ტბათანა


როგორც თბილისიდან წყნეთში ახვიდე დასასვენებლად  – აი დაახლოებით ასე წარმომედგინა ბავშვობაში ტბათანა – წოვა-თუშების საზაფხულო აგარაკი

DSC_0467

ტბათანაში ფაქტიურად, ქოხები დგას, ნახევრად დანგრეული, ჩამოფაცხავებული, კედლებზე მილურსმული ხის “საწოლი” თაროებით, ვიწრო ფანჯრებით ან მათ გარეშე, კარები კი ყველას ხეობისკენ, მთებისკენ აქვს გაღებული.

DSC_0518

ადრე აქ ძალიან ბევრი ოჯახი ადიოდა ზაფხულობით, უმეტესობას მსგავსი ხის სახლები ქონდა, ნაწილს კარვები. მერე 90-იან წლებში, პანკისის ამბების დროს, ქოხები დაინგრა, ნაწილი ვეღარ ავიდა, ნაწილი აღარ, ნაწილს უცხო მიმსვლელებმა მოუღეს ბოლო და ასე… ახლა სულ რამდენიმე ქოხია დარჩენილი.

DSC_0487-2

თუ ახვალთ, აუცილებლად დაგხვდებიან სტუმართმოყვარე მეცხვარეები და გიმასპინძლებენ. ჩვენ რომ ვიყავით, წვიმდა, ციოდა და ნისლი იყო. ცეცხლი დავანთეთ და შენიშვნა მოგვცეს –  აქ არაფერი დააზიანოთ, თორემ თუშები იტყვიან, რომ ქისტებმა გავაფუჭეთო.

დანგრეულების გარდა, ახალი, ფეშენებელური, ოროთახიანი ქოხიცაა, სადაც რამოდენიმე ადამიანს გვეძინა. კარებები არ იკეტება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ღამე გაათიოს.

DSC_0491

 

წყალი და საკარვე ადგილები

გზადაგზა, ნაკრძალში, ალბათ იქნება რამე წყარო, ტბათანაში სულ ერთი ცალი ვიპოვეთ, რომელიც ძალიან ცივი და გემრიელია და ასე გამოიყურება.

DSC_0514

 

 

 

საკარვე ადგილიც ყველგანაა, სადაც გაგეხარდება და კარავს დასცემ.

როგორ უნდა მოხვდეთ აქ?

როგორ და… ყველაზე იაფად ალბათ ახმეტა-მატანის მარშუტკით ორთაჭალის სადგურიდან, ახმეტაში კიდევ რამეში გადაჯდომით და მერე ფეხით, ბაწარას ხეობის გავლით სულ პირდაპირ. სულ პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით ვიძახი. გზა მიხვეულ-მოხვეულია, გზის შემოკლება შესაძლებელი, ჯიპიესის არსებობის შემთხვევაში.

წვიმიან ამინდში ყველაზე იოლად სამხიდიანი მანქანით მიხვალ. ჯიპიც, შესაბამისი კარგი, გამოცდილი მძღოლით. ჩვენ კამაზით ვიყავით, ანუ სამხიდიანით. მძღოლი თან მე მეჭორავებოდა, თან გზას უყურებდა და არხეინად მართავდა მანქანას, ძარაზე მდგომებს კიდევ გული უსკდებოდათ. სლაიდშოუ დაახლოებით წარმოდგენას იძლევა, როგორი გზებია აქ მაისში…

 

This slideshow requires JavaScript.

ჩვენს თვალწინ, რამოდენიმე წუთში, შავი ღრუბლები გადაიყარა და თოვლიანი მთები დავინახეთ.

CSC_0644

 

ამ ტყეში, მთების ფონზე რომაა, გადაშენების პირას მდგომი ხე,  უთხოვარი, იგივე ურთხელი იზრდება.

DSC_0454

ცოტაც და ტბათანის ხედები გამოჩნდა

This slideshow requires JavaScript.

ტბათანას რომ გაცდები, სულ მალე, ტბათანის, ანუ საქისტოს ტბაა. ჩვენ რომ ვიყავით გუბე იყო, ამიტომ  ფოტოს ვერ შემოგთავაზებთ. ერთხელ გასეირნებად ნამდვილად ღირს.

მე აქ აუცილებლად დავბრუნდები, და თქვენც იგივეს გირჩევთ.

3 thoughts on “ტბათანა

  1. რაც კარგია, კარგია 🙂
    წოვათაში ბოლომდე ვერ გავედით შარშან, ვერხოვანიდან მალევე მწყემსები კი შეგვხვდნენ, მაგრამ არც ასე თბილად დაგვხვედრიან, როგორც შენ. მათმა ძაღლებმა კინაღამ დაგვჭამეს :დ მძიმე სამუშაო კი აქვთ, ღმერთმანი, როგორ უნდა მოსთხოვო მაკდონალდსის პერსონალივით უფასო ღიმილი მაგათ

დატოვე კომენტარი