თოვლი ნუცუბიძეზე


გუშინ იმ გადაწყვეტილებით დავიძინე, რომ დილით ავდგებოდი, გავიდოდი კამექსში და ჩამოსულ ამანათს ავიღებდი, მერე გავიდოდი ვაგზალზე, მოვირბენდი სპორტულ მაღაზიებს და მეორადებს ბათინკების და შარვლის საყიდლად, მერე ვიყიდიდი ფიფქებიან ელასტიკს, დაღლილი დავჯდებოდი სადმე თბილად სანამ ვარჯიშზე წავიდოდი.

DSC_9143

დილას თვალი რომ გავახილე 10 საათზე, დამხვდა თოვლი, სიცივე და ა.შ. აივანზე გავედი, ფოტოები გადავიღე და ისევ დავიძინე.

DSC_9156

არადა თბილი ტანსაცმელი მართლა მჭირდება.

DSC_9153

ყოჩაღი ბავშვი, არ ეშინია თოვლის და სადღაც მიდის. სამაგიეროდ მე თოვლიანი ფოტოები მაქვს, სახლში თბილა, სალანდერის მეორე წიგნს ვკითხულობ და პლედს კარგად ვიკეცავ, ფეხები რომ არ გამეყინოს.

DSC_9149

პ.ს. მემგონი მაინც გავალ რამის საყიდლად.

Advertisements

მცივა!


მცივა დილით, ლოგინიდან ადგომისას, მაშინვე უზარმაზარ ხალათში ვეხვევი, მაგრამ მაინც. მერე იმ ხალათის გახდა და ცივი ტანსაცმლის ჩაცმაა მთელი სატანჯველი.

მცივა მარშუტკის გაჩერებამდე, სამსახურში მისვლამდე, სამსახურში  ცხელ ჭიქას და რადიატორებს ვეხუტები, ოდნავი გათბობის მიზნით, ლანჩზე ვცდილობ ცივი არაფერი ვჭამო.

მცივა სახლში მისვლამდე, მარშუტკაში, სახლშიც, სავარძელში რომ ვზივარ კარმის გვერდზე, მაცვია ბევრი, მაფარია ბევრი და ალაგ-ალაგ ხელის მტევნებს ვითბობ, იმიტომ რომ გაყინული მაქვს და ძლივს ვამოძრავებ.

აუტანელია ეს სიცივის შეგრძნება, მთელ ტანში მაჟრჟოლებს, მსუსხავს, ყინვა ცხვირზე/ლოყებზე მკბენს რამდენიც არ უნდა ჩავიცვა (ცხვირთათმანები ჯერ არ მოუგონიათ).  ამწუთას ყელი მტკივა ცოტა და მამცივნებს. ალბათ ვცივდები.


ჩემნაირები თბილ ქვეყნებში უნდა სახლობდნენ, იმიტომ რომ შეუძლებელია სულ გციოდეს და ბედნიერი იყო.

მზეც სადღაცაა დაკარგული და ასეთ მოჟამულ ამინდებში ცხვირი მეშვებინება ხოლმე და აბზზზზ.

პ.ს. ერთადერთი, რაც ზამთარში მაბედნიერებს, არის შეშის ღუმელი და კიდევ ბარდნა, როცა სახლში ხარ თბილად, გარეთ ბარდნის, სითეთრე და სიჩუმეა.  ბარდნაში ბოდიალიც მიყვარს, ამ დროს დადებითობები წონიან იმას რომ მცივა- თოვლის ჭრაჭუნი ფეხქვეშ და თოვლიანი ჰაერის სუნი.

მე რომ კატა ვიყო


  • ნორმალური იქნებოდა 24/7 ღუმელზე/კონდიციონერის თბილ ნიავზე/შეშის ღუმელზე/გაზის კამფორებთან ჯდომა და ბოლობოლო გამითბებოდა ხოლმე ძვლები.
  • თბილ რძეს დავლევდი და პეჩენიებს დავაყოლებდი
  • მერე რბილ ადიალაში გავეხვეოდი და დიიიიიდხანს და ტკბილად ვიძინებდი.
  • გაღვიძებისას გემრიელად გავიზმორებოდი ხოლმე და ყურებამდე გახეული პირით დავამთქნარებდი
  • კუდს გავფშიკავდი და “მეაქარვარ” სახით დავჯდებოდი როცა გამაბრაზებდნენ
  • დაბოლოს, პატრონი კიარადა ადამიანი მოვიდოდა და ნიკაპქვეშ მომფხანდა

