კინაღამ დაკარგული ბათინკები


მიუხედავად იმისა, რომ სველოდა, წვიმდა, თოვდა, ქარიშხალი იყო და მიწისძვრა და ურაგანები და ხვლინჭკობები და ამისწინა პოსტის განწყობა მჭირს ჯერ კიდევ,  კიარადა, მიუხედავად ყველაფრისა, ავდექი და წავედი  კახეთში,  შემოდგომის სანახავად.


ჩანთა ბოლო წუთებში ჩავალაგე, საწვიმარი ბოლო საათებში ვითხოვე, ზვიოს ბოლო დღეს ვთხოვე გავეყვანე დილის ექვსზე კოლმეურნეობაზე და ისე საყვარლად დამაგვიანდა, რომ მემგონი ჩემი ლაშქრობა-ექკურსიების ისტორიაში პირველად (და იმედია უკანასკნელად) იმ გვერდითა სკამზე ვერ მოვხვდი, როცა “მარტო როცა მივდივარ” , მაშინ ვჯდები ხოლმე. სამაგიეროდ, სულ წინ ვიჯექი და გათბობა მქონდა ცხვირწინ და დასველებულს 5 წუთში მაშრობდა.
ძალიანძალიან მინდოდა ახმეტის თეთრი გიორგი მენახა. ამ ეკლესიაში სამი წლის ასაკში მომნათლეს (და ცხვარიც დაკლეს), ხოდა როგორც იქნა მივაღწიე იქამდე. ისე, იქაურები იძახიან ხოლმე, თეთრგიორგში თუ მიდიხარ, უკან არ უნდა გაბრუნდე, შურისძიება იცისო და რაღაც საშინელ ისტორიებს დააყოლებენ ხოლმე.

მერე ალავერდი ვნახეთ და გავბრაზდი, იმდენი შეზღუდვა დამხვდა.

მერე იყო ისა… მმმ…სატვირთოთი ბოდიალი ძალიან ლამაზ ტყეში. გზა საკმაოდ ტალახიანი იყო და მანქანა ალაგ-ალაგ ბუქსავდებოდა, ალაგ-ალაგ ორმოებში ვარდებოდა, ალაგ-ალაგ კიდევ რაღაცნაირად ქანაობდა, “დრიფტაობდა” , ალაგ-ალაგ საერთოდაც ბორბლები ღრმა თხრილებში უვარდებოდა და ორმო-ორმო დავდიოდით. გზა იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ თან ჟინჟლავდა, თან თავს ძლივს ვიმაგრებდი და ფოტოები არ გადამიღია, სანამ არ მივედით.

გზა ვითომ საშიში იყო, მაგრამ თუშეთში და ტბათანაში ასვლის გამოცდილება გავიხსენე და საერთოდ გამიქრა ყველანაირი შიში, თუ რამდენიმე ორმოს/ტალახს არ ჩავთვლით, სადაც ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი და თან ცოტაარიყოს ვაიმე. რამდენიმეგან მანქანა ისე გადაიხარა, მეგონა რომ ამოყირავდებოდა.

ფოტოები მინდოდა გადამეღო, “სიცოცხლის” თემატიკით, რამდენიმე დღე მუზას ვეძებდი და არ მოდიოდა, ხოდა იმ კონკრეტული დღის ხასიათიდან გამომდინარე, რომ მივიხედ-მოვიხედე, უცებ მივხვდი რა უნდა გადამეღო და ასეთი სიცოცხლე გადავიღე.

მერე უკან დავბრუნდით, იმავე სატვირთოთი, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ასვლისას და ვაზისუბნისკენ დავიძარით. უკვე ბნელდებოდა, გზა შორიაო, დაღამებულზე ჩამოხვალთო, ჩემი კოჭი გავიხსენე და დავრჩი. მირჩევნია ახლა გამოვტოვო წვრილმანები და შემდეგ ზაფხულს ბეეევრი ვიარო, ვიდრე პირიქით-თქო.

სამი გადაბმული სკამი ავარჩიე, ვიღაცის ჩანტაზე ჩემი პარალონი დავდე, ტალახიანი ბათინკები მაქსიმალურად უსაფრთხოდ შემოვალაგე მძღოლთან რომ ამაღლებული ჯებირია, იქ, ზემფირა ჩავრთე და ისე ჩამეძჳნა, ვერც მივხვდი. სანამ ხალხი ბოდიალობდა მე და რამდენიმე ადამიანს ასე გვეძინა, მაგრამ ხან ვინ დარეკა იმის გასაგებად, რატომ დავბოდიალობდი და თბილისში არ ვიყავი, ხან ვინ-რატომ მეძინა მარშუტკაში და არ დავბოდიალობდი და იძულების წესით გავიღვიძე.

