Shopping to Survive


დიდი სუპერმარკეტი ვიპოვე, იმხელა, რამხელაც ყაზბეგის პოპულია, დავიჭერ კალათას, დავდივარ და ვცდილობ გავარკვიო,რას ვყიდულობ. (ერთხელ ყველის მაგიერ საფუარი ვიყიდე, პიცა ეხატა ზედ და ჩავთვალე, რომ ყველი იყო პიცისთვის, ოთხკუთხედ ფორმაში.
უკვე ვიცი რომ პანე პურია, სალე მარილი და ლატტე რძე.
დანარჩენებს ზედ ახატია, რაც არის.
ხილი უფრო მარტივია საყიდლად, იქვე დევს და წონი და არჩევ შენთვის ბედნიერად.
დღემდე ვერ დავიმახსოვრე როგორ ქვია პარკს, სამაგიეროდ გამყიდველმა დამიმახსოვრა და პარკს მანახებს ხოლმე, მეც ან თავს ვუქნევ, ან არა.
ხანდახან გაუგებარი წარმოშობის ბეოები მოდიან და რაღაცეებს მეკიტხებიან. ვუღიმი, ნო იტალიანპოს ვეუბნები და მიდიან თავის ქნევით.
ყველაზე რთული მზესუმზირის ზეთის პოვნა იყო და ყავის, ხსნადის. მზესუმზირის ზეთი აქვე ვიპოვე, სადღაც კუთხეში შეყუჟული (უმეტესად ზეთისხილის და სიმინდის და კიდე რაღაც გაუგებრობების იყო) და ყავა სადღაც ცენტრშAი, 4 ევრო მივედი ერთ 500გრამიან ნესკაფეში (ბზზზზზ).
სამაგიეროდ დილაობით კაცის მოკვლის ხასიათზე არ ვარ და აღარც მაკდონალდსში მიწევს ყავის ყიდვა ყოველდილა.
თქვენ არ იცითრა ბედნიერებაა დილის ყავით დაწყება!
გავიქეცი ახლა, სტატიები უნდა დავბეჭდო და პარკში წავასხა სამეცადინოდ.
პ.ს. ულამაზესი და უდიდესი პარკია ერთი, ვილა ბორგეზე, მიმაქვს ჩემი საგზალი და წიგნები და ასე შემდეგ და მთელი დღეები იქ ვარ.
სასტუმროში ისეთი მტვერია ვკვდები ხველა-ცემინებით. (ამდენ მტვერში ყველას დაეწყება ცემინება!)

Advertisements

Furious!


რომს უყვარს ჭამა! პიცა-ბარები, სენდვიჩ-ბარები, რესტორნები-მაკდონალდსები-ყავის დასალევი პუნქტები, სანაყინეები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი, იმ გარეუბანშიც კი სადაც მე ვარ (ანუ ტურისტებზე ორიენტირებული არაა, ადგილობრივი აბორიგენებისთვისაა).
აქაურების აზრით მე არ ვჭამ და როგორ ვარსებობ, ვერ ხვდებიან.აქ ყველა ნაყინს ჭამს, ყველა კაფე სავსეა, დილით ყავა და ბრიოში თუ არ ჭამე, რაა ცხოვრება. (ორი დღეა ვუმტკიცებ ახალ ლაბში რომ დილით ტკბილს ვერ ვჭამ, ამათი ყავა ცუდად მხდის და წყლის ბოტლი is enough). დილაუთენია აქვე მაკდონალდსში ამერიკულ ყავას ვყიდულობ, რომელიც ჩვენი მაკდონალდსის ყავაზე ალბათ ხუთჯერ უფრო მაგარია, ერთ ცალ ჰამბურგერს, და 4 საათამდე რამე თუ ვჭამე ეგრევე მეძIნება.(ენერგია სხვა საქმეზე იხარჯება, ვეღარ ვაზროვნებ და ერთადერთი ნატვრა ბალიშის პოვნაა და დაძინება)

რომი ჭუჭყიანია, იმაზე მეტად, ვიდრე თბილისი, და ძალიან ბევრი ფილიპინელი და ინდოელი ცხოვრობს, რომელბისაც მეშინია, არ მომწონს და ანტიპატიით ვარ განწყობილი. ძალიან ბინძურები არიან და ყარან.
და ეს შავი კანი,ბზზზზ, მემგონი მე რასისტი ვარ 😦 არადა არ ვარ, თავის გზაზე გაუმარჯოთ, მარგამ ჩემს გარშემო ნუ იქნებიან, რა 😦
ან იქნებ იმის ბრალია, რომ ემიგრაციაში როგორც წესი უღარიბესი ფენა მიდის, და შესაბამისად, კარგი თავის ქვეყანას რ>ჩება და რასაც ჩვენ ვხედავთ მათი ქვეყნების გარეთ, მხოლოდ ძალიან მცირე და ცუდი ნაწილია ამ ერების?

