აწ უკვე ჩავლილი ბოდიალობები


2011 წლის დასასრულს გახსნილად ვაცხადებ

და

გავლილი წლის ერთი სიტყვით დახასიათების უფლება რომ მქონდეს, ვიტყოდი, რომ ეს იყო გამოღვიძება.

დართლო

ზუსტად ვიცი, რომ თუშეთით უნდა დავიწყო. წასვლის წინ იმდენი ემოცია მქონდა, ვერ მოვითმინე და გამოსამშვიდობებელი პოსტი დავწერე. მერე იყო ყველაზე ექსტრემალური მგზავრობა ჩემს ცხოვრებაში, მერე კი, დართლოდან დიკლოში მეცხვარის ბილიკით მიმავალს გზა ამერია და ალბათ 8-10 საათი ვიარე… დათვს სახლში ვესტუმრე (არ დაგვხვდა), მდინარეზე გადებული ფარატინა ხიდი ოთხით გადავიარე და დიკლოში ღამე მისულს იმის ძალაღა მეყო, საძილე ტომარა გამეშალა და შიგ შევმძვრალიყავი. დიკლოში.. რაც იყო, კარგი იყო, საკუთარი ხელით მოხვეული ხინკლებიც, დილის შხაპი და დილის ყავის პირველი ყლუპი დაღესტნის მთების ფონზე

ასე არც ერთი ლაშქრობიდან დაბრუნება არ გამჭირვებია, თითქოს გული დავტოვე იქ. და დღემდე, როცა ძალიან ცუდად ვარ, მთის ქონდრის ჩაის ვიკეთებ, თუშურ მელოდიებს ვრთავ, რასაც თუშეთში ვუსმენდი. და მშველის, ყოველთვის.

თუშეთი ზაფხულში იყო, მაგრამ მანამდე ვიყავი გარეჯში, მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრიანში, ამჯერად საბერეებიც ვნახე, რომელიც რამდენიმე წელში ალბათ აღარ იქნება, იმდენად მყიფეა და მიტოვებული.

სადღაც, ტყეში

მაისში გადავწყვიტე, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში, დედაბერას მთის გავლით, ნუნისში ჩავსულიყავი. (მეოთხე ბილიკი). ეს იყო ყველაზე ცივი ლაშქრობა, სადაც ოდესმე ვყოფილვარ.(სიცივეს ვერ ვიტან).  დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შევინარჩუნე სიმშვიდე მაშინ, როცა ნისლიან და თოვლიან ტყეში, სრულიად სველი ფეხსაცმელით აღმართ-დაღმართ სრულიად უმიზნოდ დავბოდიალობდი, დაკარგული. სრულ სიბნელეში რომ ჩავაღწიეთ იქამდე და გამოვიცვალე, გავშრი და კეთილმა ადამიანმა მომცა ყავა და მე ვსვამდი და ვიყავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი და მშრალი ადამიანი. მომდევნო ორი დღე იყო სრული რელაქსაცია, სიმღერა, ქეიფი და ისა.


ყაყაჩოებიანი მინდორი ვნახე კიდევ. არასოდეს არ გაჩერდეთ დიდხანს  ასეთ ადგილას, კინაღამ წერილი წავიღე.

პანორამების ბილიკზე

ივნისში კიდევ ერთი შანსი მივეცი ბორჯომ-ხარაგაულის პარკს და ანდრია პირველწოდებულის, ანუ ე.წ. პანორამების ბილიკი გავიარე. ზღაპრულად ლამაზი იყო მართლა. ჩამოვჯექი სადღაც, რომელიღაც კლდეზე და სიმსუბუქის, თავისუფლების, სილაღის და ბედნიერების შეგრძნებამ იმდენად ამავსო, რომ ტირილი დავიწყე ჩემდაუნებურად.

აგვისტოში, სრულიად სპონტანურად ავდექი და გზას დავადექი ოთხ ადამიანთან ერთად, ისე, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი. არ ვიცი იმათ როგორ, მაგრამ მე ძალიან კარგი მოგონებები შემომრჩა. თუმცა დავასკვენი, რომ ქუთაისი და მისი შემოგარენი სხვა სამყაროა და მიწისქვეშა მოგზაურობები ძალიან მომწონს.სათაფლია და ყუმისთავის მღვიმეები.

მუცო

შატილში და მუცოზეც  ვიყავი.ძალიან დიდხანს აღარ წავალ, სანამ დაიაურების ტრაგედია სულ ცოტათი მაინც განაკლებადმტკივნეულდება იქაურებისთვის.

