მარკუს ზუსაკის „წიგნის ქურდი“


www.randomhouse.com

ანუ გერმანელი ბავშვების თვალით დანახული ფაშისტური გერმანია.

ყველა წიგნი, რომელიც ოდესმე ფაშისტურ გერმანიაზე წამიკითხავს, მხოლოდ ერთი, ებრაელების მხრიდან იყო დანახული. საძაგელი, აუტანელი, ფაშისტი გერმანელები და კარგი ებრაელები. ანუ თეთრები და წითლები (ვინმეს გაქვთ იანუშ კორჩაკი წაკითხული?), ბოლშევიკები და მენშევიკები, გლეხები და კულაკები- ანუ მხოლოდ თეთრი და მხოლოდ შავი რომ არსებობს, აი ის წიგნები…

ამ წიგნში ჩვეულებრივი გოგო ცხოვრობს, უზარმაზარი უბედურებებით და პატარ-პატარა ბედნიერებებით. გოგოს ამბავს კი სიკვდილი გვიყვება. ხო, აი ის სიკვდილი, ცელით რომ დადის და ჩვენს სულებს აგროვებს. თან ცას აკვირდება, რომ ყურადღება რამეზე გადაიტანოს.

ამ წიგნის სიუჟეტში რამდენიმე ამბავი სინამდვილეში მომხდარი ამბებია.  მარკუსის დედა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიაში ცხოვრობდა და საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ მიერეკებოდნენ ებრაელებს დახაუში.the-book-thief-markus-zusak

ეს არის ისტორიები ტკივილზე, გულმოწყალებაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე და კიდევ იმაზე, რომ აუცილებლად, ნებისმიერ დაბრმავებულ ბრბოში, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საღი აზრი და იბრძვიან. ისე, როგორც შეუძლიათ. მეგობრობაზე პატარა გოგოსა და მის ოჯახში შეფარებულ ებრაელზე, იმაზე, როგორ ცვლიან ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები მთელ ჩვენს ცხოვრებას.

ეს არაა ჩვეულებრივი წიგნი. თხრობის მანერა ოდნავ ირონიულია, იოლად წასაკითხი. და ძალიან დიდხანს გამახსოვრდება.

და კიდევ სიტყვების ძალაზე და იმაზე, როგორ იპარავდა ერთი პატარა გოგო წიგნებს და   როგორ გაყიდა ღარიბმა  მამამისმა მთელი თამბაქო, რომ დაბადების დღეზე ნასვილები ბავშვისთვის ძველი, ნახმარი წიგნები ეყიდა.

p.s.

tumblr_meht1t001r1rv8swio1_1280

 

 

Advertisements

მოხუცი ქალი, რომელიც ახლა ალბათ უკვე მკვდარია


ორი თუ სამი წლის წინ, ენქაუნთერს რომ ვთამაშობდი ხოლმე, ღამე დავბოდილობდით, თამაშს ვგეგმავდით, ტურების ლოკაციებს ვარჩევდით. ერთ-ერთ ასეთ გასვლაში მოხუცი ქალი ვიპოვეთ, თოვლში და ყინვაში, როცა სქელი დუტის ქურთუკი მეცვა და მაინც ვიყინებოდი, სკვერში იჯდა მოკუნტული და ზემოდან პარკი და მუყაო ეფარა.
პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდნენ, კითხვები დაუსვეს. არეულად პასუხობდა, თავს მაღლა არ წევდა, აშკარად უნდოდა, თავი დაგვენებებინა და მალე წავსულიყავით.
პატრულმა უარი თქვა სადმე წაეყვანა, აზრი არ აქვს, ერთი ღამით თუ წავიყვანთ, მერე მაინც გარეთ უნდა გამოვუშვათო. თან დააყოლეს, “რამდენი ასეთია”…

სარეცხი გავფინე წეღან, ყინავს გარეთ და ისევ ის ბებო გამახსენდა.

მოკვდა ალბათ უკვე და ამ ზამთარსაც ბევრი მისნაირი ვერ გადაიტანს.

