ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ტყეებში ბოდიალმა მასწავლა, ექსტრემალურ სიტუაციაში თავის ხელში აყვანის მერე, გუნდური მუშაობის საჭიროებაა, ანუ სამი მუშკეტერის პრინციპი. სადაც მე შენ გიჭერ მხარს, შენ მე, ჩვენ ორივე ერთად მესამეს, ის მესამე კი ჩვენ. ჩვენ რაზეც ვთანხმდებით, იმასვე ვაკეთებთ და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულები დროებით ვივიწყებთ იმას, რომ მე აი ის მინდორი უფრო მესიმპატიურება გასავლელად, შენ კი აი ის ტყე. მოდი წავიდეთ იქ, სადაც იმწუთას თითქოს ყველზე უფრო ადეკვატურია გზის გაკვლევა.
სინტონზე ჩვენი “ოჯახები” გვაქვს. ანუ რამოდენიმე ადამიანის გაერთიანება, სადაც ვცდილობთ ჩვენი, ჩვენს მიერვე მოგონილი წესებით ვითამაშოთ. ძალიან სახალისოა, როგორც ცდილობს ხუთი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი საერთო ენის გამონახვას და მოქცევის საერთო წესებზე შეთანხმებას.
პახოდებმა იმის გამოცნობაც მასწავლა, ვინ შეიძლება გადაუხვიოს წესებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეთანხმება.
ხოდა ჩავსაფრდი, როგორც ცეცხლოვანი დრაკონი თუ რაღაც ასეთი, ფილმი რომაა.
პრინციპში დიდხანს ლოდინმა არ მომიწია, მოვლენები ზუსტად ისე წავიდა, როგორც ველოდებოდი.
საბედნიეროდ ჩვენ ლაშქრობაში არ ვიყავით და ამის გამო არავინ არ დაზარალებულა. ( ნუ, თითქმის).
ხოდა მე კი მაქვს ახლა ჩელენჯი, მაგრამ თქვენ მაინც გირჩევდით, სანამ ვინმესთან გუნდურ მუშაობას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, რამდენად არის ის ადამიანი მზად, საერთო წესებით ითამაშოს.
პ.ს. ვარდისფერჟაკეტიანი მე ვარ. ვერ ვიტან სხვისი მოსმენისას სკამზე ჯდომას, ამიტომ ან დავდივარ, ან ვდგავარ, ან ფეხმორთხმით ვჯდები.
პ.პ.ს. არა, ჯერ არ გამიფრენია, ტრენინგია ასეთი ტიპის, ძალიან საინტერესო, საფიქრელ და სამუშაო მასალას გაძლევს, მე კიდევ მიყვარს ქექვა. რაც უფრო ღრმად, მით უკეთესი.
ხო, “მიდნა” და არა “მინდა”, “ფუსთა” და არა “სუფთა”. ეს მეტყველების ჩემეული სტილია და მე ძალიან მიყვარს ბლოგები, რომლებიც ისევე წერენ, როგორც მეტყველებენ ხოლმე, სწრაფად, უცებ, უნებურად.
ჩემი პოსტები ან ერთი ამოსუნთქვით იწერება, ან საერთოდ არ იწერება. აქ შეხვდებით ბარბარიზმებს, დამახინჯებულ სიტყვებს, ალაგ-ალაგ “აპეჩატკებსაც”, ჩემი კლავიატურა დიდი ხანია გამოსაცვლელია,სულ მეზარება და იმიტომ.
ქართულ ცეკვაზე
ჩემს რუტინას ცეკვა დაემატა, უფრო სწორად, მცდელობა, ვიქნიო ხელ-ფეხი რვა თვლაზე, მაქსიმალური სიზუსტით.
თავიდან რვაფეხას ან კიბორჩხალას ვგავდი, ახლა ნელ-ნელა დავამუღამე და უკვე მსიამოვნებს კიდეც, როცა რაღაც გამომდის, ან არ გამომდის და ბევრჯერ ვიმეორებ, თან საკუთარ თავზე მეცინება.
