ავრანლო


2013 წლის რომელიღაცა აპრილს ჯიპზე დავჯექით და თბილისიდან გავედით.

ერთ-ერთი გაჩერება ავრანლო იყო, წალკის რაიონის სოფელი.

DSC_3380

 

როგორია ეს რაიონი?

სიცივე, გამჭოლი ქარი, გაფუჭებული გზები, ამის მიუხედავად, ბევრი-ბევრი დამუშავებული მიწები.

კიდევ…. ქვები, ლოდები, ტრიალ მინდვრებზე ამოსული სახლები, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან გასათბობად. მოსახლეობა, რომლის ქალებმაც იქაური ენის გარდა არცერთი ენა არ იციან (ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც მე ვნახე). ავრანლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი იყო. ყველაზე მოწესრიგებული, სუფთა და…. რაღაცნაირი, ჩუმი. აი მხოლოდ ძაღლის ყეფით რომ მიხვდები, რომ იქ სიცოცხლეც არსებობს.

DSC_3386

ეს სოფელი აქ მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული დგას, ან იქნებ უფრo ადრიდანაც. თავიდან თეზი ერქვა, მერე მეცხრამეტე საუკუნეში ოსმალეთიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა დაარქვეს ავრანლო. (წიკიპედიამ მითხრა ასე)

ავრანლოში ციკლოპური ციხეა. უკიდეგანოდ ძველი. მე, რასაკვირველია, გადაფოფხებa დამეზარა, ბევრი ხვეწნის მიუხედავად, ქვებზე ჩამოვჯექი და ბავშვების დაბრუნებას დაველოდე. აი, წერტილებად მოჩანან ციკლoპური ციხის ნანგრევებზე.

DSC_3397

მე ეჭვი მაქვს, რომ რამე ადეკვატური ასასვლელიც უნდა იყოს, ჩვენ მანქანა გავაჩერეთ და ეგრევე ლოდებიან აღმართს შევასკდით.

DSC_3395

ეს ქვემოთ მდინარე ქცია ჩანს. კარგად თუ დააკვირდებით, ხელმარცხნივ მწვანე მინდორზე ქალს დაინახავთ, რომელიც ბარავს. ის ყავისფერი ზოლი ჩემს იქ ყოფნისას დაბარა. რამოდენიმე ბელტს ამოატრიალებდა, მერე დადგებოდა, შუბლიდან ოფლს მოიწმენდდა, მიიხედ-მოიხედავდა და თავიდან იწყებდა ბართან ჭიდაობას.

DSC_3392

 

ესეც ჩემი სათვალთვალო ქვიდან გადვიღე. სოფელში გზა ორად იყოფოდა და მდინარის გასწვრივ აქეთ მიდიოდა. ალბათ მაგ ეკლესიასთან. საერთოდაც რაღაც ძალიან ბევრი ეკლესიები იყო ამ სოფელში, თან აშკარად ახალაშენებული.

DSC_3404

 

ქარი უბერავდა, უკიდეგანოდ. აი ქარგაუმტარ ტანსაცმელში რომ ატანს, ისეთი. აქ ჩემი ბათინკების იქით იდეაში ქცია და ციკლოპური ციხე უნდა ჩანდეს. მდინარის ხმა  ისეთი ხმამაღალი იყო, რომ არ დამეზარა და სიმღერა დავიწყე. მერე ეს ვიდეო გადავიღე და მერე ისინიც მოვიდნენ.

