მე ვხედავ მზეს- დასასრული


დასკვნითი პოსტი:

წესით ერთი თვე უნდა მეწერა, მაგრამ…

  • ემოციების თაიგული ვარ, ოღონდ ეს ემოციები თავისთავადი უნდა იყოს, შინაგანად უნდა მოდიოდეს.
  • არ შემიძლია ავიღო და ვეძიო შეკვეთილი ემოციები, გამოვიწურო თითიდან და გავიღიმო მაშინ როცა არ მეღიმება.
  • მერე რა, რომ გარეთ მზეა, გარეთ ცივა კიდეც და მე ზამთრის ძილში ვარ.
  • მიხარია რომ დამთავრდა ეს პროექტი, ვალდებულება მაწუხებდა იმის, რომ ვერ ვწერდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რაზე დამეწერა, ძალით გაღიმებულობებს ვერ დავწერდი. ჩემს ტრადიციულდა ყველაზე ცუდხასიათიან დროს-სიცივეს გაყინულობას და ზამთარს დაემთხვა,

რა შეიცვალა?

დადებითი ემოციები თითიდან არ უნდა იყოს გამოწოვილი, ის უნდა გავსებდეს, დუღდეს და გადმოდიოდეს.

სხვა დანარჩენი დადებითი ემოცია ჯუსტ სახელია იმ ემოციების, რომლებიც არაა უარყოფითი და ენა არ მიბრუნდება დადებითი დავუძახო, მემაპატიეთ.

თუნდაც ამ დასკვნების გამო ღირდა ამ პროექტში მონაწილეობა )))

და

ამ პოსტის დაწერად

წერილი პირველი- საუკეთესო მეგობარს



ამ პროექტს გადავაწყდი და მეც მომინდა…
ასერომ, გაემზადეთ 30 წერილისთვის..
ტოესწ, მე გავემზადები.

ყველაზე-ყველაზეს ანუ?
და მე რომ სამი ცალი მყავს ასეთი?
ნინო, მარი და გუდა

არ შეიცვალოთ, მუდამ ასეთები დარჩით, როგორსაც მე გიცნობთ,თქვენი ხასიათის იმ თვისებებით, მე რომ მიყვარს და ვაფასებ, ხანდახან კი ვნატრობ,მეც ვიყო თქვენსავით ენერგიული, კეთილი, დამთმობი, მზრუნველი, დაუღალავი, თბილი, შრომისმოყვარე, ჭკვიანი, ნიჭიერი, მშვიდი, თბილი აურით…

თქვენ ის გამონაკლისები ხართ, ვინც ზუსტად ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მართლა ვერ ვხვდები, რით დავიმსახურე ასეთი კარგი მეგობრები.

მიყვარხართ.

რაც მიყვარს


  • შუაღამისას კოცონის გვერდზე წოლა და ვარსკვლავებიანი ცის ყურება
  • დილით, კარავიდან რომ გამოხვალ ახალგაღვიძებული, კოცონზე ვიღაცას უკვე აუდუღებია წყალი, ყავას იკეთებ, პარალონს გამოათრევ, ყავას აგემოვნებ, შიშველი ტერფებით ბალახს ეხები, მზე გათბობს, ჰაერში ტყის სუნი დგას და შენ ნელ-ნელა ფხიზლდები.
  • ზამთარში, უხვად რომ ბარდნის, გარშემო სითეთრეა, ხავერდოვანი სიჩუმე და ჰაერი ცინცხალია და სასიამოვნოდ ცივი.
  • კახეთში ხეზე აფოფხება და ალუჩის, ან ბლის ჭამა პირდაპირ, დაუკრეფავად.
  • ზღვაზე გასვლა მაშინ, როცა არავინ არაა, თბილ ქვიშაზე დაჯდომა და ჩამავალ/ამომავალ მზეზე ნებივრობა.
  • კრუტუნა კატა კალთაში
  • წალამზე შემწვარი მწვადები, საფერავის ღვინო და შოთის პურები, მეგობრები და სექტემბრის თბილი დღე. (ან სხვა ნებისმიერი დღე)
  • თხელი ფრიალა კაბა ზაფხულობით.
  • კიტრის და პამიდორის სალათა, პეტრუშკით, რეჰანით, ცოტა ზეთით და მარილით და წვენს რომ გაუშვებს, ნამ.
  • ფოტოგადაღების პროცესი.
  • ახალი ადგილების ნახვა და ხელისგულებით დამახსოვრება (ანუ, ხელისგულით შეხება იმ ნივთთან/ადამიანთან/მცენარესთან/კედელთან და ა.შ. რაც მოგვეწონა და შეგრძნებების დამახსოვრება).
  • მუსიკის მოსმენა+სიარულისიარულისიარულისიარული.

