ცუდი მეხსიერება


აი ის მომენტი, როცა იცი, რომ გაბრაზებული ხარ ადამიანზე, მაგრამ აღარ გახსოვს, რატომ

ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს, რამდენიმეჯერ მომსვლია მსგავსი რამე, განსაკუთრებით ექსებთან. თან რატომღაც ძალიან “მიმართლებდა” და ყოველი ასეთი შემთხვევის მერე დეტალურად ვისმენდი, რატომ არ უნდა გავბრაზებულიყავი. არადა აი მახსოვდა რომ მაგრად მიქარეს, თან საკვანძო, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში და უკიდეგანოდ მეწყინა, მაგრამ რა მეწყინა, ეგ არ მახსოვდა ასე, დეტალებში… ემოცია რჩებოდა სამაგიეროდ.

DSC_5760

ჰხოდა, რაშუაში იყო ახლა ეს და ამ მეხსიერების არქონას აკომპენსირებს ჩემი ტაქტილური და ყნოსვითი მეხსიერება. დედაჩემი ნერვიულობს ხოლმე, ალერგიული ხარ სუნებზეო. ალერგიული კი არ ვარ, მაგრამ ოთახში ვინმე თუ იყო ჩემამდე, მშვენივრად ვიგებ. ახალნაყიდ ტანსაცმელს ვრეცხავ კიდევ, თან ყველა ტიპის სარეცხს კონდიციონერში ვავლებ- ფხვნილის სუნი არ მიყვარს/თავს მატკიებს.  რამის გახსენება რომ მინდა, ჯერ სუნი მახსენდება და მერე ყველაფერი დანარჩენი.

  • ზუსტად მახსოვს, როგორი სუნი დგას თუშეთის მთებში, როგორი ჰაერია სვანეთში, ზანავი-ნუნისის გზაზე და ა.შ. გზადაგზა გაჭყლეტილი ქონდრის, სველი ჰაერების და ქოხების და სიპების…
  • ისიც მახსოვს, სამი-ოთხი წლის ასაკში ბაღში რომ დავდიოდი, როგორი სუნი ქონდა იქაურ ოთახებს და სამზარეულოს.
  • ბიცოლაჩემის სახლის სუნი, პირველი სართულის, მეორის ხენარევი, ეზოში რომ იებს ვკრეფდი ექვსი წლის ასაკში,იმათი მიწანარევი სუნი  და სველი კარალიოკების, ერთ შემოდგომაზე რომ გამოგვატანა, და ნუშის ხეების არომატები, ხელებზე რომ ამდიოდა ზედ ფოფხვის მერე. ძველი სამელნეების და იმ ცხოვრების სუნი, ყოველ წელს რომ უბრუნდებოდა, თავიდან.
  • ბებიაჩემის ეზოში დამწვარი ფოთლების, არყის ქვაბზე წასმული სველი ნაცრის, გაჭყლეტილი ვაშლების-არყის სახდელ ქვაბში, სიმინდის დაცეხვისას რომ რაღაცნაირი არომატი დგება ჰაერში, სახლის მეორე ნაწილის-დიდი ხნის წინ რომ მიატოვა ბაბუაჩემის ძმამ-ძველი კედლების, ჩემოდნების და ტანსაცმლის, უზარმაზარი ფულების- 50-60-იანი წლების დაგუბებული, აბლაბუდებნარევი.
  • ხორბლის უზარმაზარი გორების სუნი – შირაქიდან მოტანილს რომ ანაწილებდნენ, და ტომრების და ურმის,- შინ რომ მოგვქონდა. ალვანის სუნი ზოგადად – ალვის ხეებს რომ აქვთ, ცენტრში რომ იზრდება
  • წისქვილის სუნი-ხვიმირებში ჩაყრილი სიმინდის, ხორბლის და ქუმელის არომატები – ერთმანეთში არეული და მეწისქვილის უზარმაზარი სასწორის რკინანარევი სუნი, ხელებზე რომ აგვდიოდა ხოლმე აწონვის მერე, გირების თრევისგან.  წისქვილის აუზის წყლის სუნი, რომ ვბანაობდით და მერე ამზიანებული კანის მოტკბო არომატი.
  • დედაჩემის კანის სუნი, ის სუნი, რძის ქარხანაში რომ იდგა, მამაჩემმა რომ წამიყვანა ერთხელ.
  • ნესტის, ქვევრების, გაღივებული კარტოფილის და კიდევ რაღაცის უცნაური, სველი არომატი, სარდაფში რომ გვქონდა და წყალმცენარეებიანი ზღვის სუნი, ოდესაში რომ იყო. იმ შჩის სუნი, ღრმა ბავშვობაში ვიღაც ბებიამ რომ მაჭამა. არადა ვინ იყო/რაუნდოდა/სად იყო, ისიც კი არ მახსოვს.
  • შეშის ღუმელზე შემოდგმული ბორშის სუნი, უზარმაზარი ქვაბით და ცხელი ჩაი პლასმასის კრუშკებით, 90-იან წლებში ნათლიასთან რომ ვსვამდი ხოლმე. მარგარინიან პურზე წასმული ჭანჭურის სუნი კიდევ.
  • ძირს ჩამოცვენილი კაკლის, კაკლის საბერტყის და წენგოიანი ხელების, ძველი ტანსაცმელის, სოფლის განჯინაში (თუ რაც ქვია) რომ მქონდა შენახული და ჩასვლისას ვიცვამდი
  • ჩემი კარვის, სპალნიკის და სალაშქრო ზურგჩანთის სუნი – ტყის და ბლახების, წვიმის და მზის სუნი აქვთ ხოლმე