ჰხოდა მერე ვჭამე კიტრი, სუჯუხი, (პური აღარ იყო), მცირეოდენი კამათი გავმართეთ შოდასთან და დავიძარით. უკიდეგანოდ მინდოდა ფარავანი მენახა. ჰხოდა….. არ გამოვიდა, ღამდებოდა, ნისლი იყო და კიდევ სადღაც მიგვეჩქარებოდა, მაგრამ მაინც განახებთ

DSC_3415

 

 

Advertisements

განახლებული კახეთი კიარადა თელავი


არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ გომბორზე ლამის ორ კვირში ერთხელ დავდივარ, თელავში წასასვლელად, ჰხოდა რაც ეს გზა გააკეთეს, და-ვი-სვე-ნე! ადრე გურჯაანის გავლით დავდიოდით, გზას ბევრად მეტი დრო მიქონდა, პლიუს საკმაოდ მოსაბეზრებელია, ერთი-ორი ადგილის გამოკლებით. რაც გომბორი გააკეთეს, აღარც ვყოფილვარ იქით. საათნახევარში (არც კი) უკვე თელავში ხარ, გზა ულამაზესია და თუ ძმას მივყავარ, გზადაგზა რამოდენიმეჯერ ვაჩერებინებ ხოლმე, ფოტოების გადასაღებად. ამ კონკრეტულ ფოტოზე ღრუბლების ზღვას გადავაწყდი.

DSC_9843

რჩევა: თუ პირველად მიდიხართ გომბორზე, ნელა იარეთ თუშეიძლება,  მკვეთრი მოსახვევებია, პლიუს ორგან თუ სამგან მეწყერული ზონები და შეიძლება მკვეთრ მოსახვევში შესულმა საჭე ვერ დაიმორჩილო.

ხოდა ეს ყველაფერი კარგი, და თურმე ის გზა, მე რომ ასე მიხაროდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ყოფილა გაკეთებული.

თელავის რეაბილიტაციაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებითაა გაკეთბული. ყველაზე ძალიან მე მაინც ნადიკვრის ახალი პროექტი მომწონს. მდელოზე დადგმული ქვის სკამებით, შუა ნადიკვარზე გაყვანილი მინიგვირაბით და რაც მთავარია, დამატებითი ტერასებით, სადაც საქანელები და გასართობი მოწყობილობებია ბავშვებისთვის. ატრაქციონების პარკი აქ ადრეც იყო, ახლა უკეთესია.

ეს ყველაფერი კახეთის რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებშია გაკეთებული, რომლის მიზანიც კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ღვინის ტურიზმი (რთველი, მნა-მნა), სათავგადასავლო ტურიზმი (თუშეთი ჩემი სიყვარული) და კულტურული ტურიზმი (აუაუ, აუცილებლად უნდა ნახოთ განახლებული ნეკრესი). კახეთს უკვე საკუთარი ტურისტული ლინკიც აქვს http://www.kakheti.travel/ , ტურისტებისთვის საწირო ინფორმაციებით. და აი ასეთი ყოვლად საყვარელი ლოგოც აქვს.Picture1

ყველზე მეტად თელავის before-after ფოტოები მომეწონა

Picture2

რომელიღაცა სახლი რეაბილიტაციამდე

Picture3

და რეაბილიტაციის შემდეგ.

ავტობუსები, სავარაუდოდ მხოლოდ საფესტივალო დღეებში ივლის. ხო, ფესტივალიც იგეგმება, NEWნადიმი, 13-19 ოქტომბერს, ნადიკვარზე. სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ თათარა, მწვადები და მსგავსი გემრიელობებიც იქნება

პ.ს. სურვილი თუ გექნებათ წამოსვლის, ისნის მეტროდან გამოდის ტაქსები, 4 მგზავრი აყავს და თითოზე 10 ლარია მგზავრობის თანხა, მაქსიმუმ საათნახევარში აქ ხართ, უკანაც შეგიძლია შეუთანხმდე ჩასვლისას და სადაც ეტყვი იქ მოგაკითხავენ, თუნდაც დილის 6-7- საათზე, შეთანხმების მიხედვით. მარშუტკები ორთაჭალიდან გადის,  ფასი მგონი 8 ლარი, მგზავრობს დრო ოდნავ მეტი.