გუშინ მივბოდიალობდი და ამბოლუტურად შემთხვეით, რომლიღაც რუკაზე არცისეკარგადაღმიშნულ შესახვევში შევუხვიე და ულამაზესი შენობის თაღი აღმოვაჩინე, თაღიც არ იყო, აივნები და ფანჯრები გამოდიოდა და რაღაც დაწესებულება იყო, სამი სართული, მოხატული ინგლისურ სტილში, გაუგებარი სიტყვები რომალურად და ინგლისურად “To English Fashion”.

მეორე, ქუჩა, წვრილი-წვრილი, ცალ მხარეს ყრუ კედელი, კედლის იქით (უფრო მაღალ დონეზე) ბაღი იყო და ეს ბაღი ქუჩის მთელ სიგრძეზე პატარა, გამწვანებული ხიდებით უკავშირდებoდა მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობას ისე, რომ ხიდები ავტობუსების ოდნავ მაღლა მოდიოდა. სიმკარტას ვეძებდი არადა, რომ მეყიდა, და ასეთ საინტერესო რამეებს გადავაწყდი.

პ.ს. გაცოფებული ვარ ახალი ლაბის ხალხზე…
ხვალ არ გვცალიაო გამომიცხადეს ამათმა, კარგი, რამე სტატია ან რევიუ მომეცით თკო და ესკუზა (ბოდიში), იტალიურად გვაქვსო. დავანებე თავი.
ნუ კაი, გსაგებია რომ არ იცი ინგლისური მაგრამ ძნელია, აღიარო, რომ არ გესმის რას გეუბნები?! გუგლის თარგმანი მოვიშველიე და დავუღეჭე, რომ საფეხურებრივად აეხსნა, რას ეკეტებს და როგორ და….. ეს შემდეგ ეტაპზე იქნება, მერე გავაკეთებთ, მერე სხვა პროგრამებია…. მითხარი რა პროგრამაა, იმას ხო არ გთხოვ, მასწავლო…
ბლინ, მე თუ არ გავიგე ლომი როგორ გამოიყურება, ცალ-ცალკე ფეხი, კუდი და ყური რომ მაჩვენო, ძალიან მივხვდები!
ბოლოს ავდექი, ნეტკაფეში დავგუგლე რაღაცეები, მოვპრინტე და ოტელში წავიკითხავ, რა ვქნა აბა…
პ.ს. ვინც ეს ფილოგენეზი მოიფიქრა, უეჭველი მეტი საქმე არ ქონდა, ყველაზე მახათი რამეა, იმაზე მახათი, ვიდრე პროგრამირება….
თუმცა იდეაში იგივეა, ის CC+ კოდია , ეს გენეტიკური.
უმარტივესი ჩანს (იმჰო) და ვააააიმეეე ისეთი რთულიაო სერბერნარის თვალები გაიკეთეს.

მოკლედ, დროის დაკარგვაა ეს კვირა და ვნაღვლობ ძალიან 😦 (ყოფილი ხუთოსანი მოსწავლის საძაგელი ინსტინქტები,)
არა ნუ მომენტ ჩემი რა მიდის, წავალ ხვალ ბორჯიას ვილაში, დავათვალირებ პარკებს, ვრელაქსირდები, მაგრამ ისა…….
პ.პ.ს. წინა ლაბში ვინც მასწავლიდა, მემგონი ღმერთმა დასვა მანდ ჩემს დასახმარებლად, უზარმაზარი შენობათა კომპლექსია ეს, მილიონი გასავლელით და ჩემი ბეჯი მხოლოდ მთავარAი “მუშაობს”, ხოდა გამოვედი ასე, ვერც ვთხოვე გზა მასწავლეთ თქო ახალ ლაბში და ბედნიერად დავიკარგე 😀 10 წუთი ბოდიალის მერე ყვითელი მაიკა რომ დავინახე ისე გამიხარდა, მიხვდა რომ დავიკარგე და გასავლელს ვეძებდი 😀 გამომიყვანა გასასლელთან ,დამცინა, იმედია სახლამდე მისასვლელი გზა გახსოვსო და წამოვედი 😀

