ბოდიალი და ბედნიერება 2012


წელს პოსტის დაწერა და შეჯამება დამეზარა, კიდევ უფრო მეტად სურათების ამორჩევა, ამიტომ, მარტივად და რენდომად, ყოველგვარი სისტემის გარეშე, ფოტოებით გავიხსენებ წლევანდელ ფავორიტ ბოდიალებს, (ყველა ერთად უბრალოდ, ვერ დაეტევა, თან მე ზარმაცი ვარ) ბედნიერობებს და ალაგ-ალაგ პოსტებს გავლინკავ, რაც მიწერია, მეტი მოხერხებულობისთვის.

DSC_0467

ტბათანა. წოვა-თუშების სოფელი პანკისის ხეობაში, თუ ხეობასთან.  ახლა აქ მხოლოდ ქოხებიღა დგას და ბევრი არათუში დადის/ცხოვრობს. ჩვენც ისმაილმა მიგვიყვანა აქამდე, ქისტმა (თუ სწორად მახსოვს). გზა ძალიან ლამაზია, ოღონდ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით თუ გაივლი. გზადაგზა, ჩვენს თვალწინ დადო თოვლი მთებზე. აქ სულ წვიმდა, ციოდა, სველოდა, ბოლი იდგა ქოხში და მერე ღამე ქოხში გვეძინა, კარვისტენტგადაფარებულებს.

DSC_1178

მაღალმთიანი აჭარა, ღორჯომია ეს მგონი. აქ მეჩეთის სანახავად ავეხეტეთ, მძღოლს საბურავი გაუფუჭდა და ყოფილი გამგებლის ოჯახში ამოვყავით თავი. შეშის ღუმელზე, პირდაპირ ჭიქებში მოდუღებული ყავა დაგვალევინეს. სახლები მთლიანად ხისგანაა გაკეთებული და ხის სუნი დგას სახლში. ზამთრობით გზა ზოგჯერ იკეტება, ამიტომ მასპინძლის ასე 6-7 წლის გოგონა სახლში გავაჩინეო, დედამისმა.

DSC_1158

ესეც მაღალმთიანი აჭარა, ბეშუმი. იძახიან, რომ ძალიან გავს ბახმაროს. კი, გავს, ოღონდ ბახმაროში უთვალავი ძროხა არ დადის, რქებზე ფერადნაჭრებშებმული. ეს სახლებიც მთლიანად ხისაა და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადიან.

DSC_1922

პალიასტომი. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე. ამაზონის ჯუნგლებში გადაღებული ექსპედიციები რომაა, უზარმაზარ მდინარეებში რომ მიცურავენ და გარშემო დიდი ჯუნგლებია, აი ზუსტად ისეთი გარემოა. ოღონდ შუა ტბაში კატერი გაგვიფუჭდა და სანამ რამე უკეთესის დახვედრების პირობა არ იქნება, მე ჯერ ვერ და არ დავბრუნდები.

DSC_2356

წლის ყველაზე-ყველაზე ბედნიერება, თუშეთი. ის კამაზი ონისეს კამაზია, კამაზის გასწვრივ, პირდაპირ, თუ დააკვირდებით, გირეველი მესაზღვრეების კარავი მოჩანს, მე ჰეღოზე ვდგავარ და იქიდან ვიღებ ამ ფოტოს.

_MG_6467 copy(1)

ესეც წლის ყველაზე-ყველაზე თავგადასავალი– თუშეთიდან მომდინრებს გაგვითოვდა, უზარმაზარი ფიფქებით ბარდნიდა.

DSC_1703

აჭარა, აქ დილის ყავა მიჭირავს ხელში, კიდევ გუდვილის დარიჩინიან-ქიშმიშიანი ფუნთუშა მაქვს და ცხოვრება მიხარია.

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

გზა-და-გზა ჭალაადისკენ

წელს სვანეთშიც ვიყავი, მთელი 7 დღით, ჯიპ-ტური მოვაწყეთ. იმდენი რამე ვნახე, მემგონი იქაურ სვანებს არ აქვთ ნანახი. ეს ჭალაადია, მყინვარი.  ჩემი დაბადების დღეა ამ ფოტოზე.