სამცხე – ჯავახეთი, სარო


დილის ხუთ საათზე გავედით, ანუ ღამე გავათენე. დილის ხუთზე ადგომა უფრო მეზიზღება თუ ღამის გათევა, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. არასოდეს აღარსად აღარ წავალ ასე, ღამენათევი ან დილის ხუთზე ანადგომი მაშინ, როცა ცივა. თან ღამის ორამდე პერაშკები ვაცხე, რატომ არ დამეზარა, წარმოდგენა არ მაქვს.

ბოლო დღეს მაკას ჯიპი და ჯიპში წინა ადგილი გამოჩნდა (მადლობა მაკას) და სასწრაფოდ დავიკავე, ჩავჯექი და… დავიძინე. ციოდა, ძალიან ციოდა, ჩემს სალაშქრო ბათინკებში, თოვლში რომ ფეხი არ გამყინვია, ახლა შემცივდა. ვისაც რამე ქონდა, ყველამ რაღაც მომცა, დავიფარე, მივიფარე, მოვიფარე, ცხვირი ჩავყავი და ჩავთვლიმე. ჩემს უკან მჯდომმა ბიჭმა, ვიწროდ ვზივარო და სკამი მიმაწევინა წინ და მეც ქვემოთ ვეღარ ვიწეოდი, თან ღვედი მეკეთა და ის მავიწროვებდა და მოკლედ, დამჯდარს და კისერმოღუნულად მეძინა/მეღვიძა. თან გულწრფელდ მიხაროდა, რომ მარშუტკაში არ ვიჯექი, იქ ასე ვერ ჩავთბებოდი. ალაგ-ალაგ მზე გამოდიოდა, ან მანქანა ჩერდებოდა სადმე და მზეზე ჩამთბარი ვნეტარებდი უღვედოდ, სანამ იქ ბავშვები სურათებს იღებდნენ, პოზიორობდნენ და ა.შ.

ბუნდოვნად მახსოვს, როგორ გავაჩერებინე მაკას ერთხელ გზაზე, მერე მგონი რაღაც ტბები ვნახეთ და  გადავუღე კიდეც, მერე ესენი სადღაც ჩერდებოდნენ, დაბოდიალობდნენ, ცხელი ყავაც დავლიე მახსოვს და ჩემი მწვანე პლედი ამოვქექე ჩანთიდან. დანიურში ვიყიდე ეს პლედი ათ ლარდ, უმსუბუქესია, უპატარავესი და უთბილესი. გადავიფარე და ძილბურანში ბუნდოვნად მესმოდა, როგორ ხალისობდნენ ჩემზე, მაგრამ ისე მეძინებოდა, პასუხის გაცემის თავიც კი არ მქონდა. გზიდან დამამახსოვრდა ის, რომ ყველგან იყო ძროხები, ყველაფერი ყარდა და ყველგან ნაკელი იყო.

ამ სურათზეც კი ყინავს

მერე გვანცა ისე უბედურად იჯდა უკან და ისეთი სახე ქონდა, რომ ადგილი გავუცვალე, იმ პირობით რომ შუაში დამსვამდნენ, მაკას მანქანას გვერდებზე ქანდარები აქვს და ქანდარაზე ჯდომისას ძალიან მტკივდება წელი, სვანეთის კოშმარად მახსოვს, ძლივს ვიჯექი, გაძლებაზე.  თავიდან საშინელი დისკომფორტი ვიგრძენი გაჭყლეტილმა, აქედან 80 კილო მაწვებოდა, იქიდანაც დაახლოებით მაგდენივე მემგონი, მაგრამ მერე და მერე დავამუღამე, ცოტა გვერდულად დავჯექი, ფეხიც გავშალე, ნახევრად წამოვწექი, კარგად მოვკალათდი და ისევ ძილი გავაგრძელე.

