პანორამების ბილიკის ზაფხული


როცა ორი დღის სავალ მანძილზე მთელ კვირას, თვეებს და წლებს გადიხარ, როცა მიდიხარ, რომ საკუთარი თავი გადაარჩინო და საკუთარ თავს თუ არა, მის ნაწილს მაინც პოულობ.

ემოციებით სავსე პერწკლი


დილის ექვსზე, ტრადიციულად, გაროჟილი მივცანცარდი, რედბულით ხელში და გამომეტყველებით “მეძინება”, სამთო ქიმიასთან.

ჩევმარშუტკდით, გადმოვბარგდით, ნელ-ნელა მივედით რეინჯერების ტერიტორიამდე, შემოვაკონწიალეთ ჩანთები ცხენებზე, დავიმარაგეთ წყალი და შევუდექით მესამე ბილიკის ე.წ. მკვლელ, ტყეში სავალ აღმართს, როგორც ორგანიზატორმა ახსენა. ალბათ იმიტომ, რომ ჩანთა არ მეკიდა, მშვენივრად ავედი. (ძალიან, საშინლად, აუტანლად სუნიანი და უზარმაზარბუზიანი ცხენები დავიქირავეთ ბარგის სათრევად)


მორჩა ტყე და დაიწყო ზაფხული, თავისი ხმებით და სუნებით და ბლახებში გორაობით და მხურვალე მზით და აიაიაიაიაიაი, როგორც იქნა ძვლები გამითბა, წელს პირველად მივხვდი რომ მართლა მოვიდა ფასხული .


უძალიანლამაზესი ხედები და ბლახები


კოტეჯამდე ავედით და მერე მივხვდი რომ გააააავიყინე, გოგოები კარვებს შლიდნენ, მე ქეთოს უფრო ხელი შევუშალე ვიდრე მოვეხმარე… ამასობაში გაშალა, გამოვიცვალე, ანუ კომბოსტოსავით შევიფუთე, კეტჩუპი, პური და სოსისი ვიპოვე და ნიამი-ნიამი, მთელი დღე ქიშმიშზე/სნიკერსზე ყოფნის მერე მეფური სადილი იყო. ჭამა-ჭამით მივედი კოცონთან აკანკალებული და რომელიღაც ბიჭმა ისეთი ჭანჭურის არაყი დამალევინა, აიაიაიაი, დამეწვა პირი ერთი ყლუპისგან, სამაგიეროდ საფუძვლიანად გავთბი :გულიკი:

მერე ცოტა წავიჭორავეთ კოტეჯში, ტოესწ, ხალხები ლაპარაკობდნენ და ღადაობდნენ და მე ჯუსტ ვიცინოდი


ცა ზუსტად ისეთი იყო, როგორც მთაში უნდა ყოფილიყო, ჩემმა თანამეკარვემ გარეთ დაძინება გადაწყვიტა, მე სულ მარტო დავრჩი, გავაღე კარვის კარი და ცის ყურებაში ჩამეძინა


ბანაკი დილით, მზეზე გამთბარი….


მეორე დღეს ავიბარგეთ და დავიძარით საღალატო სერისკენ….

ერთ ადგილას ყველაზე მაღალ ადგილას, შევისვენეთ, ვიჯექი მარტო და ვივსებოდი ბედნიერებით, სუნთქვას რომ გიკრავს, ისეთით.


ყვავილი თოვლზე, ანუ დეკის ყვავილი, ანუ დააკვირდით ქვემოთა სურათს, თოვლები მოჩანს 2000+ მეტრია და ვიღაცას ბავშვი დაკარგვია ქვემოთა მარცხენა კუთხეში

ძალიან ვეცადე, მაგრამ დისკომფორტი ვერ შევიქმენი მაშინ, როცა გაწვიმდა, გამყოლმა ცხვრის ბინებში ჩაგვიყვანა, ავირ-დავირიეთ, ვისი პარალონი ვის ჩანთაზე იყო ვერ გაიგებდი, ვინ ჭამდა, ვინ სვამდა, ვინ ეწეოდა, ვინ ჩხუბობდა, ვის ეშინოდა და ვინ ისტერიკაში იყო და ვინ ამ ყველაფერზე კაიფობდა.

