Chaos..



გამიშვით,გამატარეთ, ფუსთა ხაერი მინდა!

ქაოსი მაქვს.

თავში.

სურვილებში

ემოციებში

სამსახურში.

სახლში.

ყველგან.

დავქრივარ (ვირტუალურ)ბლოკნოტმომარჯვებული და ვაწესრიგებ-ვახარისხებ-ვალაგებ.

არაუშავს, დალაგდება ყველაფერი, სად წავა…

წვიმა მთებში


აბლაბუდებად დახვეული
ნისლები ჩამოწვა მთებში
ხეები იბერტყავს წვიმის წვეთებს.
წვიმით გალუმპული ძაღლი
წკავწკავით იყუჟება ზღუბლთან დაფენილ ძველისძველ,
დაგლეჯილ ტილოზე,
ფეხისსაწმენდად რომ უგულისხმებია თადარიგიან დიასახლისს.
ბუხარში ნაკვერჩხლებად იფერფლება
სურნელოვანი ხეების მონაჭერი
ათასგზის ნაწამები და დაჩეხილი
შეშას რომ ეძახიან.
საკმევლის სუნად იწვის და ცრემლებად ჩამოსდის
წლობით გაგროვები, რუდუნებით დაფერილი
ქარვისფერი დარდები.
ლამპის ალი პარპალებს და ტკაცუნობს
(ისევ წყალი გაურიეს ნავთში ამ წუწურაქმა ვაჭრებმა).
ძაღლი წკავწკავებს
შეშა ტკაცუნობს
გარეთ მთები ტირიან.

(C)პერწკლი

დავიცავი (გრძელი პოსტია არ წაიკითხოთ დიღლებით)


არა, მომენტ არდაცვა შეუძლებელი იყო მარა მაინც……
თემის სათაური იყო თემისსიგრძე, პლიუს ჩემი თემის შინაარსს მხოლოდ დეტალური გნმარტების მერე თუ მიხვდებოდა დამსწრე საზოგადოება (იმუნოლოგია ნამეტანი მახათი საგანია, წვრილმანი დეტალები სხვა სპეციალობებმა არ იციან) მე კიდებ ორსათიანი რეჩი მოვარტყი რომ გაეგოთ მარა ნიკის ნათქვამი გამართლდა და შესაბამისად კითხვები დამისვეს, იტირებდი 😀 “რაში მდგომარეობს თქვენი თემის ფუნდამენტური არსი და საერთოდაც რა მეცნიერულ პრინციპებს და მიღწევებს ეფუძნება იგი”? ჩმოვუთვალე, არ მოეწონა და თავისი რაღაც თქვა ზემაღალფარდოვნად და “აი ამის მოსმენა მინდოდაო” მე და ჩემი იმუნოლოგი ლექტორი “wtf???” გავიჩითეთ.
საერთოდაც ძალიან პრიკოლი სიტუაცია იყო, კითხვებს სვამდა კომისიის ზოგიერთი წევრი ისე, გეგონება ხმლამოღებული ებრძოდა ქარის წისქვილებს
ესეიგი დიდ მადლობას ვუხდი სოლვეიგს
და
კიდევ ნინო გაჩეჩილაძეს ჩემი მორალური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებით ის ფრაზა იყოგენიალური, მაინც არავის არფერი ესმის, მიტომ “ვრი ნო უბეძიწელნაო” და ეს მახსოვდა და ისე თამამად და რიხიანად ვპასუხობდი კითხვებზე, მეთქი თუ რამე დამატებითი კითხვა გაუჩნდათ და არ მეცოდინება, მოვიტყუები, ესენი მაინც ვერ გაიგებენ მარა ყველაფერი მახსოვდა და გამისწორდა მაგრა
ხო, მე ხო ყველაფერი გენიალური უნდა დამემართოს და დილაუთენია მუცლის ტკივილმა გამაღვიძა, როგორ მივფოფხდი უნიმდე, არ მახსოვს, როგორც წესი ასეთ დროს ვწევარ და 40 გრადუსიან სიცხეშიც კი თბილ ადიალას ვეხუტები და ნუ მოკლედ დღეს ცვეტში გმირი ვიყვი საკუთარ თვალში.
91 ქულა დამიწერეს ანუ 5. ნუ მე მეპატარავა ქულები მარა რაღას ვიზამდი 😦

ეეეეემ, ლოლ ყველაზე მაგარი რა იყო იცით, ყვეეეელაზე აზრიანი კითხვები სტუდენტებმა დამისვეს

მარშუტკიდან დანახული


ჩემს პოზიტიურ ბლოგზე ცოტა ნეგატივი უნდა დავწერო და თუ განმწყობის გაფუჭება არ გინდათ, უბრალოდ დახურეთ ფანჯარა.

  1. დღეს, მიდის ორი ლამაზი გოგო ქუჩაში, ლაპარაკობენ, იცინიან. მობომჟო მთვრალმა ელემენტმა თვალი გაყოლა და როცა კარგად გასცდნენ, ისე რომ ვერ გაიგებდნენ, შეაგინა (ნუ გასაგებია რასაც შეაგინებდა). თან აი ისეთი ბინძურია რომ უკანასკნელი მეძავიც კი უარს ეტყვის.
  2. ვაჟას და პეკინის კვეთაზე დგანან გოგო და კაცი ასე 30 წლის, უცებ, როგორც კი მანქანებისთვის მწვანე ინთება, ეს გოგო უსხლტება ხელიდან და გზაზე გადარბის, რამდენიმე მანქანა კინაღამ ურტყავს, ტაქსიში ხტება და მიდის. ეს კაცი ვერ ეწევა, უშვერად იგინება, ხტება მანქანაში მეორე თავისნაირთან ერთად და მიდის. (იმედია იმ ტაქსს არ მისდევს)
  3. მარშუტკაში ამოდის წვერებიანი ბაბუა, რო შეხედავ და იტყვი რომ ნამდვილი ჯენტლმენი იქნებოდა და არის. წინ სამადგილიან სკამზე ზის ორი მსუქანი ასაკოვანი ქალი, ამ ქალებმა მიწევა ვრ მოასწრეს, დაჯდა ეს ბაბუა უკან, სხვა სკამზე და დაიწყო ამ ქალების გინება. კაციშვილმა ხმა არ გასცა. თან ზის გადათხლეშილი,ყველას ავიწროვებს. ვერ მოვითმინე და ჩასვლისას რაც შეიძლებოდა მწარედ დავაბიჯე ფეხი :უსერ:. რატომღაც ხმა არ გამცა.