ბახმაროში ვიყავი, გზადაგზა ზღვაც მოვინახულეთ…

წვრილ-წვრილი ამბები

  • წელს ორი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, სამუდამოდ. გარდაიცვალნენ.არ მინდა ამაზე წერა საჯაროდ.
  • ძალიან ბევრი ახალი, კარგი, ლამაზი, საინტერესო და საყვარელი ადამიანი გავიცანი, მდედრობითი სქესის, საიდუმლო ჯგუფი გვაქვს და გაგვაქვს და გამოგვაქვს. რამდენიმე ადამიანისგან იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი, არაოსდეს დამავიწყდება.
  • ტრენინგებზე დავიწყე სიარული, სინტონში, თუ სინტონზე, თუ.. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ ძალიან მომწონს. (მადლობა დოდის და კიდევ იმათ).
  • ზოგადად, წელს სოციალურად გაცილებით უფრო აქტიური წელი მქონდა. 
  • გამოვიღვიძე
  • *****************************************************************
ახალი სიცოცხლე

წელს სკვინჩა კიარადა მარიამი გაჩნდა, პატარა მარიკო, სამეგობროს პირველი შვილი.

ხვალ უკვე ახალი წელია, სახლში სრული ქაოსია, ყველაფერი ყირაზე, საქმე უამრავი, დრო ძალიან ცოტა (მეგონა, რომ ახალი წელი ზეგ იყო, არ მკითხოთ, რატომ).

საყვარელო სანტა, მომიტანე სიმშვიდე, ჰარმონია, დამიბრუნე საკუთარი თავი, ბევრი დრო იმისთვის და იმათთვის, რაც/ვინც მიყვარს. ბევრგან მაბოდიალე, (ავტოსტოპი/ზურგჩანთა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მირჩევნია, თუ მაინცადამაინც დაკონკრეტება მოგესურვება). საინტერესო ადამიანები გამაცანი, ბევრი დადებითი და სიხარულიანი ემოცია მაჩუქე, გარკვეულობა დამიბრუნე და საკუთარ სურვილებში მინდა გავერკვიო კიდევ, ოღონდ ეს ალბათ შენი კი არა, ჩემი გასაკეთებელია.

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე გადავიღე

მე მაინც ძალიან მიყვარხარ და ფანჯრის რაფაზე რძე და პეჩენიები გელოდება.

Advertisements

გოგოა, გოგო!


წითელი, ყვითელი და შავი ალქაჯების კლანში მატებაა, გოგო შეგვეძინა, უსერ

9-ში პირველად მოუვიდა აზრად რომ უნდა გამომძვრალიყო, გავქანდი ღამის 11-ზე სამშობიაროში და ფეხი… მყარად ზისო, დეიდა ექიმმა… 10-ში უკვე ბოლთის ცემა დაიწყო მუცელში, არარეგულარულად ოღონდ….საღამოს ნემსი გაუკეთეს ნინოს, ჯერ არ იქნება არაფერიო და წამოვედით სახლში… 11-ში ღამის სამზე ესემესი მომივიდა ეკასგან, დაეწყო ტკივილები, გამოიძახეს ქორიძეო და ავნერვიულდი… დილის შვიდ საათზე უკვე მარის ზარმა გამაღვიძა, საკეისროს უკეთებენო, ნამეტანი იყო, წამოვხტით, ქაჯებივით გავიქეცით, ყავის ჭიქით ხელში (მე) და რომ მივედით უკვე გაჩენილი დაგვხვდა.

  • ნუ მანამდე სამი დღე რომ გვანერვიულა და არ გამოდიოდა, ეგ არაუშავს
  • დედიკო რომ გააწვალა კაი, ეგეც ჯანდაბას
  • მარა რო მოახერხა და ამის ლოდინში რომ გავცივდი და ახლა ოქტომბრამდე ვერ ვნახავ, ამისთვის აუცილებლად მოხვდება ტაკოზე!

ჰხოდა ისა, დიდი გოგო გაიზარდოს ეს ბუსკუნჭულა.

პ.ს. სულ დედამისივით იყურება :ჩუყ:

თუშური ჩემ-ფესვ-ტური. I



თბილისი-ალვანი-ცერის უღელტეხილი-დართლო-დანო-ნაწვიმარი კარვები

პარასკევს წავედით თბილისიდან ალვანში, დავიქირავეთ 15 კაციანი მარშუტკა, რომელშიც რატომრაც 20 კაცი ჩავსხედით და ალვანამდე ორი საათის გზას ოთხი საათი მოუნდა გომბორის გავლით…

საბედნიეროდ თამაზის სახლში გავჩერდით, ოღონდ მანამდე საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ჩაბნელებულ ალვანში იმ უბანს, სადაც გავიზარდე და სადაც გასაღები უნდა ამეღო სახლის. იმ ღამეს წყლის გადავლებაც მოვასწარით მე და კიდევ რამდენიმე გოგომ.