ხოდა, მე ეგოისტურად მიხარია, რომ თავშესაფარი მაქვს და ასეთ ამინდში ყოველთვის მახსენდება ის ბებო, ყინვაში.

და ბებო, აღდგომის კვერცხებით.

საწოლის სირბილე რომ დააფასო, ცივ იატაკზე უნდა დაიძინო. ან ერთხელ მაინც უნდა წახვიდე ლაშქრობაში და კარავში, პარალონზე ორი-სამი დღე ძილის მერე სახლში დაბრუნებისას ორმაგად დააფასებ ცხელ შხაპს და ბალიშს.

არა, რა სენტიმენტები, უბრალოდ, სარეცხი გავფინე და ძალიან შემცივდა, ტვინიც მომეყინა და ვბოდავ.

p.s. ზედა სურათი რომში გადავიღე, დღემდე არ ვიცი, რა წერია ზედ.

რამდენიმე წვრილმანი ჩემს შესახებ


  • სხეულის ყველაზე მგრძნობიარე, ნაზი, დაუცველი, მყუდრო და ლამაზი ნაწილი, იმჰო, მაჯის შიდა მხარეა
  • ყოველთვის ვითვლი კიტრი-პამიდორის სალათში ნაჭრების რაოდენობას და თუ არ ემთხვევა კიტრის/პამიდორის ზედმეტ ნაჭრებს ამოვჭამ ხოლმე, წინასწარ.
  • სიგარეტის სუნი და გემო მეზიზღება, თუმცა არც ალენ კარის წიგნი მომწონს.
  • ჩემი ცხოვრების მხოლოდ ლუწასაკიან წლებში ვგრძნობ ხოლმე თავს ბედნიერად.
  • მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები შინაგანად, როცა ხელებს მხვევენ, ან ტრანსპორტში ვზივარ და უცნობ ადგილას მივდივარ.
  • პანიკურად მეშინია უცნობ ადგილას ღამე გარეთ დარჩენის და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს არც ერთ ქალაქში ხელმისაწვდომი ღამის გასათევი არ იშოვება.
  • როცა რამის დამახსოვრება მინდა სამუდამოდ, ხელისგულით ვეხები.
  • “კანით ვგრძნობ” ადამიანების უარყოფით დამოკიდებულებებს ჩემდამი და არასოდეს ვცდები.
  • ყველა უსახლკარო მოხუცში საკუთარ თავს ვხედავ
  • და დარწმუნებული ვარ რომ ან გზაში მოვკვდები, ან ღრმა მოხუცებულებამდე ვიცხოვრებ.

პ.ს. გაბედნიეროცდაექვსებამდე დარჩა 35 დღე…

R.I.P


როცა ვინმეზე გაბრაზდებით, საყვედურს ეტყვით, არ გაუღიმებთ, კარს გაიჯახუნებთ უსიტყვოდ და უემოციოდ, დაგავიწყდებათ თხოვნის შესრულება, ყავის ჭიქაში შაქრის ჩაყრა ანდა, უბრალოდ, იმის თქმა, რომ გიყვართ

გახსოვდეთ

რომ

ეს ადამიანი შეიძლება მეორე წუთას სახლიდან გავიდეს და აღარასოდეს შემოვიდეს.

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა ჩემი ბიძაშვილის ქმრის, გიგა ერისთავის გარდაცვალებიდან.

ერთად გატარებული 6 (თუ 5) წლის მანძილზე ამ წყვილმა იმდენი პოზიტივი და სითბო მოაგროვა, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ახერხებს…

პ.ს. ღვედი რომ კეთებოდა, ახლა მე ამას არ დავწერდი.