თბილად, მაგრამ თხლად


ძალიან მცივანა ვარ და ამავე დროს ვერ ვიტან ბევრი და თბილი ტანსაცმელი რომ მაცვია, ამიტომ როგორც კი შემოდგომა მოდის, მაშინვე იწყება თავისტკივილი სახელწოდებით “არაფერი მაქვს ჩასაცმელი” მაშინ, როცა კარადაში ჯემპრების მთელი არმია მილაგია.
(ჯემპრები დედაჩემის ნაყიდია, მე გამორიცხულია, ოდესმე ნაქსოვ რამეში ფული გადავაგდო).
სანამ თბილოდა, მეტნაკლებად გამქონდა თავი ბაიკის ჟაკეტებით და შიგნით თხელი მაიკა ან პლაში+”საროჩკა”.
ახლა რომ აცივდა, თბილი დუტის კურტკა და შიგნიდან მოკლემკლავიანი ან სახელოიანი თხელი მაიკები მაცვია და რომ შემხედო, სეზონის გიჟს ვგავარ ამ ბეწვიანი დუტით.
მეორე დუტიც მაქვს, გარანტიას ვიძლევი, ჩრდილო პოლუსზე არ შეგცივდებათ, ისეთი თბილია, ყინვებში თხელი ჯემპერივით რამით და ამითი ისე დავდივარ, ვერც კი ვგრძნობ რომ ცივა + ქუდის ბურძგლები ქარს და სიცივეს იჭერს 100%-ით და სახემდე არ უშვებს.

ხოდა რატომ დავწერე ეს ყველაფერი…
ორი დღეა ვაგზალზე დავეხეტები, რამე სახელოიანი თხელი მაიკა მინდა, კურტკის ქვეშ ჩასაცმელად, და ვერ მიპოვნია, სულ უთბილესი ჯემპრები ან ფრონცქი საროჩკებია, კურტკის ქვეშ რომ შეგეცოდებიან გასაჭყლეტად პლიუს ჩემთვის მოუხერხებელია. ძალიან ვეცადე მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიწონე : (

რა უბედურებაა, რატომ აცვია ამ ხალხს თხელი მოსაცმელი და ნაქსოვი ჯემპრი,რომელშიც ქარი და სიცივე ატანს?
რამე მაზოხისტური კაიფია და მე ვერ ვიგებ?
არა კი ვიცნობ ადამიანს, რომელსაც უყვარს სიცივე, წვიმა, ქარი, მაგრამ ის არც ცდილობს “თბილად” ჩაიცვას, თხლად აცვია ხოლმე.

ის რისიც თურმე ყველაზე ძალიან მეშინია


ეს არის წნევა!
ტოესწ,დაბალი წნევა.
სისხლის მიმოქცევის რეგულირების დარღვევაა თუ არ ვცდები და დღეს ძალიან რომ მტკიოდა თავი, წნევა გამიზომეს და ჩვეული 110/70-ის მაგიერ 80/40 მქონდა, აი რასაც ქვია მიფეთქავდა და მეწვოდა თავი. ასე ცუდად მართლა არ ვყოფილვარ არასოდეს, არა,ვიტყუები, ამაზე ცუდადაც ვყოფილვარ, მარა ასე შეშინებული არასოდეს.
იმდენად შემეშინდა, რომ ვაღიარე, მეშინია თქო, არადა მქონია კენჭის გავლა თირკმელში, ისეთი რამეა, კედლებზე გადი-გამოდიხარ. გამსიებია კბილი, ფილტვების ანთება საკმაოდ მძიმედ, ბატონები… მაგრამ “მომირჩება რა პრობლემაა”. მარა აი წნევააა, ძლიერი თავისტკივლის და კვნესების ფონზე წარმოვიდგინე როგორ მიმდის გული, როგორ მებნიდება გონება, როგორ მემართება ათასი საშჳნელება.

სასწრაფოდ შოკოლადი და ტკბილი და მაგარი ყავა ვშთანთქე,(ფუ რა საძაგლობა იყო სიროპივით ყავა) მაგრამ არ გამიარა.
მერე სახლში წავედი, გზაში გულისრევის შეგრძნება მქონდა, ყურებში წუოდა და მივხვდი რას ნიშნავს ფეხები უკან მრჩებაო, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მე მივდიოდი და კიდურები მომთრევდნენ. ტანი ძირს მქაჩავდა, მიწისკენ, მუხლები კი ვეღარ უძლებდა და სადაცაა მომეკეცებოდა, პლიუს მზეზე ვიდექი, ანგორის ჟაკეტი მეცვა და მაინც მამცივნებდა.

კოფეინი ვიყიდე, ამპულის, დავლიე, ფეხები ზემოთ შემოვალაგე, არ მივაქციე ყურადღება აკანკალებულ თითებს და დაველოდე შედეგებს, პარალელურად იმაზე ვფიქრობდი ღირს თუ არა სასწრაფოს გამოძახება და ძალიან დამცინებენ თუ არა რომ გამოვიძახო. არადა 3-4- საათის განმავლობაში არ მქონდა დადებითი შედეგი.

მერე წავედი ცხელ წყალს შევუშვირე ხელები,თან საჭმელი გავიკეთე (მშიოდა და რა მექნა), ცხელმა წყალმა ცოტა აზრზე მომიყვანა, ამასობაში მეგობარმა, გამო ჩემთან მე გიშველიო, ყავა და შოკოლადი დამახვედრა შავი და დავლიე-ვჭამე და კიდევ უფრო უკეთ გავხდი.
მოკლედ, გადავრჩი!

