ლომფხვისა და ლეკვის ამბავი



იყო და არა იყო რა,იყო ერთი ადამიანი, რომელსაც რამე ცხოველი უნდოდა და ვერაფრით ვერ გადაეწყვიტა, ძაღლი თუ კატა. ამ არჩევანში სანამ იყო, გაიხედა და ფანჯრის რაფაზე ეს კატა შემოუსკუპდა, საშინლად მშიშარა და უნდო, უგაბურდღლულესი ბეწვებით. ადამიანმა გადაწყვიტა, სახლში შეეტყუებინა, შუა ოთახში საჭმლიანი ჯამი დაუდგა, ფანჯარა გააღო და თვითონ სამალავში ჩასაფრდა.
კატის შემოსვლა და ფანჯრის მიხურვა ერთი იყო… კედლებს ახლაც ატყვია შიშისგან გადარეული კატის კლანჭების კვალი.
საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს და ზავი დადეს: კატას ფანჯრის რაფაზე ცხოვრების და ჭამის უფლება მიენიჭა, შინ აღარავინ შემოიტყუებდა, სანაცვლოდ კი სარდაფში დაიძინებდა და თაგუნიებს დაიჭერდა.

ნუ, ხანდახან ეს პირობა ირღვევა ხოლმე აბეზარი კატისმოყვარული სტუმრების გასაჩუმებლად და კატა დროებით შემოაქვთ ხოლმე სახლში.

გაქცევის უნიჭო მცდელობა: ორ ფანჯარას შორის გაეკვეხა : )))

ხოოდა, ერთ დღესაც ჩავიდა კატა თავის ლოგინში კიარადა სარდაფში დასაძინებლად და ძაღლი დახვდა თავისი ახალგაჩენილი ლეკვებით, ერთი ამათიცო შეკნავლა და გაურკვეველი მიმართულებით გაეშურა ლოგინის მოსაძებნად.
კატის პატრონს ამასობაში წკავწკავის ხმა მოესმა, ჩავიდა სარდაფში და დედა-შვილები ფარდულში გადაიყვანა. თან ორი ცალიც გადაარჩინა დაღუპვას, ისეთ ადგილას იყვნენ შეგორებულები,დედა ვერ გამოიყვანდა და მოკვდებოდნენ.
ასე და ამგვარად, დღეს ადამიანი ძაღლების და კატის პატრონია, სარდაფში კი თაგვები ყავს (დროებით სანამ კატა ყველას შეახრამუნებდეს).
პ.ს. ვეფხვის წელში პირველი პოსტი რა ნამუსით არ დამეწერა კატაზე? :უსერ:
პ.პ.ს. ისე იყო გაბანგვლული, სქესი ვერ გამოვიცანი. : )))
Advertisements

მე რომ კატა ვიყო


  • ნორმალური იქნებოდა 24/7 ღუმელზე/კონდიციონერის თბილ ნიავზე/შეშის ღუმელზე/გაზის კამფორებთან ჯდომა და ბოლობოლო გამითბებოდა ხოლმე ძვლები.
  • თბილ რძეს დავლევდი და პეჩენიებს დავაყოლებდი
  • მერე რბილ ადიალაში გავეხვეოდი და დიიიიიდხანს და ტკბილად ვიძინებდი.
  • გაღვიძებისას გემრიელად გავიზმორებოდი ხოლმე და ყურებამდე გახეული პირით დავამთქნარებდი
  • კუდს გავფშიკავდი და “მეაქარვარ” სახით დავჯდებოდი როცა გამაბრაზებდნენ
  • დაბოლოს, პატრონი კიარადა ადამიანი მოვიდოდა და ნიკაპქვეშ მომფხანდა

მოულოდნელი სტუმარი


კარზე კაკუნია, ჩამოიღეს კარი, გავედი ბუზღუნით და მეზობელია, ეს კატა შენ ხომ არ გამოგეპარაო?
ვინცხა კატა იჯდა ზღურბლზე და მიყურებდა.
კარგად რომ დავაკვირდი, ვიცნობ ამ კატას, ეზოსია, ხშირად ვხედავდი მარა არ მოდიოდა ხოლმე ახლოს. ერთხელ ჩემი კატა რომ გამეპარა, დავდიოდი შუაღამისას და ფისო-ფისო თქო გავიძახოდი, იმდენი ვიარე, ეს კატა მოვიდა და შემომკნაოდა, მეთქი დამანებე თავი, მე ჭუკლინეს ვეძებ :(.
ხოდა დღეს მოვიდა, საიდან გავახსენდი ნეტა, მემგონი ორსულადაა, იიიიმხელა და ისეთი ღიპი აქვს, თან ნაჩხუბარი, ცხვირგაჩხაპნილი.
ვისკასის მარაგი გამახსენდა ეგრევე, ვაჭამე, წყალიც დავუდგი და გიჟივით მიასკდა. მშიერი იყო ეტყობა 😦 წყალიც დავუდგი ლიფტთან.


