წერილი მას, ვისთან შეხვედრასაც ვისურვებდი



ტურ
კონ-ტიკით რომ გადაცურე ოკეანე,8000 კილომეტრი, სულ არ გეშინოდა? აი საერთოდ? სულსულ?
მე შემეშინდებოდა, კაკ მინიმუმ იმისა, ზვიგენებს თუ დავინახავდი ახლომახლოში.


აღდგომის კუნძულზე ის კაცი როგორ აიძულე, ეჩვენებინა როგორ “დაყავდათ” ქანდაკებები?

ძალიან მშურს შენი ტაიტური ცხოვრების, ფატუ-ჰივური ცხოვრების კიდევ უფრო მეტად, რამაგარია, იცხოვრო ჯუნგლებში ცივილიზაციის ყველანაირი მიღწევების გარეშე, ჭამო ის, რაც ხეებზე ასხია, იძინო ბამბუკის ქოხში, უძველესი თავის ქალები შეაგროვო და ისტორიები მოისმინო, გადაცურო ერთი კუნძულიდან მეორეზე თვითნაკეთი ნავით და სრულიად შემთხვევით წააწყდე გოგენის მიერ ამოჩუქურთმებულ კონდახს.
მე ვერ ვარ შენნაირი გამბედავი თორემ მეც მოვნახავდი რამე გზას, მსგავსი ქმედებების ჩასადენად.

ნორვეგიელი ტურ ჰეირდალი. მკვლევარი, ეთნოგრაფი, მოგზაური.

http://en.wikipedia.org/wiki/Thor_Heyerdahl

უფლისციხე-ატენის სიონი 5-წუთიანი მარათონით


ხოოოოოდა, ესეიგი ასე და ამგვარად, პირველად ვიყავი სამსახურთან ერთად ექსვკურსიაზედ, ვიყავით ბევრი კაცი, ასე 25-28 ცალი, ლაბი, გაყიდვები, ბუღალტერია, მარკეტინგი და უმფროსობა. (მომიტევეთ წერის პერიოდში სიცხე მაქვს და ცოტას ვიბოდებ).


შეკრება დილის ცხრაზე იყო დანიშნული, ჩემი დილისათსაათზეადგომადი ძმა ადგა 8-მდე, იბანავა და ისევ ბედნიერად მიეძინა, მხოლოდ წასვლის წინა წუთებშიღა შეფხიზლდა მხოლოდ იმისათვის რომ ავტობუსში გაეგრძელებინა ძილი.

პირველ რიგში ჩემი მაღალქუსლიანი თანამშრომელები შევათვალიერე, საბედნიეროდ, გადავრჩით, დაბლებზე ეცვათ! თუმცა ეკამ მაინც მოახერხა და მაღალქუსლიანი მოსახერხებელი სალაშქრო სანდლები იშოვა (ძეგლის ღირსია იმჰო 😀 ) და 9-ზე შესაკრებელი და გასასვლელი სასტავი გავიდა 10 საათსა და რაღაცეებზე. (აქ წარმოვიდგინოთ გამარჯობა საქართველოს ლაითი ვერსია ჩემი სახით).

პირველი გეგმაში სამთავისი იყო, მახსოვდა რომ აქ იყო ის ხე, ძალიან რომ მიყვარს. გზაში იმდენი ვილაპარაკე, ეზოში რომ შევედით, აბა სადაა შენი ხეო?! არ იყო :((( მერე გავარკვიე, ერთაწმინდაში ამრევია. არადა ისე მიყვარს ის ხე…. რარაცნაირად საყვარელი ტიპია, ხასიეთა. არდა სამჯერ ვიყავი და სამჯერვე ვიღაც კონწიალობდა იმ ხეზე და ვერასოდეს ვერ გადავიღე.

ხოდა შემდეგ წავედით ატენის სიონში. დედათა მონასტერი კი ყოფილა მარა მე რომ იქ საცხოვრებლები და მეურნეობა ვერ ვნახე + მოუვლელი იყო იქაურობა? ზვიომ ეკლესიის ეზოს გარეთ სიგარეტს მოუკიდა და მაშინვე მიიღო კომენტარი, ეკლესიური ადამიანის მიერ წარმოთქმულის შესაფერისი, მე შესაბამისად, ანტიეგეთკომენტარულური სისტემა ჩამერთო… ნუ რას ვიზამთ, ახალმოსული იყო, არ მიცნობს ჯერ და ნამეტანი შოკური სისტემით მოუხდა გაცნობა 😀

გზაში რესტორანი დავჯავშნესავით, ანუ საღამოს მენიუ შევუკვეთეთ, მე ამასობაში ეს “შპალიერი” დავინახე და ვებრდღვენი სურათების გადასაღებად. ხოდა ჭაუხებია ხო? თუ მეშლება? არადა რო გავს?!

ატენის სიონში ფერები იყო ლამაზი….. სანთლის გამყიდველები ტრადიციულად ბრაზიანები “თავშალი რატო არ გახურავს, ქალო!” ტიპის გამოსვლებით…

კიდევ, ძალიანძალიან ბევრი ასეთი ყვავილებით მორთული ბაღ-ვენახები იყო


ამის გადასაღებლად შევძვერი “სეტკაში”


დაბოლოს, ნანატრი უფლისციხე….
უფლისციხეს აკეთებენ, მუზეუმის შენობასაც მოვკარი თვალი (ანუ მუზეუმი ეწერა, შიგ რა მოხდება ჯერ არ ვიცით), გიდიც გვყავდა, სტალბერი-სტალინი+ბერია, მამაჩემს ლენინი არ ევასებოდა თორემ ლესტანბერი თუ რარაც ეგეთი ვიქნებოდიო. ჩინელ-იაპონელი პაწუა და მარდი ტურისტიკები იყვნენ ბლომად, დაცუნცულებდნენ ქოლგებით.


აი, გვარბენინა იმ გიდმა ოთხით, ისე სწრაფად მეტყველებდა, მეც კი გამასწრო ტემპებში…
არ ვუსმენდი, სურათები უფრო მაინტერესებდა, დავდიოდი და “ვპაპარაცობდი”, ოღონდ ამორჩევით, აი, ადამიანზე მუზა რომ გაგეხსნება, მასე….
ა ხო, პირველი შემთხვევა იყო, ხალხების ჯგუფური სურათები რომ გადავიღე, გადაგვიღე-გადაგვიღეო და…. ერთი მაინც უკმაყოფილო დამირჩა, მე რატო არ ვჩანვარო სურათებშიო, ვახ, დაქირავებული ფოტოგრაფი ვყავდი თუ?!

