გაფრენილი აზ.. კიარადა წერილები


  • person you miss the most

არ მენატრება ხოლმე, ურჯულო ვარ, ადამიანები კი არა, ემოციები მენატრება, იმ ადამიანებთან დაკავშირებული, ისიც ძალიან იშვიათად 😦 თუმცა ვმუშაობ ამ საკითხზე :გულიკი:

  • Someone that’s not in your state/country

ჩემი ბიძაშვილები… რა მივწერო აბა… დეიდაშვილები, მამიდაშვილები და ა.შ. ნათესავები არ მყავს, სამაგიეროდ ბიძაშვილების მთელი არმია მყავს და ნეტა კიდევ უფრო ბევრნი იყოთ

  • Someone from your childhood

მივწერე უკვე

  • The person that you wish you could be

სხვაპერწკლს- კაია ხო ალპინისტობა, კიდევ მოგზაურობა, მსოფლიოს ყველა ტყე-ღრეში ბოდიალი და ამით “ფულისკეთება”. კაი გოგო ხარ, რა სამწუხაროა რომ შენ არ ვარ.

  • Someone that pesters your mind—good or bad

ჭორიკანაქალებს- ვაიმე გეყოფათ, მოგძვრებათ ეგ ენები, ცოდოები ხართ წადით რამე საინტერესო გააკეთეთ და ის მაინც მოყევით რა.

  • Someone that broke your heart the hardest

გლანდების ოპერაცია რომ გამიკეთა წინასწარი მკურნალობის გარეშე, იმ ქირურგს: დებილი ხარ : ) (გულთან რა კავშირშია, ახსნა მეზარება)

  • Someone you judged by their first impression

ყველას, ყველას, ყველას– მე თქვენზე ერთელ შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ძალიან იშვიათად მეცვლება, შეგიძიათ ამას ინტუიცია დაარქვათ. როგორც არ უნდა გაიჭიფხოთ, მარტივად გაფასებთ- ადამიანი (ურთიერთობა სასიამოვნოა ან არცისესასიამოვნო) და ცხოველი(უნდა დააიგნორო). იყავით ის, ვინც ხართ და ნუ მეთამაშებით, ადამიანების მრავალფეროვნება ძალიან სასიამოვნოა, პლიუს, სიყალბე ყოველთვის ცუდ ემოციებს იწვევს ჩემში.

Advertisements

Letter to someone I’ve drifted away from


მაიკო

არასოდეს არ მესმოდა შენი
არც ემოციების, არც საქციელის, არც ცხოვრების, არც იმის, რატომ იყავი ისეთი, როგორიც იყავი.
კარგი ბავშვი იყავი, უბრალოდ, იქაურობისთვის ზედმეტად თამამი იდეაში კი, სრულიად ნორმალური საშუალოსტატისტიკური თინეიჯერი.

თავის დროზე დედაჩემს და შენს შორის გავაკეთე არჩევანი,
მაშინ ვდარდობდი, ახლა აღარ.

როცა გავიზარდე, მივხვდი რომ დროთა განმავლობაში აღარაფერი მექნებოდა შენთან საერთო, გარდა ბავშვობის წლებისა, თამაშისა და იმისა, რომ იმ პერიოდში, იმ ადგილას და იმ ზაფხულებში ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა, გარდა ერთმანეთისა, და იმიტომ ვიყავით ერთად.

შენ რომ არა, მე არასოდეს

  • გამოვაცხობდი კოცონზე ნამცხვარს,
  • ვივლიდი წისქვილზე საბანაოდ
  • ვიჯდებოდი ვაშლის ხეზე და მივიღებდი “ზაგარს”
  • ვიწუწავებდი მზეზე გამთბარი წყლით
  • ჯერ დავიჭერდი და მერე დავასაფლავებდი ფუტკრებს და გავუფორმებდი საფლავებს (რა სადისტობა იყო ისე)
  • გადავიპარებოდი მეზობლის ბაღში ყურძნის მოსაპარად (არადა სახლში უკეთესები გვედგა)
  • გავსინჯავდი მკვახე სიმინდს
  • სასაფლაოზე სიარული მხოლოდ ბებიასთან ერთად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა

მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში დარჩი და აზრზე არ ვარ სად ხარ და როგორ ხარ, მაინც მიყვარხარ, აი ისე, ნათესავები რომ უყვართ ხოლმე, უპირობოდ, რაც არ უნდა ჩაიდინონ და როგორი უცხოებიც არ უნდა იყონ მაინც, ძველი დროის ხათრით.

