თვალზეცრემლმომდგარი


წეღან ფეისბუქზე ხაჩიკამ დაწერა:

“ძველი დრო…. კრუსები სტერვები სლიპები ენფფერნლები ხესები… დაჟე ფოთოლიც… :)). ეჰჰჰ … ხო ვითამაშებთ ისევ ყველა?…..”

ხოდა შემომახსენდა ყველაფერი, ის გათენებული ღამეებიც, ნერვების წყვეტები, გაკეთებული თამაშები, სლიპების გუნდი, ენქაუნთერის ღამეული ბოდიალობები, დილის 4 საათზე ომენის ქარხნის ვერგავლილი ეტაპი და მანქანაში უძილობის კაიფში ჩაბჟირებები, თავსატეხებზე კისრის ტეხვა, ყველა თამაშის მერე ელდეპოში შესვლები, (ნეტა რას ფიქრობდა პერსონალი, 30+კაცი რომ შელაგდებოდა დილის 6 საათზე, ყველა ერთნაირად გასვრილ-გატიალებული) ყველაფერი-ყველაფერი გამახსენდა და მომენატრა, ლილოს თურქების(მუსულმანების) დასახლებაში რომ წავედით, საააააადღაც დასაკარგავშიც კი, დამტვრეულ ხიდზე…
დიდს ვერაფერს ვაკეთებდი მე იმ გუნდში, მაგრამ თამაში მომწონდა, პროცესი, აზარტი, ერთხელ ლისის ტბაზე რომ გადავედით ვაშლიჯვრიდან რამაგარი იყო :უსერ:
სამი წლის წინ დაიწყო თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი,აბსოლუტურად შემთხვევით მივეხეტე გარემოებათა გამო და ბოლოს გარემოებებისგან დამოუკიდებლად გავაგრძელე იქ თამაში.რომელიც ჩემთვის 1.5 წლის მერე დასრულდა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეტაპი იყო.
როგორც ვიცი, ახლაც თამაშობენ, ბევრი მათგანი სტრაიკსაც თამაშობს, რაღა ბევრი, ნახევარზე მეტი ჩემ დროს სტრაიკერი იყო, ძველ მონაწილეებს სახეზეც ვცნობ, ოღონდ ძირითადად ნიკებით, სახელები არ ვიცი, და ეჭვი მაქვს, ვინმეს თუ ვახსოვარ, არც იმათ იციან ჩემი ნამდვილი სახელი.(არცაა საჭირო, მაია და პერწკლი აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპაჟია).

ხოდა, უბრალოდ, მე მიყვარს ენქაუნთერი 🙂
პ.ს. არადა რა მწარე ღამეები მახსოვს, განსაკუთრებით ზამთარში, ყინვებში ბოტასებით რომ დავრბოდით იპოდრომზე. (თბილის ჩაცმა ვერ მოვიფიქრე და დასაბრუნებლად დრო და გარემოება არ იყო), რამდენჯერ სახლში მისულს ლოგინზე დაბერტყების თავიღა მქონია და რამდენჯერ მიფიქრია ერთი ამ კოდის დედაც თქო, როცა ვერ ვპოულობდით, მაააგრამ რომ ვიპოვიდი დ არშემჩნეული სახით ვითომცაქარაფერი სხვა რამეზე გადაგვქონდა ყურადღება…

პ.პ.ს. მიყვარს მე ისეთი მოგონებები, რომელიც იმწუთას მწარეა და მერე ტკბილად გახსენდება :ღვინისჭიქიანი სმაილი:

თუ მეტი გინდათ გაიგოთ ჩემზე და ენკაზე დაკლიკეთ ამეებზე
1. http://bunbunland.blogspot.com/2009/01/en.html
2. http://bunbunland.blogspot.com/2008/07/blog-post_216.html (ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მწარედ ნუ განსჯით )
3.http://bunbunland.blogspot.com/2008/06/blog-post_29.html (ღიმილ)

პ.ს. რუსული ჟარგონები არ შეიმჩნიოთ, ენკაში ძალიან ბევრი რუსულენოვანი იყო და შესაბამისად ჩემი იმპერიოდის ლექსიკონიც გამოტენილია რუსული სიტყვებით

