს მსჯელობა-“სამუშაო არ აქვთ, სახლი არ აქვთ, არაფერი არ აქვთ და მაინც სულ მღერიან და ცეკვავენ”-ო.

DSC_3158

DSC_3169

სვანი ბავშვი. ამაზე ბევრად პატარები დააჭენებდნენ ცხენებს.

DSC_3149

DSC_3131

DSC_3200

დაშვება დავიწყეთ. მე და ქეთი მოვდიოდით მარტოები და  გადასახვევი შეგვეშალა. რომელი ბილიკითაც ზემოთ ამოვედით, იმას ავცდით (მოგვიანებით ზუსტად მივხვდი, სად ავცდით) და იმ ბილიკს დავადექით, რითიც ცხენოსნები დადიოდნენ. ძალიან-ძალიან ტალახიან მოგზო ბილიკს, რომელიც წარა-მარა იტოტებოდა და ალაგ-ალაგ ისეთი უკაცრიელი იყო, გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ არ დავიბენი და იქვე მიმავალ ხალხს ავეტუზე. ქეთის კი ტკიოდა ფეხი, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა და რაც ძალი და ღონე ქონდა, მოდიოდა და მოდიოდა.

DSC_3206

მერე მივხვდი, რომ იქ ყველა ბილიკი მაინც სოფელში ჩაგვიყვანდა, მაგრამ ტყეში მარტო ბორიალი მაინც არაა სასიამოვნო, როცა არ იცი საით მიდიხარ და იმ ადგილას პირველად ხარ.

პ.ს. სვანეთის ყველაზე სამახსოვრო მომენტი მაინც ის იყო, როგორ გვეძინა მხერიდან ჩამოსვლისას ძალიან დაღლილ მე და ქეთის ტყეში, ბლიკიდან ორ მეტრში, სამკარგფოტოაპარატასხმულებს. აქ ჩემი ფეხი ჩანს ბუნდოვნად და იმ მომენტში გადაღებული ერთადერთი ფოტოა.

მთელი ლატალი იქვე დადიოდა და კაციშვილს არ შევუწუხებივართ. თავიდან ვითომ წამოვწექით და ვისვენებდით. ცოტა ხანში მივიხედე და- ქეთის ჩაძინებია. მერე წასვლა შევთავაზე და მოიცა, ცოტა ხანიც იყოსო. მერე მე ჩამეძინა და ქეთი მაღვიძებდა, მაგრამ მოიცა, ცოტაც დავიძინოთ თქო და ასე, გამოვიძინეთ გემრიელად. ცხენოსნები დაჩაქჩაქებდნენ, ზოგი ოდნავ შეანელებდა, შემოგვხედავდა და გზას აგრძელებდა. ახლაც ზუსტად მახსოვს ის შეგრძნებები, მახსოვს როგორ ტკბილად გამოძინებულს და დასვენებულს გამომეღვიძა ტყეში, დიდი ხეების ძირში, პირდაპირ ბალახზე დაწოლილს.

DSC_3205

დღიური სენდვიჩის მეთოდით


მემგონი ეს წელი გადაფასებების წელი მაქვს, იმდენი რაღაცა შეიცვალა/შევცვალე ჩემს გარშემო, იმდენი ადამიანი დავივიწყე/დამივიწყა.

სულ მშურდა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ხმამაღლა და გარკვევით იმის აღიარება, რომ ცუდი პერიოდი აქვთ და უხასიათოდ არიან. აი მე არ შემიძლია, ვითომ არ ვიმჩნევ და თან არ გამომდის.