გადავხედე ჩამონათვალს და თურმე ყველაზე მძაფრად სოფელთან დაკავშირებული არომატები მახსოვს, ყველაზე ბევრი, მრავალფეროვანი და მძაფრი.  თუმცა ეს არომატები რომ არა, ალბათ ასე კარგად არ მემახსოვრებოდა ეს ყველაფერი…

და თქვენ როგორ იმახსოვრებთ ხოლმე?

Advertisements

თბილისური დილა


რამდენი ხანია, შაბათ-კვირას ქალაქში არ ვყოფილვარ, თან ისე, რომ საქმის ნატამალიც კი არ მქონია და სრული უსაქმურობა კიდევ…

გუშინ დაძინების წინ ვიღუშებოდი წინასწარ, რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო ამ მოჟამულ დღეებში შაბათ-კვირას სახლში გამოკეტილმა თქო, თან არაფრის დაგეგმვის ხასიათზე არ ვარ, ხოდა…

დილას, უფრო წორად თორმეტ საათზე რომ ავიზლაზნე კიდევ უფრო მოღუშული, აი ეს დამხვდა ფანჯარაში და გადავღიმილდი.

DSC_9018

მეზობლის აივანზე ბეღურა თბებოდა.

DSC_9052

პირველ სართულზე უკიდეგანოდ ხმამაღალი ბავშვი ყავთ, სამაგიეროდ ბავშვის სათამაშოები კარგად ჯდება კადრში.

DSC_9046

კორპუსის ფონზე.

DSC_9040

რა ხეა არ ვიცი, მაგრამ ლამის იანვრამდე აქვს ხოლმე ყვითელი ფოთლები.

DSC_9063

პ.ს. პიჟამოზე უზარმაზარი ხალათი მაქვს მოცმული, ზემოდან ურჯულა წითელი პლედი მაფარია, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს,  გვერდზე ყავის ჭიქა მიდგას,  ფანჯარაში მზე ჩანს და რომ არ ციოდეს, გარეთაც გავიდოდი.

მცივა!


მცივა დილით, ლოგინიდან ადგომისას, მაშინვე უზარმაზარ ხალათში ვეხვევი, მაგრამ მაინც. მერე იმ ხალათის გახდა და ცივი ტანსაცმლის ჩაცმაა მთელი სატანჯველი.

მცივა მარშუტკის გაჩერებამდე, სამსახურში მისვლამდე, სამსახურში  ცხელ ჭიქას და რადიატორებს ვეხუტები, ოდნავი გათბობის მიზნით, ლანჩზე ვცდილობ ცივი არაფერი ვჭამო.

მცივა სახლში მისვლამდე, მარშუტკაში, სახლშიც, სავარძელში რომ ვზივარ კარმის გვერდზე, მაცვია ბევრი, მაფარია ბევრი და ალაგ-ალაგ ხელის მტევნებს ვითბობ, იმიტომ რომ გაყინული მაქვს და ძლივს ვამოძრავებ.

აუტანელია ეს სიცივის შეგრძნება, მთელ ტანში მაჟრჟოლებს, მსუსხავს, ყინვა ცხვირზე/ლოყებზე მკბენს რამდენიც არ უნდა ჩავიცვა (ცხვირთათმანები ჯერ არ მოუგონიათ).  ამწუთას ყელი მტკივა ცოტა და მამცივნებს. ალბათ ვცივდები.


ჩემნაირები თბილ ქვეყნებში უნდა სახლობდნენ, იმიტომ რომ შეუძლებელია სულ გციოდეს და ბედნიერი იყო.

მზეც სადღაცაა დაკარგული და ასეთ მოჟამულ ამინდებში ცხვირი მეშვებინება ხოლმე და აბზზზზ.

პ.ს. ერთადერთი, რაც ზამთარში მაბედნიერებს, არის შეშის ღუმელი და კიდევ ბარდნა, როცა სახლში ხარ თბილად, გარეთ ბარდნის, სითეთრე და სიჩუმეა.  ბარდნაში ბოდიალიც მიყვარს, ამ დროს დადებითობები წონიან იმას რომ მცივა- თოვლის ჭრაჭუნი ფეხქვეშ და თოვლიანი ჰაერის სუნი.

კინაღამ დაკარგული ბათინკები


მიუხედავად იმისა, რომ სველოდა, წვიმდა, თოვდა, ქარიშხალი იყო და მიწისძვრა და ურაგანები და ხვლინჭკობები და ამისწინა პოსტის განწყობა მჭირს ჯერ კიდევ,  კიარადა, მიუხედავად ყველაფრისა, ავდექი და წავედი  კახეთში,  შემოდგომის სანახავად.