დილით ექვსზე ავდექით და შვიდისკენ დავიძარით, მე ძალიან მეშინოდა გზის, ტოესწ, სიმაღლის და საშიში შეგრძნებების და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი სიმარტივით და მძღოლის ოსტატობით :აქდიდიგულიკი:


გზა იდეაში კარგია, პატარა მანქანა თავისუფლად დადის, მაგრამ დიდ სატვირთოს რაღაც მომენტში ადგილი არ ყოფნის მოსახვევში, ამიტომ უკანსვლით იხევს უფსკრულამდე, მერე ერთს ამოიხვნეშებს და გზას აგრძელებს და აი მაგ ადგილებში ისა, რამდენიმე წლის სიცოცხლე დავტოვე მგონი :შ

(თუმცა ზვიო მომიყვა, რომ წესით ძარაზე კი არ დგას ხალხი, როგორც ჩვენ ვიდექით, არამედ უამრავი ბარგია დაწყობილი და ადამიანი თუ დადგა, ბორტი მუხლამდე წვდება, ამიტომ ბარგზე ჯდებიან და ხელი ბორტზე უკიდიათ და გადავარდნის შანსები+ ექტრემალური შეგრძნებები უფრო მეტია)

ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთა ყველგან მთაა, ტყე ყველგან ტყეა, ბალახი ყველგან ბალახია და გზა ყველგან გზაა და მე ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი, თუშეთის გზამ მომხიბლა, აი ხევსურეთში რომ მიდიხარ, უბრალოდ აიღებ და მიდიხარ, არანაირი მისტიკა, აქ კი ცაზე გამოკიდებული გრუნტის გზით შედიხარ კანიონებში, უფსკრულში მდინარე მოჩქეფს, ზემოდან გადმომყურე ფერდობებზე ჯუნგლებივით ტყე და წვრილ-წვრილი მდინარ-ჩანჩქერებია და შენ სადღაც შუაში, სალ კლდეზე შეკოფსილ გზაზე მიცანცარებ, ჭიანჭველასავით…


კანიონის მერე უცებ გადიხარ გაშლილ სივრცეში, რომელიც ძალიან გავს ხევსურეთის გლუვ მთებს და ხვდები, რომ ის კანიონები და დროსა და სივრცეში მოგზაურობის შეგრძნება რომ არა, თუშეთი ერთი ჩვეულებრივი მთიანი მხარე იქნებოდა.

მიდიხარ დ მიდიხარ და მიდიხარ და ერთ ადგილას კამაზი უკუსვლით რომ დაეშვა და წივილის მაგიერ სიცილი რომ დავიწყე, მაშინ მივხვდი რომ მეშინია არა ფეხი, რომ დანდობილი ვარ ამ კაცმაარიცის რამდენი წლის კამაზს და მის მძღოლს და სალ კლდეებზე წამოკიდებულ გზებს.

მეტი სურათების სანახავად შეცანცარდით აქ


ცერის უღელტეხილი, ანუ ცერი, ანუ ადგილი, სადაც ყველანაირი ღორისხორცეულობა უნდა დატოვოთ, ამ ადგილის მერე აღარ შეიძლება.


ხოდა, პირველი ქუმელაურთა გხვდება (ყოველშემთხვევაში ასე აწერია)
და მერე იყო ომალო, ყველაზე დებილი სოფელი იმ სოფლებს შორის, რაც თუშეთში ვნახეთ,. უაზროდ გაბნეული უაზო სახლები, მოკლედ ისა… ჩკა :/


კესელოები… უმმ… დიდი არაფერი, კოშკებია შეკოფსილი ბევრი ერთად, იქ მუზეუმია , იმიტომ რომ ჩემხელა ბოქლომები ედო, შევიჭყიტე და ძველი სურათები დავინახე, ბებიაჩემსაც ქონდა მასეთები, ქალები ვერცხლისფულებიანი ყელსაბამებით, კაცები მკაცრი სახეებით და მრგვალსახიანი ჩაღმა ბავშვები…

დართლო
დავიძარით მერე დართლოსკენ,ხოდა მე ის-ის იყო გავიფიქრე, თუშეთი როგორ მზიანად მხვდება თქო, რომ ლაწანი გავიგე და ტოტი მომხვდა თვალში, არადა ძარაში ვიყავი მოხრილ-ჩამალული და აუჰ ისე გამამწარა :შ ფაქტიურად ისა, სად დაწანწალებდიამდენხანს-ო წკეპლა მომხვდა. ისე, ერთადერთხელ იწვიმა, არადა კოკისპირული წვიმები იყო გამოცხადებული.