წერილი ადამიანს, ვინც მინდა რომ მაპატიოს


  • პატიების ფუნქცია გამორთული მაქვს კაკ მინიმუმ, ან საერთოდ არ მაქვს ჩამონტაჟებული.
  • საბედნიეროდ საპატიებელი რამეების სიაში ძალიან ცოტა და ძალიან უცნაური რამეები შედის. უცნაური, “სტანდარტული” ადამიანებისთვის.
  • და მე არასოდეს მავიწყდება ის, რაც ჩემს თვალში სიტყვა “პატიების” ღირსი გახდა.
  • ფეხზე მკიდია ის, რომ დაიგვიანეთ, უხეშად მიპასუხეთ, უხეშად მომმართეთ, დამცინეთ და ა.შ. (უბრალოდ, ადამიანების ჩემეული კლასიფიკაციის შესაბამის კატეგორიაში გადახვალთ ავტომატურად) გააფუჭეთ ჩემი ნივთი (ნივთია, ან გაფუჭდება ან გამოფუჭდება), ნუ კიდევ რაზე პატიავდებიან ხოლმე?…. სულერთია რა,
  • რასაჭიროა ჩვენს გარშემო ადამიანები, რომლებიც ყველაფრისგან პრობლემებს ქმნიან და იგრუზებიან და ცდილობენ ჩვენც შემოგვახოცონ ემოციები? გაცილებით უფრო გაგიიოლდებოდათ თქვენც და მეც ცხოვრება, თუ ბევრ რამეს ცოტა უფრო მარტივად შეხედავდით.

არ არსებობენ ადამიანები, ვისდამი მსგავს წერილს დავწერდი, ადამიანების უმეტესობა საამისოდ ზედმეტად უმნიშვნელოა, ნაწილი ჩემი აზრით არაადეკვატურად ითხოვს და ითხოვდა ბოდიშებს, იმ ადამიანმა, კი ვისი აზრიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთხელ მითხრა, რაც არ უნდა “დააშავო”, შენზე აზრი არ შემეცვლებაო (ნეტა თუ ახსოვს რომ მითხრა 😀 ) ხოდა მეც არაფერსაც არ მივწერ, ისედაც იცის რომ თუ რამეს ვაშავებ, უნებურად მომდის. :უსერ: .

გმადლობთ ყურადღებისათვის და მაპატიეთ თქვენი დრო რომ დავხარჯე ისეთ სისულელეზე ლაქლაქით როგორიცაა რევერანსობანა და მოცლილიდამახათმომარჯვებულიადამიანებისგასართობობანა 😀

პ.ს. ვინაიდან მე საშინლად სუბიქეტური ვარ, ყველა ზემოთჩამოთვლილი პუნქტი პირველი ორის გარდა ძალიან ინდივიდუალურია ხოლმე სხვადასხვა ადამიანების მიმართ. 😀

წერილი საძულველ ადამიანს(ებს)



The person you hate most/caused you a lot of pain.