გაგრძელება იქნება

Daily


  • “ბავშვობა” გავიხსენე შაბათს და საღამოს დავიძინე, 7-დან 11-მდე მეძინა, ასე გემრიელად არასოდეს არ მძინავს ხოლმე, როგორც შუადღეს.
  • შედეგად შუაღამემდე ვიჯექი და გამოვსერიალდი და კვირას პირველ საათამდე ვინებივრე
  • ფბ გავხსენი თუ არა, აღასპერის ლინკი მომხვდა თვალში.
  • მოულოდნელად მეგობარი ვნახე, მართალია 5 წუთით, მაგრამ მაინც :გულიკი:
  • სხვა მეგობარმა მომწერა, რომ იმ კვირაში თბილისში იქნება და ჩემთან აპირებს დარჩენას :ორიგულიკი: ანუ თუ მესამე მეგობარიც თანახმა იქნება, კიდევ ერთი ძევიშნიკი გვექნება.
  • მე რაღაც ძალიან მაგარი საიდუმლო ვიცი მაგრამ ვერ ვიძახი, მაგრამ ისეთი კარგი საიდუმლოა, ჯანდაბას, დავიტოვებ ჩემთან :კიდევგულიკები:

მგონი ვსო 😀

როგორ ვცხოვრობდი მარტო



ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრებაზე, მე სანამ ოცნებას დავიწყებდი, თავისთავად “შემომეცხოვრა”, ხან რუმმეითებთან ერთად, ხან სრულიად მარტო, ხან ძმასთან ერთად, ყოველგვარი უფროსების, მშობლების და მზრუნველობების გარეშე.

დამოუკიდებელი ცხოვრებისას

  1. კომუნალური გადასახადები თქვენი გადასახდელია(მე დღემდე ვთვლი რომ “მაყაჩაღებენ” უაზროდ ეს გადასახადები 😀 )
  2. სახლში მოსვლისას არავინ გახვედრებთ ცხელ საჭმელს
  3. სახლი თავისთავად არ ლაგდება, ის თქვენ უნდა დაალაგოთ, გარეცხოთ, ნაგავი გაიტანოთ და ა.შ.
  4. ავად თუ გახდებით ვერავინ მოგივლით

საააამაგიეროდ:

  1. გადასახადების გადახდისას მეტ-ნაკლებად ეჩვევი ბიუჯეტის დაგეგმვას
  2. ჯანდაბას ცხელი საჭმელი როცა არსებობს პიკული და საერთოდაც საკუთარი ხელით გაკეთებულ საჭმელს არაფერი ჯობია.
  3. სახლის გენერალური დალაგება მხიარული მუსიკის ფონზე კვირაში ერთხელ არ მოგვკლავს. +ყოველდღიური (ხო, კაი ორ დღეში ერთხელ) წვრილმანი საქმეები კალორიებს წვავს.
  4. წასვლა-მოვსლა-დაგვიანებზე ისტერიკას არავინ იმართებს
  5. სახლში ყველა ნივთი იქ დევს, სადაც შენ გინდა და როცარამე დაგჭირდება უცაბედად არ აღმოჩნდება რომ ის სადღაც გადაუდია ვიღაცას.
  6. ტელევიზორი სამუდამოდ დუმს ან მხოლოდ მაშინ და იმ არხზეა ჩართული, რაზეც შენ გინდა, კომპთან ჯდომისას არ გჭირდება ნაუშნიკების ხმარება.
  7. თუნდაც ღამის სამ საათამდე იჯექი კომპთან, მერე მთელი იძინე, სახლში სრული სიმშვიდე და ჰარმონია იქნება და არავინ არ დაარახუნებს დილით კარებებს, ააჩხრიალებს წყალს, აახრიგინებს თეფშებს.
  8. შეგიძლია ნებისმიერ დროს დაპატიო დაქალები პიჟამა ფართიზე, დალიო ლუდი, იჭორაო და ამ დროს ხმის დაბლა დაწევა სულაც არაა საჭირო.
  9. სამზარეულოში ყველაფერი იქ და ისე დევს როგორც შენ გაგისწორდება (ეს ძალიან ,ძალიან მნიშვნელოვანია, დამერწმუნეთ. რამის კეთებას რომ დაიწყებთ მერე მიხვდებით).
  10. აბსოლუტურად არავის არ უნდა შეუწყო ხასიათი.
  11. ზაფხულობით შეგიძლია იძინო შიშვლად და აბაზანის მერე არაფერში არ გაეხვიო.
  12. შეგიძლია გყავდეს ცხოველი და ამისთვის სხვის აზრს არ დაეკითხო.

