სიმინდი, დიდი ბებია, შალაფა და ბავშვობა ერთ ფლაკონში



ბიცოლაჩემის სიმინდის ყანა, სოფელში,შარშან.
რა ბედნიერი სახე მაქვს ლოლ, ნანდული სოფლის ჩასუქებული ვარიასავით გოგო ვარ 😀

ახლა სანამ ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე კიარადა სიმინდი იწვის, იდაგება და იხარშება, ნამ.

თურმე ეს გენიალური მცენარე ასე 8000 წლის წინ მოუშინაურებიათ მექსიკაში, რომელი მცენარისგან, ეს სხვა და გრძელი საკითხია, არც ისე საინტერესო, სამაგიეროდ საინტერესოა ის, რომ მაიას ტომის კალენდარი მთლიანად ამ მცენარის სასიცოცხლო ციკლზეა დაფუძნებული და საერთოდაც მეზოამერიკული კულტურების განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვის, იმიტომ, რომ მიწათმოქმედების მთავარი ობიექტი გახლდათ.

მეთხუთმეტე საუკუნეში კოლუმბმა პირველად ჩაიტანა ამ მცენარის თესლები ევროპაში ( თუნდაც ამის გამო ღირდა ამერიკის აღმოჩენა) და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც დაიწყეს მოშენება, შემდეგ, მეჩვიდმეტე საუკუნეში რუსეთშიც შემოვიდა და შედეგად, საქართველოში, დაბოლოს, 1990-იან წლებში ჩემემდეც მოაღწია იმ ინფორმაციამ, რომ არსებობს ისეთი გემრიელი რაღაც, როგორიცაა სიმინდი.

ბევრისთვის სიმინდი ალბათ ზღვასთან ასოცირდება, ჩემთვის კი სოფელში, ბებიაჩემისეული ძველ სახლში რომ ოთახი იყო, ცემეტის იატაკით და ბუხრით, იმ ოთახთან. პატარა ოთახი იყო, შიგ ერთი მაგიდა, ძველისძველი დამტვერილი კარადა და ხისგან გაკეთებული მასიური ოთხფეხა ტახტი ეტეოდა. ოთახის ბოლოში ბუხარი იყო მოწყობილი და ცემენტისგანვე ჩამოსხმული პრიმიტიული ჭურჭლის ნიჟარა, ყველაზე ნაკლებად კი გავდა ნიჟარას, მარა ფუნქცია კი ქონდა იგივე. ერთი ბეწო ფანჯარაზე გისოსი იყო დამაგრებული და კარი გასაღების მაგიერ ურდულით იკეტებოდა, ზედ კოდიანი ბოქლომი ედო. ამ ოთახში დიდი ბებია ცხოვრობდა, დედაჩემის ბებია ანუ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დაბადებამდე კაი ხნით ადრე მოკვდა, ასემგონია, რომ ვიცნობდი მოხუც ქალს, მუდმივად შავებში ჩაცმულს, რომელიც ბუხრის წინ ზის, მარტო, გვერდით კატა უწევს და ქინდას ქსოვს. თავშალი თვალებზე აქვს ჩამოფხატული და იქიდან ჭაღარა თმის ღერებია გამოჩრილი. შეშა ტკაცატკუცობს, კატა კრუტუნებს, ჯაჭვე ჩამოკიდებულ გამურულ ქვაბში რაღაც იხარშება.

ისეთი ზღაპრული იყო ბავშვობაში ეს პატარა ოთახი, იმდენი საინტერესო წვრილმანი ელაგა კარადაში და თან ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატო ერჩივნა ამ კედლებშელესილ ოთახში ცხოვრება მეორე სართჲლზე ორ მშვენიერ, მოხატულ ოთახს და უუუზარმაზარ აივანს. ისეთი აივანი მეტი აღარსად აღარ მინახავს, სულ ხის, ხისავე რიკულებით, იმსისქე მოაჯირით, რომ თავისუფლად ვეტეოდით ზედ მე და ჩემი წიგნი, მკვახე ვაშლი და მარილი. დარწმუნებული ვარ, სახლი რომ დაიშალოს, იმ აივნის ფიცრებს არაფერი მიუვა, იმდენად კარგი და მასიური ხისგანაა ნაკეთები.