ხოდა ვინაიდან ამ ბოლო დროს ყოვლად უხასიათოდ ვარ და ერთადერთი სურვილი წოლა და არაფრისკეთება მაქვს,  როგორც მე მჩვევია ხოლმე, პირიქით ვაკეთებ. თიდანში დავდივარ, თავდაცვაზე დავდივარ, სამსახურის იქით ვცდილობ კიდე რაღაც ვაკეთო და ადამიანებს მინიმალურად ვეკონტაქტები. საუკეთესო დაქალისთვის არ დამირეკია საუკუნეა, იმიტომ რომ ვიცი, ტვინი უნდა წავუჭამო წუწუნით და ცოდოა.  ვვარჯიშობ, მაგრამ მემგონი უშედეგოდ. ერთადერთი, რაც მშველის ხოლმე, პახოდებია, მაგრამ ამ ზამთარში მწვანე ბლახი არ იშოვება და ამიტომ იძულებული ვარ მტვრიან დარბაზებში ვიარო.

defence

თიდანში ერთი გოგოა, შუა ვარჯიშის დროს დგება, აღებს ფანჯარას (ამ ყინვაში!) ისე, რომ არც კი კითხულობს და 10-ოდე წუთი გვყინავს ხოლმე.  აზრადაც არ მოსდის იკითხოს, ვინმეს ხელს ხომ არ უშლის ფანჯრის გაფრიალება, ისე, ზრდილობისთვის მაინც გვთხოვოს ნებართვა. წინა კვირას მაღალი სიცხე (39) რომ მქონდა, აშკარად მაგის დამსახურება იყო. ჩემი ამბავი რომ ვიცი, მკვახედ ვეტყვი რამეს, ამიტომ უბრალოდ, ვდუმვარ და ვცდილობ ყველაზე შორეულ კუთხეში გავიშალო ხალიჩა.

tidan

თავდაცვაზე ჩემი და მწვრთნელის შეხედულებები ძალიან არ ემთხვევა ერთმანეთს, იმ პლანეტიდანაა, ტრადიციული საქართველო რომ ქვია.  ძალიან ვბრაზდები, როცა ჩვენს სისუსტეს უსვამს ხაზს და ამაზე “გვეხუმრება” .  ტოჟე მნე ძლიერი ბიჭი, ბევრი “კარატისტი” “რაგბისტი” და მსგავსი კუნთებიანი ტიპი მინახია პახოდებში, მე რომ მივდივარ ნეელა და ბოლომდე და ისინი რომ კვდებიან და წარა-მარა ვაიმე დავიღალეს ძახილით ეფერთხებიან.  არ ვდაობ, 50 აზიდვას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ და ვერც ვინმეს მოვუგრეხავ კისერს და ბიჭს ფიზიკური ძალით ვერ ვაჯობებ, მაგრამ გოგოებს როცა ავარჯიშებ თავდაცვაზე, ხუთ წუთში ერთხელ არ უნდა უმეორო, რომ უშნოდ ფაფხურობენ რაღაცას. მე იქ იმისთვის მივდივარ, რომ რამე ვისწავლო, თორემ ცოდნის გარეშეც მომიგერიებია ადამიანი უბრალო კალმით და გაქანებული მანქანიდანაც გადმოვმხტარვარ.

მორიგი “ფაფხურობთ” ტიპის გამოსვლის მერე ვერ მოვითმინე და გავიღიმე, შენი თავი მანახა პახოდში, 10  წუთში ერთხელ რომ შეისვენებ თქო და არიქა, გამაბანძესო, ისეთი “იუმორი” დადო, უბრალოდ ვერ მივხვდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა.

მეტეო

მეტეოზე მინდა ძალიან ასვლა, აი უძალიანესად, იმდენად მინდა, რომ აუცილებლად უნდა ამიხდეს ეს სურვილი. აბა ამდენს ტყუილად ხომ არ ვვარჯიშობ. აღჭურვილობასაც ვიყიდი, ვინმესაც ვიპოვი, ვინც მეტეოზე მიდის, და გავყვები, არ დავიღლები, მუხლი უკვე მაგარი მექნება და ავალ ბოლომდე, იმ ფერად შენობაში ჩაის დავლევ და გამიხარდება, რომ ვცხოვრობ.