მერე პირის ბანვასაც შეუდგა..

ბევრი ვეფერე და შემოვედი სახლში. ხრუტუნობდა, კრუტუნის ზეაღმატებული ფორმაა ეგ, და თათებით იჭერდა ჩემ ხელს, აფერისტკა ეგა : )))

ნეტა არავინ გააგდოს აქედან, ვაჭმევ ხოლმე. : (
რაღაც ცუდადაა მემგონი და თან დაფრთხული, თუმცა გარეულები სულ ასე არიან ხოლმე დაძაბულები, რა ქნან, ყველა ამათ ერჩის და სხვა გზა არ აქვთ.
აუ კიდე კატების ოჯახს ვიცნობ მეზობელ სახლში, დედა,მამა და კნუტი კატა არიან, როდესმე გადავუღებ იმათაც და დავდებ.

ფისო მენატრება



ლოგინს “ამასაჟებს”


ჩემი დიდი გოგო

წეღან სკამზე დავჯექი და დავაყირავე და უცებ ისე დამძიმდა, როგორც მაშინაა, ფისო რომ მომისკუპდება ხოლმე უკნიდან შეუმჩნევლად.
ძალიანძალიან მომენატრა, დედაჩემთანაა და ამწუთას მგონია რომ ვუღალატე და მივატოვე 😦
ცუდი პატრონი ვარ ძალიან : ((

პარასკევს საჭმელები და სასუსნავები ვუყიდე უნდა წამეღო და მარშუტკამ ცალი ფეხით გამასწრო, ისე გავბრაზდი, გზების გადაკეტვა რაღა წესი იყო, ცხოვრებას მიშლიან ეს მორწმუნე თავგადაკლულოზავრები.

მოვდიოდი და შუა ქუჩაში ვტიროდი მოთქმით, ჩემი ფისო კიდევ დამრჩა ასე, უნახავი….
პლიუ სდედას რაღაც შევპირდი და ვერ ჩავუტანე მარა ეგ არაა პრობლემა არ იყო საჩქარო.

იმას იქ არც შია არც ცივა, მაგრამ მე რომ ჩავდივარ სულ ჩემთან წევს ხოლმე და მე მახტება კალთაზე.
ოღონდ გადამეჩვია მგონი, ხელით რომ ვეფერები, იკბინება მწარედ, ადრე მხოლოდ ჩემს ხელებზე არ რეაგირებდა, დანარჩენს კბენდა.

თუმცა ეს მაინც იმისი ბრალია, მწარე წამალი დავალევიე და…

მოკლედ

ჩამოვიყვანო უნდა თორემ გავრეკ ასე

მეორე მხრივ აქ ჩემი ძმა ვერ იტანს, უყვირის და იქ კიდევ დედაჩემი მიეჩვია , თავიდან არ ეკარებოდა ახლა ისე სასაცილოდ ეფერება : ))))

ხოდა ვარ ასე, ორ ცეცხლს შუა…

ჩემი ფასიფუსინა, როგორ მიყვარს 😦

თელავი


ამ შაბათკვირას წავედი თელავში, დედის და კატის მოსანახულებლად.
ესეიგი იმდენი ბროწეული ვჭამე, მთელი წლის მარაგი შევივსე.


ნადიკვარზე ვიპროწიალეთ მე და ბერომ.


მიაუ-აუ-ო მითხრა კატამ და ასე მიყურებდა რაც იქ ვიყავი, ეს თუ ფეხზე ვიდექი. თუ ვიჯექი ან ვიწექი, ზედ მეჯდა-მეწვა და კრუტუნებდა ტრაქტორივით.


ესეც ნადიკვარი.

ეს რაცხა საყვარელი სახლი ნადიკვართან. შარშან “აღმოვაჩინე” რატომღაც, მანამდე იმდენჯერ მაქვს არადა ჩავლილი მის გვერდით……


ხედი ნადიკვრიდან… აი ეგ სახლები რომ გამოაკლო და ალაზნის ველი ცოტა უკეთ გამოაჩინო, ზუსტი ხედი იქნება ჩემი სახლის ფანჯრიდან.