ყველაზე მეტად ჩაკვრები მომწონს და მეხალისება, მკვეთრი მოძრაობები და ბიჭების ილეთები მომწონს, ნაზინუზა მოკრძალებული მოძრაობები ძალიან ცუდად გამომდის და ვერაფრით ვერ მივხვდი, სად უნდა დავმალო იდაყვი ხელების პრანჭვისას (ანუ, აქეთ-იქით რომ გრიხავ, რა ქვია მაგ მოძრაობას?)
ვაშლოვანზე
შეიძლება ვაშლოვანში წავიდე, კარვით… ძალიან კი ცივა, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ არ გავიფიჩხები და საერთოდაც, წავალ. ბოლოს რომ ვიყავი, დეკემბერი იყო, 2010 წელი, მორიგი “გაქცევა” მჭირდა თბილისიდან. ახლა არ გავრბივარ, ჯუსტ, მომენატრა ღია ცა, თავზემოთ.
სინტონზე
უკვე რამდენიმე თვეა დავდივარ. სინტონის გავლენაა თუ უბრალოდ, მე გადავწყვიტე, რომ უნდა შევიცვალო, არ ვიცი, ფაქტია, რარაცეები შეიცვალა. წვრილმანებში ვამჩნევ და ძალიან მიხარია 🙂 ძალიანზე მეტადაც. და ადამიანების ფიდბექია ძალიან საოცარი და დადებითი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გავცოცხლდი და სარკოფაგიდან ამოვძვერი. განსაკუთრებით ახალი ადამიანების მიმართ ვგრძნობ ამას. ძველებისადმი, შენს შესახებ უფრო “გამყარებული” და უკვე არსებული სტერეოტიპები რომ აქვთ, ცოტა ძნელია ახლის “დადება”.
წიგნებზე
ჯეინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო”-ში იძახის ჯუდი ებოტი, “ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს არაფერზე შეხედულება არ შეუცვლია, უნდა დასპირტო და მუზეუმში გამოფინოო”, კიდევ იმას იძახის, რომ ყველას უნდა ქონდეს ბედნიერი ბავშვობა, რათა დიდობაში, როცა კაცმა არ იცის, რა მოუხდება და როგორი იქნება, ყოველთვის სიხარულით გაიხსენოს ეს პერიოდი.
ჯუდი ობოლია, სულ არავინ არ ყავს, უცნობი მეურვის გარდა, რომელსაც წერილებს წერს და რომელმაც ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგო კოლეჯში გაგზავნა.
მთელი დილა მციოდა
ვერ გავითბე ძვლები
ვერც ემოციებით და
მითუმეტეს
სავალდებულო ჩახუტებები როდის იყო, ვინმეს ათბობდა.
(ხო, მე მხოლოდ მაშინ გავთბი, როცა ნამდვილად ჩავეხუტე)
ხუტვები გულებიდან მოდიან
თბილები
საყვარლები
ფუმფულები
ენერგიებით დამუხტულები
ჩემიანების
ჩემნაირების
შინაურების
მეგობრების
ადამიანების
რომლებიც მინდა
ძნელია, აიღო და ჩაეხუტო ადამიანს, რომელმაც არ იცის
არaფერი არ იცის
და შენ აიღო, ჩაეხუტო და ის ენერგიები გასცე
შენ რომ გიგროვებია წლობით
და მე არ შემიძლია ჩახუტებები ენერგიების გარეშე
უფრო სწორად
მე უკვე ვიცი, რომ არ შემიძლია.
და აი მე ავიღებდი დღეს და ჩავეხუტებოდი ადამიანს
ერთს,
ორს
სამს
ან ოთხს
ან ხუთს
და
ვიღაცას
ან
ვიღაცეებს
არ.
(ხო, ამის უფლება გვქონდა)
ეს ნიშნავდა, რომ
გამოვარჩევდი
ავარჩევდი
და
მერე…
იმ ვიღაცას გული დაწყდებოდა
ან არ დაწყდებოდა და პირიქით, გაუხარდებოდა
იმ ვიღაცას არ გაუსწორდებოდა
იმ ვიღაცას ერთი სული ექნებოდა როდის მოვშორდებოდი
იმ ვიღაცას მოეწონებოდა
და მე ვერ მივხვდებოდი, ვინ როგორ…
ხოდა
მე ავდექი და
საერთო წრიდან გავედი და
ცალკე დავჯექი.
ამ კვირას ყველაზე ექსტრემალური ტრენინგი მქონდა სინტონზე. ნდობის სავარჯიშოებიგავაკეთეთ. ისეთი კარგი იყო, იმდენად ადრენალინით სავსე, სასიამოვნო და თავისუფლებისშეგრძნებადი, რომ გახსენებაც კი თავიდან მაგდებს ეიფორიაში.სავარჯიშო: შლი ხელებს, მთელ ტანს ამყარებ და ისე, რომ ფეხი არ მოხარო მუხლში, უკან ვარდები. შენს უკან კი ადამიანი დგას, რომელმაც უნდა დაგიჭიროს. დაგიჭერს თუ არ დაგიჭერს, ან რამხელა კუთხით მოგცემს “დავარდნის” უფლებას, მისი გადასაწყვეტია. შენ უბრალოდ, უნდა ენდო.
გავაკეთე
აქამდე რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა, რომელიც ყოველთვის კრახით მთავრდებოდა, ახლაც პირველი მცდელობისას მუხლი მოვხარე, მერე გავბრაზდი საკუთარ თავზე და შემდეგი ორი ვარდნით აბსოლუტური კაიფი მივიღე. არც მუხლი მომიხრია, არც მიკივლია, არც წამოდგომა მიცდია ჰაერში 45 გრადუსით გამოკიდებულს.
მეორე სავარჯიშოს დრო რომ მოვიდა, ჩემდა გასაკვირად, მოხალისედ გავხტი წრეში, ისე, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და აღმოჩნდა, რომ სამ ბიჭს უნდა ავეწიე ჰაერში, თავსზემოთ, გამართული ხელებით. ვა-ი-მე! პახოდებში შკაფებივით ბიჭები რომ მთავაზობენ მდინარეზე გადაყვანას, ცერად ვუყურებ ხოლმე და მაგ რეფლექსმა შემომიტია აქაც. არ შევიმჩნიე, ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და ამწიეს.
იეი, მაგარი იყო, განსაკუთრებით მაშინ, წრიულად რომ დამატრიალეს. უწონადობაში ვფარფატებდი და სულაც არ მქენჯნიდა სინდისი იმის გამო, რომ ბიჭებს ჩემი 55 თუ რაღაცამდენი კილოს აწევა უწევდათ.
აი, რაღაც ასეთი, ოღონდ მე სამმა ადამიანმა ამწია
თუმცა მე თვალები დახუჭული მქონდა და არ ვიცი, რა რეაქცია მექნებოდა თვალებგახელილს.
ხოდა, ვიღაცისთვის ეს ალბათ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მე კი პირველად გამომივიდა, ძალიან მიხარია და გიზიარებთ.
პ.ს. არ ვიცი, იქნებ ამ სავარჯიშოების დამსახურებაც იყო ის ის, რომ უცებ მივხვდი, არ მინდოდა კვირის ჯგუფის მიტოვება.
ერთხელ, შემთხვევით facebook-ზე რაღაც საიდუმლო და დახურულ ჯგუფში აღმოვჩნდი, მივიხედ-მოვიხედე, მოვშინაურდი, ფეხი მოვირთხი და დაკვირვებას შევუდექი.
ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანების ნაწილს უკვე ვიცნობდი, ნაწილზე უკვე გამეგო რამე, ნაწილი კი მაშინღა აღმოვაჩინე.
და მერე დაიწყო… ჭუკჭუკი, ინფორმაციის გაცვლა, რჩევები, გასაჭირში გვერდზე დადგომები, ერთმანეთის წეწვა-გლეჯვა და მეორე წუთას კრუტუნი.
ერთხელაც ერთმა გოგომ ინფორმაცია დადო იმაზე, რომ მზიანი სახლის პიროვნული განვითარების ტრენინგები (სინტონი) იწყებოდა და რომ “იქ თავზე ხელს არავინ გადაგისვამთ, ეს იქნება ნამდვილი სახის ახევა”. იმ პერიოდში თვითგვემის ხასიათზე ვიყავი, ამიტომაც შევავსე განაცხადი.
