პირდაპირი რეპორტაჟი საკვირაო წირვიდან


შემცივდა+ გადამიარეს და გადმომიარეს, გამწიეს-გამომწიეს “მორწმუნეებმა” რომ ერთმანეთი გადაეკოცნათ და ოჯახები მოეკითხათ შუა წირვის დროს.
ბევრი ხალხი იყო, საშჳნლად არ მომეწონა იმ ჭყლეტვაში უცხო ადამიანებთან ასე ახლო დგომა, არც ისე სასიამოვნო სუნების ყნოსვა და მემგონი ვინც გაციებული იყო, ყველამ მაშინ გადაწყვიტა იქ მისვლა და ახველეს და აფცხიკეს იქ. წირვის დასრულების მერე იქადაგა მამა ზაზამ და ისა, ჭკვიანი კაცია ძალიან : )
ქადაგება მორჩა, გალობა დაიწყო და მეთქი ვსე, წავედი აწი და თურმე ჯვარს უნდა ემთხვიო და ღვინიანი პური აიღო (მერე რა რომ ვერცერთ კომპონენტს ვერე ვიტანთ ვერც მე და ვერც ჩემი კუჭი 😦 პურს და ღვინოს ვგულისხმობ ). მიმაბრუნა ალეკომ უკან და ჩავდექი რიგში მორჩჳლად, რაღა მექნა. (ხო, ალეკო ჩემი უფროსი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია).

საერთოდაც, როგორ გავძელი დამთავრებამდე,ვერ ვხვდები, ისე ამტკივდა წელი დიდხანს ფეხზე დგომისგან, თან იმდენი ხალხი იყო, სკამს ვინ ჩჳვა, კედლამდე ვერ მივედი რომ მივყუდებოდი 😦
თავი მტკივა-გული მერევა, ეტყობა წნევა დამივარდა ან ამივარდა, ნე ზნაუ.
სამხურში ვზივარ სრულიად მარტო, ისმის როგორ მოძრაობს მეტროს მატარებელი, ტაიმერზე 5 წუთი დამრჩა და დრო ვიხელთე რამის დასაწერად.

მოკლედ, ისეთი უარყოფითემოციიანი ვიყავი იქ, არამგონია მადლისმსგავსი რამე წამომყოლოდა იქიდან, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ჩემი საქმე, რისთვისაც ახლა ლაბში ვზივარ, ხუთიანზე გამოვიდა.
პ.ს. ზამთრიოს სქელი ნაჭრის კაბა რომ მაცვია, თავი დედამიწაზე ყველაზე დაბალი,სქელი და მახინჯი მგონია ხოლმე 😦 თხელები მიყვარს მარა მოვკვდები ვერ გადავიტან ქარის დაბერვას :s
პ.პ.ს. ჩემი კურსელი დავინახე, იმანაც დამინახა მარა ან ჩათვალა რომ მოველანდე, ან თუ მიცნო, იფიქრა, მეშლება ,შანასი არაა ეს ახლა აქ იყოსო. კიდე კაი, რაღაცნაირი გოგო იყო, არ მევასებოდა არასოდეს.

Advertisements

თბილად, მაგრამ თხლად


ძალიან მცივანა ვარ და ამავე დროს ვერ ვიტან ბევრი და თბილი ტანსაცმელი რომ მაცვია, ამიტომ როგორც კი შემოდგომა მოდის, მაშინვე იწყება თავისტკივილი სახელწოდებით “არაფერი მაქვს ჩასაცმელი” მაშინ, როცა კარადაში ჯემპრების მთელი არმია მილაგია.
(ჯემპრები დედაჩემის ნაყიდია, მე გამორიცხულია, ოდესმე ნაქსოვ რამეში ფული გადავაგდო).
სანამ თბილოდა, მეტნაკლებად გამქონდა თავი ბაიკის ჟაკეტებით და შიგნით თხელი მაიკა ან პლაში+”საროჩკა”.
ახლა რომ აცივდა, თბილი დუტის კურტკა და შიგნიდან მოკლემკლავიანი ან სახელოიანი თხელი მაიკები მაცვია და რომ შემხედო, სეზონის გიჟს ვგავარ ამ ბეწვიანი დუტით.
მეორე დუტიც მაქვს, გარანტიას ვიძლევი, ჩრდილო პოლუსზე არ შეგცივდებათ, ისეთი თბილია, ყინვებში თხელი ჯემპერივით რამით და ამითი ისე დავდივარ, ვერც კი ვგრძნობ რომ ცივა + ქუდის ბურძგლები ქარს და სიცივეს იჭერს 100%-ით და სახემდე არ უშვებს.