და კიდევ სხვა მრავალი პლიუსი.

ამ ყველაფრის მერე ძალიან ძნელია, ფაქტიურად შეუძლებელია ისევ დაუბრუნდე “ნორმალურ” ცხოვრებას, განსაუთრებით თუ შენ ინტროვერტი ხარ და მარტო ყოფნა მოგწონს.

სექსუალურობა ანუ ე.წ. შარმი



დასაწყისისთვის, რას ვგულისმობ ამ სიტყვაში: დადებით, ნაპერწკლებიან, ემოციებიან და მყუდრო ენერგიებს, რომელსაც ადამიანები ასხივებენ მიზანმიმართულად ან მიზნის გარეშე. ასევე, ჩაცმულობას, მანერებს,ქცევებს,აზრებს, რომლებიც გვიზიდავს და ურთიერთობის სურვილს გვიჩენს.

ყველაზე მეტად ამისადმი დამოკიდებულებაში ჩანს ადამიანების ზესუბიექტურობა.
მაგალითად, ვიღაცისთვის დაკუნთული მამრია სექსუალური, ვიღაცას გააააააააამხდარ კაცებზე აკანკალებს და ვიღაცას კიდევ ფუნფულაზე, ვიღაცას მწვანე მაიკა მოწონს, ვიღაცას იაპონური ხალათი და იმ ვიღაცას შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხი. ეს ისე, ძალიანძალიან ზოგადი სურათია, სინამდვილეში ჩვენ ყველა სხვადასხვა რაღაცეებზე ვჭედავთ.

მაგრამ, არის ერთი დიდი მაგრამ: სად მიდის მთელი ეს ცოდნა, როცა საქმე “გაპრანჭვას”, ანუ საპირისპირო ადამიანებისადმი “თავის მიწოდებას” ეხება?
კაცებში საქმე კიდევ ცოტა უკეთ გვაქვს, იმიტომ რომ საქართველოს რეალობაში გამოსავალი ორად-ორია:ჯინსი და მაიკა (ზაფხულში ადამიანური შარვალი) ან “კლასიკური” პერანგი, კოსტუმი, რამე, ანუ რაც არაა, იმასთან პრეტენზიები ვერ გვექნება : ))))

რაც შეეხება ქალებს.. აბსოლუტური უმრავლესობა ავტომატურად

  1. დგება ქუსლებზე
  2. იკეთებს დეკორატიულ მაკიაჟს
  3. იყენებს რამე ფოეფოე ვარცხნილობას
  4. იკეთებს სამკაულებს
  5. იცვამს ფიგურაზე მომდგარ კაბას
  6. ისხამს სუნამოს
  7. და ავტომატურად ითვლება რომ ის უკვე ქალურია.

როცა სადმე საქეიფოდ მიწევს წასვლა ისეთ სიტუაციაში, სადაც ქალს უნდა ვგავდე, ავტომატურ რეჟიმში ვასრულებ 3,4, და 5 პუნქტებს და პროგრამა-მინიმუმი შესრულებულად ცხადდება, საზოგადოება კმაყოფილია, მეც კმაყოფილია იმით რომ საზოგადოება კმაყოფილია.

მაგრამ: არასოდეს, მთელი ამ ჩემი ქალურჩაცმულობიანი ისტორიის მანძილზე არ მიგრძვნია თავი ისე, როგორც აბაზანის მერე, ტანზე კრემწასმული, ოთხი ზომით დიდი მაიკით დავდივარ ფეხშიშველი. ან ჯინსი,კედები, ფერადი გეტრები და რამე ნახატიანი მაიკა მაცვია, ანუ, ზოგადად, აჩაჩული და კომფორტული დავდივარ ან ზაფხულში რამე ფრიალა კაბა მაცვია. ამ დროს ჩემი სხეული კომფორტულადაა და კომფორტულ ენერგიებს ასხივებს.