ისტორია მეორე
მოგეხსენებათ, ბავშვებზე და წვრილშვილიან დედებზე არ ვგიჟდები. არ მომწონს ის კრუხული დამოკიდებულება, რასაც ძალიან ხშირად ვხედავ გარშემო და უბრალოდ, გვერდზე გავდივარ ხოლმე, it`s not my business და ვთვლი, რომ ჩემი ცხვირი უნდა გავწიო რაც შეიძლება შორს და საფუძვლიანად.
ერთხელ, რომელიღაც ფორუმის რომელიღაც რიგით ექსკურსიაზე წავედი და ისე მოხდა, რომ წვრილ და გვერდისვერაქცევად ბილიკზე ვიღაც ორი გოგოს უკან მოვხვდი. ერთ-ერთი მათგანი თავის ორ პატარა ბავშვზე ლაპარაკობდა, იმაზე, როგორ უჭირდა და როგორ ასწავლა ძალიან პატარებს დამოუკიდებლად ჩაცმა, ჭამა და საერთოდაც, როგორ აჩვევდა დამოუკიდებლობას + თვითონ იმარტივებდა ცხოვრებას და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არც გავღიზიანდი, არც გამეცინა, არც გვერდზე გადახვევა მომინდა. “not bad, not bad” გამომეტყველებით ვიქნევდი თავს გონებაში. მთელი ის დღე იმ გოგოს უკან დავცანცარებდი და ვუსმენდი ჩემი აზრით შეუმჩნევლად.
მერე ახლოდან გავიცანი ეს მშობლები+ორი ბავშვი და უკვე “not bad” კიარადა “omg, that`s perfect” გავიჩითე.
ისტორია მესამე ანუ რიბირაბო
მიყვარს ახალი ადამიანები, მცირე დოზებით ოღონდ. და მხოლოდ მაშინ, როცა ამისათვის წინასწარგანწყობა მაქვს. რომელიმდენიღაცა მეცადინეობაზე “ოჯახებად” დაგვყვეს და ჩემი ორივე ნაცნობი და პოზიტიური ადამიანი სხვა ოჯახებში მოხვდა. აი, რომ არ შემრცხვენოდა, გულამოსკვნილი ვიტირებდი, ისე წამიხდა ხასიათი. ყელზე თოკგამობმული ცხვარივით მივესვენე ოჯახთან, რომელიც ჩემთვის მაშინ სრულიად უცნობი 5 თუ 6 ადამიანისგან შედგებოდა და ოჯახის სახელის, ღერბის და ა.შ. მოფიქრებას შევუდექი. ისე ვიყავი, როგორც აკვარიუმიდან ამოყვანილი თევზი, რომელიც ცხელ ტაფაზე დააგდეს და თან პეემესი აქვს. მერე, ისე, რომ მეც ვერ მივხვდი, ისე გადმომედო ახალი ადამიანების პოზიტიური და მშვიდი განწყობა და საკმაო წვლილი შევიტანე პლაკატის დამზადებაში.
დღეს გვქონდა სავარჯიშო იმაზე, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ სხვისი მუხტის და განწყობის ქვეშ და პირიქით, როგორ გადმოვარჯულოთ ისინი ჩვენს ნოტაზე.
შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება არა კვახი, ვხარხარებდი როგორც მომესურვებოდა, ვერ დავიჭირე უემოციო სახე. მაქსიმუმი, რაც შევძელი, გაბრაზებული გამომეტყველება იყო.
მერე ამ ყველაფერს განხილვაც მოყვა და მივხვდი, რომ მე უფრო მიმღები ვარ, ვიდრე გამცემი. ძალიან მალე ვიჭერ ადამიანების განწყობას და იგივეს ვუბრუნებ საპასუხოდ. გამიღიმებ? გაგიღიმებ. დამარტყავ?-ჩემგან აუცილებლად მიიღებ საპასუხო დარტყმას. გიყვარვარ?-მეც მიყვარხარ. გეჯავრები?- გამარჯობა. ვერ გიტან. არ ვიკავებ ემოციებს და მეგობრულობასაც და აგრესია/ცუდხასიათსაც ერთნაირად ვასხივებ. ეს მე არაფერს არ მიშავებს, როგორც წესი.
