3.წერილი მშობლებს.



მამა, ბებია (მარცხნივ) ბიცოლა (მარჯვნივ) ნათლია და შეთავსებით ბიძა (მარცხნივ ზემოთ) და უცნობი ნათლია, ნეტა ვინაა (მარჯვნივ ზემოთ)
მე- შუაში, მაშინ მაკა მერქვა. სამი წლის ვარ და ახალმონათლული.,
დედის ელექტრონული სურათი არ მაქვს. აქ რატო არაა, არ ვიცი.

ამ ადამიანებიდან მარტო მეღა ვარ ცოცხალი და ბიცოლა. იმ უცნობის ასავალ-დასავალი არ ვიცი. (არც მაინტერესებს რომ არ დაგიმალოთ).

გამარჯობა, დედა.
გამარჯობა, მამა.

მადლობას არ ვიხდი, რომ გამაჩინეთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ მითხოვია.
არც გაზრდისთვის არ ვიხდი მადლობას, არც ეგ არ მითხოვია. თუმცა, მადლიერი ვარ.

დედა

სამწუხაროა, რომ ჩვენი ბედნიერების კრიტერიუმები ძალიან განხვავდება ერთმანეთისგან, მარა ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ მამაჩემს ცოლად გაყვებოდი, ხო იცოდი, რომ კაკ მინიმუმ ერთი ცალი მეორე მშობელსაც დაემსგავსებოდა.
ხოდა, მადლობა იმისათვის, რომ იმ 90-იანებში გაჭირვება არ მიგრძვნია და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე ჩემებური პრინციპებით უნდა ვიცხოვრო, სხვანაირად ძალიან, ძალიან უბედური ვიქნები.

შენ მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მე იქ ვყოფილიყავი, სადაც ვარ ახლა.

მამა

წარმოდგენა არ მაქვს, როგორი იყავი, დედაჩემს თუ რამე არ მოწონს, შენ “გაბრალებს” მარა ეგ ზოგადად მასეა ხოლმე. ერთი ეგაა, დედას არ ვგავარ,სხვა რა დამრჩენია, შენ უნდა გგავდე. ცოცხალი რომ იყო, იმას მაინც მასწავლიდი, ხალხთან ურთიერთობა როგორ ისწავლე.
იმედია სადმე იქ უკრაინაში შვილი არ გყავს, კიარადა, ნეტა გყოლოდა და დედაჩემისთვიაც გეთქვა, სულ მინდოდა და მყოლოდა. თან უფროსიც იქნებოდა და ჭკუასაც დამარიგებდა ხოლმე.

არ მახსოვხარ, შენი კუბო მახსოვს მარტო და სიზმარი, სადღაც რომ წახვედი და მე არ წამიყვანე თან. ნუ გეშინიაო მითხარი, და კიდევ რაღაცეები. ლალიკო რომ იძახის, ბავშვები სიზმარში გიგას ხედავენო, არ ტყუის, ბავშვები მართლა ხედავენ იმას, რის დანახვაც დიდებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, უმრავლესობას ავიწყდება, როცა იზრდება.
მე არ დამვიწყებია. ვერ ვხვდებოდი, რა ატირებდათ, შენ წახვედი და მეც გაგიშვი, დაგივიწყე.

უცნაურია, მაგრამ არასოდეს არ მომისაკლისებიხარ მანამ, სანამ ერთ დღესაც არ აღმოვაჩინე, რომ შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი, დედა აღარ მომიწყობდა ისტერიკას ეგიდით “რატომ დადიხარ პახოდებში”, ან უფრო იოლად გადაიტანდა ამას.

და როცა აღმოხდა, მაგის შვილისგან სხვას რას უნდა მოელოდე, ქორწილში ჯინსებით და კეტებით მოვიდაო (ეს 80-იანებში ხდებოდა) მაშინ მივხვდი, რომ შენი შვილი ვიყავი.

არც ახლა არ მკალიხარ, უბრალოდ, არ არსებობ და ვსო.

Advertisements

2. Letter to my Crush


ამ სიის მიხედვით მეორე წერილი crush-ზე უნდა დავწერო, ანუ როგორც ამიხსნეს, ადამიანზე, რომელზეც “მეკეტება”. ვინაიდან სიყვარულურად არასოდეს არ გადამიჭედავს ამ დონეზე, სხვა სახის, ადამიანისადმი ჯუსტ, ალოგიკურ გადაჭედვაზე უნდა დავწერო :/

ასეთი სულ ორი ცალი შემხვდა, ერთხელ როგორც გადამეკეტა ისე გადმომეკეტა ახლოს გაცნობის შემდეგ.
მეორე კი..

გამარჯობა.

ხოდა ძალიან მრცხვენია მარა მაინც უნდა მოგწერო

ვიცი, რომ გაგიკვირდები, გაოცდები, კიდევ 12132234 ემოცია შეგაწუხებს და მაინც გაიცინებ. ალბათ იმაზე მეტად უცნაურად გეჩვენები, ვიდრე ვარ, იმიტომ რომ შენს დანახვაზე ვღელავ, ვიბნევი, ათას სისულელეს ვრატრატებ. შენი მოყოლილი ყველა ისტორია მახსოვს მაშინ, როცა ზოგადად, ადამიანების მონათხრობის 0.000001% მამახსოვრდება, შენი ყველა ნააზრევი მომწონს, ისიც, როგორ გადმოსცემ ამას და კიდევ ისიც, რომ ყოველთვის უსიტყვოდ გეთანხმები.

მაინტერესებ. ადამიანების უმეტესობა პრიმიტივია, შენ კი რაღაც გაქვს ისეთი, საინტერესო და ჰაეროვანი და ამავდროულად ძალიან მძიმე.

მაგრამ, ხომ არიან ადამიანები, ვინც გინდა, სულ იყოს, მაგრამ ახლოს ვერ მიდიხარ, თუ არ მიდიხარ, თუ როგორცაა, რა მნიშვნელობა აქვს.

სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან, მაგრამ შენ შენი მეგობრები გყავს მე ჩემი, შენ შენი ცხოვრება გაქვს- მე ჩემი .

ყველაზეყველაზეყველაზე ადამიანი ხარ მათ შორის ვისაც ასე, შორიდან ვიცნობ < 3

პ.ს. ყველაზე, ყველაზე გულახდილი პოსტი რაც ოდესმე დამიწერია მგონი 😀

წერილი პირველი- საუკეთესო მეგობარს



ამ პროექტს გადავაწყდი და მეც მომინდა…
ასერომ, გაემზადეთ 30 წერილისთვის..
ტოესწ, მე გავემზადები.

ყველაზე-ყველაზეს ანუ?
და მე რომ სამი ცალი მყავს ასეთი?
ნინო, მარი და გუდა

არ შეიცვალოთ, მუდამ ასეთები დარჩით, როგორსაც მე გიცნობთ,თქვენი ხასიათის იმ თვისებებით, მე რომ მიყვარს და ვაფასებ, ხანდახან კი ვნატრობ,მეც ვიყო თქვენსავით ენერგიული, კეთილი, დამთმობი, მზრუნველი, დაუღალავი, თბილი, შრომისმოყვარე, ჭკვიანი, ნიჭიერი, მშვიდი, თბილი აურით…

თქვენ ის გამონაკლისები ხართ, ვინც ზუსტად ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მართლა ვერ ვხვდები, რით დავიმსახურე ასეთი კარგი მეგობრები.

მიყვარხართ.