ყველაფერი გავლადია, საკუთარი თავის გარდა



ყველაფერი გავლადია
კიარადა
გარდაუვალია ყველაფერი
ყველა ფერი
წითურის გარდა.

….

ვაწყდები კედლებს
გულგრილობის.

….

სიზმრებისგან აშენებულ ციხეში ვცხოვრობ აგერ უკვე 25 წელია
(დღეს უკვე მერამდენედ, დამავიწყდა საკუთარი ასაკი
წარმომიდგენია, რა მომივა 10 და 15 წლის შემდეგ)
და
ვერასოდეს გავთავისუფლდები საკუთარი ემოციების ტყვეობიდან.
(არადა გაფაციცებით ვაგროვებ, რაც შეიძლება მეტს და მრავალფეროვანს, სანამ მოვკვდებოდე).

აი, წუხელაც
ადამიანი მოვიდა სიზმარში
ჩამოჯდა ზურგმოხრილი
ატკივებული
შეციებული
და ისეთი უბედური, რომ სიცოცხლის რამდენიმე წელს გავიღებდი, ოღონდ ბედნიერი იყოს.
(არადა არ ვარ ეგეთი ალტრუისტი)

მე თუ რამე მომკლავს სინანული და სინდისის ქენჯნა იქნება
(ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, არ ვთვლი, რომ ყველა სიტუაციაში, ჩემს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი იმ მომენტისთვის საუკეთესო იყო, მაგრამ ის ლომია და სხვანაირად აზროვნება, უბრალოდ, არ შეუძლია), მე კი დღემდე მეტირება თუნდაც იმის გახსენებაზე, როგორც მოვცხე (მოვცხე რა, ხმამაღლა ვუთხარი და მსუბუქად მივარტყი ტაკოზე) კნუტს მსუბუქად იმის გამო, რომ არასწორ ადგილას მოისაქმა.

ნუ, ან ნახტომი სიმაღლიდან
(იქნებ იმიტომაც მეშინია სიმაღლეების რომ ერთი სული მაქვს, ვისკუპო სივრცეში).


სიმაღლეზე გამახსენდა, გურგენიანის ჩანჩქერზე თუ ხართ ნამყოფები, ზემოთა მხარისკენ რომ აფოფხდები, მყუდრო საბანაკე ადგილია და იქ დავეცით ბანაკი… ნაწილი საბანაოდ წავიდა, ნაწილი კიდევ რაღაცას აკეთებდა და მე გამოვერიდე, ჩანჩქერის ზემო სათავეში დავჯექი დიდ ქვაზე, მზე მათბობდა, ფეხებქვეშ ჩამირბოდა ცივი წყალი და ოდნავი გადახრაღა იყო საჭირო იმისთვის, რომ მესკუპა.

მერე ავდექი და მაქსიმალურად მივუახლოვდი კიდეს და ჟრუანტელები მივლიდა, როცა ვაცნობიერებდი რომ ერთი ფეხის უხერხული დადგმა და ჩკა. აქვე დავამატებ იმასაც, რომ უსიმაღლისშიშო ადამიანისთვის ეს დიდი არაფერი ნაბიჯი იქნებოდა.

რომ მკითხო რას ვაკეთებდი იმ დღეებში, ვერ გავიხსენებ, სამაგიეროდ ეს შეგრძნებები ახლაც ისე მახსოვს, თითქოს იმ ქვიდან 5 წუთის გადმობობღებული ვიყო.

Advertisements

წკლიპერინა საოცრებათა ქვეყანაში


წუხელ ისეთი გასაოცარი სიზმარი ვნახე…

იმდენად პატარები ვიყავით რომ ბიბლიოთეკაში კარადის თაროზე ვიჯექით, მესამეზე და იქიდან როგორ ჩამოვცოცებულიყავი, არ ვიცოდი, თან წიმდა და ცისარტყელას ფერებიანი საწვიმარის ქვეშ ვიჯექი.
ჩამოვცოცდით როგორც იქნა, და მე და ჩემი მეგობრები, გამოვედით ბიბლიოთეკიდან გაბრაზებულები, იმიტომ რომ ჩვენს ადგილას წიგნები დაალაგეს, და დავიფიცეთ, რომ ამ სკოლაში არასოდეს არ იშრილებენ ხეები და აინთებიან ეზოს ფარნები, სანამ ჩვენ ისევ არ დავბრუნდებით.

ამ დროს უცებ დავინახე როგორ ათვალიერებდა ვიღაც ქალი ჩვენდროინდელ და 30-ოდე წლის წინ გადაღებულ სურათებს, ორივეზე ერთიდაიგივე ასაკის გოგონები იყვნენ გდაღებულები და ისინი ორივე დროში ჩვენ ვიყავით, ოღონდ ახლა უკვე ერთ-ერთი გოგონა ნამდვილი აღარ იყო და ზანგის მაგიერ თეთრი გოგონა გვერია იმავე სახელით. ოთხნი ვიყავით სურათზე, არადა სამნი ვართ იდეაში, თუმცა იმ სამიდან არც ერთი არ ვიყავით სურათზე, მეც ვიღაც სხვა ვიყავი, მხოლოდ ცაბა იყო შემორჩენილი ჩემს სიზმარში…

მერე გამეღვიძა…
ძალიან ხშირად ვხედავ სიზმრებს გამეორებით, თანაც ეტაპობრივად ვიცნობ ხოლმე მონაწილე პერსონებს : ))) ბავშვობაში ხშირად ვხედავდი სიზმარს, როგორ მივდივარ სადღაც ავტობუსით უცნობ ხლხთან ერთად, ის უცნობები კი 2-3 წლის წინ გახდნენ ნაცნობები : )))
ამ სიზმრის მონაწილეებსაც გავიცნობ ალბათ ოდესმე
პ.ს. არადა არ ვჭედ ხოლმე მგონი : (