ჩანთა ბოლო წუთებში ჩავალაგე, საწვიმარი ბოლო საათებში ვითხოვე, ზვიოს ბოლო დღეს ვთხოვე გავეყვანე დილის ექვსზე კოლმეურნეობაზე და ისე საყვარლად დამაგვიანდა, რომ მემგონი ჩემი ლაშქრობა-ექკურსიების ისტორიაში პირველად (და იმედია უკანასკნელად) იმ გვერდითა სკამზე ვერ მოვხვდი, როცა “მარტო როცა მივდივარ” , მაშინ ვჯდები ხოლმე. სამაგიეროდ, სულ წინ ვიჯექი და გათბობა მქონდა ცხვირწინ და დასველებულს 5 წუთში მაშრობდა.
ძალიანძალიან მინდოდა ახმეტის თეთრი გიორგი მენახა. ამ ეკლესიაში სამი წლის ასაკში მომნათლეს (და ცხვარიც დაკლეს), ხოდა როგორც იქნა მივაღწიე იქამდე. ისე, იქაურები იძახიან ხოლმე, თეთრგიორგში თუ მიდიხარ, უკან არ უნდა გაბრუნდე, შურისძიება იცისო და რაღაც საშინელ ისტორიებს დააყოლებენ ხოლმე.

მერე ალავერდი ვნახეთ და გავბრაზდი, იმდენი შეზღუდვა დამხვდა.

მერე იყო ისა… მმმ…სატვირთოთი ბოდიალი ძალიან ლამაზ ტყეში. გზა საკმაოდ ტალახიანი იყო და მანქანა ალაგ-ალაგ ბუქსავდებოდა, ალაგ-ალაგ ორმოებში ვარდებოდა, ალაგ-ალაგ კიდევ რაღაცნაირად ქანაობდა, “დრიფტაობდა” , ალაგ-ალაგ საერთოდაც ბორბლები ღრმა თხრილებში უვარდებოდა და ორმო-ორმო დავდიოდით. გზა იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ თან ჟინჟლავდა, თან თავს ძლივს ვიმაგრებდი და ფოტოები არ გადამიღია, სანამ არ მივედით.

გზა ვითომ საშიში იყო, მაგრამ თუშეთში და ტბათანაში ასვლის გამოცდილება გავიხსენე და საერთოდ გამიქრა ყველანაირი შიში, თუ რამდენიმე ორმოს/ტალახს არ ჩავთვლით, სადაც ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი და თან ცოტაარიყოს ვაიმე. რამდენიმეგან მანქანა ისე გადაიხარა, მეგონა რომ ამოყირავდებოდა.

ფოტოები მინდოდა გადამეღო, “სიცოცხლის” თემატიკით, რამდენიმე დღე მუზას ვეძებდი და არ მოდიოდა, ხოდა იმ კონკრეტული დღის ხასიათიდან გამომდინარე, რომ მივიხედ-მოვიხედე, უცებ მივხვდი რა უნდა გადამეღო და ასეთი სიცოცხლე გადავიღე.

მერე უკან დავბრუნდით, იმავე სატვირთოთი, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ასვლისას და ვაზისუბნისკენ დავიძარით. უკვე ბნელდებოდა, გზა შორიაო, დაღამებულზე ჩამოხვალთო, ჩემი კოჭი გავიხსენე და დავრჩი. მირჩევნია ახლა გამოვტოვო წვრილმანები და შემდეგ ზაფხულს ბეეევრი ვიარო, ვიდრე პირიქით-თქო.

სამი გადაბმული სკამი ავარჩიე, ვიღაცის ჩანტაზე ჩემი პარალონი დავდე, ტალახიანი ბათინკები მაქსიმალურად უსაფრთხოდ შემოვალაგე მძღოლთან რომ ამაღლებული ჯებირია, იქ, ზემფირა ჩავრთე და ისე ჩამეძჳნა, ვერც მივხვდი. სანამ ხალხი ბოდიალობდა მე და რამდენიმე ადამიანს ასე გვეძინა, მაგრამ ხან ვინ დარეკა იმის გასაგებად, რატომ დავბოდიალობდი და თბილისში არ ვიყავი, ხან ვინ-რატომ მეძინა მარშუტკაში და არ დავბოდიალობდი და იძულების წესით გავიღვიძე.

დანარჩენებმა დაუღამებლად ჩამოაღწიეს, თქვეს რომ ძალიან ლამაზი ადგილები ნახეს და რომ მე მომეწონებოდა. მე გავიღიმე და გავიარეთ.

მერე თეოს სახლში მივედით და უზარმაზარი სუფრა დაგვხვდა. გაძუნძგლულები და გაბომჟილები ფეხსაცმელებს ეზოში ვიცვლიდით, რომ მთელი ის ტალახები ოთახებში არ შეგვეტანა. მე მოვახერხე და უცებ ტანსაცმელიც გამოვიცვალე, მაბარძგვალებს, როცა ტალახიანი რამე მაცვია მაშინ, როცა სუფთა გარემოში ვარ.  კარავში ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ უცებ გაწკრიალებულ გარემოში მოხვედრისას აბზზ დამემართა.

ვიცოდი, რომ არავინ არ უნდა დაგვხვედროდა და უცებ ამდენი მასპინძელი დაგვხვდა და უცხო გარემოში ორი დღე მეზობლის ბავშვივით ვიტუზებოდი ხან სად, ხან სად, ყავისთვის ცხელი წყლის მოთხოვნებით და აბაზანასთან მიყარაულეთ-რაა-თქო.

