წიფაში, მეორედ.



ჭკუა ვერ ვისწავლე, რომ სხვის იმედზე არ ვიყო და ფოტოები თვითონ გადავიღო, თუნდაც
ჩემი ბუძანგალა პაპარატით, რომ არ უნდა დამეზაროს და ავწიო ერთი ადგილი, რომ პოსტი
უსურათოდ არ დამრჩეს.მაგრამ იმდენად რელაქსირებული ვიყავი, დავდე ის ერთი ადგილი
პარალონზე და შედეგად არცისებევრსურათიანი მაგრამ ბევრლაქლაქიანი პოსტი იქნება, თუ
ძალიან გეზარებათ მარჯვნივ ზემოთ წითელი წკაპია და მიაწკაპეთ.

მე მიყვარს წიფა, იმის გამო რომ იქ მატარებლის მეტი არაფერი არ მიდის, ჰაერი სველია და სუფთა, იქ მარის სახლია, ნეო ცხოვრობს და გარშემო სულ მთებია.

მარი, ჩვენი მასპინძელი და ადამიანი, ვინც ყოველთვის მიხარია.

ფეისბუქზე რომ დაწერეს წიფა გადაწყდაო, ჩემი გული თან გაყვა, შაბათს ვმუშაობ ორამდე და ვერც შემცვლიდნენ, უცებ, პარასკევს საღამოს მძინავს დაღლილს და რეკავს წივწივა , ხვალ შუადღესაც შეიძლება წასვლაო, აიაიაიაი ისე გამიხარდა ძილი ვის ახსოვდა, წამოვხტი და ოთახში დავხტოდი ჯუმპ სმაილივით :უსერ:

აქედან ოთხი წავედით, მე, ჩემი პლიუსი კიარადა ზვიოსული, რომელიც მგონი სულ სამ კაცს იცნობდა იქ და ძმები ბასილაშვილები,იქ ანდროგვანცა, ქუცქანინო,ნანუცი, ნინო, სოფო და თვითონ მარი დაგვხვდნენ. წივწივა ბოლო წუთამდე მოდიოდა და მერე ვეღარ წამოვიდა, შესაბამისად, ნანუცი და ნინო დარჩნენ სპალნიკების გარეშე.
კინაღამ ჩვენც დავრჩით, გვანცას რომ არ დაერეკა, ვიჯდებოდით ბედნიერად ვაგზალზე არმოსული წივწივას ლოდინში.

ნეო

გზა იყო მზიანი, სუნიანი, ნაგლბებოიანი, ძლივს სკამზე ფეხი გავშალე და “წამოვწექი”, რომ ხაშურში შემოვიდა, 2700 თავისუფალი ადგილი დაიკიდა, თავზე დამადგა, მკვახედ მომახალა “ჩამოიღე ფეხი და დამსვი”-ო და მოკალათდა. მერე ჟურნალი დააძრო და ორ წუთში ზედ დაიძინა.

სულ ოთხნი ჩავედით, გოგოები დაგვხვდნენ სადგურზე და ფეხით ავედით მარის სახლამდე.
გზაზე ის მასპინძელიც ვნახე, პირველად ჩასულებს უმმმაგრესი ღვინო რომ დაგვალევინა და ამბები მოგვიყვა… ინფარქტი გადაუტანია (((((

ბავშვებმა სამწვადე დაგვახვედრეს, კოცონი დავანთეთ და სრული ბედნიერებისათვის მხოლოდ ვარსკვლავიანი ცა მეკლდა.

ის გადაღუნული ხე მოუჭრიათ, ჩიტუციო რომ იწვა, ის გაზაფხულის ყვითელი ყვავილებიც აღარ იყო, სამაგიეროდ იყო უკვე ფუსთა სახლი, ჰამაკი, ხეზე გაკეთებული ფიცრის შტაბი, ვაშლები პირდაპირ ხიდან (ჩემი სუსტი წერტილი), ძილი ფუსთა ჰაერზე, აივანზე, “პრუჟინებიან” საწოლში. (მერე რა, რომ ნახევარი ძილის მერეღა მოვტვინე, რომ მარცხენა მხარზე უნდა დამეძინა, რომ ნორმალურად ჩამძინებოდა).

ენთო ცეცხლი, იწვებოდა მწვადები თავისით და ხანდახდან ბიჭების დახმარებით, ვიჯექით/ვიწექით ცეცხლთან ახლოს და მოშორებით გაშლილ ადიალებზე, პარალონებზე, ჰამაკებში, ვაბოლებდით, კოცონიც, თავის მხრივ, გვაბოლებდა, ვსვამდით ღვინოს/არაყს/კონიაკს სურვილის და შესაძლებლობების მიხედვით, ვჭამდით მწვადებს და პურს და ვლაპარაკობდით, ვლაპარაკობდით ვლაპარაკობდით ყველაფერზე და არაფერზე…

შუაღამისას სასაფლაოზე დაიგეგმა წასვლა, ერთი სული მქონდა, მაგრამ ნიტო კონიაკმა, ნიტო ამბოლოდროინდელმა რეჟიმმა ისე მიმჩექმა, 1-ზე ბედნიერად გავეშურე დასაძინებლად, ანმუ მანამდე, სანამ წასვლას დააპირებდნენ… გზა აბნევიათ, საბოლოოდ მაინც ვერ ვიაგნეს თურმე, დაბრუნებისასღა გამეღვიძა, ვიღაცა იმხელა ხმაზე შემოჯლიგინდა, წამოვხტი მიფეთებულივით.

მეორე დღე მოღრუბლული გათენდა, ცხვირი გამოვყავი სპალნიკიდან და ჰაერი იყო ცივი, სასიამოვნო, ხოდა მეძინა გამოყოფილი ცხვირით, სანამ ბიჭები ეზოში ცეცხლს ანთებდნენ, მერე წამოვიზლაზნეთ ნელ-ნელა გოგოები.

ჩემი სუსტი წერტილი ყავაა და პირველი, რაც ვქენი, ასადუღებელი ხელსაწყოების ძებნა დავიწყე გაწეწილი თმით და დასაბანი პირით, მოვნახე, დავადგი და მერე ვეჩხუბებოდი, რატომ არ დუღდები თქო, არადა თავზე დაფარება დამვიწყებია…

ხოდა მერე ითამაშეს რაღაც კარტიანი თამაში, სავარაუდოდ ძალიან სახალისო, მე არ მქონდა თავის იმედი და “დავეტიე”. მერე მაფიოზობანა. მაგის ყურება შჴრიდან მევასება, რომ ვიცი ვინ ვინაა ))))) სოფო თამაშობდა კარგად.

ხოდა მერე ავიბარგეთ და წამოვედით მატარებლით…. წივწივა იქ კი არ იყო, მარა მატარებლით მაინც ვერ წამოვედით, ჩამოგვყარეს.

სანამ ჩამოგვყრიდნენ, ვიარეთ-ვიარეთ ცარიელი სკამის სანახავად, ვერ მივაგენით, ბოლოს სადღაც გავედით, ვაგონებსშუა და დავსხედით.

ცხელა-ცხელა, ნიავი არ იყო, გესტაპოს ტყვეები ალბათ უკეთესად მგზავრობდნენ… სოფო დაიღალა, თავი მიადო კარს და კარი, რომელიც ჯაჯგურით ვერ გავაღეთ, გაიღო!!

ვაშა, ხაერი!

ამ დროს რეკავს მარი, ჩავდივართ ხაშურში და ბორჯომის მატარებლით წავიდეთო, ესენი გვყრიდნენ, ბილეთები არ გაქვთო, პლიუს ერთ ლარს გვთხოვდნენ, რაზეც კარგი პასუხი მიიღეს, მატარებლიდან გვყრით და ლარებს რაღაზე გვთხოვთო.

ჩამოვეყარეთ ხაშურში, დაგვეზარა მატარებლით ჩიქჩიქი, დავიქირავეთ მარშუტკა, რომელსაც პეკინამდე უნდა მივეყვანეთ და ისეთი საყუარელი მძღოლი იყო, რომ ორი შემეტენე მგზავრი დაიმატა.. ;ადსკჰასასფდალკსჯ!!!!!

მწუადაობა ცუცქასთან გაგრძელდა, წივწივაც მოვიდა მერე და ნინი85-იც და მერე მე და წივწივამ ცალკე გავაგრძელეთ ისა, ბომჟაობა და ლუდაობა და სახლში რომ მივედი აბაზანის და ლოგინის თავიღა მქონდა.