kill

ერთი ძველი ადამიანი მიშლის ნერვებს. იმდენად მიშლის, რომ მინდა მოკვდეს. აი ასე, ადგეს და მოკვდეს, რომ ზუსტად ვიცოდეს, რომ აღარ არსებობს და რომ ვეღარაფერს ვეღარ მავნებს აწ და მარადის.

people

უინტერესო ადამიანები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საინტერესო,  და ის ფაქტი, რომ როცა სადმე ვარ ხოლმე უმეტესწილად მოწყენილობისგან ვკვდები და სახლში მინდა, ჩემი ბრალი არაა და თავს არ უნდა ვადანაშაულებდე იმაში, რომ უჟმური ვარ. უბრალოდ ,საინტერესოები და კარგები ძალიან ცოტანი არიან, იმათთან პირიქით, გინდა რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო. თუმცა, ეტყობა იმ საინტერესო ადამიანებსაც მხოლოდ საინტერესო ადამიანები აინტერესებთ და არა ჩემნაირი ისინი.

noomi-pace-original-lisbeth-salander--large-msg-129486776434

ლიზბეთ სალანდერს გავხარო, გუშინ მითხრა ნანამ.  პეპის მადარებდნენ, მეამბოხე სულში რომ წითელთმიანი გოგო იყო, იმას (მაშინ არ მქონდა წითელი თმა ოღონდ), კიდე ვიღაც ფენტეზის პერსონაჟს, არ მახსოვს ვის. მე თვითონ მგონია, little women-ში რომ ჯო-ა იმას ვგავარ, მარა ლიზბეთს? სერიოზულად?

წონა გამეყინა, სამსახურში შესვენება მაქვს, ვზივარ და ამას ვპოსტავ ექსპრომტად. დედაჩემის გაკეთებული ტომატი და შოთის პური მქონდა ლანჩზე, ახლა ყავა ადუღდება და ყავას და სიროკს შევჭამ.  ამ ზაფხულს 50 კილო ვიყავი,  ბოლო ორი თვეა კიდევ 53-55-ს შორის ვმერყეობ. ისევ 50 მინდა ვიყო, ხელს მიშლის ზედმეტი კილოები.

 

სენდვიჩის მეთოდი

ფაქტების მოყოლისას გამოიყენება, ჯერ ყვები კარგს, მერე ცუდს, მერე კარგს

კარგი – ახალი ლამაზი ვარდისფერი ჯემპრი მაქვს

ცუდი- კამერის დამტენი გამიფუჭდა და ახალი მოდის ერთი თვეა და ვერ ჩამოაღწია

კარგი– თანამშრომლის პატარა ბავშვის სანახავად ვიყავით, სამი თვის ყავს და ისეთი საყვარელია. :გულიკი:

 

მითების ნაგლეჯებზე



დალები ცხოვრობენ მთებში
ტინის კლდეებზე ჯიხვების მფარველებად.
ხანდახან, შემთხვევით, მათ ტერიტორიაზე შეჭრილი მონადირეები უყვარდებათ
ნებით ემშვიდობებიან ჯადოსნურ ძალებს და
მოკვდავები ხდებიან
აჩენენ შვილებს
ბერდებიან
უფერულად იღუპებიან.
(ბედი არავის უღიმის ჯიხვის მოკვლისას, უბრალოდ, მათ მფარველ დალებს აღარ ცალიათ)

დალები აჩენენ შვილებს
არქმევენ ამირანებს, პრომეთეებს და იმ სახელებს, რომლებიც, საერთოდაც, გმირებს შეესაბამებათ

მაგრამ

არასოდეს გადარჩენილხართ მაშინ, როცა თქვენი გადარჩენის შანსები რეალურად ნულის ტოლი იყო?