გემრიელი ღვინო იყო, საჭმელი კიდევ უფრო უკეთესი, განსაკუთრებით ჯონჯოლის მწნილი და ბადრიჯანი ნიგვზით, რომელსაც ბროწეულები ზემოდან კი არ ეყარა, შიგნით ქონდა, გულსართში, და ბევრად უფრო უკეთესია ასე, სხვათაშორის. ხოდა კიდევ ძალიან კახური სუფრა გვქონდა სადღეგრძელოებით, კახური იუმორით და ანეგდოტ-სადღეგრძელოებით და ჩვენი სიმღერის მცდელობებით. (ტექსტები არ ვიცოდით ბოლომდე არაფრის)

მერე, როგორც  ხდება ხოლმე, ბიჭები მაგიდიდან აიშალნენ, გოგოები დიასახლისებს მაგიდის ალაგებაში მივეხმარეთ და მერე გოგოებმა კი დავიძინეთ, მაგრამ დიდხანს მესმოდა, ბიჭებს როგორ არ ეძინათ და როგორ დადიოდა ლაშა საქმიანად და ხმამაღლა წინ და უკან.

ზეგაანი

ზეგაანი

დივანზე მეძინა, ლოგინები გაგვიშალეს, მაგრამ მე სპალნიკში ჩავწექი, ასე უფრო “სახლში” ვგრძნობ ხოლმე თავს. კარგა ხანს ვერ მოვისვენე, მოუხერხებლად ვიწექი, და უცებ მივხვდი რატომ, პირიქით მეძინა. შემოვტრიალდი, ანუ ფეხების ადგილას თვი დავდე, როგორც სახლში, იმ მიმართულებით დავწექი და მაშინვე გავითიშე.

დილით პარკის შარიშურმა გამაღვიძა, ის-ის იყო, პატაპუტინას მანევრი უნდა შემესრულებინა, მე აქ მძინავს-თქო, მაგრამ გადავიფიქრე, გვერდი ვიცვალე და თავიდან დავიძინე, სანამ ყველანი აიშლებოდნენ.

ზეგაანის ტყე ძალიან ლამაზი იყო, აი უძალიანლამაზესი, მშვიდი და რაღაცნაირი, ნისლიანი. აი ისეთი, რომ უნდა დაჯდე და გაირინდო და სიჩუმეში ფოთლები ცვიოდეს და შენ უყურებდე და იმაზე ფიქრობდე, როგორ მოკვდები შენც ამ ფოთოლივით და სანამ დრო გაქვს, უნდა იცხოვრო.

მაგრამ მერე გაწვიმდა, აპარატი შევინახე, მოუთმენლად ავიწურე წასვლის მოლოდინში და შემდგომი რამდენიმე საათი მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, როგორ მივიდოდი სახლში, ავანთებდი ღუმელს, ჩავიცვამდი პიჟამოებს, გავეხვეოდი თბილ ხალათში და დავლევდი ყავას.

განწყობის ამბავია ყველაფერი, მე რომ “მერერარომწვიმს” ნოტაზე მოვმართულიყავი, ალბათ ბევრს გავერთობოდი, მაგრამ რაღაცეები ნანახი მქონდა, თან ცუდი ფეხსაცმელი მეცვა, ბათინკი ძალიან ჭუჭყიანი იყო და ბოტასი ჩავიცვი, წვიმაში გადაღება არ გამოვიდოდა და ნუ მოკლედ… ვინანე, რომ წიგნი ან ქინდლი არ წავიღე თან.

კიდე რაღაცეები ნახეს იმ დღეს, მე მაკროები ვნახე/გადავიღე, ხარება და გოგიას მოვუსმინე იქვე მოქეიფე ხალხის შესრულებით.

სანამ  მრგვალ ეკლესიას იღებდნენ ,რომელიც რომელიღაც ვიღაცამ (ნიტო თემმურ-ნელგმა ნიტო ჩინიზ-ხანმა ნიტო ყვავი-ჩხიკვის მამიდა-დამპყრობელმა) თავლად გადააკეთა, მე გასვლის საუკეთესო ფოტო გადავიღე, იმჰო, რასაკვირველია.

მერე იყო ღამის თელავი და კხმ, აი სხვას აპარატს რომ მიცემ, რა მოსდის ფოტოებს, არადა ავტომატური გადაღების რეჟიმზე მეყენა, მეტი მარტივი რაღა დამეყენებინა, ა? …

მერე… მერე იყო ეს, უძველესი ჭადარია ასე მორთული, ავატარში სიცოცხლის ხე რომაა, იმას გავს.