წლის წყურვილი. შდუგრას ჩანჩქერისკენ მივდიოდით და პაწუკა ბოთლით წაღებული წყალი არ გვეყო. მთელი ორი საათი, სანამ მივდიოდით, წყალზე ვოცნებობდით. ორი ყლუპი მქონდა დარჩენილი, ვიზოგე-ვიზოგე და ვერ გამოვიზოგე. იქვე ვიღაცეებს მივადექით, წყალი ვითხოვე.  წამომყევიო კი მითხრა და ქეთიმ ისე მომაძახა, მეც წამომიღე რაა-ო რომ გაეცინა და დიდი ვედრით დაგვიდგა სასმელი წყალი. ისე დავესიეთ, დავაცარიელეთ. უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ ამ ფოტოს გადაღებისას

DSC_3885

ბორჯომის რაიონი, სოფელი თორი, 100-ზე მეტი წლის სახლი. ამ ფოტოს გადაღებისას ფეხი მქონდა ნაღრძობი, თუმცა იმდენად გახურებული/ადრენალინით სავსე ვიყავი, რომ ვერ ვგრძნობდი.

DSC_3781

კახისის ტბა. სტაფილოსფერი კარავი მარცხნივ ჩემია. კახისის ტბაზე თევზიაო იძახიან. მე ბაყაყები ვნახე და კიდევ ძალიან ბევრი ჟოლო.

DSC_2382

ესეც თუშეთია, სოფელი ფარსმა.

მთის ქონდრის, იგივე ბეგ-ქონდარას, იგივე ბექთ-ქონდარას ჩაი. ყველაზე თუშეთისარომატიანი ჩაი.

9

ეს სამცხე-ჯავახეთია. ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა, ყველგან ნეხვის სუნია და დეპრესიულად მიტოვებული სახლები. ბერძნებმა მიატოვეს თურმე,  საბერძნეთში წავიდნენ. არ ვიცი აქ რა უნდოდათ, მაგრამ ისე ცივა, მეც დავბრუნდებოდი, აქ რომ დავესახლებინე ვინმეს.

13

ეს საროა. აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ… ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო, ასე ვერ მოვყვები.

DSC_7744

წლის ბოლო კოცონი, აქვე, თბილისთან.

DSC_8539

კახეთი. ზეგაანი.  წლის ბოლო გასვლა. ძალიან ციოდა. ფოტო მომწონს, თორემ აქ ვერ მოხვდებოდა საერთოდ.

DSC_5186

ხვამლის გზაზე. სოფლის ბირჟა. სანამ ბიჭებს ველოდებოდი, ნახევარი საათი მარტო ვიყავი და ეს გადავიღე.

ხვამლის მთა. ნისლები მოდიან უკვე, არადა ორი საათის წინ მზე იყო.

ხვამლისკენ გზადაგზა სულ ასეთი მინდვრები იყო, ასეთი სილამაზე არსად არ მინახავს.

DSC_8812

კანფეტით მოვიტყუე ახლოს, ისე არ მოდიოდა. ჩემი ბღვერია ნათლული.

სადღაც ლეჩხუმში, რაღაც მოტბავო ელემენტი უნდა გვეპოვნა, წავიყვანეთ რატი და მისი კოლხოზნიკი, ტბის მაგიერ ვიპოვეთ ძალიან ლამაზი მოჭაობო რაღაც, დავანთეთ კოცონი, ვეცადეთ დაგვეჭირა რამე. მოკლედ, კარგი იყო.

DSC_2696

თუშეთი, ომალოს სასტუმროს ფანჯარა, ახალი ნაბანავები ვარ (ორი დღე კამაზის ძარაზე ნამგზავრი), ჩემი ყავა, სტაფილოსფერი ჭიქით, რომელიც დავკარგე სადღაც და უმანკოების ხანა (თუ სწორად მახსოვს). ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც პახოდში წავიღე და მერე არ გავაჩუქე.