სულ ეს იყო პირველი დღე, სულ სადღაც მივდიოდით, მე სულ მეძინებოდა და მთვლემდა, ყურებში მუსიკა მქონდა და ალაგ-ალაგ ვიღვიძებდი სურათების გადასაღებად. სამსარიდან თბილი მზე, ოქროსფერ, გამხმარბლახებიანი გორაკები და ბევრი-ბევრი სომეხი დამამახსოვრდა, რომლებსაც ჩვენი დანახვა მაინცადამაინც არ უხაროდათ და ეჭვის თვალით ვგიყურებდნენ, აქ რა დაგეკარგათ, მართლა სამსარის სანახავად ამოხვედითო? ერთმა კინაღამ შეცდომითი გზა გვასწავლა, თანასოფლელმა გაწია და კარგად აგვიხსნა.

გზაში ეს პატარა ეკლესია ვნახეთ, რა და ვინაა, არ ვიცი.

ადგილობრივები. რუსულად ვკითხეთ გამოქვებულები საითააო, “პიშჩერა” ვერ გაიგეს, არადა რამენაირად ხო უნდა გაგვეგებინებინა და “დირკები” თქო ვუთხარი და მთელი ის დღე და მეორე დღე სალაპარაკო და საღადაო მასალა მიეცა ჰხალხს. მე როგორც ყოველთვის, ვერ მოვტვინე, რომ რაღაც სასაცილოს ვამბობდი.

აქ აბულის მთა ჩანს. სამსარას “დირკებით” დიდად ვერ მოვიხიბლე და ამ ხედით ვიმშვიდებდი თავს.

ესეც ჩვენი ჯიპი და სამხარა და ქურციკა. სადღაც აქ მაკაც უნდა იყოს, მე სამსარის გამოქვებულებისკენ ვარ აფოფხებული, ნაკელის სუნად ყარდა იქაურობა და ცხვირიც კი არ შემიყვია, შემეშინდა.

მერე მარშუტკის მგზავრებიც მოვიდნენ, შტერი მარშუტკა გვყავდა, ყველა კენჭზე ინაზებოდა, მე აქ არ/ვერ გადავივლიო და ფეხით მოუწიათ ბევრი სიარული, და მოვიდნენ და დახვდათ ეს ქარქატა ქვაბულები და გადაირივნენ და გადმოირივნენ. მშივრები, მწყურვალები, ცაცკლები.

უკანა გზაზე ბევრი არწივები ვნახეთ, ეს განსაკუთრებით ახლოს და მშვიდად იჯდა. ამდენი არწივი და ასე ახლოს მარტო ვაშლოვანში მყვს ნანახი. ცაში ირაოსაც აკეთებდნენ, მაგრამ ეგ ვერ დავაფიქსირე და გული დამწყდა. ეს კონკრეტული სამხარაძის არწივია.

მერე აღარ მახსოვს რა ხდებოდა, მეძინასავით და მერე იყო სარო. სანამ ხალხი ეკლესიასთან პოზიორობდა, მე სულსულსულ კიდეში წავედი, საიდანაც მთელი სარო ხელისგულზე ჩანს, ჩამოვჯექი ლოდზე და ჩავფიქრდი. არ ვიცი, ზუსტად რამდენი ხანი ვიჯექი, მშვიდი და მზეზე გამთბარი, სრულ სიჩუმეში.

მერე… ისევ მეძინა, დიდხანს და მოუსვენრად, ხცისამდე. ხცისში დაგვხვდა ქეთის სახლი, ლოგინები, ადიალები და კიდევ სიცივე. ბავშვები მწვადს წვავდნენ, ანუ ჯერ ცეცხლი აანთეს. სანამ ცეცხლი იყო, კარგი იყო, მერე წავედი და დავწექი. ძალიან გემრიელად მეძინა მთელი ღამე, დანიურში ნაყიდმა ა პლედმა გაამართლა, ცხოვრებაში პირველად, სიცივეში, ჩემს სპალნიკში ჩაწოლილს დილის 6-სკენ არ შემამცივნა. დილისკენ ისეთი ხმაურ-გრუხუნით წამოიშალნენ დანარჩენები, რომ მეც გამეღვიძა, დაველოდე სანამ ყველა წავიდოდა და ისე ავდექი. დილის ყავა დავლიე, ხიდან ჩამოცვენილი კაკალი მივაყოლე, მუსიკას მოვუსმინე, მოვიწყინე, ძალით გავიღიმე და როგორც იქნა დავიძარით.