ყოველდღე, ტრანსპორტში, ძალიან ბევრი გოგო ამოდის-ჩადის, ქუჩებში კიდევ უფრო მეტი მხვდება, და ძალიან ცოტასგან მოდის ის იმპულსები, რასაც სექსუალურობა ქვია. უმეტესობა დაძაბულია, ისეთი დაძაბული , თვალის არიდება მიწევს, უარყოფითი განწყობა რომ არ გადმომედოს.

თითზეჩამოსათვლელ ქალებს ვიცნობ, ვინც რეალურად კომფორტულადაა მსგავს “უპაკოვკებში” და ძალიან ბევრია ისეთი, ვინც პირდაპირ იძახის, მე მიდნა ასეთიდაასეთივიყოაინახეროგორმაცვია.

კი, თვალისთვის სასიამოვნოა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ენერგიის მზომელი აპარატები სხვა რამეს მეუბნებიან.

ან მე ვარ არანორმალური და ჩემი ენერგიების თეორიაც სისულელეა.

მაგრამ რატოა სისულელე, როცა ჩემი ორი მეგობრიდან ერთი სუპერპუპერ ქალურადაა ჩაცმული, მეორე ძალიან აჯაჯულად და ორივე ზუსტად ერთნაირ ენერგიებს ასხივებს, იმიტომ რომ მათ იციან, რა უნდათ და როგორ უნდათ და კომფორტულად არიან თავიანთ სხეულებში და სხეულებთან.

და Relax, please…. იდეალური ტან-ფეხი და მაკიაჟი სულაც არაა იმის გარანტია, რომ თქვენ სექსუალურები ხართ. სამაგიეროდ, რელაქსირებული, მშვიდი, თვითდარწმუნებული და გრაციოზული ქალი საპარადო ფორმიანად ან იმის გარეშეც კი იმაზე მეტად მიმზიდველია, ვიდრე თქვენ ეს გგონიათ.

და მამრებს რაც შეეხება, იგივე მინდოდა მეთქვა. სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, თუ შინაგანი ენერგია არ გაქვთ, ეს უბრალოდ ყირაზე გადასვლა იქნება და არა ჟრუანტელისმომგვრელი მნიამნია ქმედება, რომელიც მაშინაც მჟრუანტელებიანია რომც იჯდეთ და ფეხიფეხზეგადადებული ყავას სვამდეთ ან ჭურჭელს რეცხავდეთ ან შეშას ჩეხავდეთ და მწვადებს წვავდეთ კოცონზე.

ვაჟკაცობა გულზე მჯიღის ცემით არ ისაზღვრება, არც კუნთების რაოდენობით და ფსევდომასკულანური ქმედებებით. მასკულანური ენერგიის გარეშე ეს უბრალოდ ავტომატური “აიმემამრივარშემომხედეთ” ტიპის ქმედებაა, ხშირად მექანიკური, იმიტომ რომ “ასე უნდა იქცეოდეს ვაჟკაცი”.

მე ვხედავ მზეს, ვხედავ თქო!



შეუძლებელია, მზეს არ ხედავდე, როცა მზისფერი თმები გაქვს.
მე მიყვარს მზე, მზეზე წოლა და სხეულში მზის ენერგიების შეგროვება.
ადამიანების ენერგიების შეგროვებაც მიყვარს.
შემგროვებელი ვარ ზოგადად.

  1. ჩემი მარშუტკის მარშუტი ისეა დაგეგმილი, რომ ყოველდილა მთელი 20 წუთი მზეზე ვითბობ ცხვირს, ფანჯრის შუშის მიღმა, ამიტომ დღეში მინიმუმ ერთი სასიამოვნო და მზიანი ამბავი ხდება ჩემთან.
  2. ცოფის აცრის მერე დღეს პირველად დავლიე ლუდი, მნია-მნია, მეგობარი ვნახე და გავრარაცნაირადმხიარულხასიათდი.
  3. და იმ კაბაში ჩავეტიე, შემოდგომაზე რომ ვიყიდე, არადა ერთი ტვეა ტვინს ვწამლავ, გავსუქდი დავმრგვალდი თქო.
  4. აქ კიდევ უნდა წერებულიყო რაღაც მაგრამ ისეთი ცივი ტონით დახვდნენ ჩემს ზარს რომ არაფერიც არ წერია.