სამი დღეა ვცდილობ ამაზე რამე დავწერო და რადგან სიძულვილს საბედნიეროდ არავის მიმართ არ ვგრძნობ

ამიტომ

ე.ი. მოიმარჯვეთ მაუსები და კარგად დაიმახსოვრეთ, არარაობები ხართ ყველანი, ვინც

  • როდესმე “ზრდილობიანად” გამიღიმეთ, გაიარეთ და ზურგსუკან გამჭორეთ. (ვაღიარებ, მეც “გამიჭორავს”, მაგრამ პირშიც არ გამჭირვებია იგივეს გამეორება)
  • ყალბი თანაგრძნობა გამოხატეთ (გაიკეთეთ თქვენც იცით სად)
  • ერთ წუთში რუსეთი გამოლანძღეთ და მეორე წუთში რუსული პროდუქტი იყიდეთ მაშინ, როცა ალტერნატივა არსებობდა.
  • ფარისევლები ხართ, მექანიკურად იცავეთ მართლმადიდებლურ წესებს, დადიხართ ეკლესიებში საჭორაოდ, მარხულობთ სამარხვო კატლეტებით და პირჯვარს ისე იწერთ, როგორც მე ვივარცხნი თმას (ანუ ხელის ერთი მოსმით, მექანიკურად) და რაც მტავარია, როცა არასამარხვო რამეს შემოგთავაზებთ, (შემტხვევით,ზრდილობის ამბავში) იმის ნაცვლად, რომ ზრდილობიანი უარი მითხრათ, ტრაგიკულ სახეს იღებთ “ვაიმე მე ამას ვერ შევჭამ, მოიცა ვნახო, სამარხვოა?”. აქეთ გამოვდივარ დამნაშავე რომ შემოგთავაზეთ, ფუკც.
  • ცემთ უმწეოს და თქვენზე სუსტს
  • დაცინით ადამიანებს ზურგსუკან
  • ტოვებთ ნაგავს ბუნებაში და ზოგადად, ანაგვიანებთ გარემოს.
  • და სხვა მრავალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პმს-ს გავლენის ქვეშ ვარ :უსერ:

და კიდევ, ზოგადად, “თავგადაკლული დიასახლისები” მეზიზღებიან, აი ისინი, 24/7 რომ უწუნებენ იმაზე, რაოდენ ბევრი საქმე გააკეთეს, როგორ გადაიტყავეს ხელები, როგორ მოამზადეს 2123219837 თავი საჭმელი მაშინ როცა ააააღარ შეეძლოთ და ამ დროს აქვთ მზრეა “დამაფასეთ” და არიან საშინლად ნერვულები. სულ მგონია რომ ძალიან ცოტა სექსი აქვთ, თანაც უხარისხო და ამ დაუხარჯავ ენერგიას დებენ ხეხვაში.

ძალიან უნიჭო პოსტია, ბოდიში მომითხოვია :/

წერილი აწ უკვე მკვდარ მაგრამ საინტერესო ადამიანს


გამარჯობა იესო.

სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, არსებობდი თუ არა სინამდვილეში, თუ არსებობდი როგორი ადამიანი იყავი გარდა იმისა რომ მესია იყავი და სასწაულებით ჟონგლიორობდი და რაც მთავარია, ღმერთი როგორ გამოიყურება?

როგორი შეგრძნებაა რომ ფრენ? ალბთ რამე ანტიგრავიტაციული გეკეთა ან შენმა ორგანიზმმა ამის უნარი გამოიმუშავა? (თუ აპარატი იყო, ცუდი ბიჭი ხარ, რომ არ დაგბვიტოვე ნახაზები)

კარგი იქნებოდა ორგანიზმის თვითაღდგენის დეტალებს თუ მომიყვებოდი, თანამედროვე მედიცინას ძალიან გამოადგებოდა.

აღდგომის მერე ისევ იგივენაირი ორგანიზმი გქონდა თუ შეგეცვალა რამე, მაგალითად ტკივილის შეგრძნებები საერთოდ გაქრა, ჭამა აღარ გჭირდებოდა და ა.შ.

იქნებ სულაც არ იყავი აღმდგარი და ადამიანებს მასობრივი ჰიპნოზი მოუვლინა მამაშენმა ან კიდევ ვინმემ?