მერე სახლი იყო. სახლში მისულმა, როგორც მჩვევია, ბარგის “დათვლა” დავიწყე,  “ჩამოვთვალე” რუგზაკი, პარალონი, ფოტოაპარატი, საწვიმარი და უცებ მივხვდი, რომ ბათინკები არ მქონდა. არც მძღოლის ნომერი მქონდა, სასწრაფოდ ვიკითხე ფბ-ზე კარავის ჯგუფში და მაშინვე მიპასუხეს (გულიკი) , რომ გადავრეკე, მარშუტკა გააჩერა, მოძებნა და ვერ ნახა, თუმცა მითხრა, რომ ბოლოს ჩამოსულებმა ყველაფერი წაიღეს. ამასობაში ფბ-ზე ავტეხე განგაში და დავაფრქვიე ცრემლები (მართლა ვტიროდი, მოლაშქრისთვის კარგი ბათინკი ყველაფერია, ესენი კიდევ ორი წელია მაცვია და ძალიან მიყვარს და ფეხზე მაქვს მომჯდარი და ახლის ყიდვა დიდი თავისტკიილია). ორგანიზატორმა მითხრა, ვინც ცხოვრობდა გლდანში, მერე ერთ-ერთმა მონაწილემ დამიპოსტა, ჩვენ გვაქვსო და ამოვისუნთქე მშვიდად და მოვიწმინდე კურცხლები.

არა, კი ვიფიცებოდი, რომ წლის ბოლო გასვლაა თქო, მაგრამ მემგონი კიდევ წავალ სადღაც…

p.s. ფოტოების სრული ალბომი იშოვება აი ამ ლინკზე

ჩემი შემოდგომა 2012


ქონდრის ჩაის მთა-თუშეთის სურნელი აქვს


თუშურ წინდებს ვქსოვ, ვიხსენებ როგორ უნდა ქუსლის ამოყვანა და ხუთი ჩხირით ქსოვა. ჯერ ერთ ფერში, შემდეგ ჯერზე ფერებსაც გავურევ.

ეზოში შემოდგომურები ყვავიან.

მიწა უკვე ნესტიანია, ტყე-სველი, ამინდები-სუსხიანი. ბოლოჯერ ვიჯექი წელს კოცონთან.

კლავიატურის გვერდით ბროწეულები მელოდებიან, როდის გავარჩევ.

ზაფხულამდე დიდი დროა,  და იმის იმედი, რომ ამ ზაფხულს მომავალი ზამთრის ქონდრის ჩაის მარაგს შევაგროვებ, არის.

თელავი, ბავშვობა, შემოდგომა


თელავი, მზიანი შემოდგომა

დღეს ისეთი ამინდია, როგორიც ძალიან ხშირად იცის თელავში შემოდგომობით. ნაწვიმარი, მოწმენდილი ცა, წვიმისგან დაცვენილი სველი, ყვითელი ფოთლები, რომლის დაგვაც ჯერ ვერ მოასწრეს და სველი ჰაერი. მე სუნთქვა ვერ მყოფნის, ვცდილობ ღრმად ვისუნთქო და ვგრძნობ როგორ მეკუმშება ფილტვები ამ სველი, ნესტიანი ჰაერისგან. ხეებიდან კიდევ წვეთები წვიმს.

რაც თბილისში გადმოვედი, ერთადერთხელ ვნახე ნისლი, მაშინ მთელი თბილისი გადაირია და მე მიკვირდა, ნისლი არ უნახავთ თქო?

თელავში ხშირადაა ნისლი. ისეთი სქელი, რომ გარეთ გასულს სახეზე ლამის წვეთებად გეცემა. რამდენჯერ წავსულვარ სკოლაში ასეთ ნისლში. მაშინ რატომღაც არ ვფიქრობდი, რომ ნისლის დროს სახლში უნდა დარჩე. წვიმაშიც კი, დავიჭერდი ქოლგას და სკოლაში მივდიოდი, ნხევარი სათი უნდოდა ფეხით, ტრანსპორტი კი არ მოძრაობდა.

ერთხელ ისე იწვიმა, ნიაღვრები მოდიოდა, ნახევარი კლასი სველი იყო და დამრიგებელმა მაინც არ გაგვიშვა სახლებში. ცუდი მასწავლებელი და კიდევ უფრო ცუდი და უტაქტო ქალი იყო ზოგადად, ურჩ მოსწავლეებს ბაბუნიძის ეზოში გადაგდებით ემუქრებოდა ხოლმე და შალაურში მცხოვრებ მოსწავლეებს შალაურიდან მოთრეულებს ეძახდა.( ეს დაახლოებით ისე ჟღერდა, როგორც გლდანიდან ან ვაზისუბნიდან ან მუხიანიდან მოთრეული.)

მაშინ მეგონა, რომ შალაურში ცხოვრება დიდი საშინელებაა, უფრო საშინელი, ვიდრე ყარაჯალაა. საერთოდ, მემგონი, თელავში უმცირესობები არ უყვართ, ყოველ შემთხვევში, ჩემს იქ გატარებულ 16-წლიან მეხსიერებაში ასე შემორჩა.  არადა აქ ძალიან ბევრი არაქართველი ცხოვრობს, გადაკეთებული გვარებით, და მაინც არ უყვართ “სხვები”.

სამაგიეროდ, მე თბილისში გადმოსვლის მერეღა გავიგე, რომ ლტოლვილები ცუდები არიან და მტრები და ა.შ. და ა.შ. მე მყავდა აფხაზეთიდან დევნილი კლასელი და თვით ჩემს ყველაზე უტაქტო და უხეშ მასწავლებელსაც კი არ მოსვლია აზრად არასოდეს, რომ ამის გამო შეურაცხყოფა მიეყენებინა. ერთადერთი, რითაც ჩვენგან განსხვავდებოდა ის იყო, რომ გვარი ქონდა დასავლური, მგონი მეგრული. თბილისური დევნილური მტრის ხატი თელავში ეროვნული ნიშნებითაა ჩაანაცვლებული. (რას ერჩით ისე დევნილებს? ადამიანებმა ამხელა უბედურება, ომი, შიმშილი, უსახლკარობა გამოიარეს და კიდე ესენი არიან/იყვნენ “ცუდები”?)

