უსათაუროდ


ზაფხულში მუხლამდე ყვავილებიან მინდორში რომ შეხვალ და გულაღმა დაწვები, გრძნობ როგორ გეღვრება მზე სხეულში.
სიცხით გათანგული მწერების ბზუალი და გათელილი ბალახის და მიწის სურნელი, ერთმანეთში არეული.
მოჭუტული თვალებიდან წამწამებს მიღმა დანახული ლურჯი და ღრუბლები, რომლების მუდმივად სადღაც მიიჩქარიან ზაფხულობით.
სოფელში, შუადღის ბუღს გამოქცეული ფეხშიშველა რომ გახვალ ბოსტანში, სიმინდის კვლებში ლობიოს და გოგრებს შორის ალაგ-ალაგ გაბნეულ კიტრის ხვიარებში რის ვაი-ვაგლახით რომ იპოვი სამიოდ პაწუკა, ხორკლიან კიტრს, მიწას გააცლი, მერე პამიდორებს მოწყვეტავ, დაჯდები რუვის პირას, თხილის და ვაშლის ხების ჩრდილში, რუვთან მუდმივად გრილა, ფეხებს ააჭყაპუნებ და ჯერ ისევ თბილ და მოტკბო პამიდორს გაკბეჩ, სპეციფიკური სუნი რომ ასდის ფოთლის.

არ მშურს იმ ადამიანების ვისაც ბავშვობაში ზაფხულები სოფელში არ გაუტარებიათ, ფეხშიშველებს არ ურბენიათ, ხეებზე არ უძრომიალიათ და ნამდვილი სოფლის ბავშვივით არ უცხოვრიათ. ზაფხულობით ყოველ წელს სოფელში მგზავნიდნენ ბებიასთან, იმას სულ არ ედარდებოდა დედაჩემის ბავშვის ბამბაში შეფუთვნის მეთოდიკა და მათოხნიებდა, კოლორადოს ხოჭოებს მაკრეფინებდა, კარტოფილიც ამომიღია და ხორბალიც გამირეცხავს. სიმინდიც დამიცეხვია. ტურტლიანი ფეხებით წყაროზე მირბენია და საერთოდაც იქაურებისგან თუ არ გავირჩეოდი, იმათზე ნაკლები ნამდვილად არ ვიყავი.

მაშინ გული მწყდებოდა რას მერჩიან თქო და ახლა მიხარია, რომ ასეთი “სოფლური” ზფხულები მქონდა.

საიდან გამახსენდა არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ ,რომ აღდგომებზე სოფელში უნდა ჩავიდეთ და საფლავებზე გავიდეთ,ბიცოლასთან მივდივართ, მერე რა რომ იქ ისე ვარ როგორც საკუთარ სახლში, იქ კი სადაც ჩემი წინაპრები ასაფლავია, ჩემი სახლი აღარ დგას. არადა ვერ ვიტანდი იქ ყოფნას, რაც წამოვიზარდე, ჩასვლისთანავე გამოქცევაზე ვიყავი, იმდენად არ მომწონდა მეზობლური სიტუაცია, ახლა კი ვნანობ, ერთი მაინც დაგვეტოვებინა…

ოდესმე ფული თუ მექნა, აუცილებლად ვიყიდი რომელიმე მივარდნილ სოფელში პატარა სახლს.

ჩემი ზაფხულის ზაფხულები


aauau

ფასხული მინდა მზე მინდა პახოდში მინდა წყალში ტოპვა მიდნა და ბევრიბევრი ბუნება მინდა.
ბალახზე წოლა მინდა, კანის ჯანსაღი ფერი მინდა, ფხოტიალი მინდა ბორიალი ბორჯრნიალი

და

რავიცი ასე შემდეგ და თან სუ კაი ხალხთან ერთად

უფფფფ

ისადა ეს ჩანთა ასე რატოა ნეტავ გადახრილი უცნაურად

უნდა გავასწორო რამენაირად ;9

გაფასხული მოვიდაააა


სწორედაც რომ, დილას ძლივს რომ ავწიე თავი, მერე ქსეროქსებზე დამეძინა და მერე გამოცდაზე მივჩლახუნობდი, ისე ათბობდა მზე, ისეისე…
გამოცდის მერე კიდევ ისეთი ლურჯი ცა იყო და თეთრი ღრუბლები, მზე ისე უჭყიტინებდა როგორც გაზაფხულზე იცის ხოლმე და ზაფხულში და ქვეყანა ჩემი მეგონა, ვტრიალებდი და ცაში ვიყურებოდი, ყურებში რაღაც მელოდია უკრავდა და ქარიც სულ არ იყო სუსხიანი. ფიჭვების მწუანე წიწვების და ლურჯი ცის კონტრასტზე ლამაზი არაფერი არ მინახავს კაი ხანია და საერთოდაც რა ლამაზია როცა ცა ლურჯია და მზე ანათებს თეთრ ღრუბელბად, აი წარმოიდგინეთ ნარინჯისფერი რომ იყოს ცა, რა საძაგლობა იქნებოდა, სულაც არ იქნებოდა ასეთი გამჭვირვალე მსუბუქი და ისეთი, დამაიმედებელი, თითქოს ყველაფერი კარგად რომ იქნება.

ჩემი გაზაფხული ოფიციალურად გახსნილად ცხადდება !

რა ჯობია დილას მზის შუქი რომ გაღვიძებს, გაიზმორები ადგები, არ კანკალებ, გახვალ აივანზე სუფთა ჰაერს იმასიზავ და მზეს მიეფიცხები და ასე ფხიზლდები, გარეთ რაღაც უცნაური სუნია, გაფასხულის, ჰაერი გამჭვირვალე და ენერგიები თავისით მოდიან ხოლმე საბოდიალოდ. წახვალ მერე მწვანე ბალახზე დაჯდები და ახალი ბალახის და მიწის სურნელს შეისრუტავ,