p.p.s.სურათებს ვერ ვტვირთავ, მე კომპი არ მაქვს (არადა როგორ მჭირდება), ამათ ლაბშიც არ აქვთ, და ნეტკაფისთვის ვერ გავიმეტებ ნათხოვარი აპარტის ჩიპს.

Florence


ფლორენციაში ვიყავი, ჩემი მთელი დანაზოგი შევწირე. რამდენად სწორად მოვიქეცი, არ ვიცი, მიქელანჯელოს დავითი და ის ცნობილი ხიდი ვნახე, სურათი იმაზე ლამაზი გამოვიდა ვიდრე რეალურად იყო ))))))) ქუჩები მოვიბოდიალე, ეკლესიებში შევაბოდიალე (ისე, სამების ნახვაზეც რომ რამე დავაწესოთ,არა? აქ 5 ევრო მივეცი ხელის კანკალით (მერე რა რომ გალილეო გალილეის და სხუათა საფლავები ვნახე (საფლავებისფანი))). გალილეო გალილეის მუზეუმი მინდოდა მენახა, >შემთხვევით აღმოვაჩინე, მაგრამ ეჰხ, დრო აღარ მქონდა.
რომიდან გავედი დილის 8-ზე და საათნახევქარში იქ ვიყავი, დაახლ 8 საათი ვიბოდიალე და 7-ზე უკან წამოვედი.
რომისგან განსხვავებით ნაკლები ხეები და სიმწვანეა, უფრო ჭუჭყიანი მაგრამ ფართო ქუჩები ისტროიულ მაწილში და ნაკლები ტურისტი.
პატარა პროვინციული ქალაქი პატარა ადამიანებით და დიდი ამბიციებით.

მედიჩების საგვარეულოს მიერ შეგროვილი მინსტრუმენტების კოლექცია ვნახე, მე14-15-ე საუკუნის პიანინოები და პიანინოსმსგავსი საკრავები, ვიოლინოები, იქვე იყო მაკეტი, როგორ უკრავს პიანინო, მექანიზმი, ღიად აწყობილი და ვისაც არ ეზარებოდა, აწკარუნებდდა, ჩემი ჩათვლით (ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ “მუშაობს” პიანინო ).
იქვე იყო კომპი, სადაც შეგეძლო მოგესმინა მთელი ამ ინსტრუმენტების ისტორია, ჟღერადობა, სხვადასხვა ნაწარმოებები, მოკლედ, შევყევი კაი ხანი.

წვიმდა, დავსველდი, სანამ საწვიმარი ვიყიდე და დავდივარ ახლა ცხვირსახოცმომარჯვებული.

მიქელანჯელოს დავითის სანახავდ ვიდექი, კხმ, ნახევარი საათი. (ვაღიარებ, არ ვიცოდი ფლორენციაში თუ იყო, შემთხვევით აღმოვაჩინე (კიდევ კარგი) და ვის ახსოვდა დავითი, Lorenzo Bartolini-s ქანდაკებიბს ასლები იყო და მმმ, დამბურძგლა, რამდენი ხანი ვუტრიალე და ვუარე, არ ვიცი, მოვჯადოვდი 😀

ახალ ლაბში მოლოდინი გამიმართლდა, ენით აუწერელი კილო აქვთ პლიუს ეს ფილოგენეტიკური ხეები და ანალიზები ჩემი საქმე არაა, ეჭვი მაქვს, ერთი კვირა გავუძლებ როგორმე და ხათრით ვისწავლი, ერთი სული მაქვს Real-time PCR დავიწკო ვირუსებზე.