ძამას ხეობა… ნასინგ სფეშალ, ბორჯომის ჯობია. მომენტ, მომლოცველების სამოთხეა. not for me, anyway.

იყო ბევრი მონასტრები, ხან ერთში შევდიოდით, ხან მეორეში, ხან მეშვიდეში, მაგრამ ის სიმშვიდე, რაც მე მინდა ხოლმე ეკლესიებისგან, არსად არ დამხვედრია. ან სად დამხვდებოდა, ისეთ ფეთიანებივით დავქროდით, საწყალს შეეშინდა და გაიპარა ალბათ.

ხოდა ერთგან ჩამოვედი მანქანიდან, წყლის პირას ჩამოვჯექი და ჩემი ჭია გავახარე, ფოტოაპარატი გავაწვალე და მორბენალი წყალი გადავიღე.  გზაზე ბევრი მანქანა დადიოდა, თან ან სამხედროები, ან ბერები, მეტი არავინ. ანაფორა/ფორმა/ანაფორა/ფორმა და გაკვირვებული სახეები, შვილო აქ რა დაგკარგვია მარტოსო, თან ჯინსზე ბოლოკაბა მეცვა და საოცარი სანახაობა ვიყავი, აჭრელებული, სალაშქრო ბათინკები, ჯინსი, ზედ კაბა, მწვანე მაიკა და წითელი თმები.

იქვე ორი ციხე იყო, ერთ-ერთზე ავფოფხდი (კინაღამ ჩამოვვარდი გზადაგზა, ფეხი დამიცურდა ლოდზე)

ამასობაში მარშუტკა მოფოფხავდა-მოფოფხავდა, ჩვენმგონი ქარელში გავჩერდით, ყავა გავიკეთეთ, ვიჯექი სკვერში სკამზე, პლედმოხვეული, ცხელი ყავით ხელში და მიხაროდა ცხოვრება. ბავშვებმა, არ დაგველოდოთო და სვეტიცხოველში მივედით.
ეს ბავშვიც იქ ვნახე.

მერე დაკეტეს სვეტიცხოველი და გამოგვრეკეს, და მე ტრადიციულად გავიფიქრე, რომ ეკლესიები არ უნდა იკეტებოდნენ.

წელს პირველი გასვლა იყო, საიდანაც 12-მდე მოვედი სახლში და თან არც კი დავიღალე. სახლამდე მაღაზიაშ იშევედი, ხაჭო მინდოდა და მერამდენედ ვეგონე ვიღაცეებს უცხოელი და “ვაი ამის პატრონს, რა დაკარგვია აქ” მოვისმინე. ქართულად რომ ვიკითხე რაღაც, მერე მე ვიხალისე იმათ სახეებზე, მაგრამ მაინც საწყენია ასე რომ “ხვდებიან უცხოელებს”.

გზა – როგორც სახლი


გზა

როგორც სახლი

არსაფიქრელი წუთებისგან აწყობილი

ჭანჭიკ-ჭანჭიკ.