დანარჩენებმა დაუღამებლად ჩამოაღწიეს, თქვეს რომ ძალიან ლამაზი ადგილები ნახეს და რომ მე მომეწონებოდა. მე გავიღიმე და გავიარეთ.

მერე თეოს სახლში მივედით და უზარმაზარი სუფრა დაგვხვდა. გაძუნძგლულები და გაბომჟილები ფეხსაცმელებს ეზოში ვიცვლიდით, რომ მთელი ის ტალახები ოთახებში არ შეგვეტანა. მე მოვახერხე და უცებ ტანსაცმელიც გამოვიცვალე, მაბარძგვალებს, როცა ტალახიანი რამე მაცვია მაშინ, როცა სუფთა გარემოში ვარ.  კარავში ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ უცებ გაწკრიალებულ გარემოში მოხვედრისას აბზზ დამემართა.

ვიცოდი, რომ არავინ არ უნდა დაგვხვედროდა და უცებ ამდენი მასპინძელი დაგვხვდა და უცხო გარემოში ორი დღე მეზობლის ბავშვივით ვიტუზებოდი ხან სად, ხან სად, ყავისთვის ცხელი წყლის მოთხოვნებით და აბაზანასთან მიყარაულეთ-რაა-თქო.

გემრიელი ღვინო იყო, საჭმელი კიდევ უფრო უკეთესი, განსაკუთრებით ჯონჯოლის მწნილი და ბადრიჯანი ნიგვზით, რომელსაც ბროწეულები ზემოდან კი არ ეყარა, შიგნით ქონდა, გულსართში, და ბევრად უფრო უკეთესია ასე, სხვათაშორის. ხოდა კიდევ ძალიან კახური სუფრა გვქონდა სადღეგრძელოებით, კახური იუმორით და ანეგდოტ-სადღეგრძელოებით და ჩვენი სიმღერის მცდელობებით. (ტექსტები არ ვიცოდით ბოლომდე არაფრის)

მერე, როგორც  ხდება ხოლმე, ბიჭები მაგიდიდან აიშალნენ, გოგოები დიასახლისებს მაგიდის ალაგებაში მივეხმარეთ და მერე გოგოებმა კი დავიძინეთ, მაგრამ დიდხანს მესმოდა, ბიჭებს როგორ არ ეძინათ და როგორ დადიოდა ლაშა საქმიანად და ხმამაღლა წინ და უკან.

ზეგაანი

ზეგაანი

დივანზე მეძინა, ლოგინები გაგვიშალეს, მაგრამ მე სპალნიკში ჩავწექი, ასე უფრო “სახლში” ვგრძნობ ხოლმე თავს. კარგა ხანს ვერ მოვისვენე, მოუხერხებლად ვიწექი, და უცებ მივხვდი რატომ, პირიქით მეძინა. შემოვტრიალდი, ანუ ფეხების ადგილას თვი დავდე, როგორც სახლში, იმ მიმართულებით დავწექი და მაშინვე გავითიშე.

დილით პარკის შარიშურმა გამაღვიძა, ის-ის იყო, პატაპუტინას მანევრი უნდა შემესრულებინა, მე აქ მძინავს-თქო, მაგრამ გადავიფიქრე, გვერდი ვიცვალე და თავიდან დავიძინე, სანამ ყველანი აიშლებოდნენ.

ზეგაანის ტყე ძალიან ლამაზი იყო, აი უძალიანლამაზესი, მშვიდი და რაღაცნაირი, ნისლიანი. აი ისეთი, რომ უნდა დაჯდე და გაირინდო და სიჩუმეში ფოთლები ცვიოდეს და შენ უყურებდე და იმაზე ფიქრობდე, როგორ მოკვდები შენც ამ ფოთოლივით და სანამ დრო გაქვს, უნდა იცხოვრო.

მაგრამ მერე გაწვიმდა, აპარატი შევინახე, მოუთმენლად ავიწურე წასვლის მოლოდინში და შემდგომი რამდენიმე საათი მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, როგორ მივიდოდი სახლში, ავანთებდი ღუმელს, ჩავიცვამდი პიჟამოებს, გავეხვეოდი თბილ ხალათში და დავლევდი ყავას.