ცოტაარიყოსდა, ქარი უბერავდა, წვიმამაც გვიკადრა, ოღონდ მოწინწკლა მხოლოდ (აი ამ პერიოდშჳ მომერია ვირუსი, იმჰო)

ლამაზი იყო, ძველისძველი (ვარძია ამასთან შედარებით, ბავშვია) მაგრამ იმდენი ხალხი იყო…….. არა, მაინც ბირთვისები მირჩევნია, მე ვიყო მაჩვი…

იმ კაცმა, ამფითეატრებიო, ესენიო, ისინიო…..


ეკლესიის მისასვლელი……


ხევსურეთის პეიზაჟს გავს……


გაცვეთილი უფლის ციხე……..


მომიტევეთ, ისევ მე და ჩემი ბალახები და ბალახისფრები……

……………..



ეს ნასახლარებია, ადრე სასაფლაოები ყოფილა, ხოდა ეს რომ გაიგეს ადგა თურმე ხალხი და აიყარა დედაწულიანად და სხვაგან გადასახლდა…….. (რავიცი, მე კი მეძინა ტკბილად ჟინვალის სანაპიროზე, თავი საფლავის ქვაზე მედო..)

ხავსები


და სულ ხავსები

და მედიტირებადი მე იქ

კიარადა ვმაიმუნობ…….

ხო ნუ იქ იყო ავტობუსში ტაშფანდურები, მერე რესტორანში გაგრძელებული, მარა ეგ უკვე საინტერესო აღარაა, იმჰო. თან ისე გავცივდი, იიიიიიიიიიიიმხელა ჭიქით მოვატანინე ჩაი და მთელი კვირადღე ვკვტებოდი და მეძინა და ვკვტებოდი.

ოდა ეგრე

ალგეთი



მაყვლიანი და კვამლიანი გასვლა იყო
(მემგონი ბანაობის მერეც ამდის სუნი ლოლ)


ლისფიტებიანმდინარიანი. მე საბოლოოდ დავასკვენი რომ ბანაობა ჩემი საქმე არაა, გაუმარჯოს მდინარის პირას ჯდომას და მედიტირებას (ეგ ცეცხლთანაც მოსულა)


ვიყავით იდეაში 7 ზრდასრული და მმმ, 2+2+1+კიდევ ბევრი ბავშვი, აქედან საბანაკე ადგილას დარჩა მხოლოდ 6 მოზრდილი და 5 ბავშვი. დანარჩენი აიბარგა ჰორუსების აგარაკზე, იქ დაბდღე ხდებოდა და ჩვენ როგორც “არაქართული სულის მქონენმა ” ძალიან გულმოდგინედ ავარიდეთ თავი სუფრას.

ღამე იყო თოვლიანი კიარადა ქარიანი, სუსხიანი და ბოლიანი და მე აცრა რომ მქონდა გაკეთებული და ესენი სვამდნენ და მე საწყალი მზერით ვუყურებდი ცოტა ის იყო, აბზ.სამაგიეროდ ფხიზელზე ნასვამების მოსმენა მაგარი საინტერესოა )))))

კოცონის კვამლმა იდინა ჩემკენ, იდინა, იდინა და იმდენი იდინა ბოლოს ცალ ფეხზე დავიკიდე, ჩემი ნარინჯისფერი რამე ავიფარე და ვიჯექი/ვიწექი/ვიდექი/მეძინა კვამლში.


მეორე დღეს ვიბოდიალეთ ჩანჩქერისკენ. გზა გადიოდა ტყეზე, მუხლამდებალახიან მინდვრებზე…

ბერიშა წინ მიდიოდა,გზას კვალავდა, უკან ორი ბავშვი მისდევდა და მერე ჩვენ


კიდევაც დაიზრდებიანო )))))))))))
ხუხ, ამათმა ისე საკაიფოდ იარეს…… ოდესმე შვილი თუ დავაპირე, აუცილებლად ასეთი უნდა იყოს ))) აცას ბავშვს პირველად ეძინა და რა კმაყოფილი გამოძვრა დილას კარვიდან, კიდე დავიძინებ სხვა დროსაცო ))) ამათ ასაკში უმრავლესობამ კარავი რა არის, არ იცის.

ხედი ხიდიდან


და ხიდი.


გზაზე შემხვდა, რაღაცნაირი……

უკანა გზა კი მდინარით ჩამოვიარეთ, თან ასახვევს გავცდით და ბაარემ ბოლომდეო…


გზაზე შემოდგომის ელჩი შემომეყარა


წალიკ-წალიკ

ალგეთის ხეობაში….

აიი ამ ალქაჯ ჩიტს დავდევდი, იმდენი ქნა, არც სურათი გადამღებინა და ჩავეზნეყვე წელამდე წყალში ))))))

აი აქ ვიყავით დაბანაკებულები.


ასოცირებული სურათი ))) ასეთი გასვლა იყო. თავისუფლება უსასრულობისკენ.


ცოტაც და ვსო…
ბავშვების ტემპით ვერ დავდიოდი, წინ გავქუსლავდი და მერე ველოდებოდ/ვისვენებდი ხოლმე…


ნაომარი ფეხები ))) წყალი თავიდან ცივია და უსიამოვნო, მერე ეგუები, მერე გკიდია და მერე სასიამოვნოც კია (არა, წელამდე არ იყო სასიამოვნო, მომეწეპა და ვერ დავდიოდი)
ჭირი იქა, ლხინი აქა…..
პ.ა. იქამდე როგორ მივიდეთ? როგორ და… ფარცხისს რომ გაცდები და მდინარეს კი არ გადაკვეთ მეორე გზას გაუყვები…. დეტალები არ/ვერ მახსოვს, ახლოა ბირთვისებთან და კაი ტიპია ძალიან )))

სამეგრელო



მიყვარს დაუგეგმავი პახოდები, გზადაგზა რომ ეძებ საბანაკე ადგილს, აზრთა სხვადასხვაობები, ჭიდილები და ალალბედზე სუპერადგილების მოძებნა.

მიყვარს უცხო ადამიანები, ხასიათები და უნარ-ჩვევები მცირე დოზებით.

რამდენიმე კარაველთან და ზოგ არაკარაველთან ერთად წავედი სამარგალოში, მხოლოდ სამ კაცს ვიცნობდი, ვიცნობდი რა, ვიცოდი, ფაქტიურად ექსპერიმენტი ჩავატარე, პერწკლი და უცხო გარემო. (ან, უცხო გარემო და პერწკლი) ძალიან, ძალიან დიდი ხანია ასე აღარ წავსულვარ, როგორც წესი ვფრთხები უცხებთან დიდხანსყოფნის პერსპექტივით და მხოლოდ ერთდღიან ექსკურსიებს ვჯერდები.