მიწაზე ჩამოსული დალები წირავენ ამისათვის სიცოცხლის რამდენიმე წელს, მოკვდავობაში გატარებულს, რომ თქვენ იცოცხლოთ

ჰხოდა

ოდესმე, სადმე, ფეხს რომ მოირთხამთ ბუნებაში და სასმელის ჭიქას გაამზადებთ

ადგილის დედა არ დაგავიწყდეთ…
დალები არ დაგავიწყდეთ…
სალოცავები არ დაგავიწყდეთ…
ჰო, სალოცავები და არა მაინცადამაინც ეკლესიები
მუხლმოსაყრელი ადგილები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე გგონიათ

სალოცავებმა ცუდი გაბრაზება იციან 🙂

:როგორარუნდავიაროთ: ტური ანუ ხადა



კვირას კარაველებთან ერთად წავპროწიალდი იქ, ხადას ხეობაში.


ეს ბილიკი მჟავე წყლის გაკეთებულია, ამას რა დამალევიებდა, საშინელი გემო აქვს, სამაგიეროდ გადავუღე


ციხეები და მათი მცველები,ტანში ჟრუანტელი მივლის იმის წარმოდგენაზე, რომ ოდესღაც აქ ხალხი ცხოვრობდა და ძალიან ხშირად იმ ციხეების დაცვას ეწირებოდა. გადავიღე ეს სურათა და მერეღა გავარკვიე რომ ესენი უბრალოდ სასიგნალო კოშკები ყოფილა და მეტი არაფერი. ;(


სხორი


მუა რომელიღაც მთიულური სოფლის ფონზე, სადაც ერთი საწყალის ერთჱი ბებო კარტოფილებს იღებდა.
ერთ კარაველს ვკითხე რა ქვია ტქო და შედი კარავზე და წაიკითხეო.
რონმელ თემაში, ადამიანების სურათების მეტი რომ არაფერი არაა?
ჰმმ

რტო….. პრიკოლ, სოფლიდან გავედით, 100-200 ან მეტი მეტრი გავიარეთ თქვენც ხედავთ როგორ ადგილას, მერე უკან მივტრიალდით და რომ ვიკითხე რატო თქო, ჯასთ ვათვალიერებდითო. :ტოჟე მნე:


თმაც კი ისეთი ფერის გაქვს საერთოდ არ ჩანხარო. მართალი უთქვამთ ლოლ. ისე, ეს თითქმის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ფერები იყო შემოდგომური. გადახრუკულ-ჩაჟამებულია წელს საქართველო, იმჰო.

ღრუბლის დაბადება.

ამ სურათის გადაღებისას წნევა უკვე მაღალი მაქვს, ძლივს დავდივარ და თავი მისკდება ყველა გატოკებაზე. არ ვიმჩნევ და გმირულად მივდივარ.


აქ უკვე ვიმჩნევ და ძალით ვიცინი, დღუს ბოლო სურათია.

ვარდისფერი საყვარლობები.


ძალიან ლამაზი ხეები.

მთავარი სოფელი, ხონჩო. რომელიც არ მინახია გზის თურმე უცოდინრობის გამო.

რეალურად, მე უკმაყოფილო დავრჩი, ალბათ იმიტომ რომ თავიდანვე გავიფანტეთ, მერე ბიჭები ალექსას გაეკიდნენ, მაგას კიდევ ჩემი მტერი გაეკიდა აღმართებზე, ჯიხვივით დარბის, ხოდა ვიგრძენი ცხოვრებაში მეორედ, რომ ვეღარ მივდიოდი, რომ არ დავმჯდარიყავი, დავვარდებოდი. ბიჭები ზოგი ხელს მიწვდიდა, პლიუსმა ჩანთა გამომართვა კიარადა წამართვა და ასე ავჩანჩალდი აღმართებზე და ვაკემდე მივაღწიე, სული მოვითქვი, მაგრამ ორგანიზმმა ჩათვალა რომ ძალიან ცუდად მოვექეცი. მეძინა კიდეც, თითქოს გამიარა მარა სახლში როგორ მოვედი წესიერად არ მახსოვს, ჩანთა დავდე, მეზობელს შევუვარდი წნევა გამიზომე პლზ თქო და ცოტა მაღალი იყო (ჩემს ცხოვრებაში პირველად) !!!! 2000 მეტრზე რომ ავქოთქოთდი აბა რა მეგონა… ეს ყველაფერი არ მოხდებოდა ბატური სიარული რომ არა…..
ნუი კაი, ხედები იყო ლამაზი და რა მაწუწუნებს, ხო ვიცოდი სად მივდიოდი : ))))
პ.ს. ამ შაბათკვირას ტრტულის და წივწივას მივყვები თმოგვის ციხეზე, ეჭვი მაქვს ერთ-ერთი საუკეთესო გასვლა იქნება.
მემაპატიეთ ნაწერის შეცდომების გამო რა 😦