ბავშვობაში რას გეძახდნენ?
ყველაზე ძალიან რომელი საჭმელი გიყვარდა?
ცხოველი არ გყავდა? ძაღლი ან კატა ან ცხვარი ან კიდევ რამე, რავი.
მამინაცვალს ძალიან ეჯავრებოდი თუ არც მაინცადამაინც?

შენ ნამდვილად გინდოდა ჯვარზე გაკრული მომკვდარიყავი?
იქნებ მაგას მჭედლობა ან მწერლობა ან რამე მსგავსი გერჩივნა, მაგრამ ტირანმა მშობელმა არჩევანის საშუალება არ დაგიტოვა? იქნებ გითხრა, შვილი იმისთვის გავაჩინე რომ სიბერეში მომიაროსო და ჩემი ცხვრები ჩემს მაგიერ გაკრიჭოსო?

რატომ გაქვს კეთილი და მშვიდი სახე კათოლიკურ ხატებზე და საშინლად მოწყენილი და ტრაგიკული და აფორიაქებული სახე მართლმადიდებლურებზე?

პ.ს. შენთან ამდენი და კიდევ ორი ამდენი შეკითხვა იმიტომ მაქვს, რომ ბიბლიის და ახალი აღქმის და ა.შ. წაკითხვა ძალიან მეზარება, ცოდნა მწირი მაქვს და ბარემ პირველწყაროს მოვაყოლიებდი, ასე უფრო საინტერესოა, იმჰო.

პ.პ.ს. ვინმემ ამ წერილის მერე თუ ჩამოქოლა, სამოთხეში პროტექციას ხომ გამიწევ? გპირდები, არ მოგაწყენ, კაკ მინიმუმ ლაშქრობებში ვივლით მანდ.

წერილი ადამიანს, ვისთან საუბარიც მენატრება



ლალობალო
საერთოდ, არ ვარ ის ტიპი,პირველყოფილ ემოციებზე დაყრდნობით რომ უყვარს ყველა ნათესავი. შენ იმიტომ კი არ მიყვარხარ რომ ბიძაშვილი ხარ, არც იმიტომ რომ კარგი ხასიათი გაქვს, ან იმიტომ რომ ჩემს ბავშვობასთან ასოცირდები.

იმიტომ მიყვარხარ რომ შენ შენ ხარ, თბილი, ალუბლისფერი და ძალიან ბავშვი.
შენზე პატარა ვარ და სულ იმას გეუბნებოდი და გტუქსავდი როდემდე უნდა ვიყო შემზე დიდი, ასე არ შეიძლება ცოტა გაიზარდე და გამოიბრძმედე თქო.

ზოგადად, ის დრო არ მიყვარს, ჩემი და შენი რუმმეითობა რომ დაემთხვა, სამაგიეროდ ეგ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მგონი მაშინ.საერთოდ მაქვს ამორეცხილი ყველაფერი იმის გარდა, როგორ ვიჯექით ხოლმე და სისულელეებზე ვლაპარაკობდით, გოჩას საქციელებზე ვნერვიულობდით და ვჩხუბობდით და ვბჭობდით, რანაირად უნდა მოგვეშორებინა თავიდან.

მერე გიგა გამოჩნდა და შენი თავი “წამართვა” და მეც მგონი დავიჯერე რომ მართლა შეიძლება ორ ადამიანს ასე კოკისპირულად უყვარდეს. სამწუხაროდ დროში გამოცდის საშუელაბა არ მოგეცა არც შენ არც მე და აზრზე არ ვარ როგორ უდნა დაგეხმარო, რაზე გელაპარაკო.

ჰხოდა ოდესმე შენც გადახვალ ალბათ მაქედან სადმე მარტო ბავშვებთან ერთად და მეც მოვცუხცუხდები ხოლმე საჭორაოდ. ახლა არ გამომდის, ვერ მიყვარს უცხო ხალხები, მძაბავენ.