New Hotel


გადავედი ახალ სასტუმროში, აღარ მაქვს ინტერნეტი, აღარც კონდიციონერი, მხოლოდ ერთი საწოლი, მაგიდა და სარკე, აბაზანაშიც უცნაური სუნი დგას…
ვნახოთ, თუ გავქაჩე, ვიცხოვრებ, ცოტა ძნელი კია ჩემთვის, ძალიან ცხელა და წუხელ წესიერად არ მეძინა. თუმცა მასე თბილისში მძინავს ხოლმე…
სამაგიეროდ უუუუზარმაზარი სუპერმარკეტია ახლოში, ტონანახევარი ფასთ-ფუდი,სადაც ძალიან გემრიელი პიცა იყიდება, მაკდონალდსის ჩათვლით, ბანკომატი, რომელიც მხოლოდ პინს ითხოვს (აქ უმეტესობა რაღაც სხვა კოდებს ითხივს და ერთი 20 ცალი მოვიარე სანამ შესაფერისს ვიპოვიდი.). და სკვერები-ბაღები, ბოლობოლო 11-ზე შევალ მხოლოდ და დავიძინებ )))))
ფანჯრიდან აივანივით რაღაც მოჩანს და ფანჯარაში თუ დადგები, ზემოდან უყურებ რომს, იქვე ეკლესიაა და ზარების რეკვა ისმის, საწოლიდან მშენებლობის მახინა ჩანს და ზედ ჩიტები სხედან, ზღვის ფრინველებია, მარა თავს ვერ დავდებ, თოლიებივით კი ჭყიპინებენ.
დილით ყავას მასმევენ, აქაური ყავა, ესპრესო მგონი, ქაფიანია და ძაააალიან ცოტა, მაგრამ ნამეტანი მწარე და ძლიერი, ჩემთვისაც კი. იძულებული ვარ კაპუჩინო დავლიო, არადა რა უბედურებაა რძიანი ყავა დილით, ეჰხ, აწი ვეღარ ავიდუღებ ჩემ კარტენუარს ;D

მწუნე ნაყინი ვჭამე და აღმოჩნდა პიტნის, შოკოლადის ნატეხებით, აუ რა იყო, მმმმნამ,მოვაბოდიალებდი წვიმაში და ვტკბებოდი.
გუშინ პირველად იწვიმა და შედარებით გრილოდა, წვიმაც არ ერქვა, წამოწვიმა, ჩავაცვი საწვიმარი აპარატს და მე დავსველდი ცოტა. 15 წუთში გადაიღო და გავშრი, ისე დაცხა )))

წავედი აწი, ანდრეას კომპთან ვზივარ, აქაური ჩემნაირი ტიპია, ანუხთ ასაკით ყველაზე პატარა და ყველაზე განვითარებული მემგონი, ნუ ინგლისური ანამ იცის.გუშინ დამაკვალიანა, რაღაც პირამიდა ყოფილა რომში, ეგვიპტურის მსგავსი, რუკაზე რო არაა დატანილი, და ამ დღეებში უნდა დავირაზმო მოსანახულებლად 😀 გოგოები კაპიტალურად მაიგნორებენ, მაიგნორებენ რა, ვერ მელაპარაკებიან და შესაბამისად არ ვკონტაქტობთ ))))

ყველაზე საბოდიალო რეგიონი ტრასტევერეა, ვიწრო ქუჩებით და ყვავილებითო, თუმცა რესტორან-კაფეები ცუდი ხარიხსია,they are only for tourists-o, ლოლ.

Fountain de Trevi (sfirst part of week-end)



ცნობილი შადრევანი როგორ არ უნდა მენახა და ლაბის მერე გავუდექი გზას, დღეც ვნახე, ღამეც, ხალხი-ხალხი, ტონანახევარი, იმდენი, რომ ფეხზე დასადგომი ადგილის გამოძებნა გამიჭრდა. ლაბის ხალხს შევჩივლე და,ხო, დილაუთენია უნდა წახვიდე რომ ნახოო.