ხოდა ესე

მომნატრებია წივწივღოველები, საუკუნე არ მყავდნენ ნანახები და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მივეჩვიე, როცა არ უნდა ვნახო, მათთან თავისუფლად ვგრძნობ თავს, რაც იშვიათად ხდება…

ასოცირებული სურათი: მე, ცეცხლი, წიფა


დაკიდევ, ჩემი პირველი შეხვედრა წიფასთან…..
http://bunbunland.blogspot.com/2008/08/blog-post_27.html

აჭარული ტური. ნაწილი II-მწვანე კონცხი



ბათუმი უკან მოვიტოვეთ და ავმწვანეკონცხდით, ნამყოფი მემგონი მარტო მე ვიყავი.
შესვლა უნამუსოდ ძვირი ღირდა, მთეეელი 6 ლარი. (ბაღში შესასვლელად ძვირია, იმჰო) დაცვამ, სტუდენტები თუ ხართ, ლარად შეგიშვებთო და წივწივამ უცებ: სამი სტუდენტი და ერთი არაო და ანდროზე მიათითა, არადა ანდრო ისევე გავს არასტუდენტს როგორც მე იაპონელ მანდარინს. მაშინ-9 ლარიო.
გადავწყვიტეთ რომ ეგეც ძვირი იქნებოდა და სანაპიროსკენ ჩავისეირნეთ, იქნებ საიდანმე შევპარულიყავით. გზადაგზა კლდეზე დაკოფსებული რკინის კიბე დავინახეთ და ყველა ზედ აფოფხდა. მე ცოტა წავიპანიკე, მერე ჩემი ფოტოაპარატი ანდროს ჩავიბარე და ცხოვრებაში მეორედ შეგნებულად შევთხოვე ღმერთს, ოღონდ ახლა გადამარჩინე თქო, თან გულში წივწივას ვხოცავდი, იმას მოაფიქრდა იქ გადაფოფხება.


ნუ თავიდან კიდე არაუშავდა, მოაჯირი იყო და მერე მაღლა-მაღლა რომ ავიდა, აღმოჩნდა რომ იატაკი ორ ადგილას დაჟანგული და ჩავარდნილი იყო.

წარმოიდგინეთ, ქარი უბერავს (ხო კაი, ნიავი) მე ცურვა არ ვიცი, პლიუს სიმაღლის მეშინია პლიუს რაღაც ჩინური ფეხსაცმელი მაცვია. ასე ძალიან, ძალიან დიდი ხანია არ შემშინებია, ბოლოს მაშინ, როცა პარაპლანით გაფრენას ვაპირებდი და დაღმართზე გაქცევისას კინაღამ ავილეწე.
მუხლების კანკალით გადავფოფხდი, დანარჩენები კიდევ ისე გადასეირდნენ, შემშურდა.

ასეთი მყუდრო ყურე იყო მეორე მხარეს, მხოლოდ ერთი ცალი მოხუცი ვარჯიშობდა, რაღაც უმოქმედო კაფესავით იყო, ორსართულიანი, მის ზემოთ ცოტას თუ გაიჭირვებდი და კლდემდე აფორთხდებოდი, წყალი მოდიოდა, კარავი შეგვეძლო მეორე სართულზე, ხის ვერანდაზე გაგვეშალა, წვიმისას თავშესაფარიც იქნებოდა და ლამაზი ხედი+მშრალი დასაჯდომიც გარანტირებული იყო.


მაინც ვყოყმანობდით, დავბანაკებულიყავით თუ არა, ნაგავი ეყარა ბევრი, პლიუის გვანცას მაინცადამაინც არ მოეწონა ადგილი, არც მე, მაგრამ წასვლაც მეზარებოდა…
ამასობაში გაგვახსენდა ღვეზელების გამყიდველთან დატოვებული ჩანთები და წავედით უკან, პლიუს იმდენი ვიწუწუნე, შესვლა გადავწყვიტეთ პარკში.


ეს უკანა გზაზე, გვანცა და წივწივა მოაჯირზე კიდია და რატომღაც საერთოდ არ ეშინიათ.
შესასვლელში ჩვენი უზარმაზარი ჩანთების დატოვება გვინდოდა, დაცვა იყო, იტირებ, უჟმური, გაუცინარი, თუ რამე, პასუხს არ ვაგებთ დანაკარგზეო, ჯანდაბასნუ აგებთო და შევტენეთ მაინც ,აბა თან ვერ ვათრევდით, მძიმეები იყო.
რუკაც ვიყიდეთ, კარგი ხარისხის, მარგამ ხოტა აბნეული, ან მე მომეჩვენა.
პარკში რატომღაც უცნაური ტემპერატურა იყო, ალაგ-ალაგ ძალიან თბილოდა, ზოგ ადგილას კიდევ კააარგად ციოდა.


ეს წივწივამ დაინახა, ვაშა, მანდარინებიო თუ რარაც ასეთი დაინახა და უცებ ჩავარდა დაღმართზე, ხეზე აფოფხდა, ტოტები დაატეხა და მოდიოდაბოტანიკურ ბაღში ხეს ტოტები მოატეხე თქო ისეთი ამბავი დავიწიე, სასწრაფოდ მოაშორა ნაყოფი ტოტებს და მიმტკიცებდა არ მომიტეხია მოგეჩვენაო ))))
თავიდან დიდი უარი გამოვაცხადე ჭამაზე, შემეცოდა ასე ველურად დაკრეფილი (არადა როგორ მშიოდა), მარგამ მერე გავსინჯე და უგემრიელესი იყო, ტკბილი-ტკბილი, მაგრამ ისეთი ჯღანი.

ვებრი სურათები ვერ გადავიღე, სწრაფად შემოვირბინეთ პატარა მონაკვეთი. რუკა კი მოგვცეს, მაგრამ როგორია დაღლილზე ადი ასფალტიან აღმართზე და მერე იგივე გზა უკან. ძველი საბაგიროს ნარჩენები ჩანდა, აი ვინმემ რომ აამოქმედოს, რა მაგარი იქნება, ახვალ ზემოთ და მერე ნელ-ნელა ჩამოსეირნდები ფეხით.


გზადაგზა ვიღაც გაუგებარი ეროვნების და წარმოშობის ქალები და კაცები შეგვხვდნენ, შპიკლებზე ამხტარი და დამაკიაჟებული, პოზა-პოზა იღებდნენ სურათებს.


ძროხა ბორტანიკურ ბაღში, wtf?


ტრადიციული ხედის არატრადიციული ვარიანტი )))


და ტრადიციული ხედი.


კიდევ ერთი…
ყველა, ვინც აქაა ნამყოფი, ამ ადგილას სურათს იღებს ან უღებს.
პ.ს. იგივე დღეა, რაც ბათუმში ,ზღვაც არაა თითქოს შორს, მაგრამ ეს კურჯი და ფუსთაა, ბათუმში კიდევ ტალახიანი.


ჯუსტ, მიყვარს ხეები, ფოთლები და მსგავსი მახათობები, განსაკუთრებით ლამაზ ფონზე.


პარკში რუკაცაა


და ნამეტანი შეთეთრებული მახათობები კიბეების წინ


ერთგან შევისვენეთ, მზეზე წამოვწექი, ბამბუკის სკამზე და მემგონი ჩამეძინა, მზე მათბობდა, ტყე-პარკი ხმაურობდა, რაღაცეები დაბზუაობდნენ, ბავშვები იქვე ისხდნენ, მაგრამ ხმები არ მოდიოდა, ჰაერში გაზაფხულის და ტყის სუნები იდგა, მოლედ, იდილია )))

გვიმრანაირი. ამოსვლის მეთოდს დააკვირდით, ჯერ დახვეული რომ ამოდის და ნელ-ნელა სწორდება ფოთოლი.


ბეეევრი ღვიმრები იყო და სველი, არომატული სუნი იდგა ტყეში. ან მე მეჩვენებოდა, რომ იდგა, იმდენად მიყვარს გვიმრიანი ტყეები.


ჩემი ფავორიტი სურათი. ხეები მომწონს, დახავსებული წიწვოვნები, ჩემზე რამდენი ხნით უფროსები, ყველაფერი რომ ახსოვთ ))


ეს ისე, სკამის ხათრით გადავიღე, ისეთ უხერხულ ადგილას იყო ჩადგმული, უკან ხე პირდაპირ ზურგში ეკვეხებოდა. წინ ანდრო და გვანცა ჩანს მგონი, მე უკან დავრჩი საკმაოდ, საპატიო მიზეზი მქონდა.


წყაროსთან ჩასასვლელი ბილიკი, იქვეა წყარო, შესასვლელიდან 100 მეტრში, ძალიან-ძალიან ცივა პლიუს მოუვლელია და შეიძლება ფეხიც დაისველოთ, თუ არ იფრთხილეთ.წყარო რატომ არ გადავიღე, არ მახსოვს, სახლში რომ მოვდივარ, მერე მახსენდება ხოლმე, რამდენი რამე დამრჩა დაუფიქსირებელი.


და მერე ვიპოვე ფისო, ისეთი ნაცრისფერი, საყვარელი, თავისთვის იჯდა და ილოკებოდა. მწვანეთვალება. ჯერ სურათები ვუღე, არ გამომდიოდა, მემალებოდა, მერე ხელი ვტაცე, ვეფერე,ვეფერე, უზარმაზარი კი იყო, მარგამ მსუბუქი და კრუტუნა, თათებს პრიხავდა სიამოვნებისგან, რომ ვეფერებოდი. აი კატებმა რომ იციან, კლანშების მორიგეობით გამოჩენა-დამალვა+კრუტუნი.

ვაპოზიორე ბევრი, არც გარბოდა, მშვიდად იწვა და ტრიალის საშუალებას მაძლევდა.
მე მემგონი კატა-ტური მქონდა, იმდენი კატები ვნახე )))

ეს რომ გამოდიხარ, კაფესავითაა და ეს ხე მომეწონა ძალიან, ხის ხათრით გადავუღე.
რეალურად, პარკში ასვლა მემგონი მარტო მე მინდოდა, იმდენი ვიწუწუნე, შევედით და მერე ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, 10 ლარი გადავაგდეთ ნახევარსაათიან სეირნობაში.
უკანა გზაზე რომ მოვდიოდით, წყვილი შეგვხვდა და სავარაუდოდ იმ ადგილას წავიდა დასაბანაკებლად, სადაც ვაპირებდით, ამიტომ სხვა ადგილი უდნა მოგვეძებნა, ბიჭებმა იბოდიალეს, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს, ამიტო გადავწყვიტეთ ციხისძირში გადავსულიყავით…

აჭარული ტური ნაწილი I


ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს, შესაბამისად შევეცდები დიდი ხნის დაგვიანებით დავდო ბლოგზე აჭარული ტურის მოგონებები.
ხანგრძლივობა- 3ღამე
სირთულე-უმარტივესი (წვიმას თუ არ ჩავთვლით)
ღირებულება-სადღაც 100 ლარამდე საშუალოდ, თავისი ყველაფრით.
შემადგენლობა-მე, გვანცა,ანდრო,წივწივა, ანუ რაჭული (ნეხუიასებე) ტურის მონაწილეები.

ხოდა, 8 აპრილს ღამით, თუ სწორად მახსოვს, ბილეთები ავიღეთ, მოვახტით მატარებელს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (გვანცამ ჩათვალა რომ გვაგვიანდებოდა და ზუგრჩანთააკიდებულები ისეთები მივცვივდით ვაგონთან , გამყოლი აქეთ გვამშვიდებდა) და არამოდერნიზებული კუპეთი წავჩიქჩიქდით ურეკისკენ. სრული კოშმარიზაციაა საქართველოს რკინიგზა, იმჰო, ყარს, ბინძურია (მოდერნიზებული კიდევ უფრო ყარდა რატომღაც), ერთადერთი ღირსება ის აქვს რომ მთელი ღამე მშვიდად გძინავს და გარწევს.
არსად არასოდეს არ მძინავს ხოლმე ისე ტკბილად როგორც მანდ.


ურეკის სადგური
ურეკის სადგურში ჩამოვედით ღამის 4 თუ ხუთ საათზე, წყალი ავავსეთ, ტრასას დავადექით და გამყოლ მანქანებზე თევზაობა დავიწყეთ. იმდენმა ტრაილერმა და მსუბუქმა მანქანამ გაგვიქროლა, გვისიგნალებდნენ და ხელებს შლიდნენ, ააბა სად ჩაგსვათო, ტრელიერები თითქოს აჩერებდნენ, ისეთი ილუზია იქმნებოდა ახლო მოსვლისას, მაგრამ აპიპინებდნენ და მიდიოდნენ, ბიჭებმა ახალი პროფესია, პიპოლოგობა აითვისეს და პიიპ-ებს თარგმნიდნენ ადამიანურ ენაზე. (თუ დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, ძვირს არ ითხოვენ).

უკვე გათენდა, გზად ქობულეთისკენ
თუ ცოტა ვიარეთ რაღაცის და ბათუმის გზაგასაყარიც გავიარეთ (გეოგრაფიული კრეტინიზმი მჭირს, ვერასოდეს ვერ ვიხსენებ, რას გავივლი ხოლმე გზად) და საჭმელად დავსხედით, ცოტა ენერგიები მოვიკრიფეთ და თავიდან დავიწყეთ თევზაობა. შოოორს უკვე ქობულეთის ლამპიონებიც კი ჩანდა.

ჯერ ისევ გურია.


ვთევზაობ “პაპუტკებზე”

ბოლობოლო გაგვიღიმა ბედმა და მარშუტკამ გააჩერა… ცხოვრებაში ასეთი უძილო ადამიანი პირველად ვნახე, ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, ვაიმე ვამპირი მანიაკი თქო (მეც მეკლდა ძილი :უსერ: ), ლაპარაკის თავიც კი არ ქონდა, თავს იქნევდა ან ხელს, ზომბივით იჯდა და საჭეს ეყრდნობოდა. ერთგან ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა და მუმიასავით დაბოდიალობდა, თეთრი სახვევებიღა ეკლდა. წივწივამ ტვინი გაუღუნა, არ ჩაეძინოსო და რაც რამე გაახსენდა, ყველაფერი თქვა, მძღოლის რეაქცია-0, ერთადეთხელ გაიქნია ხელი და ავტოსადგურში აღმოსთქვა: აქედან ყველაფერი წაგიღებთ ბათუმში ერთ ლარადო. (ანუ ქობულეთამდე მიგვიყვანა).


ბათუმამდე მარშუტკით მივედით, მე წინ ვიჯექი და მთელი გზა პატიოსნად მეძინა+ ვიღაც დებილი ექაჩებოდა ჩემს რუგზაკს, პერიოდულად თვალს ვახელდი და ვუჯიკებდი ხოლმე. ბათუმი წვიმიანი დაგვხვდა და გულს შემოგვეყარა.
ზემოთ სურათძე დილის 8 საათია, ყველაფერი დაკეტილი, წვიმაშ ხაპუნობს, ჩვენ მუსიკალური მაღაზიის აბრის ქვეშ ვდგავართ და გამოსავალს ვეძებთ.


გამოსავალი გვანცამ იპოვა, ახლობლებს დაურეკა, უფრო სწორად დედას დაარეკინა და წავწვიმავდით და გუბეტოპავდით, შევუცვივდით მასპინძელს სახლში, რომელიც ცალთვალგახელილი დაგვხვდა, ისე ეძინებოდა, ჩვენ სველები, გაბონძღილები, დივანზე დავსხედით და ცხელი ყავა-ჩაი-კაკაო დავლიეთ, მერე მე თავი მივდე და დამეძინა, ლაპარაკი მესმოდა და იმ ფრაზაზე “თქვენ აქ დაიძინეთო” ვჭყიტე თვალი, მეთქი ვაშა!
ბიჭებისთვის ბარის უკან დიდი ოთახი გაამზადეს და გოგოებს იმათ სახლში უნდა დაგვეძინა, მაგრამ ჩვენც იქით შევეტენეთ მასპინძლის გაკვირვებების და პროტესტების მიუხედავად. მე და გვანცა ტრადიციული მენტალიტეტების გათვალისწინებით, ერთ დიდ ტახტზე, წივწივა და ანდრო პატარა პაჭაპუჭა რაღაცეებზე.


ეს ისევ მივჩიქჩიქობთ დილის სველ და ჭრელ ბათუმში.

რამდენიმე საათი ძილი გვეყო, მერე ჩანთები დავუტოვეთ მასპინძელს, გავაბოდიალეთ, ვჭამე ჩემი პირველი აჭარული ხაჭაპური,( სადაც შევედით მეტი არაფერი არაფერი გვაქვსო) ჯერ უკვერცხო იყო, მერე კარაქი მოვაცილე და მერე მარილი მოვაყარე, უმარილო იყო ყველი, მოკლედ, ვიცოდი რა, რომ არ მიყვარდა აჭარული ხაჭაპური, გუმანით ყოველთვის ვგრძნობდი.
მაგრამ ისე მშიოდა, ნახევარზე მეტი მაინც ვჭამე, ანდრომ იმდენი იწუწუნა სანამ ჰოთდოგი არ მოვუნახეთ, რომლის გამყიდველსაც რატომღაც ასანთი არ ქონდა, მერე კარი მოგვიჯახუნა და საიდუმლო რიტუალი ჩაუტარა იმ სენდვიჩს.


აჭარული ხაჭაპური, არადა რა მადისაღმძვრელად გამოიყურება, იფ,იფ…

შემდეგ ვისეირნეთ, ვიბოდიალეთ, ზღვა მოვინახულეთ…


ჩემდა გასაკვირად, უსეზონობის მიუხედავად სისუფთავე და მოვლილი ბულვარი დაგვხვდა, აწი ბათუმს საქართველკოს ერთ-ერთ სუფთა ქალაქად ვაღიარებ.


ზღუა.
პ.ს. არ მიყვარს ზღვა, უფრო სწორად, ბათუმის ზღვა, ჭუჭყისფერია.


სამაგიეროდ რიჟა კენჭები ვიპოვე
ახალი სასტუმრო…


ლამაზად განათებული მათხოჯობა, იმჰო.


მასპინძლის მეზობლის ფისო, ასეთი გაკვირვებულსახიანი კატა პირველად ვნახე. პატრონმა, ძაღლივით კუდში დამყვება,სადაც წავალ,მომყვება და მელოდებაო. მე არ მომეკარა, მშიშარა!
საღამოს მასპინძელი წასული დაგვხვდა, ჩანთებიც ტყვეობაში იყვნენ, ისევ იმ უკანა ოთახს მივეკედლეთ და დავიძინეთ, წივწივას ძილ-ღვიძილის რეჟიმი რატომღაც არასოდეს ემთხვევა ჩვენსას, საბოდიალოდ წავიდა და დაღამებულზეღა მოვიდა.

მეორე დღეს, დილაადრიანად აღვსდექით და დავიძარით მწუნე კონცხისკენ. ბილეთები უნდა გვეყიდა პლიუს ბაზარი მოგვევლო, შესაბამისად, ცენტრიდან დაწყებული, უკანა მხრის ქუჩებით დამთავრებული ყველაფერი მოვაბოდიალეთ და


ამის

ამის

ამის მერე იყო ისეთი წუმპეებიანი ქუჩები, რომ სირცხვილით აქ ვერ დავდებ, რას იტყვიან შემთხვევით შემოსული იუზერები :უსერ:
იმედია ზაფხულამდე გარემონტებენ…

ეს სასტუმრო მომეწონა.


ფუსიკატა ვინმე ნადეჟდას თუ მსგავსსახელიან რუს ქალს ეკუთცნოდა, სანამ წივწივა ჩანთების საყარაულოდ დავტოვეთ და ჩვენ ბაზარში დავდიოდით, გაიცნო, მერე სახლში მივყავდით ჩაიზე და მთელი ამბებით ვეუბნებოდით უარს.


წივწივა და მისი ჩანთა, ბათუმურ მატარებელოპროპკაში მოვყევიტ და ისვენებს.


აი, მატარებელოპროპკა.

მე რისი მე ვიქნებოდი, კათოლიკურ ეკლესიაში ცხვირი არ შემეყო, რარაც ჟურნალებიც კი ავიღე, იქვე შესაწირი იყო და შეწირე და აიღეო, ვირაც ქალმა. მთელი გზა ვათრიე, ბოლოს სარფში დავწვით, წაკითხვაც კი არ ეღირსა, დამეზარა და მემგონი არც მეცალა ჟურნალების საკითხავად.


ლამაზია, მაგრამ ისეთი… უსულო…


გვანცა და ანდრო მწუნე კონცხის მარშუტკის ყარაულში.

შემდეგ ნაწილში: მწვანე კონცხი, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და სასიამოვნოდ გაოცებული მე

:როგორარუნდავიაროთ: ტური ანუ ხადა



კვირას კარაველებთან ერთად წავპროწიალდი იქ, ხადას ხეობაში.


ეს ბილიკი მჟავე წყლის გაკეთებულია, ამას რა დამალევიებდა, საშინელი გემო აქვს, სამაგიეროდ გადავუღე


ციხეები და მათი მცველები,ტანში ჟრუანტელი მივლის იმის წარმოდგენაზე, რომ ოდესღაც აქ ხალხი ცხოვრობდა და ძალიან ხშირად იმ ციხეების დაცვას ეწირებოდა. გადავიღე ეს სურათა და მერეღა გავარკვიე რომ ესენი უბრალოდ სასიგნალო კოშკები ყოფილა და მეტი არაფერი. ;(


სხორი


მუა რომელიღაც მთიულური სოფლის ფონზე, სადაც ერთი საწყალის ერთჱი ბებო კარტოფილებს იღებდა.
ერთ კარაველს ვკითხე რა ქვია ტქო და შედი კარავზე და წაიკითხეო.
რონმელ თემაში, ადამიანების სურათების მეტი რომ არაფერი არაა?
ჰმმ

რტო….. პრიკოლ, სოფლიდან გავედით, 100-200 ან მეტი მეტრი გავიარეთ თქვენც ხედავთ როგორ ადგილას, მერე უკან მივტრიალდით და რომ ვიკითხე რატო თქო, ჯასთ ვათვალიერებდითო. :ტოჟე მნე:


თმაც კი ისეთი ფერის გაქვს საერთოდ არ ჩანხარო. მართალი უთქვამთ ლოლ. ისე, ეს თითქმის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ფერები იყო შემოდგომური. გადახრუკულ-ჩაჟამებულია წელს საქართველო, იმჰო.

ღრუბლის დაბადება.

ამ სურათის გადაღებისას წნევა უკვე მაღალი მაქვს, ძლივს დავდივარ და თავი მისკდება ყველა გატოკებაზე. არ ვიმჩნევ და გმირულად მივდივარ.


აქ უკვე ვიმჩნევ და ძალით ვიცინი, დღუს ბოლო სურათია.

ვარდისფერი საყვარლობები.


ძალიან ლამაზი ხეები.

მთავარი სოფელი, ხონჩო. რომელიც არ მინახია გზის თურმე უცოდინრობის გამო.

რეალურად, მე უკმაყოფილო დავრჩი, ალბათ იმიტომ რომ თავიდანვე გავიფანტეთ, მერე ბიჭები ალექსას გაეკიდნენ, მაგას კიდევ ჩემი მტერი გაეკიდა აღმართებზე, ჯიხვივით დარბის, ხოდა ვიგრძენი ცხოვრებაში მეორედ, რომ ვეღარ მივდიოდი, რომ არ დავმჯდარიყავი, დავვარდებოდი. ბიჭები ზოგი ხელს მიწვდიდა, პლიუსმა ჩანთა გამომართვა კიარადა წამართვა და ასე ავჩანჩალდი აღმართებზე და ვაკემდე მივაღწიე, სული მოვითქვი, მაგრამ ორგანიზმმა ჩათვალა რომ ძალიან ცუდად მოვექეცი. მეძინა კიდეც, თითქოს გამიარა მარა სახლში როგორ მოვედი წესიერად არ მახსოვს, ჩანთა დავდე, მეზობელს შევუვარდი წნევა გამიზომე პლზ თქო და ცოტა მაღალი იყო (ჩემს ცხოვრებაში პირველად) !!!! 2000 მეტრზე რომ ავქოთქოთდი აბა რა მეგონა… ეს ყველაფერი არ მოხდებოდა ბატური სიარული რომ არა…..
ნუი კაი, ხედები იყო ლამაზი და რა მაწუწუნებს, ხო ვიცოდი სად მივდიოდი : ))))
პ.ს. ამ შაბათკვირას ტრტულის და წივწივას მივყვები თმოგვის ციხეზე, ეჭვი მაქვს ერთ-ერთი საუკეთესო გასვლა იქნება.
მემაპატიეთ ნაწერის შეცდომების გამო რა 😦

ნეხუიასებე ტური, ნაწილი II


ონიდან შაორზე, ჭექაქუხილიან-წარღვნიანი ღამე, დიდი წივწივ პირველი დაბდურთმბრძანებელი,ონელი პეპი, ძროხების შემოსევა და იმპროვიზირებული აბაზანა გოგონებისათვის


ონში მემგონი რაჭველი დაგვემართა, ისეთი აბნეულები და აბდლები დავიოდით წინ და უკან…

კახასთან ყოფნის მესამე დღეს დილიდანვე გამოვიქეცით რაღაც ყვითელი ავტობუსით, რომელიც ხალხით იყო გაძეძგილი, საბედნიეროდ სანამ რაჭველები რამეს მოიფიქრებდნენ, მე და გვანცამ უცებ დავიკავეთ უკანა ოთხი ადგილი და ცალ-ცალკე ვებრძოლეთ მე ვიღაც ბიჭს და გვანცა ვიღაც ბავშვებიან ქალს ადგილების დაკავება რომ უნდოდათ.

ონში ჯერ იყო და თორმეტისკენ ჩავედით სადგურში და შოვისკენ ავტობუსი ოთხზე ადრე არ გავიდოდა, ჯერ ვჭამეთ , კოკა-კოლა დავლიეთ, მერე დიდისამბით ავიბარგეთ და რატომღაც ფეხით გავუყევით შოვისკენ, იმის იმედით რომ ვინმე პაპუტკა წაგვიყოლებდა, მაგრამ ვერ ვიარეთ და პოლიციის წინ დავეყარენით ბარგიანად.
ანდრო და წივწივა რუკის საშოვნელად გაემრთნენ და შუა თათბირზე შეუვარდნენ ამგეობის ხალხებს თურმე, რუკა გვინდაო. რაის რუკა ქვე შენი ჭირიმეო და გამოისტუმრეს უკან.
ღორების ოჯახი პოლიციის თუ საკრებულოს წინ
დავჯექით და რამის გაჩერებას შევეცადეთ, მთელი საქრთველოს ვილისები იქ იყვნენ და ბევრი ფული უნდოდათ შოვამდე, რაც არ გვქონდა, ხოდა ვუშვებდით საწყალი სახით.

მერე ვიღაც კაცი მოვიდა, ქვე შენი ჭირიმე, რა არის თქვენი თემაო, სად მიდიხართო, ჩანაწერებს რატო არ აკეთებთ და საერთოდაც წამო ჭიორაში წამოდითო. წივწივამ კარავი.ჯე-ზე დაუწყო საუბარი, რასაკვირველია თვალი დაყვლიპა და ვერ მიხვდა რაზე იყო ლაპარაკი, მერე გვანცას აუშარდა, რომ მიგიტრიალებია ცხვირი იქეთ, მოიხედე აქეთ რომ ვლაპარაკობო, ანდრო უცხოელად ჩათვალა და ჩვენ გვეკითხებოდა სადაურიაო. ჩემთვის საბედნიეროდ არ მოუქცევია ყურადღება, ეტყობა საკმარისად დაბღვერილად შევხედე, შენ ვიღას დაკარგვიხარ თქო. ვერ ვიტან ასეთ არამკითხე ტიპებს, მოვიდა დადგა და შექსპირისეული ენით წაგვიკითხა ტირადები იმის შესახებ, საიდან იწყება ჩვენი საქართველო და რომ წელს პირველად ჭამა კიტრი თავისი ბაღიდან და თურმე აქამდე გემო არ ცოდნია. გზადაგზა თავის რუსულს ამარიაჟებდა. ისეთი სასაცილო აქცენტი ქონდა ტუჩები შემომეჭამა რომ არ გამცინებოდა, დიდი სიამოვნებით გადავიხარხარებდი, მაგრამ შემეშინდა რომ გამიბრაზდებოდა.

მერე კეთილი პოლიციელი მოვიდა, აქ არავინ გაგიჩერებთ ისევ სადგურში წადითო, ავიკიდეთ ჩანთები და წავჩანჩალდით ისევ უკან, სადგურში.
მოლოდინი ბუნდოვნად მახსოვს, აუტანელი სიცხე იყო, მტვერი, ბევრი ხალხი და დაწყვეტილი ნერვები, იმიტომ რომ ვერ ვარკვევდი სად მივდიოდით. ვიჯექით და რაღაცას ველოდებოდით, მე არ ვიცოდი, რას, და ვერ გაჭედვას ვბედავდი, ბიჭებმა თითქოს იცოდნენ რა და როგორ და……. მერე ანდრომ, შაორზე ჩავიდეთო და შეიპირეს ვიღაც მარშუტკა 8 ლარად. ავა შოვში და ჩამოვა და წაგვიყვანსო… ამ დროს კი ჯერ ავტობუსი გავიდა, მერე სხვა მარშუტკა და ბიჭები დაელურსმნენ ადგილს, არა, გინდათუარა იმ მარშუტკით უნდა წავიდეთო. ოღჩ რა დიდი სიამოვნებით დავაწიწკნიდი თმებს იმწუთას. თან, 4 კაცი 8 ლარი შაორამდე შანსი არაა ალბათ კაცზე თვა 8 ლარი და აუგებრობაა თქო და ვიჯექი და გავდი-გამოვდიოდი ვირტუალურ კედლებზე.

არადა რა ბედნიერი სახე მაქვს ამ სურათში :))))

წივწივა დეზდემონას ეფერება, ლეკვს პურები ვაჭამეთ და ცაცკალი ვერც მიხვდა რომ უნდა ეჭამა, ეთამაშებოდა, სულელი :)))(ერთხელ, ზუსტად ასე ვიჯექი დაქალთან ერთად დედოფლისწყაროში, მარშუტკას რომ ველოდი, მაშინაც მაღაზიის კიბეზე და გამტვერილი, თან ჯოკერს ვთამაშობდით.)


ონში პეპი ვიპოვე!!!!! ნახეთ რა საყვარელი, გაბრაზული და წითურაა, თუნდაც ამის გამო ღირდა ის ჩემი კედლებზე სეირნობა და ჩანთააკიდებული სირბილი აპარატით ხელში, რომ რამენაირად დამეფიქსირებინა, იმდენი ვდიე ბოლოს შეწუხდა და რაღაცას ამოეფარა. სამწუხაროდ ძალიან შორს მიდიოდა და წესიერად ვერ გადავუღე.
და არის, აღსრულდა ოცნება! მივაღწიეთ შაორამდე (მართლა მხოლოდ 8 ლარი უნდოდა თურმე) და პირველივე ადგილას დავახეთქეთ ბანაკი, ისეთი დაღლილები ვიყავით, პირადად მე სულ ცალ წიხლზე მეკიდა სად ვიქნებოდი, ოღონდ სადმე გავჩერებულიყავით და პირველივე შემხვედრ ხეებიან მდელოზე იმასვქენით, ლამაზი ადგილი იყო მომენტ, ოღონდ წყალსაცავის დამბიდან შორს. უცებ წკაპ-წკაპ- გავშალეთ კარავი, მოვაპროწიალეთ შეშები (ყოფილი ღობე, დიდი მადლობა მის გამკეთებელს და შემდგომში დამშლელსაც), დავანთეთ კოცონი და ასე შემდეგ როგორც ხდება ხოლმე.


ოღონ წყალი არ გვქონდა , ანუ წყარო, პირდაპირ შაორის წყალისაცავიდან მოგვქონდა


მარჯვნივ რომ ხეები ჩანს, იქ იყო ჩვენი ბანაკი,შუაში ცოტათი შაორი ჩანს, წითელი და თეთრი წერტილი კი ანდროს და გვანცას მოაქვთ წყალი და დარეცხილი ჭურჭელი შაორიდან. ძალიანაც არ გვინდოდა იმ წყლის დალევა, მარა მოვიკრიბე ტვინის ყველა კუნჭულში რაც რამე ცოდნა მქონდა და გავიხსენე რომ წყალი ან სამი წუთი უნდა ადუღო ან ლიტრზე სამი წვეთი იოდი გაუკეთო და დააყოვნო და მასე ვშვრებოდით, ოღონდ მე იოდიანი არ დამილევია, გემო არ მომეწონა .

პირველ ღამეს ისსსსეთი მშუენიერი თავსხმა, ელვა და ჭექაქუხილებით გვიმასპინძლა შაორმა, რომ აი მნამ , წარმოიდგინეთ, ღამე გეღვიძებათ უცებ იმისგან რომ წვიმა კარავის სახურავზე ბარაბნებს უკრავს, მერე ელვა ანათებს და ასე ათიოდე წამში გრგვინავს. თან უბრალოდ კი არ გრგვინავდა, ტალღებად მოდიოდა ხმას, ზღვის ტალღა რომ ეხეთქება და იშლება, ისეთი შეგრძნებით ვუსმენდი, მიყვარს წვიმა ჭექაქუხილით, სტიქიის შეგრძნება მიყვარს. რაღაც მომენტებში წვიმა ნელდებდა, ჩამეძინებოდა და ისევ თავიდან ბაბაააააახ. უცებ წივწივა აგდებს კარვიდან აბვიაზკას, რომელიც რკინისაა, სიტყვებით “ამისგან რამდენი დაღუპულა” ხოდა აი ამ დროს ძააააალიან შემეშინდა, წარმოვიდგინე როგორ გვეცემა მეხი, თან თავს ვიმშვიდებდი, აქვე დიდი ხეებია, იმათ დაეცემა თქო. მარა სველი მიწა ხომ დენს ატარებს თქო–სამაგიეროდ კარავი ისეთი ნაჭრისგანაა აქამდე არ მოუშვებს თქო ვამშვიდებდი თავს თან რომ გაიელვებდა მუშტებს ვუჭერდი და “ხმა გვიან მოვიდეს, ხმა გვიან მოვიდეს” ვიძახდი გონებაში, რაც უფრო გვიან მოდის ხმა მით ურო შორსაა განმუხტვა და უფრო არასაშიში კაირადა საერთოდ არაა საშიში მარა იმ აბვიაზკის გადაგდების მერე დამრია ხელი შიშმა, ოოოხ წივწივ რა თან ამ დროს კარავში სამარისებური სიჩუმეა და მგონია რომ ყველას ძინავს და ამ დროს გვანცამ კინაღამ ანდრო დაჭმუჭნა თჲრმე შიშისგან

მეორე დილა ღრუბლიანი გათენდა, სველი და გამოლოკოკინებული. სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველაგან ლოკოკინები ეკიდნენ, ემაგრნენ, დაცოცავდნენ, იმალებოდნენ, მისრიალებდნენ. რომ მიდიოდი ბალახში ჭყლატა-ჭყლუტის ხმა ისმოდა, შანსი არ იყო, ფეხს ვერ აუქცევდი იმდენი იყვნენ. ირგვლივ სულ გუბეები იდგა და სადაც არ უნდა წასულიყავი ყველან ჭყაპუნობდა და სველოდა. ერთადერთი მშრალი ადგილი მგონი ჩვენი ბანაკის მიწა იყო, მაგ მხრივ ავიმართლა, არ დავაკვირდით და ისე დავეცით ბანაკი და…


ცხოველებში საერთოდაც ძალიან “გვიმართლებდა”, როგორც აღმოვაჩინეთ, ჩვენი ბანაკი ზედ ძროხების ფარის ტრასაზე იყო და დილით არ ვიცი, მეძინა ხოლმე, და ყოველ საღამოს და დღის მანძილზეც კი ვიგერიებდით ძროხებს. თან რა ნაგლები იყვნენ, მოდიოდნენ, დადგებოდნენ და იყურებოდნენ, თავიდან ისე მეშინოდა ხოლმე, მეცემიან და მირქენენ თქო, მივდიოდი ჯოხით ხელში და კი არ გარბოდნენ! მერე მასწავლეს ხმამაღლა დაუყვირეო და ყვირილ-სირბილით ვაფრთხობდით ხოლმე.

ჰხომდა წამოსვლის დღეს პური რომ დაგვიობდა (კიდე კარგად გაძლო 5 დღე) ბიჭებმა რომელიღაც ძროხა გამოიჭირეს, ჯერ პური აჭამეს, მერე მოტყუებით შემოიყვანეს მტრის ბანაკში და მოწველეს ძროხას სულაც არ გაუპროტესტებია, იდგა თავისთვის. ვიდეოცაა ძალიან სასაცილო მარა ვინაიდან მონაწილე პირის ნებართვა არ მაქვს, ვერ დავდებ : )))

შაორზე დიდი ბანაობაც მოვაწყეთ, დაბანაკების მეორე დილას მე და გვანცამ ავხიკეთ შამპუნები საპნები და მსგავსი მოწყობილობები და შაორისკენ დავიძარით, ამავედროს წივწივას დაურეკეს შენი ძაღლია ცუდადო და თავპირისმტვრევით თბილისისკენ გაქანდა, დღეს ან ხვალ დავბრუნდებიო. შაორზე არავინ არ იყო, მზე ცოოტათი ათბობდა, მაგრამ ცუდი ნაპირი იყო დამბასთან ,სულ დიდ-დიდი ლოდები,თან ფსკერი არ ჩანს და საშიშია ფეხის დაცურება. ვიარეთ ვიარეთ და შედარებით პატარალოდური “პლაჟი” მოვნახეთ. პირველმა გვანცამ გაბედა, წყალი იყო ცივი და ცივზე კიდევ უფრო ცივი, თან თავს ვიბანდი თან სამ ხმაში ვკანკალებდი მაგრამ ბოლოსკენ როცა მთლიანად ჩავედი წყალში ისე გათბა უკან აღარ მინდოდა ამოსვლა. ხოდა ამოვედით წყლიდან, ვიცვლით რიგრიგობით და უცებ მოდის ჯიპი, ჩერდება, ორი გოგო გადმოდის და იყურება. მე და გვანცა დამფრთხალი პარტიზანებივით დავიმალეთ ლოდების უკან, მივიფარ-მოვიფარეთ თუ რამე გვქონდა, აღვშფოთდით, შევშფოთდით და დავგმეთ მათი საქციელი, რა იყო, მობანავე გოგოები არ უნახიათ, თუ?

ვბრუნდებით სახლში კიარადა კარავში, მე ყურებამდე შეფუთნული,ზამთრის ქუდით, თავი რომ არ წამეყინოს და ძალიან სუფთა შეგრძნებებით ვტკბებით.

ამასობაში წივწივა გვატყობინებს რომ რაღაცის გადასახვევთანაა (სორიწე, გეოგრაფიული კრეტინიზმი მჭირს) , მერე ვიგებთ რომ ქუთაისშია და ქუთაისს ათვალიერებს. wtf? რა უნდა ამას ქუთაისში აკი თბილისში მიდიოდა? გზაში გაუგია კიკი უკეთესადააო და სადაც გაიგო იქვე ჩამოხტა ალბათ. ქუთაისში ექიმთან მივიდა, კოჭი ჩაისვა, ამოვარდნილი ქონია. უკანა გზაზე კარაველებმა წამოაყოლეს, საწყალი მთელი რამდენი საათი წვიმაში იდგა ტრასაზე, მერე ცეცხლი დაუნთია თბებოდა, ამასობაში ტაქსმა ჩამოიარა და ცოტა ხანი შეიფარა. მერე კარაველებმა წამოაყოლეს ჩვენამდე. გზიდან რეკავს, ცხელი წყალი დამახვედრეთო, ჩვენ ჩავთვალკეთ რომ კარაველები ალბათ აქ აპირებენ დაბანაკებას თქო და რომ წარმოვიდგინე როგორ შეესეოდა ის 20კაცი ჩვენს ბანაკს და ამწვანებულ მინდორს, გული მომიკვდა, არც დანარჩენებს მოეწონათ ეგ იდეა. არა,კარაველების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ძალიან მყუდროდ ვიავით იმ მინდორზე იმისათვის რომ ამდენიხალხი გამხარებოდა: ))) (იქმყოფი სამი ადამიანის გარდავისაც ვიცნობდი). ვიჯექით კოცონთან და ვმსჯელობდით როგორ იქნებოდა…კაი ხნის დაღამებული იყო წივწივა რომ მოვიდა,უკარაველებოდ, თავიდან ფეხებამდე სველი, დამდნარი ხინკლებით, მოვხარშეთ და შევწვით და შევახრამუნეთ, მერე რა რომ დამდნარი იყო, ზატო პახოდში ვის გაქვთ ხინკალი ნაჭამი, ჰხა?

ერთი პირი შეშინებაც მოვასწარი მაგ დღეს, კარავში ვარ, მთვლემს და ის-ის არის ჩამეძინა, ანდრო და გვანცა გარეთ კოცონთან სხედან, და უცებ მესმის”შარისთვის მზად უნდა იყო” და “გოგოების პონტში ყოველთვის შარია” და მსგავსი რაღაცეები. მეთქი ვაი, თან მწყემსს ის ორი დღე რაც იქ ვიყავით, წივწივა არც დაუნახავს და გონია ორი გოგო და ერთი ბიჭი არიან და ბზზზ-ები ჩემრთო, მივცუნცულდი მაშინვე კოცონთან ,ვიღას ახსოვდა შენი ძილი. თურმე ვიღაცცეები დადიოდნენ ყვირილით და ანდრო დანას ამზადებდა და მაგ ხმებზე და ახსნებზე გამეღვიძა . მეთქი ვაივუი რა ხდება, რატოა საშიში, მართლა არასოდეს არ მომსვლია აზრად, ამდენი ხანია დავდივარ, რომ შეიძლება ადგილობრივი აგიშარდეს და ხიფათში გაება. ჰხომდა მოვისმინე უცხო ადგილას მოქცევის წესები, რომლებიც როგორც დამამახსოვრდა, ასე ჟღერს:

  • თუ ვინმემ ლაპრაკი დაგვიწყო, აუცილებლად ვყვებით, არ ვეკამათებით და ყველაფერზე თავს ვუქნევთ (ონში მე და გვანცამ ცხვირები რომ გავუბზიკეთ იმ კაცს, არ შეიძლებოდა თურმე).
  • ვბანაკდებით მოსახლეობისგან შეძლებისდაგვარად შორს.
  • ვფილტრავთ ლექსიკონს.
  • არ ვეხებით სოფლის არანაირ საკუთრებას.
  • ყოველიშემთხვევისთვის ყველაფრისათვის მზად ვართ.
  • გოგო თუ ვართ, მაქსიმალურად ბაბაიაგურ ვიდზე უნდავიყოთ
  • არ ველაპარაკებით რელიგიაზე და უსიტყვოდ ვემორჩილებით “იქ არ შეხვიდე ეს არ ქნა” წესებს (განსაკუთრებით მთაში და აჭარაში კიდო)

თუმცა მე მაინც მგონია რომ საფრთხის რისკი გაზვიადებულია, იმიტომ რომ ქართველები მაინც სტუმართმოყვარე ერია, პირველად რომ ვიყავი რაჭაში, ზნაკვაში, იქაურმა ბებოებმა პატა აქაურია წარმოშობითო რომ გაიგეს, მთელ ჯგუფს ლობიანები, ხაჭაპურები და ღვინო მოგვიტანეს, ვიღაცის სახლში დაგვაბინავეს წვიმის დროს, ერთგან ყავაც კი დაგვალევინეს.

აუ მე ყველაზე ძალიან ის გამიხარდა, რომ ცეცხლის მოვლა-პატრონობა ვისწავლე. ანუ როგორც წესი საკმარისი იყო რამეს მივკარებოდი რომ ქრებოდა ხოლმე და ახლა არ მიქრებოდა და გახარებული დავრბოდი წინ და უკან და ვაყრიდი და ვაყრიდი შეშებს და პატარა ბავშვივით მიხაროდა .

კიდევ ერთი ღამე სულსულსულ ვარსკვლავიანი ცა იყო, ვიწექი გულაღმა და ვუყურებდი როგორ ვარდებოდა ვარსკვლავები. ვარსკვლავიან ზეცის ყურებისას უსასრულობის შეგრძნება მეუფლება, წარმოვიდგენ როგორი საშინელი სიჩქარით მიქრის დედამიწა უსაზღვრო სივრცეში და რომ მე ამ ყველაფერთან შედარებით სრული არარაობა ვარ. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ფიზიკურად ვგრძნობ, როგორ იზრდება და ფართოვდება გარშემო სივრცე, როგორ ვპატარავდები ნელ-ნელა და უწონადობაში ვტივტივებ. ოღონდ ბავშვობისას უფრო მძაფრი იყო ეს შეგრძნება, ახლა კი ნელ-ნელა სუსტდება და ალბათ მაშინ გაქრება, როცა საბოლოოდ გავიზრდები და იმ ბავშვის აღარაფერი დარჩება, რომელსაც ეგონა რომ ყველა ვარსკვლავი ვიღაცას ეკუთვნის და მისი ჩამოვარდნისას ვიღაც ასრულებს ცხოვრებას, და თუ შენ ამას შეესწრები, მისი დაკლებული ცხოვრება შენ მოგემატება. მიყვარს ღამის ვარსკვლავიანი ცა და ამავედროს მეშინია კოსმოსის, რომელსაც დღე ვერ ვხედავთ და ლურჯი ზეცა თითქოს გვიცავს, ღამე კი ეს მოჩვენებითი საფარიც სადღაც ქრება და შენ პირისპირ ხარ ამ ყველაფერთან, უზარმაზარო სამყაროში ჩაკარგული პატარა ჭიანჭველა…

ჩვენი ბანაკიდან ასე 50 მეტრში იყო ეს გუბურა, დაჭაობების პირას მყოფი, ზედ იხვებით, რამდენჯერმე ვუყარაულე, მაგრამ ვერ გამოვიჭირე, არადა ხმები მესმოდა საიდანღაც, თვითონ კი არ ჩანდნენ.


ამოყირავებული სურათიზა ბოდიში, წივწივა იმდენი ხანი წვალობდა ამის ასაშენებლად ხეებზე, ცოცვა ვისწავლოთო და უნამუსოდ დამეზარა და არ ავცოცდი


ნიკორწმინდა იქვე იყო, სამ კილომეტრში და ბოლო დღეს გადავწყვიტეთ ასვლა, წივწივა იქვე დავტოვეთ,გზაზე, ჩანთებიანად და ჩვენ გავეშურეთ. ძალიან ლამაზი და მშვიდია ნიკორწმინდა, მწუანე ბალახით და თბილი მზიანი გარემოთი. პაწუა ბეკეკა დახტოდა ეზოში და მეეე-მეეე-ვო ბღაოდა რამეს რო შეეკითხებოდი, ძალიან სასცილო ვინმე იყო ჯერ ეშინოდა, მერე მოგვეჩვია, ფეხზე კიარადა ჩლიქზე დაგვიკიდა და გემრიელად წამოწვა, მივცვივდით და ჯერ თვითონ ვაპოზიორეთ მერე ჩვენ ვიპოზიორეთ იმასთან ერთად.

წყალი გვინდოდა აგვევსო და რომ წამოვედით წყაროზე ჩავედით, სანამ ანდრო ავსებდა, მე და გვანცამ დრო ვიხელთეთ დაგადავწყვიტეთ რამე ძეხვი გვეყიდა, მარა ვინ გაცადა, ანდრო დაგვეწია და წაგვაპროწიალა უკან, ეს ძეხვი არა, ზესტაფონში ვიყიდოთ რამე ნორმალურიო, არადა ისეთი საწყალი მშიერი ბოვშვი ვიყავი, საჭმელი კიდევ ბიჭების ჩანთებში იდო, თანაც ტრაკში ანუ ძალიან შორს. რაღას ვიზამდი, დავერიე ნიკორწმინდელ ვაშლებს, ქლიავებს და კაკლებს, ამათაც მოეწონათ და რომ არა ჩემსმიერ შემთხვევით გაჩერებული პაპუტკა, გადავჭამდით ალბათ იქაურობას
ჩამოვღიღინდით წივწივამდე და თათბირი დავიწყეთ რა გვექნა. თან იმ დღეს მოიწმინდა ცა მთლიანად პირველად იქ ყოფნის მანძილზე, მანამდე სულ წვიმდა, შაორი კიარადა ღრუბლების მაგნიტი უნდა ერქვას, რა უბედურებაა, ამდენი სად ეტევა, მთელი დღეები მოდიოდა და მოდიოდა ღრუბლები, მზე-თავსხმა-ჟინჟვლა-ღრუბლიანობა-მზე-და.ა.შ., დავტანჯდი რა!
ხოდა კარაველები ბრუნდებოდნენ მაგ დღეს უძირო ტბიდან და გვინდოდა ზესტაფონამდე გავყოლოდით, სამწუხაროდ ვერ ვუკავშირდებოდით და არ ვიცოდით, ექნებოდათ თუ არა ადგილები, ამიტომაც გადავწვიტეთ დავძრულიყავით და პაპუტკის გაჩერება გვეცადა, გზადაგზა კი ისევ დავურეკავდით………..
შემდეგ სერიაში თქვენ იხილავთ:
წვიმაში კამაზით, ჩემი ჯადოსნური თითი და კეთილი სპარტაკი, ტყიბულური გასტროლი და აბდალი მატარებელი და ბევრი საინტერესობები.

სადღაც იქ, წვერზე.


რაღაც საოცარი დღე იყო, ჯერ ღრუბელი, მერე საშინელი წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი, მერე ნისლები, ულამაზესი სანახაობა იყო, დგახარ ზემოთ გორის წვერზე, სუნთქავ ნაწვიმარ, ცინცხალ ჰაერს და ხედავ ორივე მხარეს “ხეობაში” როგორ დადიან ღრუბელ-ღრუბელ ნისლები, ნელ-ნელა ზემოთ ამოდიან და ბოლოს რძისფერ ნისლში ეხვევი. მერე ნისლი მიდის და კაშკაშა მზე გამოდის, ცაზე კიდევ თეთრი მთვარე და დაცვარული ბალახი

აი ასეთ დროს ვხვდები ხოლმე რომ ვცხოვრობ!


წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, არ ვიცი პირველად-არ ვიცი მერამდენედ, მაგრამ გუშინ თავისი პირდაპირი მოვალეობა პირნათლად შეასრულა: შეგვიფარა

წივწივამ დაგვიბარა დილით არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ თავისუფლებაზე, მერიასთან, (ხო, აქ უნდა აღვნიშნო, არ ვიცი წვიმის გამო-არ ვიცი იმის გამო რომ დილა იყო, ათ კარავზე მგონი 1 კაცი მოდიოდა. ერთი ბებო კიდევ თან კარავში იჯდა, თან მათხოვრობდა.)

დილას ძლივს ავწიე თავი, ნაწვიმარი იყო და კინაღამ ძილი შევიბრუნე, კიდე კარგი არ შევიბრუნე! გარეთ ისეთი ცინცხალი ჰაერი იყო მივხვდი დღეს რაღაც კარგი იქნებოდა.

ჰხოდა მივედით სადღაცამდე, არ ვიცი სადამდე,წყარო კი იყო იქვე, და ფეხით გავუყევით მინდორს, ყვითელი ბევრი ყვავილები იყო ზედ და მე და აივერსონი ისე დავდიოდით რომ ფეხს არ ვადგამდით, მერე წივწივასაც შევთავაზეთ და რას ამბობ, მაგას რო ვუყურო როგორღა ვივლიო, ლოლ ალაგ-ალაგ მზეც გამოვიდა და ურავაშა ჩამერთო, კურტკის წაღება დამავიწყდა და მციოდა და გავთბი.

მერე ოთხ ჯგუფად დავიყავით და კვერცხების ომი გავმართეთ, ჩვენ ჯგუფს ურჯულო ტუსიბრუები დავარქვით, ცოტა კვერცხები შემოვინახეთ და ყველაფერი რომ მორჩა შემონახული კვერცხები დავუშინეთ დაუცველ ხალხს ჰხო ამ სურათში მზაკვრულ გეგმებს ვალაგებთ მე ის ვარ თავიდან ფეხებამდე შეფუთული როა.

თან ისეთი კვერცხები იყო არ ტყდებოდა და ერთი ისე მწარედ მომხვდა და თან არ გატყდა, მერე ავიღე გავუქანე ვიღაცას. აუ თან სროლას რომ დავაპირებდი შევხედავდი მიზანს, ის თვალებში შემომხედავდა და ააარა, ამას ვერ ვესვრი და ამიტო მარტო “ზურგში მიპარვით” ვესროდი ვინც არ მხედავდა

მერე ასეთი გეგმა იყო, ეკლესიასთან უნდა მივსულიყავით და თოკით დავშვებულიყავით ძირს, მერე ბეთანია და სახლი. მააააგრამ უცებ ისეთმა წვიმამ მოსცხო, ნამდვილმა გაზაფხულის შხაპუნამ რომ იცის მხოლოდ, ჩამობნელდა, ჰაერი ნესტით გაიჟღინთა და ფერდობზე აფოფხებულები სასწრაფოდ დავეშვით ისევ ეკლესიაში, თავის შესაფარებლად. გარეთ კი ისეთი წვიმა მოდიოდა ნისლივით ჩანდა შიგნიდან, სეტყვამაც გამოურია და დაიგრუხუნა თან ორჯერ. ვჭამეთ ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ, გავშრით ცოტა, თან ისეთი პატარა ეკლესია იყო და შემთხვევით საკურთხეველზე ავხტი


წკლესიის ეზოში, წვიმის შემდეგ

როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი…


ნისლი…

და მზე

და მთვარე!
პ.ს. (შივიდასჯერ ვკითხე ჩემს მეგობარს რატომ ჩანს დღისით მთვარე თქო, 700-ჯერვე ამისხნა და მაინც ვერ ვიმახსოვრებ, რა უნიჭო ვარ )


მნამ!

ჰხოდა მერე ვიცოცეთ!
რომ გაწვიმდა ნაწილმა თქვა ჩვენო არ გვინდაო, გვცივა გვსველაო, ნაწილი მიდიოდა და მე დავფრთხი სველი თოკის შემეშინდა, მაგრამ ბოლო-ბოლო ყოყმანის და “აუ არ მოვკვდები?” კითხვების მერე მეც წავედი. (ხო აი მეშინია ზოგადად სიმაღლეზე რამე არ მომივიდეს და მომკალი! ).

გაიცანით ეს არის ჩემი ერთგული მეგობარი გრიგლი :პარარაამ:

აი მაგ სახელურს რომ მოქაჩავ და ტრაკით “დაჯდები” დაშვებისას, თოკი მოძრაობს და ქვევით მიდიხარ, ხელს როგორც კი გაუშვებ ჩერდება. მოკლედ, გრიგლთან ერთად გულითაც რომ მოინდომო ვერ ჩამოვარდები. კიდევ არის რვიანი ანუ ვასმიორკა, იქ უკვე ხელის მოძრაობით აკონტროლებ ჩასვლა-გაჩერებას. ვასმიორკა ჯობია იმიტომ რომ უფრო სწრაფად და ხტუნვა-ხტუნვით ჩადიხარ, გრიგლით ნელა ხდება, ნუ თუ დამუღამებული გაქვს სწრაფადაც შეიძლება, მე ბოლოსკენ ვცადე, ნაკლებ დაქანებაზე და კაი იყო.
დაცვასაც გიკეთებენ, ეს არის თოკი ან რამე მსგავსი, რისი დანიშნულებაც ისაა, რომ თუ შენი გრიგლი ან ვასმიორკა მოკვტა ან გაფუჭდა ან რამე გაუკეთე და უკონტროლოდ ჩაფრინდი, მეორე თოკი იმ მთავარ თოკზე გამაგრებს და ვერსადაც ვერ გაფრინდები

აი ჩემი ჩამოფოფხების მცდელობაც,ასეთუისე წარმატებული.


თუ დააკვირდებით თბილისს დაინახავთ შორს თეთრად.
მმმწვანე ბალახები ბევრი-ბევრი.
აქ იყო ვასია : )))
ბეთანიაში ვეღარ წავედით დრო არ დაგვრჩა წვიმისდაგამო და წამოვედით უკანვე.
ჰხომდა მერე მოვედი სახლში გატალახებული-გაბონძღილი, შევვარდი აბაზანაში და იმდენი ვიბანავე იმდენი იმდენი
და მერე აი ზუსტად ესეთი ტიპი დავჯექი კომპთან
დათუ თქვენ ეს ყველაფერი წაიკითხეთ დიდი მედალი თქვენ

პ.ს. წივწივას დიდი მადლობა, მაგ ადამიანის გასვლები რომ მიყვარს ისე არაფერი მიყვარს

წვრილმანი აღნიშვნები

  1. იქ ისეთი საყვარელი და ხუჭუჭა გოგო იყო ისეთი ისეთი ისეთი
  2. სამახსოვრო ნივთად უცნაური ფორმის ნიჟარები წამოვიღე,ერთ ფერდობზე მივაგენი, ბეეევრი ლოკოკინები ცხოვრობდნენ და იმდენი ვეძებე რომ უპატრონო ვიპოვე ორი ცალი და წამოვაცუნცულე ეგენი და იები და გიაცინტის ველური ჯიში, ჰარი პოტერში გავახმობ
  3. მიუხედავად იმისა რომ ეკლესიური არ ვარ ტრადიციული ქართული გაგებით, ძალიან მჯერა რომ ეკლესიისკენ და ეკლესიაში მიმავალ ადამიანს არაფერი არ დაემართება. მმმ, მგონი ეს ცრურწმენას უფრო გავს მარა მე ასე მწამს.

მეძჳნება-მარა-უნდა-დავწერო-პოსტი


დღეს მე ყველაზე სველი და ტალახიანი მოვედი სახლში, მაგრამ მაგარი იყო!

დანარჩენი მერე, მეძინება აწი.

პ.ს. ნისლი იყო და მიტოა ასეთი.

ნისლიან ალბიონზედ


სურათზე დეფექტი არაა, ეს ნატურალური ბოლია, მწარე გემოთი და თვალებისწვის უნიკალური უნარით, დახუჭულშიც კი აღწევდა.
ახლაც მგონია რომ კვამლის სუნს ვგრძნობ.
არადა მიმტკიცებენ აღარ აგდისო.
თანაკვამლელმა მომწერა წეღან, გავგიჟდი მთელი დღეა თან დამდევს სუნი ნამდვილად არისო
გამოვკვამლდით სულმთლად, რა იყო ამისთანა
პირველ დღეს საერთოდ მაგარი იყო, არაფერი აღარ ჩანდა შავი ბოლისგან და ცრემლისფრქვევით ვჭამეთ-დავლიეთ პლიუს ასეთი როჟა ვიყავი მარა ეს ძაან მაგარი იყო, დავიხოცე სიცილით, მევასებით ბოვშვებო
ეემ,დადებით ემოციებზე მერე დავწერ, ახლა კლავაზე ყავა გადავასხი,არ იბეჭდება და ლამისაა მუშტი დავცხო

week-end



სასაფლაოზე ვსრიალებთ :)))
მსხვერპლი არ შეინიშნება, ზემოდან არავინ არ ყოფილა :მო:


მე და ზღარბუნია ვუყურებთ ფილმა იმაზე თუ როგორ დაკარგა ბიჭმა (მგონი) :))


კიდევ ზღარბუნია

რას ვუყურებ ნეტა მაცოდინა : ))))))
ოდა ისა, წივწივღოველები იყვნენ იქ, ქვიშხეთშჳ, ცუცქების სახლში. თავიდან შემცივდა ფეჩიან სახლში, ტემპერატურული ცხვლილებების გამო ავიბუზე, მერე გამიარა და კაი პონტი იყო, თან ბევრი ბავშვები კიდევ უფრო კაი იყო. ტოტალური უსაქმურობის რეჟიმში გავატარე სამი დღე, ერთადერთი საკუთარ ლოგინს ვალაგებდი, და ერთი ცალი კარტოფილი გავთალე, ლოლ. უი კიდე სოსისები ჩავყარე ქვაბში : ))) რა კაია სახკლში ვირაც შენ მაგიერ რო აკეთებს რაღაცას, თვეზე მეტია მგონი დედაჩემი არ ჩამოსულა და მომენატრა მჭირდა

მეორე დღეს ისე გამოვთვერი…. ჯერ ორი ჭიქა ისე დავლიე, მერე მარანშჳ ჩავიპარეთ რამდენიმე კაცი, მერე სასაფლაოზე ავიხირეთ და უდანაშაულო ბიჭები წავათრიეთ, რომლებსაც მგონი სულაც არ უნდოდათ წამოსვლა და თბილი სახლის დატოვება თუმცა მერე ალბათ გულში მადლობაც გვითხრეს ასეთი საინტერესო ექსკურსიისთვის : )))

აუ ზღარბუნა იყო იქ ისეთი საყვარელი და პატრონი კიდევ უკეთეს წარმოდგენებს ადგმევინებდა, ისსსსსსსეთი საყვარელი ზღარბი იყო მეც მიდნამასეთი 😦

მატარებელში ბოლოსკენ ხო მაინც უნდა მოხდეს რაღაც და ვიღაც სირიკოს გამოხტომამ იმასქნა ხასიათში, თუმცა ის სირიკო სირიკოდ დარჩება, რა მისი ბრალია ასეთი გააჩინა დედიკომ :ვიკ:

სახლში რომ მოვდიოდით დენი ჩაქრა ყველგან, მაღაზიაში შევედი და ყველების ქალი მიღიმის, მეთქი რა უნდა და უცებ გამახსენდა რამდენჯერმე ჩანთით დამინახა და მკითხა პახოდიდან ხომ არ მოდიხარ, მონათესავე სულია ეტყობა. მერე მობილურის შუქით მივაღწიე სახლამდე, და სანთლიანად შევვარდი საბანაოდ : )))

ოდა ისა თუ ამას წაიკითხავთ მადლობა ბოვშვებო ასეთი კარგები რომ ხართ :მო:

ნუ მე ცოტა “ვერ ვარ” მარა თქვენთან ერთად კაი იყო კარგად გავერთე 😀

სურათების დადება მინდოდა მარა რავი, ტეხს მაინც, იქნებ არ უნდა ადამიანს რომ მისი სურათი აქ დაიდოს და ვინმემ ნახოს. : ))))

უი, ყველაზე პრიკოლი, ჩამოვედი, ვიმეცადინე იმ გაბომჟილმა ბავშვმა და დილას რო მივედი უკვე გაუფორმებია ნიშანი : ))

თანატოლები


თანატოლებში რა კარგია თურმე, ბევრ თანატოლებში.
ამ ბოლო დროს ჩემს გარშემო არსებული ადამიანებიდან ყველაზე უმცროსი 31 წლისაა და ისა… დღეს წიპა “დავაფასე” თანატოლები, შენნაირი აზროვნებით, შენი თაობის, შენნაირი ცხოვრებებით და ჯერ ის ზამაშკები რომ არ აქვთ, მე აქ ვერ დავჯდები და მე ამას არ ვჭამ და რავი კიდევ ვერ გადმოვცემ ზუსტად, რაღაც მუხტი, რომელიც იკარგება ეტყობა ასაკთან ერთად.
და თუ ამ ყველაფერს მთაწმინდა და კოცონიც ემატება სულმთლად მაგარია.
დავიცალე თითქოს.
ნუ მერე რა რომ გავიყინე მერე გავთბი კოცონთან , მერე ბოლით ავქოთდი, ნახევრად შემწვარი კარტოფილი ვჭამე და ძალიან გემრიელი ტორტი ღამის 10 საათზე , ნიგვზებით, ჯანდაბას ჩემი დიეტა დამემართა.

ოღჩ რა რა რაღაცნაირი ვარ : ((((( არ მევასება ასეთი ჩემი თავისაზრები