ადამიანების მოზაიკა

ჭრელა-ჭრულა და უზარ-მა-ზარი

  • მუსულმანი მასპინძელიდან
  • ქისტ მეგზურამდე
  • ლორიანი ლობიანები რომ დაგვიცხო, იმ რაჭველ ბებომდე
  • ჩემს ბიძაშვილამდე, თუშეთში მიმავლებს სახლი რომ დაგვითმო ალვანში
  • მეფუტკრემდე, ყავა რომ დაგვალევინა
  • მეცხვარემდე, წვიმაში რომ შეგვიფარა
  • საგადასახდო პოლიციის თანამშრომლამდე, გზა რომ გაიმრუდა, შემთხვევით გზაზე შემოხვედრილები მატარებლის სადგურამდე რომ მივეყვანეთ
  • ვოლგის მძღოლამდე, გასწრებულ მარშუტკას რომ დამაწია
  • იმ ადამიანებამდე, ტყიბულში ტაშს რომ გვიკრავდნენ
  • პოლიციელამდე, მობილურის დამტენისთვის სახლში რომ წავიდა
  • ტყეში დაკარგული რომ გვიპოვეს, იმ რეინჯერებამდე
  • მეცხვარეებამდე, თუშეთში დაკარგულებს გზა რომ გამოგვაგნებინეს
  • გრიგოლეთში წყაროს წყალს რომ “ვპარავდით”, იმ სახლის მეპატრონემდე
  • საქეიფოდ რომ გვეპატიჟებოდა, იმ რაჭველამდე
  • ჭარელების ოჯახამდე, რაჭაში ფეხნაღრძობთანამოლაშქრიანები რომ შეგვიფარეს სამი დღე
  • პოლიციელამდე, სათაფლიასთან საბანაკე ადგილი რომ მიგვასწავლა

გზა

როგორც სახლი

და მაინც

რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ერთ პატარა ნაჭუჭში ვარ მოქცეული, რომელსაც საქართველო ქვია, და რომელიც იქით რუგზაკით საბოდიალოდ გაღწევაზე ოცნებაც არ ღირს?!

დედამიწა

როგორც სახლი

ოდესმე.

ვერე-რეჩკაში ჩაკარგულები


ყველაფერი იმით დაიწყო რომ გადავწყვიტე მახათი მომეძებნა და ქალაქიდან გავსულიყავი. შუაღამისას თემას წავაწყდი, ღამის პირველზე შორენა დავითანხმე და დილას დავერჭეთ შესაბამის ადგილას გამზადებულები. რასაკვირველია კიდევ ვიღაც იგვიანებდა და მოგვიწია დაახლოებით 45 წთ ლოდინმა… ნუ ეგ კაი, დავიძარით… ძირითადად კარაველები, ანუ უცნობები… ჩემი სოციოფობიისდაუკანმოუხედავად, შევეცადე მაქსიმალურად “გახსნილი” ვყოფილიყავი, რამდენადაც შემეძლო… ნუ გზა იყო საშინლად მტვრიანი,ცხელი და უბედური, პეიზაჟი ვერც ბეთანიის მონასტერმა გამოაცოცხლა…. ხალხი….. ნარევი… ანუ იყვნენ ისეთები ვისაც სიარული შეუძლია და კაი ვინმეა, ისეთები ვისაც სიარული არ შეუძლია და კაი ვინმეა და იყო კიდევ ბალასტი… ნუ მე ბალასტი ვიყავი ვინმეობის ვარიანტში და არ ვიყავი სიარულის ვარიანტში…

ორჯერ მკითხეს რუსი ხომ არ გირევიაო…. გარეგნულად გავხარო…. კიარადა თითქოს ტიპიური ქართველი ვარ და ზოგი რუსიო, ზოგი სლავიო, ზოგი უცხოელიო…… მოუხშირა ხალხმა ამ ბოლო დროს ასეთ შეკითხვებს ჩემს მიმართ…