ჩემი აზრით, თელავი არ არის კახეთი, თელავი ცალკე ერთეულია, თავისი ინტელიგენციით, თავისი მშვიდი და მდორე ცხოვრებით, სადაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რა გაცვია, ვისთან მეგობრობ, სად დადიხარ, რას ჭამ და რას იძახის შენზე მეზობელი თამარა ბებია.  ჩვენც გვყავდა კორპუსში ერთი თამარა ბებია, ბოსტანი ქონდა 90-იან წლებში თითით საჩვენებელი, კიდევ ბუტკაც ქონდა და ბავშვებს გვიშლიდა მკვახე ხილის ჭამას, არადა მისი შვილიშვილი ჩემხელა იყო და ერთად ვიპარავდით იმ ხილს, მერე კრიშაზე მივძვრებოდით და იქიდან კურკებს ვისროდით.

მთელ ქუჩაზე ჩვენი კორპუსია ერთადერთი, რომელიც შემოღობილია და დიდი, გამწვანებული ეზო აქვს კაკლით, ცაცხვებით, ბაღში ალუბალი, ბალი, ალუჩა, ტყემალი, ქლიავები, კომში, თხილი და ძალიან გემრიელი ლეღვი დგას. კიდევ ხეივანია ყურძნის და ეზოს წინ, გზის პირის გაყოლებაზე, ნაძვებია ჩარიგებული. ჩვენი მამები რომ გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად, მაშინ მოიტანეს ტყის მიწა და ჩვენთვის გააშენეს ეს ბაღი. ახლა კორპუსში ორი კინკილა ძველი მოსახლეა, თამარა ბებო 90-იანებში გარდაიცვალა, შარშან გორგიშელიც დაიღუპა და სულ აღარავინ დარჩა, ვინც ამ ყველაფერს მიხედავს და ვერანდება ასე. ეზოში პამპერსები ყრია, არადა, ვინ გაბედავდა თამარა ბებოს დროს სპიჩკის დაგდებასაც კი. წლევანდელმა ქარიშხალმა კიდევ ის ნაძვები მოგლიჯა, გზისგან და გამვლელებისგან რომ იფარავდა ეზოს.

ახლა ისეთი ამინდია თბილისში, მხოლოდ თელავში რომ იცის ხოლმე, ჰაერში ნისლი და ყვითელი ფოთლების სუნი დგას, ძირს უამრავი ცხენისწაბლი ყრია ალბათ და მე არ მენატრება ის მშიერი ბავშვობა, ჩვენ ყველას რომ გვქონდა 90-იანებში.

პ.ს. ლეპტოპში გადმობარგებისას მემგონი მთელი ის სურათები დავკარგე, თელავის რომ მქონდა შენახული. ბლაჰ…

შემოდგომა-მდე


 

ჰაერში უკვე შემოდგომის სუსხი და სურნელია.

სულ ცოტაც და…

მე ისევ ჩავიცვამ ორი ზომით დიდ სვიტრებს და კაპიუშონიან ჟაკეტებს, გავიკეთებ დიდი ჭიქით ქონდრის ჩაის, შემოვალაგებ თბილწინდებიან ტერფებს რადიატორზე და გავიყურსები,

 

…სანამ ზაფხული მოვიდოდეს.

 

მე მიყვარს მზე


დაბადების დღე-22 ივლისი.
ზოდიაქო-კიბორჩხალა, წყლის ნიშანი.

კი, როგორ არა…

მზის ადამიანი ვარ მე.

მზის, რომელიც დილაობით ფანჯარაში მიჭყიტინებს, ფარდაზე მოქარგულობებს მიხატავს და მეუბნება-გაიღვიძე, კიდევ ერთი თბილი და ჟღურტულა დღე გათენდა-ო.


ის მზე მიყვარს, ზაფხულობით ბალახზე გაწოლილს რომ მადნება ზედ და მთელ სხეულში მივლის ჟრუანტელებად, გამლღვალი შოკოლადის ნაკადულებივით, ვანილიან კექსზე.


შემოდგომობით ლბილად რომ მეფერება ორი ზომით დიდ, ნაქსოვ ჟაკეტში ჩაფართხუნებულს და აივანზე მოკალათებულს, თან კი ყურძნის, კარალიოკის, აბოლებული ფოთლის გროვების და ახალნაწვიმი თივის ზვინების სურნელი მოაქვს.


ზღვა რომ ირეკლავს, ის სხივები მიყვარს, თვალს რომ ჭრიან, სულში მიძვრებიან და იმ ამბებზე მიყვებიან, ოდესღაც რომ მომხდარა ჩემსკენ, მითარგმნიან და გარშემო დასუნსულებენ, იქნებ რამე ახალი დამაცდენინონ, აიტაცონ და თავის ნებაზე ააქარაშოტონ სამყარო.