ხოდა რატომ დავწერე ეს ყველაფერი…
ორი დღეა ვაგზალზე დავეხეტები, რამე სახელოიანი თხელი მაიკა მინდა, კურტკის ქვეშ ჩასაცმელად, და ვერ მიპოვნია, სულ უთბილესი ჯემპრები ან ფრონცქი საროჩკებია, კურტკის ქვეშ რომ შეგეცოდებიან გასაჭყლეტად პლიუს ჩემთვის მოუხერხებელია. ძალიან ვეცადე მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიწონე : (

რა უბედურებაა, რატომ აცვია ამ ხალხს თხელი მოსაცმელი და ნაქსოვი ჯემპრი,რომელშიც ქარი და სიცივე ატანს?
რამე მაზოხისტური კაიფია და მე ვერ ვიგებ?
არა კი ვიცნობ ადამიანს, რომელსაც უყვარს სიცივე, წვიმა, ქარი, მაგრამ ის არც ცდილობს “თბილად” ჩაიცვას, თხლად აცვია ხოლმე.

დიახ, მე ცაცია ვარ


დიახ, მე მივეკუთვნები მოსახლეობის იმ 10%-ს ვის გადაკეთებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა კაცობრიობა დიდი ხნის მანძილზე და ეს პოსტი მიეძღვნება მეს-როგორც ცაციას. :ძალიან თავმდაბალი სამაილიკი:
ის რომ ცაცია ვარ, ბაღში აღმოვაჩინე, როცა კოვზი ძააალიან მოუხერხებლად დამაჭერინა ბაღის მასწავლებელმა, მე სწორ ხელში გადამქონდა, ის მოდიოდა და თვითონ როგორც სწორად თვლიდა ისე მაჭერინებდა, სხვა ბავშვებსაც იმ “მოუხერხებელ” ხელში ეჭირათ მარა არ უჭირდათ და ჩავთვალე რომ მე არ ვიცოდი კოვზის დაჭერა. პირველ კლასში ისევე როგორც ყველა ცაციას, მეც დამიბეს ხელი, შედეგად კი ორივე ხელით თანაბრად მომუშავე მე მიიღეს დიდი მადლობა იმ ვიღაც დეგენერატ ქალს, ჩემებს რო უთხრა ხელი დაუბითო მადლობა იმისათვის რომ დამნაშავის კომპლექსს ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვიშორებ მხოლოდ იმიტომ რომ მთელი ერთი წელი “დამნაშავე”, “ცუდი ბავშვი” და ა.შ. ვიყავი მაშინ ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო ზიხარ შენთვის და ბაბააახ უცებ და დატუქსვა და ვერ იგებ რა დააშავე მომენტ საკამო წარმატებით ვებრძვი ამას, მაგრამ რამე რომ მოხდება და თან როცა მე ვარ “მართალი” მაინც მაშინვე საკუთარი თავის გვემას რო ვიწყებ, არაა მთლა კაი და ბუნებრივი ამბავი, იმჰო.

დადებითი მხარე

  • ორივე ხელით ვწერ, ამიტომაც არასოდეს არ ვიღლები რამის ჩაწერისას, დაწერისას და ა.შ.
  • ჩხუბისას როგორც წესი მარცხენა მხრიდან არავინ არ ელოდება შემოტევას და მოულოდნელობის ეფექტის გამო ვიგებდი ხოლმე ბევრს ბავშვობისას.
  • კალათბურთის თამაშისას მარცხენა ხელით ვატარებდი ხოლმე ბურთს და სანამ ესენი მარჯვენა მხარეს მიყურებდნენ მე წკაპ და იმასვიზამდი ხოლმე
  • ადამიანების უმრავლესობა ვერ იტანს იმის ყურებას, როგორ ვხმარობ დანას მარცხენა ხელით და მართმევენ რომ თვითონ გააკეთონ საქმე, ასე გონიათ რომ წამოვეგები ზედ არადა ანალოგიურად, მეც ვერ ვხვდები როგორ უჭირავთ მარჯვენა ხელში რამე
  • ორივე მიმართულებით ვქსოვ (ანუ ძაფს ხან მარჯვენაზე ვიხვევ ხან მარცხენაზე, იმისდამიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ უნდა წავიდე თუ პირიქით) ვისაც ოდესმე რამე მოუქსოვია და უკუღმა თვლის ამოყვანას ვერ იტანს, მიხვდება რა ბედნიერებაა სულ წაღმა ამოყვანა.
  • დაბოლოს, რავი, ასწორებს ორივე ხელს თითქმის ერთნაირად რომ ხმარობ.(თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში მაინც მარცხენა მერთვება და მექნიკურად როცა საქმეს ვაკეთებ მაშინაც მარცხენა, მარჯვენის სახმარად “გააზრებულად” უნდა ვიმოქმედო)