უკანა გზაზე დავიკარგეთსავით…… ბეთანიიდან დავუყევთ მაშინვე, არ გავჩერდით დიდხანს… ბიჭები გადაეშვნენ ტავით ნახევარმეტრიან წყალში და ნეტარებდნენ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა წვეტიან ქვებზე, ზოგიერტს ფეხი წყალში ჩაუვარდა, მოგვშივდა, მოგვწყურდა და ოზგადად კარგად გავიბონძღეთ, არ დავიცადეთ უუმმმმმმმმმაგრეს საბანაკე ადგილამდე და სადჯაც მდინარულ ჯუნგლში დავეცით ბანაკი.. ტოესწ კოცონი და შევწვიტ სარდელები, დავჭერიტ ძეხვი, გავხსენით არაყი, მოვიმარჯვეთ ტრიკაროჩკები, მწეველებმა სიგარეტები, გავაჩანაგეთ ესოდენი რუდუნებით გარეცხილი კიტრი-პამიდორი-ატამი-და-სხვა-მსგავსი-ნიამუ-ნიამუები… მერე ლამამ თქვა რააღაც უძალიანმაგრესად სასაცილოდ ყივჩაღის პაემანი, წინადადების ბოლოში ო-ების დამატებით ვიცინე გულიანად. მერე ხალხი სიტყვებით გამოვიდა, წავედიტ სანამ დაგვარამდაო და წავსეირნდით… ნუ რაც მე დღეს ვისკუპუნე აქეთ-იქეთ, კენგურუზე უკეთესაც ვხტი ახლა უკვე ხო ნუ ამ ზოზინში შემოგვაღამდასავით და ავიბლანდეთ თეორიაში ვერე-რეჩკას უნდა დავყოლოდით ბოლომდე და გამოვიდოდით მაღლივთან, მაგრამ ვინაიდან ნაწილი დაიღალა და ფეხებს ვეღარ მოათრევდა, (მე ჯერ კიდევ მოვათრევდი მაგრამ ვაი მაგ მოთრევას, ყველა წვეტიანი კენჭი გავიცანი ჩემი რეზინისძირიანი კეტების წყალობით) რაღაც მოკლე გზა მოვნახეთ.. ტოესწ ვითომ მოვნახეთ და იმ ბოდიალში გაცილებით მეტი დრო დაგვეხარჯა შორენა ძლივს დავიჭირე, სადღაც ხრამში მიძვრებოდა : ))) მერე დავქუჩდით, მეძროხის ნასწავლი გზა მოვნახეთ და ერთ გუნდად დავუყევით… მოლაშქრეებში შეინიშნებოდა პანიკის ნიშნები, როგორიცაა თავის ხელზე ჩამოდება და წუწუნი წიპა”რა გვინდოდა წვენებში” , რატომ წამოვედით ამ გზით… შეკითხვა- საითაა თბილისი? მივალთ? ვაიმე ფეხები, ვეღარ მოვდივარ, დავისვენოთ… ნუ ერთი ნიშანი განსაკუთრებით მომეწონა, გოგო სახეზე ისეთი სასოწარკვეთის ნიშნით , რომ კინაღამ დავაწყნარე… თან წყალი გაგვითავდა რაღაც ასეთი შეგრძნება ქონდა ალბათ… იყო ორგანიზების ნიშნებიც ისეთები, როგორიცაა ბლოკპოსტები მწკრივის თავსა და ბოლოში, საკმაოდ მკაცრი კონტროლით, ბუზიც კიარადა მე და შორენაც რომ ვერ გავექეცით და შეგვაბრძანეს გჯუფის შუაში… , გზის ორგანიზებული და დარაზმული ძებნა და ბაცილას ყურადღება, მგონი მან შენიშნა და გაახსენდა ის მაღალი ძაბვის ხაზები სადაც უნდა გადაგვეხვია… ძალიან მაგარი იყო ღამე ბოდიალი, მიდიხარ, გზა თან ჩანს, თან არა, გარშემო კალიები ტავდაყირა გადადიან და თვისას ჭრიჭინებენ, საღაც სულელობებზე ჭორაობ, სულელობ, თან სასიამოვნო სიგრილეა და თან პაწუკა ექსტრიმიცაა, ბოლობოლო სადღაც ტყეში ხარ , რუსთაველზე კი არა : ))) სკირვალებიც გამოჩნდნენ მალე და ფერადი ღრუბლებიც… ალაგ-ალაგ სიმღერის ხმაც ისმოდა, გამამხნევებელი მარშის როლში. იმ მომენტამდე, სანამ თავი ამტკივდებოდა ისე აუტანლად რომ მეწვოდა და შიგნიდან თითქოს ლავა ესხა გავარვარებული……. ერთი ბეწო სინათლეზე ჩემი მემართებოდა და თავის გატოკებაზე….. წყალიც არ იყო რომ წამალი დამელია და ასე ვივდიოდი და მივდიოდი ალბათ ერთი საათი, ბოლო კილომეტრს…… რომ დამეწუწუნა რა შეიცვლებოდა და ვითმინე მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გავჭედე, გზის პირას ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე და ამ დროს დამაფიქსირეს და მთლად გადავჭედე… ჰხომ…