სიკვდილი, რომელიც არ აგვირჩევია


  • ლოგიკას თუ დავუჯერებთ, თუ ჩემთვის არ უკითხავთ, მინდოდა თუ არა დაბადება, რატომ უნდა მკითხონ, მინდა თუ არა სიკვდილი?
  • თუ ჩემთვის არ უკითხავთ, როგორ თეთრეულში მინდოდა წოლა და რომელი ეტლით სეირნობა, რატომ მეკითხებიან, რა უნდა ჩამაცვან სიკვდილის მერე, და რატომ მამზადებინებენ საფლავის ადგილს?
  • თუ ჩემთვის არ უკითხავთ, ვისი და რისი მინდოდა რომ მწამებოდა, რაღატომ მეკითხებიან, მინდა თუ არა ზიარება სიკვდილის წინ?
  • თუ ჩემთვის არ უკითხავთ მინდოდა თუ არა აქ დაბადება, რაღატომ მთხოვენ დაბადების ადგილის ერთგულებას?
  • ევთანაზია რომ დაუშვან ქვეყანაში, როგორ გგონიათ, რამდენი ადამიანი აირჩევდა საბოლოო დღეს, საათს, ამინდს, ფრაზას, ადამიანებს, გარემოს, ფრაზებს, მეთოდს?….

კი, ჩვენ ყველანი, მოვკვდებით, მაგრამ….

  • ჩვენ არ აგვირჩევია დაბადების დეტალები და ვერც სიკვდილის დეტალებს ავირჩევთ, ჩვენში ჩადებული იმ რელიგიური დოგმების გამო, რომელიც ბავშვობაში ჩვენს მაგიერ აირჩიეს…

ჩვენ ვიზრდებით და ვიბრძვით, რძეში ჩაგდებული თაგვებივით, მაგრამ მთელი ცხოვრება კარაქი გვაცხია ტანზე, ის კარაქი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია.

და თუ ცხოვრება წიგნია, რატომ ეძლევა ყველას, განურჩევლად ნიჭისა და უნარისა, პირველი თავების დაწერის უფლება?

ორგაზმი პირში თუ პირით


თავსგადახდენილ ამბებზე დავწერ, მერე რომ არ თქვათ, აზოგადებო ან ასე არ არისო.

  • ამბავი პირველი

ბიძა დამეღუპა (უფრო სწორად, დედაჩემის დეიდაშვილის ქმარი), ვდგავარ კუბოსთან და ცრემლებს ვყლაპავ რომ არ ვიტირო და უცებ მესმის “ქვრივს შეხედე, ერთი ცრემლი არ გადმოუგდია, როგორ მშვიდად ზის”. მდედრობითი სქესის ორი ეგზემპლარი ჭორაობდა.
მიცვალებულის პატვიისცემა რომ არა, მოვახსენებდი რასაც ვფიქრობდი მათზე.

“საწყლები”, მოვიდნენ რომ “უნუგეშო ქვრივის დარდი” ენახათ, დამტკბარიყვნენ და მერე სახლში, ყავის ჭიქით ხელში გაეგრძელებინათ მსჯელობა, როგორ და რანაირად ტიროდა.
სამწუხაროდ არ გაუმართლათ, თავშეკავებული ადამიანი შეხვდათ.

მერე ამ კაცის პატარა გოგოზე გადაერთნენ.

მე ავდექი და წამოვედი, გულისამრევი იყო სიტუაცია.

  • ამბავი მეორე

ჩემი სიძე რომ დაიღუპა, 28 წლის ბიჭი, მოდიოდნენ დედაკაცები, დასხდებოდნენ, იკითხავდნენ- ცოლი რომელია? და მიდიოდა ჭორ-ჭორ-ჭორ… უი ქალო გაიგე ასე ყოფილა უი ისე ყოფილა, ნწნწნწ… და ეს მაშინ, როცა ძვლები მეყინებოდა, ისე ღმუოდა იმ ბიჭის დედა. (ცნობისათვის, არ ვარ ზოგადად ემოციური). ოდესმე რამეში რომ დავჭირდე იმ ადამიანებს, არ დავეხმარები, არასოდეს, შიმშილით რომ კვდებოდნენ პურს არ მივაწოდებ. დედამისიც კი მიხვდა, მოდიან სეირის მაყურებლებიო, რამდენჯერმე გაიმეორა.