განწყობის ამბავია ყველაფერი, მე რომ “მერერარომწვიმს” ნოტაზე მოვმართულიყავი, ალბათ ბევრს გავერთობოდი, მაგრამ რაღაცეები ნანახი მქონდა, თან ცუდი ფეხსაცმელი მეცვა, ბათინკი ძალიან ჭუჭყიანი იყო და ბოტასი ჩავიცვი, წვიმაში გადაღება არ გამოვიდოდა და ნუ მოკლედ… ვინანე, რომ წიგნი ან ქინდლი არ წავიღე თან.

კიდე რაღაცეები ნახეს იმ დღეს, მე მაკროები ვნახე/გადავიღე, ხარება და გოგიას მოვუსმინე იქვე მოქეიფე ხალხის შესრულებით.

სანამ  მრგვალ ეკლესიას იღებდნენ ,რომელიც რომელიღაც ვიღაცამ (ნიტო თემმურ-ნელგმა ნიტო ჩინიზ-ხანმა ნიტო ყვავი-ჩხიკვის მამიდა-დამპყრობელმა) თავლად გადააკეთა, მე გასვლის საუკეთესო ფოტო გადავიღე, იმჰო, რასაკვირველია.

მერე იყო ღამის თელავი და კხმ, აი სხვას აპარატს რომ მიცემ, რა მოსდის ფოტოებს, არადა ავტომატური გადაღების რეჟიმზე მეყენა, მეტი მარტივი რაღა დამეყენებინა, ა? …

მერე… მერე იყო ეს, უძველესი ჭადარია ასე მორთული, ავატარში სიცოცხლის ხე რომაა, იმას გავს.

მერე სახლი იყო. სახლში მისულმა, როგორც მჩვევია, ბარგის “დათვლა” დავიწყე,  “ჩამოვთვალე” რუგზაკი, პარალონი, ფოტოაპარატი, საწვიმარი და უცებ მივხვდი, რომ ბათინკები არ მქონდა. არც მძღოლის ნომერი მქონდა, სასწრაფოდ ვიკითხე ფბ-ზე კარავის ჯგუფში და მაშინვე მიპასუხეს (გულიკი) , რომ გადავრეკე, მარშუტკა გააჩერა, მოძებნა და ვერ ნახა, თუმცა მითხრა, რომ ბოლოს ჩამოსულებმა ყველაფერი წაიღეს. ამასობაში ფბ-ზე ავტეხე განგაში და დავაფრქვიე ცრემლები (მართლა ვტიროდი, მოლაშქრისთვის კარგი ბათინკი ყველაფერია, ესენი კიდევ ორი წელია მაცვია და ძალიან მიყვარს და ფეხზე მაქვს მომჯდარი და ახლის ყიდვა დიდი თავისტკიილია). ორგანიზატორმა მითხრა, ვინც ცხოვრობდა გლდანში, მერე ერთ-ერთმა მონაწილემ დამიპოსტა, ჩვენ გვაქვსო და ამოვისუნთქე მშვიდად და მოვიწმინდე კურცხლები.

არა, კი ვიფიცებოდი, რომ წლის ბოლო გასვლაა თქო, მაგრამ მემგონი კიდევ წავალ სადღაც…

p.s. ფოტოების სრული ალბომი იშოვება აი ამ ლინკზე

Advertisements

მთ(ლ)იანი აჭარა (I)


რა სევდიანია, რომ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც საბოდიალოდ დავდიოდი, უკვე თვეებია, აღარ მინახავს.

რა სევდიანია, რომ საუკეთესო მეგობარი მხოლოდ მაშინ გახსენდება, როცა მისი “სახლისკენ” მიმავალ გზას ადგახარ.

რა სევდიანია, რომ…

მე კი, ტრადიციულად, თბილისიდან გავრბივარ, უცხო ხალხი, უცხო გარემო, უცხო, უცხო, უცხო, არაჩვეულებრივი, არაჩემნაირი, არაშეჩვეული, არშეჩვევადი, ოღონდ არა ის, რაც უკვე არის.

ხოდა, მოკლედ, ავიღე ბარგი და წავჩანჩალდი, უკან მრჩებოდა ფეხები, ხელები, თავი და საერთოდაც ღნავილი უფრო მინდოდა, ვიდრე იმწამს იმ მარშუტკაში ჯდომა და არაშის მოსმენა. (თუ ვინ იყო იქ ის ჟღავილა ტიპი ორნოტიანი სიმღერით).