გასვლა დილის ექვსისნახევარზე უნდა დაწყებულიყო, დაიწყო ექვსზე, მე, კარავულ პუნქტუალობას მიჩვეული, 5-ზე წამოვხტი 3-ზე დაწოლილი. შედეგად მთელი გზა ვაკიმარებდი. საბედნიეროდ ორი ჯიპით (ჯიპი არააო მარა ჩემთვის ჯიპია ქვია მასეთებს) ვიყავით და დაძჳნებისთვის საკმარისზე მეტი ფართობიც კი მქონდა.
მარტვილის რაიონის რომელიღაც სოფელში, ხობისწყალი აკეთებს ძალიან მაგარ ჩანჩქერებს, ყურეებს, ფერების ნაირსახეობებს, ლურჯიდან დაწყებული მწვანით დამთავრებული და იქამდე მივედით.

წყალი იყო ცივი-ცივი-უცივესი, უაზროდ დასიცხული ჩავბოდიალდი და გამაგრილა არ ერქვა, გამყინა, მიმბურძგლ-მომბურძგლა, სუნთქვა შემიკრა, თმა ყალყზე დამიყენა, მოკლედ, სუპერ! ოღონდ ძალიანძალიან იყო დაკლებული… მაგრამ ფერები….მმმმნამ….

ჩემს გარდა ყველა ცურავდა, მდინარე კი ყინულივით იყო, ამიტომ მზეზე ყოფნას და რელაქსაციას დავჯერდი, ძალიან რომ მცხებოდა მერეღა ვყოფდი ცალ თითს მდინარეში.


თავიდან თითქმის მარტოები ვიყავით, მერე მოეყარნენ და რა მოეყარნენ……
აქ ისაა, დადიანების დასასვენებელი ადგილი, ყოფილი, მდინარემდე ქვის ძველისძველი კიბეები ჩადის, ხეობა ღრმაა და ჩვეულებრივ ვერ ჩახრიგინდები.
ნაგავი იყო… ყარდა….. :(((((((


აბლაბუჯღა
ბევრი მწვანე ფერი იყო…..

მწვანე შემოდგომა


კონცენტრაცია

ტროპიკული ქვა


ვინაიდან ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, და კიდე რიგი მიზეზების გამო, ჩავბარგდით და სხვაგან წავედით…. ადგილს ვეძებდით საბანაკეს და ვიარეთ-ვიარეთ… აბორიგენებში არ გაგვიმართლა, ზოგი ატას გვაგზავნიდა, ზოგი ბატას, ზოგი კვატას.
მერე რაღაც ადგილი გვასწავლეს და წავედით და რა წავედით, საწყალი მანქანები იგინებოდნენ თავიანთ ენაზე მემგონი, გზა მიბოდიალობდა სადღაც ჯანდაბაში…

ბოლობოლო საბანაკე ადგილს მიმსგავსებული დავინახეთ, ჩავედით და ისსსსეთი მაგარი რაღაც ვიპოვეთ, ტყის დ კამკამა მდინარის მიქსი იყო, მართლა კამკამებდა, ასეთი ფუსთა და ცივი მდინარე არ მინახავს მე ჯერ.


ბებოები )))


გზაში…

აბორიგენი ბავშვები, გვიყურებდნენ საინტერესო მხეცუნებს, მე კიდევ იმათ ვუყურებდი )))


კარავები, ნახევარი ღამე უპატრონოდ იყვნენ, დიდისამბით გაიშალა, კოცონთან მივბარგდით დასალევად და ჩკა, იქვე გავითიშეთ, დრო არ ვიცი და, მე-15-ე სადღეგრძელოს იძახდნენ ბიჭები როგორც მახსვოს და მერე არაფერი აღარ მახსოვს,თითქოს არ მეძინებოდა და კი ჩამეძინა… მერე ისევ გამეღვიძა, მერე ისევ ჩამეძინა და ასე…
გვქონდა წითელი ღვინო და შოთის პური, კიდევ ჭიანჭველების ლაშქარი პარალონს მიღმა, თავსზემოთ სკირვალიანი ცა და გვერდით ბზის ტყე და შეშა, რომელიც იწვოდა ნელა, ბრიალად და ხარისხიანად.


კიდევ იყო შუაღამისას წამოწინწკლული წვიმა, კიდევ კარგი, იყო, კარავში შესვლა არ დამეზარებოდა, მანქანა არ ოკუპირდებოდა და კოცონთან არ შევხვდებოდი გათენებას.
(სურათი იხილეთ ქვემოთ)


დილის ნაკვერჩხლებზე მოდუღებული ყავა და ცივიწყლით პირდაბანილშურშრობელი მე.

რაღაც ეგზალტირებულად ჟღერს მგონი ამდენი ლალალა, მაგრამ უაზროდ მქონდა მონატრებული, წელს ასე არ ვყოფილვარ არსად და დახუთულ უჰაერო სირცეში უცებ ფანჯარას რომ გააღებ და ახალნაწვიმარი ტყის სურნელი შემოვარდება, ასე ვიყავი.
დილაუთენია, თითქმის ყველას რომ ძინავს…


ხეობა.
ზეზარმაცული მეორე დღე მქონდა, ხალხები საბანაოდ წავიდნენ, მე დავრჩი და მზეს მივეფიცხე, შოკოლადი მქონდა კიდევ და საჭმლის მაგიერ მთელი ფილა ვჭამე, თან დამდნარი და ვიტლიკებოდი თითებს )))) ა ხო, წიგნიც მქონდა.
პ.ს. ბრედბერის ცელი არ უნდა წამეკითხა, ცუდად გავხდი, პურის ყანა ზედმეტად წმინდა რამეა ჩემთვის და სანამ მე ახლა ბრედბერის თავთავებს და იმ კოშმარულ განცდებს მოვიშორებ…. რაღაცნაირი ენერგეტიკა აქვს, როცა არ უნდა მივადგე, ვითრგუნები.


ხე, ერთადერთი და ერთ-ერთი


მეორე დღე, მდინარე, მე, ფოტოაპარატი და ვსო


ჩემი ისინი, მიყვარან, ისე კარგად მატარეს…

ღამე პაატას სახლში ავბარგდით და ბედნიერად დავიძინეთ საწოლებზე, მანამდე კი, ვაღიარებ, ცხოვრებაში მემგონი პირველად, რიტუალური სიგარეტისწევა ჩავატარე, აი, რომ ელოდები შესაფერის მომენტს, ყველას რომ გაისტუმრებ, ღერს ჯერ თითებით მოსინჯავ, დასუნავ, მოუკიდებ და სათითაო ნაფაზს თვალდახუჭული შეიგრძნობ და სადღაც გაფრინდები (ჩემზე იმოქმედა, საუკუნე და ცოტა მეტია, არ იმასმიქნია). (აქ პერსონალური და უზარმაზარი მადლობა ზვიოსულს, უნამუსოდ ავიღე ბოლო ღერი..)
მარა მაინც დებილობა იყო, სუნი ამივიდა თითებზე და მუცელქვეშ ხელამოდებულს მეძინა სუნს რომ არ შევეწუხებიე ))) ((((
დილის 5-ზე გავიღვიძეთ, მთელი გზა ხომ ვთვლიმე და შხაპი კი მივიღე, გავფხიზლდი მარა……..