მიმდებარე ტერიტორია


ზაგარი მაქვს უკვე, თან მაიკის, არადა ლანჩზე 5 წუთი რომ მიწევს მზეზე სიარული, მაშინ მოვახერხე, ან ამათ როგორ არ ეზარებათ, ისეთი ბედნიერები მიაფრატუნებენ ხოლმე მზეში, მე ენაგადმოგდებული მივდევ.ანალიზამ, პლაჟზე გადი, აქვეაო, ხვალ უნდა ვთხოვო ანდრეას, ამისხნას ზუსტად სად წავიდე და როგორ. ხმელთაშუა ზღვაშI ცალი ფეხის თითი როგორ არ უნდა ჩავყო. (არადა არ მიყვარს ზღვა).
ძალიან ბევრი იაპოშკა გოგოები დადიან, ყველაზე საყვარლები და ლამაზები, დანარჩენი მასა ან არც ისე ლამაზი ხალხია, ან აჯაჯული (ჩემნაირი) ტურისტები, ან უზარმაზარი ქათქათა სკანდინავილები. რუსები დატანტალობენ, ბრჭყვიალებშI და სასწაულ ფერებში გამოწყობილები. კაკადუს რომ შეშურდება, ისეთებში.

სანაყინეებში არ ესმით არაფერი, ამიტომ ძალიან სასაცილოდ მიდის დიალოგი, იტალიურად რომ აწერია სახელები და მე ვკითხულობ დამხინჯებით, მერე ხელებით ვანიშნებ და ბოლოს ატმის მაგიერ ანანასის ან ნესვის ნაყინი მხვდება (მაინც გემრიელიადა დიდი მნიშვნელობა არ აქვს). ცენტრში 1 ვაშლი 2 ევრომდე ღირს, არადა მე სადაც ვარ (ნახევრადცენტრი) ერთი კილოა 1.8 ევრო, ლოლ.

ჩემი და ინგლისურის ცუდადმცოდნე იტალიელი პროფესორის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა, გუგლ თარჯიმანი იპოვა და უსაშინლესი ქართული თარგმანი კია, მაგრამ ის იტალურად მიწერს და მე ვხვდები, რა უნდა.
საწყალი, დღეს დავადექი თავზე და ვაიძულე, მთელი პნევმოკოკის რეზისტენტობის გენების ანალიზი და მანდამდე მისასვლელი პროტოკოლი აეხსნა. იტალიურად მომცა და აბა რა ეგონა, ასე გავუჩერდებოდი? ჰმ!
ბოლოს საქმე იმითი დასრულდა რომ ერთობლივი მხატვრული სამუშაოები და დიაგრამები გავაკეთეთ და მივედით საბოლოო დასკვნებამდე : )))
თქვენ ეს ალბათ არ გაინტერესებთ, მაგრამ ჩემთვის არსებითია და მინდა აქაც იყოს მოხსენიებული )))


Piazza del Quirinale, the Quirinal Hill, რომის შვიდი მთიდან ერთ-ერთი,რომელიც ქრისტეს დაბადებამდე 7 საუკუნეში დასახლდა რომალებით. სახელი ქუირინუსის ტაძრის გამო ქვია, ეს ღვთაება მშვიდობას და მიწათმოქმედებას განაგებს (კია ახლო-ახლოს ნამეტანი ))) )
შადრევანზე მაღლაა განლაგებული და 5 საუკუნეს ითვლის ეს მოედანი. სამწუხაროდ ხედით დატკბობა შეუძლებელია,Qurinall palazze-ში ( მარჯვნივ მდებარე შენობა) არავის უშვებენ, იმიტომ რომ პრეზიდენტის რეზიდენციაა.
თუმცა სანამ პრეზიდენტის რეზიდენცია გახდებოდა, ისევე, როგორც ბევრი სხვა შენობა რომში, რომის პაპის განკარგულებით აიგო (საზაფხულო რეზიდენცია ჭირდებოდა და რა ექნა :უსერ:, 1582 წლიდან მოყოლებული, რომის პაპების ოფიციალური რეზიდენცია იყო, სანამ 1808 წელს, ფრანგები არ შემოესიენ იტალიას, აიღეს შტურმით ეს სასახლე და პაპი დააპატიმრეს (პიუს მეშვიდე). პაპმა მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლო დაბრუნება, მას მერე რაც ნაპოლეონი დაეცა.
ბოლო რომის პაპი პიუს მეცხრე იყო, რომელმაც 1850 წელს, განდევნის შემდეგ, ვატიკანში გადაწყვიტა დასახლება, რადგან მოგონებებთან იყო დაკავშირებული. (რომის რესპუბლიკის ჯარისკაცებმა გააძევეს, ოღონდ არ მკითხოთ რატომ, არ ვიცი).
ამის შემდეგ ის ჯერ მონარქების რეზიდენციად იქცა (სადც ისინი ბალებს მართავდნენ და ტენისს თამაშობდნენ), მონარქიის ჩამოგდების მერე კი პრეზიდენტის რეზიდენცია გახდა და ამჟამადაც რჩება.(როგორ მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები)

ეს ისე, მზე ჩადიოდა და….