პირველი გაჩერება ახალციხე იყო. არასოდეს ვყოფილვარ ახალციხეში, მხოლოდ გვერდს ვუვლიდი და გულწრფელად გამიკვირდა, როცა მწვანე გაზონები აღმოვაჩინე და კიდევ ხეები, ეზოებში. ისეთი უფერული და მტვრიანი ჩანდა ხოლმე, რავიცი.

ახალციხეში ლოგინზე მეძინა (აქ დიდი ვაშა), დილით აბაზანაში ერთ-ერთი პირველი შევედი, მერე ჩაიდანი დავადგი, ყავა დავისხი, აივანზე გავედი და დილის ყავას “ჩავუჯექი”.

მერე წავედით… აი მომკალი და არ მახსოვს სად წავედით, ერთი ის ვიცი, რომ ძალიან ბევრს დავდიოდით და მეტრანახევრიანი მე ვერ ვეტეოდი სკამში და გულწრფელად მეცოდებოდა იქვე მჯდომი ორმეტრიანი ბიჭი, რომელიც მთეეეეელი გზა ცდილობდა რამენაირად მოთავსებულიყო და კიდევ ზვიადის მარშუტკა მენატრებოდა.

მივიდოდით, გავჩერდებოდით, კამერას გავაჩხლაკუნებდით, ჩავსხდებოდით, წავიდოდით, მივიდოდით, კამერას გავაჩხლაკუნებდით, ჩავსხდებოდით, წამოვიდოდით.

გოდერძის უღელტეხილზე მინდოდა მეთქვა ერთი-ორი სიტყვა: ლამაზია! და ოდესმე ფეხით გავივლი, თავიდან ბოლომდე.

ვიარეთ-ვიარეთ და მივედით ბეშუმამდე, იყო ნისლი, სიცივე, წვიმა, ქარი და თოვლის ნაგლეჯები და ხის სახლები და ბევრი ხის სახლები და კიდევ ძროხები, უცნაური ზმუილა ხმებით და ჩვენ ჩამოვედით მარშუტკიდან და გავუყევით გზას ფეხით, მწუნე ტბამდე (არადა შაბიამნისფერია). ბეშუმი ძალიან გავს ბახმაროს, ოღონდ აქ სახლები უფრო დიდია, მხოლოდ ხისგან ნაშენი და შორი-შორს განლაგებული.

ვიარეთ-ვიარეთ-ვიარეთ და მივედით და ვნახეთ მომწვანოსფერი ტბა, გზაზე შემოგვხვდა ბევრი ჭრელრქებიანი ძროხები და ჩამოგლეჯილი ბავშვები და მწყემსები. მე მეცვა კვასკვასა სტაფილოსფერი უზარმაზარი პონჩოს სტილის საწვიმარი და ჩემთვის ჩუმად მეშინოდა ხარების. მერე ერთი მწყემსი გამოვიჭირე და ვკითხე რამდენად საშიში იყო. დამცინ-დამამშვიდა.

მოლაშქრეების უმეტესობა სულმთლად დასველდა, მე მხოლოდ ბათინკი დამისველდა, ისიც იმიტომ, რომ კარგად ვერ გადავხტი და უკანა გზაზე მომდინარო რაღაცაში ცალი ფეხი ჩამივარდა. ხოდა ახლა წარმოიდგინეთ ერთი ციდა მარშუტკა, სადაც 18 კაცი იცვლის ტანსაცმელს…

ხოდა მერე ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მე იმ სტადიაში გადავედი, რომ იღრინები და მიქელანჯელოს დავითიც კი ცალ ფეხზე რომ გკიდია, ხალხის უმეტესობა ქობულეთისკენ წასვლას ითხოვდა, მაგრამ ორგანიზატორმა ქვა ააგდო, თავი შეუშვირა, ხმა ჩაგვაწყვეტინა, ვიღაც მუსულმანი ბიჭი მოძებნა რუსულსამანქანენიშნიანი მანქანიდან გადმოსული და წავედით ღორჯომის მეჩეთის სანახავად. ყოველი მოსახვევის მერე მეგონა, რომ მოვედით, მაგრამ უშედეგოდ. ბოლობოლო რომ მოვედით მეჩეთამდე, აღმოჩნდა, რომ ორი ბორბალი ჭკა და ამ სოფელში უნდა დავრჩეთ.

ვა-ი-მე!

განა რა, მაგრამ იმ მანქანის რუსულ ნომრებზე გავჭედე თავიდანვე და კატეგორიულად არ მინდოდა იმ სოფელში ღამის გათევა, კაცმა არ იცის სად და ვისთან და როგორ.