სიზმრები


ამ ბოლო დროს ძალიან ხშჳრად მესიზმრება სიზმრები, რომლებიც ადრე ვნახე, მაგრამ შინაარსი ვერ გამოვიტანე და ახლა, თავიდან ნახვისას მივხვდი.
გუშინ რატომღაც სკოლა-ინტერნატში ვიყავი, სადაც გორის დაბომბვის დროს წამოსული დევნილი და ობოლი ბავშვები ცხოვრობდნენ.
თავიდან მეგონა რომ მთელი ეს კომფორტი “შემმოწმებლის” ანუ ჩემი თვალის ასახვევად იყო მოწყობილი, მაგრამ მერე მშობლების სასტუმროდ განკუთვნილი ოთახი რომ დავინახე ისტერიკული ტირილი ამივარდა.
პირველად რომ ვნახე მხოლოდ ბავშვები და შენობა აღვიქვი, და ის რომ დევნილები იყვნენ.
ამ ჯერზე, საიდან იყვნენ და რატომ.
მესამე ჯერზე რაღას აღმოვაჩენ ნეტავ?
დასაერთოდაც დავიღალე ვახ, ახალი სიზმრები მინდა.

სიბნელე


ღამე რომ მიდიხარ სახლში და უცებ აღმოაჩენ რომ ქუჩაში ყველა ფანარი ჩამქრალია და შუქი არსაიდან არ სცემს, ცაც მოღრუბლულია და ასე, უკუნ წყვდიადში უნდა იარო. თან თურმე აქამდე საპირისპირო მხარეს მიდიოდი და რამხელა მანძილი გაიარე ტყუილად.

წეღან დამესიზმრა.

პრ


ორგანიზმს ვერ ვიმორჩილებ

:spy:
უაზროდ ემოციურად, აღრენილად, დაგრუზულად და გაფსიხებულდ გამომეღვიძა და მის მერე ვერ მოვუხერხე თავს ვერაფერი……….
რა მჭირს ბლინ
სიზმარში ვნახე როგორ გადაარჩინა სოფელი გმირმა და როგორ აღმოჩნდა მერე ეს გმირი დადგმული სპექტაკლი და ბუტაფორია……..

ომი გრძელდება?!


გამეღვიძა, ღამეა,შუქი, როგორც ყოველთვის, არავის აუნთია და ჩაცმულს მძინავს….. ავდექი, კომპის ღილაკს ნახევრადთვალგახელილმა მივაჭირე ხელი, სამზარეულოსკენ დავიძარი ყავის დასადგმელად და უცებ მივხვდი რომ თავბრუ მეხვევა.. არა, დედამიწა ზანზარებს… საიდანღაც ჩართული ტელევიზორის ხმა მომესმა–თბილისის ცენტრი აფეთქებულია, თბილისი ალყაშია, მოსახლეობას ვთხოვთ შეინარჩუნოს სიმშვიდე…..
დედა უნდა გავაღვიძო, ჩქარა, გავიქცეთ… ან სად გავიქცეთ… ინერვიულებს, იქნებ არ გავაღვიძო….. ისევ ტავიდან იწყება…… დავიღალე……
არ გავაღვიძებ.
აივანზე გავდივარ, ნაცრისფერი კორპუსები ისევ ისე დგანან, მაგრამ დედამიწა მაინც ზანზარებს და უნდა მოვეჭიდო რამეს, რომ არ წავიქცე…
მეზობელ აივანზე ვიღაც ქალი დგას. დიდი აივანია, მოშენებული, და შეიძლება ჩემიდან მისაზე გადახვიდე. ნაცნობი, მსუქანი სახე აქვს , ცისფერი წყალწყალა თვალებით, მაგრამ არ ვიცი, რატომ მეცნობა… რაღაცას მიყვება, მამშვიდებს ტავისი ჭკუით, მე კი უფრო ვღელავ და აპათიის და დაღლილობის შეგრძნება მეუფლება ნელ-ნელა, როცა უკვე ყველაფერი სულერთია და გინდა რომ მალე დამტავრდეს ყველაფერი, თუნდაც შენი სიკვდილით, ოღონდ დამთავრდეს…..

მერე გამეღვიძა

ნამუსის კამარტელი


გაყოფილი აზრები
გაყოფილი მოქმედებები
გაყოფილი სიზმრები.
სარეცელი.
გაცრეცილი საცერელი…
ცრის
ემო-ციებს
არაფერი თქვა
ახლა ყველა სიტყვას ძალა აქვს დაკარგული და
მხოლოდ იმას ნიშნავს
როგორ გამირბის საღი აზრები სადღაც,
ცისარტყელას მიღმა.

(c) პერწკლი

სიზმარი….


სიზმარი ვნახე….

მე ორი ვიყავი…

ვუყურებდი როგორ გამიტაცა პარაპლანმა, მახოხიალა მიწაზე დაშვებისას, როგორ ვეხეთქებოდი ქეთ-იქეთ უსიცოცხლოდ და

რომ მივირბინე უკვე მკვდარი ვიყავი…

მერე ალბათ დამასაფლავეს, არ ვიცი…

იმას ვდარდობდი,დედამისს ვინ ეტყვის თქო

ანუ დედაჩემს’

და მერე გამეღვიძა.