ჩემი კორპუსის ეზო. პირველმოსახლეები იყვნენ ჩემი მშობლები და სხვა მეზობლები და ერთობლივი ძალებით გააშენეს ბაღი, ეს ნაძვებიც სანერგიდან მოიტანეს თურმე, ტყის მიწა დაყარეს და ახლა ყველანაირი ხეხილია, ბროწეული, ბალი-ალუბალი, ატამი, ლეღვი, ალუჩა, ტყემალი, კომში, თხილი, ქლიავი, კაკალი… ჭერამიც იყო და გახმა 😦 პატარა რომ ვიყავი, მაგ ნაძვების წინ მახსოვს, ყვავილნარი იყო, ბეეეეეეეეევრი ნარცისებით და ფერადი ყვავილებით. ახლა აღარაა, ბევრი გადავიდა და მოსულებმა აღარ მოუარეს 😦

ესეც ეზოს შესასვლელი და ცაცხვის ძირი.
ლამაზი და სუფთა ქალაქია თელავი. მართლა სუფთაა, განსაკუთრებით ჭუჭყიანი და გამონაბოლქვიანი თბილისის მერე იგრძნობა, ჰაერშიც შემოდგომის სუნი დგას.
იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩემია და იქ გავიზარდე, საქართველოს ცოტაზე მეტ ქალაქში ვარ თუნდაც გავლით ნამყოფი ან ერთიორი დღე დარჩენილი და ასეთი მშვიდი და სუფთა ბორჯომი ვიცი მხოლოდ.

ვოიაჟი ბაზრობაზე და კატა სამოთხეში


აიაიაი უნამუსო ვიყო, კატა ვნახე დღეს სამოთხეში მყოფი. ჩემი ფისოსთვის უნდა მეყიდა საჭმელი და გავიხედე და ზის დიიიიდი მსუქანი რიჟა კატა, შევიცხადე როგორც ყოველთვის “უი,კაატა”,თან იჯდა შუა გასასვლელში მედიდურად და გზას არ უთმობდა არავის. მერე მეორე კატაც დავინახე, ძალიან დინჯად დაიარებოდა საჭმლის პარკებზე, მერე ერთი ამოარჩია დაჯდა და ჭამა დაუწყო. სულ ცალ თათზე ეკიდა მყიდველებიც და ისიც რომ ვისაც არ ეზარებოდა ყველა ეფერებოდა, იფერებდა და იყო კმაყოფილად.
აი მე რო მიმიყვანო კოსმეტიკის და ტანის მოვლის განყოფილებაში და მითხრა რაც გინდა შენი იყოსო, მერე ანალოგიურად ფოტოაპარატი ამარჩევინო, იმ კატაზე ბედნიერად ნამდვილად არ ვიგრძნობ თავს ალბათ.
დღეს მთელი დღე რაღაც ძაან კმაყოფილი დავდივარ ისე გამიხარდა იმ კატის კაი ცხოვრება
თან კიდე დღეს თბილოდა და მზე იყო და კაი პონტი იყო, მერეკიდე ისეთჳ ლამაზი ჭრელი ფერადი რუკზაკი დავინახე და ძალიან პატარა იყო, და ჩემი მეგობარი ეუბნება გამყიდველს, კიდე კარგი სხვაც არ გაქვთ თორემ იყიდიდა და დაიჭერდაო აი რადა მერე რა რომ ჭრელი იყო ზატო ლამაზი იყო :კაჭკაჭისსმაილი:
მერე კიდე ისაო, მოსუქებულხარო და აჰა შენ კანფეტებიო არა ნუ კი ცივი რო რეჟიმი დავარღვიე და რაღაც და ვზივარ ახლა და მშიერი, სინდისშემოტეული მზერით ვბურღავ იმ კანფეტებს

დავაბშე მაგარი შოპინგი იყო, მივედით,ვნახეთ, ვიყიდეთ, წამოვედით

ფისოთა სოლიდარობის დღე


ა დღეს
ძრწოდეთ კატისმოძულეებო
გიხაროდეთ კატუნიებო
კიარადა
ფიჩოები :ლავ:

ფიფო


ჩემი ფიფო ცოდოა
ისაო, კაცი მინდაო და მე კიდე რა დროს კაცია აჰა შენ გემრიელი აბი თქო და
ცოდოა რა :უსერ:

ფასიფუსინა



ასეთი პაწუკა იყო


მარა გულმოდგინედ დაფოფხავდა წინ და უკან : )))

დღეს ჩემი ფასიფუსინა 2 წლის გახდა

ზუსტად ორი წლის წინ ამ დღეს მოვაპროწიალე სახლში, ისეთი პაწუკა იყო, ძლივს დადიოდა, ყველგან ეფხოტებოდა, და ყველაფრიდან ვარდებოდა. ზამთარი ჩემი და ჩემი ძმის ჯემპრებში გამოიზამთრა, ყელში წოლა უყვარდა, საყელოსავით გვეწვა ხოლმე, ახლა რო გაიხარდა ვერ ხვდება და ისევ ცდილობს ხოლმე, ისეთი სასაცილო სანახავია, თავით რო მიძვრება : )))