ამ მთისა, იმ ბარისა…



ბანანის გემო ტუჩებზე
Redbull+vodka
და
თავისუფლება უდაბნოს ცხელ ქვიშებში.

არაფერია იმაზე მარადიული ვიდრე ემოციები.

დედამიწა არც ისეთი მრგვალია, როგორც ჩვენ გვგონია
ქვა ვერ შეხვდება ქვას
თუმცა ჩვენი მთები ერთ დროს ოკეანის ფსკერზე იყვნენ,
ზღვის ვარსკვლავებს, როგორც ფოსტალიონებს
მიმოქონდათ ამბები
იმ მთისა, ამ ბარისა…

ისე, უბრალოდ…
იმ მთისა…
ამ ბარისა…

არც ისე ფერადია ცა


მერე რა, რომ დედამიწა ისეთი მრგვალი არ არის როგორიც გეგონა

რომ მთვარე ყვითელია და თანაც ვადაგასული.

რომ ხუნწი სულაც არ არის გემრიელი და

არც ისეთი ფერადია ცა, შენი ჩაცმულობა რომ დაიმახსოვროს.

მიაუ-აუ.

შემისუნთქე


მზიანი ფერებით
თუ მოგეფერები.
მომხვიე ხელები და
ჩუ!
თავი დამადე და
შემისუნთქე,
შემიგრძენი
როგორც შემოდგომას
გრძნობენ ხოლმე ყვითელი ფოთლები.

ყაყაჩოები ხელისგულებზე


ასჯერ ასი და

ათჯერ ათასი

ემოციებით გადავსებული

გადმოვიღვრები შენს ხელისგულზე.

მოვკალათდები

ფეხსაც მოვირთხავ

პურის ყანასავით ცხელი, მზიანი…

ყაყაჩოები ამოსულან ხელისგულებზე

შეამჩნიე?

ნამუსის კამარტელი


გაყოფილი აზრები
გაყოფილი მოქმედებები
გაყოფილი სიზმრები.
სარეცელი.
გაცრეცილი საცერელი…
ცრის
ემო-ციებს
არაფერი თქვა
ახლა ყველა სიტყვას ძალა აქვს დაკარგული და
მხოლოდ იმას ნიშნავს
როგორ გამირბის საღი აზრები სადღაც,
ცისარტყელას მიღმა.

(c) პერწკლი

წერო სახურავზე


დავბრუნდები იქ, სადაც მელიან,
ავაშენებ კოშკს დუღაბით,
სახურავზე წერო დაიბუდებს
და აღარ წავა.
დავბრუნდები დასასრულთან
საიდანაც დაიწყო.
და გზაჯვარედინზე
კიდევ ერთხელ გავაკეთებ არჩევანს