EN-თამაში, ჰარი, და მე


გუშინ ვითამაშე ზაფხულის მერე პირველად და გამიხარდა-მომეწონა-მესიამოვნა. დინამიური თამაში გამოვიდა, სწრაფი,მოხერხებული და ზოგადად, საკაიფო.. ჩემი წვლილიც შევიტანე, უფანრობისდამიუხედავად (დამიჯდა,მიღალატა) ორი კოდი მოვნახე, ნაჭერზე მივხვდი რა უნდა გვექნა და ერთიორი ლოკაცია გამოვიცანი, თუმცა ეგ ერთობლივად ხდება ხოლმე, ვიღაცას ლოკაცია ახსენდება, ვიღაცას კიდევ რაღაც და ერთობლივად მივბოდიალობთ აზრამდე.
არც ისე არ ციოდა როგორც მეშინოდა….
თანაც გაუთვალისწინებელი ტოესწ შედარებითგათვალიწინებულმა ფიზიოლოგიამ შემომიტია მარა წამლებიც მომარაგებული მქონდა პლიუს თავდაცვა და რამე, და ისე ყოჩაღად ვმოძრაობდი მეთვითონ გამიკვირდა…..
გამისწორდა შუაღამისას ბოდიალობა და რამეების ძებნა
საახალწლო თამაში გააკეთეს და კუკიაზე მოგვიწია ბოდიალი, კუს ტბის გზაზე, ციყვებთან, მე ყველაზე მეტად ეგ ლოკაცია მომეწონა, წიწვოვნებში დავბოდიალობდით სუფთა ჰაერზე, ალაგ-ალაგ თოვლიც კი იყო შემორჩენილი…
მერე გზაზე ვიპოვეთ პაწუკა ლეკვი, ისეთი პაწუკა, პური ვერ ჭამა, არ იცოდა რა იყო, თან ნავთის თუ სალიარკის სუნად ყარდა. გუნდელმა წაიყვანეს მივხედავთო…..
პ.ს. ხომ არავის უნდა? ჯანმრთელი იყო, პაწუკა და შეშინებული, შუა ტრასაზე იჯდა და დაჭყეტილი იყურებოდა, როგორც კი კალთაში ჩაისვა ჟენკამ, გაიტრუნა და კმაყოფილმა დაიძინა.
აუ სხვა რა?
რავი ისეთი არც არაფერი.
ჩემი დაბრუნება ენკაში შედგა, ჩემი რა, გუნდის.

წავედი ყავას დავლევ აზრზე მოვალ და იმ შეკრებაზე წავალ.