არადა…

ბათუმის პიაცას თუ არ ჩავთვლით, ერთ-ერთი საუკეთესო აგილი იყო.

შევესიეთ ყოფილი გამგებელის ოჯახს, დავალაგეთ ჩანთები, დავიკავეთ საწოლები, დავფინეთ სველი ტანსაცმელი და მივაფიცხეთ ღუმელს ფეხსაცმელები (ზუსტად ისე, როგორც ნუნისში), ვისაც დასაფენი ადგილი არ შეხვდა, ხელში ეჭირა და ისე აშრობდა.

ხალხის ნაწილი საჭმელს მოეზიდებოდა, იქვე რამდენიმე მამრი ფეხბურთს მიაშტერდა, გოგოები ჭორაობდნენ, მეზობელი ქალები შემოვიდნენ, ჩამოსხდნენ და ჩვენ გვაკვირდებოდნენ მდუმარედ, მე ღუმელთან ვლხვებოდი და ველოდებოდი როდის მოდუღდებოდა პირდაპირ ღუმელზე დადგმული ყავის ჭიქები.

ბორანო

ბორანო

ამასობაში სუფრა გაიშალა და ვეცით დამშეულები. იყო ფიჭის თაფლი, ჯუსტ თაფლი, ცხიმში მოხარშული თუ მოხრაკული ყველი- ბორანო და გაწურული მაწონი, რომელიც კონსისტენციით ნადუღს წააგავდა და ისეთი მჟავე იყო, პირს შუშხავდა. კიდევ გვქონდა ლადოს მამის გამოტანებული წითელი ღვინო ახალციხიდან და იყო მნამ-მნამ.

მე არ მომეწონა ბორანო, ყველი ძალიან მკვრივი და მლაშე იყო, ცხიმი კი ისედაც არ მიყვარს. მეორედ არ გავსინჯავდი. ისევე, როგორც ბახმაროში კაიმაღს.

იმჰო, მთაში, სადაც არ უნდა წახვიდე, უამრავი ცხიმის, ყველის, ხაჭოს და მაწვნის რამენაირი კომბინაციისგან გაკეთებული საჭმელი აუცილებლად ექნებათ ადგილობრივებს.

მეჩეთი არ მინახავს, დამეზარა, ფეხზე სიფრიფანა ბოტასები მეცვა და დამესვრებ-წყლი შემივიდოდა  და მეტი აღარ მქონდა. (საერთოდ ამ გასვლაში ძალიან ბევრი რამე დამეზარა რატომღაც), სამაგიეროდ დიასახლისებთან ვიჭუკჭუკე.

:გაგრძელება იქნება თუ არ დამეზარება:

ხარაგაულელი მწყემსები


ოდესმე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გასეირნებას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად აიყვანეთ მეგზურები.

რატომ?

წინა დღეს თექვსმეტი კილომეტრი ვიარე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, პანორამების ბილიკზე. მძიმე ზურგჩანთა ცხენმა ატარა, მწვანე ზურგჩანთაში ჩაგდებული  ფოტოაპარატი, მოსასხამი, ქიშმიში და წყალი ბოთლით-მემ.

ღამე კარავში შევძვერი, კარი ღია დავტოვე, საძილე ბოლომდე შემოვიკეცე, კეთილი მასპინძლის მიერ დატოვებული პლედიც გადავიფარე, ცხვირი გავყავი გარეთ, სუფთა ჰაერის სასუნთქად და თვალებიდან  თმები გადავიწიე, ვარსკვლავიანი ცის დასანახად.

დილა ასეთი გათენდა. მზიანი და ლურჯციანი.  უსასრულოაღმართდაღმართებიანი, ფერად და უსასრულოველებიანი.

მერე ლურჯი ცა  განაცრისფრდა და წვიმამ დასცხო.  გამყოლმა ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს, ბილიკიდან გადაუხვია ცხენებიანად და გაიქცა. გამოვეკიდეთ.

თურმე იქვე მწყემსები იყვნენ და მათ შეგვიფარეს. ღობესთან ჩვენი ერთ-ერთი ცხენი მოჩანს, გარშემო წვიმის, ტყის და ფიჭვის სუნი დგას.  ქოხმახში ჩვენ ვართ შეყუჟულები, გამოდარებას ველოდებით, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს. გამყოლები ბილიკიდან გადახვევას და გზის მოჭრას გვთავაზობენ, სანდლები სულ დამისველდა და ბათინკები მაცვია, საწვიმარში ვიყუჟები და ძალიან ვცდილობ, სხვის პანიკაზე და წუწუნზე არ გავღიზიანდე.