ხო, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ ყოველ ზაფხულს სოფელში ვატარებდი,ხეხილიან-ყველაფრიან ეზოში,ხოდა სიმინდი რომ შემოვიდოდა, ბებია აიღებდა ზეძალიანსუსტ დენის პლიტას, ალბათ თქვენც გქონიათ, მრგვალი დასადები რომ აქვს და გაცხელების გარდა ყველაფერს აკეთებს, დადგავდა ზედ უზარმაზარ ქვაბს და მთეეეელი დღე უნდებოდა სიმინდი მოხარშვას. 13-14 წლამდე მეგონა, რომ სიმინდის მოხარშვას მართლა ამდენი დრო უნდა. მე კიდევ კბილებაკაწკაწებული, ყოველწუთას შევრბოდი, მივყნოს-მოვყნოსავდი არომატებს, ჩავიჭყიტებოდი ქვაბში და ბებიაჩემის შეძახილის ფონზე “აცალე გოგო რ იქნება ჯერ” გულდაწყვეტილი გამოვიდოდი და ურდულს გავაჩხაკუნებდი… და ასე, სანამ არ მოიხარშებოდა და ყველაზე დიდი და გემრიელი ტარო ჩემი არ გახდებოდა, რომ მარცვალ-მარცვალ ამეკენკა და გამომეზოგა რაც შეიძლებოდა დიდხანს. ახლაც ასეთი ჭამის მანერა მაქვს, სათითაო მარცვალს ვაწყვეტ, მარილს ვაყრი და ისე ვუშვებ პირისკენ.

ნედლი სიმინდიც მიჭამია, ჭყინტი ტაროები მოვკრიფეთ ერთხელ და პირდაპირ ვჭამეთ, გემრიელია, მოტკბო გემო დაკრავს და პირს ცოტა “ქლეშავს”. ანუ კარალიოკს რო აქვს რაღაც ეგეთი მოგდის, მარა ეს სასიამოვნოა. სოფელში სიმინდის ყანა გვქონდა ხოლმე ,ადრე ბებია თვითონ უვლიდა, მერე და მერე მეზობლებს აძლევდა “სანახევროზე”, ანუ ის ამუშავებს და შენ წლის ბოლოს 1/3-ს გაძლევს მოსავლის, ხოდა ისე მიყვარდა ეს ოხერი სიმინდი, ვიპარავდი ხოლმე დამიდიოდა მერე ბებიაჩემის ჩხუბი და ჩემი ” ხო რა იყო წავალ იმ კაცს/ქალს ფულს მივცემ, აბა უკან ხო არ მივაბამ და საერთოდაც ნუ გამოართმევ წლის ბოლოს სიმინდებს და ეგ იქნება!!”

შემწვარი სიმინდიც მიყვარდა, წელიწადში ერთხელ მქონდა მაგის ჭამის ბედნიერება, არაყს როცა ვხდიდით, დავკრიფავდით ხოლმე და ვტუცავდით ნაცარში, ისე ნეტა რატო არ მტკივდებოდა მუცელი, დაენახა დედაჩემს, რას ვჭამდი, საწყალი ალბათ გადაირეოდა, ექიმთან გამაქანებდა, მოიწამლა უშველეთო : ))