გაკოცე ცხვირზე

წერილი მას, ვისთან შეხვედრასაც ვისურვებდი



ტურ
კონ-ტიკით რომ გადაცურე ოკეანე,8000 კილომეტრი, სულ არ გეშინოდა? აი საერთოდ? სულსულ?
მე შემეშინდებოდა, კაკ მინიმუმ იმისა, ზვიგენებს თუ დავინახავდი ახლომახლოში.


აღდგომის კუნძულზე ის კაცი როგორ აიძულე, ეჩვენებინა როგორ “დაყავდათ” ქანდაკებები?

ძალიან მშურს შენი ტაიტური ცხოვრების, ფატუ-ჰივური ცხოვრების კიდევ უფრო მეტად, რამაგარია, იცხოვრო ჯუნგლებში ცივილიზაციის ყველანაირი მიღწევების გარეშე, ჭამო ის, რაც ხეებზე ასხია, იძინო ბამბუკის ქოხში, უძველესი თავის ქალები შეაგროვო და ისტორიები მოისმინო, გადაცურო ერთი კუნძულიდან მეორეზე თვითნაკეთი ნავით და სრულიად შემთხვევით წააწყდე გოგენის მიერ ამოჩუქურთმებულ კონდახს.
მე ვერ ვარ შენნაირი გამბედავი თორემ მეც მოვნახავდი რამე გზას, მსგავსი ქმედებების ჩასადენად.

ნორვეგიელი ტურ ჰეირდალი. მკვლევარი, ეთნოგრაფი, მოგზაური.

http://en.wikipedia.org/wiki/Thor_Heyerdahl

წერილი ექსს



ტაკს, ესეიგი, იმას მივწერო ამას თუ იმას თუ აი იმას? :ბოლი:
კიარადა, რატო უნდა მივწერო, როცა არცერთს არ ვეკონტაქტები? (ჩვევა მაქვს ასეთი)

ანუ ისა

გადავდივართ წერილზე ჩემი ინტერნეტ-მეგობრისთვის.

გამარჯობა პატაპუტინა
სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჩემს პირველ ფორუმულ ექსკურსიებზე და მერე ნუნისში კიდევ გაცნობა და მერე აქაიქა შეხვედრები ხოლმე.
თუ ეგ ინტერნეტნაცნობობა აღარ გამოდის? ინტერნეტიდანგამომდინარე ნააცნობობა უფროა :/

კაი, მაშინ ისა…

გამარჯობა იკა.
სასიამოვნო იყო შენი და შენი ბონსაის უეცარი აღმოჩენა ჩემს ფრენდებში.
რამაგარია რომ საბერძნეთი ზუსტად ისეთი ნახე, როგორიც მე მგონია რომ არის.
ხოდა ნაკლები იგრუზავე და ცოტა მეტი პატრონუსები შექმენი და საერთოდაც ნუ ეცდები დაინახო ცუდი იქ, სადაც არ არის :ყეს:. და სადაც არის, იქ კარგის დანახვაც შესაძლებელია, ჯუსტ ცოტა უნდა მოინდომო.

წერილი უცნობს


სალამი ქალბატონო.

ყოველდღე, ასე ათ საათზე 147 ნომერ მარშუტკაში ამოდიხართ, ვაჟა-ფშაველას მეტრომდე არმისული. ძირითადად ახალპირდაბანილი, გამჭვირვალე კანით, შეშუპებული თვალებით მაგრამ მაინც ლამაზი და ძალიან, ძალიან მაგარი ჩანთით, აი მე რო მიყვარს ისეთით, პირველად მაგ ჩანთის წყალობით შეგამჩნიეთ.
ისიც შევამჩნიე რომ შვილი გყავთ და ბეჭედი გიკეთიათ. კიდევ ის, რომ ყოველთვის თქვენზე ადრე ჩავდივარ და ამიტომ არ ვიცი რას საქმიანობთ.

მინდა იცოდეთ რომ ძალიან მომწონხართ/.

უსერ.