სახლამდე გზა და შხაპი მართლა ბუნდოვნად მახსოვს……

სამაგიეროდ და შორენამ კარგად ვიხალისეთ მომენტებში ისეთ რაღაცეებზე, მარტო ჩვენ რომ ვხალისობთ. უნდაც ის რად ღირდა, მთაში სახლი რომ ავაშენეთ და მერე კიდევ უწუ-პუწუ-წუწუ თქო რომ ვეპრანჭებოდი და ვითომ ღამე სიარულის რომ მეშინოდა : )))))

ფეხი იტკინა, ტოესწ ნატკენი კიდევ ეტკინა და დამნაშავედ ვიგრძენი თავი

მერე მივედი სახლში

, არ უნდა დაგვეგვიანა, მაგრამ მაინც იყო შანსი დაგვიანების…და მე იქ წავედი… ანუ ჩემი სოციოფობიებიდან და მაჩვობებიდან გამომდინარე, ჯასთ მეშინია თუ არ მინდა ამ ხალხის რეალში ნახვა, უფრო სწორედ, ასეთი ფორმით ნახვა არ მინდა… მერიდება და ასე შემდეგ ბევრი წერტილით… თორემ ისე ვიცნობ ჯენის და ქეთიც მყავს ნანახი და მეტი არავინ : ))))) ხო ნუ, დღეს იქ ყოფილა გ-ც , ამასაც ვიცნობ : ))) ანუ კონკრეტულად ბლოგებზე…. აქ ხო ისეთი რამეები მიწერია…

ანუ არ ვიქნებოდი მთლად უცხოდ, მაგრამ მაინც… ვერ ვიტან რომ ასე ვიძაბები უცხო ხალხში და მე მე არ ვარ ხოლმე;(((( მერე რა რომ ბლოგებიდან ვიცნობ ..

ჰხომ…..მდინარეზე და მერე ღამე ბოდიალს თუ არ ჩავთვლით, კრეტინობა იყო დღეს ჩემი იქ წასვლა…

ჰხოდა ეკლესიის სანახავად წასული ამას არ უნდა ვიძახდე?ნიჩევო, ღმერთსაც ტკიებია თავი, და კრეტინული დღეც ქონია, გამიგებს.

არა, მე კი ვიმხიარულე მაგრამ რაღაცნაირად ისე, უმიზნო-უშინაარსოდ, ყოველგვარი შინაგანი ხალისის გარეშე. წყალი მეკლდა… და ლაგოდეხის და კანიონის ნოსტალგია შემომაწვა…. პახოდებიც კი მომბეზრდა, რამე ახალი მინდა

ხო, ნუ, თუ წაიკითხეთ, დიდი მადლობა რომ აქამდე გაუძელით

ვწუხვარ რომ ჩემი ნაბოდვარის წაკიტხვაზე დრო დახარჯეთ :უსერ

შატილში კიდევ ერთხელ უნდა……



გავისეირნო წარსულში

გავიხედო “დასაკუთრებული სახლის ” ფანჯრიდან


ავძვრე კოშკში სულ სულ ზემოთ (მაშინ ვერ ავძვერი )

“დავისაკუთრო” სახლი

ვიპოვო მდინარეში ასეთი მთის ბროლი