Pollux and Castor, The two Giants, excavated from Baths of Constantine and brought here.

the view.

თუ გაადიდებთ, ძალიან საყვარელი საფოსტო ყუთი აქვს, მაგის ხათრით მოხვდა ობიექტივში.

Vicollo dei Modelli. ქუჩა, სადაც ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც მთელი ამ ძეგლების და სურათების მოდელებად მუშაობდნენ, განსაკუთრებით, უცხოელები.

p.s.რაღაც სალათა გავსინჯე დღეს და კინაღამ ცუდად გავხდი, პამიდორი ტკბილი, ზეთისხილი უარესი, ყველი უმარილო, და სალათის ფურცლები მკბილი\მომწარო\მჟავე, ნუ აი კოშმარ )))) ტიპიური იტალიური სალათის ფურცელიაო, ანალიზამ.
მერე გამოვარჩიე ფოთლები და დანარჩენი მნიამ-ნიამი იყო ))))
p.p.s.აუ ისე ორი ღერი ხე უდგათ და ისინიc დაგვაჯულები, ჩემს ქალაქში იმდენი ხეებია სულ ჩრდილია თქო და ეჰხ-ო ))))

Spanish steps


გეგმა მაქვს, ყოველდღე თითო რამე, 8-მდე სახლში მოსვლა (ანუ სანამ დაღამდება,ღამე მეშინია მეტროთი სიარული.:უსერ:, მერე სწავლა-განათლება.
გუშIნ გაფიცვა ქონდათ მეტროს და ავტობუსს, 8:30-დან 5-მდე-ო, ხოდა 8:30 ლაბში ვერჭე უკვე, ერთი თანამშრომელი დამხვდა, ინგლისური რო არ იცის, ის, რაღაცეები დავიტანჯეთ ცოტა ხანი, იტალიურ ენაზე დაწერილი პროტოკოლები მომცა და ვცდილობ თავი და ბოლო გავუგო…
მერე ინგლისურენოვანი მოვიდა და შევუდექით რაღაცეებს, ანალიზების თავი და ბოლო გავიგე მარა მასწავლებელი არ მივარგა, უკუღმა მასწავლის, მერე მეთვითონ ვულაგებ რაღაცეებს და უი კიო მეუბნება 😀
ნუ, მ>თავარი შედეგია, პროცესი ჯანდაბას…
სასტუმროზე ისევ ვნერვიულობ, მაილი მიწერა ამან (აბა მე იტალიურის გაგებაში არ ვარ) და შემპირდა პასუხს დაგიფორვარდებო, ტოესწ მე ვუთხარი ასე ქენი თქო მარა გაიგო თუ არა არ ვიცი.
საერთოდაც მგონია რომ ვერ ვაგებინებ ვერაფერს, არადა უმარტივესი წინადაადებებით ვლაპარაკობ 😦

საღამოს გეგმაში ესპანური საფეხურები შედიოდა, Spanish Steps, Scalinata di trinita dei monti, იტალიურად.


აქაური სახურავები მომწონს, პატარა, მრავალფეროვანი და მაქსიმალურად ათვისებული. ასე მგონია სულ ხელოვანი და საინტერესო ხალხი ცხოვრობს ამ სახურავებზე\ვერანდებზე და სადაცაა რომელიმე პატარა ფანჯრიდან კარლსონი ამოფრინდება. სადც არ უნდა გაიხედო, სულ სიმწვანე და ქოთანში ჩარგული ყვავილებია. მე სადაც ვცხოვრობ, იქაც კი, არადა ეს ქალაქის არც ისე ლამაზი ნაწილია (როგორც ლაბში მითხრეს)

ერთი ბეწო სივრცე და მაქსიმალურად გამოყენებული საცხოვრებელი ადგილი.