მაგრამ… არის ერთი დიდი მაგრამ.
ეს პერი ქალაქის პერია და ძალიან განსხვავდება ტყეში მობოდიალე პერისგან, რომელიც…
დაიკარგა ბორჯომის ტყეში, სციოდა, გრძნობდა, როგორ ვერ გრძნობდა ფეხის თითებს,(ტავტოლოგიას არ ვიმჩნევთ არც აქ, არც სადმე სხვაგან) არ იცოდა რამდენ ხანში გააღწევდა ან საერთოდ თუ გააღწევდა დაღამებამდე ამ თოვლიანი, ნისლიანი, ტალახიანი და ხრამებიანი ტყიდან, ეშინოდა ფეხის დაცურების, მდინარეზე გადებულ თოვლის ხიდზე გადასვლის, უსმენდა გოგოების ისტერიკებს და ძალიან, ძააააალიან მშვიდად დადიოდა წინ და უკან, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო.
თუშეთში ცალ ფეხზე დაიკიდა სიმაღლის რომ ეშინოდა, ცურვა რომ არ იცოდა, მდინარეზე გადებულ ოთხ კინკილა მოქანქარე მორზე დაჯდა და გადავიდა. მერე რა, რომ შუა გზაზე დაბლა ჩაიხედა, თავბრუ დაეხვა და დაუტრიალდა დედამიწა. თვალი დახუჭა, ათამდე დაითვალა, მერე გაახილა და გზა გააგრძელა. (ნამდვილად არაა სასიამოვნო შეგრძნება, როცა ეს მორები ფეხქვეშ მოძრაობენ, სადღაც მეტრანახევრით ან უფრო მეტად დაბლა დიდლოდებიანი და ყინულივით ცივი მდინარეა და შენ ზუსტად იცი, რომ თუ ჩავარდი, ჩკა. არადა ისე თავგადასვლიანად მახსენდება :გულიკი:).
არც ერთ შემთხვევაში სიმშვიდის შენარჩუნება არ გამჭირვებია, არც მობილიზება და გარეგან ფაქტორებზე თვალის დახუჭვა ან იგნორირება. ახლა ვერ ვხვდები, იქ რამ გადამიყვანა, მაგრამ იმ მომენტში ძალიან ბუნებრივად ავიყვანე საკუთარი თავი ხელში და სხვების პანიკამ უბრალოდ, გამაღიზიანა, მაგრამ ცოტა ხანში ეგეც აღარ მადარდებდა.
ჰმმ, ვითომ ჩემში ორი პერი ცხოვრობს?
ერთი, რომელიც ძალიან სენსიტიურად აღიქვავს და რეაგირებს გარემოს სიგნალებზე და მუხტებზე და მეორე, რომელი ძალიან მშვიდი და შინაგანად გაწონასწორებულია, როცა ეს მართლა საჭიროა.
ხოდა, რა შუაშია ახლა ეს სამი ისტორია?
პირველი ისტორია რომ არა, მე სინტონზე ვერასოდეს ვერ გავიგებდი
მეორე ისტორია რომ არა, მე არ მექნებოდა სინტონისადმი ასეთი კარგი დამოკიდებულება
და მესამე ისტორია უბრალოდ, იმიტომ დავწერე, რომ დღეს ჯგუფში ამ ყველაფრის მოყოლა ძალიან უადგილო იქნებოდა, არადა მინდოდა, სადმე დამეწერა. ხოდა, “ხურდაში” ის წინა ორი ისტორიაც მოვაყოლე.
პ.ს. ასეთი გულახდილი პოსტი ამ ბლოგს არ ახსოვს თავისი არსებობის მგონი 3 წლის მანძილზე და ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯით, გახსოვდეთ რომ ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი ოფოფები, უბრალოდ, აქ ჩემები თავისუფლად დაფრინავენ და თქვენებივით გალიებში არ სხედან. :დ