წერილი ჩემს სიზმრებს და ოცნებებს


ბონუსად ამას მოუსმინეთ

აუ როგორ მიყვარხართ თქვენ არ იცით, განსაკუთრებით ოცნებები, შანსი არაა, გიოცნებოთ და არ ახდეთ.

სიზმრები კიდევ… აუ კაით რა ასე არ შეიძლება, როდემდე უნდა მესიზმრებოდეს ადამიანები, რომლებიც მომავალში უნდა გავიცნო? კაი, ერთხელ რო გნახულობთ და მეორედ და მესამედ მეორდებით და მამახსოვრდებით რა წესია? მერე რეალში რომ ვნახულობ იმ ადამიანებს და სიტუაციებს და ვა, ეს სიზმარი იყო და ისედაც არ ვარ მთლად დალაგებული და სულ მრევთ :/
ფლორენციის ის მოედანი რაღამ დამასიზმრა სამჯერ, ჩემამდე არ დადის :/ იქნებ თქვენ იცოდეთ?

აი ამასწინაც ვიღაც ტიპი ვნახე სიზმარში და რომ გავიღვიძე ისეთ ტრაურში ვიყავი, დამანებეთ თავი, თავისუფლება მაცალეთ თქო :/ თან ვერ ვიცანი ვინ იყო და კიდევ უფრო დიდ ტრაურში ჩავვრდი ესეიგი ჯერ არ ვიცნობ თქო.

ყველაზე ძალიან მაინც ის მიყვარს, საშუალებას რომ მაძლევთ გმართოთ, ვაცნობიერებ რომ სიზმრებია და სიმაღლიდან ვხტები, მანქანას ვმართავ, დავფრინავ, ერთხელ ბანკიც კი გავძარცვე და დამჭრეს მხარში. ერთი ეგაა, ვერასოდეს ვერ მივედი ზღვამდე.

კაციც ვყოფილვარ სიზმარში, საკუთარი თავიც დამინახავს შორიდან, როგორ კვდებოდა და ვერ ვშველოდი, მაშინ მივხვდი, ცხოვრებაშიც ასეა, მთელი ცხოვრება გვერდიდან ვუყურებდი საკუთარ თავს, როგორ კვდებოდა, და ხელს არ ვუშლიდი.

ოცნებებო, თუ ცნებებო, თუ მელოდიებისგან გამოწვეულო ხვეულხლართებო, იქნებ იმიტომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ, რომ თქვენი გამოწვევა შემიძლია და ხანდახან მგონია, რომ იმაზე გაცილებით მეტი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე ვიცხოვრე. ბალახზე როცა ვწევარ და ვარსკვლავებიან ცაში ვიყურები სულ მეშინია რეალობის შეგრძნება სამუდამოდ არ დამეკარგოს და იქ არ გავფრინდე, ცაში, როგორც ბავშვობაში დავყავდი სიზმრებს, უფრო სწორად, ზმანებებს. ძილის წინ, თავლდახუჭული, ვგრძნობდი, როგორ ვიწეოდი საწოლიდან, დავლივლივებდი სადღაც, სივრცეში, დედამიწა იყო უზარმაზარი და ამავედროს იმდენად პატარა, რომ საჩვენებელ და ცერა თითს შორის ვერ ეტეოდა, უზომოდ მძიმე და ამავედროს უწონადო. ან სიზმრები იყო, ან ოცნებები, ყოველშემთხვევაში 4-5 წლის ასაკში გარტყმაში არ ვიყავი, კოსმოსი და უწონადობა რა იყო.

ხოდა ასე

გამარჯობა

მადლობა, რომ არსებობთ

თქვენ რომ არა

რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას.

და

არ ხართ თქვენ ქვეცნობიერი, თქვენ მე ხართ
ბევრი მეები
განსიზმრებული
იმ რამეების მისახვედრად
და
შემოსალაწუნებლად მოსულები
რომ კიდევ და კიდევ შემახსენოთ რომ მე უნდა ვიცხოვრო
სანამ არ მოვკვდები.

ლავ იუ, გაიზ.