სუფთა ჰაერი


ჩემს სახლში აღარაა, ჩემ ძმას სცივა და ჩახუთა აქაურობა, ბლოგზე მიაინც მქონდეს : )))

ლომისა–ფეხტესტი


აგილმდებარეობა– დუშეთის რაიონი. მთიულეთი,
მარშუტი–ქვემო მლეთა-ლომისი-ზემო მლეთა. შუაში კი ცხრა მთა სიარულის მოყვარულთათვის.
ფეხით გავლილი მანძილი–ალბათ 10-ოდე კილომეტრი თაკარა მზის ქვეშ საკაიფო ასე 60-70 გრადუსიან აღმართზე. იმ ქედზე კი, რამდენიმე რომ ავფორთხდით, 80 უეჭველად იყო :უსერ:
სიმაღლე-2230 მეტრიო ლომისზე და ერთი 200-300 მეტრით ზემოთ ის ცხრა მთა?
ნანახ-დანახული ადგილები– ქსნის და არაგვის ხეობა ჩიტის თვალით დანახული. ლომისას ხატი. გზად ნიში, რომელიც მარტო მე და კამამ ვნახეთ, ორი ცალი მლეთა, გზად თუ არავის დაეზარება შეუძლია ანანურთან გაჩერდეს და ჟინვალშიც ისკუპოს გასაგრილებლად. პ.ს. ანაურთან ისეთი ლამაზი ხიდია არსაით.. ანანურზე მეტად ეგ მიყვარს…
გზა ლომისამდე
მოკლედ, წინა ღამეს სია რომ წავიკითხე, თითქოს ნაცნობი ხალხი ეწერა, მივედი და… ნახევარზე მეტი კარაველები იყვნენ და მაგრად გამიტყდა… თან ზედმეტი ხალხი იყო, ადგილები არ გვყოფნიდა და ფეხზე იდგა ნაწილი… თან გზაში რაღაც საშინელება მუსიკები იყო ჩართული, არ დაიდარდოს სტილში.. ერთიორი წესიერი ფოლკლორი გამოერია.. ბოლომდე ავუწიე ხმას და ნაუშნიკებს შევაფარე თავი… ვერ მივხვდი რა წესი იყო ან ზედმეტ ადამიანად იქ შემოკვეტება, ან კიდევ ის მუსიკები… შენ თუ მოგწონს, იქნებ სხვას არ მოწონს… ნუ კაი , ეგ გავატარეთ და მოთმინებით ვიჯექი სამი საათი მარშუტკაში, სანამ სოფლამდე მივედით.. ღრუბელი იყო თავიდან, მაგრამ როგორც კი მივედით ისე დააჭირა მზემ, რომ აი რააააავიცი…

