მინდა


DSC_1703

ზღვაზე მინდა ვიყო, ადრიან დილით, მზე ანათებდეს, მე ვიწვე, ზღვას ვუყურებდე, ტალღებს ვუსმენდე და არაფერზე ვფიქრობდე,.

DSC_2213

თუშეთში მინდა ვიყო, ადრიანი დილა თენდებოდეს, ჰაერი იყოს ცინცხალი და ცივი, ჩემი მწვანე ჟაკეტი მეცვას, სალაშქრო ბათინკები და თბილი ელასტიკი, გაყინულ ხელებს და ცხვირს ყავის ჭიქაზე ვითბობდე და ხეობიდან აოსულ ნისლებს ვუყურებდე

tumblr_lnk96go2E91qhhdqno1_500_large

შემოდგომა მინდა იყოს, თბილი, მზიანი, ყვითელფოთლებიანი. სადმე სოფელში ვიყო, ხის აივანზე, მწიფე ყურძენს ვწყვეტდე ტალავერიდან, აივანზე ზაფრანა და სიმინდი შრებოდეს, პლედშემოხვეული და ფერადნასკებიანი, მშვიდად ვკითხულობდე ჯეინ ოსტინის რომელიმე რომანს.

DSC_0211

ბავშვი მინდა ვიყო, ალვანში, ზაფხულის არდადეგებზე მყოფი, ჭექაქუხილობდეს, კოკისპირულად წვიმდეს,  ძველის სახლის ხის აივნის ციცაბო კიბის ზედა, ყველაზე განიერ საფეხურზე ვიჯდე და ჰაერში წვიმისს სუნი იდგეს და გადაღებას სულმოუთქმელად ველოდებოდე.

IMG_4210

კოკისპირულად წვიმდეს, მე ფანჯრის განიერ რაფაზე ვიჯდე, ფანჯარა პტარა, მყუდრო ქუჩაზე გადიოდეს და ვაკვირდებოდე, როგორ წვიმს, როგორ მოდიან ნიაღვარები, როგორ დარბიან წვეთები მინაზე და გამვლელები ქუჩაში.

IMG_5929

მანდარინის ბაღი მინდა ვნახო, ხელში კალათა დავიჭირო და ბევრიბევრი მანდარინი დავკრიფო. არასოდეს  მინახავს მანდრინი ხეზე.

ამწუთას ესენი მინდა, მერე კიდევ მოვიფიქრებ

ვიპოვე!!!!! Latest news from წკლიპერინა


ამასწინათ ისანში მეტროს ზემოთ ჩამოყოლებული მაღაზიები რომაა, ერთ-ერთში მოვკარი თვალი მარშუტკიდან, არ დამეზარა და გავედი დღეს.
და აი ისიც, ჩემი გარნიე!
ბოლო მე ვიყიდე იმ მაღაზიაში. მორიგმა გამყიდველმა “დამამშვიდა”,აწი აღარ იქნება, ისედაც კაციშვილი არ ყიდულობდაო. 😀

პ.ს. მერე რა რომ აამასობაში გავცივდი და სიცხე მაქვს : )))
პ.პ.ს. თუ ვინმე სადმე წააწყდით, სიამოვნებით მოგცემთ 5-ს მაგიერ 7 ლარს, ოღონდ მიყიდეთ რა : ((((( : ))))))))

პ.პ.პ.ს. სანამ რამეს ფულს მოვაგროვებ, ეს პაწუა ქენონა ვიყიდე. ხარისხი იმაზე უკეთესია, რასაც 2007წლის მოდელისგან ველოდი.

ცხოვრებაშჳ ამაზე გულახდილი, ემოციური და პირადი პოსტი თუ დამეწეროს მე ვიყო შპროტი 😛

უთმოდ


ჩემთვის ჩემი თმის ფერი იმაზე ბევრად მეტია ხოლმე, ვიდრე უბრალოდ, ფერი, იმიტომ რომ ერთადერთია, რაც საკუთარ გარეგნობაში მომწონს.