მერე ვიღაცამ ყავა ახსენა, მეზობელ ქოხში გვეპატიჟებიანო. ნალექიანი, ჯეზვეში მოდუღებული ყავა ბავშვობის მერე არ დამილევია მგონი. განსაკუთრებული ვითომ არაფერი, ჩვეულებრივი ყავა იყო, მაგრამ უცებ ისე გავმხიარულდი, თავშეუკავებელი სიცილ-ხარხარით და ტლიკინით გავიარე დარჩენილი კილომეტრები, ტყეში, სისველეში, ალაგ-ალაგ ყინულივით მდინარეში.

მეგზურები რომ არა, აზრადაც არ მოგვივიდოდა გზიდან გადახვევა, არავინ შემოგვთავაზებდა სულის მოსათქმელ ყავას და თავშესაფარს, არც გზას გვასწავლიდნენ უფრო სწრაფად სამოძრაოდ და დაგვაღამდებოდა თავზე.

ხოდა,  ნუ დაგეზარებათ სხვა დროს, ნაკრძალში შესვლისას დარეგისტრირება რა ღირდა არ მახსოვს, მაგრამ ძალიან იაფი იყო, ცხენი კი 100 ლარი, ბონუსად გამყოლით. (ერთი ცხენი=4 ზურგჩანთა=კაცზე 25 ლარი)

ჩემი ნერვული კვირა


ძველი ავატარი დავიბრუნე,ძველი აღარ მინდა.

უარყოფითი ნერვოზული ფსიხობები

  • ღამე რო ვბრუნდებოდი ისე შემეშინდა, სახლამდე შურდულივით მივქანდი და კაი ხანი ვქაქანებდი, თან მეგობარს დავურეკე მელაპარაკე რა გზაში თქო.
  • წეღან ესემესი მომივიდა, ვიღაცას დაჭირდა რაღაცის კითხვა და… არადა მე როცა დავუმესიჯე არ მიპასუხა, როგორც ყოველთვის.
    ძალიან ავიშალე ნერვზე, მინიმუმ უნამუსობაა როცა არასოდეს არ მპასუხობ და მერე იძახი რომ ანგარიშზე არ გაქვს, და როცა გჭირდება კარგად მირეკავ. ერთხელ არ გაქვს, ორჯერ, სამჯერ, კიმარა ასეთიღატაკი ხარ რომ არასოდეს არ გაქვს 6 თეთრი?
    ტრუხაა.
    მოკლედ
    :მრავალსართულიანი გინება:
  • გუშინ კიდე ლაბში ვიღაცამ(ებმა) რაღაც არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მერე მე და კიდე ერთს მოგვიწია ცაიტნოტში იმ ყველაფრის კეთება პლიუს ნერვის შლა და საყვედურის მოსმენა! ნუ დამნაშავე ვინ იყო კაცმა არ იცის, იდეაში ყველა მართალია ცალ-ცალკე მარ მე რა დავაშავე ეგ ვერ გავიგე, ბლინ.
  • ჩემი თემის წერა საშინლად დატორმუზდა, პლიუს კონფერენციაზე უნდა გავიდე, მეზარება, მესიკვდილება, პლიუს პატრონი არ მყავს თემაზე და ნერვი მეშლება, ლექტორს მივწერე თხოვნით იქნებ ეს და ეს სტატია მომცეთ თქო და არც კი მიპასუხა. არადა 10000% უგდია სადმე კომპში.
  • დღეს ერთი მესიჯიც არ მოსულა და ისე ვარ გაფხორილი რა პონტია თქო, თან ვხვდები რომ უაზროდ ვიფხორები და ვდევარ სკამზე უპრეტენზიოდ და თითებს ვაკავებ რომ პრეტენზიები არ გამოთქვან.

საააააამაგიეროდ

  • პ.ს. გუშინ ისეთი საკაიფო წვიმა იყო ვიბოდიალეთ მაგრამ სანამ ჩვენ გავაბოდიალეთ, გადაიღო და ისეთი კარგი იყო ღამის ნაწვიმარი ქალაქი!!
  • მთავარმა ნომერი2 ოპერაცია გაიკეთა და ვბაირამობ მარტოკა ლაბში და კრუტა! (ნუ მთლა უფროსიც იქვეა როცა რამე განსაკუთრებული ხდება რაც ჩემს ძალებს აღემატება მარა მაინც)
  • ზემფირი მაქვს შოკოლადიანი, ჰაუზის ახალი სერია და მაწონი ,
  • მეორადებში 5 ლარად უვარდისფერები უნაზესი მაიკა ვიყიდე თან კოტონის!