ა, დაბოლილი კიარადა კმაყოფილი როჭოსავით კი ვიცინი )))))) (ცხვირის სიდიდეს არვიჩნევთ, რეალში არ მქვს ამხელა, დედასვფიცავარ :S )
პ.ს. ექსპერიმენტმა გაამართლა მემგონი, I`ve survived
p.p.s. ჯერ ისევ მეძჳნება…

ვიკ-ენდი ტყეში



განა რა, მაგრამ ამ შაბთკვირას წლის პირველი ნამდვილი ტყიანი და მდინარიანი გასვლა მქონდა.


თავისი მოტეხილი ხეებით, ბალახების ჯუნგლებით, ფეხებს რომ კაწრავდნენ (მე შორტები მეცვა)


ფონად ტყიანი მთებით და სუფთა ჰაერით


ჩახერგილი ხეებით (მე ქვემოდან გავძვერი, როგორც კომპაქტური, დანარჩენები გადაფოფხდნენ.


ალაგ-ალაგ ჩრდილებიც იყო. პირველად ვიყავი წიწვოვან ტყეში, რომელიც არც ისეთი გრილი, ტენიანი და შრიალაა, როგორც ფოთლოვანი.


ლურჯი


ბლაბლაბლუდა


მდინარის ნისლები


აქ გზა დაგვებნა, სხვაგან გავედით, მდინარის სხვა ნაწილას გვინდოდა მთიდან დაშვება… გზას ეძებენ, ზოგი ეწევა, მე ვმედიტირებ.


ასეთი სატოპბი იყო ბევრი-ბევრი, ტვინს ღუნავდნენ


მწწწწწ


წწ


მზიური პეპელა.

იმდენი სატოპები იყო, ბოლოს ფეხზე გავიხადე დ ბავშვობა გავიხსენე. (არა, ბავშვობაში ასე არ მტკიოდა).


ცხელოდა-ცხელოდა მაგრამ ძნელი არ იყო, სასიამოვნოც კი… ხალხები გაწითლდნენ, მე არც შემეტყო მზე.


ალაგ-ალაგ მინდორებიც იყო.


ალაგ გზა პირდაპირ მდინარეს მიუყვებოდა


ეს ისე…


გადამიღე თქო და გადამიღეს.

ტოპ-ტოპ, არ იცით რა კარგია შიშველფეხიანი მტვრიან გზაზე სიარულის მერე მდინარეში ჩასვლა. თან რა ცივი იყო, ყინულივით.


კლდეები უცნაური ფორმის, თითქოს ჩაუწიკწიკებიათ ხელოვნურად.


ცის მდინარე…


დავიღალე, ვა!

თუშეთზე, თუშებზე, მეზე


25 წლის და 6-7 თვის წინ პეტრე ცისკარიშვილი მოკვდა.
ზუსტად 25 წლის წინ კი მე დავიბადე.
პეტრე ცისკარიშვილი ბიძაჩემი იყო, დედის ძმა ანუ დედიძმა, როგორც ჩაღმები იტყოდნენ, ანუ ნანეშო,ასე უკვე წოვები იტყოდნენ,ისიც, იდეაში, წოვა იყო.
წოვა და ჩაღმა თუშთა სახელებია, ორი სხვადასხვა მოდგმა თუშების სახელით გაერთიანებული.
წოვები მაღლები არიან, შავთმიანები, ძალიან გვანან ოსებს და ჩეჩნებს და საკუთარი ენა აქვთ, რომელიც ოსურ ენას ენათესავება, როგორც მახსოვს. მათი მთავარი ისტორიული სოფელი წოვათაა, მაღალ მთებში კი არასოდეს უცხოვრიათ. წოური ახლა ძალიან ცოტამ იცის და მალე ალბათ აღარავის ეცოდინება.

ჩაღმები ქერები არიან, შედარებით პატარები, და საერთოდ არ გვანენ წოვებს, არც ენა აქვთ, მხოლოდ დიალექტი. მე ტიპიური ჩაღმური სახე მაქვს, რომელიც ცოტა განსხვავდება ქართული ტიპიურისგან, ამიტომ ხშირად ვიგერიებ კითხვას მყავს თუ არა ნათესავებში ვინმე სლავი. არა, არ მყავს, სუფთა სისხლის თუში ვარ. ამას მაშინ მივხვდი, 100 წლის ბაბუა რომ მეტაკა, როგორი თუშური სახე გაქვსო. თბილისში ცხოვრობდა და ისე გავუხარდი… საწყალი 😦
მანამდე კი, ჩემი მაღალი ყვრიმალები, ღრმად ჩასმული პატარა თვალები და თმის გაუგებარი მონაცრისფრო ყავისფერი კახეთში ძალიან მიშლიდა ნერვს, მეც მინდოდა დიდი თვალები, დაბალი ყვრიმალები და მსხვილი ტუჩები… ახლა აღარ მინდა, დიდი მადლობა.

თუშირი გაუგებარი სიტყვები, რომლების გაგება უჭირთ ხოლმე…

  • “სი მიხვალ”-სად მიდიხარ. “
  • რაგვერ ხარ”-როგორ ხარ.
  • “რადავ-მითავ”-რატომ-ამიტომ.

სხვები იძახიან რომ ვერ იგებენ, მე რატომღაც ყველაფერი მესმის, ოღონდ ვერ ვლაპარაკობ. მე მიკვირს,რომ ვერ იგებენ, იმიტომ რომ ბავშვობა არ გამიტარებია მე თუშებს შორის, უკვე დიდმა მოვისმინე და ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა ახლაც არ ვიცი, მაგრამ მესმის.

ჩაღმები მთებიდან არიან, თქვენ სადაც მიდიხართ და თუშეთს ეძახით, ჩაღმების სოფლებია.

სასაცილოა, ასე განსხვავებულები არიან თითქოს, კერძები და ტანსაცმელი საერთო აქვთ, დასახელებები განსხვავდება მხოლოდ, მე კი მთელი ბავშვობა და ახლაც, სანამ რაიმე საგნის დასახელებას ვიტყვი, ჯერ უნდა დავფიქრდე, წოვებში ვარ თუ ჩაღმებში, მოვიფიქრო, რომელი დასახელებაა სწორი და ის ვთქვა.

თქვენ თუ ჩაღმებში იტყვით რომ ბორგები გინდათ, კარგად დაიცინებით და ჩვათებს მოგაწოდებენ. ეს ორი კი არაფერია გარდა ნაქსოვი უყელო წინდებისა.