უარყოფითი მხარე

  • ყველაზე ცუუუდი არის ის, რომ საშინლად მოუხერხებელია მემარჯვენებისთვის განკუთვნილი ნივთების ხმარება: სახაზავების (უნდა დავიგრიხო რომ ხაზი გავავლო), კლავაზე ციფრების აკრეფა მარჯვენა ხელით, კლავაზე თამაში( აქ ალბათ იქნება რამე ხრიკი, მე არ მომიფიქრებია ჯერ), რაღაცნაირი წყლის აბაზანის კრუშკებია როა ცალ მხარეს წვეტით, მაგითი წყლის დასმა არის ხოლმე კომედია,საპირისპირო მხრიდან ვასხავ და ვიწუწები გემრიელად.
  • ტვინს ღუნავენ ხოლმე სადღეგრძელოზე ჭიქას მარცხენით ნუ მიჭახუნებო არადა მავიწყდება ხოლმე და მერე ფართხა-ფურთხთ გადამაქვს
  • ერთხელ კლდეზე რო ვიცოცეთ ძლივს დავარწმუნე წივწივა რომ მე მარჯვენა ხელის იმედზე ჩემმა მტერმა დამიშვა თქო და ბრძოლით მოვიპოვე მარცხენა აქტიური ხელისთვის შესაფერისი პოზიციის მიღების უფლება
  • მეტი მგონი არც არაფერი

ტესტი, ხართ თუ არა ცაცია და როგორი ტიპის

http://www.levshei.net/13tests.html შედით აქ.

დაბოლოს, თუ თქვენი შვილი ცაციაა, არ დაუშალოთ, მასწავლებელი თუ ტვინს ბურღავს, მიაჩმორეთ და კლასი გამოუცვალეთ. დაშლის შედეგად ზუსტად ერთი წელი ხმა არ ამომიღია საერთოდ კლასში, არადა სკოლაში შესვლამდე 24/7 ვტლიკინებდი თურმე. მე კიდევ რა მიჭირს, დაშლამ შეიძლება ფსიქიური აშლილობა, ენურეზი, მეტყველების დარღვევები და ა.შ. გამოიწვიოს.

დაბოლოს თუ ვინმე ხართ ცაცია, დამიწერეთ კომენტებში, მე ისევე მიყვარს ცაციები, როგორც წითური ადამიანები

სიმინდი, დიდი ბებია, შალაფა და ბავშვობა ერთ ფლაკონში



ბიცოლაჩემის სიმინდის ყანა, სოფელში,შარშან.
რა ბედნიერი სახე მაქვს ლოლ, ნანდული სოფლის ჩასუქებული ვარიასავით გოგო ვარ 😀

ახლა სანამ ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე კიარადა სიმინდი იწვის, იდაგება და იხარშება, ნამ.

თურმე ეს გენიალური მცენარე ასე 8000 წლის წინ მოუშინაურებიათ მექსიკაში, რომელი მცენარისგან, ეს სხვა და გრძელი საკითხია, არც ისე საინტერესო, სამაგიეროდ საინტერესოა ის, რომ მაიას ტომის კალენდარი მთლიანად ამ მცენარის სასიცოცხლო ციკლზეა დაფუძნებული და საერთოდაც მეზოამერიკული კულტურების განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვის, იმიტომ, რომ მიწათმოქმედების მთავარი ობიექტი გახლდათ.

მეთხუთმეტე საუკუნეში კოლუმბმა პირველად ჩაიტანა ამ მცენარის თესლები ევროპაში ( თუნდაც ამის გამო ღირდა ამერიკის აღმოჩენა) და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც დაიწყეს მოშენება, შემდეგ, მეჩვიდმეტე საუკუნეში რუსეთშიც შემოვიდა და შედეგად, საქართველოში, დაბოლოს, 1990-იან წლებში ჩემემდეც მოაღწია იმ ინფორმაციამ, რომ არსებობს ისეთი გემრიელი რაღაც, როგორიცაა სიმინდი.

ბევრისთვის სიმინდი ალბათ ზღვასთან ასოცირდება, ჩემთვის კი სოფელში, ბებიაჩემისეული ძველ სახლში რომ ოთახი იყო, ცემეტის იატაკით და ბუხრით, იმ ოთახთან. პატარა ოთახი იყო, შიგ ერთი მაგიდა, ძველისძველი დამტვერილი კარადა და ხისგან გაკეთებული მასიური ოთხფეხა ტახტი ეტეოდა. ოთახის ბოლოში ბუხარი იყო მოწყობილი და ცემენტისგანვე ჩამოსხმული პრიმიტიული ჭურჭლის ნიჟარა, ყველაზე ნაკლებად კი გავდა ნიჟარას, მარა ფუნქცია კი ქონდა იგივე. ერთი ბეწო ფანჯარაზე გისოსი იყო დამაგრებული და კარი გასაღების მაგიერ ურდულით იკეტებოდა, ზედ კოდიანი ბოქლომი ედო. ამ ოთახში დიდი ბებია ცხოვრობდა, დედაჩემის ბებია ანუ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დაბადებამდე კაი ხნით ადრე მოკვდა, ასემგონია, რომ ვიცნობდი მოხუც ქალს, მუდმივად შავებში ჩაცმულს, რომელიც ბუხრის წინ ზის, მარტო, გვერდით კატა უწევს და ქინდას ქსოვს. თავშალი თვალებზე აქვს ჩამოფხატული და იქიდან ჭაღარა თმის ღერებია გამოჩრილი. შეშა ტკაცატკუცობს, კატა კრუტუნებს, ჯაჭვე ჩამოკიდებულ გამურულ ქვაბში რაღაც იხარშება.

ისეთი ზღაპრული იყო ბავშვობაში ეს პატარა ოთახი, იმდენი საინტერესო წვრილმანი ელაგა კარადაში და თან ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატო ერჩივნა ამ კედლებშელესილ ოთახში ცხოვრება მეორე სართჲლზე ორ მშვენიერ, მოხატულ ოთახს და უუუზარმაზარ აივანს. ისეთი აივანი მეტი აღარსად აღარ მინახავს, სულ ხის, ხისავე რიკულებით, იმსისქე მოაჯირით, რომ თავისუფლად ვეტეოდით ზედ მე და ჩემი წიგნი, მკვახე ვაშლი და მარილი. დარწმუნებული ვარ, სახლი რომ დაიშალოს, იმ აივნის ფიცრებს არაფერი მიუვა, იმდენად კარგი და მასიური ხისგანაა ნაკეთები.

ხო, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ ყოველ ზაფხულს სოფელში ვატარებდი,ხეხილიან-ყველაფრიან ეზოში,ხოდა სიმინდი რომ შემოვიდოდა, ბებია აიღებდა ზეძალიანსუსტ დენის პლიტას, ალბათ თქვენც გქონიათ, მრგვალი დასადები რომ აქვს და გაცხელების გარდა ყველაფერს აკეთებს, დადგავდა ზედ უზარმაზარ ქვაბს და მთეეეელი დღე უნდებოდა სიმინდი მოხარშვას. 13-14 წლამდე მეგონა, რომ სიმინდის მოხარშვას მართლა ამდენი დრო უნდა. მე კიდევ კბილებაკაწკაწებული, ყოველწუთას შევრბოდი, მივყნოს-მოვყნოსავდი არომატებს, ჩავიჭყიტებოდი ქვაბში და ბებიაჩემის შეძახილის ფონზე “აცალე გოგო რ იქნება ჯერ” გულდაწყვეტილი გამოვიდოდი და ურდულს გავაჩხაკუნებდი… და ასე, სანამ არ მოიხარშებოდა და ყველაზე დიდი და გემრიელი ტარო ჩემი არ გახდებოდა, რომ მარცვალ-მარცვალ ამეკენკა და გამომეზოგა რაც შეიძლებოდა დიდხანს. ახლაც ასეთი ჭამის მანერა მაქვს, სათითაო მარცვალს ვაწყვეტ, მარილს ვაყრი და ისე ვუშვებ პირისკენ.

ნედლი სიმინდიც მიჭამია, ჭყინტი ტაროები მოვკრიფეთ ერთხელ და პირდაპირ ვჭამეთ, გემრიელია, მოტკბო გემო დაკრავს და პირს ცოტა “ქლეშავს”. ანუ კარალიოკს რო აქვს რაღაც ეგეთი მოგდის, მარა ეს სასიამოვნოა. სოფელში სიმინდის ყანა გვქონდა ხოლმე ,ადრე ბებია თვითონ უვლიდა, მერე და მერე მეზობლებს აძლევდა “სანახევროზე”, ანუ ის ამუშავებს და შენ წლის ბოლოს 1/3-ს გაძლევს მოსავლის, ხოდა ისე მიყვარდა ეს ოხერი სიმინდი, ვიპარავდი ხოლმე დამიდიოდა მერე ბებიაჩემის ჩხუბი და ჩემი ” ხო რა იყო წავალ იმ კაცს/ქალს ფულს მივცემ, აბა უკან ხო არ მივაბამ და საერთოდაც ნუ გამოართმევ წლის ბოლოს სიმინდებს და ეგ იქნება!!”

შემწვარი სიმინდიც მიყვარდა, წელიწადში ერთხელ მქონდა მაგის ჭამის ბედნიერება, არაყს როცა ვხდიდით, დავკრიფავდით ხოლმე და ვტუცავდით ნაცარში, ისე ნეტა რატო არ მტკივდებოდა მუცელი, დაენახა დედაჩემს, რას ვჭამდი, საწყალი ალბათ გადაირეოდა, ექიმთან გამაქანებდა, მოიწამლა უშველეთო : ))

სიმინდი დაგიცეხვიათ? სავარაუდოდ არა….. შემოდგომაზე მოიტანენ და დაყრიან ბეეეეეეეეევრ სიმინდის ტაროებს გასაშრობად, ჩვენ დიდ აივანზე სულ მოფენილი იყო ხოლმე იატაკი და კოჭებამდე დავაბოტებდი და დავგორ-ძრომიალობდი ამ სიმინდებში (9-12 წლის ალბათ ),ბევრჯერ კისრის მოტეხვას ვარ გადარჩენილი, ძალიან ცურავს ერთმანეთზე, ჰმ. კარგად როცა გაშრებოდა, მოქონდათ საცეხველა. წარმოიდგინეთ სპორტულ დარბაზში რომ გრძელი სკამებია, იმას რომ დაუმაგრო ხორცსაკეპი მანქანა, ოღონდ ეს მანქანა როცხის დაკეპვის მაგიერ ტაროებს აცლის მარცვლებს და ნაქუჩალს ტოვებს. ხელის რამდენიმე მოქნევა, “ჩხრრრრრრრ” ხმა და ერთი ტარო გაცეხვილია.. და ასე ბოლომდე, სანამ ყველა არ გაიცეხვება და ფერად-ფერადი მარცვლებით არ მოიფინება იქაურობა. მმმმ, რა გემრიელია, ხელებს რო ამოურევ შიგ, მნამ. დიდებს ძალიანაც არ ეხალისებოდათ ხოლმე, ზატო მე და ჩემი მეზობელი გოგო ვხოცავდით ერთმანეთს, ვინ მეტს გაცეხვავდა.

სიმინთან დაკავშირებით ერთი ტრაგიკული ისტორიაც გადამხდა თავს, მოგეხსენებათ ძალიან წვერბასრა კიდეები აქვს ერთ სარეველას, სახელად შალაფას, იზრდება სიმინდებში და მოკლედ ერთ-ერთი დამალობანას თანაშის დროს კაი გემრიელად გამოვკარი ხელი და საჩვენებელი თითი გავიჭერი. ნუ კაი ,გავიჭერი, დავიკიდე, არც არავინ მომხედა, ვის რაში ადარდებს სოფელში შენი გაჭრილი თითი, შეგიხორცდება, არ მოკვდები, ხოდა სიკვდილი არა მარა ისეთი ანთება წავიდა, თბილისში გავუხდი წამოსაყვანი, ისე მტკიოდა, ვყვიროდი, კედლებზე დავსეირნობდი. მემგონი იმის მერე მეზიზღება შემწვარი ხახვი, თითზე მადებდნენ და… მოკლედ, მარცხენა ხელის საჩვენებული თითის ერთი სახსარი დღესაც არ მუშაობს : )))

თითები მეტკინა და ამასობაში მემგონი მოიხარშა კიდეც ,წავალ დავაყუმბარებ.
ბევრ, ნარჩევ და გემრიელ ტაროებს გისურვებთ, მომავალ პოსტამდე : )))

ფესვწერა კიარადა მთები


კიარადა

ესეიგი წუხელ ვნახე კარავზე თუშეთში ცხენებითო თემა და შემომახსენდა რომ

  • ბაბუაჩემი მთაში გაიყინა, პერევალზე, ჩაეძინა და ნამქერმა დაფარა, ნაბდით ჩამოასვენეს თურმე. ბავშვობაში პერევალი თოვლის ორმო მეგონა, მერე გავიგე უღელტეხილი ყოფილა.
  • დედაჩემმა მთაში მოიტეხა ფეხი, ხატი ახსენა აუგად და სიპზე დაცურდა აგრევე. მოიტეხაც აღარ ერქვა, სერიოზული ოპერაციები და ვარჯისები დაჭირდა მერე ასამოზრავებლად, მუხლი დაეფშვნა რასაც ქვია.
  • ნუ ხო კაი, ბიძაჩემი ჰაერში გახდა ცუდად მარა მაინც ხო მაღლა იყო.
  • ბებიას და პატარაობისას ხურჯინში ჩასმული რო მიყავდათ მთაში, ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა
  • მეორე ბებია წკიპზე გადარჩა ცხენმა აითრია და თავი არახუნებია კლდეებზე (აბადოკმა გადაარჩინა)
  • დანარჩენ ნათესავებსაც ექნებათ “ტკბილი” ისტორიები, უბრალოდ მე არ ვეკონტაქტები, მხოლოდ უახლოესი ნათესავების სიკვდილის მიზეზები ვიცი.

ოდა

რას მივეფხოტები ყველგან, დავეტიო სახლში

ნუ მეორე მხრივ თუშები რაჭაში ან კახეთში ხო არ ჩამოვადებონენ ამ ცხენებიდან და გაიყინებონენ ნამქერებში ჰხა?

და ყვეელაზე მაგარი და პრიკოლი, დედაჩემს და მის დეიდაშვილს წამოცდათ, როგორ დააჭენებდნენ ცხენებს და სოფელ-სოფელ დადიოდნენ უწვრილეს ბილიკებზე, ისე რომ ერთი ფეხი უფსკრულზე ქონდათ გადაკიდული. წამოცდათ რა, შემოახსენდათ და “ვაიმე ნეტა როგორ დავდიოდითო”

ჰმ, ეგენი მიშლიან აწი მე სადმე სიარულს?

პ.ს. ბებიაჩემის ძმამ მოაგროვა იქაური ლექსები, ხალხური, ერთია, დედა დასტირის ორ შვილს, მერე ბებიაჩემმა მომიყვა რა მოხდა.

ბებიაჩემის მოყოლილი საშინელი ისტორიები (1920-იან წლებშია დაბადებული)

  1. მაშინ ტრანსპორტი სად იყო და ხურჯინში სვამდნენ ბავშვებს, ერთს იქეთ, მეორეს აქეთ, გასაწონასწორებლად რამეს ჩაუდებდნენ და ჰაიდა… მთის ცხენს შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, ჯერ ფლოქვით მოსინჯავს, სად ადგავს და მერეღა დეყრდნობა, (მე პირადად ოდესმე მთაში გაზრდილ ცხენზე თუ მოვხვდი, საკუთარ თავზე და გამცილებელზე მეტად ცხენს მივენდობი) ხოდა მეწყერი ჩამოწვა უცებ და გადაიჩეხა ეს ცხენი დედის თვალწინ, ბავშვებიანად.ორი ბიჭი ყავდათ სულ.
  2. ამ ისტორიას თვითონ შეესწრო. მთაში მიდიოდნენ ბევრნი, ერთი ბავშვიანი ქალიც ერია, ღამე ცუდად გამხდარა ეს ბავსვი, სულ ტიროდა, გამუდმებით, მერე გაჩუმდაო და დილას ამ გოგოს კივილმა გააღვიძათ, ბავშვი გალურჯებული იყო, მკვდარი. სოფელში ვინღა დააბრუნებდა, ატარეს ეს ბავშვი მკვდარი და იქვე დაასაფლავეს, დასაფლავებაზე არ გმოჩენილა, ბებიაჩემი წასულა და მარანში მიაგნო, დამალული იყო და მონოტონურად ბუტბუტებდა ჩემი შვილი მოვკალიო. (არადა სავარაუდოდ რამე დაავადება ჭირდა და ვერ გაუძლო გზას)

ახლაც არ ვიცი რას მერჩოდა 7-8 წლის ბავშვს, მარა ისე მწარედ მახსოვს და მაშინ ისე ცხადად წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ზის ის დედა ფარდულის კუთხეში და აქეთ-იქეთ ირწევა…

ნუ, მოეყოლა რამე ლამაზი და კარგი, არაა, მაინცადამაინც ეს საშინელი ისტორიები.

ან მე რას გერჩით ნეტა, რომ გიყვებით : ))

რუსული გავლენა


დიდი სიამოვნებით ავიშენებდი ასეთს.

ამასწინათ მეგობარმა მითხრა, რუსული გავლენა გეტყობაო. იმწუთას ისე აღვშფოთდი, ისეთი მძაფრი უარყოფითი რეაქცია მქონდა, ჩემი თავის გამიკვირდა. მერე რომ დავფიქრდი,იმის გამო, რომ დედაჩემს რაც ჩემში არ მოწონს, უმეტესობაზე ძალიან მარტივი ეპითეტი აქვს: “რუსული ქცევა” და “ცუდი ხარო-მეუბნება” ჩამერთო, არადა სულ სხვა რამეს გულისხმობდა თურმე.

კი, მე რატომღაც მიყვარს ძალიან ბევრი რამ რუსული. რუსული ლაპარაკის მოსმენა, რუსული ენა ზოგადად, არყის ხეებიანი პეიზაჟები და ხის სახლები,თავისი ხის რიკულებით, მორებით, თეთრი ფარდებით.ბავშვობაში სოფელში მქონდა რეპროდუქცია,სავარაუდოდ ცნობილი რუსი მხატვრის უნდა ყოფილიყო, არყისხეებიანი პეიზაჟის, იმხელა სიმშვიდე მოდიოდა იმ სურათიდან,შემეძლო საათობით მეცქირა, წარმომიდჰენია ორიგინალი რომ მენახა როგორ მოეწონებოდა. ბორშიც მიყვარს, თუმცა მგონი პელმენი და ბორში რუსული კი არა უკრაინულია. ქართული თარგმანების წაკითხვას რუსული მირჩევნია, გაცილებით უკეთესია.ზემფირასაც ვუსმენ.გულსგარეთ არა, გულდასმით. როგორც დედაჩემი იტყოდა, რუსებივით დარტყმული ვარ კატა რომ მიყვარს და ვუვლი. რუსული თეთრი კომბოსტოს მწნილი რომ არა რა გადამატანინებდა ამ ზამთარს.მაგათი ნაციონალური ტანსაცმელიც მომწონს, სიმღერებიც, რაღაცნაირად ოპტიმისტურად და მხიარულად ჟღერს.

ხო, მწერლობა არ მიყვარს, ზედმეტად პირქუშია საჩემოდ. დოსტოევსკი არც კი წამიკითხავს იმდენად ვერ გადავიტანე, თუმცა ქართული თარგმანის გამო იყო ალბათ.

აი ხო დაგვბომბეს, დედაგვიტირეს, მარა მე მაინც მიყვარს ეგ ყველაფერი.
მაგათი პრეზიდენტის და სამხედრო ძალის და კიდეც ბევრი მარაზმატიკი რუსის გამო ამ ყველაფერს ვერ შევიძულებ მხოლოდ იმის გამო,რომ “რუსულია”.

ჰხომ, ეს ისე არ გაიგოთ თითქოს საქართველო და ქართული რამეები არ მიყვარდეს : ))

რაზე ვიტირე დღეს


  1. ჩამეძინა, რომ გამეღვიძა ორი საათი იყო
  2. აბაზანაში წყალი აღარ მოდიოდა და გაბონძღილი დავრჩი საღამოს 6 საათამდე
  3. კბილზე დებილ ექიმთან მიმავლინეს
  4. რამდენიმეჯერ იმაზე რომ ნათქვამი მეწყინა, და არნათქვამიც.
  5. იმაზე რომ რატო მეშლება კბილები
  6. იმაზე რომ ჩემმა ძმამ წვრილი კიტრები ამოიტანა და ვაბშეტა უხეშად მითხრა რაღაც
  7. იმაზე რომ დედას უთხრა თავი დამანებეო
  8. წყლიანი ჯამი გამივარდა
  9. მერე კარტოფილისნაფრცქვენიანი პარკი და დამებნა და ასაკრეფი გარდა
  10. კბილი მიტოკავს და საშინელი შეგრძნებაა, თავი 80 წლის ბებერი მგონია

კიდე გავაგრძელებდი მარა ვეფხისტყაოსანი გამოვა

რა ჯანდაბა მეტაკა, აღარ შემიძლია რა

თან მეორე წუთას საკუთარ თავზე მეცინება,მარა მერე ისევ წყენა მახსენდება და ვარ ასე მზე პირს რომ იბანს ისეთ მგდომარეობაში.

აი ყველაფერი მაღიზიანებს, დღევანდელი ვაიაქცია და ზოგადად დღევანდელი მაარაზმატიკული გადაცემა და საქციელები ქართველების, ცუდია თუ კარგი, არ ვფიქრობ მაგდენს, უბრალოდ, გამაღიზიანა იმან,რაც ვნახე და დიდი სიამოვნებით მოვუშლიდი ნერვს ყველა მარაზმატიკს ერთად აღებულს და ცალ-ცალკე.

ასათიანზე მარშუტკა მიდის კაკ რაზ ჩემიდან და რო გათენდება წავალ ჩემი ფეხით

ჩემი სივრცე


არაადეკვატურად ვრეაგირებ როცა

  1. უნებართვოდ ჯდებიან ჩემს კომპთან და იწყებენ ფოლდერებში უმისამართო ბოდიალს.
  2. იხედებიან ჩემს ჩანთაში “ისე, უბრალოდ”. ზოგს კი აქვს ასეთი ჩვევა, სტაცოს ხელი ჩანთას როცა რამე ჭირდება და შიგ ჩაძვრეს. (უახლოესი მეგობრები არ ითვლება)
  3. ხსნიან ჩემი ჩატის დიალოგის ფანჯარას. სერიოზულად ვიძაბები როცა სკაიპია ჩართული და ვინმე ჯდება ან იქვე ტრიალებს
  4. იღებენ ჩემს ბლოკნოტს და კითხულობენ ნაწერს (ნაბეჭდზე ასე მძაფრად არ ვრეაგირებ რატომღაც). ხშირად ყოფილა როცა უახლოესი მეგობრისთვის მითქვამს გეხვეწები მე რო არ ვიქნები მერე წაიკითხე (კი წიკია მარა არ შემიძლია და მომკალი,ასე მგონია სხვის წინ შიშველი ვდგავარ)
  5. იღებს ჩემს მობილურს გარდა იმ შემთხვევისა როცა დასარეკად ჭირდება. არასოდეს არ მესმოდა რატომ შეიძლება აიღო სხვისი ტელეფონი, დაათვალიერო სურათები,მესიჯები და ა.შ. არადა ძალიან მიღებული და ჩვეულებრივი ამბავია ხშირად.
  6. სვამენ ჩემი ჭიქიდან ან ბოთლიდან. (გაჭირვებაში და ლაშქრობაში მეხსნება ეს წიკი მარა აი როცა შეიძლება სხვა ჭიქა აიღო,უშვი რა ჩემსას ხელი! )

თუმცა ამ ზოგადი წესებიდან მაქვს ხოლმე გამონაკლისები, მაგალითად ჩემი ბავშვობის მეგობრებს შეუძლიათ მოვიდეს, ჩამიძვრნენ ჩანთაში და დაჭირვებული ნივთი ამოიღონ, ან ჩემი ჭიქიდან მოსვან და ა.შ. ჩემს მეგობარს შეუძლია აიღოს ჩემი ტელეფონი და უქნას ის რაც უნდა თუმცა რამდენჯერმე კი მოვაწყე სცენა სახელწოდებით “ააააა,დამიბრუნე ტელეფონიიიი”.

დედაჩემი თვლის რომ მე ზეწიკიანი ტიპი ვარ, მეგობრებიც მხარს უბამენ, მარა აი რატო???

აი რანაირად შეიძლება იყოს სასიამოვნო როცა შენს პირად ნივთში იქექებიან არც ისე ახლობელი ადამიანები, ვინც იქნებ სულ არ უნდა იცოდეს რომ შენს ჩანთაში სიტყვაზე მუდმივად კანფეტები და კევები ყრია? ხშირად მითქვია, ჩანთაშია აქ და აქ, ამოიღე, როცა მეზრება, მაგრამ უნებართვოზე მიფრინდება ოფოფები….

კიდე საკუთარი სურათის ამოჩემების წიკი მჭირს, ამასწინათ ერთ გოგოს მოეწონა ჩემი ავატარი და სურათი მივეცი, თან გავაფრთხილე არსად არ დადო არ გამოიყენო ჩეემი სურათია თქო. იფიქრა ალბათ, ვერაა ესო მარა კი მითხრა, კაი , მხოლოდ ვნახავ და მექნებაო : )))

მიყვარს ჩემი პირადი ზონა ძალიან

და მემგონი ნამეტანი ძალიან მიყვარს

სამაგიეროდ გამონაკლისები მიხარიან ხოლმე.

ნუ მერე რა რომ ზოგი ვერ ხვდება რომ გამონაკლისია, ზოგიც ხვდება, ზოგი კიდევ თავიდანფეხებამდე გამონაკლისია : )))

სულმთლად გამოვნაკლისდი

საქართველოა,ბლინ


მოკლედ ჩემს ერთ გულშემატკივარ ნათესავს უთქვამს დედაჩემისთვის “აი პახოდებში რო დადის და გოგოებს და ბიჭებს ერთად ძინავთ კარავში, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

ღმერთო ურო ჩამცხე