  • გარკვეული ტიპის ადამიანებს სიამოვნებთ სხვისი უბედურება

თუ ასე არ არის, რატომ ყვებიან აღტკინებულები დეტალებში ერთიდაიგივეს, სამჯერ, ოთხჯერ, მეხუთედ, მეექვსედ, აფორმებენ, უმატებენ ახალ დეტალებს და ცდილობენ კიდევ უფრო მეტი გაიგონ, სად მიარტყა თავი, როგორ კვდებოდა, რა თქვა სიკვდილის წინ, რამდენი იტანჯა. და რაც უფრო ძნელად და ტანჯვით კვდება ადამიანი, მით უფრო დიდხანს და დაგემოვნებით განიხილავენ ამას. ქექავენ ყველაფერს, რისი გაქექვაც შეიძლება, აწარმოებენ გამოძიებებს, აბამენ გაგონილს კუდებს და თანაგრძნობით სავსე სახით შეყურებენ ჭირისუფალს, იქნებ კიდევ რამე თქვას ისეთი, რაც “სათანაგრძნობო” მასალას დააგროვებს. თან ისე ყვებიან, თითქოს გემრიელი კანფეტი ედოთ პირში, თვალები უბრწყინავთ და ხმის ტონალობა უმაღლდებათ.

და თუ არც მათ ყალბ თანაგრძნობას საჭიროებს ჭირისუფალი და სიკვდილის დეტალებზე საჭორაოც არაფერია, აუცილებლად გამოქექავენ წარსულიდან რამე, მათი აზრით, “პიკანტურ” დეტალს და წავიდაააა…

დედაჩემს ვეჩხუბე ერთხელ, ეკლესიაში იყო მიცვალებული დასვენებული და ვიღაც ნათესავი გამოელაპარაკა, ძალიან ძნელია ნახევარი საათი ჩუმად იყო თქო? დედაჩემი რაშუაში იყო მარა შვილო შენ გითხარი რძალო გაიგონეო…

პატივი ეცით მიცვალებულებს,თუ შეიძლება.

ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით.

დაე ყველა განმკითხველი ჭუჭყიანი საცვლებით მოკვდეს, რომ მისნაირებმა კუბოშიც არ დაასვენონ.

პ.ს. უცნაურია, მაგრამ კარგ ამბებზე ასეთი რეაქციები არ აქვთ…

სიკვდილი, სიცოცხლე, სიყვარული


დადგება დრო, როცა ჩვენი მეგობრები ერთიმეორის მიყოლებით დაიხოცებიან და დარჩება სიცარიელე, რომელსაც ვეღარაფერი შეავსებს.

და ერთადერთი ფიქრი ისღა დარჩება,–როდის მოვა ჩვენი რიგი?!

იყო დრო, როცა ყველანი ბავშვები ვიყავით

მერე მოვიდა დრო როცა უნდა აგვერჩია, ვინ და რანი ვიქნებოდით

ახლა გამრავლების დრო გვაქვს და ურთიერთობების

მერე… მერე არ ვიცი რისი დროები იქნება (რა კარგია რომ ფსიქოლოგიაში ჩემი განათლება ნულის ტოლია)

მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩემი თაობა კვდომას დაიწყებს

“როცა მშობლები გიკვდება, მაშინ ხვდები, რომ აწი შენი რიგი მოვიდა”-ჩემი მეგობარი.

ადამიანების უმრავლესობა არასოდეს არ ფიქრობს სიკვდილზე სერიოზულად მანამ, სანამ “მისი რიგი” არ მოვა.

როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, ბაბუაჩემი თუშეთის მღვდელი იყო და მხოლოდ შვილების ნახევარი მონათლა. არც მე ვარცხვენ მის მემკვიდრეობას, მწამს, ოღონდ, ისე, ფრთხილად და ორიგინალურად და არ ვარ დარწმუნებული, მართლმადიდებლური სამოთხე-ჯოჯოხეთის ვარიანტი უფრო მომწონს, კათოლიკური-სალხინებლის დანამატით თუ საერთოდაც, რეინკარნაცია მირჩევნია. თუმცა იმაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სადღაც, რაღაც არსებობს. (რაც ხელს არ მიშლის იმაში, რომ დაინტერესებული ვიყო ათეისტებით, რომლებმაც იციან, რატომაც არ სწამთ).

  • ის ანეგდოტი იცით?

კაცი მოკვდება და ექსკურსიაზეა საიქიოში, გიდი უხსნის
-აქ კათოლიკეები არიან, აქ მაჰმადიანები, აქ ბუდისტები.. უიუი, ჩუმად, აქ ფრთხილად გაიარე ხმა არ ამოიღო
რატომ?– კითხულობს კაცი
–აქ მართლმადიდელები არიან, გონიათ, რომ მარტოები არიან და არ “ვუტეხავთ”.

  • ჩემს ყველაზე შეჩვეულ და მომშინაურებელ მეგობარს კონტრაქტი დავუდე, ჩემზე ადრე არ უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ სიცარიელეს ვერ გადავიტან.

არ ვტყუი, მართლა ვერ გადავიტან, გავტყდები, დავიშლები და ჰაერში გამოვეკიდები, ის რომ გაქრეს. გცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ, არსებობას-კი.

მე არ მინდა ვნახო, როგორ დამარხავენ ჩემს ორ გადარეულ და საუკეთესო მეგობარს.

მე არ მინდა ვნახო, როგორ ქრება ნელ-ნელა ჩემი თაობა, ქორწილების და სამშობიაროში ვიზიტების შემდეგ სასაფლაოებზე სიარული არც ისე მომხიბლავია.

მე არ მინდა, ვნახო სიბერე.

ვძრწუნდები იმის გაფიქრებისთანავე, რომ დავბერდები, უსუსური გავხდები.

მე მიყვარს სიცოცხლე, მანამ, სანამ “ვცოცხლობ” და არა “ვარსებობ” და მინდა, სიცოცხლის დამთავრებასთან ერთად სიკვდილიც დადგეს.

R.I.P


არ ვიცი, რატომ
საიდან
ან როგორ
მაგრამ
დღეს, მგზავრობისას რაღაცის გეგმას რომ ვალაგებდი, ფორუმელი მექსი გამახსენდა და დღესღა გავაცნობიერე, რომ ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, მან კი თავისი ცხოვრება უკვე დაამთავრა.

სამი ახლობელი ადამიანი ისე წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, რომ არც კი “შევიმჩნიე”, ტვინი ვერ ვაიძულე , ეღიარებინა, რომ მოკვდნენ. ანა ბებიას კუბოსთან ვიდექი და გულში ვიმეორებდი “მოკვდა,აღარაა, ვეღარასოდეს ვნახავ” და მაინც ვერ “დავიჯერე”, რომ ასე იყო.

კარგა ხნის მერეღა მოვიდნენ დანაკლისები და “ნეტა”-ები, განცდები და ემოციები.

იმ ადამიანებიდან ორი ბავშვობასთან ასოცირდება და მართალია ხშირად არ ვნახულობდი, მაგრამ ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარდნენ და ვითომც არაფერი, თავი ვერ ვაიძულე მეღიარებინა, რომ მოკვდნენ.

😦

სიზმარი….


სიზმარი ვნახე….

მე ორი ვიყავი…

ვუყურებდი როგორ გამიტაცა პარაპლანმა, მახოხიალა მიწაზე დაშვებისას, როგორ ვეხეთქებოდი ქეთ-იქეთ უსიცოცხლოდ და

რომ მივირბინე უკვე მკვდარი ვიყავი…

მერე ალბათ დამასაფლავეს, არ ვიცი…

იმას ვდარდობდი,დედამისს ვინ ეტყვის თქო

ანუ დედაჩემს’

და მერე გამეღვიძა.