მოკლედ, ენკა რულზზზზზზ

update:ვეღარ წავალ, ძაან შემომიტია : (((((((

მომენატრა


დღეს გავბოდიალდი ისევ ფეხით, თან მეზარებოდა და ტან არა, მაინც მინდა თქო და ხაჩჳკას გადავეყარე, ვეჭორავე ცოტა… ჩემი გუნდი გავაკეთე და ვთამაშობთო… ყოველკვირაა თამაშებიო… ომგომომგ აი ისე მიდნა თამაში რომ გავაფრენ ახლა : ((((((( მეთქი თუ რამეა, ჩამწერეთ რა თქვენთან, ნუ, არამგონია დამირეკოს, თან უცხოებში მეც მერიდება……
მერე საიტზე შევედი საუკუნეა არ ვყოფილვარ, ლილუს მესიჯი დამხვდა, ოპერაცია გავიკეთე, კარგად რომ ვიქნები ისევ მინდა გუნდი გავაცოცხლოო……. ჰმ, გუნდი ხო, მარა, მანქანას საიდან მოვქექთ? ერთს ყავდა მარა ის პაწუკა იყო თან ძალიან ცოდო იყო საჟლაგუნოდ
იდეაში კი შეიძლება, გამოცდილი მოთამაშე ვარ და მიმიღებს ალბათ გუნდი ვინმე, მარა ეს უცხო ხალხი ნუ რავიცი, ჩემი გუნდელების ბზიკების შეგუებას დაჭირდა კაი ხანი და უცხოებთან პირველი თამაში მარტო იმას დაჭირდება გაიგო ვის რა ტაქტიკა აქვს და მსგავსები ან ვის შეიძლება რამე უთხრა და ვინ “ფსიხია”.
ჰხომდა, არადაბალპასადკიანმანქანიანი, კარგი მძღოლი, გადარეული, ღამისმთეველი, ამტანი, პიროვნება თუ იცით სადმე, ხაჩუ ძალიან :მო:
ბლია, ისიც კი მენატრება დილის ექვს საათძე გაბონძღილი ომ მოვდიოდი სახლში და ლოგინზე ვეცემოდი, ან სამ საათზე უაზრო კვესტის ამოხსნისგან გამოდებილებული რომ ვიჯექი, სლივს ველოდებოდი და მეწეოდი ღერს რერზე და ვგრძნობდი რომ მალე გავაფრენდი. ის ყინვის სუნიც მენატრება და ლისის ტბაზე გიჟივით სირბილი ფერადტკივებულს,ბიჭებს რო არ ჩამოვრჩენოდი.
ოდა
ენკა მინდა, ბლინ!
აი არ მენანება არც ფული, არც დახარჯული ნერვები, არც ფიზიკური დაღლილობა მადარდებს და იქ რაღაცნაირად თავს ცოცხალ ადამიანად ვგრძნობ ხოლმე!!! იქ არავის ადარდებს ჩემი სიგარეტი და ხელს არ იქნევენ ბოლის გადაფანტად, იმიტომ რომ 99% ეწევა, არც შენი აჯაჯული თმა და ჩაცმულობა, აქ ყველას აჯღაბუჯღა და მოხერხებულად აცვია, არც ტალახში ტოპვაა უცხო ხილი. აქ არ იჩითებიან ზედამანიკურებული უწიპუწი როჟები (ნუ კაი ერთიორი მარა მე არ მეხებიან), აქ მთავარია იაზროვნო,იფოფხო, დაიკიდო ის რომ ამ სადენში დენი გადის და ამ კედელზე კი უდან გაიარო მარა ძირს ჩასავარდნია, და ამ მიტოვებულ შენობაში მინები ყრია და ზოგადად ამ შენობაში შესვლა იდეაში არ შეიძლება. ის რომ გიჟივით არ უნდა იარო, მანქანა მოცურდება, რომ შეიძლება მუხლი გადაიტყავო ან რამე იღრძო და რავი ასე შემდეგ.
ცივი სუსხი მიყვარს და უკუნეთი ღამე, მძჳნარე ქალაქი და დაღლილობისგან ისტერიკულად გაცინებული მეც მიყვარს.
გავგიჟდები ახლა მგონი : ((((((((((((((((

ქალაქი ღამე


ჰაერი უფრო ცივი და კრისტალურია, ცხოვრების რიტმი უფრო აჩქარებული, ქუჩებში სინათლის მდინარეებია და ჰაერში რაღაცნაირი სუნია, ენქაუნთერის, სიგიჟის, სიმყუდროვის და სევდანარევი ღიმილების. ისიც მსიამოვნებს, რომ ცივი ჰაერი მისუსხავს სახეს და ქარი მცემს სახეში, თუ შემცივდება შემიძლია კაპიუშონი წამოვიფარო, ბეწვიანი, სადაც ნიავიც კი არ ატანს, მხედველობის არეს გრძელი ფაფუკი ბეწვები ზღუდავენ და ისე ხარ, როგორც ქოხში. ღამე ყველაფერი სხვანაირია, ტროტუარზე ჩამოცვენილი ხმელი ფოთლებიც, ბნელი შესახვევებიც, ადამიანებიც კი…

ყველაზე მეტად გვიანი ღამის ქალაქი მიყვარს, როცა ყველას ძინავს და მხოლოდ პატრულის მანქანები და შენ ხართ ქალაქში, ცარიელი ქუჩები, მოძრაობის სრული თავისუფლება, და სიჩუმე. ალბათ უძილობის გამო მეჩვენებოდა ასეთი საინტერესო ღამის ქალაქი, სკვერები, პარკები, ადამიანების გარეშე, მიტოვებული და ძალიან ჩემიანი.