სადღაც იქ, წვერზე.


რაღაც საოცარი დღე იყო, ჯერ ღრუბელი, მერე საშინელი წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი, მერე ნისლები, ულამაზესი სანახაობა იყო, დგახარ ზემოთ გორის წვერზე, სუნთქავ ნაწვიმარ, ცინცხალ ჰაერს და ხედავ ორივე მხარეს “ხეობაში” როგორ დადიან ღრუბელ-ღრუბელ ნისლები, ნელ-ნელა ზემოთ ამოდიან და ბოლოს რძისფერ ნისლში ეხვევი. მერე ნისლი მიდის და კაშკაშა მზე გამოდის, ცაზე კიდევ თეთრი მთვარე და დაცვარული ბალახი

აი ასეთ დროს ვხვდები ხოლმე რომ ვცხოვრობ!


წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, არ ვიცი პირველად-არ ვიცი მერამდენედ, მაგრამ გუშინ თავისი პირდაპირი მოვალეობა პირნათლად შეასრულა: შეგვიფარა

წივწივამ დაგვიბარა დილით არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ თავისუფლებაზე, მერიასთან, (ხო, აქ უნდა აღვნიშნო, არ ვიცი წვიმის გამო-არ ვიცი იმის გამო რომ დილა იყო, ათ კარავზე მგონი 1 კაცი მოდიოდა. ერთი ბებო კიდევ თან კარავში იჯდა, თან მათხოვრობდა.)

დილას ძლივს ავწიე თავი, ნაწვიმარი იყო და კინაღამ ძილი შევიბრუნე, კიდე კარგი არ შევიბრუნე! გარეთ ისეთი ცინცხალი ჰაერი იყო მივხვდი დღეს რაღაც კარგი იქნებოდა.

ჰხოდა მივედით სადღაცამდე, არ ვიცი სადამდე,წყარო კი იყო იქვე, და ფეხით გავუყევით მინდორს, ყვითელი ბევრი ყვავილები იყო ზედ და მე და აივერსონი ისე დავდიოდით რომ ფეხს არ ვადგამდით, მერე წივწივასაც შევთავაზეთ და რას ამბობ, მაგას რო ვუყურო როგორღა ვივლიო, ლოლ ალაგ-ალაგ მზეც გამოვიდა და ურავაშა ჩამერთო, კურტკის წაღება დამავიწყდა და მციოდა და გავთბი.

მერე ოთხ ჯგუფად დავიყავით და კვერცხების ომი გავმართეთ, ჩვენ ჯგუფს ურჯულო ტუსიბრუები დავარქვით, ცოტა კვერცხები შემოვინახეთ და ყველაფერი რომ მორჩა შემონახული კვერცხები დავუშინეთ დაუცველ ხალხს ჰხო ამ სურათში მზაკვრულ გეგმებს ვალაგებთ მე ის ვარ თავიდან ფეხებამდე შეფუთული როა.

თან ისეთი კვერცხები იყო არ ტყდებოდა და ერთი ისე მწარედ მომხვდა და თან არ გატყდა, მერე ავიღე გავუქანე ვიღაცას. აუ თან სროლას რომ დავაპირებდი შევხედავდი მიზანს, ის თვალებში შემომხედავდა და ააარა, ამას ვერ ვესვრი და ამიტო მარტო “ზურგში მიპარვით” ვესროდი ვინც არ მხედავდა

მერე ასეთი გეგმა იყო, ეკლესიასთან უნდა მივსულიყავით და თოკით დავშვებულიყავით ძირს, მერე ბეთანია და სახლი. მააააგრამ უცებ ისეთმა წვიმამ მოსცხო, ნამდვილმა გაზაფხულის შხაპუნამ რომ იცის მხოლოდ, ჩამობნელდა, ჰაერი ნესტით გაიჟღინთა და ფერდობზე აფოფხებულები სასწრაფოდ დავეშვით ისევ ეკლესიაში, თავის შესაფარებლად. გარეთ კი ისეთი წვიმა მოდიოდა ნისლივით ჩანდა შიგნიდან, სეტყვამაც გამოურია და დაიგრუხუნა თან ორჯერ. ვჭამეთ ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ, გავშრით ცოტა, თან ისეთი პატარა ეკლესია იყო და შემთხვევით საკურთხეველზე ავხტი


წკლესიის ეზოში, წვიმის შემდეგ

როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი…


ნისლი…

და მზე

და მთვარე!
პ.ს. (შივიდასჯერ ვკითხე ჩემს მეგობარს რატომ ჩანს დღისით მთვარე თქო, 700-ჯერვე ამისხნა და მაინც ვერ ვიმახსოვრებ, რა უნიჭო ვარ )


მნამ!