შევუდექით აღმართს გზა იყო შორი, აჭერდა მზე, ისე, რომ ვგრძნობდი როგორ მაგინებდა კანი მხრებზე… ორი წუთით გაჩერებისას გული ისე ცემდა, თითქოს მთელი მკერდის ღრუ ეკავა და მუცლის ღრუს ნაწილიც.. მირტყამდა შიგნიდან… სისხლის 80% უეჭველი თავში მქონდა წასული…ვგრძნობდი რომ აი ახლა თავბრუ მეხვევა სულ ოდნავ,ახლა გადამიარა, ახლა ისევ თავიდან… ჩემი ბრალია, ქუდი არ დავიფარე არადა ჩემთვის კატეგორიულად არ შეიძლება მზეზე უქუდოდ…ნაწილმა 100 მეტრის გავლის მერე ლამის იქვე განუტევა სული…. მივდიოდით ძაააააააააალიან ნელა, ისე ნელა რომ მეც კი ლამის ჭკუიდან გადავედი…. არადა როგორც წესი, მიმაჩნია ხოლმე რომ მე დავდივარ ძალიან ნელა… ბოლობოლო დავიკიდე სასტავი და შეუსვენებლად, ნელ-ნელა წავედი წინ, სულ მაღლა-მაღლა,ბილიკ-ბილიკ… ხანდახან გავჩერდებოდი, ვიყურებოდი,მოდიან-არ მოდიან.. მერე მხედველობიდანაც დავკარგე :))))) ნიშთან შევისვენეთ კაი ნახევარი საათი მე და დეიდა კამამ , და მგონი მარტო ჩვენ ვნახეთ ის ნიში…. სხვები ქვემოდან წამოვიდნენ… გზა იყო ძნელი, მზის გამო… გზადაგზა იყო ულამაზესი ხედები, ხანდახან გრილი ნიავის დაბერვა,და შვებით ამოსუნთქვა, ოდნავ გაგრილებისას…
10-ოდე წუთი, როცა სულსულ მარტო დავრჩი,დავჯექი ფერდობზე და ყველაზე ბედნიერი 10 წუთი გავატარე მთელი დღის მანძილზე… ღრუბელი ეფარებოდა მზეს, ირგვლივ სიჩუმე, გრილი ნიავი, ზაფხულის მდელოს სურნელი და მწერების ზარმაცი ბზუილი… შორს , არაგვის ხეობა…. კიდევ უფრო შორს კავკასიონი და ასეთი იშვიათი სიამაყე იმის გამო, რომ ეს შენი სამშობლოა…
მე და ბაცილა მივფორთხავდით ერთხმად, იმის განხილვით, როგორ არ დაეზარათ აქ ამის აშენება… იქ უკვე ასულები დაგვხვდნენ წივწივა, დელი, ამიგო, დელის პლიუსი მგონი, მძღოლი ცხენით და დიანალოს ბავშვით.

კარავული შთაბეჭდილებები იმედი გამიცრუა კარავმა…. რატომ მეგონა რომ მანდ ყველა ძალიან მაგრად დადის, და რომ სიარულის მოყვარულები არიან? ამოვიდნენ,დაჯდნენ იქვე და ვსო…. სხვა დროსაც წავალ, იქ ალბათ უკეთესადაც დადიან, ჯასთ მე შეხვდა ძალიან ზანტი სასტავი….. მაგრამ რომ წავიდე სადმე მთებში მაგათთან და ასევე იარონ,მხომ გავედი კედლებზე კიარადა მთებზე…
დეიდა კამამ იარა ძალიან კარგად… საყვარელი გოგოა ძალიან, უშუალო და მხიარული… იმ მწვერვალზეც ამოვიდა, არ დაეზარა, ისეთი შემართებით და ენერგიით იყო…
მთაშენკა გავიცანი კიდევ–ვარდისფერი გოგო და ჩემი სასწრაფო დახმარება…
ძალიან ბევრები იყვნენ კიდევ იქ,სახეები მახსოვს, სახელები არა, და არც არაფრით დამმახსოვრებიან…. პრინციპში არც მინახიან, ასვლისას ვერ ვიარე მათი ტემპით და წინ წავედი, ჩასვლისასაც წინ მივდიოდი, და ლომისაზე ყოფნისას კიდე მე მთებზე დავბოდიალობდი…
ერთი ქალი იყო, ასე 35-40 წლის ან მეტის… თინეიჯერებს აჯობა, ნუ აი სააააღოლ, რა. ისე არხეინად ამოვიდა მეცხრე მწვერვალზე, გეგონება ბილიკზე მისეირნობსო : )))))