შარშან, დიდი თოვლი რომ იდო და აუტანელი ყინვები იდგა, მე და ორი ადამიანი წავედით მაღლივის სტუდქალაქში, ხიდის გავლით. ღამე იყო, სიჩუმე, უზარმაზარი, ჩაბნელებული კორპუსები იდგა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელ დედამიწაზე ჩვენ სამნიღა გადავრჩით, რამე კატასტროფის მერე. , ასფალტიანი გზა სულმთლად დაფარული იყო თოვლით, გაუკვალავით, ეს თოვლი ლამპიონების შუქზე ბრჭყვიალებდა და თავი რომელიღაც ფილმში მეგონა… :უსერ:

დღეს სამახურიდან გამოსულმა, იმის მაგიერ რომ სახლშჳ წავსულიყავი, საპირისპირო მიმართულებით წავედი და ლამის ნახევარი ვაჟა და კიდევ პეკინი გავიარე… მერე წელი მეტკინა… დიდი სიამოვნებით გავბოდიალდებოდი სადმე ღამე, ძველ თბილისში, ნარიყალაზე, რავი, წავიდოდი სადმე, მარა მეშინია გოგოს მარტო……

ოდა ასე

მომენატრა ღამე, ენკა, და ზამთარი, თოვლიანი.

სლიპების პანაშვიდი


ასე მგონია ჩემი გუნდის პანაშვიდზე ვიყავი დღეს. “მაიკო,ა პაჩემუ ტი ტაკაია გრუსტნაია?” კიმარა,როდის იყო,პანაშვიდებზე იცინოდნენ?
დღეს იყო სხოდკა, 8:30-ზე დანიშნული, მე მივედი,ინკუბუსა,როლერა და ლილუ თავისი ძმით მალევე მოვიდნენ და ძააააააალიან დიდი ხანი ველოდეთ დაფცეს, და ხაჩიკას… პიკამ ვაბშე დაგვიკიდა, საქმე მაქვსო… დაფცე მოვიდა, უფროსწორედ მოირბინა, პრაწივნად იქნევდა ხელებს, ააააააააააუაუაუაუ გადარეული იყო,ბათუმში მივდივარ ამწუთას გავიგეო,მოკლედ,აჟიტირებული… როლერამ წაუკითხა ორტომიანი მოხსენება იმაზე თუ რა არ მოწონს და ვაბშეტა მართალიც იყო… ამ დროს სწერვა ელე გაიჩითა, ფსევდობავშვური “გავბლაზდი,მაგათრასუსმენწამოდროზე” გამომეტყველებით და ქცევებით… ბოლობოლო დაფცე მაინც როლერას შერჩა გასაპუტად, ელე წავიდა მარა მემგონი ისევ გაეკიდა დათო, აბა ბათუმს ხო არ გამაზავდა… როლერას სამართლიან პრეტენზიებზე რაღაც იმდენად იდიოტურად იმართლა თავი რომ მე შემრცხვა მის მაგიერ…
მერე ხაჩიკაც მობოდიალდა ველიკათი… შუბლიდან ოფლის წურვით… :))) დაიგვიანა… ნუ, ეს უკვე უპატივცემულობაა და ფეხზე დაკიდება,როცა ადამიანი გეუბნება მოდი 8:30, იძახი რომ გაიგე 9:30 და მოდიხარ 10:00-ზე. მოვიდა და ეგრევე გადავიდა როლერა საქმის რჩევაზე. ძალიან უსაფუძვლო იყო იმის თქმა რომ მე და ტიტიკომ რატომ დავდეთ ფული იმ თამაშზე,იმიტომ რომ იმიტომ… მარა ეგეც იმ სიას შეუერთდა, რაზეც უნდა ეჩხუბათ.