ასევე, თუ ჩაღმებში ხართ კეთილი ინებეთ და ხავიწი თქვით, წოვებში კი- დათხური. ხო, ეს ორივე საჭმელია და ერბოში ამოზელილ დაბოყრინებულ (ანუ დამწიფებულ) ხაჭოს ნიშნავს.
ამის გემოს ვერ გაიგებთ თუ გაინაზებით, თეფშზე გადმოიღებთ და ჩანგლით ებრდღვნებით.
დათხური საერთო ტაფიდან უნდა ჭამოთ, სანამ ცხელია, თონის პური ამოაწოთ, გაწელილი მასა ოსტატურად მოახვიოთ პურზე და მოწყვიტოთ და მმმნამ, მომინდა……..

ოსებიც აკეთებენ მსგავს რაღაცას, მთიულებიც, ხევსურების ოჯახშიც მიჭამია. განსხვავება მხოლოდ დეტალებში, ხაჭოს სიმწიფის ხარისხში და ერბოს რაოდენობაში.

თუშეთში მწირი მიწები იყო, ერთხელ ვიღაც უცხოელები შემორჩნენ მთელი ზამთრით, აი , ჯერ კიდევ მაშინ, მთაში რომ ვცხოვრობდით. ხოდა, მეზობელმა- გადაგჭამეს ალბათო… არა, ქუმელ ვაჭმიე, დღეში ერთ ცალს ძლივს ჭამდნენო.

  • რა არის ქუმელი?

ხორბალი, სიმინდი, ქერი მოხალეთ, დაფქვით და ერბოში მარილში და წყალში (ან რძეში) გადაზილეთ, ისე, რომ კუმშვადი მასა მიიღოთ, ხელით დააგუნდავეთ და თეფშზე დადეთ.
ბებია მურაბით მიკეთებდა ხოლმე, კიდევ ყველით, სულგუნით.
ბავშვებს ფაფის სახითაც აჭმევდნენ, მე და ჩემი ძმა მაგით ვართ გაზრდილები.
წარმოიდგინეთ, ერბოთი რომ გაძეძგავ ამ მასას, რა ნოყიერი იქნება. ერბო კი ბევრი იყო მთაში.

ხოდა ასე 🙂

ვიზიტი სინაგოგაში, ებრაული მუზეუმი და გეტო.



სინაგოგა. 1904წ

ვერასოდეს ვერ მივხვდები, რატომ ცხოვრობდნენ ებრაელები რომში, სადაც ყველაფერში ზღუდავდნენ საუკუნეების მანძილზე, და რატომ არ ბრუნდებოდნენ სამშობლოში…

იგივე შეკითხვა დავუსვი მუზეუმის გიდს და აშკარად ძალიან დავაბნიე… პასუხის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: ჩვენი სამშობლო უკვე აქ იყოო. მართალია იდეაში, როცა სამი თაობა ერთ ადგილას ცხოვრობს, ის უკვე მის სამშობლოდ იქცევა,საფლავებზე მიჯაჭვულობასაც თავისი ძალა აქვს… მოკლედ, საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა ებრაული სათვისტომო რომაელი იმპერატორების მიერ გალავნებით შემოსაზღვრულ სივრცეში, იყო პერიოდები, როცა ამ საზღვრებს გარეთ მაღაზიების გახსნა შეეძლოთ, იყო პერიოდები, როცა საღამოს 8 საათზე ჭიშკრები იკეტებოდა და ყველა ებრაელი ამ დროისთვის გეტოში უნდა ყოფილიყო… მხოლოდ მე-19-ე საუკუნის დასაწყისშიღა მოისპო საბოლოოდ იმ კედლების ნაშთები.

სინაგოგაში და ებრაულ მუზეუმში შესვლა მთელი თავგადასავალია… უზარმაზარი გალავანი არტყია, გარშემო მცველების ჯიხურებია და ფორმიანები მორიგეობენ. შესვლა ერთ-ერთი ასეთი პუნქტის გავლით ხდება, ჩანთას გიჩხრეკავენ, პასპორტს ამოწმებენ, გეკითხებიან საიდან ხარ, რომში რა გინდა და სინაგოგაში რა დაგრჩენია. აპარატის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, ბუტერბროდი გარეთ დამატოვებინეს, მეტალოდეტექტორიან ჩარჩოში გამატარეს და მერეღა შევედი მუზეუმში.
სინაგოგაში გადაღებაც სასტიკადაა აკრძალული და მხოლოდ ჯგუფთან ერთად, გიდის მეთვალყურეობით გიშვებენ, 10 წუთით. მე ორჯერ შევედი, ორ ჯგუფს შევყევი ზედიზედ. ბევრი იქცეოდა ასე.

ულამაზესია სინაგოგა შიგნიდან, თავისი ვარსკვლავიანი ჭერით, ტროპიკული ტყის ნახატებით, სკამებით, სადაც ყველა სკამს პატრონის სახელი აწერია და წინ დაკეტილი ყუთი უდევს თავსაბურავის და ლოცვების წიგნის შესანახად (სახელი არ მახსოვს).
რომში თავიდან ერთადერთი სინაგოგის აშენების უფლება მიცეს, ებრაელები კი სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, შესაბამისად, ერთი შენობა ააშენეს და შიგ 5 სინაგოგა მოათავსეს… ახლა, ამ უზარმაზარ სინაგოგაში თორას(თუ სხვა რამე ქვია, შემისწორეთ) დასაბრძანებელი თაღები იმ ძველი სინაგოგიდან ისეთი პატარები ჩანს, საქართველოს ყველაზე პაწუა ეკლესია და სამება რომ დააყენო გვერდიგვერდ. საშჳნლად არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ქალების ადგილები სინაგოგას კუთხეებშია, საშჳნლად მოუხერხებლად განლაგებული. მოკლედ, ჯერ-ჯერობით ყველა რელიგიურ მიმდინარეობაშჳ, მე რაც ვიცი, ქალის დისკრიმინაცია უპირველეს ყოვლისა, ბლეაჰ.

აი ამიტომ ფრთხილობენ ასე… რამდენიმე წლის წინ, ებრაული დღესასწაულის დროს ტერაქტი მოაწყეს და მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. 😦 ეს სკვერი და აბრა იმ ბავშვის სახელზეა.
ვიღაც ქალმა აიფონით გადაღება ცადა და დაცვამ ძალიან ზრდილობიანად მაგრამ ელვის სისწრაფით გაუჩითა მთელი ტელეფონი, თან ბოდიშები გვიხადეს, ტერაქტის მერე ვფრთხილობთ ასეო.
თუმცა ლოცვაზე დასწრების სურვილი რომ გამოვთქვი, არაა პრობლემა, გაგჩხრეკთ როგორც დღეს და ისე შემოგიშვებთო.


ადრინდელი ებრაული კვარტალი მდინარესთან ახლოს იყო, სინაგოგა კი იქ, სადაც ახლა ტერმინის რკინიგზის ცენტრალური სადგურის შენობაა.