სიმინდი დაგიცეხვიათ? სავარაუდოდ არა….. შემოდგომაზე მოიტანენ და დაყრიან ბეეეეეეეეევრ სიმინდის ტაროებს გასაშრობად, ჩვენ დიდ აივანზე სულ მოფენილი იყო ხოლმე იატაკი და კოჭებამდე დავაბოტებდი და დავგორ-ძრომიალობდი ამ სიმინდებში (9-12 წლის ალბათ ),ბევრჯერ კისრის მოტეხვას ვარ გადარჩენილი, ძალიან ცურავს ერთმანეთზე, ჰმ. კარგად როცა გაშრებოდა, მოქონდათ საცეხველა. წარმოიდგინეთ სპორტულ დარბაზში რომ გრძელი სკამებია, იმას რომ დაუმაგრო ხორცსაკეპი მანქანა, ოღონდ ეს მანქანა როცხის დაკეპვის მაგიერ ტაროებს აცლის მარცვლებს და ნაქუჩალს ტოვებს. ხელის რამდენიმე მოქნევა, “ჩხრრრრრრრ” ხმა და ერთი ტარო გაცეხვილია.. და ასე ბოლომდე, სანამ ყველა არ გაიცეხვება და ფერად-ფერადი მარცვლებით არ მოიფინება იქაურობა. მმმმ, რა გემრიელია, ხელებს რო ამოურევ შიგ, მნამ. დიდებს ძალიანაც არ ეხალისებოდათ ხოლმე, ზატო მე და ჩემი მეზობელი გოგო ვხოცავდით ერთმანეთს, ვინ მეტს გაცეხვავდა.

სიმინთან დაკავშირებით ერთი ტრაგიკული ისტორიაც გადამხდა თავს, მოგეხსენებათ ძალიან წვერბასრა კიდეები აქვს ერთ სარეველას, სახელად შალაფას, იზრდება სიმინდებში და მოკლედ ერთ-ერთი დამალობანას თანაშის დროს კაი გემრიელად გამოვკარი ხელი და საჩვენებელი თითი გავიჭერი. ნუ კაი ,გავიჭერი, დავიკიდე, არც არავინ მომხედა, ვის რაში ადარდებს სოფელში შენი გაჭრილი თითი, შეგიხორცდება, არ მოკვდები, ხოდა სიკვდილი არა მარა ისეთი ანთება წავიდა, თბილისში გავუხდი წამოსაყვანი, ისე მტკიოდა, ვყვიროდი, კედლებზე დავსეირნობდი. მემგონი იმის მერე მეზიზღება შემწვარი ხახვი, თითზე მადებდნენ და… მოკლედ, მარცხენა ხელის საჩვენებული თითის ერთი სახსარი დღესაც არ მუშაობს : )))

თითები მეტკინა და ამასობაში მემგონი მოიხარშა კიდეც ,წავალ დავაყუმბარებ.
ბევრ, ნარჩევ და გემრიელ ტაროებს გისურვებთ, მომავალ პოსტამდე : )))

ზაფხული,მზე,პამიდორი



კიტრი-პამიდორის სალათა, მწვანილებით, რეჰანით, ყველით და ზეთით…
ანდა, ძალიან რომ გცხელა-გშია და სახლში შესული პამიდორს, ყველს და შავი პურის ნაჭერს რომ აიღებ…

პამიდორის გარეშე ზაფხულში ალბათ ფეხებს გავფშეკდი შიმშილით, ვერაფერს ვერ ვჭამ როცა ცხელა ამ სალათის გარდა.
სოფლის პამიდორი მიყვარს, ბიცოლას უდგას და რომ ჩავდივარ პირდაპირ ბუჩქიდან მოწყვეტილი,ჯერ ისევ სპეციფიკური სურნელი რომ დაკრავს, ოდნავ თბილია მზისგან და მოტკბო, აუუუ, :ჟრუანტელ:
ზაფხულო,მოი რა დროზეე : ((

ჩემი ცხოვრების სიყვარული


მწნილი….

როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, გუნება მიკეთდება, შემიძლია ვჭამო გამწვანებამდე, გალურჯებამდე და სულის შეხუთვამდე, ამაზე მეტად არაფერი მიყვარს.

საჭმლის მაგიერ ვჭამ თეთრი კომბოსტოს მწნილს ზეთით.