ბლინ, გასაგებია რო მიქარავს შენი გუნდელი რაღაცეებს, მარა შენ რა, ანგელოზი ხარ???
ხოდა, კაი, გასაგებია, გინდა რომ უთხრა, მაგრამ ეს სახალხო სასამართლოს მოწყობა რაღა იყო? აი ვაააბშე რა მინდოდა მე მანდ? ვიჯექი და ვუსმენდი ამათ კამათს, მოწმესავით…
კი, მართალია როლერა, მარა თავის პონტში ის ორიც მართალი იყო , მესამეც მართალი იქნებოდა და საერთოდაც , ცალ-ცალკე რომ დაგვსხა ყველანი ანგელოზები ვართ…

დავიგრუზე ძალიან….. ეს გუნდი ფაქტიურად მე და ჟენკამ “დავაარსეთ”, ინტელაც იყო,მერე წავიდა… მეგობრებმა გავაკეთეთ, მერე ის მეგობრებიც დავჩხუბდით, ჟენკა და მე ერთ ბანაკში და ინტელა მეორეში, სულ რაღაცაზე გვეკინკლავებოდა… ხოდა წავიდა… დაფცეც ინტელამ მოიყვანა იქვე,პირველივე სხოდკაზე… სახელზე რა ამბავი გვქონდა, რამდენი ვიკამათეთ, ბოლოს ჟენკამ მოიფიქრა სლიპები… ხაჩიკა დელს მოყვა, პიკა და ბულდოზერიხა დაფცეს მოყვნენ, პიკას კი ცალხელა მოყვა… ხაჩიკამ მერე კორსარი მოიყვანა, მარა ის უკვე სხვა გუნდშია… კიდე იყვნენ აქაიქ-გაკვრით,სხვადასხვა ადამიანები, მაგრამ ძირითადად ესენი მახსოვან…. ის პირველი თამაში, მე , ლილუ, დელი, სემი და ინტელა—აუ რა დებილები ვიყავით : )))))))))))))))))))
ჰხოდა
ხაჩიკამ მომწერა წეღან, შედი საიტზეო. ამოუშლია თავისი თავიც და თავისიანებიც… სვაბოდნი პალიოტშია და შეუერთდება ალბათ ვინმეს…

ისე, ის რატო არ გახსენებია არავის, რამხელა შრომა გასწიეს დაფცემ,პიკამ და ხაჩიკამ თამაშს რომ ვაკეთებდით????

საშინელება იყო ის სამი კვირა, უძილობა, პიკას სახლში, აიატაკზე დაყრილ დივნის ბალიშებზე ძილი, ლექციების, სამსახურების დაკიდება და ყინვაში გარეთ ბოდიალი,თოვლში, მაშინ როცა ყველაზე ძალიან ციოდა და ტრანსპორტიც კი არ დადიოდა წესიერად… საათობით სცენარის წერა, გადაწერა, თავიდან დაწერა, თარგმნა, ჩანახატების კეთება, პიკას გენიალური (მართლა) იდეები და კვესტები… “და ჰოი საოცრებავ”–ეს იყო ფრაზა რომელზეც ორი ღამის უძილოები, სცენარის საბოლოო დამუშავებისას, მე, პიკა და დაფცე ლამის ნახევარი საათი ვფორთხავდით ძირს… კეტჩუპი, მაიონეზი და კალბასი, და ჩაი-ყავა, ყავა, ყავა, ყავა… გამოვყავდით მთლად,მაგრამ იმ სიცივეში და უძილობაში ნამდვილი პანაცეა და სიცოცხლის წყარო იყო ის ნესკაფე და ჩაის გრანულები… ფაქტიურად იმ სახლში ვცოვრობდით, რიგრიგობით გვეძინა, ერთხელ ლილუს სავარძელშიც კი მოუწია ძილი… მივდიოდი, სემინარს ვაბარებდი და მერე სახლში საბანაოდ ,და ისევ იქ…. ბოლოს რომ შედგა ჩ ვენი გაკეთებული თამაში და ყველამ ერთხმად აღიარა რომ პირველი ჩავარდნის მერე საკაიფო გამოგვივიდა… კისიმ მგონი ჩვენი თამაში ითამაშა : )))) ნუ, 8 საათზე მორჩა მართლა პირველი გუნდი თამაშს, და მერე მითხრა მაგათმა წევრმა, რა არ მოეწონა, და მართალი იყო, მაგრამ ორ კვირაში გაკეთებულისგან….. მაინც კარგი იყო… ვნერვიულობდით, გუნდებს ვგულშემატკივრობდით, ვღელავდით როცა იჭედებოდნენ და გვიხაროდა როცა მალე გადიოდნენ : ))))
პირველი რომ ჩაგვეშალა, ხაჩჳკას სხვა სცენარი მისცეს, შეცდომები გაიპარა, თამაში შეწყდა, და მე და ხაჩჳკამ ვქენით ეს, ანუ სტოპი ვუქენით თამაშს და რაგარჩევები იყო საქმის… თან რატომღაც ჩაითვალა რომ მე ბატკანი ვიყავი და რომ ყველაფერი ხაჩჳკამ გააკეთა … ეს პირველი რაღაც იყო რაც რეალურად გამიტყდა გუნდისგან…
ბულდოზერა,რომელიც პატიოსნად იჯდა მთელი საღამო ნაუშნიკებით, რომ მერე თამაში გაეტესტა… ჩვენი ჩჲჩელკა პროფესორი,დღესაც ჩემი ხალათით ზის პიკას სახლში: ))))
ვანო-ადამიანი რომლეიც იმის მაგალითია როგორ არ უნდა დანებდე… ადამიანი რომელისაც არ აქვს მარცხენა, ატარებს მანქანას, ენკასაც თამაშობს, ცურავს, და კოშკში ამოფოფხდა.. გადავირიე!!!!! ორი ხელის პატრონები ძლივს ავედით და….