ახლანდელი ებრაული კვარტალი სინაგოგის გარშემოა გაშენებული, ზოგი შენობა ძველია, ზოგი ახალი, თუმცა, თუ არ იცით, ტიპიური რომია, გარდა ერთიორი ებრაულსიმბოლიკიანი მაღაზიისა და თავისებურად ჩაცმული ოფიციანტებიანი კაფისა.


ზანგი?


ძალიან ძველი შენობის ყრუ კედელზე “ამოსული” ფანჯარა.


1945 წლის 16 ოქტომბერს 2000-ზე მეტი ებრაელის დეპორტირება მოხდა გესტაპოს ბანაკებში. აქედან მხოლოდ 16 ადამიანი დაბრუნდა, აქედან ერთი ქალი.
სინაგოგაში, სკამების პირველ რიგში, მეპატრონეთა სახელების მაგიერ “გადარჩენილი” წერია, ეს ადგილები იმ ადამიანებისთვისაა, ვინც გესტაპოს ბანაკებს გადაურჩა. ნებისმიერი გადარჩენილისთვისაა შენახული ეს სკამები.
ებრაულ მუზეუმში ასე 40 წუთიანი ვიდეორგოლი გადის მუდმივად, სადაც ის ქალი ყვება, გადარჩენილი, როგორ დაიმალნენ უკანა ოთახში, როგორ შეეშინდა მის დას და პანიკაში ჩავარდნილი გაიქცა კიბეებისკენ, მერე უკან მობრუნდა და ამასობაში გესტაპო მოიყოლა თან 😦
იქვე ყვებიან, რომ გერმანია შეპირდა, თუ რამდენიღაცა კილო ქოროს გადაიხდიდნენ, არ ახლებდა ხელს. მაშჳნდელი ებრაელთა სათვისტომო ღარიბი იყო, გესტაპოს კი მხოლოდ ოქრო უნდოდა… მოდიოდნენ არამარტო ებრაელები, არამედ ყველა რომაელი, იტალიელები, არაიტალიელები და აბარებდნენ ყველაფერს, რაც ქონდათ.
შეგროვდა ის 16 კილო ოქრო, გადაეცა გესტაპოს.
ებრალეები კი მაინც წაიყვანეს…


შენობის კედელი ქუჩაში.

კისრის მოსატეხი კიბე. როგორ დადიან ნეტავ?


მაღაზია.შიგ ებრაული სიმბოლიკის ნივთები იყიდებოდა და სალოცავი ატრიბუტები.
სუვენირების მაღაზიას არ გავდა, უფრო ჩვეულებრივი საეკლესიო მაღაზია იყო.
თუმცა 13410234987218 მაღაზია არ შემხვედრია, როგორც საქართველოშია.

მონაზონი. ყველა მონაზონი უშნო რატოა?


გეტო.


ძალიან ძველი შენობებია, რაღა ეს და რაღა სოლოლაკი : ))))))


იმ ბავშვის სახელობის სკვერი…..

პ.ს. ძალიან კარგი მუზეუმი აქვთ, ჩემი ცოდნა ებრაელებზე იყო ნუ, 2%, ახლა ვიცი ასე 40% მათი წეს-ჩვეულებების. (ნაწილი სოფი გოლდენის ბლოგიდან მოვკრიფე). ულამაზესი და უსაინტერესოესი ექსპზიცია იყო, ნამდვილად ღირდა მთელი ის ჩხრეკა-დაკითხვები.

პ.ს. საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ ებრაულ სათვისტომოში გაწევრიანებული ადამიანები იხდიან გადასახადს (იმის მიხედვით, რომელ სინაგოგაში დადიან) და ის გადასახადი ხმარდება მათი სახელობის სკამების და იმ სკამებზე მიბმული ყუთების შენახვას)

ვატიკანი (Vatican)


თომუშკას ბლოგიდან მახსოვდა რომ ვან-გოგი ვატიკანში იყო, ამის გარდა, აუცილებლად სანახავი მუზეუმების სიაში შევაპროწიალე ეგვიპტური, ეტრუსკული, ცხოველების ქანდაკებების მუზეუმი, სიქსტის კაპელა და რაფაელის ოთახები და ვსე.
პირველი ნაბიჯი იყო დილის 10 საათზე დარჭობა ვატიკანთან. ზოგადად, რომში მეტრო თითქმის ყველა საინტერესო ადგილს უდგება, ესეც მეტროდან 5-ოდე წუთის სავალზეც კი არაა. სიცხე-სიცხე, რიგი ალბათ ასე 500 მეტრი ან მეტი, აბეზარი გიდები რომლებიც გთავაზობენ მომსახურებას და რიგის თავის არიდებას, მაგრამ არ მიქააროთ, უაზროდ ძვირია პლიუს უხარიხსო გიდები არიან, მუზეუმში აუდიოგიდი 7 ევრო ღირს და ლამის ყველა ქანდაკებაზე და გატეხილ ქოთანზე მოიცავს ინფოს.
რიგი სადღაც ნახევარ საათზე მეტხანს გაიწელა, ანუ ქართული სტანდარტებით უსწრაფესად, შევედი ვატიკანში, გრილოდა და მომენტალურად დავდექი კარგ ხასიათზე.
ერთი მარშუტია და მიუყვები, უამრავი მუზეუმი (ნაწილი გავირბინე), ქანდაკებები უამრავი, მაგალითად

ჰომეროსი


ვიღაც

მუზები


გირჩუნია შიდა ეზოში

ეს რაღაც ჩამონტაჟებული შიდა ეზო


ესეც ეზო…. შორიდან იმიტოა, რომ ძალიან ცხელოდა და შედარებით უსაფრთხო და გრილი ადგილიდან ვიღებდი სურათებს.

ერთ-ერთი ყველაზე მმაგარი იყო ეგვიპტური მუზეუმი.

მაგარი,ანუ, ძალიან ბევრი რამე იყო, ასე მაგალითად:


პაპირუსი, რომელსაც მიცვალებულებს ატანდნენ, აკა მიცვალებულის წიგნი, რომელიც მიცვალებულთა მდინარეზე გადასვლისას გამოადგებოდა, საჭირო ინფოები ეწერა ზედ.


ეგვიპტელებს ჯეროდათ იქაური ცხოვრების, რომელიც ზუსტად ისევე გრძელდებოდა, როგორც დედამიწაზე, ამიტომ ტან ატანდნენ საგზალს და მონებს და ა.შ.. ესაა პატარა ფიგურები, როგორც წესი თითო თითო დღისთვის განკუთვნილი, ანუხთ მაგალითად სამშაბათს, 20 ივლისს აი ის, მეორე რიგში მარხცნიდან მეორე იცხოვრებს მიცვალებულის მაგიერ სიმბოლურად

.

გაიცანით ქალბატონი მუმია, 3 ათასი წლის, თვალზე ნაჭერი რომ აფარია,იქიდანაა ტვინი ამოღებული. თმაც როგორაა შენახული,ისევ ისე…


ფრჩხილებიც….