ჰხოდა მერე ვიცოცეთ!
რომ გაწვიმდა ნაწილმა თქვა ჩვენო არ გვინდაო, გვცივა გვსველაო, ნაწილი მიდიოდა და მე დავფრთხი სველი თოკის შემეშინდა, მაგრამ ბოლო-ბოლო ყოყმანის და “აუ არ მოვკვდები?” კითხვების მერე მეც წავედი. (ხო აი მეშინია ზოგადად სიმაღლეზე რამე არ მომივიდეს და მომკალი! ).

გაიცანით ეს არის ჩემი ერთგული მეგობარი გრიგლი :პარარაამ:

აი მაგ სახელურს რომ მოქაჩავ და ტრაკით “დაჯდები” დაშვებისას, თოკი მოძრაობს და ქვევით მიდიხარ, ხელს როგორც კი გაუშვებ ჩერდება. მოკლედ, გრიგლთან ერთად გულითაც რომ მოინდომო ვერ ჩამოვარდები. კიდევ არის რვიანი ანუ ვასმიორკა, იქ უკვე ხელის მოძრაობით აკონტროლებ ჩასვლა-გაჩერებას. ვასმიორკა ჯობია იმიტომ რომ უფრო სწრაფად და ხტუნვა-ხტუნვით ჩადიხარ, გრიგლით ნელა ხდება, ნუ თუ დამუღამებული გაქვს სწრაფადაც შეიძლება, მე ბოლოსკენ ვცადე, ნაკლებ დაქანებაზე და კაი იყო.
დაცვასაც გიკეთებენ, ეს არის თოკი ან რამე მსგავსი, რისი დანიშნულებაც ისაა, რომ თუ შენი გრიგლი ან ვასმიორკა მოკვტა ან გაფუჭდა ან რამე გაუკეთე და უკონტროლოდ ჩაფრინდი, მეორე თოკი იმ მთავარ თოკზე გამაგრებს და ვერსადაც ვერ გაფრინდები

აი ჩემი ჩამოფოფხების მცდელობაც,ასეთუისე წარმატებული.


თუ დააკვირდებით თბილისს დაინახავთ შორს თეთრად.
მმმწვანე ბალახები ბევრი-ბევრი.
აქ იყო ვასია : )))
ბეთანიაში ვეღარ წავედით დრო არ დაგვრჩა წვიმისდაგამო და წამოვედით უკანვე.
ჰხომდა მერე მოვედი სახლში გატალახებული-გაბონძღილი, შევვარდი აბაზანაში და იმდენი ვიბანავე იმდენი იმდენი
და მერე აი ზუსტად ესეთი ტიპი დავჯექი კომპთან
დათუ თქვენ ეს ყველაფერი წაიკითხეთ დიდი მედალი თქვენ

პ.ს. წივწივას დიდი მადლობა, მაგ ადამიანის გასვლები რომ მიყვარს ისე არაფერი მიყვარს

წვრილმანი აღნიშვნები

  1. იქ ისეთი საყვარელი და ხუჭუჭა გოგო იყო ისეთი ისეთი ისეთი
  2. სამახსოვრო ნივთად უცნაური ფორმის ნიჟარები წამოვიღე,ერთ ფერდობზე მივაგენი, ბეეევრი ლოკოკინები ცხოვრობდნენ და იმდენი ვეძებე რომ უპატრონო ვიპოვე ორი ცალი და წამოვაცუნცულე ეგენი და იები და გიაცინტის ველური ჯიში, ჰარი პოტერში გავახმობ
  3. მიუხედავად იმისა რომ ეკლესიური არ ვარ ტრადიციული ქართული გაგებით, ძალიან მჯერა რომ ეკლესიისკენ და ეკლესიაში მიმავალ ადამიანს არაფერი არ დაემართება. მმმ, მგონი ეს ცრურწმენას უფრო გავს მარა მე ასე მწამს.

მეძჳნება-მარა-უნდა-დავწერო-პოსტი


დღეს მე ყველაზე სველი და ტალახიანი მოვედი სახლში, მაგრამ მაგარი იყო!

დანარჩენი მერე, მეძინება აწი.

პ.ს. ნისლი იყო და მიტოა ასეთი.