არც ის არ დამავიწყდება, ხაჩიკას სახლში,როგორ ეძინა ხაჩიკას ერთ დივანზე, კორსარას მეორეზე, უნისონში ხვრინავდნენ, მე მეცინებოდა, ძალიან ვცდილობდი თვალები არ დამხუჭვოდა და ლოკაციის სცენარს ვწერდი, ალქიმიკოს (აუ დამავიწყდა) ნუ, იმაზე ვინც ფილოსოფიური ქვა გამოიგონა….. მერე გათენდა და წამოვედით სახლებში…

ენ-კას წყალობით ისეთ ადგილებში ვიფხოტე, ცხოვრებაში რომ არ მომივიდადა აზრად იქ შეძრომა, ფეხით გადავედი პლატოდან ლისის ტბაზე…. ანაურში ვიყავი ღამისთევით, პირდაპირ ღია ცისქვეშ… დილით კი გაირკვა,რომ, წინასაღამოს რომ არავინ დამიჯერა,მართლა ძველ სასაფლაოზე გვეძინა, მე პირადად ქვა მეგონა და საფლავზე მედო თურმე თავი. და იყო კიდევ ერთი რაღაც, მე სულ მგონი მეტრანახევარი რომ ვარ (ნუ,კაი,ცოტა მეტი) ისე ვისკუპე მდინარის შენაკადს გადავევლე ჩემსიგრძეს, იმ სიცივეში დასველების შემეშინდა და, თურმე შემძლებია მეც რაღაცეები….

ვაკის პარკში მე და ვიღაც გუნდელი შეყვარებულებს რო ვანსახიერებდით ფლეშ-მობზე და იმდენად შეიჭრა როლებში რომ მართლა ყველა მხრიდან მიცავდა და არავის აძლევდა ჩემთან მოახლოების საშუალებას :))) ლილუ კი იქვე დარბოდა და თავის თავს ელაპრაკებოდა, ხების გარშემო ტახტოდა, გიჟს ანსახიერებდა :)))

დილას, ანანურში,თვალი რომ გავახილე, და ულამაზესი განთიადი დავინახე, მზე როგორ ამოდიოდა მთებს და ღრუბლებს მიღმა, სულ დამავიწყდა მთელი ღამის კანკალი და თავჩაყოფილი სპალნიკში წოლა…. ეს ისეთი რაღაც იყო, რაც მუდამ გახსოვს და ფოტოგრაფირება არ გჭირდება დასამახსოვრებლად…

მერე კი მიტოვებული სახლი ვიპოვეთ, ვიღაც ამდგარა და ჯასთ წასულა და ეს ყველაფერი ანგრეული, იატაკზე დაყრილი, ვიღაცის ცხოვრების ნაგლეჯები….
ულამაზესი ეზო, ისიც მიტოვებული… კიბე არსაით….