ქალბატონი მუმიას მთლიანხედი სარკოფაგითურთ.

რამდენი ხანი ვუტრიალე ვერ გეტყვით,ძალიან დიდხანს კი ვიყავი, სამი პარტია ექსკურსია გავაცილე…


ა,კიდო.


ეს ქალბატონი მუმიას და მისი ახლოებლი მუმიების საჭირო ნივთებია, აი ისინი, იქაური ცხოვრებისთვის რომ მიქონდათ, კაცუნები, ჯამ-ჭურჭელი და ა.შ.


პურიც კი….


ა ხო, ეს ამენჰოტების დედაა თუ ცოლი, მოკლედ, ოჯახის წევრი.

რომელიღაც კეისარმა (მგონი ცეზარმა მაგრამ თავს ვერ დავდებ) წამოიღო ეგვოპრიდან ისე, საკუთარი სახლის ბაღში დასადგმელად.


ფისასოები, კიარადა, მემაპაწიეთ, კატისსახიანი ღმერთის კულტის ქანდაკებები.


ოოოოო, ლურსმული დამწერლობა… მარტო სკოლის სახელმძღვანელოში მქონდა ნანახი, რომელიც, მოგეხსენებათ, 90-იან წლებში რა კარგი ხარისხის იქნებოდა.


ტადააააამ, გობელენების დარბაზი. ეს უზარმაზარი რამეები გობელენებია, რასაკვირველია ბიბლიური თემებით.

პ.ს. არ გადავრეულვარ.

მმმმმ, უმაგრესი რამ, რუკების დარბაზი, მთელი იტალიის რუკებია ფრესკების სახით კედლებზე მიხატული.


ჭერის ფრაგმენტი


რუკების დარბაზი, უზარმაზარი გალერეა, 40 რუკა, დახატული მეთექსვმეტე საუკუნეში იმ დროის საუკეთესო გეოგრაფის, იგნაციო დანტის მიერ.


ვენეციის რუკა.


ჰუჰ, ეს კადრი მოვიპარე, ფანჯარა იყო ღია და ვეტაკე, სანამ დაცვა აზრზე მოვიდოდა.


რაფაელის ოთახები….
ეს ოთახები თავის დროზე რომის ერთ-ერთი პაპის საცხოვრებელი იყო . მეთექვსმეტე საუკუნეში,როცა დასახლდა, კედლებზე უვე იყო ნახატები, მათ შორის პერუჯინოსი (რაფაელის მასწავლებლის), მაგრამ პაპმა რაფაელს უფლება მიცა გაეკეთებინა რაც მოეხასიათებოდა, ამანაც წაშალა ყველაფერი და თავიდან მოხატა… რაც ვერ დაამთავრა (რაფაელი უცაბედად გარდაიცვალა) მისმა მოწაფეებმა მოხატეს.

ჭერის ფრაგმენტი


ისე….


ეს ბორჯიას აპარატამენტების ფრაგმენტი, სკამი დაცვას ეკუთვნის. კედლის სისქემ და ფანჯრის იდეამ მომხიბლა.


და ისა…… სიქსტის კაპელა…….
აქამდე ბრმად მეგონა რომ მიქელანჯელოს შედევრი იყო…
როგორ მწარედ ვცდებოდი….
chapel-ი სამი კაცის მოხატულია, აქედან მიქელანჯელოს ჭერი შეხვდა ანუ მესამე დონე, პირველი და მეორე დონეები სხვების მოხატულია, სამწუხაროდ მეხსიერება ჩკა, ინტერესიც ჩკა, სიტყვაზე უნდა მენდოთ.


ეს უკვე საბოლოო დერეფანი…


ესეც


სკამი მომეწონა )))))))


ციკლიდან: ლენინს უყვარდა ბავშვები )))))
თანამედროვე ხელოვნებაც იყო მაგრამ სად მქონდა მაგის ნერვი :გივი:
საბოლოო შთაბეჭდილება: ჩემი ესთეტიური სიამოვნების ფიალა გაივსო და გადმოვიდა.
ეს უნდა ნახოთ, სურათები ნანახის ეფექტის ჰა-ჰა 10%-ს გადმოცემდეს.

გაფიცვების ქვეყანა, vatican ans st Peter’s


კაცი რომ ვყოფილიყავი, ალბათ მაგრად შევიგინებოდი, როცა გუშინ მომხსენდა, რომ დღეს რიგით მესამე გაფიცვაა ბოლო ერთი თვის მანძილზე. შესაბამისად, დღეს 8:20 სახლიდან გამოვქანდი და ვზივარ ახლა ნეტკაფეში და დროს და ფულებს ერთნაირად ვხარჯავ, რომ დრო გავიყვანო 10 საათამდე, ანუ იმ დრომდე როცა ჩემი კოლეგები საქმიანობას იწყებენ.
ეჭვი მაქვს, როცა რომელიმე სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელი თავს ოდნავ გადაღლილად იგრძნობს, ან დაბადების დღე აქვს ან უბრალოს მზეზე გარუჯვა მოუნდება, გაფიცვას აწყობენ კოლექტიურად!
თან ისე ორიგინალურად, რომ ხელიც არავის შეუშალონ (იდეაში), 08:20-ზე გამოდის ბოლო მატარებელი, მერე 5 საათამდე არაფერი არ მოძრაობს, 5-დან 8-მდე ისევ დადიან (სახლში ხომ უნდა დაბრუნდეს მოსახლეობა სამსახურებიდან) და მერე ისევ გაფიცვა.

აქედან ნახევარი საათის სავალია ფეხით, გავიბოდიალებ დაგზადაგზა გულკეთილად მოვიკითხავ ხოლმე გაფიცვის ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ისე ცხელა, როგორც ჯოჯოხეთში, ან იქნებ უფრო მეტადაც.

ა ხო, ვატიკანში ვიყავი კიდევ, მაგრამ მემაპაწიეთ, 15 ევროს გადახდა მხოლოდ იმიტომ რომ რაფაელის და მიქელანჯელოს ნამუშევრები ნახო, უდიდესი სისულელეა, იმჰო. არ ვდაობ, გენიოსები იყვნენ და ესთეტიკური სიამოვნების ამბავში კარგია, მაგრამ კარგით რა…
პლიუს აუდიოგიდი თუ არ აიღე, აზრი არ აქვს, ვერაფერს ვერ გაიგებ და საბოლოოდ კი გამოვიდა 22 ევრო.
ამას მილიონჯერ ჯობდა წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზე ასვლა, ჩXემი გული იქ დავტოვე 😦
თავიდან დიდი განიერი კიბეებია (თუ გინდა ლიფტითაც შეიძლება ასვლა, მაგრამ მე მფეხით ვარჩიე) იქვე ყველგან წარწერებია რომ 300-ზე მეტი საფეხურია და თუყ გულით ავად ხართ, ბლაბლაბლა….და რამდენიმე ადგილას განგაშის სოს ღილაკებიც იყო, თუ ცუდად გახდები, მოგაკითხავენ.
განიერი საფეხურები რომ მთავრდება, მერე გადადიხარ უკვე საკუთრივ გუმბათში, მოხვეული კიბით ადიხაარ-ადიხარ და უცებ გადიხარ სადღაც გისოსებიან წრიულ აივანზე და ოპა, გუმბათში ხარ უკვე, კედლები მოზაიკითაა გაკეთებული და ქვემოთ ხალხი ჩანს ჭიანჭველებივით.
შემდეგ ნახევარწრეს არტყავ და უკვე ძალიან ვიწრო საფეხურები დაგვირაბი იწყება, ვარძიაში თუ გიძრომიალიათ წვრილ გვირაბებში, წელში წესიერად რომ ვერ იმართები, რაღაც მასეთია სიგანის ამბავში, ორი საშუალო ზომის ადამიანი გაჭირვებით აუქცევს გვერდს ერთმანეთს. რამდენიმე ადგილას რკინის კიბეები იყო (აი აქ უკვე დავიწყე სინანული, რატომ ამოვდიოდი თქო, სიმაღლეზე რომ ავდივარ ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ან ახლა ჩამოინგრევა შენობა, ან ახლა) სულ უფრო და უფრო ვიწროვდება, ბოლოს თოკს კიდებ ხელს და ისე მიდიხარ, წონასწორობა რომ შეიკავო, კედლებიც დამრეცი ხდება და 30 გრადუსიანი კუთხით გადახრილი მოძრაობ და ვუალა, იქ ხარ.
ჩემი სიმაღლის შიშის გადამკიდე პირველი ის გავიფიქრე., აბა ახლა დროზე მოუსვი დაბლა თქო, მაგრამ შანსი არ იყო, მეშინოდა განძრევისაც კი და იძულების წესით მივეჯაჭვე უახლოეს კედელს. თან აივანი (თუ რაცაა) დამრეცია და ისეთი შეგრძნებაა რომ გადავარდები. 10-ოდე წუთის მერე შიშმა როგორ უნდა მაჯობოს თქო, ავდექი და გავიარე, მერე კიდესთანაც მივედი და სანამ წასვლის დრო არ მოვიდა და გუშაგი არ ამოვიდა, მანამდე ვიყავი ბოლო ვიზიტორებთან ერთად. მთელი რომი ჩანს ლამის და ისეთი ლამაზია ზემოდან, მანდვილი რომი მხოლოდ მაქედან დავინახე, თავისი წვრილი ქუჩებით, ყავისფერ-თაფლისფერი ფერებით, ძველისძველი, ბათქაშაყრილი გამწვანებულშიდაეზოიანი შენობებით.

bla-bla-bla-ing


ხანდახან, როცა ემოციები აღარ რჩება
ცარიელ, ცისფერ კედელს უყურებ და ფიქრობ
რომ სადღაც არსებობს სიცოცხლე
შენს გარეშე და შენთან ერთად
რომ ჭიანჭველეთში, რომელსაც დედამიწა ქვია
სულერთია, რომელ მერიდიანზე ხარ
ერთი მილიმეტრით იქეთ და აქეთ
მტვრის ნაწილაკზე კოსმოსში.
სულერთია, რამდენი საუკუნისაა კედელი,
და ქვას, რომელზეც ფეხი მიდევს
რამდენი ჩემნაირი ახსოვს.
ჩვენ ვიცით, რამდენი წლის არიან ეს ქვები,შენობები, ეზოები,
მაგრამ არაფერი ვიცით იმ კონკრეტულ ადამიანებზე
ვინც აქ ცხოვრობდა.
ხომ შეიძლება გაკეთდეს მუზეუმი
ადამიანების ფიქრების, ემოციების, ცხოვრების
ჩვეულებრივი ადამიანების
თავიანთი პატარა, უმნიშვნელო ჭიანჭველური ცხოვრებით რომ იცხოვრეს და
მარჯნის პოლიპების არ იყოს,თითო მილიმეტრი, თითო თაობის წილი ისტორია შემატეს შენობას,ქალაქს, ქვეყანას, მსოფლიოს.
შევაგროვოთ დღიურები, ჩანაწერები, წერილები, ტანსაცმელი
ნივთებს დავურთოთ ისტორიები, რომლებსაც მათი პატრონები მოყვებიან
აი მაგალითად:
მე მიყვარს ჩემი საზღვაო მოსაცმელი, რომელიც 5 წელია ჩემთან ერთად დადის ყველგან და ნახევარი საქართველო აქვს მოვლილი და სად აღარაა დანაძინები.ეძინა ბათუმში, მე რომ მეორე კურსზე ვიყავი, დაქირავებულ ბინაში, 5 წლის მერეც ბათუმში მოხვდა და ჯერ პატარა დივანზე, მერე კი კარავში, სარფის გზატკეცილზე, ზღვისხედიანკარიან კარავში გაათენა ღამე.
შატილშიც იყო, ბირთვისებში წვიმისგან მიფარავდა, ალვანში მზისგან, აქაც თან მყავს, პარკში ვშლი ხოლმე ზედ წამოსაწოლად, ან, როცა ძალიან ცხელა მოვიხვევ და დავდივარ ოთახში.

ამასწინათ კიარადა კაი ხნის წინ, ერთ ადამიანს ვეკამათებოდი, რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას. , მუშაობ, მუშაობ და წელიწადში 2 კვირა ენაგადმოგდებული ისვენებ რომ მერე ისევ თავიდან დაიწყო მუშაობა თქო.
ან ვმუშაობთ, თორემ რამე სასარგებლოს ვაკეთებდეთ, ჭიანჭველების ბუდე ვართ, ოღონდ თავები უფრო განვითრებული გვგონია, ტოჟე მნე ჰუმანოიდები, ერთიდაიგივე გვაცვია და მოდას ვეძახით, ერთიდაიგივეს ვჭამთ და ქვეყნის ტრადიციულ საჭმელს ვეძახით, ერთიდაიგივეს ვფიქრობთ და ვაკეთებთ იმიტომ რომ “ასეა მიღებული”, თუ ოდესმე რამეს ვაკეთებთ და გვგონია რომ ააა, მე ამ გადაწყვეტილებამდე მივედი, კეაბა, 90%-ს, თუ მეტს არა, ჩვენივე ინსტინქტები მართავს ქვეცნობიერის დონეზე, ჯოგის პრინციპებით ვცხოვრობთ დღესაც და ოდნავ განსხვავებული ყველაფერი გვიკვირს და გვეხამუშება.

პ.ს. დღეს კინაღამ წერილი წავიღე, ისე ცხელოდა წნევა დამივარდა მემგონი და “გვირაბიდან” ვიყურებოდი ისეთი შეგრძნება იყო.