ლომის მთა


არ იფიქრო, პერ

არ იფიქრო.

ეკლები დაივარცხნე და იარე

სულ იარე-

არ გაჩერდე,

არ ამოისუნთქო,

არ შეისვენო,

არ ჩამოჯდე-

აღმართებზე.

DSC_4456

მეორე სუნთქვა,

ტკივილი ფერდში- იმის შეგრძნება, როგორ გადადის სისხლი

ელენთიდან ორგანიზმში.

DSC_4675

არ მოკვდე, სანამ ცოცხალი ხარ –

არ ჩაქრე, პერ.

ნახე, როგორ ანთია კოცონი-შენი მოგროვებული შეშა –  ტკაცა-ტკუცით და

წიწვიანი შეშის სურნელით.

DSC_4545

ზაფხულის პირველი დღე და წვიმა,

ფორთოხლისფერი საწვიმარი, ტყე და ორი ცალი ფეხი

მშრალი, ჩემს ახალ ბათინკებში-სველ ბალახებზე.

მიყვარს წვიმა, როცა ტყეში წვიმავს და არა ასფალტზე- თუნდაც დავსველდე.

გახურებულ სახეზე რომ გეცემა წვეთები, საწვიმრის კაპიუშონზე წკაპუნობს და

ჰაერში დგას სურნელი- ტყის, ბლახების, ნეშომპალის და ზაფხულის.

DSC_4541

მთებში დაბადებული ღრუბლიკები- ნისლები რომ გვგონია

და

ზემოდან დავყურებთ – თითქოს დიდი ვინმეები ვიყოთ, ერთ მთას შეჭიდებულები- ჭიანჭველებივით.

 

DSC_4514

როცა გონება გამორთულია, ადგილი მხოლოდ პერისთვის რჩება.

არ იფიქრო, პერ, არ იფიქრო….

პ.ს. ლომის მთაზე ვარ დასაბრუნებელი, ოდესმე. კავკასიონი დამრჩა სანახავი.

4 thoughts on “ლომის მთა

  1. ძალიან მომწონს შენი ბლოგი
    მთელი ღამე გადაჩიჩქნე მგონი ყველაფერი და აი ის სუფთა ჰაერიც ჩავისუინთქეე ესე დისტანციურად
    თავიდან მოვიარე ყველაფერი ^_^
    მადლობა !

დატოვე კომენტარი