დესერტად ანუ სასუსნაოდ და “შენთუამასგააკეთებმერეამასშეჭამ” ვარიანტში პიკულები, მაღაზიის, მოტკბო-მომჟავო გემო რომ აქვს, ტკაცუნით რომ იკბიჩება და ენით რომ გასრეს სასაზე, მმმნამ……

დიეტის პლიუსები და არცერთი მინუსი


ესეიგი რა ხდება, 7-ის მერე არ ვჭამ ალბათ ორი კვირაა, ან მეტი, არ მახსოვს ზუსტად. 7-მდე ვჭამ რამდენიც მინდა, როგორიც მინდა, ოღონდ 2 ან სამჯერ და 7-ის მერე კატეგორიულად არა, თუმცა ჩემმა ექიმმა ნაცნობმა გამომიცხადა რომ შიმშილი არ შეიძლება და თუ მომშივა ვაშლი მაინც უნდა ვჭამო და მოვიმარაგე აგერ მიდევს მარა შეჭმა მეზარება, ცივა 😦
პლიუსები

  1. შედეგი სახეზეა, ღიპი აღარ მადევს, შარვალი თავისუფლად მეკვრება, რაღაც უფრო თავისუფლად დავდივარ და მგონია რომ ტანსაცმელი მიხდება. მაკიაჟის გაკეთების სურვილიც კი გამიჩნდა.
  2. ნოყიერი საჭმელი მინდება. გუშინ ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდი სახლში და ახალგაზრდაღორის ქონიან ხორცთან ერთად შევიწვავდი კარტოფილს და მერე თეთრ,გუშინდელ ლავაშთან ერთად შევჭამდი.
  3. საჭმელი გაცილებით უფრო გემრიელი გახდა, ალბათ იმის ბრალია რომ გამუდმებით აღარ ვისუსნები და როცა ვჭამ, ე.ი. მშია და თან გულდასმით ვარჩევ რა მიყვარს რომ ვჭამო, ტყუილა არ “ვაცდენ” ამ მომენტს.
  4. ფული მეზოგება, ვინაიდან აღარ ვყიდულობ ჩიპსებს, შოკოლადებს, პეჩენიებს და მსგავს ნიამუ-ებს, იოგურტებს და მიდის ჩემს ყულაბაში. დღიურად დიდი არაფერია მაგრამ იქნებ მოგროვდეს რამე წლის ბოლომდე 😀

მინუსები

  1. არც არაფერი. გარდა იმ შემთხვევისა როცა სტუმრად ხარ და ძალიან გემრიელ რამეს გთავაზობენ და უარი უნდა თქვა
  2. დასაწყისში მსუნაგი მელიასავით ვუვლიდი გემრიელობებს, ახლა უკვე აღარც მინდება მიანცადამაინც ღამე სუსნი.

ჩემნაირი ისა….


მაღაზიის ვიტრინებში რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, 23 წლის გოგოს თვალი ძალიან ხშირად მრჩება ბარბებზე, ბარბის სახლები, საერთოდ, ცაკლე თემაა, მმმიყვარს. ნუ მომწონს ეს ბავშვური პომპონიანი ქუდები, ბაჩები, ხელთათმანები, ნახატიანი მაიკები და საერთოდ, დაახლოებით 13-14 წლიდან სერიოზულად ვდარდობ იმაზე, რომ პატარა ბავშვებს უკეთესი ტანსაცმელები აქვთ, უფრო ლამაზი, ვიდრე დიდებს.
ოდა ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე რომ ამაწინათ სუნამო მაჩუქეს აი ისეთი, ყველაზე ძალიან რომ გამეხარდებოდა, თბილად ჩაცმული, ვარდისფერი და ისეთი, “girly”. თან ისა, ჩუმი სუნი აქვს, ვარდის თუ კარამელის, ჯერ ვერ მივხვდი. ზოგიერთი ვერსიით მჟავე კიტრის არომატიც დაკრავს :გივი: :ბოლი:

ოდა ისა, სურათს დავდებ თქო, მოვსერჩე, და, ისა, ლოლ.

გამოვბორშდი


ამ ბოლო დროს ვჭამ დღეში სამჯერ, მათბობს, მამშვიდებს, და ზოგადად, ,მაგარი რამეა.

თანმ ადვილი გასაჯკეთებელია, დაჭერი,ჩაყარე,სუნელები,მარილი, ჩაამატე, ზეთში პამიდორი იმასქენი და ბეეეეეეეევრი პეტრუშკა და მზადაა.