ასე რატო შემეშინდა?

  1. ჩემის მოკლე ჭკუით, წნევა რომ დაბალია,სისხლი კარგად არ მოძრაობს, ტვინსაც არ მიეწოდება წესიერად საკვები და ჟანგბადი და ძალიან თუ დაიწია ალბათ გული წაგივა და სახლში როცა მარტო ხარ, ძალიან საშიშია, ერთხელ ადრეც წამივიდა გული დასიცხულზე და ეგეც ეყოფა ჩემს საწყალ ტვინს, თან ისიც არ ვიცი მაშინ რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, მარტო ვიყავი და…
  2. ბავშვობაში, 2 წლისაც არ ვიყავი, ბებიაჩემის თვალის წვეთები დავლიე, იმან ვერ დაინახა და დასაძინებლად რომ დამაწვინა და აღარ გავიღვიძე, არ ვიცი ვინ, მარა ვიღაცამ შეამჩნია ცარიელი პიპეტკა და სასწრაფოდ გამაქანეს საავადმყოფოში, თურმე არც კი მესინჯებოდა წნევა. გამომათრიეს რასაც ქვია, “იქიდან”.

პ.ს. თუ ოდესმე კოფეინის დალევას გადაწყვეტთ, ამპულის არ იყიდოთ, უსაზიზღრესი გემო აქვს!
პ.პ.ს. დიდი შანსია ჩემი შიშები სიმართლეს არ შეესაბამებოდეს და ოდესმე თუ დაბალი წნევა შემოგიტევთ ჩემსავით არ დაპანიკდეთ, უბრალოდ დალიეთ ბევრი ცხელი მაგარი ყავა, რაც შეიძლება მუქი შოკოლადი, წამოწექით და ფეხები ზემოთ აწიეთ და რამე სასიამოვნოზე იფიქრეთ.

მეძჳნება-მარა-უნდა-დავწერო-პოსტი


დღეს მე ყველაზე სველი და ტალახიანი მოვედი სახლში, მაგრამ მაგარი იყო!

დანარჩენი მერე, მეძინება აწი.

პ.ს. ნისლი იყო და მიტოა ასეთი.

EN-თამაში, ჰარი, და მე


გუშინ ვითამაშე ზაფხულის მერე პირველად და გამიხარდა-მომეწონა-მესიამოვნა. დინამიური თამაში გამოვიდა, სწრაფი,მოხერხებული და ზოგადად, საკაიფო.. ჩემი წვლილიც შევიტანე, უფანრობისდამიუხედავად (დამიჯდა,მიღალატა) ორი კოდი მოვნახე, ნაჭერზე მივხვდი რა უნდა გვექნა და ერთიორი ლოკაცია გამოვიცანი, თუმცა ეგ ერთობლივად ხდება ხოლმე, ვიღაცას ლოკაცია ახსენდება, ვიღაცას კიდევ რაღაც და ერთობლივად მივბოდიალობთ აზრამდე.
არც ისე არ ციოდა როგორც მეშინოდა….
თანაც გაუთვალისწინებელი ტოესწ შედარებითგათვალიწინებულმა ფიზიოლოგიამ შემომიტია მარა წამლებიც მომარაგებული მქონდა პლიუს თავდაცვა და რამე, და ისე ყოჩაღად ვმოძრაობდი მეთვითონ გამიკვირდა…..
გამისწორდა შუაღამისას ბოდიალობა და რამეების ძებნა
საახალწლო თამაში გააკეთეს და კუკიაზე მოგვიწია ბოდიალი, კუს ტბის გზაზე, ციყვებთან, მე ყველაზე მეტად ეგ ლოკაცია მომეწონა, წიწვოვნებში დავბოდიალობდით სუფთა ჰაერზე, ალაგ-ალაგ თოვლიც კი იყო შემორჩენილი…
მერე გზაზე ვიპოვეთ პაწუკა ლეკვი, ისეთი პაწუკა, პური ვერ ჭამა, არ იცოდა რა იყო, თან ნავთის თუ სალიარკის სუნად ყარდა. გუნდელმა წაიყვანეს მივხედავთო…..
პ.ს. ხომ არავის უნდა? ჯანმრთელი იყო, პაწუკა და შეშინებული, შუა ტრასაზე იჯდა და დაჭყეტილი იყურებოდა, როგორც კი კალთაში ჩაისვა ჟენკამ, გაიტრუნა და კმაყოფილმა დაიძინა.
აუ სხვა რა?
რავი ისეთი არც არაფერი.
ჩემი დაბრუნება ენკაში შედგა, ჩემი რა, გუნდის.

წავედი ყავას დავლევ აზრზე მოვალ და იმ შეკრებაზე წავალ.

მოკლედ, ენკა რულზზზზზზ

update:ვეღარ წავალ, ძაან შემომიტია : (((((((