მერე იყო დართლო


ისევ დართლო…


იქ დაგვხვდა დიდი ველი, მდინარე, ხეობა და საკარვე ადგილები, დავბანაკდით, ვჭამეთ და დანოსკენ შევუყევით.

ჩემი გვარის სოფელია დანო, დართლოდან რამდენიმე კილომეტრში, პირქუში, მთის წვერზე შემომდგარი, გრილნიავმოქარაშოტე. სახლების ნახევარი დანგრეულია, მათ შორის ჩვენიც, ანუ პაპაჩემის. მე არ ვიცოდი რომელი იყო და ყველას გადავუღე. ხატი იყო სამაგიეროდ ლამაზი, და ვიღაცეები იყვნენ იქ ჩასულები, ბავსვიანები, გაშავებულები, მძიმე შრომისგან დაბერებულები…

და თუ ადამიანები ის ვართ, რადაც გარემო გვქმნის, აწი აღარაა გასაკვირი რომ ისა…


დანოელების ხატი

დანო ზემოდან
დანოს მეტი სურათების სანახავად დააკლიკეთ აქ

სანამ დანომდე ავიდოდით, ღრუბლები მოიჯარა, დანოშივე გაისმა ჭექაქუხილების ხმები და ცივმა ნიავმა დაუბერა. კვავლოს ნახვა საერთოდ არ მინდოდა, ამიტომ სირბილთ დავეშვი და წკიპზე მივასწარი საკუთარ გარეთ დაგდებულ რუგზაკს, შევაგდე კარავში. ჩვენს კარავსაც გადავაფარეთ რამეები, შევძვერით სულ სველები, ვხუხეთ დათოს წამოღებული ორნახადი ჭაჭა და კარავშჳ ისე უცებ დათბა : ))) აი ასტერიქსში და ობელიქსში რომ სასმელს სვამენ და ნაწნავები გაეპრიხებათ ხოლმე, ზუუსტად მასე გამეპრიხა ყველა უჯრედი.

ხოდა მერე მითხრეს რაააამდენს წუწუნებო, ბოდიში ბატონო, მე როცა ვნერვიულობ ვწუწუნებ ხოლმე და აწი გამაგდეთ წვიმაში გარეთ და სულ წავალ ჯანდაბაში :შ

ხოდა ესაა დართლოში ის ცნობილი თორმეტი მსაჯულის სჯისადგილი, რომლის სათავეშიც ქალი იყო და რომლის როლშიც მე ვარ ამ სურათზე



ხოოოდა სანამ ჩემს სახლში შემოხვალთ, ფეხები კიარადა, ღორის ხორცები დაიწმინდეთ თუ შეიძლება…

მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ცალკე მე და ცალკე ორგანიზატორმა საკმაოდ ბევრჯერ გავიმეორეთ რომ ღორის ხორციანი რამეები არ უნდა წაგვეღო, ცერზე ამოიღო ჩანთიდან რომელიღაც გოგომ პაშტეტი და ისა… კიდევ კარგი უცხო იყო, თორემ ჩემიანი რომ ყოფილიყო ძალიან, ძალიან ვეჩხუბებოდი… ახლა კი რას ვიზამდი, გავწიწმატდი და მტკიცება დავიწყე რომ ისა, ესა და და ამდაგვარად და რამდენჯერ გთხოვეთ ბლაბლაბლა…

მესმის, რომ მისთვის ჩემი ღორის ხორცზე გაჭედვა ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ჩემთვისაა ეკლესიაში კაბით შესვლის მოთხოვნა, მაგრამ მე თუ შემოვდივარ შენს ტაძარში კაბით ან თავს ვიკავებ, შენც დატოვე რა ეს ხორცი, არ მოკვდები უმაგისოდ ოთხი დღე…

თუ თქვენ გჯერათ, რომ ქრისტე მესამე დღეს გაცოცხლდა იმისდამიუხედავად, რომ საკუთარი თვალით არ გინახავთ, მე რატომ არ უნდა მჯეროდეს, იმის, რომ მას მერე,რაც თუშმა კაცმა დართლოში ტურისტების მიერ ატანილი ღორის ხორცი შეჭამა, ხევი ადიდდა და სახლი სახურავამდე დაიფლო? მითუმეტეს, ჩემს გადაღებულ სურათებზეც კი ჩანს იმ სახლის სახურავი.(კაცი გადარჩა)

აკხმ….