ნამ-ნამ

ერთი კია, მალე ალბათ გავწითლდები : ))))

უკეთესი სურათი ვერ ვნახე, არადა არ მიყვარს სმეტანით რომ აფუჭებენ.

ნამეტანი გოგოშკა პოსტწიკი


ოდა წეღან მაუსი შემიცდა ავონის კატალოგშჳ და ნეტა არ შევსულიყავი, მარწყვის და ალუბლის ტანის მოვლის სერიები, სპა, ზღვის მინერალები, გემრიელობა სკრაბები, დამატენიანებლები, განსაკუთრებით 8 ფერიან ბლესკის პალიტრაზე გადავირიე.მოკლედ გავფრიკე და გამოვედი უკან.

ვზივარ ახლა და ვიგრუზები, იმიტომ რომ საშინლად მინდა ყიდვა, და მაღაზიაში რომ დამენახა , უეჭველი ვიყიდდი, და საბედნიეროდ, ვირტუალურად შეუძლებელია, მეორეც , რა ჯანდაბად მინდა ეს მერამდენეღაცე ტანის მოვლის საშუალება, როცა ნივეას დუშგელზე უკეთესი მართლა არაფერია ამ დონის კოსმეტიკებში და რამეებში.ტანის სკრაბები სრული დებილობაა, მქონდა ერთხელ და მივხვდი რომ ჩემ კანს აშკარად არ უნდა და არ ჭირდება. ან საერთოდ, ჭიდება კი ვინმეს კანს? ძალიან ეჭვი მეპარება…  

ამასწინათ შემომეყიდა ფაბერლიკის დუშგელი და ტანის რძე, აფროდიზიაკებითო, კხმ. მოვაბრძანე სახლში,აი მართლა მოვაბრძანე, მთელი გზა ვისუნებოდი კრემს :უსერ: ვიბანავე-წავისვი რამდენიმე დღე და ისევ აღმოვაჩინე რომ ნივეას დუშგელი ჯობია,  ნუ აი ტანის კრემზე ვერაფერს ვიტყვი ,მართლა გენიალურია, მარა ჯერ დავის ვერ გამითავებია (რამხელა ფლაკონებში ასხამენ რა უბედურებაა, ახალი ვერ მიყიდია და დამიხარჯია,ბლინ). 

არა, მართლა არაფერში მჭირდება ეს ამდენი ხარახურა თაროებზე, ჩემს ტანს ბავშვის ზეთი და ნივეა ყოფნის იდეაში, მარა რრრრრრრამხელა სიამოვნებაა, საათნახევარი აბაზანაში ყურყუტი, ხასიათის მიხედვით  დუშგელის ამორჩევა, მერე ლოსიონი ტანის კრემი, ან, თჲ ნამეტანი მოვინდომე, ავტოზაგრიანი კრემი და იმის შეგრძნება როგორ გიყვარს შენი სხეული, მერე აბაზანიდან გამოსვლა და აქ წყდება ლენტა, ისმის ჭყრიალი და ჩემი ძმის დამანჭულცხვირიანი შეკითხვა, რისი სუნი აგდის? :სპაი: ნუ კატეგირულად არ ესმის ზოგადად რატომ ამდის არომატები აბაზანიდან ახალგამოსულს, ნიჩევო, გაიზრდება, გაიგებს. ხო ნუ ეს ყველაფერი სიამოვნება თბილ სეზონზე, როცა ცივა კი, შხაპ-შხუპ, ზეთი , ან არც, და ჰერი-ჰერი თბილ ტანსაცმელში.

მთელი ეს ოდა იმიტომ ,რომ მე დავარწმუნო საკუთარი თავი რომ არ მჭირდება ის გემრიელობა კრემი, კიდევ ის პალიტრა, კიდევ ის სიცივის კრემი (ერთი უკვე მაქვს), კიდევ ის სპა რაღაცა.

აი სახეს მართლა უნდა მიხედვა , ტოესწ ორმა კომედონმა შემომიტია და ვერ ვუტევ  :ქრაი: :მო:

მარა აი ამ ტანის მოვლის რამეებზე რატო ვფრიკავ ვერ ვხვდები :ქრაი: