კვირის ფავორიტები


დილით რომ გამოძვრები კარავიდან, გაჩეჩილი, დილის სუსხი დაგკრავს, მზეზე დგახარ და თვალმოჭუტული გრძნობ, ნელ-ნელა როგორ გითბება სხეული და სისხლი იწყებს მოძრაობას. ჰაერი ცივია, სუფთა და “სველი”. პირს იბან მდინარეზე, გაშრობა გეზარება, ან ჩემსავით პირსახოცი დაგრჩა და სახეს ისევე მზეს უშვერ, მერე კოცონზე ადუღებული ჩაიდანიდან ყავას ისხამ რკინის “კრუშკაში” და პარალონზე მჯდომი, ტყის შრიალის ფონზე ფეხის თითებით წყვეტ ბალახებს, დილობ თვალი გაუსწორო ლურჯ ცას და ამასობაში საბოლოოდ იღვიძებ.
მომენატრა, ბლინ!

ჰოლი გოლაიტლი, წვიმა, მზე და ცისარტყელა


მარტო მე მაბოდებს აგერ რამდენიმე წელია “საუზმე ტიფანისთან”-ზე თუ თქვენც?
ოღონდ ფილმი არ მინახავს, ორდი ჰეპბერნისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ყველაზე ნალებად შეეფერება ეგ ქალი ჰაეროვანი და ვნებიანი ჰოლის ტიპაჟს.

თუ დაინტერესდებით, ამ ლინკს გამოეკიდეთ
http://en.wikipedia.org/wiki/Breakfast_at_Tiffany)

ორიგინალში მინდა წავიკითხო

.
p.s. არ შემეძლო არ დამედო, როგორი განაბული იფერებს მოფერებას ))))

თელავი


ამ შაბათკვირას წავედი თელავში, დედის და კატის მოსანახულებლად.
ესეიგი იმდენი ბროწეული ვჭამე, მთელი წლის მარაგი შევივსე.


ნადიკვარზე ვიპროწიალეთ მე და ბერომ.


მიაუ-აუ-ო მითხრა კატამ და ასე მიყურებდა რაც იქ ვიყავი, ეს თუ ფეხზე ვიდექი. თუ ვიჯექი ან ვიწექი, ზედ მეჯდა-მეწვა და კრუტუნებდა ტრაქტორივით.


ესეც ნადიკვარი.

ეს რაცხა საყვარელი სახლი ნადიკვართან. შარშან “აღმოვაჩინე” რატომღაც, მანამდე იმდენჯერ მაქვს არადა ჩავლილი მის გვერდით……


ხედი ნადიკვრიდან… აი ეგ სახლები რომ გამოაკლო და ალაზნის ველი ცოტა უკეთ გამოაჩინო, ზუსტი ხედი იქნება ჩემი სახლის ფანჯრიდან.


ჩემი კორპუსის ეზო. პირველმოსახლეები იყვნენ ჩემი მშობლები და სხვა მეზობლები და ერთობლივი ძალებით გააშენეს ბაღი, ეს ნაძვებიც სანერგიდან მოიტანეს თურმე, ტყის მიწა დაყარეს და ახლა ყველანაირი ხეხილია, ბროწეული, ბალი-ალუბალი, ატამი, ლეღვი, ალუჩა, ტყემალი, კომში, თხილი, ქლიავი, კაკალი… ჭერამიც იყო და გახმა 😦 პატარა რომ ვიყავი, მაგ ნაძვების წინ მახსოვს, ყვავილნარი იყო, ბეეეეეეეეევრი ნარცისებით და ფერადი ყვავილებით. ახლა აღარაა, ბევრი გადავიდა და მოსულებმა აღარ მოუარეს 😦

ესეც ეზოს შესასვლელი და ცაცხვის ძირი.
ლამაზი და სუფთა ქალაქია თელავი. მართლა სუფთაა, განსაკუთრებით ჭუჭყიანი და გამონაბოლქვიანი თბილისის მერე იგრძნობა, ჰაერშიც შემოდგომის სუნი დგას.
იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩემია და იქ გავიზარდე, საქართველოს ცოტაზე მეტ ქალაქში ვარ თუნდაც გავლით ნამყოფი ან ერთიორი დღე დარჩენილი და ასეთი მშვიდი და სუფთა ბორჯომი ვიცი მხოლოდ.

შმაკ-შმაკ



წკუპუნ-ნისლ-ცივცივცივვერგამოლხობილი ფანჯარა და
სულაცარგაყინული მე


ჯუსტ

წინასათემე განწყობა


აუ სკირვალები მიყვარს
აი კი არ მიყვარს, ბავშვობიდან მაფანატებს, რვეულები აჭრელებული მქონდა ხოლმე, იმდენს ვხატავდი. სკირვალებიანი ცის ყურება მიყვარს, ბავშვობაში, სოფელშჳ რომ ცა მაქვს ნანახი, ისეთი ალბათ არსად არაა, უუუზარმაზარი ვარსკვლავები იყო, იმდენი-იმდენი-იმდენი რომ აი ნემსი არ ჩავარდებაო მაგათზე იყო ნათქვამი.
ტატუ თუ გავიკეთე ოდესმე აუცილებლად სკირვალი იქნება და მაჯის შიგნითა მხარეს მექნება
პატარაობაში სკირვალი საყურეც კი მქონდა, ისე მიყვარდა, ისე, მერე დამეკარგა
ხოდა ისა
რა დროს სკირვალია ხვალ დამერხევა
აუ არადა ისე მახატია ისე ისე უბრალოდ ტავმოყვარეობის ამბავია კითხვაზე ვერპასუხი

და ისვ წითურა


ტყუუპები

თან იდენტურები

ჭორფლიკოლებით

რაღაცას ვეძებდი ინტერნეტში და შემთვევით წავაწყდი

მწვანე სიმშვიდე ანუ რაჭა ჩემი თვალით


იმისათვის რომ გემრიელად დავისვენოთ და გავთავისუფლდეთ ყოველგვაირ ნეგატივისაგან, საჭიროა:

  • ერთი ცალი მარშუტკა მძღოლით, რომელიც მუდამ ბუზღუნებს იმის გამო რომ შენ ასე კმაყოფილი დაეხეტები წინ და უკან, მაგრამ შენ ყურადღებას არ აქცევ და მის ცხვირწინ იწყებ რეზინობანას თამაშს.
  • მაისის შხაპუნა წვიმა, ელჭექი და ცინცხალი ჰაერი იმისათვის, რომ შევიგრძნოთ რომ ჩვენ ვცოცხლობთ!
  • ლოლა, სმაილი და მაისები იმისათვის, რომ მოვისმინოთ გულისგამგმირავი კივილი, რის მერეც ტურები კომპლექსდებიან ჩვენ ასე არ შეგვიძლიაო, წავიდეთ კოკისპირულ წვიმაში კოკა-კოლაზე 4 კილომეტრის იქეთ მდებარე სოფელში, ვიცინოთ ზეძალიანბევრი და ვიღელვოთ ბედკრული ზანგების და გველების ბედზე.
  • შუაღამისას დაბანაკება შაორზე, გაურკვეველ ადგილას, ძილი ტამტამების ხმაურის ფონზე, და დილას აღმოჩენა იმის, რომ შენი კარვის “ფანჯრიდან” შაორი მოჩანს.
  • ფეხშიშველი სიარული მწვანე ბალახზე და გარუჯვა.
  • ტრული, დილით ეფექტური და სწრაფი გამოღვიძებისათვის. (სუსტი გულის პატრონებს ვთხოვთ მოშორებით დაბანაკდნენ).
  • არჩილი, რათა ვინმემ დაგვარიგოს ჭკუა და მოგვმწყემსოს და მძღოლი გამოკვებოს.
  • რამოდენიმე მობუზღუნო ელემენტი რათა მთლიანად შევიგრძნოთ რაოდენ კმაყოფილები და ბედნიერები ვართ ჩვენ.
  • შლოპანცები იმისათვის რომ მივუშვიროთ ფეხის თითები მზეს და ზაფხულს.
  • პატას მზრუნველი მოგვარეები, ლორიანი ლობიანებით და ხაჭაპურებით რომ გაგვიმასპინძლდნენ და ღვინოც მოგვცენ
  • კეთილი მეფუტკრე ქალი, შუაგულ რაჭაში ორი დღის ნანატრი ცხელ-ცხელი ყავა რომ მოგვიდუღოს.

ჰხომდა

აქა ამბავი იმისა, როგორ წავედით კოკა-კოლაზე ცეცხლი,ნაკვერჩხალი, სამხედრინა, ოდნავ მაღალი გოგო, თითქმის გადაპარსული, მწვანეშარვლიანი, რამდენიმე მაისი და თავადი.

ეს იყო პეტერ… ტოესწ ზნაკვაში, როცა მწუადებიც შეიწვა, გაწვიმების გამო ციხის ნახვაც ვერ მოხერხდა და არაფრის კეთებისგან სასწრაფოდ გამოინახა დიადი ექსპედიციის მიზეზი, ანუ კოკა-კოლა დამილიესო დაიწუწუნა რომელიღაც მაისმა და რამდენიმე ადამიანი დავიძარით მაღაზიის საძებნელად სოფელში, სადაც სულ ორი კომლი ცხოვრობს….

გაგიკვირდებათ და ვერ ვიპოვეთ ვერაფერი, საააამაგიეროდ, სულ რაღაც 4 კილომეტრის იქით სხვა სოფელი იყო. ერთმანეთს გადავხედეთ, რკინის ქალამნები და მხნე განწყობა მოვიმარჯვეთ, სიცილ-ხარხარის ცხენი შევკაზმეთ და გავუდექით გზას. წვიმამ გადაწყვიტა რომ მარტო ვერსად ვერ გაგვიშვებდა და წამოგვეწია და რა წამოგვეწია, ჩემხელა წვეთები მოფრინავდა ციდან. ჩვენ რასაკვირველია არ შევიმჩნიეთ და გავაგრძელეთ გზა. ამასობაში სატვირთუკა წამოგვეწია, შემოგვისკუპა და წაგვაჩიქჩიქა.

ისეთი ზღაპრული შეგრძნება იყო, მთელი წვიმა და ქარი სახეში რომ მირტყავდა,ხელი გავყავი ტენტის გარეთ, მთელი სიამოვნება სრულად რომ შემეგრძნო და წვიმა დამეჭირა. აი ეს უნდა გამოცადო, აღწერილით ვერ გაიგებ…… აი რომ გრძნობ რომ ცოცხალი ხარ, როგორ გასველებს წვიმა,სახე სულ სველი გაქვს, ქარი კიდევ უფრო გაყრის წვეთებს დაგაგრილებს, საერთოდ არ გცივა, გარშემო ყველაფერი სველია, მწვანე-მწვანე და ცინცხალი, ტყე სველი და ახალდაბანილი და ჰაერში სველი მიწის და რაღაც ძალიან მსუბუქის და სიცოცხლის სუნი დგას.

ზნაკვის გამგებელი იდგა თურმე ძარაზე, სურათები გადაგვიღო,სახლში გვეპატიჟა, კაი-კაი-ვო ვუთხარით და თან ჩამოვუხტით მანქანიდან, მაღაზია დავინახეთ და…

ნეტა რა გაიფიქრეს ადგილობრივებმა, ხისგან აშენებულ “ბირჟა”-ში რომ შეუცვივდათ 10-ოდე გადალუმპული გოგო-ბიჭი : )))

მაღაზიაში კოკა-კოლა არ იყო, ზატო იყო ლუდი, ლიმონათები და პური… მერე ორმა ბაბუამ ორი ბოთლი არაყი და თხილი მოგვიტანა და დავლიეთ, გავხურდით, გავშრით, სადღეგრძელოები იმასვქენით, თებრო კინაღამ გავათხოვეთ, საყვარელ ბაბუას ლუდი დავალევიეთ, აუ ისე გაუხარდა, ისე გემრიელად სვამდა, ნამ-ნამ-ო არ უთქვამს, ისედაც იგრძნობოდა : ))) ამასობაში გადაიღო წვიმამ და წამოვჩიქჩიქდით, შემოგვაღამდა და ასე, ღამეში სიცილ-ბოდიალით მივაღწიეთ ბანაკის ნარჩენამდე.

წვიმას ისინიც შეუშინებია და რომლიღაც სახლშჳ შეყუჟულან, ჩვენც იქ გვაგზავნიდნენ მაგრამ ლოდები ავაგდეთ, თავები შევუშვირეთ, მერე პატაპუტინამ ტრადიციისამებრ თავადი კარვიდან გამოაძევა და 6 გოგო ისე გემრიელად დავეტიეთ და ისე გემრიელად დაგვეძინა ,რომ შუაღამისას ამტყდარი შუშხუნების სროლა და ბუშტების გახეთქვის ტკაცუნებიც კი ვერ გავიგე ისე ღრმად მეძინა თჲრმე : )))

აქა ამბავი იმისა, როგორ უნდა გვეძინოს შუაგულ ომში და ქარ-ცეცხლში კიარადა სამი დილა ერთში.

სად იყო და სად არა, 6 საათიანი სიარულის მერე, ორჯერ წრე რომ დავარტყით მგონი შაორს, მერე პატრიოტის ბანაკებიდან წინ-უკან-მარჯვნივ და მარცხნივ ვიარეთ, როგორც იქნა მივაგენით დასაბანაკებელ ადგილს, რომელიც წინამძღოლს ახსოვდა, ბუნდოვნად, მარა მაინც ხო ახსოვდა! ჰხოდა, გაიშალა სუფრა, იჭამა-დაილია, მერე კოცონთან გადავბარგდით და ზოგი სიმღერა მოვისმინეთ, ზოგი გიტარაზე მელოდიური დაკვრა (პ.ს. knocking on the heaven`s door ჯერ კიდევ აკვიატებული მაქვს), მოვქექე ნაკვერჩხლები და ვიგრძენი რომ აი ძააააააალიან მეძინებოდა. საწყალობელი თვალებით რომ გადავხედე თანამოკარვეებს, თურმე იმათაც ეძინებოდა და წავედით კარავსა შინა.

მთელი ღამე მესმოდა ძილში, როგორ იძახდა მეზობელი კარავის სასტავი სადღეგრძელოებს ძალიან ხმამაღლა და გულმოდგინედ და რატომღაც, გამუდმებით აბრაგუნებდნენ ტამტამს. უცებ, მაღვიძებს საშინელი ხმა, კარავი ზანზარებს, ისმის ჩხუბის ხმები, გულგახეთქილი ვირინდები და უცებ ვერ ვხვდები რა ხდება. თურმე განრისხებული ტრული დასხმია თავს ჩვენს მეზობელ კარავს და მთელი ბანაკის სახელით უძიებია შური. კარავის მობინადრეებს ამასობაში უკვე ჩაძინებოდათ და ტრულიმ თავისუფლად მოახერხა ახალგამოღვიძებული კარავის მობინადრეთა ოკუპირება და დისკრედიტაცია კიარადა ნუ ახლა ბიჭებს რა უნდა ეთქვათ გოგოსთვის, გაუჩუმდნენ და ტრული რომ წავიდა მერეღა მოიოხეს გული. (ეს გადმოცემით ვიცი, მე ტრული გინების ფონზე ჩამძინებია ისევ).

ჰხომდა ხო გვეძინა ტამტამების იავნანის ფონზე და ახლა ტრულიმ ისეთი ამბავი მოაწყო, თვალის გახელის თავი რომ მქონოდა გავძახებდი რამეს, წიპა ტამტამების ხმა ჯობდა თუ დილაზე ასეთ ლანძღვაში გაღვიძება თქო, კიარადა მჯობნის მჯობნი თუ რამე ასეთი თქო მარა სანამ აღშფოთებული აზრები დავვარცხნე, კიდეც ჩამეძინა.

თვალი რომ გავახილეთ და კარვიდან გავიხედე, პირდაპირ ჩანდა შაორი….

ეს ზნაკვაა, სოფელი ქვემო რაჭაში

ჰხომდა კიდე რა მინდოდა მეტქვა?

არაფერი ისეთი

უბრალოდ.

კაი იყო 🙂

რაჭული მოგონება


კიარადა
შუაგულ რაჭაში
ორი დღე ყავა რომ მინდოდა ცხელი, ქაფქაფა და გემრიელი
და
ვიღაც მეფუტკრემ რომ შეგვიფარა და დიდი ბოდიშები გვიხადა, ყავის მეტი არაფერი მაქვსო
რა იცოდა
იმწუთას
ყველაზე გემრიელ რაჭულ მოგონებას რომ მჩუქნიდა,
და რაჭის ხსენებაზე
ათი ოცი ოცდახუთი წლის მერე
როგორ გამახსენდება
ყავის ჭიქა ხელში, შეშის ფარდული, აგუზგუზებული ღუმელი ზურგსუკან და წვიმით სავსე, მწვანე ბაღიდან შემომავალი ცინცხალი ჰაერი და წვიმის სურნელი.

მე მიყვარს საქართველო და ქართველები.

ჩამოვჭრაჭავდი


წვანე გემრიელი, სველი და ცინცხალი რაჭიდან ჩამოვჭრაჭავდი, ვიბანავე და მოვასკტი კომპს.
მმმმაგარი იყო.
განსაკუთრებით მაისის თავსხმა წვიმაში ბოდიალი, კეთილი მეფუტკრის ყავა და შეშის ღუმელი, ვიღაც ბებოს ხაჭაპურები, აუტანლად ატანადი ტიპები, პატას გვარის ისტორიები, სასაფლაო, სისხამ დილას შაორზე გარუჯვა, ტრულის საშინელი რისხვა, რომელმაც ჩვენი კარავიც კი შეაზანზარა, მწუადები წალამზე და კიდე ბევრი და ბევრი კარგი რამ.
სხვისი არ ვიცი და მე ისსსსეთი კმაყოფილი ვარ რომ აი რავი :უსერ: და უხერხულად ვიგრძენი დღეს ტავი რომ ასეთი კმაყოფილი დავრჩი :მო:.
დაწვრილებითი რეპოსტაჟი ამ დღეებში იქნება, თუ ვინმე დაინტერესდებით, შემოიარეთ და გაიგებთ.