გაზაფხულის შხაპუნა წვიმის მერე გამობრჭყვიალებული მზეც ჩემიანია, ოზონის, აყვავებული ხეების, გათიბული ბალახის და სველი მიწის სურნელით. ძარღვებში რომ გივლის სიგიჟედ.

ლაშქრობებში რომ ცხვირს რომ მიწვავს შუადღისას, დილით კარავიდან გამომძვრალს მესალმება და მაფხიზლებს, საღამოობით ცას ღებავს ფერად-ფერადად და კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ოდესმე მეც ავიღებ ფუნჯს მარცხენა ხელში და დავხატავ, ზეთის საღებავებით, მსუყე, ხალასი ფერებით, ხის ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოზე. გვერდით კი მეჯდება კატა.


ზაფხულში, მზის ყველა სიკვდილს ფერები რომ მოყვება, ეგ მიყვარს.


ადამიანები-მზეებიც მიყვარს, თვითონაც რომ ხვდებიან ხშირად, როგორ მზეობენ. ზოგჯერ მამჩნევენ, გამომელაპარაკებიან ან რამეს გაიფიქრებენ, ან, ვერც შემამჩნევენ ისე გაიხედავენ სადღაც, იქეთ, მე კი სულ მახსოვს, რომ ისინი არსებობენ დედამიწაზე და არც ისეთი უმზეოა სამყარო. გოგოები, ბიჭები, ბავშვები, გაფანტულები დედამიწაზე, ჩემი მოთხოვნილებისთვის- მე მზეები მჭირდება სიცოცხლისთვის.

იქნებ თქვენც ხართ ვიღაცის მზე
და არ იცით?

p.s. ყველა სურათა, სადაც მე არ ვჩანვარ, და პირველი, სადაც ვჩანვარ, ჩემს მიერაა ნაცოდვილარი :უსერ:

შიდა ქართლი, დმანისი, შემოდგომა


შაბათის დილა იყო მგონი, კარავზე თემას გადავაწყდი, ერთი ნაცნობი სახელი და კიდევ დმანისი მომხვდა თვალში, მივჭიკარტდი და კვირას, 9:30 რედისონ ივერიასთან ვიყავი დარჭობილი. (კარაველების საყვარელი შეკრების ადგილი, რომელიც მიუდგომელი ციხესიმაგრეა ჩემთვის, არაფერი არ მიდის ანუ ჩემგან), მივდიოდით მე, ბასა-ტტტ, კიდევ კარავი87 (ეს ის აღმოჩნდა, რკონის გასვლაში რომ დავკარგეთ კინაღამ) და მისი მეგობარი დიმიტრი. მანქანის სახელი არ მკითხოთ, ჯუსტ ვიცი, რომ მსუბუქი მანქანა იყო და საწყალი სულაც არ ეცოდებოდა პატრონს.

დმანისში კი… უბრალოდ, ლამაზი იყო და ეკლესიის ჩუქურთმებსაც შევახე ხელი.
აწი მემახსოვრება )))


ხე სიცოცხლისა

ამინდი იყო სუპერ, ანუ მოღრუბლული, ნესტიანჰაერიანი და შემოდგომისფერებიანი.
ქვემო ქართლში ვიყავით, ბევრი ეკლესიები ვნახეთ, მე ყველაზე ძალიან ყორანთა და როსტევანი კიარადა რატევანი მომეწონა, ტოესწ, კი არ მომეწონა, ულამააზეს ადგილებში იყო გაშენებული.


ხოდა, ჯერ დმანისით დავიწყებ, იმიტომ რომ იქ მწვანე ეკლესია იყო, საყვარელი :გულიკები:


ცა აბანოდან კიარდა მისის სახურავიდან ჭვრიტი


ესეც აბანოდან გადავიღე


ზემოთ, ციხიდან მოვფოფხავთ. ჩაფოფხებისას ავტყდი სურათი გადამიღეთ თქო და ისეთი დავენარცხე… კიდევ კარგი დავენარცხე დაარ დავსრიალდი თორემ ჩავსრიალდებოდი ეკლესიამდე და მოვიტეხდი რამეს ))

ხედი სულსულზემოდან


ფერად-ფერადი


შუასაუკუნეების ფეოდალის ციხე-სიმაგრეს გავს, არა?


სხვარი. ერთს ზედაც შევაჯექი, აქ ვერ დავდებ, არაპოლიტკორექტულია მაინც, თან ამდენი ჩემი სახე რაუბედურებაა


რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო, ლამაზი ხომ იყო


ტრადიცია თათრების (თუ სხვა ეთნიკური ჯგუფია,იზვინიაიუს, ვერ ვერკვევი), გოგო როგორც კი 18 წლის ანუ გასათხოვარი გახდება, წითელ ნაჭრებს კიდებენ რომ აჰათ გოგო და წაიღეთო. პ.ს. მე კიდევ მეგონა რომ ვიღაც მოკვდა და იმიტომ გამოკიდესო, ძალიან ბევრგან რომდავინახე მერეღა ვიკითხე და გამარკვიეს.