ბოლო 2-3 წელია, ერთიდაიგივე საღებავის ერთიდაიგივე ნომრით, ერთიდაიგივე ფერად ვიღებავ და გავიჩემითმისფერე. (იხილეთ ზემოთ).
სამწუხაროდ, გარნიემ გადაწყვიტა, რომ მეყო ხალისობა და ამ ნომერს აღარ უშვებს. სად აღარ ვიყავი, ყველაზე მივარდნილი წერტილებიც კი მოვიარე და არსად არ აქვთ.
შეუღებავობა აღარ გამოდიოდა და მსგავსი ფერი მოვნახე ვითომ, შევიღებე და…
ეს საშინელებაა, კოშმარი, იდიოტიზმი, გაუგებარი, არც წითელი,არც ყავისფერი, იმ ტონზე უფრო მუქი, არაბზინვარე გაუგებრობაა სახელწოდებით “ამასარჯობდაშეუღებავსმევლოოოოო”.
ლაბშჳ მამშვიდებენ ესეც გიხდებაო, მარა ალბათ იმიტომ რომ ისეთ ხასიათზე ვარ, ვინმე შემომაკვდება 😦
ჩემი თმის ფერი მინდა : (((((((((((((((((

წითური ფაქტები



ისინი მოსახლეობის სულ რაღაც 1-2%-ია. უფრო მეტნი არიან ჩრდილო და დასავლეთ ევროპელებში. (2-6%).


Redheadday, ფესტივარლი, რომელიც ტარდება სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას, ნიდერლანდებში, ქალაქ ბრედაში. აქ იკრიბებიან წითურთმიანები, იმართება წითელი ფერისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. (ნეტა მეც მოვხვდე ერთხელ მაინც,მმმ). იმართება ლექციები, ვორქშოფები და გამოფენები. 20 ქვეყნიდან ჩადიან წითურთმიანები და ფესტივალ ადგილობრივი მთავრობა აფინანებს.


წითურ თმას მეთექვსმეტე ქრომოსომაში არსებული ორი რეცესიული გენის არსებობა განაპირობებს.

მომილოცეთ… არა, გაიზიარეთ :D


http://hexsus.blogspot.com/2009/09/blog-post_20.html
ამ პოსტმა შთამაგონა პოსტი, სავიზიტო ბარატად მოხსენებულმა თმამ.

ჩემი სუსტი წერტილია ზოგადად თმა, ძალიან არ მსიამოვნებს ლამაზ თმას რომ ვხედავ შეკრულს, ვთვლი რომ გოგოს ყველაზე მეტად გრძელი და გაშლილი თმა უხდება და საერთოდაც კაცი რომ ვიყო ჩემს ცოლს აუცილებლად ექნებოდა გრძელი დალალები, სასურველია წითური ან მუქი შოკოლადისფერი.
პარასკევს რაცხა ანტიბიოტიკების ლექციაზე ვიყავი გმპ-ში და იქ იჯდა ერთი ქალი, ქუთაისიდან იყო, თმა ქონდა, აი, მნამ, მსხვილი ღერი, ბოლოში ლამაზად დახვეული მსხვილი კულულები, მუქი შოკოლადისფერი და ბზინვარე. თვითონაც შავგვრემანი იყო, ოდნავ ძვალმსხვილი და გემრიელი.
ჰხომდა, იმას ვლაპარაკობდი, რომ მეთვითონ მაქვს თმა წითურად შეღებილი, ბევრ სხვა ფრადაც მქონია, მაგრამ ეს ბოლო 3 წელია მაქვს და მაქვს… ყველამ, ვისაც ახლა ვიცნობ (ძველი მეგობრების გარდა) ამ ფერის თმით გამიცნო. იმისდამიხედვით, როდის მნახავენ, ზოგს ბუნებრივად წითური ვონივარ (ახალშეღებილზე გავს ეტყობა, თან წარბსაც ვიღებავ), ზოგი თანაგრძნობით აღსავსე სახეს კერავს და მეკითხება “კიმაგრამ, რატომ?!”, ზოგი მეუბნება რომ მიხდება და “პრეტენზიულია მარა შენ გიხდება” (აქ აკვირვების შეძახილი). მოკლედ, ახალგაცნობილებს სალაპარაკო თემის მონახვა არ უჭირთ : ))) არც ჩემი დამახსოვრებაა ძნელი: “აი ის გოგო, წითელთმიანი” და საკმარისია, გასაგებია უკვე, ვინც…
ერთი პერიოდი ბუნებრივი ღია წაბლისფერის დაბრუნებაც ვცადე, მთელი ზამთარი ვზარდე და გაზახულის პირველი მზე რომ ამოვიდა და ქუჩაში გავედი, საშინელი დისკომფორტი ვირძენი. რატო ნეტა თქო და… რამდენიმე წუთში მივხვდი, თმა არ ბრდღვიალობდა მზეზე და ეგ მაწუხებდა: )))) იმდღესვე შევიღებე, თორემ მეგონა საშინლად მახინჯი ვიყავი და ბუნებასთან კონფლიქტში მოვდიოდი. : )))
პატაპუტინამ მითხრა ერთხელ, რაღაც დავიწუწუნე და, შენი ბუნებრივი თმა შენი არაბუნებრივი ფერის თმა ყოფილაო”. მაშინ დავეთანხმე გუნებაში და ახლაც გამახსენდა, მაღაზიაში აღებული ყავისფერი საღებავი რომ დავდე და ისევ რიჟა მოვითხოვე.
ასერომ, რამდენიმე კვირის წინ ალბათ ჩემი ბოლო ბრძოლა წავაგე რიჟა თმებთან : ))) მომინდა რომ შოკოლადისფრად გადამეღება და მხოლოდ იმან შემაჩერა, რომ მეშინია, სხვა ფერის თმით არამარტო სხვები, მეც ვეღარ აღვიქვავ საკუთარ თავს.