ცხრა მთას იქით ჰხოდა,ესთრეიგი, ამოვედით, დავეყარენით იქვე ქვებზე,თაკარა მზეზე, მოვისხი ჩემდა ბედად წაღებული სარი, ველოდებით ხალხი როდის ამოფოფხდება და გულში გვიხარია რომ ჩვენ უკვე ამოვედით და ისინი ჯერ გზაში არიან. ვჭამე ორი ნაჭერი შავი პური … მოვიდა ინტელიუსი და გამოაცხადა მთაზე მივდივარ ვინ მოდისო….. წამოხტა უმეტესობა და წამოვიდა ფორთხვა-კრიახით… ზოგს ეგონა იქ უნდა გვეჭამა, მაგრამ ამაო აღმოჩნდა მათი იმედები…. გზად გავიარეთ ჭინჭრის ტყე, ჩემი და მთვარეულის საწყალი ფეხები დაისუსხნენ… ვნახეთ გზაში აკლდამა, ძვლებიანი და რამე… პაწკუა მთაზე ავედით, მივასურათეთ და მოგვინდა სხვა მთაზე ასვლა… ნაწილი ქვემოთ დაეშვა, სირისტიანები აღმართს შევუყევით… მერე კიდევ გაიჩითა აღმართი და ისევ გავიფილტრეთ .. დამერე ინტელამ დაინახა უზარმაზარი ქედი, შორიდან საკმაოდ სახიფათო რომ ჩანდა, მე მივდივარო და ვისაც გინდათო წამოდითო, მარაო კარგად დაფიქრდითო…. იქ წივწივუსმა დაუმატა, სახიფათოაო.. მაიკო დაფიქრდა და გადაწყვიტა რომ სადაც ესენი ავლენ, თვითონ რატომ ვერ უნდა ავიდეს და გაუყვა ქედს… მ ივდიოდით მე, დელი, ელფი, წივწივა, ნინო,ამიგო, კამა და მგონი ვსო…. დიდ აღმართს რომ მივადექით, 80იანი დაქანების, დელმა გადაწყვიტა თამაშს გამოთიშვოდა და ასე დავიძარით გამბედავები წინ…. ისე არ წვიმდა როგორც ქუხდა ანუ ადვილი იყო ასვლა, ჯასთ საჭირო იყო ფეხით კარგად მოგესინჯა დასაბიჯებელი ტერიტორია, დაცემის ან დაცურების შემთხვევაში ბალახისთვის ხელი არ გაგეშვა და თუ მაინც გადავრდებოდი მარცხნივ გახედვა არ დაგვიწყებოდა, ქსნის ხეობის ულამაზესი ხედი იშლებოდა, მარჯვნივ გადავარდნისას კი არაგვის ხეობას დაინახავდი,ჯასთ უნდაგადაგეწყვიტა რომელ მხარეს გადაიხრებოდი წაქცევისას. ასე და ამდაგვარად ბალახის დახმარებით ავფოფხდით ზემოთკენ. მივაღწიეთ მწვერვალს , დავაწერეთ ქვაზე კარავი და ფორუმი და აღმოვაჩინეთ რომ იმის იქით კიდევ ერთი მწვერვალუკაა, რომლეიც ქვემოდან არ ჩანდა და გადავედით იქ..გზაში იყო საკმაოდ სახიფათო გადასასვლელი, წვრილი ადგილი, სადაც დიდი ქვები ეყარა,იმ ქვებზე უნდა ჩასულიყავი ოდნავ ქვემოთ და მერე ასე ნახევარმეტრის სიგანის ადგილზე გაგევლო,მერე უკვე ფართოვდებოდა და ქედის ნაკლებდამრეცი ხდებოდა… მე ვერ გავრისკე და ქვებზე ჩავფორთხდი, მერე ცოტა ქვევით დავეშვი დადაბრკოლება ჩერეზ დაღმართი გავიარე… გადავედით იმ ქედზე და ახლა სხვა მქვერვალი გამოჩნდა, რომელიც ხედს ეფარებოდა,.. მადა ჭამაში მოდიფო და ერთი ოთხი კიდევ გადავიარეთ, ამჯერად უკვე პატარა გორუკები…
ჩანდა არაგვის და ქსნის ხეობები,ერთად…
ბოლობოლო მივხვდით რომ ასე რმელიმე საზღვარს დავუკაკუნებდით უვიზოდ და უკან გამოვბრუნდით… გზადაგზა ყვავილები შემომეკრიფა და საინტერესო ის იყო რომ ამ თაიგულით ხელში, იმ “საშიშ” დაღმართებზე, იმ სიწვრილეზე, ჩემი სიმაღლის შიშის პატრონი,ღიღინით ჩამოვედი, ცალ ხელს ვაშველებდი მხოლოდ ბალახებს და საერთოდ არ მეშინოდა იმ ფერდობებზე დაგორების….
სამაგიეროდ მშიოდა, მწყუროდა… ჩავედით, გემრიელობები ვჭამეთ, და დავიძარით…..

