შმაკ-შმაკ



წკუპუნ-ნისლ-ცივცივცივვერგამოლხობილი ფანჯარა და
სულაცარგაყინული მე


ჯუსტ

სუფთა ჰაერი


ჩემს სახლში აღარაა, ჩემ ძმას სცივა და ჩახუთა აქაურობა, ბლოგზე მიაინც მქონდეს : )))

გაფასხული მოიდა


ჯუსტ.

გაფასხულის მეორე დღე
:ფასხულ-ფასხულ:
:ჭრაჭუნ-ჭრუჭუნ: :თოვლ-თოვლ: :ბარდნ-ბარდნ:
მიაუ-აუ-ავ-ავ.
Fსო

ფასხულის საღამოს ზმანება


რაღაც კარგი საღამო იყო, დადებითი რამე ვნახე და მომეწონა, განსაკუთრებით ფერადოვნება და ისეთი ფრიალა მანტია-კაბა მინდა
და საერთოდ როგორ მშურს მსახიობების, და მიკვირს, როგორ შეუძლიათ ასე გარდასახვები და ცოტა ხნით სულ სხვა სამყაროში ცხოვრება. დავიმუხტე დადებითად და სახლამდეც კი მომყვა, ახლაც თან მახლავს.
მეტრალალავება+მევანკა-სტანკა-ხასიათება აი იმ წუტას რომ ტრალი-ვალი ხარ და მეორე წუთას გრუზის მდინარე, თან ეს გრუზი როგორც წესი რაღაც მოგონილი აზრის გამო, რაზეც შენს მეტი არავინ მგონი არც იგრუზება და ამის გამო კიდევ ურო ტრალი-ვალი ხასიათზე დგები და დაცინი შენს თავს.

ჩემი ახალშეღებილი თმა ჩემთვის კომპეტენტურმა ადამიანმა შეაფასა და თქვა რომ ძალიან ლამაზი ფერიაო და ფრიად ფრთაშესხმული დავიარები, ის რომ პროფესიონალს მიანდე და შეასწორეო მითხრა ეგ ისე, ყურს ახლო გავატარე, უუნდა გავიზარდო და გრძელი რიჟა თმა უნდა მქონდეს მეე, ვა, პარიკმახერი ბევრს მომაჭრის და არ მინდა დაკიდე ვირაც გოგოს რომ ლამაზი მოწითალო-მოშვინდისფრო ქონდა შენი ჯობიაო და იმხელაზე გავიჭიმე ამაყად

და თუ თქვენ ეს აბნეუილობა წაიკიტხეთ, ბოდიშს ვიხდი ამ ორი წუთის წართმევისათვის.
პატივისცემით
სურნელოვანი მე
და
მეს ანჩხლი პორჭყნია კატა.

ზე-პახმელია


დილას მივხვდი რას გრძნობენ ორსული ქალები ტოქსიკოზისას, ბორჯომიც კი არ გაჩერდა კუჭში, თან სამსახურში იძულებითმა წასვლამაც თავისი ქნა და სახლში ცოცხალ-მკვდარი მოვედი, მტკიოდა თავი, მუცელი, წელის უკანა მხItalicარე, მტეხდა ძვლებში, მამცივნებდა, გულისრევის შეგრძნება მქონდა და ამ ყველაფერთან ერთად გათოშილი ვიყავი. საწოლზე დავეცი და მივითიშე. მეგობის ზარმა გამაღვიძა, “ავადმყოფის” მისახედად იყო მოსული, და ოპს, კარი არ იღება. ნუ, რო არა მისი სიმშვიდე, უეჭველი ყვირილს ტირილს და სავარაუდოდ გინებას დავიწყებდი, როგორია, იდგე კარის წინ, რომლის წლების წინ გაუქმებულ კლიტეს ახლა გაახსენდა რომ კლიტეა და გასაღები სადაა არ ვიცი, არის თუ არა, ეგეც არ ვიცი და თანაც ისე ცუდად ვარ იმასაც ვერ ვხვდები რა ვქნა. ნუ, ვურტყი წიხლები, ვატრიალე ყველა შესაძლო სახელური, ღილაკი და ასე შემდეგ და უცებ კარი გაიხსნა. რატომ და როგორ, მაინც ვერ დავადგინეთ, უეჭველი ღმერთმა იფიქრა, დღეს ეყოფა, ცოდოაო….
საათნახევარი აკეთებდა ამ კხმ-კხმ კლიტეს, ჩემი მონაწილეობა ჩაქუჩის თხოვებაში და საწყლად ფეხაკანჭურებულ დგომაში გამოიხატებოდა, შიგადაშიგ მორალური დახმარებით, ოღონდ ვინ ვის ამხნევებდა, ძნელი სათქმელი იყო : ))))
ოდა ცხოვრებაში რომ არ მიჭამია, ისე გემრიელად ვჭამე მთელი ნახევარი ლიტრი მაწონი, და ცოტა გამიარა კიდეც გულისრევამ… ნუ თან თვითონ აქვს ისეთი დადებითი აურა, განვიმუხტე რაღაცნაირად. ვეეჭორავე-ვებუზღუნე-ვეკამათე და გამიარა დანარჩენმა სიმპტომებმა ნელ-ნელა. მერე რო წავიდა ზვიომ ააააუ მშიაო და კარტოფილი შევწვი და მეც ვჭამე ორი კოვზი და კუჭმა მიიღო და აუ რა მაგარი იყო მთელი დღის უჭმელზე რომ ჭამ რამე ცხელს.
კაია ხანდახან ავადმყოფობა. :მო:

საშობაო განწყობა



ჯერ-ჯერობით ყველაზე საშობაო და მყუდრო სურათია რაც ვიპოვე. იდეალური შობა, მშვიდი, მყუდრო და ლამაზი.

ჩამოვედი


ორი დღე ვცხოვრობდი მეოთხე განზომილებაში, ყველა თბილისური საფიქრალისგან შორს…
მქონდა შეშის ღუმელი და რატომღაც სურნელოვანი შეშა…
იყო ძალიან თბილი და ალერსიანი მზე და სიჩუმე…
ზედმეტად ვარ ემოციებით გადავსებული საამისოდ, რომ აქ რამე დავწერო
უბრალოდ…