DSC_6361

ბავშვობის მერე თივის ზვინი ასე ახლოდან არ მინახავს. გუდარეხში მივდიოდით ხუთნი. ყველაზე ძალიან ასეთი, ნებაზე მიშვებული ბოდიალობები მიყვარს მე.

DSC_7067

კაცხის სვეტი. წინა დღეს სადღაც ვიყავი, უკიდეგანოდ დავიღალე და კვირას მაინც წავედი ამის სანახავად. ამ ფოტოს გადაღებისას უკვე სიცხე მქონდა. კაცხის სვეტის წინ რომ კლდეა, იმაზე ავფოფხდით, გზადაგზა წყლის მილს ვეჭიდებოდით. საკმაოდ იოლია, როცა გრანდიოზულ ფოტოაპარატს არ მიათრევ თან.

რაჭა, ცხმორი. წელს ერთადერთხელ მეძინა თითქმის ღია ცის ქვეშ. რაჭაში, ცხმორში, ამ აივანზე. მერე რა, რომ ხიდან მთელი ღამე მსხლები ცვიოდა.

DSC_3728

ჩანჩქერის გზაზე. ცხოვრებაში პირველად გავჭედე სადღაც მიმავალმა,  მაგრამ მერე მაინც გავაგრძელე გზა, თუ გამაგრძელებინეს. აქ მთავარი სირთულე გადალახულია, ბლახებს ვეჭიდები, რომ არ ჩავსრიალდე ტალახზე და წყალში არ ჩავჭყაპუნდე. საბოლოოდ მაინც არ ჩავვარდი მდინარეში, ისე ვიარე, ფეხმშრალად. თუმცა ბოლომდე უხიფათოდ მაინც ვერა, ესეც პოსტი იმაზე, როგორ მივიღე პირველი და იმედია სულმთლად ბოლო სერიოზული ტრავმა.

DSC_7263

ეს ისე, კახური რქაწითელი მოიტანა ზვიომ რთველიდან მთელი ერთი ყუთი.

და ბარემ აქვე, კახური ალუ”რ”ჩა.

ბუსტერზე ვიჯექი ციცინათელაში.  თან სიმაღლის მეშინია მე და  ადრენალინის “პერედოზი” მომივიდა, მაგრამ აიაიაიაი ისეთი სუნთქვისშემკვრელი რამეა.

DSC_6870

რაბათი, გასაყიდი ხმლები სუვენიერების მაღაზიაში. ფოტოების გადასაღებად იდეალური დეკორაციებია რაბათში.

DSC_4201

რაჭა, სოფელი გლოლა. სანამ კატიწვერააზე მიდიოდა ჯგუფი, მე აქ დავრჩი, ნატკენი მქონდა ფეხი და ვერ ვივლიდი. ვაშლი თბილისელი, მპ3 უკვე გადაგდებული, წიგნი “არ გამიშვა”, ფილმიცაა ამ გადახელების. ძალიან კარგი რამეა, ოღონდ არ წამომიღია, გავაჩუქე.  კატიწვერაზე ვერ ავედი, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი.

მეგობარი, სიმყუდროვე, რელაქსაცია და ა.შ.

სვანეთი, მხერი. ეს თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ არაფერი არ გინახავთ. 5 საათი უნდა იარო სულ აღმართზე, ტყეში. ძალიან დამღლელია, მაგრამ როგორც კი ახვალ, ყველაფერი გავიწყდება ისეთი ლამაზია იქაურობა. საითაც არ უნდამიტრიალდე, ყველგან მთებია.

DSC_7137

სალხინო, დადიანების რეზიდენცია. სამეგრელო. ვერ ვიტან აქაურობას, მაგრამ ლამაზი კია.

ჩემი კარავი თუშეთში.

DSC_8197

ასეთი იყო ეს წელი, მოგზაურობ-ბოდიალობები. და თან წესიერად რომ არაფერს იმახსოვრებ, აი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიდექი, ცხოვრება ჩემს გარშემო მიდიოდა და მე მდუმარედ ვაკვირდებოდი.