არა, თქვენ არაფერი არ მოგივათ ღორის ხორცისგან, უბრალოდ, ზრდილობის ამბავია….

აი ხატთან ქალის გავლაზე უფრო მკაცრი წესებია და ზრდილობის ელემენტარული წესები ვეღარ გიშველით )))

გაგრძელება იქნება…

შემდეგ სერიაში– მეცხვარის ძაღლები ,ხინკალი, კოტრები, დათვის ბუნაგი და სხუა მრავალი

გავიზარდე



აღმოვაჩინე, რომ უკვე აღარ შემიძლია/მეხალისება

  • 24/7 მეგობრებთან ერთად (დრო აღარ მაქვს)
  • ჩატებში/ ფაცეზე/ფორუმებზე უცნობებთან ჭორაობა
  • ძალიან ადვილად დამეგობრება
  • ახალ ადამიანებთან ადაპტაცია
  • თავზესაყრელი დრო აღარ მაქვს
  • ზაფხულში ორ-სამთვიანი დასვენება და სოფლის ბირჟაზე გატარებული უსაქმური დღეებიც წარსულს ჩაბარდა
  • ღამისთევაც
  • მომავალზე ოცნებაც

ძალიან გავიზარდე.
სიმშვიდე მინდა
და
მეგობარი
მაკლია.

ორდღიანი ლაშქრობა – რა წავიღოთ?



საბაზისო მონაცემები– გვაქვს ჩანთა, პარალონი, სპალნიკი, ბანძი საწვიმარი და ერთი ცალი მეტრანახევრიანი გოგო, 50 კილო, ანუ ბევრს რომ ვერ მოიკიდებს ზურგზე, ისეთი.

  • ვიღებთ ერთ დიდ ჩანთას, ანუ რუგზაკს
  • დიდ შავ ნაგვის პარკს, ვტენით ჩანთაში და შიგ ვალაგებთ ყველაფერ დანარჩენს

ტანსაცმელი (ცალკე პარკით)

  • ტრუსიკი, ადამიანური (ტანგა არ წაიღოთ არ მიქაროთ)
  • 4 წყვილი ნასკი (წიკი თუ არ გაქვთ სუფთნასკური, ორიც შეიძლება)
  • ორი მაისური (ერთი ღამე დასაძინებლ-იმდღესვე გამოსაცვლელად და მეორე დღეს კიდევ მეორეს ვიცმევთ)
  • ჟაკეტი კაპიუშონით, სასარგებლო რამეა , შეიყუჟები შენთვის და ხარ.
  • შარვალი, ნაჭრის, იოლადგაშრობადი და მოხერხებული, არაფართხუნა
  • პანამა
  • შარფი, მსუბუქი, დიდი ზომის (გამოდგება წელზე-თავზე-ტრაკზე მოსახვევად, ასევე იქ დასაფენად სადაც თავს დადებთ)
  • სათადარიგო ფეხსაცმელი
  • საწვიმარი

პირადი ჰიგიენა (ყველაფერი თავსდება ცალ-ცალკე პარკებში )

  • კბილისპასტა ჩოთქით
  • პაწუკა საპონი
  • პაწუკა პირსახოცი
  • სველი ხელსახოცი, სასურველია მაკიაჟის მოსაშორებელი ან ინტიმური ჰიგიენის ეწეროს, ეგენი ყველაზე კომფორტულებია)
  • დამცავი კრემი
  • ტუჩის ბალზამი
  • სავარცხელი
  • ნუ კიდევ ისინი, თქვენ რაც გინდათ

საჭმელი

  • 1 პური
  • 4 სნიკერსი
  • 300 გრ ქიშმიში
  • პაშტეტი
  • ყველი დაჭრილი ან მდნარი
  • ლორი დაჭრილი
  • ყავა, ერთჯერადებით

წამლები

  • ნიმესილი 3-ოდე (სიცხე-ტკივილი-გაციება)
  • კოფეინის ტაბლეტები (სიმაღლეზე თუ ჩემსავით მიგდით წნევა მინუსებში)
  • სპირტი-ბამბა
  • სანტავიკები