მობომჟოსი რა გითხრათ და ის ორი ტიპი სადღაც ვიღაცასთან ხო ასრულებს მზრუნველი მოსიყვარულე შვილის, მეგობრის და ა.შ. როლს?

მეზიზღებიან

ფასხულის საღამოს ზმანება


რაღაც კარგი საღამო იყო, დადებითი რამე ვნახე და მომეწონა, განსაკუთრებით ფერადოვნება და ისეთი ფრიალა მანტია-კაბა მინდა
და საერთოდ როგორ მშურს მსახიობების, და მიკვირს, როგორ შეუძლიათ ასე გარდასახვები და ცოტა ხნით სულ სხვა სამყაროში ცხოვრება. დავიმუხტე დადებითად და სახლამდეც კი მომყვა, ახლაც თან მახლავს.
მეტრალალავება+მევანკა-სტანკა-ხასიათება აი იმ წუტას რომ ტრალი-ვალი ხარ და მეორე წუთას გრუზის მდინარე, თან ეს გრუზი როგორც წესი რაღაც მოგონილი აზრის გამო, რაზეც შენს მეტი არავინ მგონი არც იგრუზება და ამის გამო კიდევ ურო ტრალი-ვალი ხასიათზე დგები და დაცინი შენს თავს.

ჩემი ახალშეღებილი თმა ჩემთვის კომპეტენტურმა ადამიანმა შეაფასა და თქვა რომ ძალიან ლამაზი ფერიაო და ფრიად ფრთაშესხმული დავიარები, ის რომ პროფესიონალს მიანდე და შეასწორეო მითხრა ეგ ისე, ყურს ახლო გავატარე, უუნდა გავიზარდო და გრძელი რიჟა თმა უნდა მქონდეს მეე, ვა, პარიკმახერი ბევრს მომაჭრის და არ მინდა დაკიდე ვირაც გოგოს რომ ლამაზი მოწითალო-მოშვინდისფრო ქონდა შენი ჯობიაო და იმხელაზე გავიჭიმე ამაყად

და თუ თქვენ ეს აბნეუილობა წაიკიტხეთ, ბოდიშს ვიხდი ამ ორი წუთის წართმევისათვის.
პატივისცემით
სურნელოვანი მე
და
მეს ანჩხლი პორჭყნია კატა.

EN-თამაში, ჰარი, და მე


გუშინ ვითამაშე ზაფხულის მერე პირველად და გამიხარდა-მომეწონა-მესიამოვნა. დინამიური თამაში გამოვიდა, სწრაფი,მოხერხებული და ზოგადად, საკაიფო.. ჩემი წვლილიც შევიტანე, უფანრობისდამიუხედავად (დამიჯდა,მიღალატა) ორი კოდი მოვნახე, ნაჭერზე მივხვდი რა უნდა გვექნა და ერთიორი ლოკაცია გამოვიცანი, თუმცა ეგ ერთობლივად ხდება ხოლმე, ვიღაცას ლოკაცია ახსენდება, ვიღაცას კიდევ რაღაც და ერთობლივად მივბოდიალობთ აზრამდე.
არც ისე არ ციოდა როგორც მეშინოდა….
თანაც გაუთვალისწინებელი ტოესწ შედარებითგათვალიწინებულმა ფიზიოლოგიამ შემომიტია მარა წამლებიც მომარაგებული მქონდა პლიუს თავდაცვა და რამე, და ისე ყოჩაღად ვმოძრაობდი მეთვითონ გამიკვირდა…..
გამისწორდა შუაღამისას ბოდიალობა და რამეების ძებნა
საახალწლო თამაში გააკეთეს და კუკიაზე მოგვიწია ბოდიალი, კუს ტბის გზაზე, ციყვებთან, მე ყველაზე მეტად ეგ ლოკაცია მომეწონა, წიწვოვნებში დავბოდიალობდით სუფთა ჰაერზე, ალაგ-ალაგ თოვლიც კი იყო შემორჩენილი…
მერე გზაზე ვიპოვეთ პაწუკა ლეკვი, ისეთი პაწუკა, პური ვერ ჭამა, არ იცოდა რა იყო, თან ნავთის თუ სალიარკის სუნად ყარდა. გუნდელმა წაიყვანეს მივხედავთო…..
პ.ს. ხომ არავის უნდა? ჯანმრთელი იყო, პაწუკა და შეშინებული, შუა ტრასაზე იჯდა და დაჭყეტილი იყურებოდა, როგორც კი კალთაში ჩაისვა ჟენკამ, გაიტრუნა და კმაყოფილმა დაიძინა.
აუ სხვა რა?
რავი ისეთი არც არაფერი.
ჩემი დაბრუნება ენკაში შედგა, ჩემი რა, გუნდის.

წავედი ყავას დავლევ აზრზე მოვალ და იმ შეკრებაზე წავალ.

მოკლედ, ენკა რულზზზზზზ

update:ვეღარ წავალ, ძაან შემომიტია : (((((((