მომილოცსამძიმრეთ. მე საბოლოოდ გამოვწითურდი :))))

და ისვ წითურა


ტყუუპები

თან იდენტურები

ჭორფლიკოლებით

რაღაცას ვეძებდი ინტერნეტში და შემთვევით წავაწყდი

გადაღშფრთოვანებული პოსტი


მზიურში ყოფილან მზის ზეიმზე, ანიამ დადო სურათები, ხოდა ისა აი როგორ მშურს ამათი დედის, როგორ როგორ! აი ასეთებს თუნდაც შვიდს გავაჩენდი გაუტკივარების გარეშე და ღამეებს ისე გავუთევდი ერთს არ დავიწუწუნებდი

ორი წითურა და ორი გოგო!

ნაპერწკალი ცუდ ამბებში


(სათაურის მახათიზმს არ ვიმჩნევთ)
ჰხომდა დღეს მკითხეს ეს თმა შენიაო და ოღჩ როგორ ბუნებრივს გავსო და რატო წითლადო მერე ერთ ქალზე მოყვნენ რომელიც წითურია და მთელი ცხოვრება შავად იღებავს და “აფსუს”-თქო ამოვიოხრე და დაიხოცნენ სიცილით

დღეს 4(!!!!!) კბილი დავიპლომბე, ტოესწ განვპლომბ-თავიდან დავპლომბე,იქაურმა გოგოებმა მითხრეს ჩვენ ამას ვერ გავუძლებდითო და იდეაში ამაყი ვარ. თან იიიიიიიიმდენი რამე ჭირდება ერთ საწყალ ჰელიობჟენს რომ აიაიაიაიაი ამდენი შრომა კი ღირს ის 60 ლარი. ყველაზე საშჳნელი რაღაც მატრიცები იყო,რკინის კონსტრუქცია დამამაგრეს კბილზე რაღატომღაც და მოხსნისას უზარმაზარი რკინის მაშასავით რაღაც რომ აიღო კინაღამ გავექეცი სავარძლიდან
მერე კიდე დაპლომბვისას უცებ ბოლი რომ ამომივიდა კბილიდან მეორედ დავაპირე გაქცევა
თან ამ გაუგებარი ტერმინებით რომ ლაპარაკობენ და გაუგებარი საშინელი უზარმაზარი წვრილი ნემსები, წკირები, ზონდები, და ბურღები რომ არ ვიცი რისთვისაა ყველას დანახვაზე “მეტკინებააააა” მერთვება გაფაციცებული ვუყურებ ექიმის სახეს და ნებისმიერ უკმაყოფილო მიმიკაზე ადგილზე ვკვდები
p.s. ვინაიდან ჩემი ძმის ჯემპრების რეცხvა სერიოზულ შრომასთანაა დაკავშირებული, გადავწყვიტე გადასახადი დამედო და წეღან რომ გამომიცხადა გამირეცხეო, კიბატონო, 5 ლარი მოიტა და გავრეცხავ თქო.
შედეგად ჯემპრი ისევ გაურეცხავია
აბა მადლობას ეს არ მიხდის და მე საქველმოქმედო ორგანიზაცია კი არ ვარ, უზარმაზარი ნაქსოვი ჯემპრები ხელით ვრეცხო და წელი ვიწყვიტო ყოველ დასტვენაზე
თანაც ნერვი მეშლება რა პონტია გოგოს დავალდებულება აკეთოს სახლში ყველაფერი მხოლოდ იმიტო რო ცოტა სხვანაირი ქრომოსომა აქვს.
არა მამენტ კი გავურეცხავდი მარა ისე მომეშალა ნერვი,წეღან რომ მოვედი გამოდებილებულ-დაღლ.ილი, ეს იჯდა და მელოდებოდა რომ ტაფა გამერეცხა და საჭმელი ეჭამა და შემოსული არ ვიყავი “აუ ტაფა გარეცხე რაა” და ზის კომპთან.