რომელიღაც წინაპარის ძვალი ყორანთასკენ მიმავალ გზაზე.
პირდაპირ გზაზეა გამოთხრილი ძველისძველი სამარხები


ხედი სადღაც ყორანთიდან. მეჩვენება თუ ელფების მთებს გავს?


ა, ხო, ცხოვრებაში პირველად ვნახე ხის სოკო ხეზე!


რატევანთანვე იყო რარაც ძველისძველი ეკლესია, უგუმბათო და ობოლი, სააამაგიეროდ შიგ 1960-იან წლებში გარდაცვლილი 98 წლის ქალის საფლავი იყო, ზედ ქვის ლოდით. ეტყობა მის ახალგაზრდობაში მოდაში იყო და ძელი მოდით მოინდომა საფლავი, მარა რაღა მაინცადამაინც ეკლესიის შიგნით?!


ეს კადრი შემიყვარდა, რატო, არ მკითხოთ, ვერ დავასაბუთებ.


რატევანი


ბოლნისი….


რატევანი

რატევანში ხაერი იყო ფუსთა-ფუსთა, კრისტალურად, აი იმ მდინარესავით, სამეგრელოში რომ ვიპოვეთ და რომელის სახლიც სულაც არ მახსოვს. და ბალახის სუნი ქონდა ჰახერს, არ ვაჭარბებ, აი ცვეტში, მე ვიყო ფარშევანგი. სანამ თამარიჩი და კარავი სურათებს იღებდა მე ჩამოვრჩი და სოფლის ხმებს ვუსმენდი :გულიკები:


ხავსიანი ქვები რატევანის მიდამოებში…
აუ, ისე, გავღიზიანდი ამ სათათრეთში ძალიან, დიდი სიამოვნებით გავასახლებდი ტათრებს თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ქართულ ენას ეგენი არ სწავლობენ და აქ რა ჯანდაბა დაკარგვიათ?


ცურტავი, აქედან ყოფილა ის იაკობი, ტვინს რომ მიბურღავდა მეცხრე კლასში.
დედები ცხოვრობენო, მაგრამ არ იყვნენ, ეტყობა წირვაზე წავიდნენო დავასკვენით, კრუგები ვურტყით, ვაბრახუნეთ და წამოვედით გაწბილებულები


ზატო ფუსა იყო იქ.


მე-შმაკი 😀


დმანისის ციხეზე ვპოზიორობ სიტყვებით “აუ გადამიღეთ რაააა”, კადრი ეკუთვნის ბასას


მფრინავი ჰოლ… კიარადა პერწკლი


ასოცირებული სურათი, აი ასეთი გასვლა იყო, მწვანე და ფუსთა

პ.ს. გააავიყინე, სახლში რომ მოვედი, ორსაუკუნენახევარი ვლხვებოდი აბაზანაში.

თბილად, მაგრამ თხლად


ძალიან მცივანა ვარ და ამავე დროს ვერ ვიტან ბევრი და თბილი ტანსაცმელი რომ მაცვია, ამიტომ როგორც კი შემოდგომა მოდის, მაშინვე იწყება თავისტკივილი სახელწოდებით “არაფერი მაქვს ჩასაცმელი” მაშინ, როცა კარადაში ჯემპრების მთელი არმია მილაგია.
(ჯემპრები დედაჩემის ნაყიდია, მე გამორიცხულია, ოდესმე ნაქსოვ რამეში ფული გადავაგდო).
სანამ თბილოდა, მეტნაკლებად გამქონდა თავი ბაიკის ჟაკეტებით და შიგნით თხელი მაიკა ან პლაში+”საროჩკა”.
ახლა რომ აცივდა, თბილი დუტის კურტკა და შიგნიდან მოკლემკლავიანი ან სახელოიანი თხელი მაიკები მაცვია და რომ შემხედო, სეზონის გიჟს ვგავარ ამ ბეწვიანი დუტით.
მეორე დუტიც მაქვს, გარანტიას ვიძლევი, ჩრდილო პოლუსზე არ შეგცივდებათ, ისეთი თბილია, ყინვებში თხელი ჯემპერივით რამით და ამითი ისე დავდივარ, ვერც კი ვგრძნობ რომ ცივა + ქუდის ბურძგლები ქარს და სიცივეს იჭერს 100%-ით და სახემდე არ უშვებს.

ხოდა რატომ დავწერე ეს ყველაფერი…
ორი დღეა ვაგზალზე დავეხეტები, რამე სახელოიანი თხელი მაიკა მინდა, კურტკის ქვეშ ჩასაცმელად, და ვერ მიპოვნია, სულ უთბილესი ჯემპრები ან ფრონცქი საროჩკებია, კურტკის ქვეშ რომ შეგეცოდებიან გასაჭყლეტად პლიუს ჩემთვის მოუხერხებელია. ძალიან ვეცადე მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიწონე : (

რა უბედურებაა, რატომ აცვია ამ ხალხს თხელი მოსაცმელი და ნაქსოვი ჯემპრი,რომელშიც ქარი და სიცივე ატანს?
რამე მაზოხისტური კაიფია და მე ვერ ვიგებ?
არა კი ვიცნობ ადამიანს, რომელსაც უყვარს სიცივე, წვიმა, ქარი, მაგრამ ის არც ცდილობს “თბილად” ჩაიცვას, თხლად აცვია ხოლმე.