სიგარეტიც წევაც დამაწყებინეს თავიდან ,ამ საძაგლებმა, აბა რა იქნებოდა, 24 საათი პირში სიგარეტი ქონდათ გაჩრილი და თავდანებებულ-გადავიწყებულზე ისევ დავიწყე… არა, ნებისყოფა არფერშუაშია, უბრალოდ გამახსენდა რა სარგებელი მოქონდა წევას თავისდროზე… თან მაინც პასიური მწეველი ვიყავი, ოთახში და მანქანაში სულ ბოლი იდგა ხოლმე….

როგორ ეშვებოდა ხიდიდან ლილუ თოკით და ჩვენ როგორ გავრბოდით და მე როგორ ვიცმევდი გზადაგზა ზეწარს რომ ფოტობონუსი გადაგვეღო და გვერდით მანქანებიდსან ლამის შემოგვიძვრენ,წარმოიდგინეთ, უკანა სავარძელზე გოგო და ბიჭი, ზეწრებში გახვეული, თავზე გვირგვინებით… და ეს ზამთარში…… ან ადრე გაზაფხულზე, ნუ, მოკლედ, საკაიფოდ ციოდა, კურტკა მეცვა…

ღამისთევებიც იყო, სირბილებიც, ძალიან ბვრი სირბილებიც, ძალიან საშიშ ადგილებში ძვრომაც, ტუპოი ძებნა კოდის, როცა უკვე ისე შტერდები რომ ძებნისგან გული გერევა, შიმშილი და შუაღამისას სადღაც მაღაზიაში ნაყიდი პური და რედბული… ან მაკდონალდსის ნაგავი….მანქანაში ძილი, დათხვრილი ტანსაცმელი, დაღლილობა ,როცა მეორე დღეს ფეხებს ვეღარ გრძნობ და ისიც, როცა ისე წვიმს რომ გინდა ახლა ადგე და მოკვდე რომ ამ წვიმის ქვეშ აღარ იარო… ვიშკა თუ რაღაც აგურის ჯანდაბა,რომელზეც აძვრა დაფცე და თჲრმე სიკვდილს გადაურჩა (ეს მერე გავიგეთ, მორყეული ყოფილა საფეხურები გარედან, არანაირი დაცვა და ლამის 5 სართულის სიმაღლეზე აძვრა მგონი), პიკას ძახილი- სლიპებოოოოო როცა კოდს იპოვიდა, სწრაფად ჩატენვა მანქანაში და გაქცევა….სიხარული კვესტის ბოლობოლო ამოხსნისას… რაღაცნაირი შეგრძნება როცა ხედავ რომ სხვა გუნდმა კოდი იპოვა ,ყიჟინით გარბის, და გაორმაგებული მონდომებით იწყებ ძებნას….
ამათი რუსული ლაპარაკი და ჩემი ქართული პასუხები….
ჟენკას რეალურად გმირული საქციელები და ტკივილის უხმოდ ატანა…. როლერას საშინელი სისწრაფით მანქანის ტარება, რაც ძალიან დიდ ფორას გვაძლევდა..

კიდევ ბევრს დავწერდი მაგრამ გაიწელება ძალიან ეს პოსტი….
კაროჩე
ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს…..ასეთ საქმისგარჩევებს და ზოგადად ასეთ დასასრულებს…:(((((((((((((((
მარა აქედან დედაჩემი აწყობს სკანდალებს, ნუ თამაშობო, დაჟე ბოლო თამაშზე ლამის ინფარქტმა ხია, ვერ ვითამაშე, შემეშინდა, და მეც დავანებებ ალბათ თავს და ეგ იქნება…

ანდა, სლიპები მოეგებიან გონს და კაკ ვ არმიი, ვპერიოდ ი ს პესნეი…

ანდა მე გადავალ სადმე….
მოკლედ,დრო გვიჩვენებს.
ასეთები ვიყავით მაშინ, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა და ყველას მოგვწონდა ერთმანეთი.
ანდა
მე ვარ დებილი და მე მომწონდა ყველა.
ნახვამდის, ბავშვებო 🙂