მე და ცხენი ცხენის პატრონს არ დავევასე, რანაირად უყურებ, ცხენია,მგელი კი არა, არ შეგჭამსო… რას მერჩოდა ნეტა, აშკარად ვიცოდი რომ მგელი არაა, მარა არ მხიბლავდა გადმოვარდნის პერსპექტივა, მითუმეტეს რომ გადმოვარდე და ფლოქვი დაგაბიჯოს, კაკ მინიმუმ დაგამახინჯებს…. ჩემი ძლაები გადავწყვიტე მომესინჯა, მარა რომ შევქეჯი, დაიძრა ეს ცხენი, თან დაღმართი იყო საშინელი და
წივილკივილი მოვრთე ააა, გააჩერე,არ წავიდეს, ბლაბლაბლა…. შემეშინდა :((((( ასეთ კრეტინულ მდგომარეობაში მყოფს სურათიც გადამიღეს… მაგარი ბანძი ცხენი იყო მამენტ, მოუვლელი და ცოდო… აჭენავეს იმ საშინელ დაღმართებში და აღმართებში… თან ყველა ზედ ჯდებოდა, “აუ იუ ვაი ვუი დედა რა მაგარია, ვაიმე მეშინია, ააააააა, ოოოოოო” მოკლედ….

გზაში მეძინა, წინა ღამეს ორი საათი მეძინა სულ და…..
ფეხტესტი იმიტომ ,რომ ჩემი ფეხები გავტესტე,აბა როგოერ ივლიან თქო და საკაიფოდ იარეს, არც ამტკივდნენ…..
პ.ს. ადგილები აღარააო, ვერ ვუტხარი ვისაც მინდოდა მეთქვა, გვიან გამახსენდა, არადა ზედმეტები წამოიყვანეს… და როგორ მეწყინა….
პ.პ.ს. ვინმემ ამიხსენით რა, თუ ეკლესიის ეზოში, ზედ მის ძირას ჭამა-სმა გაქვს გამართული და ქეიფი, რატო არ უნდა მოწიო სიგარეტი? წიპა “ეშმაკისეულია?”
ვინმემ ლოგიკა ამიხსენით რა :უსერ:. თანაც “არ შეიძლება”-ს არ მივიღებ ,ეს ლოგიკა არაა, ეს წესების უაზრო გადათუთიყუშებაა, რომელიც არ იცი რატომ, არ იცი რისთვის, მაგრამ ემორჩილები იმიტომ რომ “წესია”.