წვრილმანები

  • ერთჯერადი პარკების არმია
  • მუსიკა
  • მობილა
  • ფოტოაპარატი
  • პირადობის მოწმობა
  • ფულები
  • კოვზი და ჭიქა არ დაგავიწყდეთ, თეფშის და ჩანგლის გარეშე კიდევ გაძლებს კაცი მარა ჭიქა ძალიან კარგი რამეა, აი სვეარ

ჩანთაში მემგონი ჯერ მძიმე უნდა ჩადო, მერე მსუბუქები, თუმცა მე პირიქით ვიქცევი ხოლმე გაუგებარი მიზეზების გამო. მოვაკოფსებთ თავზე ან ბოლოზე პარალონს, მივამაგრებთ ბოთლს, მოვიკიდებთ და ჰერი-ჰერი.

სასარგებლო პწიჩკები

  • ვცდილობთ ჩანთის გვერდით ჯიბეში ჩავდოთ ნოვა, სველი ხელსახოცი, სასუსნავი.
  • ჩანთის ზედა ნაწილში რომ ჯიბეა- ფული და ყველა ის წვრილი ნივთი, (წიპა ემპეტრი და დანა) რაც შეიძლება უცებ დაგვჭირდეს
  • სულზემოთ, ისე, რომ უცებ ამოვიღოთ-საწვიმარი და თბილი ჟაკეტი.
  • დაბოლოს, სადმე ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას -სნიკერსი.

არადა აქ კი ჩამოვწერე მარა საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისტერიულად ვიწყებ ფიქრს, რა წავიღო, და ბოლოს მიმაქვს ყველაფერი იმის გარდა რაც უნდა წავიღო, ერთხელ ფეხსაცმელიც კი დავტოვე ( :/

მუზა იყო ჩორვენის ეს პოსტი, მე ჩემს თავს მოვარგე 😀

როგორ მივდივარ ხოლმე სადმე


დღეს დილით გამეღვიძა და პირველი აზრი, რაც თავში მომივიდა, იყო-
“ვაი, სამსახურში დამაგვიანდა!”
რომ გავიაზრე, რომ კვირადღე იყო, მერე მეორე აზრი მოვიდა-
ააა, პახოდში მაგვიანდება!
საბოლოო გამოფხიზლების მერე მივხვდი, რომ არსადაც არ მივდიოდი, არ მეჩქარებოდა, შემეძლო დინჯად ავმდგარიყავი, ყავა გამეკეთებინა და პიჟამოთი მომეკალათებინა კომპთან.

ხოდა, იმის გამო, რომ არ ვიცი ამ დროს რა უნდა აკეთო, პოსტი გამოვაცხე იმაზე, რას ვაკეთებ ხოლმე შაბათ-კვირას

დილით, 6-7-8 საათზე მაღვიძარა მაღვიძებს, ძალიან გემრიელად მძინავს… თავს ვაიძულებ რომ გაიღვიძოს და ადგეს, თან ნერვები მეშლება, რატომ, რატომ ჩავეწერე/დავიგეგმე, ხომ შეიძლებოდა დღეს მაინც დამეძინა ნორმალურად.

ვყრი ჩანთაში ყველაფერს, რაც ხელში მომხვდება, იმიტომ რომ წინადღეს ვერაფრით ვერ გადავწყვიტე, რა უნდა წამეღო და რა დამეტოვებინა, აუცილებლად მრჩება რამე და ფართხა-ფურთხით გავრბივარ ტაქსის მოსაძებნად ნუცუბიძის მიყრუებულ ბოლოში. ხასიათს ცოტა მიკეთებს დილის სუსხი/სიგრილე და სრულიად მშვიდი და ცარიელი ქალაქი.

ყავის დალევას ვასწრებ, ან ვერ ვასწრებ, მაღაზია თუ ვიპოვე, რედბულს ვყიდულობ, შეკრების ადგილამდე ამრეზილი მივდივარ და ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. თუ გამიმართლა, ფანჯარასთან ცალკე რომაა, მარჯვნივ, იმ სკამს ვიკავებ და დაგვიანებულების მოლოდინში ვაწყნარებ თავს, რომ ეს შეიძლება ოდესმე მეც დამემართოს და არაა საჭირო ახლა ამათ უპასუხისმგელობაზე გაჯავრება, რომ ყველანი ადამიანები ვართ, ბლაბლაბლა, თუმცა მაინცადამაინც არ მშველის.

როგორც იქნა, გვეღირსა, მარშუტკა იძვრება ადგილიდან, მიდის-მიდის-მიდის, ყურებში მუსიკას ვიკეთებ და ვიძინებ.