სულ ზემოთ რომ ადიხარ, Trinita de monti-ზე, ულამაზესი ხედი იშლება, მზის ჩასვლისას მოვხვდი მანდ და ისეთი სიმ>შვიდე მოდის, მთელი ტურისტული გნიასი ქვემოთ დარჩა და მხოლოდ მე და რომი დავრჩით, ოღონდ მხოლოდ 2 წუთით, მერე ისევ სურათის გადამღები ტურისტები მოვიდნენ )))
ამ ტაძრის მშენებლობა მე-15-ე საუკუნეში დაიწყო საფრანგეთის მეფის ჩარლს მერვის მიერ, და რამდენადაც მახოსვს, მთელი საუკუნე გრძელდებოდა შენება-კონსერვაციების პროცესები.
აქ შენობათა უმარავლესობას დიდი ისტორია აქვს, აშენების-მიძღვნის, გადაკეთების- ისეთი მრავალფეროვანი, რომ ვერც ვიმახსოვრებ, მხოლოდ ძირითად ფაქტებს ვკრიფავ.

ესპანური საფეხურები გაცილებით ახალგაზრდაა, სულ რაღაც 1726 წელს მოხდა მისი გახსნა რომის იმჟამინდელი პაპის მიერ.


თვითონ საფეხურები დიდი არაფერია,თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ მეთვრემეტე საუკუნისაა, და რომაულ არდადეგებშია გადაღებული. მე ნამდვილად არ გადავრეულვარ, საფეხურებია, რა )))) ზედ უამრავზე უამრავი ხალხი ზის და ერთი იმდენი ყავავილების და იაფფასიანი საქონლის მუქკანიანი ჩამოძონძილი გამყიდველი დახეტიალობს.

გაიცანით, ჩემი პირველი რომაელი კატა. მემგონი რომაელიც არაა, პატრონიც ყავდა, ველოსიპედზე კატის გალია ქონდა დამაგრებული, ალბათ დახეტიალობენ ერთად ))) გვერდზე დინამიკი ედოთ, მუსიკას უსმენდნენ და იყვნენ ნეტარებაში. ჩემი აღფრთოვანების დანახვაზე გაეცინა პატრონს და გაიწია კარგად რომ გადამეღო მისი ფისო )))

Daily



აქ ძალიან ცხელა, შენობიდან რომ გავდივარ თითქოს ცხელწყლიან(ჰაერიან) აბაზანაში ვვარდები. ლაბში იცინიან, სულ წყლის ბოთლით რომ მხედავენ, რამდენიმე საათში 2 ლიტრის დალევას ვასწრებ. დღეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი პისიარი გავაკეთე და შედეგები ხვალ მექნება, ისე მაინტერესებს რა გამოვა… “მასწავლებელი” ჩემივე ასაკის ბიჭია, პლიუს მინუს 2-3 წელი, მემგონი ერთადერთია ვინც კარგად იცის ინგლისური, დანარჩენები ხელებით მელაპარაკებიან და ინსტრუქციებს მდუმარედ მაჩეჩებენ. სასაცილოა, მე არ ვიცი რა გავიხადო და ესენი სახელოებიანი მაიკებით და ჯინსებით დადიან. ჩემი მასწავლებელი ხშირად აცემინებს და ისე მინდა ხოლმე ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ დღეს თავი ვეღარ \სევიკავე, მივუტრიალდი და “ჩემს ქვეყანაში ასეთ დროს ჯანმრთელობას უსურვებენ და არ შეიმჩნიო ყველა დაცემინებაზე გეტყვი თქო 😀 მემგონი ჩათვალა რო ცოტა ვერ ვარ მაგრამ ამრთლა დავიტანჯე :უსერ: გარეთ ძალიან, ძალიან ბევრი ტურისტია, უმეტესად წყვილები (ბიჭი შემართებით დადის და გოგოს სახეზე აწერია აუ სადმე დავჯდეთ რაა-ო) და 120 წლის დაჩამიჩებული ჩინელი და იაპონელი მოხუცები. მოხუცები უძახე და კინაღამ წამაქციეს ამასწინ, სადღაც ეჩქარებოდათ.