ენქაუნთერი- თასის პირველი თამაში


მაგარი თამაში იყო გუშინ, მართალია ჩვენ მეხუთეზე გავბოდიალდით, იმიტომ რომ ბოლოს უკვე მაგრად გვეკიდა ლიჟბი დაგვემთავრებინა,მაგრამ მაინც მაგარი იყო…Книга Огненных Страниц. Глава 1-я, Лабиринт , თან ზაფხულის თასის პირველი თამაში იყო და როგორც იტყვიან “ა შტო კურილი ორგი?” ლოლ. ისეთი კვესტები დაგვახვედრეს, 6 გუნდი ღამის ოთხ საათზე ორი საათი ნანგრევებში 20 სიმბოლოს აგროვებდა, მერე იმათგან 4 უ 5 ასო უნდა შეგვედგინა, მოკლედ, სულ რამდენიმე გუნდმა გააკეთა თუ ერთმა, აღარც მახსოვს…
ყველაზე მაგარი ლოკაცია იყო ვაშლიჯვარში, ავედით კლდეზე, გამოქვაბულებში , კოდი მოვხსენით და პირდაპირი რეისით, ფეხით გადავედით ლისის ტბაზე. კლდეზე ასვლისას იმან გაასწორა, ცოცვის პონტივით იყო, თან ფეხი მისრიალებდა და ჩავარდნის საშიშროებაც იყო… მერე ჯერ ეკლებიან ბარდებში ბილიკი ვიკვლიეთ, მერე მაღალი ძაბვის დენები გავიარეთ, იმხელა ძაბვა იყო ეს უზარმაზარი სადენები ზუზუნობდა და კანკალებდა. თან გვქონდა რუკა, მიახლოებითი ორიენტირი და კომპასი, მაგრამ პუხლიკამ გადაწყვიტა რომ კომპასი დაეკიდებინა ეკლებისდა გამო და ხაჩიკას ხმამაღალი პროტესტების მიუხედავად კრუგი დაგვარტყმევინა :))) გზაში რაღაც ნატბორევი გავიარეთ,სუნი იყო ისეთი მორგს შეშურდებოდა. ლისზე მძღოლი გველოდა და კვესტი, ნამეტანი გენიალური, როგორც ყოველთვის, მოკლედ იყო ოთხი ბოძი, თითოს თითო ასო და გარკვეული საათი შეესაბამებოდა, ბოძების შუაში ციფერბლატი იყო, 4 ათვლის წერტილით თითო ბოძზე. ზადაანიიდან ჩანდა რომ უნდა დამდგარიყავი ბოძთან, მოგენიშნა ათვლის წერტილი,გადაგეთვალა საათი და მერე საათიდან ლაზერით დაგემიზნებინა სადაც ასოები ეწერა და ასე კიდევ სამჯერ და გამოგერკვია კოდი. მთელი პრიკოლი ის იყო რომ იმ დილაუთენია,6-ზე, ვერც ერთმა ვერ დავწვით რომ ციფერბლატზე ის წერტილი უნდააგვეღო,რომელიც მოცემული ბოძიდან 12 საათზე იდგა და არა 6-ზე, ანუ უფრო შორს რომელიც იყო, იმიტომ რომ ეს კრუგი ხომ ციფერბლატი იყო…. და ყველა გუნდი სლივით გადაცუნცულდა შემდეგ ტურზე.
ბოლო ლოკაციამ გაასწორა, თბილისისზღვაზე იყო კოდები საპოვნი, იბანავა ხალხმა,ზაგარი მიიღო, ჯასთ რელაქსაცია მოახდინეს და ბლაჰ-ბლაჰ-ბლაჰ.
ნუ, მოკლედ ჩვენ ფოტობონუსიკოებიც დავიკიდეთ იმიტომ რომ გვეზარებოდა…. და მერე მე სახლში მომიყვანეს და ჩემი გიჟი გუნდის წევრები სტრაიკის სათამაშოდ გაცვივდნენ. მერე მე დაიძინე, დილის 11 საათი იყო და წეღანღა გავახილე თვალები… წივწივა და კამპანია სადღაც წაბოდიალებულან,მაგრამ მე აშკარად არ მექნებოდა სიარულის თავი, რომც მღვიძებოდა მაგ დროს თან დასაბანი კიარადა გასარეცხი ვიქნებოდი და…
ენ-კაში ყველაზე მეტად ღამე ბოდიალი მიყვარს, მაღალი სიჩქარით მოძრაობა თავისუფალ ტრასაზე და ქუჩებში… კაციშვილი არ დადის და ნერვებს არავინ გიწამლის…