დანიშნულების ადგილას მიხვლისას სადაც ბლახები/ტყე/ბუნება/არათბილისი/არანაცნობი/უცხო/სხვანაირი/საინტერესო ადგილებია, ყველა ნეგატიური ემოცია ერთბაშად მიქრება, ვმშვიდდები, ლაპარაკს ვიწყებ, ვიღიმები და როგორც წესი, უკვე აღარაფერი აღარ მაღიზიანებს, თვით ყველაზე გამაღიზიანებელი ადამიანებიც კი.

თუ გასვლა ორ-სამ-მეტდღიანია, შემდეგი დილები ყოველთვის ბედნიერი და კოცონზემოდუღებულყავიანია, ყავა კვამლის არომატით, დილის ცინცხალი ჰაერი, მზე რომელიც გათბობს და გაღვიძებს სუსხიანი ღამის მერე, ხეების, ფოთლების, ტყის, მდინარის და ქარის ხმები და ბალახები შენს შიშველ ტერფებთან.

(აქ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სულ სხვა მე, არა ის, ვისაც ყოველდღე ხვდებით/ეკონტაქტებით)

და მერე უკან ვბრუნდები, დაღლილ-დაქანცული, უკანასკნელი ძალებით ვიწყებ ჩანთის ამოლაგება-დალაგებას, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, შხაპის მერე ამის თავი არ მექნება, ვალაგებ, ჩანთას თავის ადგილას ვათავსებ, ვდგები შხაპში და
ვიწყებ უკან, სახლში/ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნებას, ვიხსენებ რა უნდა გავაკეთო ხვალ, რომ ეს ისეა და ეს ასე.

მეორე დღეს ყველა ხვდება, რომ შაბათ-კვირა უქმად არ დამიკარგავს, ღიმილიანი და მშვიდი სახით დავდივარ ხოლმე. (ნუ, ხო, კაი, ხანდახან წაშლილ-დანგრეული,მაგრამ მაინც კმაყოფილი, თუ ნამეტანი მკვლელი შაბათ-კვირა გამოვიდა)

ისიც მინდოდა დამეწერა, რატომ მივდივარ, მაგრამ ძალიანძალიან გაგრძელდა პოსტი, თანაც მგონი მიწერია უკვე სადღაც…

ჭრილობები


არსებობს ჭრილობები, რომლებსაც საზოგადოება აიგნორებს, და რომლებიც:

  • უნდა გახსნა, რომ ჩირქი გამოვიდეს
  • მარილი უნდა დაიყარო, რომ მოიწვას
  • საჯაროდ გამოფინო, თუნდაც საზოგადოებას გული ერეოდეს სუნზე და შიგ მოფუთფუთე მატლების დანახვაზე
  • უნდა დაანახო, რა შედეგები მოსდევს მათ ქმედებებს
  • აჩვენო, როგორ იხრწნება ქსოვილები
  • როგორი ტკივილები იცის წყლულებმა
  • და სხუა მრავალი

სადჯჰასჯკლჰასჯკ



ერთხელაც
ისე შევიცვლები რომ ვეღარ მიცნობ
თვალებს გაახელ და
დაგხვდება ქარი, მზეში გაბნეული
წვეთ-წვეთად.

დაგხვდება ფერფლი
საფლავებზე მობნეული
ზღვაში შესული და უკანვერდაბრუნებული
ცადაზიდული, კლდეებისკენ
ცისკენ გაშვერილი ხეების ხელებივით

ექსკურსნახევარას ამბავი ანუ ყვაყვაჩოები



იყო და არა იყო რა, იყო ერთი მე, რომელსაც შუაღამის თორმეტზე მოუარა, სადმე ბლახებში მოუნდა და ექსკურსიაზე ჩაეწერა.
ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიებზე უნდა ენახა რამეები

  • ხოდა, მაღვიძარამ რომ ვერ დარეკა დილით და ნინძასავით ლოგინიდან წამომხტარი ყავადაულევლად რომ მიასკდა შეკრების ადგილას და კინაღამ რომ დააგვიანდა, ეგ არაუშავს.
  • მარშუტკაში რომ აუტანლად ცხელოდა, ეგეც არაუშავს.
  • მეზობლები რომ ძალიან ყაყანებდნენ, ერთდროულად სამი პარტია, ჯანდაბას, ხალხია, ლაპარაკი უყვართ.

კიდევ კარგი, ნაცნობები მაინც იყვნენ, ნუ, 60% ხომ იყო.

