სინაგოგა. 1904წ
ვერასოდეს ვერ მივხვდები, რატომ ცხოვრობდნენ ებრაელები რომში, სადაც ყველაფერში ზღუდავდნენ საუკუნეების მანძილზე, და რატომ არ ბრუნდებოდნენ სამშობლოში…
იგივე შეკითხვა დავუსვი მუზეუმის გიდს და აშკარად ძალიან დავაბნიე… პასუხის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: ჩვენი სამშობლო უკვე აქ იყოო. მართალია იდეაში, როცა სამი თაობა ერთ ადგილას ცხოვრობს, ის უკვე მის სამშობლოდ იქცევა,საფლავებზე მიჯაჭვულობასაც თავისი ძალა აქვს… მოკლედ, საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა ებრაული სათვისტომო რომაელი იმპერატორების მიერ გალავნებით შემოსაზღვრულ სივრცეში, იყო პერიოდები, როცა ამ საზღვრებს გარეთ მაღაზიების გახსნა შეეძლოთ, იყო პერიოდები, როცა საღამოს 8 საათზე ჭიშკრები იკეტებოდა და ყველა ებრაელი ამ დროისთვის გეტოში უნდა ყოფილიყო… მხოლოდ მე-19-ე საუკუნის დასაწყისშიღა მოისპო საბოლოოდ იმ კედლების ნაშთები.
სინაგოგაში და ებრაულ მუზეუმში შესვლა მთელი თავგადასავალია… უზარმაზარი გალავანი არტყია, გარშემო მცველების ჯიხურებია და ფორმიანები მორიგეობენ. შესვლა ერთ-ერთი ასეთი პუნქტის გავლით ხდება, ჩანთას გიჩხრეკავენ, პასპორტს ამოწმებენ, გეკითხებიან საიდან ხარ, რომში რა გინდა და სინაგოგაში რა დაგრჩენია. აპარატის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, ბუტერბროდი გარეთ დამატოვებინეს, მეტალოდეტექტორიან ჩარჩოში გამატარეს და მერეღა შევედი მუზეუმში.
სინაგოგაში გადაღებაც სასტიკადაა აკრძალული და მხოლოდ ჯგუფთან ერთად, გიდის მეთვალყურეობით გიშვებენ, 10 წუთით. მე ორჯერ შევედი, ორ ჯგუფს შევყევი ზედიზედ. ბევრი იქცეოდა ასე.
ულამაზესია სინაგოგა შიგნიდან, თავისი ვარსკვლავიანი ჭერით, ტროპიკული ტყის ნახატებით, სკამებით, სადაც ყველა სკამს პატრონის სახელი აწერია და წინ დაკეტილი ყუთი უდევს თავსაბურავის და ლოცვების წიგნის შესანახად (სახელი არ მახსოვს).
რომში თავიდან ერთადერთი სინაგოგის აშენების უფლება მიცეს, ებრაელები კი სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, შესაბამისად, ერთი შენობა ააშენეს და შიგ 5 სინაგოგა მოათავსეს… ახლა, ამ უზარმაზარ სინაგოგაში თორას(თუ სხვა რამე ქვია, შემისწორეთ) დასაბრძანებელი თაღები იმ ძველი სინაგოგიდან ისეთი პატარები ჩანს, საქართველოს ყველაზე პაწუა ეკლესია და სამება რომ დააყენო გვერდიგვერდ. საშჳნლად არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ქალების ადგილები სინაგოგას კუთხეებშია, საშჳნლად მოუხერხებლად განლაგებული. მოკლედ, ჯერ-ჯერობით ყველა რელიგიურ მიმდინარეობაშჳ, მე რაც ვიცი, ქალის დისკრიმინაცია უპირველეს ყოვლისა, ბლეაჰ.
აი ამიტომ ფრთხილობენ ასე… რამდენიმე წლის წინ, ებრაული დღესასწაულის დროს ტერაქტი მოაწყეს და მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. 😦 ეს სკვერი და აბრა იმ ბავშვის სახელზეა.
ვიღაც ქალმა აიფონით გადაღება ცადა და დაცვამ ძალიან ზრდილობიანად მაგრამ ელვის სისწრაფით გაუჩითა მთელი ტელეფონი, თან ბოდიშები გვიხადეს, ტერაქტის მერე ვფრთხილობთ ასეო.
თუმცა ლოცვაზე დასწრების სურვილი რომ გამოვთქვი, არაა პრობლემა, გაგჩხრეკთ როგორც დღეს და ისე შემოგიშვებთო.
ადრინდელი ებრაული კვარტალი მდინარესთან ახლოს იყო, სინაგოგა კი იქ, სადაც ახლა ტერმინის რკინიგზის ცენტრალური სადგურის შენობაა.
ახლანდელი ებრაული კვარტალი სინაგოგის გარშემოა გაშენებული, ზოგი შენობა ძველია, ზოგი ახალი, თუმცა, თუ არ იცით, ტიპიური რომია, გარდა ერთიორი ებრაულსიმბოლიკიანი მაღაზიისა და თავისებურად ჩაცმული ოფიციანტებიანი კაფისა.
ზანგი?
ძალიან ძველი შენობის ყრუ კედელზე “ამოსული” ფანჯარა.
1945 წლის 16 ოქტომბერს 2000-ზე მეტი ებრაელის დეპორტირება მოხდა გესტაპოს ბანაკებში. აქედან მხოლოდ 16 ადამიანი დაბრუნდა, აქედან ერთი ქალი.
შენობის კედელი ქუჩაში.
მონაზონი. ყველა მონაზონი უშნო რატოა?
გეტო.
ძალიან ძველი შენობებია, რაღა ეს და რაღა სოლოლაკი : ))))))
იმ ბავშვის სახელობის სკვერი…..
პ.ს. ძალიან კარგი მუზეუმი აქვთ, ჩემი ცოდნა ებრაელებზე იყო ნუ, 2%, ახლა ვიცი ასე 40% მათი წეს-ჩვეულებების. (ნაწილი სოფი გოლდენის ბლოგიდან მოვკრიფე). ულამაზესი და უსაინტერესოესი ექსპზიცია იყო, ნამდვილად ღირდა მთელი ის ჩხრეკა-დაკითხვები.