ლაშქრობაა, რა, ხან დაგაცხუნებს, ხან დაგაწვიმს, ხან შეგცივდება, ხან მოგწყურდება, ხან სილამაზით გადაირევი, ხან ბოლი მოგაბოლებს და ხან ამ ბოლში შემწვარ უგემრიელეს სოკოს შეჭამ. კომფორტული ცხოვრება სახლშიცაა და დავრჩეთ ბატონო და არაფერიც აღარ შეგვაწუხებს.


დაღამდეს, მერე რა?!
ფანარი არ გაქვს? მერე რა?!
მოწვიმა? დიდი ამბავი, არ დადნები!

ხან ტუალეტში მოგინდება შესვლა, ზრდილობიანად იკითხავ სად არისო, მიგასწავლიან და კბილებდაკრეჭილი ძაღლი დაგხვდება და ისეთს შემოგიყეფებს, მთელი წლის საკივლელს ერთად იკივლებ და მუხლები აგიკანკალდება. სამაგიეროდ ადრენალინის დოზას მიიღებ და დანარჩენ გზას ჭკუამხიარულად და ცანცარით გაივლი 😀

და მერე მეცხვარე ქალი ყავას მოგიდუღებს და დალევ და შემოგახსენდება, ზუსტად ასე, წვიმისგან თავშეფარებულს როგორ დაგალევინა რაჭაში, მეფუტკრემ, ყავა და თან ბოდიშებს გიხდიდა, მეტი არაფერი მაქვსო. არადა ყავაზე მეტად არაფერი რომ არ გინდოდა იმწუთას < 3

ხოდა ან იმ მეცხვარე ქალის მოდუღებულ ყავაში ერია რამე ან წვიმამ იმოქმედა ან ძაღლის შემოყეფვამ, არხეინად და ღიღინ-ღიღინით ჩავირბინე დანარჩენი მარშუტი მარშუტკამდე

გზაზე მდინარე შემოგვხვდა, სასწრაფოდ გამახსენდა, რომ სანდლებიც დავასველე და ავწუწუნდი ორ ხმაში, ამასობაში დახმარებამაც არ დააყოვნა და ზურგზე მოკიდებულმა გადამიყვანა ორ თუ სამგან და ალაგ-ალაგ ხელი მომაშველა და მერე უკვე დიდი მდინარე რომ დავინახეთ, სხვა რა გზა იყო, იკადრა ჩემმა უდიდებულესობამ გატოპვა, არადა ისე მშრალად მიაბიჯებდა მოხერხებული ბათინკით და უცებ კოჭებიდან დაუშვა და ნელ-ნელა ჩამოვიდა ტერფებამდე ცივი წყალი (გარედან ვერ შემოვიდოდა, წყალგამძლეა). სამაგიეროდ ხმელეთზე რომ გავედი მინიჯაკუზი მქონდა ბათინკებში, თითქოს ბევრი ჰაერის ბუშტუკი დადიოდა შიგ ყველა ფეხის გადადგმაზე.

ჩავედით მერე მარშუტკამდე, ზუსტად დაღამებისას, გამოვიცვალე ფეხზე, დავიგორგლე სავარძელზე, გავირჭე ყურში მუსიკა, ფეხები ვიღაცის ჩანთაზე შემოვაწყე და ასე მეძინა თბილისამდე.

სახლამდე ნაიამ მომიყვანა, კიდევ კარგი, ისე ვიყავი გაბომჟილი ტაქსი ან გამიჩერებდა ან არა, უსერ

ჭირი იქა, ლხინიც იქა, ჭირის მერე გამოდგებათ.

პ.ს. სულ 35-40-ოდე კილომეტრი ვიარეთ,(42-ია მაგრამ ჩვენ მოკლეზე მოვჭერით, მდინარით) ორი დღე, სუბალპურ და ალპურ ზონებში

1 thoughts on “პანორამების ბილიკის ზაფხული

დატოვე კომენტარი