დღისოთხად-ოთხი კაიფი იყო

1. სკამი ბოლნისის სიონის ეზოში და იმ სკამის ზემოთ დიდი თუთა და მე ვიწექი სკამზე და მდუმარებით ვკაიფობდი

2. წუღრუღაშენთან არსებული მაღლობი ბლახებით და თეთრი-ფერადი ყვავილოზავრებით

3. გვირილებიანი მინდორი რაღაცნაირსახელიან ეკლესიასთან, წყალს რომ უგავდა სახელი

4. ყაყაჩოებიანი მინდვრის დანახვით გამოწვეული ეიფორია, სიხარული, ხტუნვა, სუნთქვის შეკვრა.


და ვსო

მერე ვიგრძენი, რომ ყაყაჩოების მძაფრი სუნი მაინცადამაინც არ მსიამოვნებდა, ამტკივდა თავი (მეწვოდა ტოესწ), დამეწყო გულისრევის შეგრძნება და ერთადერთი, რაც მჭირდებოდა, იყო მარტო ყოფნა, თვალების დახუჭვა, არაჯანჯღარა ადგილი და რამე მჟავე, ამ შემთხვევაში ალუჩა. ხალხი ციხეზე ავიდა, მე დავჯექი ბალახზე, ცოტა მძღოლს ვეჭორავე, ცოტა გავისეირნე და მეტ-ნაკლებად კარგად ვიყავი, სანამ ისევც დავიძვრებოდით ადგილიდან

ზუსტად არ მახსოვს, რა ხდებოდა სანამ თბილისამდე ჩამოვიდოდი, რაღაც პერიოდი გავითიშე, მეძინა და თან არც მეძინა, ამან ცოტა მიშველა, ზანავი-ნუნისის გახსენება დავიწყე იანოსთან ერთად, მერე ისევ დავიძარით და ერთადერთი, რაც დარჩა, იყო ნატვრა, რამენაირად სახლამდე მიმეღწია და ყავა დამელია, ძლიერი, მუქი, ტკბილი… თან ფანჯრები დაგმანეს და საერთოდ გავაფრინე, ჰაერი მშველოდა ცოტა.

ჩამოვედით.. ამიგოს წყალობით სახლში ძალიან სწრაფად მივედი, მოვიდგი ყავა, ვიბანავე, ალუჩა ვჭამე და აზრზე მოვედი, თუმცა მეორე დღესაც გადმომყვა ცოტა…
ხოდა ასე

ჩემსავით რომ არ დაგემართოთ, ძალიან დიდხანს ნუ იკოტრიალებთ ხოლმე ყაყაჩოებში )))

ბჟტ


  • გუშინ კიდევ ერთხელ შემახსენეს რომ ქართველს არ ვგევარ
  • რომ სხვანაირი ვარ
  • რომ არასტანდარტული ვარ

მერე რა, რომ ხუმრობით
მერე რა, რომ სულაც არ უნდოდა და არ უფიქრია რომ.. არა, ვიტყუები, არ მწყენია, უბრალოდ ისა… ხო, ვიცი რომ არ ვარ სტანდარტული მაგრამ ისა… ნუთუ ასეთი აუცილებელია ამისთვის ხაზის გასმა?

განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ძალით ვცდილობ, ვიყო სტანდარტული. (ხო, ხო, ხანდახან მეც ვცდილობ მოვერგო გარემოს და არა პირიქით).

დღეს ოთხ მაღაზიაში ოთხი ნაჭერი ნაპოლეონი ვიყიდე, გუშინს აქეთ ვოცნებობდი. ოთხივე გამხმარი და უგემური…

ალუჩაც ვიყიდე, 3/4 ტყემლები ყრია,
ალუჩას აყალბებენ, ფაქტიურად

როგორ მინდა, დავაყენო იმ მაღაზიის მენეჯერები, შევაზილო სახეში ეს ნამცხვრები, მერე დავსხა და ეს “ალუჩა” ვაჭამო

ბევრი რამე მინდა მე

ალბათ

ემოციების მკვლელობაზე რომ იჭერდნენ, მე ალბათ სამუდამო მექნებოდა მისჯილი
ხოდა
რადგან არ იჭერენ
აღსდგნენ ჩემი ემოციები, მოიმარჯვეს ნერვები და შემომიტიეს
იხუვლეს დილეგებიდან
ქვესკნელებიდან
და
რასაც აქამდე ვასულერთებდი
ყველაფერმა ერთბაშად შემომიტია

ძრწოდეთ და გეშინოდეთ

გავემოციურდი