ROMA


რომში ვარ. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ჯერ ვერ გავიაზრე, თუმცა კოლიზეუმი უკვე მოვინახულე და კარგადაც შევიბრაწე მზეზე. ქაოსია, ქალაქი კი არა, ჯერ არ ვიცი მომწონს თუ არა, ისრაელს და რომს |შორის იყო არჩევანი და რომი ავირჩიე. ისეთია, დამაფრთხობელი და საყვარელი. იტალიური არ ვიცი, ამათ მეტი არაფერი იციან და მაღაზიაში პური რომ ვერ ვნახე ვერავის ავუხსენი რა მინდოდა. თუმცა, თბილისში ამდენი ტურისტი რომ ჩამოდიოდეს და ქალაქს ქაოსს ამსგავსებდეს, მეც პრინციპულად არ ვაღიარებდი ენის ცოდნას ;D ბინის პრობლემა მაქვს, ჩემ სპონსორებს სასტუმრო ეძვირებათ, ჰოსტელში მე ვერ ვიცხოვრებ, აქაურმა მხარემ ხელები დაიბანა და ჩემზეა ახლა რამე იაფიანის მოძებნა. თან ისე უცებ წამოვედი, ვერ მოვასწარით ვერაფერი, ჯერ მარტო იტალიის კონსულმა 3 საათზე საბუთები მიიღო და 45 წუთში ვიზა მომცა თითის ქნევით, მეორედ ასეთი რამე არ გააკეთოო. მოკლედ, მაგარ შარში ვარ, სამაგიეროდ, რომში 😀

ტურ ჰეირდალი ანუ დაბრუნება ბუნებასთან



კონ-ტიკის გემბანზე, საკვებად დაჭერილი რომელიღაც თევზით

ისინი ცხოვრობდნენ ბამბუკის რტოებისგან გაკეთებულ ქოხში, რომელიც ბანანის ფოთლებით იყო დახურული, ჭამდნენ მხოლოდ იმას, რაც ტყეში და მდინარეში მოიპოვებოდა, ტანთ მცენარეებისგან გაკეთებული “ტანსაცმელი” ეცვათ და იმავე მდინარეში ბანაობდნენ, საიდანაც სასმელ წყალს იღებდნენ.
ტურ ჰეირდალი ნორვეგიაში, ლარვიკში დაიბადა და პირველი ექსპედიცია 24 წლის ასაკში განახორციელა ცოლთან ერთად, როცა პოლინეზიაში წავიდა, რათა ველურების მსგავსად ეცხოვრა, ცივილიზაციის ყველა “სიკეთის” გარეშე და იქაური ფლორა-ფაუნის წარმოშობა გამოერკვია (საიდან მოხვდნენ იმ მიყრუებულ კუნძულებზე მცენარეები, ცხოველები და ბოლო-ბოლო ადამიანი).
თავდაპირველად ის ტაიტის “გამგებელმა”- ტერიიერომ იშვილა,რომელსაც უამრავი ცოლი და შვილები ყავდა, ტაიტური სახელები მიცა, ასწავლა, როგორ ეცხოვრათ ველურ პირობებში, როგორ მოედუღებინათ ფორთოხლის ხის ფოთლებისგან ჩაი, გამოეცხოთ პურის ხის ნაყოფი, გააცნო ყველაზე გემრიელი ბანანი- ფეი (რომელიც ახლა ალბათ აღარც არსებობს) და მხოლოდ ამის შემდეგ გადაბარგდნენ მარკიზის კუნძულების კუნძულ ფატუ-ჰივაზე, სადაც კუნძულის პრინცესას კუთვნილი ხეობა “იქირავეს”.


ფატუ-ჰივა

შემდეგ იყო კონ-ტიკი, გალაპაგოსები, აღდგომის კუნძულის გრძელყურიანი ადამიანები…
ტურ ჰეირდალის “ფატუ-ჰივა” 9 წლის ასაკში წავიკითხე, მერე კიდევ ბევრჯერ გადავიკითხე და დღემდე ვიზიარებ მის “ფილოსოფიას”, რომ მუსიკა მხოლოდ იმიტომ გვჭირდება, რომ ბუნებასთან კავშირი დავკარგეთ, ბუნებრივი მუსიკის ხმები აღარ გვესმის და სუროგატებს ვეძებთ.
და იმისათვის, რომ ბუნებამ “მიგვიღოს”, მას პატივი უნდა ვცეთ და მისი დამანგრეველი ძალის გვეშინოდეს, აგდებულად არ მოვექცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ვიწვნევთ მის შურისძიებას.
ტურ ჰეირდალი 2002 წელს გარდაიცვალა.