DSC_9072

თავდაცვაზე დავდივარ. უფრო იმიტომ, რომ მუხლი მქონდეს მაგარი და თან სახლთან ახლოსაა. ადამიანებს სახეები არ ჩანს, ასერომ ამ ფოტოს არაუშავს.

DSC_5470

ფეხებგამობმული ჩანთა. ხვამლიდან მოვდივართ. კარავს მე მივათრევ, უკარვო მამრები უკან მომყვებიან, აქედან ერთი- წუწუნით. სულაც არაა სასაცილო.

DSC_0297

კვეტერა, თუ კვეტარა? ძალიან მწვანე ეზო აქვს.

DSC_1163

მწვანე ტბა, მაღალმთიანი აჭარა. წვიმა, სველა, ცივა. მე კიდე კარგად ვარ, ხალხი უსაწვიმროდაა.

შენაძენები:

DSC_7623

ძალიან მინდოდა ეს კელტურხიანი კულონი, სულ რაღაც 50$ ღირდა ამაზონზე, ვერცხლია. ძეწკვიც ვერცხლია, ძველისძველი, ბებიას დედის ნაქონი, იმას კიდევ ალბათ თავისმა დედამ მიცა და ა.შ.

DSC_0474

კიდევ კნიკონა ვიყიდე, ანუ Nikon D5100, 18-55mm ობიექტივით, სულ მალე მივხვდი რომ ზუმი მჭირდებოდა და 55-200მმ ობიექტივიც დავამატე, ხოდა ვართ ახლა ასე ბედნიერად მე და ჩემი კნიკონა. აქ კნიკონას პირველი გასვლაა, ტბათანის გზას ვიღებ.

ქინდლი. ძალიან მომბეზრდა ნაშოვნი ინგლისურენოვანი პირატული წიგნების ამობეჭდვა და გამოვიწერე.

ლეპტოპი, ACER რაღაცა-რაღაცა მოდელი, არ მახსოვს. იძულების წესით ვიყიდე, ჩემი 7წლის კომპი უბრალოდ, უარს აცხადებდა მუშაობაზე, პლიუს მჭირდებოდა მუშა კომპი და თან ლეპტოპი უფრო იაფი გამოდიოდა ვიდრე სტაციონარული და ყვეეელაზე თხელი/მსუბუქი მოდელი მოვითხოვე მაღაზიაში. აქვე, ჩემი ნაღრძობი ფეხი. სხვა ფოტო ვერ ვიპოვე, ბოდიში.

ახალი რუგზაკი. ესეც სხვა გზა არ მქონდა, ძველი ძალიან დაიხა.

კარავი. Eureka Apex 2T. ორტენტიანი, წვიმაგამძლე, ქარმედეგი, (გატესტილია ჩემს მიერ მარიამობის კოკისპირულ წვიმა-ჭექა-ქუხილში და ქარში), აქვს ორი შესასვლელი, ორი ბარგის დასაწყობი უზარმაზარი სივრცე და ორკაციანია, პრაქტიკულად ეტევა სამი გოგო ან ორი ბიჭი, თუმცა გაჭირვებისას 4 კაცსაც გვძინებია. რაც მთავარია, კარგადგანიავებადია და ღამე არ იორთქლება, თუ ყველაფერი არ ამოგმანე, რასაკვირველია. ხო, ხვამლზე თაგვი ხრავდა და ვერ ან არ გამოხრა.

და

2013 წელში იმედია კიდევ უფრო ბევრი ბოდიალობა იქნება და რაც მთავარია, ძალიან, ძალიან მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავიარო “ცერი” თუშეთისკენ მიმავალ გზაზე.

Advertisements

სამეგრელო



მიყვარს დაუგეგმავი პახოდები, გზადაგზა რომ ეძებ საბანაკე ადგილს, აზრთა სხვადასხვაობები, ჭიდილები და ალალბედზე სუპერადგილების მოძებნა.

მიყვარს უცხო ადამიანები, ხასიათები და უნარ-ჩვევები მცირე დოზებით.

რამდენიმე კარაველთან და ზოგ არაკარაველთან ერთად წავედი სამარგალოში, მხოლოდ სამ კაცს ვიცნობდი, ვიცნობდი რა, ვიცოდი, ფაქტიურად ექსპერიმენტი ჩავატარე, პერწკლი და უცხო გარემო. (ან, უცხო გარემო და პერწკლი) ძალიან, ძალიან დიდი ხანია ასე აღარ წავსულვარ, როგორც წესი ვფრთხები უცხებთან დიდხანსყოფნის პერსპექტივით და მხოლოდ ერთდღიან ექსკურსიებს ვჯერდები.


გასვლა დილის ექვსისნახევარზე უნდა დაწყებულიყო, დაიწყო ექვსზე, მე, კარავულ პუნქტუალობას მიჩვეული, 5-ზე წამოვხტი 3-ზე დაწოლილი. შედეგად მთელი გზა ვაკიმარებდი. საბედნიეროდ ორი ჯიპით (ჯიპი არააო მარა ჩემთვის ჯიპია ქვია მასეთებს) ვიყავით და დაძჳნებისთვის საკმარისზე მეტი ფართობიც კი მქონდა.
მარტვილის რაიონის რომელიღაც სოფელში, ხობისწყალი აკეთებს ძალიან მაგარ ჩანჩქერებს, ყურეებს, ფერების ნაირსახეობებს, ლურჯიდან დაწყებული მწვანით დამთავრებული და იქამდე მივედით.

წყალი იყო ცივი-ცივი-უცივესი, უაზროდ დასიცხული ჩავბოდიალდი და გამაგრილა არ ერქვა, გამყინა, მიმბურძგლ-მომბურძგლა, სუნთქვა შემიკრა, თმა ყალყზე დამიყენა, მოკლედ, სუპერ! ოღონდ ძალიანძალიან იყო დაკლებული… მაგრამ ფერები….მმმმნამ….

ჩემს გარდა ყველა ცურავდა, მდინარე კი ყინულივით იყო, ამიტომ მზეზე ყოფნას და რელაქსაციას დავჯერდი, ძალიან რომ მცხებოდა მერეღა ვყოფდი ცალ თითს მდინარეში.


თავიდან თითქმის მარტოები ვიყავით, მერე მოეყარნენ და რა მოეყარნენ……
აქ ისაა, დადიანების დასასვენებელი ადგილი, ყოფილი, მდინარემდე ქვის ძველისძველი კიბეები ჩადის, ხეობა ღრმაა და ჩვეულებრივ ვერ ჩახრიგინდები.
ნაგავი იყო… ყარდა….. :(((((((


აბლაბუჯღა
ბევრი მწვანე ფერი იყო…..

მწვანე შემოდგომა


კონცენტრაცია


ტროპიკული ქვა


ვინაიდან ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, და კიდე რიგი მიზეზების გამო, ჩავბარგდით და სხვაგან წავედით…. ადგილს ვეძებდით საბანაკეს და ვიარეთ-ვიარეთ… აბორიგენებში არ გაგვიმართლა, ზოგი ატას გვაგზავნიდა, ზოგი ბატას, ზოგი კვატას.
მერე რაღაც ადგილი გვასწავლეს და წავედით და რა წავედით, საწყალი მანქანები იგინებოდნენ თავიანთ ენაზე მემგონი, გზა მიბოდიალობდა სადღაც ჯანდაბაში…

ბოლობოლო საბანაკე ადგილს მიმსგავსებული დავინახეთ, ჩავედით და ისსსსეთი მაგარი რაღაც ვიპოვეთ, ტყის დ კამკამა მდინარის მიქსი იყო, მართლა კამკამებდა, ასეთი ფუსთა და ცივი მდინარე არ მინახავს მე ჯერ.


ბებოები )))


გზაში…

აბორიგენი ბავშვები, გვიყურებდნენ საინტერესო მხეცუნებს, მე კიდევ იმათ ვუყურებდი )))


კარავები, ნახევარი ღამე უპატრონოდ იყვნენ, დიდისამბით გაიშალა, კოცონთან მივბარგდით დასალევად და ჩკა, იქვე გავითიშეთ, დრო არ ვიცი და, მე-15-ე სადღეგრძელოს იძახდნენ ბიჭები როგორც მახსვოს და მერე არაფერი აღარ მახსოვს,თითქოს არ მეძინებოდა და კი ჩამეძინა… მერე ისევ გამეღვიძა, მერე ისევ ჩამეძინა და ასე…
გვქონდა წითელი ღვინო და შოთის პური, კიდევ ჭიანჭველების ლაშქარი პარალონს მიღმა, თავსზემოთ სკირვალიანი ცა და გვერდით ბზის ტყე და შეშა, რომელიც იწვოდა ნელა, ბრიალად და ხარისხიანად.


კიდევ იყო შუაღამისას წამოწინწკლული წვიმა, კიდევ კარგი, იყო, კარავში შესვლა არ დამეზარებოდა, მანქანა არ ოკუპირდებოდა და კოცონთან არ შევხვდებოდი გათენებას.
(სურათი იხილეთ ქვემოთ)


დილის ნაკვერჩხლებზე მოდუღებული ყავა და ცივიწყლით პირდაბანილშურშრობელი მე.

რაღაც ეგზალტირებულად ჟღერს მგონი ამდენი ლალალა, მაგრამ უაზროდ მქონდა მონატრებული, წელს ასე არ ვყოფილვარ არსად და დახუთულ უჰაერო სირცეში უცებ ფანჯარას რომ გააღებ და ახალნაწვიმარი ტყის სურნელი შემოვარდება, ასე ვიყავი.
დილაუთენია, თითქმის ყველას რომ ძინავს…


ხეობა.
ზეზარმაცული მეორე დღე მქონდა, ხალხები საბანაოდ წავიდნენ, მე დავრჩი და მზეს მივეფიცხე, შოკოლადი მქონდა კიდევ და საჭმლის მაგიერ მთელი ფილა ვჭამე, თან დამდნარი და ვიტლიკებოდი თითებს )))) ა ხო, წიგნიც მქონდა.
პ.ს. ბრედბერის ცელი არ უნდა წამეკითხა, ცუდად გავხდი, პურის ყანა ზედმეტად წმინდა რამეა ჩემთვის და სანამ მე ახლა ბრედბერის თავთავებს და იმ კოშმარულ განცდებს მოვიშორებ…. რაღაცნაირი ენერგეტიკა აქვს, როცა არ უნდა მივადგე, ვითრგუნები.


ხე, ერთადერთი და ერთ-ერთი


მეორე დღე, მდინარე, მე, ფოტოაპარატი და ვსო


ჩემი ისინი, მიყვარან, ისე კარგად მატარეს…

ღამე პაატას სახლში ავბარგდით და ბედნიერად დავიძინეთ საწოლებზე, მანამდე კი, ვაღიარებ, ცხოვრებაში მემგონი პირველად, რიტუალური სიგარეტისწევა ჩავატარე, აი, რომ ელოდები შესაფერის მომენტს, ყველას რომ გაისტუმრებ, ღერს ჯერ თითებით მოსინჯავ, დასუნავ, მოუკიდებ და სათითაო ნაფაზს თვალდახუჭული შეიგრძნობ და სადღაც გაფრინდები (ჩემზე იმოქმედა, საუკუნე და ცოტა მეტია, არ იმასმიქნია). (აქ პერსონალური და უზარმაზარი მადლობა ზვიოსულს, უნამუსოდ ავიღე ბოლო ღერი..)
მარა მაინც დებილობა იყო, სუნი ამივიდა თითებზე და მუცელქვეშ ხელამოდებულს მეძინა სუნს რომ არ შევეწუხებიე ))) ((((
დილის 5-ზე გავიღვიძეთ, მთელი გზა ხომ ვთვლიმე და შხაპი კი მივიღე, გავფხიზლდი მარა……..

ა, დაბოლილი კიარადა კმაყოფილი როჭოსავით კი ვიცინი )))))) (ცხვირის სიდიდეს არვიჩნევთ, რეალში არ მქვს ამხელა, დედასვფიცავარ :S )
პ.ს. ექსპერიმენტმა გაამართლა მემგონი, I`ve survived
p.p.s. ჯერ ისევ მეძჳნება…